„ნებაყოფლობითი ინდივიდუალური დაგროვების შესახებ"
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნებაყოფლობითი ინდივიდუალური დაგროვების შესახებ" (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
II მოსმენა
✓ 76 ✗ 0
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-05-14
ბიუროს ნომერი 247
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
ნებაყოფლობითი ინდივიდუალური დაგროვების შესახებ
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო
ეს კანონი ადგენს ამ კანონით გათვალისწინებულ ნებაყოფლობით ინდივიდუალური
დაგროვების წესსა და პირობებს. ამასთან, ნებაყოფლობით ინდივიდუალური დაგროვების
სფეროში ურთიერთობები წესრიგდება საქართველოს კონსტიტუციის და საქართველოს სხვა
კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 2. კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება
ამ კანონის მიზნებისთვის კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) მმართველი კომპანია – იურიდიული სტატუსის მქონე ლიცენზირებული პირი,
რომელიც სქემის პირობების შესაბამისად ახორციელებს მონაწილეთა დანაზოგის
მართვას;
ბ) მმართველი კომპანიის ფილიალი – მმართველი კომპანიის ქვედანაყოფი, სადაც
უშუალოდ ხორციელდება მმართველი კომპანიის საქმიანობა ან მისი ნაწილი;
გ) სქემის მონაწილე (შემდგომში მონაწილე) – ფიზიკური პირი, რომელიც
ხელშეკრულების საფუძველზე მონაწილეობს დაგროვების სქემაში სქემით დადგენილი
წესის შესაბამისად;
დ) დანაგროვი – მონაწილის ანგარიშზე აღრიცხული ფულადი და არაფულადი აქტივები;
ე) დაგროვების სქემა (შემდგომში სქემა) – მმართველი კომპანიის მიერ მონაწილეთათვის
შეთავაზებული პირობების ერთობლიობა მათ შორის დაგროვების და განაგროვის
გაცემის თაობაზე;
ვ) სპეციალიზებული დეპოზიტარი – იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს
დოკუმენტირებული ფასიანი ქაღალდების მიღებას, შენახვას და დანაზოგთა შესაბამისი
აქტივების შემადგენელი არადოკუმენტირებული ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას;
ზ) მმართველ კომპანიასთან დაკავშირებული პირები – მმართველი კომპანიის
ადმინისტრატორი, დამფუძნებელი ან/და აქციების მფლობელი ან პირი რომელი იღებს
მონაწილეობას მმართველი კომპანიის საქმიანობის მართვის პროცესში პირდაპირ ან
არაპირდაპირი ფორმით ან მმართველ კომპანიასთან საქმიანი ინტერესებით
დაკავშირებული პირები;
თ) ადმინისტრატორი – მმართველო კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს, დირექტორატის
(გამგეობის) წევრი, აგრეთვე პირი, რომელიც უფლებამოსილია დამოუკიდებლად ან ერთ
ანდა ერთზე მეტ პირთან ერთად მმართველი კომპანიის სახელით აიღოს
ვალდებულებები;
ი) უცხოური სანდო მმართველი კომპანია – განვითარებული ქვეყნის მმართველი
კომპანია, რომელსაც აქვს კომპეტენტური საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციის
მიერ მინიჭებული, გარკვეული დონის ან მასზე მაღალი რეიტინგი; საქართველოს
ფინანსთა სამინისტრო და ეროვნული ბანკი ერთობლივად ადგენს კომპეტენტურ
საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციათა ნუსხას და თითოეული კომპეტენტური
საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციის მიხედვით განსაზღვრავს რეიტინგის დონეს.
თავი II
ნებაყოფლობითი ინდივიდუალური დაგროვება და დაგროვების სქემა
მუხლი 3. ფიზიკურ პირთა დაგროვების უფლება
1. ფიზიკურ პირებს უფლება აქვთ ისარგებლონ დაგროვების სისტემით. დანაგროვი არ
შეიძლება იყოს გირავნობის საგანი და არ ექვემდებარება გასხვისებას, გარდა იმ
შემთხვევისა, როდესაც დანაგროვის მიღების უფლება გადადის მემკვიდრეზე.
2. პირი, რომელიც ახორციელებს ფულის დაგროვებას უფლებამოსილია:
ა) აირჩიოს სქემა
ბ) სქემით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად ერთი სქემიდან გადავიდეს
მეორე სქემაში, დადგენილი წესით შეიცვალოს მმართველი კომპანია ან/და
განათავსო დანაგროვი ერთ ან რამოდენიმე სქემაში ან/და მმართველ კომპანიაში.
გ) სქემის პირობების შესაბამისად ამ კანონით დადგენილ პირობებზე ადრე
გაიტანოს დაგროვილი თანხა.
დ) თუ დაგროვების ხდება საქართველოს საგადასახადო
კოდექსით
გათვალისწინებული საშემოსავლო გადასახადის შემცირების საფუძველზე, ამ
მუხლის მე–2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვვრულ შემთხვევაში, მონაწილის
მიერ, თანხის ვადაზე ადრე გატანისას სახელმწიფოს უბრუნდება შეღავათის
სახით მონაწილის ანგარიშზე დარიცხული თანხა.
მუხლი 4. სქემის დამტკიცება
1. სქემა მტკიცდება მმართველი კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ.
2. მმართველი კომპანია ვალდებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
(შემდგომში სამინისტროს) და საქართველოს ეროვნულ ბანკს (შემდგომში ეროვნულ
ბანკს) წარუდგინოს სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დამტკიცებული სქემა.
3. სამინისტრო და ეროვნული ბანკი უფლებამოსილია შეამოწმოს სქემის შესაბამისობა
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან და შეუსაბამობის
აღმოჩენის შემთხვევაში [15] კალენდარული დღის განმავლობაში სქემა უბრუნდება
მმართველ კომპანიას შეუსაბამობის გამოსწორების მიზნით.
4. სამინისტროსთვის და ეროვნული ბანკისთვის სქემის წარდგენის შემდეგ სქემა ხდება
საჯარო.
5. ეროვნული ბანკი ვალდებული სქემას უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომერი
მიანიჭოს.
მუხლი 5. დაგროვების სქემა
1.
2.
3.
4.
5.
სქემა არის მმართველი კომპანიის მიერ მონაწილეთათვის შეთავაზებული პირობების
ერთობლიობა დაგროვების განხორციელების და გაცემის თაობაზე.
აქტივები და ვალდებულებები რომელსაც მართავს მმართველი კომპანია იქმნება
სქემის მონაწილეთა შენატანებითა და იმ ქონებით რომელიც აქტივების მმართველმა
შეიძინა ამ სქემის სახელით.
მმართველი კომპანიის მიერ სქემის სახელით შეძენილი აქტივები და
ვალდებულებები განცალკევებულია მმართველი კომპანიის აქტივებისა და
ვალდებულებებისაგან.
სქემის მონაწილეთა ანგარიშზე დაგროვილი მოგება ან ზარალი არ აღირიცხება
როგორც მმართველი კომპანიის მოგება ან ზარალი.
სქემა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებ და უნდა
შეიცავდეს შემდეგ საკითხებს:
ა) მმართველი კომპანიის დასახელება, ადგილმდებარეობა, საბანკო რეკვიზიტები;
ბ) სქემის სახე
გ) სქემაში მონაწილეების ჩართვის პირობები;
დ) მმართველი კომპანიის და მონაწილის უფლებები და მოვალეობები;
ე) სქემიდან მონაწილის გასვლის პირობები;
ვ) სხვა მმართველი კომპანიაში გადასვლის პირობები;
ზ) სხვა სქემაში გადასვლის პირობები;
თ) ამ კანონით დადგენილ ვადაზე ადრე მმართველი კომპანიიდან ფული
ერთიანად გატანის პირობები.
ი) მონაწილის დანაზოგზე საკუთრების უფლების და მემკვიდრეზე ამ უფლების
გადაცემის პირობები
კ) დაგროვების ოდენობის განსაზღვრის პირობები;
ლ) სქემით გათვალისწინებული აქტივების განაწილების პირობები
მ) დაგროვების გაცემის პირობები;
ნ) მონაწილის ინდივიდუალური ანგარიშის წარმოების და ინფორმირების
პირობები;
ო) აქტუარული გათვლის მეთოდიკა;
პ) მმართველი კომპანიის ფორმირების და ხარჯვის პირობები;
ჟ) სქემაში აკუმულირებული თანხების ინვესტირების წესები და პირობები
რ) სქემაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი;
ს) სქემის შეწყვეტის წესი.
ტ) სქემა შეიძლება შეიცავდეს დამატებით სხვა მონეცემებსაც.
6.
დაუშვებელია სქემით განსაზღვრული პირობების შეცვლა ან/და დამტება გარდა:
ა) ამ მუხლის მე–5 პუნქტის „ა“ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა
ბ) თუ აღნიშნული ცვლილება ან/და დამატება გამოწვეულია კანონმდებლობის
ცვლილებით
გ) თუ მმართველ კომპანიას ექნება წერილობითი თანხმობა მონაწილის მიერ ამ
სქემაში ცვილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.
7. ამ მუხლის მე–3 პუნქტით განსაზღვრულ ცვლილებას ან/და დამატებას ამტკიცებს
მმართველი კომპანიის სამეთვალყურეო საბჭო. აღნიშნული ცვლილებები ან/და
დამატებები მმართველმა კომპანიამ უნდა წარუდგინოს სამინისტროს და ეროვნულ
ბანკს.
8. მმართველი კომპანია ვალდებულია მონაწილეებს, ამ მუხლით გათვალისწინებული
ცვლილებების და/ან დამატებების თაობაზე აცნობოს, ცვლილების ძალაში შესვლიდან
არაუგვიანეს [15] დღისა.
9. სქემა ფორმირდება მონაწილეების შენატანებითა და დანაზოგის შესაბამისი
აქტივების მართვის შედეგად მიღებული მოგების ან ზარალის გათვალისწინებით.
10. მონაწილეს დაზოგილი თანხის მიღება მმართველი კომპანიის აქტივებიდან
შეუძლიათ სქემის პირობების შესაბამისად, არანაკლებ [15] წლიანი დაგროვების
განხორციელების შემდეგ.
11. მონაწილეთა ანგარიშზე არსებული აქტივების ოდენობა იცვლება მონაწილის მიერ
ანგარიშზე განხორციელებული შენატანებისა და მონაწილის შენატანების
ინვესტირებიდან მიღებული მოგების/ზარალის შესაბამისად.
მუხლი 6. განცხადება დაგროვების განხორციელების ან სქემის შეცვლის შესახებ
1. ფიზიკური პირი, რომელსაც სურს მიიღოს მონაწილეობა დაგროვების სესტემაში,
უფლებამოსილია მის მიერ არჩეული მმართველ კომპანიას მიმართოს განცხადების
საფუძველზე, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:
ა) მონაწილის სახელი, გვარი, პირადი ნომერი
ბ) მონაწილის საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა);
გ) არჩეული სქემის დასახელება
დ) განაცხადის წარდგენის თარიღი (წელი/თვე/დღე);
ე) მონაწილის ხელმოწერა
ვ) სხვა დამატებითი მონაცემები.
2. მონაწილე, განცხადებით მიმართავს მმართველი კომპანიის არჩეული სქემის
პირობების შესაბამისად სქემის შეცვლის თაობაზე.
3. მონაწილეს შეუძლია დანაზოგის ნაწილობრივ გადატანა სხვა სქემაში ან მმართველი
კომპანიაში.
4. მონაწილე, რომელიც იცვლის მმართველი კომპანიის ვალდებულია, მმართველ
კომპანიაში, რომელშიც განთავსებული აქვს დანაზოგი, წარუდგინოს განცხადება
ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ნაწილობრივ
გადააქვს თავისი დანაზოგი სხვა მმართველი კომპანიაში.
5. ამ მუხლის მე–3 პუნქტით გათვალისწინებულ განაცხადში უნდა მიეთითოს იმ
მმართველი კომპანიის მონაცემები სადაც უნდა იქნას მონაწილის დანაზოგი
გადატანილი მთლიანად ან ნაწილობრივ. ამასთან, მონაწილე ვალდებულია
მოითხოვოს მმართველი კომპანიისგან ახალ მმართველ კომპანიაში წარდგენის
მიზნით შემდეგი ინფორმაცია:
ა) სქემის მონაცმები რომელშიც თვითონ იღებდა მონაწილეობას;
ბ) გაცემის დღისათვის მონაწილის ანგარიშზე დარიცხული და გაცემული
დანაზოგის ოდენობის დამადასტურებელი დოკუმენტი/ები;
გ) მონაწილის წერილობითი დასტური ამ მუხლის მე–2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული დოკუმენტი/ების სისწორეზე.
6. მონაწილე მმართველი კომპანიის შეცვლისას ახალ მმართველ კომპანიას წაარუდგენს
ამ მუხლის პირველი და მე–3 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას.
7. მმართველი კომპანია ვალდებულია დააკმაყოფილოს მონაწილის მიერ ამ მუხლით
გათვალისწინებული კანონიერი
მოთხოვნები და განახორციელოს მონაწილის
დანაზოგის გადატანა მონაწილის მიერ მითითებულ სქემაში ან სხვა მმართველი
კომპანიის სქემაში.
8. მმართველი კომპანია ვალდებულია მონაწილეს წერილობით აცნობოს ანგარიშის
გახსნის თაობაზე.
მუხლი 7. ხელშეკრულება დაგროვების შესახებ
1. ხელშეკრულება ნებაყოფლობითი ინდივიდუალური დაზოგვის შესახებ (შემდგომ –
ხელშეკრულება) იდება მმართველი კომპანიას და მონაწილეს შორის საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად.
2. ხელშეკრულება იდება:
ა) მმართველ კომპანიას და ერთ ან რამოდენიმე მონაწილეს შორის, მონაწილეს
სასარგებლოდ
ბ) მმართველ კომპანიას და ერთ ან რამოდენიმე მონაწილეს შორის, სხვა ფიზიკური
პირის/პირების სასარგებლოდ;
3. ხელშეკრულებაში მითითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია
ა) მონაწილის სახელი, გვარი და პირადი ნომერი
ბ) მონაწილის მიერ არჩეული სქემა
გ) ხელშეკრულების მოშლის და სხვა სქემაში გადასვლის და ასევე სხვა მმართველ
კომპანიის სქემაში გადასვლის პირობების, ამასთან აღნიშული პირობები არ
უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ
მოთხოვნებს.
დ) სხვა დამატებითი უფლებები და ვალდებულებები რაზეც შეთანხმდებიან
ხელშეკრულების მხარეები.
მუხლი 8. არჩეული სქემის ან მმართველი კომპანიის შეცვლა
1. მონაწილეს უფლება აქვს ამ კანონით განსაზღვრული განცხადების საფუძველზე
შეიცვალოს არჩეული სქემა ან მმართველი კომპანია, სქემაში ჩართვიდან ან სქემის
შეცვლიდან [12] თვის შემდეგ ჯარიმის დაკისრების გარეშე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს
განაცხადის წარდგენიდან არა უმეტეს [3] თვის განმავლობაში.
3. თუ მონაწილის განცხადება სქემის ან მმართველი კომპანიის შეცვლასთან
დაკავშირებით არ იქნება დაკმაყოფილებული, მონაწილეს უფლება აქვს გაასაჩივროს
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
4. მონაწილეს უფლება აქვს მისი დანაზოგი მთლიანად ან ნაწილობრივ გადაიტანოს
სხვა სქემაში.
5. მონაწილის მიერ დანაზოგის მთლიანად სხვა მმართველი კომპანიაში გადატანი
შემთხვევაში, სქემის წესების შესაბამისად იხურება მონაწილის ანგარიში.
6. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით ჯარიმა ეკისრება მონაწილეს,
მართველმა კომპანიამ მას უნდა გაუგზავოს ინფორმაცია აღნიშნულ გარემოებასთან
დაკავშირებით და მიუთითოს ჯარიმის ოდენობა.
7. საქართელოს მთავრობის დადგენილებით შეიძლება აკრძალული იყოს მონაწილის
მიერ სქემის ან მართველი კომპანიის შეცვლა, ფინანსური სტაბილურობის
მიზნებისთვის, მაგრამ არაუმეტეს [ერთი] წლისა. ამასთან, აღნიშნული აკრძალვა არ
შეიძლება განმეორდეს მისი განხორციელებიდან მომდევნო [4] წლის განმავლობაში.
მუხლი 9. სქემის შეწყვეტა
1. სქემის შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) სქემის ყველა მონაწილის მიმართ დანაზოგის გაცემის ვალდებულების
შესრულება;
ბ) სქემის ყველა მონაწილის სხვა სქემებში გადასვლა;
გ) სქემიდან ყველა მონაწილის გასვლა
2. სამეთვალყურეო საბჭოს გამოაქვს გადაწყვეტილება სქემის ამ მუხლის პირველი
პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სქემის გაუქმების შესახებ. აღნიშნული
გადაწყვეტილება მიღებისთანავე მმართველი კომპანიამ უნდა გახადოს საჯარო.
3. სქემის გაუქმების თაობაზე სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილება უნდა
წარედგინოს სამინისტროს და ეროვნულ ბანკს გადაწყვეტილების მიღებიდან [7]
კალენდარულ
დღეში.
ეროვნული
ბანკი
აუქმებს
სქემის
უნიკალურ
საიდენტიფიკაციო ნომერს.
თავი III
დაგროვების სახეები და მისი გაცემის წესი
მუხლი 10. დაგროვების სახეები
1. დაგროვების სახეებია:
ა) ფიქსირებული დანაზოგი, რომლის დროსაც წინასწარ განსაზღვრულია სქემაში
შენატანის ოდენობა და რომელიც დამოკიდებული არ არის დანაზოგის
მოცულობაზე. ფიქსირებული დანაზოგი შეიძლება მიეცეს პირს სიცოცხლის
მანძილზე ან სქემით განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში.
2.
3.
4.
5.
ბ) შენატანით განსაზღვრული დანაზოგი, რომლის დროსაც განსაზღვრულია
შენატანის ოდენობა და მმართველი კომპანიის ვალდებულება შექმნას ანგარიში
მონაწილეთა დანაზოგისთვის. და მის ხარჯზე რეგულარულად გასცეს
დანაზოგი სქემის პირობების შესაბამისად. შენატანით განსაზღვრული
დანაზოგი მიეცემა მონაწილეს ფორმირებული დანაზოგის ამოწურვამდე.
ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაგროვების სახეების
ფარგლებში მმართველ კომპანიას შეიძლება შესთავაზოს მონაწილეს სხვადასხვა
ტიპის სქემები.
შენატანით განსაზღვრული დანაზოგი შემთხვევაში მონაწილე ითვლება დანაზოგის
მესაკუთრედ, ამასთან, მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში დანაზოგით
უზრუნველყოფის ვადის დამთავრებამდე დანაზოგის [100] პროცენტი მიეცემა მის
მემკვიდრეებს, რომელიც უფლებამოსილია
გააგრძელოს დაგროვება სქემის პირობების შესაბამისად ან გამოიტანოს დანაზოგი
ერთიანად.
ფიქსირებული დანაზოგის მისაღებად განკუთვნილ დანაზოგი ითვლება იმ
მონაწილეთა საერთო საკუთრებად, რომლებიც მონაწილეობენ გარანტირებული სახის
სქემაში, ამასთან მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში ფიქსირებული დანაზოგი
მემკვიდრეს არ გადაეცემა.
მუხლი 11. შენატანები დაგროვების განხორციელებისთვის
1. დანაზოგის შეტანა ხორციელდება ფულადი სახით, ნაღდი ან უნაღდო
ანგარიშსწორების ფორმით მონაწილის ან ნებისმიერი საქართველოს მოქალაქეობის
მქონე ან არმქონე ფიზიკური პირის მიერ.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირს უფლება აქვს ერთდროულად
განახორციელოს შენატანები სხვადასხვა სქემებში.
3. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევა მონაწილის მიერ არ
ზღუდავს მონაწილის უფლებას დანაზოგის მიღებაზე, გარდა იმ შემთხვევისა
როდესაც მონაწილის სქემა მოიცავს ფიქსირებული სახის დანაზოგის მიღებას.
მუხლი 12. დანაგროვის გაცემა
1. მონაწილეს არჩეული სქემის შესაბამისად, დანაზოგის მიღების უფლება წარმოეშვება
არანაკლებ [15] წლიანი დაგროვების განხორციელების შედეგად კანონმდებლობით
დადგენილი გამონაკლისების გარდა.
2. მონაწილეს უფლება აქვს გადაავადოს ამ კანონით დადგენილი დანაზოგის მიღების
პერიოდი მიღება და ამის შესახებ წერილობით შეათანხმოს მმართველ კომპანიასთან
გადავადების პეროდი.
3. დანაგროვის გაცემა შეიძლება მოხდეს პროგრამულად ან მთლიანად ან ნაწილობრივ
ერთჯერადი გატანის სახით:
ა) დანაზოგის მთლიანად ან ნაწილობრივ გატანა შესაძლებელია მხოლოდ:
ა.ა) თუ მონაწილის მთლიანი დანაზოგის [15] წლიანი ანუიტეტის შესაბამისი თვიური
თანხა საშუალო ხელფასის [30] პროცენტზე ნაკლებია, პირს უფლება აქვს მიიღოს
დანაზოგი ერთიანად.
ა.ბ) თუ მონაწილის მთლიანი დანაზოგის [15] წლიანი ანუიტეტის შესაბამისი თვიური
თანხა აღემატება საშუალო ხელფასის ორმაგ ოდენობას, პირს უფლება აქვს თავისი
დანაზოგის, მაგრამ არანაკლებ საშუალო ხელფასის ორმაგი ოდენობა მიიღოს
პროგრამული სახით სქემის შესაბამისად, ხოლო დანარჩენი ნაწილი გაიტანოს
ერთიანად.
ბ. გარდა ამ პუნქტის ა.ა. შემტხვევისა დანაზოგის პროგრამული გაცემა ისე უნდა
განაწილდეს პერიოდის მიხედიტ რომ ყოველტვიურად მონაწილის მიერ მიღებული
ტანხა არ იყოს გატანის დაწყების დროს არსებული საშუალო ხელფასის [20]% ზე
ნაკლები [10] წლის განმავლობაში.
4. დანაზოგის მიღება მონაწილეს შეეძლება ამ მუხლის პირველი პუნქტით
განსაზღვრულ ვადაზე ადრე თუ მას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად
მიენიჭა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი ან
მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.
თავი IV
აქტივების მმართველი კომპანია
მუხლი 13. მმართველი კომპანია
1. მმართველი კომპანია იქმნება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით
განსაზღვრული სააქციო საზოგადოების სამართლებრივი ფორმით.
2. მმართველი კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს სქემის პირობების შესაბამისად
აქტივების მართვა.
3. მმართველი კომპანია ამ კანონით გათვალისწინებული საქმიანობის გარდა
უფლებამოსილია განახორციელოს აქტივების მართვასთან დაკავშირებული სხვა
მსგავსი საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. მმართველ კომპანიაზე ვრცელდება „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებული ანგარიშვალდებული საწარმოს
უფლებები და ვალდებულებები, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მას გამოშვებული
საჯარო ფასიანი ქაღალდები.
5. მმართველი კომპანიის საქმიანობა ექვემდებარება ლიცენზრებას კანონმდებლობით
დადგენილი წესით ეროვნული ბანკის მიერ.
6. კომერციულ ბანკს და მასთან აფილირებულ პირს ეკრძალება ამ კანონით დადგენილი
მმართველი კომპანიის საქმიანობა.
მუხლი 14. მმართველი კომპანიის აქტივების და ვალდებულებების გამიჯვნა მონაწილეთა
შენატანებით მიღებული აქტივების და ვალდებულებებისგან
1. მმართველ კომპანიას და მონაწილეებს შორის ურთიერთობა წესრიგდება
საქართველოს კანონმდებლობით და მათ შორის დადებული ხელშეკრულების
საფუძველზე, მონაწილის მიერ არჩეული სქემის პირობების შესაბამისად.
2. მმართველი კომპანია სქემის მონაწილეების სახელით საქმიანობას ახორციელებს
სქემით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
3. მმართველი კომპანია უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით:
ა) შეიმუშაოს ერთი ან რამოდენიმე სქემა;
ბ) გააფორმოს ხელშეკრულება მონაწილესთან/მონაწილეებთან;
გ) განკარგოს თანხები, რომლებიც იქმნება მონაწილეთა შენატანებისა და
დანაზოგის შესაბამისი აქტივების მართვის შედეგად მიღებული მოგების ან
ზარალის გათვალისწინებით.
4. მმართველი კომპანია ვალდებულია განაცალკევოს:
ა) მმართველი კომპანიის აქტივები და ვალდებულებები სქემის/სქემების
მონაწილეთა შენატანებით მიღებული აქტივების და ვალდებულებებისგან;
ბ) თითოეული სქემის მონაწილეთა შენატანებით მიღებული აქტივები და
ვალდებულებები ერთმანეთისგან.
კომპანია
ვალდებულია
ყოველდღიურად
ერთმანეთისგან
5. მმართველი
დამოუკიდებლად შეაფასოს თითოეული სქემის აქტივები და ინვესტირებიდან
მიღებული შემოსავალი განათავსოს მონაწილეთა ინდივიდუალურ ანგარიშზე მათი
წილის პროპორციულად.
6. მმართველ კომპანიას ეკრძანება სქემით გათვალისწინებული აქტივების გამოყენება
თავისი ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალებად.
მუხლი 15. მმართველი კომპანიის საქმიანობის ზოგადი პრინციპები
1. მმართველი კომპანიის მართვა და მისი საოპერაციო საქმიანობა ხორციელდება
ადმინისტრაციული
და
საქართველოს
კანონმდებლობით
დასაბუთებული
სააღრიცხვო პროცედურების, აქტივების მმართველის საქმიანობის ლიცენზიისათვის
დართული პირობებისა და შეზღუდვების, აგრეთვე სამინისტროსა და ეროვნული
ბანკის ერთობლივი ნორმატიული აქტების შესაბამისად.
2. სამინისტროსა და ეროვნული ბანკის ერთობლივი ნორმატიული აქტი, რომელიც
შეეხება მმართველ კომპანიას ექვემდებარება აუცილებელ გამოქვეყნებას და ძალაში
შედის გამოქვეყნების დღიდან ან ამ წესებში, ნორმატივებსა და ინსტრუქციებში
მითითებული თარიღიდან.
3. მმართველი კომპანია ინარჩუნებს კაპიტალისა და ლიკვიდური რესურსების
სათანადო დონეს და ახდენს თავისი აქტივების დივერსიფიკაციას დანაკარგების
რისკის გათვალისწინებით სამინისტროს და
ეროვნული ბანკის მოთხოვნათა
შესაბამისად.
4. მმართველ კომპანიას უფლება აქვს, შეიმუშაოს და ეროვნულ ბანკს შესათანხმებლად
წარუდგინოს მის მიერ კონკრეტული მომსახურების გაწევისას ელექტრონული
(ციფრული) ხელმოწერის გამოყენების უსაფრთხოების პოლიტიკა. მმართველი
კომპანიის მიერ ეროვნულ ბანკთან შეთანხმებული კონკრეტული მომსახურების
გაწევისას ელექტრონული (ციფრული) ხელმოწერის გამოყენების უსაფრთხოების
პოლიტიკის საფუძველზე კონკრეტული მომსახურების გაწევის დროს გამოყენებულ
ელექტრონულ (ციფრულ) ხელმოწერას აქვს მატერიალურ დოკუმენტზე პირადი
ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა.
თავი V
ლიცენზირება
მუხლი 16. მმართველი კომპანიის საქმიანობის ლიცენზია
1. მმართველი კომპანია აქტივების მმართველის საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად
ეროვნულ ბანკს მიმართავს წერილობით (გარდა ამ კანონის მე-6 მუხლის მე-4
პუნქტით განსაზღვრული უცხოური მმართველი კომპანიის ფილიალისა
(წარმომადგენლობისა)), მის მიერ განსაზღვრული წესებისა და ფორმის მიხედვით.
წერილობით მიმართვას უნდა დაერთოს:
ა) დამფუძნებელი დოკუმენტების დედნები ან მათი სანოტარო წესით ან აპოსტილით
დამოწმებული ანდა ლეგალიზებული ასლები;
ბ) ინფორმაცია ადმინისტრატორების ამ კანონით განსაზღვრულ შესაფერისობის
კრიტერიუმებთან შესაბამისობის შესახებ;
გ) ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის
შესახებ, აგრეთვე ინფორმაცია, რომელიც შეიცავს მონაცემებს შესაბამისი მმართველი
კომპანიის განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და საზედამხედველო კაპიტალის
საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ. უცხოეთის მმართველი კომპანიის ფილიალი
წარმოადგენს ინფორმაციას სათავო მმართველი კომპანიის მიერ მისთვის გამოყოფილი
რესურსის ოდენობის შესახებ;
დ) ამ კანონის მე–14 მუხლით გათვალისწინებული შესაფერისობის დეკლარაცია
მნიშვნელოვანი წილის როგორც უშუალო, ისე ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ;
ე) სამინისტროს და ეროვნული ბანკის წესებით გათვალისწინებული დამატებითი
ინფორმაცია, რომელიც უნდა შეიცავდეს მონაცემებს საწესდებო კაპიტალისა და სხვა
ფინანსური რესურსების, მმართველი კომპანიის სათავო დაწესებულებისა და
ფილიალების ადგილსამყოფელის შესახებ, აგრეთვე ნებისმიერი სხვა ინფორმაცია,
რომელსაც სამინისტრო და ეროვნული ბანკი დასაბუთებულად მოითხოვს თითოეულ
კონკრეტულ შემთხვევაში;
ვ) დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს იმ უძრავ ქონებაზე სარგებლობის ან
საკუთრების უფლებას, სადაც მომავალში განთავსდება მმართველი კომპანიის ან მისი
ფილიალი.
2. სალიცენზიო მოსაკრებლის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით.
მუხლი 17. გადაწყვეტილება ლიცენზირების შესახებ
1. მმართველი კომპანიის მიერ ლიცენზიის მიღების შესახებ წერილობითი მიმართვის
მიღების დღიდან არა უგვიანეს [45] კალენდარული დღისა ეროვნული ბანკი იღებს
დასაბუთებულ გადაწყვეტილებას, რომლის თაობაზეც წერილობით აცნობებს
განმცხადებელს.
2. ეროვნული ბანკი მმართველი კომპანიის საქმიანობის ლიცენზიას გასცემს მხოლოდ
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ იმ
იურიდიულ პირზე, რომლის განაღდებული საწესდებო კაპიტალის ოდენობა
აკმაყოფილებს სამინისტროს და ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მოთხოვნებს,
ხოლო ადმინისტრატორი და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერი
შეესაბამებიან ამ კანონით განსაზღვრულ მმართველი კომპანიის ადმინისტრატორისა
და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერის შესაფერისობის კრიტერიუმებს.
3. უცხოეთის მმართველი კომპანიის ფილიალზე (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით
განსაზღვრული უცხოური სანდო მმართველი კომპანიის ფილიალისა) აქტივების
მმართველის საქმიანობის ლიცენზია გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც
თავად
მმართველი
კომპანია
უფლებამოსილია
განახორციელოს
სათავო
დაწესებულების ადგილსამყოფელ ქვეყანაში ამ კანონით გათვალისწინებული
მმართველი კომპანიის საქმიანობა. ასეთ შემთხვევაში მასზე ლიცენზია გაიცემა, თუ
წარმოდგენილი იქნება იმ ქვეყნის შესაბამისი საზედამხედველო ორგანოს თანხმობა
საქართველოში ფილიალის გახსნაზე, სადაც აღნიშნული მმართველი კომპანიაა
რეგისტრირებული.
4. ეროვნული ბანკი უცხოური სანდო მმართველი კომპანიის ფილიალზე შესაბამისი
სახეობის ლიცენზიას გასცემს მხოლოდ შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენის
საფუძველზე:
ა) დამფუძნებელი მმართველი კომპანიის განცხადება;
ბ) იმ ქვეყნის შესაბამისი საზედამხედველო ორგანოს თანხმობა საქართველოში
ფილიალის გახსნაზე, სადაც აღნიშნული მმართველი კომპანია რეგისტრირებული;
გ) დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ დამფუძნებელ მმართველ კომპანიას,
მინიჭებული რეიტინგის თანახმად, ამ კანონიდან გამომდინარე, ენიჭება უცხოური
სანდო მმართველი კომპანიის სტატუსი;
დ) ფილიალის ადმინისტრატორების დანიშვნის აქტი;
ე) იმ პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც წარადგენს ამ
პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებს.
5. უცხოური სანდო მმართველი კომპანიის ფილიალზე ვრცელდება საქართველოს
ეროვნული ბანკის მიერ საქართველოში მოქმედი მმართველი კომპანიისათვის
დადგენილი მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები.
მუხლი 18. მმართველი კომპანიის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერისა და
ადმინისტრატორის შესაფერისობის კრიტერიუმები
1. პირს ეკრძალება იყოს მმართველი კომპანიის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი, თუ
იგი ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის
დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა
ეკონომიკური დანაშაულისათვის.
2. პირი შეიძლება იყოს მმართველი კომპანიის ადმინისტრატორი, თუ:
ა) იგი სასამართლომ არ ცნო ქმედუუნაროდ;
ბ) იგი არ არის ნასამართლევი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის,
ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან
სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის;
გ) აქვს სათანადო განათლება ან/და გამოცდილება;
დ) იგი ამავე დროს არ არის სხვა მმართველი კომპანიის ადმინისტრატორი, გარდა იმ
შემთხვევისა, როდესაც მას უკავია ადმინისტრატორის თანამდებობა ამ მმართველი
კომპანიის კონტროლისადმი დაქვემდებარებულ მმართველი კომპანიაში ან მმართველი
კომპანიაში, რომლის კონტროლსაც ექვემდებარება მოცემული მმართველი კომპანია.
მუხლი 19. ლიცენზირების პირობები
1. აქტივების მმართველის ლიცენზია გაიცემა განუსაზღვრელი ვადით, მათი სხვისთვის
გადაცემა აკრძალულია.
2. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია აქტივების მმართველის საქმიანობის ლიცენზიის
გაცემისას დაურთოს მას გარკვეული პირობები და შეზღუდვები, თუ სრულად არ
არის
დაკმაყოფილებული
ამ
კანონის
მე-4
მუხლის
მე-2
პუნქტით
გათვალისწინებული მოთხოვნები. შემდგომში პირობები და შეზღუდვები (მხოლოდ
დარღვევათა აღმოსაფხვრელად საჭირო ფარგლებში) აქტივების მმართველის
საქმიანობის ლიცენზიას შეიძლება დაერთოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ
აქტივების მმართველი სისტემატურად არღვევს კანონმდებლობას.
მუხლი 20. აქტივების მმართველის საქმიანობის ლიცენზიის გაუქმება
1. აქტივების მმართველის საქმიანობის ლიცენზია შეიძლება გაუქმდეს მხოლოდ
ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით:
ა) მმართველი კომპანიის თხოვნის საფუძველზე, ამ კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად;
ბ) სამინისტროს და ეროვნული ბანკის მიერ ერთობლივი ბრძანებით დადგენილი
ეკონომიკური ლიმიტებისა და ნორმატივების დარღვევისთვის;
გ) ქვემოთ ჩამოთვლილი ერთი ან რამდენიმე გარემოების გამო:
გ.ა) ლიცენზია გაცემულია აქტივების მმართველის საქმიანობის ლიცენზიის მიღების
შესახებ შუამდგომლობაში ყალბი განცხადების ან სხვა უზუსტობების საფუძველზე;
გ.ბ) მმართველმა კომპანიამ არ გამოიყენა ლიცენზია მისი ძალაში შესვლის თარიღიდან
180 კალენდარული დღის განმავლობაში;
გ.გ) მმართველი კომპანიის სხვა მმართველი კომპანიასთან შერწყმის, მიერთების ან
გამოყოფის შემთხვევაში;
გ.დ) მმართველი კომპანიას აღარ აქვს სამინისტრო და ეროვნული ბანკის მიერ
დადგენილი ფულადი სახსრებით ფორმირებული საწესდებო კაპიტალის ან
საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობა, ან მან დაკარგა მონაწილეთა ნდობა
მათ წინაშე თავისი ვალდებულებების შესრულების ნაწილში, ან მმართველი კომპანიის
აღარ შეუძლია მისთვის მინდობილი აქტივების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
გ.ე) მმართველი კომპანიის პარტნიორებმა (აქციონერებმა) გადაწყვიტეს აქტივების
მმართველის გაუქმება ან ლიკვიდაცია ან აქტივების მმართველმა შეწყვიტა არსებობა,
როგორც იურიდიულმა პირმა ამ კანონით დადგენილი წესით
გ.ვ) მმართველი კომპანია ეწევა ან ეწეოდა მისი ფინანსური მდგომარეობისათვის
საფრთხის შემქმნელ ან არაჯანსაღ აქტივების მართვის პრაქტიკას, რომელმაც შეიძლება
მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს მის სქემის მონაწილეებს
გ.ზ) აქციონერთა გადაწყვეტილებით, მმართველი კომპანია
იმყოფება;
ლიკვიდაციის პროცესში
გ.თ) მმართველი კომპანია გადახდისუუნაროა.
2. ეროვნული ბანკი ვალდებულია გაუუქმოს აქტივების მმართველის საქმიანობის
ლიცენზიის მოქმედება უცხოეთის მმართველი კომპანიის ფილიალს და შვილობილ
სათავო დაწესებულებას
მმართველი კომპანიას, თუ მმართველი კომპანიას
ჩამოერთვა მის ადგილსამყოფელ ქვეყანაში სათანადო ოპერაციების წარმოების
უფლება.
3. აქტივების მმართველის საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისთანავე იწყება
მმართველი კომპანიის ლიკვიდაციის პროცესი საქართველოს კანონმდებლობის
შესაბამისად.
მუხლი 21. აქტივების მმართველის საქმიანობის ლიცენზიის გაუქმება თხოვნით
1. მმართველ კომპანიას შეუძლია წერილობით სთხოვოს ეროვნულ ბანკს, გაუუქმოს
მას ლიცენზია.
2. ეროვნული ბანკი აღნიშნული თხოვნის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას
თხოვნის მიღებიდან არა უგვიანეს 90 კალენდარული დღისა, რის შესახებაც
დაუყოვნებლივ აცნობებს მმართველი კომპანიის (უარის შემთხვევაში – მისი
საფუძვლის მითითებით).
მუხლი 22. აქტივების მმართველის საქმიანობის
გადაწყვეტილების გამოქვეყნება და მისი შედეგები
ლიცენზიის
გაუქმების
შესახებ
1. ეროვნულმა ბანკმა გადაწყვეტილება აქტივების მმართველის საქმიანობის
ლიცენზიის გაუქმების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა გახადოს საჯარო.
2. ლიცენზიის გაუქმების გადაწყვეტილება ძალაშია მისი მიღების დღიდან ან თვით
ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრული სხვა თარიღიდან.
3. აქტივების მმართველის საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების დღიდან მმართველ
კომპანიას ეკრძალება ამ ლიცენზიით მინიჭებული ყოველგვარი საქმიანობა და ამ
კანონით დადგენილი წესით უნდა მოხდეს მისი ლიკვიდაცია. აქტივების
მმართველის საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების დღიდან მმართველი კომპანია
ვალდებულია უმოკლეს ვადაში გაანაღდოს მის საქმიანობასთან დაკავშირებული
ყოველგვარი ვალდებულება. საქმიანობის შეწყვეტის პერიოდში ყველა
ვალდებულების განაღდებამდე მმართველი კომპანია ემორჩილება ამ კანონის
დებულებებს ისევე, როგორც ლიცენზირებული მმართველი კომპანია.
4. მმართველი
კომპანიის
გადახდისუუნარობაზე
გადაწყვეტილებას
იღებს
ეროვნული ბანკი სამინისტროსთან ერთად.
მუხლი 23. აქტივების მმართველის საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაში
სქემის/სქემების გადაცემა სხვა მმართველი კომპანიისთვის
თუ აქტივების მმართველის საქმიანობის ლიცენზიის გაუქმება ხდება მმართველი
კომპანიისთვის, სქემა და სქემით გათვალისწინებული აქტივები, სქემის მონაწილის
გადაწყვეტილების საფუძველზე გადაეცემა სხვა მმართველ კომპანიას.
თავი VI
საკუთრების უფლება და მართვა
მუხლი 24. მოთხოვნები მმართველი კომპანიის კაპიტალისა და რეზერვების მიმართ
1. სამინისტრო და ეროვნული ბანკი ერთობლივი ბრძანების საფუძველზე მმართველ
კომპანიას პერიოდულად განუსაზღვრავს რეზერვების, განაღდებული საწესდებო
კაპიტალისა და საზედამხედველო კაპიტალის მინიმალურ ოდენობას და მათი
შექმნის წესებს. მმართველი კომპანიას ეკრძალება საწესდებო კაპიტალის შევსება
(ფორმირება) არაფულადი ფორმით.
2. მმართველი კომპანიას არა აქვს უფლება, შეამციროს თავისი საწესდებო კაპიტალი
აქციების გამოსყიდვით ან შეამციროს საზედამხედველო კაპიტალი რეზერვების
გამოყენებით სამინისტროს და ეროვნული ბანკის წინასწარი წერილობითი
თანხმობის გარეშე და საწესდებო კაპიტალის ცვლილების შესახებ წესდებაში
სათანადო შესწორების შეუტანლად.
მუხლი 25. ეკონომიკური ლიმიტები და ნორმატივები
1. მმართველი კომპანია ვალდებულია დაიცვას სამინისტროს და ეროვნული ბანკის
მიერ ერთობლივი ბრძანებით დადგენილი ქვემოთ ჩამოთვლილი ეკონომიკური
ლიმიტები:
ა) საწესდებო და საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობა;
ბ) მმართველი კომპანიის
აქტივებთან თანაფარდობა;
სხვადასხვა
სახეობის
კაპიტალის
კლასიფიცირებულ
გ) მმართველი კომპანიის
მიერ მოზიდული აქტივების ზღვრული თანაფარდობა
საზედამხედველო კაპიტალთან;
2. მმართველი კომპანია ვალდებულია დაიცვას სამინისტროს და ეროვნული ბანკის
მიერ ერთობლივი ბრძანებით დადგენილი ქვემოთ ჩამოთვლილი ეკონომიკური
ნორმატივების მოთხოვნები:
ა) ლიკვიდური სახსრების მინიმალური ერთობლივი თანხის ან ასეთი სახსრების
კონკრეტულ სახეობათა თანაფარდობა აქტივების ღირებულებასთან ან მათი
ღირებულების ცვლილებასთან. ასეთი თანაფარდობა შეიძლება დაწესდეს ზოგადად
აქტივებთან ან ვალდებულებებთან (გარესაბალანსო ვალდებულებების ჩათვლით) ან მათ
კონკრეტულ სახეობებთან. მმართველ კომპანიას აქვს ლიკვიდურობის დაცვის
მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით ეროვნულ ბანკში შესაბამისი სახსრების
განთავსების უფლება;
ბ) აქტივებისა და გარესაბალანსო ვალდებულებების კლასიფიკაცია და მათი შესაძლო
დანაკარგების რეზერვების ფორმირება და გამოყენება, ასევე ის ვადები და პირობები,
რომლებითაც აქტივების მიხედვით მისაღები თანხები აღარ აღირიცხება შემოსავალში,
გარდა ნაღდად მიღებულისა;
გ) აკრძალვების, შეზღუდვების ან პირობების შესახებ, რომლებიც შეეხება:
გ.ა) აქტივებისა და ვალდებულებების (გარესაბალანსო და სხვა ვალდებულებების)
მიხედვით დაბრუნების ვადებისა და პროცენტების შესაბამისობა;
გ.ბ) დადგენილი ლიმიტების გადამეტებით წარმოქმნილი ღია პოზიციები უცხოურ
ვალუტაში, ძვირფას ლითონებში ან ძვირფას ქვებში.
3. სამინისტრო და ეროვნული ბანკის უფლებამოსილია რისკზე დამყარებული
ზედამხედველობის პრინციპებიდან გამომდინარე გამოსცენ ერთობლივი ბრძანება
და თითოეული მმართველი კომპანიის მიმართ დაადგინონ ამ მუხლის პირველი
და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული ეკონომიკური ლიმიტებისა და ნორმატივების
ინდივიდუალური მაჩვენებლები და მოთხოვნები.
4. მმართველ კომპანიას ეკრძალებათ აქტივების განთავსება ისეთი კომპანიის
აქციებში, რომელსაც მინიჭებული აქვს კომპეტენტური საერთაშორისო
სარეიტინგო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული, გარკვეული დონის ან მასზე
მაღალი რეიტინგი.
5. სამინისტრო და ეროვნული ბანკი ერთობლივად ადგენს ამ მუხლის მე–4 პუნქტით
განსაზღვრულ კომპეტენტურ საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციათა ნუსხას
და თითოეული კომპეტენტური საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციის
მიხედვით განსაზღვრავს რეიტინგის დონეს.
6. მმართველ კომპანიას შეუძლია მხლოდ ისეთ უფლებრივად დაუტვირთავ
ფინანსურ ინსტრუმენტებში განათავსონ აქტივები, რომლიც ივაჭრება ბირჟაზე.
მუხლი 26. მმართველი კომპანიის საკუთრების უფლებისა და აქტივების სტრუქტურის
შეზღუდვა
1. სამინისტრო და ეროვნული ბანკი ერთობლივი ბრძანების საფუძველზე მმართველ
კომპანიას განუსაზღვრავენ:
ა) ერთი სქემის აქტივების წილის მოცულობა ერთი საწარმოს აქციაში/ებში;
ბ) ყველა სქემის აქტივების წილის მოცულობა ერთი საწარმოს აქციებში;
გ) მმართველ კომპანიასთან დაკავშირებული პირში წილის შეძენის ოდენობა;
დ) ნებისმიერ საწარმოში ისეთი წილის შეძენის უფლება, რომელიც მას მიანიჭებს ამ
საწარმოს მართვაში მონაწილეობის უფლებას
2. მმართველი კომპანია უფლებამოსილია:
ა) შეუზღუდავი ოდენობით ფლობდეს წილს გარკვეულ საქმიანობაში, რომელიც
დაკავშირებულია მხოლოდ მმართველი კომპანიის საქმიანობასთან.
ბ) ეროვნული ბანკის წერილობითი ნებართვის საფუძველზე შექმნას და შეიძინოს
შვილობილი საწარმოები, რომლებიც ეწევიან სხვა სახის საქმიანობას. ნებართვაში
თითოეული შვილობილი საწარმოს მიხედვით დათქმული უნდა იყოს საქმიანობის
სახეობა, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. ამ შემთხვევაში შვილობილი
საწარმოების საქმიანობა შეზღუდულია ნებართვაში დათქმული საქმიანობის სახეობით;
გ) შექმნას ან შეიძინოს შვილობილი საწარმო – საბროკერო კომპანია, რომელიც
მონაწილეობს მხოლოდ „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით
განსაზღვრულ საბროკერო კომპანიის საქმიანობაში, და ფლობდეს მასში წილს
შეუზღუდავი ოდენობით.
3. მმართველი კომპანია ვალდებულია, ჰქონდეს სრული ინფორმაცია მმართველი
კომპანიის თითოეული ბენეფიციარი მესაკუთრის ვინაობის შესახებ, რომელიც
პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს წილის [10] პროცენტზე მეტს (მისი ოდენობის
მითითებით), აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდოს ეროვნულ ბანკს ისევე, როგორც
ინფორმაცია
ბენეფიციარ
მესაკუთრესთან
დაკავშირებული
ნებისმიერი
მნიშვნელოვანი ცვლილების თაობაზე, და საჯაროდ გამოაქვეყნოს ეს ინფორმაცია
თავის წლიურ ანგარიშში. სამინისტრო და ეროვნული ბანკი ერთობლივი
ბრძანების საფუძველზე განსაზღვრავს ასეთი ინფორმაციის მიწოდებისა და
გამოქვეყნების წესს, რომელიც ეფუძნება ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო
სტანდარტებს და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულება არ შეეხება მმართველი
კომპანიის იმ ბენეფიციარ მესაკუთრეს, რომლის ვინაობის დადგენაც მმართველ
კომპანიას არ შეუძლია, ვინაიდან მის სასარგებლოდ ნომინალური მფლობელობა
ხორციელდება განვითარებულ ქვეყნებში განთავსებული და იქ შესაბამისი
უფლებამოსილების მქონე საკლირინგო ორგანიზაციების ან საერთაშორისო
დეპოზიტარების მიერ.
5. ამ კანონის მიზნებიდან გამომდინარე მოთხოვნები, რომლებიც შეეხება მმართველი
კომპანიის პარტნიორს (აქციონერს), აგრეთვე ვრცელდება ბენეფიციარ
მესაკუთრეზე, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს მმართველი
კომპანიის აქციებს (წილს).
მუხლი 27. შესაფერისობის დეკლარაცია
1. პირი (შემდგომში – დეკლარანტი), რომელიც აპირებს შეიძინოს მმართველი
კომპანიის წილი იმ რაოდენობით, რომ მისი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრის
(მესაკუთრეების) მონაწილეობა ამ მმართველი კომპანიის კაპიტალში გადააჭარბებს
10, 25 ან 50 პროცენტს, ვალდებულია ეროვნულ ბანკში წარადგინოს
შესაფერისობის დეკლარაცია (შემდგომში – დეკლარაცია).
2. დეკლარაციაში დეკლარანტი მიუთითებს:
ა) მის საიდენტიფიკაციო მონაცემებს;
ბ) ინფორმაციას, რომ იგი არ არის ნასამართლევი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე
დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის
ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის;
გ) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარი მესაკუთრის
(მესაკუთრეების) საიდენტიფიკაციო მონაცემებს, ან აღნიშნავს, რომ, მის ხელთ არსებული
ინფორმაციით, ამ ოპერაციის შედეგად ასეთი ბენეფიციარი მესაკუთრე (მესაკუთრეები)
არ იქნება;
დ) ინფორმაციას, რომ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარი
მესაკუთრე არ არის ნასამართლევი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის,
ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან
სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის;
ე) მის საკუთრებაში არსებული წილის რაოდენობას ამ ოპერაციის განხორციელების
შემთხვევაში;
ვ) მის ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ამ ოპერაციის განხორციელების
შემთხვევაში, იმ ბენეფიციარი მესაკუთრის საკუთრებაში აღმოჩენილი წილის
რაოდენობას, რომლის წილიც აჭარბებს 10, 25 ან 50 პროცენტს;
ზ) დასკვნას ბენეფიციარი მესაკუთრის დეკლარაციაზე (მისი წარმოდგენის შემთხვევაში),
რომელშიც აისახება, ადასტურებს თუ არა იგი ბენეფიციარი მესაკუთრის დეკლარაციაში
მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტეს.
3. შესაძლებლობის შემთხვევაში დეკლარანტი თავის დეკლარაციას დაურთავს ამ
მუხლის პირველ პუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარი მესაკუთრის
(მესაკუთრეების) მიერ შევსებულ დეკლარაციას (დეკლარაციებს).
4. თუ დეკლარანტის ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ამ მუხლის
პირველი პუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარი მესაკუთრე არ არსებობს, იგი
ამის შესახებ მიუთითებს დეკლარაციაში და არ ავსებს დეკლარაციის იმ ნაწილებს,
რომლებიც შეეხება ბენეფიციარ მესაკუთრეს.
მუხლი 28. დეკლარაციის განხილვა
1. ეროვნული ბანკი განიხილავს დეკლარაციას მისი წარმოდგენიდან 30
კალენდარული დღეში და დეკლარანტს შესაბამისი ოპერაციის განხორციელებაზე
აძლევს თანხმობას ან ეუბნება დასაბუთებულ უარს.
2. თუ ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ
წარმოდგენილია არასაკმარისი ან არაზუსტი ინფორმაცია, მას უფლება აქვს
აღნიშნული გადაამოწმოს ან დააზუსტოს უშუალოდ ბენეფიციარ მესაკუთრესთან.
ამ შემთხვევაში პასუხის გაცემის ვადა გრძელდება 3 თვემდე და ამის შესახებ უნდა
ეცნობოს დეკლარანტს.
3. დეკლარაციის წარმოდგენიდან 30 კალენდარულ დღეში ეროვნული ბანკის მიერ
პასუხის
გაუცემლობა
ავტომატურად
ნიშნავს
შესაბამისი
ოპერაციის
განხორციელებაზე თანხმობის მიცემას.
4. მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ გარიგება ბათილია, თუ დეკლარანტმა
ეროვნულ ბანკს არ წარუდგინა დეკლარაცია ან ეროვნული ბანკისაგან მიიღო
დასაბუთებული უარი, მაგრამ მაინც შეიძინა მმართველი კომპანიის
მნიშვნელოვანი წილი.
მუხლი 29. ეროვნული ბანკისთვის წარსადგენი ინფორმაცია
1. მმართველი კომპანია ეროვნულ ბანკს წლიურ ანგარიშთან ერთად, მის ხელთ
არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, აწვდის ინფორმაციას მისი 10 პროცენტზე
მეტი წილის როგორც უშუალო, ისე ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ და
აღნიშნავს, ადასტურებს თუ არა ამ ინფორმაციის სიზუსტეს.
2. ბენეფიციარი მესაკუთრე, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს
მმართველი კომპანიის წილის 10 პროცენტზე მეტს, ვალდებულია ყოველი წლის
აპრილში ეროვნულ ბანკს წარუდგინოს დეკლარაცია წინა წლის დეკემბრის
მონაცემების მიხედვით.
3. მმართველი კომპანიის მნიშვნელოვანი წილის როგორც უშუალო, ისე ბენეფიციარი
მესაკუთრის მიერ ეროვნული ბანკისათვის მოთხოვნილი ინფორმაციის
მიუწოდებლობის შემთხვევაში დადგება საქართველოს კანონმდებლობით
გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
მუხლი 30. სანქცია და გასაჩივრება
1. საფუძვლიანი ეჭვის გაჩენის შემთხვევაში ეროვნულ ბანკს შეუძლია მმართველი
კომპანიისგან მოითხოვოს მისი მნიშვნელოვანი წილის როგორც უშუალო, ისე
ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ დეკლარაციის წარდგენა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ეროვნული ბანკი
უფლებამოსილია შესაბამის პირს:
ა) გარკვეული ვადით შეუჩეროს ხმის უფლება და მოსთხოვოს 60 დღის ვადაში მის
საკუთრებაში არსებული წილის 10 პროცენტამდე შემცირება;
ბ) უვადოდ შეუჩეროს ხმის უფლება.
3. შესაბამის პირს უფლება აქვს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება მმართველი
კომპანიის წილის შეძენაზე უარის, ხმის უფლების შეჩერების ან/და მის
საკუთრებაში არსებული წილის 10 პროცენტამდე შემცირების მოთხოვნის შესახებ
გაასაჩივროს სასამართლოში.
4. ხმის უფლების შეჩერების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების არსებობის
შემთხვევაში პირს უფლება აქვს ისარგებლოს მხოლოდ წილის 10 პროცენტის
შესაბამისი ხმის უფლებით.
მუხლი 31. მმართველი კომპანიის წესდება
1. თითოეულ მმართველ კომპანიას აქვს წესდება, რომელიც შეესაბამება
საქართველოს კანონმდებლობას.
2. თითოეული მმართველი კომპანიის მართვა ხორციელდება შინაგანაწესით,
რომელმაც მისი წესდების შესაბამისად უნდა განსაზღვროს:
ა) მმართველი კომპანიის საოპერაციო და ადმინისტრაციული ქვედანაყოფების
ორგანიზაციული და მართვის სტრუქტურა, მათი შემადგენელი ერთეულები და
ფუნქციები, მმართველობითი თანამდებობები და ანგარიშვალდებულებები;
ბ) თითოეული დეპარტამენტის დირექტორისა და
კონტროლის ქვეშ მყოფი განყოფილების მოვალეობანი;
მის
დაქვემდებარებაში
და
გ) აუდიტის კომიტეტის ფუნქციები;
დ) ადმინისტრატორებისა და სხვა თანამშრომელთა უფლებამოსილება, აწარმოონ
ოპერაციები მმართველი კომპანიის სახელით და მის ხარჯზე.
3. თითოეული მმართველი კომპანია ეროვნულ ბანკს წარუდგენს წესდებას,
შინაგანაწესს და იმ თანამდებობის პირთა სიებს, რომლებსაც აქვთ მმართველი
კომპანიის წარმომადგენლის უფლებამოსილება, მათი ხელმოწერის ნიმუშებთან
ერთად და მათი უფლებამოსილების ფარგლების აღნიშვნით.
მუხლი 32. მმართველი კომპანიის ხელმძღვანელი ორგანოები
მმართველი კომპანიის ხელმძღვანელ ორგანოთა ფორმირება და ფუნქციონირება
ხორციელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ამ კანონით
დადგენილი
მოთხოვნების
გათვალისწინებით.
მმართველი
კომპანიის
მმართველობის უმაღლესი ორგანოა აქციონერთა საერთო კრება, რომელიც მოქმედებს
საქართველოს კანონმდებლობისა და საზოგადოების წესდების შესაბამისად. იგი
ირჩევს სამეთვალყურეო საბჭოს. ინფორმაცია აქციონერთა საერთო კრების ჩატარების
თარიღისა და დღის წესრიგის მითითებით კრებაში შესაძლო მონაწილეობის
მისაღებად აქციონერებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში
უნდა მიეწოდოს ეროვნულ ბანკს.
მუხლი 33. სამეთვალყურეო საბჭო
1. სამეთვალყურეო საბჭო უზრუნველყოფს ზედამხედველობას მმართველი
კომპანიის საქმიანობაზე. იგი შედგება სულ მცირე 3 და არა უმეტეს 21 წევრისაგან,
ამასთან, წევრთა რაოდენობა კენტი უნდა იყოს.
2. მმართველი
კომპანიის
დირექტორი
(დირექტორები)
შეიძლება
იყოს
სამეთვალყურეო საბჭოს წევრი (წევრები). დირექტორი (დირექტორები) არ
შეიძლება წარმოადგენდეს უმრავლესობას სამეთვალყურეო საბჭოს სრულ
შემადგენლობაში.
დირექტორი
არ უნდა
მონაწილეობდეს
საკითხების
გადაწყვეტაში, რომელიც შეეხება დირექტორატის (აღმასრულებელი ორგანოების)
საქმიანობის ზედამხედველობას, მათი ანგარიშების დამტკიცებასა და შეფასებას.
3. სამეთვალყურეო საბჭოს ყოველ წევრს აქციონერთა საერთო კრება ირჩევს 4 წლის
ვადით. მათი განმეორებითი არჩევა შეუზღუდავია.
4. აქციონერთა საერთო კრება განსაზღვრავს სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა
ანაზღაურების საკითხს. აკრძალულია სამეთვალყურეო საბჭოს წევრის მიმართ
რაიმე სახის წახალისების ზომების გამოყენება მმართველი კომპანიის ხარჯებიდან.
5. სამეთვალყურეო საბჭოს წევრად არ შეიძლება აირჩეს და აქციონერთა საერთო
კრების გადაწყვეტილებით საბჭოდან გამოყვანილ უნდა იქნეს პირი, რომელიც:
ა) არის სამეთვალყურეო საბჭოს ან
რეგისტრირებულ შვიდზე მეტ საწარმოში;
დირექტორატის
წევრი
საქართველოში
საქართველოში
რეგისტრირებული
სხვა
მმართველი
კომპანიის
ბ)
არის
ადმინისტრატორი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას უკავია ადმინისტრატორის
თანამდებობა ამ მმართველი კომპანიის კონტროლისადმი დაქვემდებარებულ მმართველ
კომპანიაში ან მმართველ კომპანიაში, რომლის კონტროლსაც ექვემდებარება მოცემული
მმართველი კომპანია;
გ) კანონის შესაბამისად არ არის უფლებამოსილი, დაიკავოს ადგილი სამეთვალყურეო
საბჭოში;
6.
სამეთვალყურეო
საბჭოს
თითოეული
წევრის
გადაწყვეტილება
უნდა
შეესაბამებოდეს მმართველი კომპანიის ინტერესებს. ისინი საქმეს უნდა მიუდგნენ
გონივრულად და დამოუკიდებლად. მათ უნდა უზრუნველყონ კომპეტენტური
დირექტორების შერჩევა და შენარჩუნება, მმართველი კომპანიის საქმიანობის
სტრატეგიის განსაზღვრა და მმართველი კომპანიის საქმიანობის პოლიტიკის
წერილობით ჩამოყალიბება.
7. მმართველი კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს ან მის წევრებს აქციონერთა
საერთო კრების თანხმობის გარეშე არ შეუძლიათ სხვებისათვის თავიანთი
უფლებების დელეგირება.
მუხლი 34. დირექტორატი
1. საზოგადოების ხელმძღვანელობა და მისი წარმომადგენლობა ევალებათ
მმართველი კომპანიის დირექტორებს. ისინი პასუხისმგებელი არიან მმართველი
კომპანიის საქმეების მართვასა და მისი ფუნქციების შესრულებაზე. დირექტორატი
შედგება 3 დირექტორისაგან მაინც, რომელთაც ნიშნავს სამეთვალყურეო საბჭო არა
უმეტეს 4 წლის ვადით. მათი განმეორებით დანიშვნა შეუზღუდავია.
2. მმართველი კომპანიის დირექტორატის წევრად არ შეიძლება დაინიშნოს ან
სამეთვალყურეო
საბჭოს
გადაწყვეტილებით
დირექტორატის
წევრის
თანამდებობიდან უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელიც:
ა) ვერ აკმაყოფილებს
კრიტერიუმებს;
მმართველი
კომპანიის
დირექტორის
შესაფერისობის
ბ) კანონის შესაბამისად არ აქვს უფლება დაიკავოს ადგილი დირექტორატში;
გ) არის ამ მმართველი კომპანიის დირექტორატის წევრის მეუღლე, შვილი ან ახლო
ნათესავი.
3. მმართველი კომპანიის დირექტორატს მმართველი კომპანიის სამეთვალყურეო
საბჭოს წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე, ცალკეულ კონკრეტულ
შემთხვევაში აქვს თავისი უფლებამოსილების სხვებისთვის მთლიანად ან
ნაწილობრივ დელეგირების უფლება.
მუხლი 35. აუდიტის კომიტეტი
1. სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, სამეთვალყურეო საბჭოსთან იქმნება
აუდიტის კომიტეტი, რომელიც შედგება დამოუკიდებელი წევრებისაგან. წევრი
ჩაითვლება დამოუკიდებლად, თუ ის არ არის მმართველ კომპანიასთან
დაკავშირებული პირი და მას ან/და მასთან ნათესაური კავშირის მქონე იმ პირებს,
რომლებიც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, კანონისმიერ
მემკვიდრეთა წრიდან I და II რიგში ირიცხებიან, არ აქვთ მმართველი კომპანიის
მიმართ ფინანსური ვალდებულება.
2. აუდიტის კომიტეტი სამეთვალყურეო საბჭოს პერიოდულად აბარებს ანგარიშს
თავისი საქმიანობის შესახებ.
3. აუდიტის კომიტეტის ძირითადი ფუნქციაა შიდა აუდიტისა და მმართველი
კომპანიის გარე აუდიტორების ფუნქციონირების ხელშეწყობა.
მუხლი 36. მმართველი კომპანიის საქმიანობის საიდუმლოება
1. არავის არა აქვს უფლება, დაუშვას ვინმე კონფიდენციალურ ინფორმაციასთან,
გათქვას და გაავრცელოს ასეთი ინფორმაცია ან გამოიყენოს პირადი
სარგებლობისათვის. ასეთი ინფორმაცია შეიძლება მიეწოდოს მხოლოდ ეროვნულ
ბანკს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, მისი კომპეტენციის ფარგლებში.
2. ინფორმაცია ნებისმიერი გარიგების (მათ შორის, გარიგების დადების მცდელობის
შემთხვევაში), ანგარიშების, ამ ანგარიშებიდან განხორციელებული ოპერაციებისა და
ანგარიშებზე არსებული ნაშთების შესახებ შეიძლება მიეცეს შესაბამისი გარიგების
მონაწილე
მხარეებს,
შესაბამისი
ანგარიშების
მფლობელებს
და
მათ
წარმომადგენლებს, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ
შემთხვევებში – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს და იმ პირებს,
რომლებიც უფლებამოსილი არიან აღასრულონ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“
საქართველოს კანონით აღსრულებას დაქვემდებარებული აქტები, მათი აღსრულების
პროცესში.
3. სასამართლო და საგამოძიებო ორგანოებს, აგრეთვე საგადასახადო სამსახურებს
ეკრძალებათ სასამართლოს განაჩენის გამოტანამდე ინფორმაციის გადაცემა სხვა
ორგანოებისათვის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ჩათვლით, აგრეთვე ამ
ინფორმაციის გამოყენება საჯარო გამოსვლებში.
მუხლი 37. ინფორმაციის გადამოწმების უფლება
1. მმართველ კომპანიას უფლება აქვს პირის წერილობითი თანხმობის საფუძველზე
მიიღოს ამ პირის პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაცია სამოქალაქო
რეესტრის სააგენტოდან.
2. მმართველი კომპანია
ვალდებულია არ დაუშვას სამოქალაქო რეესტრის
სააგენტოდან მიღებული პირის პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაციის
გადაცემა მესამე პირისთვის, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.
მუხლი 38. მმართველი კომპანიის ფილიალები
მმართველი კომპანიის ფილიალები, წარმომადგენლობები და სხვა
ანალოგიური ქვედანაყოფები იქმნება სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით,
ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული წესითა და პირობებით.
მუხლი 39. მმართველი კომპანიის მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ შვილობილი
საწარმოს შექმნა ან შეძენა
1. მმართველმა კომპანიამ საქართველოს ფარგლებს გარეთ „უკანონო შემოსავლის
ლეგალიზაციის
აღკვეთის
ხელშეწყობის
შესახებ“
საქართველოს
კანონით
გათვალისწინებული
მონიტორინგის
განმახორციელებელი
პირებისათვის
საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების
მიზნით შვილობილი საწარმოს შექმნიდან ან შეძენიდან 14 დღის ვადაში
საქართველოს ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) მმართველი კომპანიის გადაწყვეტილება ფილიალის დაარსების ან შვილობილი
საწარმოს შექმნის ან შეძენის თაობაზე;
ბ) მმართველი კომპანიის განცხადება იმის თაობაზე, რომ უკანონო შემოსავლის
ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლისა და ფინანსური
ქმედებების სპეციალური ჯგუფის (FATF-ის) რეკომენდაციების შესრულების მიზნით
ფილიალმა ან შვილობილმა საწარმომ ფუნქციონირების დაწყებისთანავე შეიმუშავა
უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ
ბრძოლის პროგრამა.
2. თუ შვილობილი საწარმოს ადგილსამყოფელი უცხო ქვეყნის კანონებითა და
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით არ არის გათვალისწინებული შვილობილი
საწარმოს მიერ FATF-ის რეკომენდაციების შესრულება ან ამ ქვეყანაში არ ხორციელდება
უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა
და საერთოდ ან საკმარისად არ სრულდება FATF-ის რეკომენდაციები:
ა) მმართველმა კომპანიამ უნდა აიღოს წერილობითი ვალდებულება, რომ იგი
უზრუნველყოფს თავისი შვილობილი საწარმოს მიერ უკანონო შემოსავლის
ლეგალიზაციისა
და
ტერორიზმის
დაფინანსების
წინააღმდეგ
ბრძოლასთან
დაკავშირებით
დადგენილი
ღონისძიებების
განხორციელებას
მმართველი
კომპანიისათვის
საქართველოში
არსებული
მოთხოვნებისა
და
FATF-ის
რეკომენდაციების შესაბამისად;
ბ) მმართველი კომპანია
უზრუნველყოფს საქართველოს ეროვნული ბანკისათვის
ინფორმაციის მიწოდებას იმის თაობაზე, რომ მისი შვილობილი საწარმო ვერ
ახორციელებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების
წინააღმდეგ
ბრძოლასთან
დაკავშირებით
საქართველოს
კანონმდებლობით
განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელებას იმის გამო, რომ ამას კრძალავს ან
ზღუდავს შვილობილი საწარმოს ადგილსამყოფელი უცხო ქვეყნის კანონმდებლობა.
მუხლი 40. კონკურენციის მიზანმიმართული შეზღუდვის აკრძალვა
მმართველი კომპანიის საქმიანობაში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად
კონკურენციის პოლიტიკას ახორციელებს ეროვნული ბანკი და განსაზღვრავს ამ
სფეროში მმართველი კომპანიის საქმიანობის დასაშვებ პარამეტრებს, შეფასების
კრიტერიუმებსა და ზემოქმედების ზომებს.
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამიდად, დომინირებული
მდგომარეობის მქონე მმართველ კომპანიას ეკრძალება ამ მდგომარეობის იმგვარად
გამოყენება, რომ ფულად, საფინანსო ან საკრედიტო ბაზარზე მიზანმიმართულად
შეზღუდოს კონკურენცია.
მუხლი 41. გარიგებებისა და ვალდებულებების რეგისტრაცია
1. მმართველი კომპანია ვალდებულია ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ვადით
შეინახოს ყველა საბუთი, რომელიც მის თითოეულ გარიგებას შეეხება, კერძოდ:
ა) შუამდგომლობები და ყველა სახელშეკრულებო დოკუმენტი, რომლებიც გარიგებას
შეეხება;
ბ) მმართველი კომპანიის პარტნიორების ფინანსური ჩანაწერები და სხვა დოკუმენტური
მოწმობები, რომლებსაც ეყრდნობა მმართველი კომპანია გარიგების დამტკიცებისას;
გ) გარიგების დამტკიცების
ხელმოწერილი ჩანაწერი;
შესახებ
მმართველი
კომპანიის
გადაწყვეტილების
დ) ეროვნული ბანკის ნორმატივებით გათვალისწინებული სხვა საბუთები.
2. მმართველი კომპანია ვალდებულია კლიენტებისა და მათ მიერ განხორციელებული
ოპერაციების შესახებ ინფორმაცია ელექტრონული ფორმით შეინახოს არანაკლებ
ხელშეკრულების შეწყვეტიდან [3] წლის განმავლობაში.
თავი VII
სპეციალიზებული დეპოზიტარი
მუხლი 42. სპეციალიზებული დეპოზიტარი
1. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პირს
ესაჭიროება შესაბამისი ლიცენზია სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციების
შესასრულებლად. სპეციალიზებული დეპოზიტარი შეიძლება არსებობდეს
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ან სააქციო საზოგადოების
ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით.
2. მმართველი კომპანია ვალდებულია დადოს სადეპოზიტო ხელშეკრულება
სპეციალიზებულ დეპოზიტართან. სპეციალიზებული დეპოზიტარი, გარდა
ბანკისა, არ შეიძლება იყოს მმართველი კომპანიასთან დაკავშირებული პირი.
3. სპეციალიზებული დეპოზიტარი ვალდებულია მიიღოს და შეინახოს აქტივები
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ფასიანი ქაღალდები და სხვა ქონება, რომლებიც დანაზოგის შესაბამის აქტივს
წარმოადგენს
და
სადეპოზიტო
ხელშეკრულებით
სპეციალიზებული
დეპოზიტარისათვის არის გადაცემული, მის საკუთრებაში არ გადადის.
5. სპეციალიზებული დეპოზიტარი ვალდებულია:
ა) განახორციელოს ფასიანი ქაღალდების მესაკუთრის ნომინალური მფლობელის
ფუნქცია;
ბ) განახორციელოს აქტივების მმართველის მიერ გადაცემული აქტივების აღრიცხვა
თავისი და მასთან ხელშეკრულებაში მყოფი სხვა პირების კუთვნილი ქონებისგან
განცალკევებით.
თავი VIII
ანგარიშები, აუდიტი, ინსპექცია და აღრიცხვა–ანგარიშგება
მუხლი 43. ანგარიშები და საფინანსო ანგარიშგება
1. მმართველი კომპანია ვალდებულია სისტემატურად აწარმოებენ ანგარიშებსა და
ჩანაწერებს და ადგენენ წლიურ საფინანსო ანგარიშგებას, რომლებიც საერთაშორისო
საბუღალტრო მეთოდების საფუძველზე ზუსტად ასახავს მათ ოპერაციებს და
ფინანსურ მდგომარეობას, ამასთან იცავენ საქართველოს ეროვნული ბანკის წესების
შესაბამის ფორმას, დეტალურობის დონეს და სააღრიცხვო ნორმებს.
2. მმართველი კომპანიის ანგარიშები, ჩანაწერები და საფინანსო ანგარიშგება კრებსით
საფუძველზე ასახავს მათი შვილობილი ორგანიზაციების ოპერაციებსა და ფინანსურ
მდგომარეობას.
მუხლი 44. გარე აუდიტი
1. თითოეული მმართველი კომპანია ვალდებულია ყოველწლიურად მოიწვიოს გარე
აუდიტორი და ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით ჩაატაროს
გარეაუდიტორული შემოწმება.
2. თითოეული მმართველი კომპანია ვალდებულია გარეაუდიტორული შემოწმების
დასრულებისთანავე ეროვნულ ბანკს წარუდგინოს შემოწმების სრული ანგარიში და
გამოაქვეყნოს ეროვნული ბანკის წესებით განსაზღვრული საფინანსო ანგარიშგება და
გარეაუდიტორული დასკვნა.
მუხლი 45. უცხოეთის მმართველი კომპანიის ფილიალი
ამ კანონის 33-ე, 34-ე და 36-ე მუხლების დებულებები ვრცელდება უცხოეთის
მმართველი კომპანიის ფილიალზე და შვილობილ ორგანიზაციაზე, რომლებიც
საქართველოში საქმიანობას ეწევიან ეროვნული ბანკის მიერ გაცემული
ლიცენზიებით. კანონის მოთხოვნათა შესაბამისად მმართველი კომპანიის ფილიალის
საფინანსო-საანგარიშგებო საბუთები შეიძლება წარდგენილ იქნეს გამარტივებული
საფინანსო ანგარიშების სახით, რაც გულისხმობს, რომ მმართველი კომპანიის
ფილიალის აუდიტის კომიტეტად შეიძლება ჩაითვალოს მოცემული უცხოეთის
მმართველი კომპანიის აუდიტის კომიტეტი ან სხვა შესაბამისი ორგანო.
მუხლი 46. ანგარიშგება და ინსპექციები
1. მმართველი კომპანია ამზადებს და სამინისტროს და ეროვნულ ბანკს წარუდგენს
ანგარიშგებებს, რომლებშიც ასახავს ორგანიზაციულ-საგანმკარგულებლო და
საოპერაციო საქმიანობას; ლიკვიდურობას, გადახდისუნარიანობას და მომგებიანობას,
თვით მმართველი კომპანიის და მისი შვილობილი ორგანიზაციების ფინანსური
მდგომარეობის ერთობლივად და ცალ-ცალკე შეფასების მიზნით. ანგარიშგების
ფორმა, ხარისხი და მისი წარდგენის ვადები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა
სამინისტროს და ეროვნული ბანკის ერთობლივი ნორმატიული აქტით.
2. თითოეული მმართველი კომპანია და მისი შვილობილი ორგანიზაცია
ექვემდებარება ინსპექტირებას, რომელსაც ახორციელებენ ეროვნული ბანკის
ინსპექტორები ან ეროვნული ბანკის მიერ დანიშნული აუდიტორები. იმ შემთხვევაში,
თუ ინსპექტირება ხორციელდება უცხოეთის მმართველი კომპანიის ფილიალში ან
შვილობილ ორგანიზაციაში, აუდიტორები შეიძლება იყვნენ შესაბამის ქვეყანაში
მოქმედი საფინანსო ან საკონტროლო ორგანოს მოსამსახურეები.
3. მმართველი კომპანია ვალდებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს
შემოსავლების სამსახურს ყოველწლიურად წარუდგინოს ინფორმაცია თითოეული
მონაწილის შენატანების თაობაზე, შენატანების მიხედვით.
4. მმართველი კომპანია და მისი შვილობილი ორგანიზაციის ინსპექტირებისას
ეროვნულ ბანკს და მის აუდიტორებს უფლება აქვთ:
ა) შეამოწმონ მმართველი კომპანია და მისი შვილობილი ორგანიზაციის ანგარიშები,
სახსრები, დავთრები, საბუთები და სხვა აუცილებელი ჩანაწერები;
ბ) მოსთხოვონ მმართველი კომპანიის ადმინისტრატორებს, თანამშრომლებს, ასევე
მმართველი კომპანიის შვილობილი ან/და კონტროლისადმი დაქვემდებარებული
საწარმოს ადმინისტრატორებსა და თანამშრომლებს, მიაწოდონ ინფორმაცია მმართველი
კომპანიის აქციონერების, მაკონტროლებელი პირებისა და ადმინისტრატორების შესახებ,
ასევე ოპერაციებთან და გარიგებებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია. ამ
მოთხოვნების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში
გამოიყენება ამ კანონის 58-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციები.
მუხლი 47. მონაწილეთა ანგარიშები
მმართველი კომპანია ვალდებულია, მონაწილეს განაცხადის საფუძველზე გაუხსნას
ანგარიში, რომელზეც აღირიცხება დანაზოგების საანგარიშო და გადახდილი თანხები.
მუხლი 48. მონაწილეთა ინფორმაციით უზრუნველყოფა
1. მმართველი კომპანია ვალდებულია სქემის ყველა მონაწილეს წელიწადში ერთხელ
არაუგვიანეს 15 აპრილისა მიაწოდოს წერილობითი ინფორმაცია მისი ანგარიშის შესახებ.
აღნიშნული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს წინა კალენდარული წლის შესაბამის
ინფორმაციას.
2. მმართველი კომპანიის ვალდებულია სქემის ყველა მოანწილეს წელიწადში
ერთხელ წერილობით მიაწოდოს ინფორმაცია საგადასახადო სისტემაში და სპეციალურ
დეპოზიტარებში მომხდარი ცვლილებებისა და მმართველი კომპანიის საქმიანობის
აუდიტორული შემოწმების შედეგების შესახებ.
3. ამ მუხლის პირველი და მე–2 პუნქტების შესაბამისად წარდგენილი ინფორმაცია
მონაწილეს მიეცემა წერილობით ან ელექრტონული სახით.
4. მმართველი კომპანია ვალდებულია მოახდინოს საკუთარ ვებ გვერდზე არსებული
ინფორმაციის ყოველდღიური განახლება საქართველოს ფინანთა სამინისტროს და ერონული
ბანკის მიერ განსაზღვრული წესების შესაბამისად. ყველა მონაწილეს უნდა ჰქონდეს უფასო
წვდომა მასთან დაკავშირებულ და კანონმდებლობით დადგენილ საჯარო ინფორმაციაზე.
5. მმართველი კომპანიის ინფორმაციის მიუწოდებლობისათვის ან დაგვიანებით
მიწოდებისათვის პასუხს აგებს მონაწილის წინაშე ინფორმაციის მიწოდების ვადის ყოველ
დაგვიანებულ დღეზე მონაწილის დანაზოგის თანხის [0.01] პროცენტის ოდენობით
საკუთარი აქტივებიდან, ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ანგარიშის
წარუდგენლობისათვის ან დაგვიანებით წარდგენისათვის პასუხს აგებს საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 49. აღრიცხვა-ანგარიშგება
მმართველი კომპანია ვალდებულია:
ა) აწარმოოს გადახდილი შენატანების, დანაზოგებისა და გაცემული თანხის აღრიცხვა;
ბ) აწარმოოს თითოეული სქემის მიხედვით განხორციელებული ინვესტირების შედეგად
მიღებული მოგება ზარალის ცალ-ცალკე აღრიცხვა;
გ) დაიცვას მონაწილის ანგარიშების შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობა მთელი
პერიოდის მანძილზე;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მიაწოდოს ინფორმაცია მონაწილეს მისი
ანგარიშების შესახებ;
ე) კვარტალში ერთხელ და წლის ბოლოს სამინისტროს და ეროვნულ ბანკს საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგენს ანგარიშს. ამასთან, გამოაქვეყნოს
წლიური ანგარიში სადაც უნდა აისახოს დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა
ანგარიშებისა და ანგარიშგების წარმოების სისწორის იმ აქტივების შეფარდებითი
ღირებულების შესახებ, სადაც განთავსებულია ფიქსირებული დანაზოგი.
სპეციალიზებული დეპოზიტარი ვალდებულია:
ა) სქემების მიხედვით ცალ–ცალკე აღრიცხოს აქტივები;
ბ) განაცალკევოს სქემების მიხედვით და ხელშეკრულების საფუძველზე წარმოებული
დანაზოგები ერთმანეთისაგან;
გ) განაცალკევოს სქემიდან წარმოშობილი აქტივები და ვალდებულებები საკუთარი
აქტივებისა და ვალდებულებებისაგან;
დ) აქტივების მმართველის სახელზე გახსნას ცალკე საბანკო ანგარიში აქტივების
მართვასა და ინვესტირებასთან დაკავშირებული ანგარიშების წარმოებისათვის;
ე) წარუდგინოს საქართველოს ეროვნულ ბანკს ანგარიში საქართველოს ეროვნული ბანკის
მიერ დადგენილი წესით.
თავი IX
ნებაყოფლობითი ინდივიდუალური დაგროვების სახელმწიფო რეგულირება
მუხლი 50. დაგროვების ფეროში ურთიერთობათა მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანო
ნებაყოფლობითი
ინდივიდუალური
დაგროვების
სფეროში
არეგულირებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და ეროვნული ბანკი.
ურთიერთობებს
თავი X
მმართველი კომპანიის გადახდისუუნარობა,
დროებითი ადმინისტრაცია და ლიკვიდაცია
მუხლი 51. მმართველი კომპანიის გადახდისუუნარობა
1. მმართველი
კომპანიის
გადახდისუუნარობის
საკითხი
წესრიგდება
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით.
2. მმართველი კომპანიის გადახდისუუნარობა გავლენას არ ახდენს სქემით
გათვალისწინებულ აქტივებზე. ამასთან სამინისტროს და ეროვნული ბანკის მიერ
დადგენილი წესით სქემა და სქემით გათვალისწინებული აქტივები, სქემის მონაწილის
გადაწყვეტილების საფუძველზე გადაეცემა სხვა მმართველ კომპანიას.
3. მმართველი კომპანიის გადახდისუუნარობის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანიდან
[30] კალენდარული დღის ვადაში, მოხდეს გადახდისუუნარო მმართველი კომპანიის
სქემის აუქციონის წესით გაყიდვა დროებითი ადმინისტრატორის მიერ. აუქციონის
ჩაატარების წესი განისაზღვრება სამინისტროს და ეროვნული ბანკის ერთობლივი
ბრძანებით.
მუხლი 52. სქემის მართვა დროებითი ადმინისტრაციის მიერ
სქემის მონაწილეთა შენატანებით მიღებული აქტივის [40] პროცენტით შემცირების
შემთხვევაში სქემა სამართავად გადაეცემა სამინისტროს და ეროვნული ბანკის მიერ
ერთობლივად დანიშნულ დროებითი ადმინისტრაციას, რომელიც ვალდებულია
მიიღოს აუცილებელი ზომები სქემით გათვალისწინებული აქტივების ფინანსური
მდგომარეობის გაჯანსაღებისათვის.
მუხლი 53. დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნის წესი
დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებაში აღინიშნება:
ა) დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნის საფუძვლები;
ბ) დროებითი ადმინისტრატორის (ადმინისტრატორების) სახელი და გვარი;
გ) დროებითი ადმინისტრაციის მოქმედების ვადა;
დ) გაფრთხილება სქემის მონაწილეების სახსრების შესაძლო გაყინვის შესახებ;
ე) ზომები, რომლებიც გამოიყენება მმართველი კომპანიის ადმინისტრატორების მიმართ.
მუხლი 54. დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმი
1. დროებითი ადმინისტრაცია მოვალეობათა შესრულებას იწყებს დროებითი
ადმინისტრაციის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებაში მითითებული დღიდან. ამასთან
გადაწყვეტილება უნდა იყოს საჯარო.
2. დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან
დაუშვებელია ნებისმიერი ქმედება მმართველი კომპანიის მიერ სქემის სახელით გარდა
დროებითი ადმინისტრაციის წერილობითი თანხმობისა.
3. დროებით ადმინისტრატორზე გადადის კონკრეტული სქემის მმართველობასთან
დაკავშირებული მმართველი კომპანიის ყველა ორგანოს (მათ შორის აქციონერთა საერთო
კრებისა და ადმინისტრატორების) სრული უფლებამოსილება.
მუხლი 55. დროებითი ადმინისტრაციის გაუქმება
დროებითი ადმინისტრაცია უქმდება:
ა) მისი მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ, რის შესახებაც ქვეყნდება ბეჭდვით ორგანოში;
ბ) სამინისტროს და ეროვნული ბანკის დასაბუთებული გადაწყვეტილებით;
მუხლი 56. ლიკვიდაცია
1.
2.
3.
მმართველი კომპანიისთვის ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაში ხდება მმართველი
კომპანიის ლიკვიდაცია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი
წესით.
ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისას მმართველი კომპანიის სქემა და სქემით
გათვალისწინებული აქტივები და ვალდებულებები დროებითი მართვაში შემდგომი
გასხვისების
მიზნით
გადაეცემა
ამ
კანონით
განსაზღვრულ
დროებით
ადმინისტრაციას.
ამ
მუხლის
მეორე
პუნქტით
განსაზღვრულ
შემთხვევაში
დროებითი
ადმინისტრატორი მოქმედებს ამ კანონის 51–ე მუხლის მე–3 პუნქტის შესაბამისად.
მუხლი 57. მონაწილეთა უფლებებისა და ქონებრივი ინტერესების დაცვა
1. მმართველი კომპანიასა და მონაწილეს შორის წარმოშობილი დავის
შემთხვევაში,
სქემით
და
ხელშეკრულებით
ნაკისრი
ვალდებულებების
დარღვევისას, მონაწილე უფლებამოსილია აცნობის სამინისტროს და ეროვნულ
ბანკს აღნიშნულის თაობაზე ან მიმართოს სასამართლოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით..
2. სამინისტრო და ეროვნული ბანკი ამ მუხლის პირველი პუნქტით
გათვალისწინებული მიმართვისას მოქმედებს მათ მიერ წინასწარ, ერთობლივად
შემუშავებული წესის შესაბამისად.
თავი XI
დარღვევები და სანქციები
მუხლი 58. დარღვევები და სანქციები
1. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მმართველი კომპანიის და
სპეციალიზებული დეპოზიტარის მიმართ გამოიყენოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით
განსაზღვრული სანქციები, თუ:
ა) ამ პირებმა დაარღვიეს ამ კანონის ერთ-ერთი დებულება ან საქართველოს ფინანსთა
სამინისტროს და ეროვნული ბანკის ნებისმიერი ნორმატივი, ინსტრუქცია, წერილობითი
მითითება;
ბ) ამ პირებმა დაარღვიეს ანგარიშგების წარდგენის ვადები ან წარადგინეს არასწორი
ანგარიშგება და სხვა არაზუსტი ინფორმაცია;
გ) მმართველმა კომპანიამ დაარღვია „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის
ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დარღვევის გამოვლენისას
საქართველოს ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, თანამიმდევრულად, ხოლო დარღვევისა და
შესაძლო რისკის სერიოზულობიდან გამომდინარე – არათანამიმდევრულად გამოიყენოს
შემდეგი სანქციები:
ა) გააგზავნოს წერილობითი გაფრთხილება;
ბ) დააწესოს სპეციალური ღონისძიებები ან გამოსცეს ინსტრუქცია (მითითება)
მოთხოვნით, მმართველმა კომპანიამ და სპეციალიზებულმა დეპოზიტარმა შეწყვიტონ და
შემდგომ არ დაუშვან ესა თუ ის დარღვევა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ
განსაზღვრულ ვადაში მიიღონ ზომები დარღვევის აღმოსაფხვრელად;
გ) დააკისროს ფულადი ჯარიმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და ეროვნული
ბანკის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით;
დ) მმართველი კომპანიისა და სპეციალიზებული დეპოზიტარის მმართველი ორგანოს
წევრს შეუჩეროს ხელმოწერის უფლებამოსილება და მმართველ ორგანოს მოსთხოვოს
მისი თანამდებობიდან დროებით გადაყენება ან თანამდებობიდან გათავისუფლება;
ე) შეაჩეროს ან შეზღუდოს მოგების განაწილება, დივიდენდებისა და მატერიალური
წახალისებების გაცემა და ახალი ვალდებულებების აღება;
ვ) გააუქმოს შესაბამისი საქმიანობის ლიცენზია.
3. ამ მუხლის შესაბამისად დაკისრებული სანქცია უნდა შეესაბამებოდეს დარღვევის
სერიოზულობასა და შესაძლო რისკს.
4. ამ მუხლის შესაბამისად დაკისრებული სანქციის ფულადი ჯარიმის თანხა მიიმართება
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
5.
მმართველი
კომპანიისათვის
და
სპეციალიზებული
დეპოზიტარისათვის
აქტით
დაკისრებული
სანქციის
იძულებით
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აღსასრულებლად მიქცევა ხდება კანონიერ ძალაში შესული ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის შესაბამისად გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე,
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
თავი IX
გარდამავალი დებულებანი
მუხლი 59. გარდამავალი დებულებები
1. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიმუშაოს და გამოსცეს ერთობლივი ბრძანება:
ა) მმართველი კომპანიის რეზერვების,
საწესდებო კაპიტალის და
საზედამხედველო კაპიტალის მინიმალურ ოდენობის შესახებ;
ბ) ამ კანონის 26–ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სქემის
აქტივების და მმართველი კომპანიის წილის მოცულობის შესახებ;
გ) მმართველი კომპანიის ეკონომიკური ლიმიტებისა და ნორმატივების თაობაზე;
დ) სქემის აუქციუნის ჩაატარების წესის შესახებ;
თავი X
დასკვნითი დებულება
მუხლი 60. კანონის ამოქმედება
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე „ნებაყოფლობითი ინდივიდუალური
დაგროვების შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ.
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
კანონპროექტის მიღების მიზეზია: საქართველოში ნებაყოფლობით ინდივიდუალური
დაგროვების სისტემის შექმნა.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონპროექტის მიზანია: ინდივიდუალური დაგროვების სისტემისთვის ხელშეწყობის
მექანიზმის
ჩამოყალიბება.
ამასთან
გრძელვადიანი
კრედიტისთვის
რესურსის
ხელმისაწვდომობის გაზრდა და გრძელვადიანი ინვესტიციებისთვის საფონდო ბირჟის და
ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი;
კანონპროექტის ძირითადი არსი მდგომარეობს შემდეგში:
ნებაყოფლობითი
ინდივიდუალური
სამართლებრივად
წესრიგდება
დაგროვების
დაგროვების
სისტემის
განხორციელების
ჩამოყალიბებისთვის
მექანიზმები.
კერძოდ
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეიქმნას აქტივების
მმართვეელი
კომპანიები,
რომლებიც
უზრუნველყოფენ
ფიზიკური
პირების
მიერ
განხორციელებული შენატანის მართვას. ამასთან აქტივების მართვა უნდა განხორციელდეს
ფიზიკური პირის მიერ არჩეული სქემის პირობების შესაბამისად.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო
ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კანონპროექტის მიღება გააუმჯობესებს იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობას, რომელთა
მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი)
კანონპროექტი არ ადგენს რაიმე სახის გადასახადს ან მოსაკრებელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კანონპროექტის მიღება გამომდინარეობს და სრულად შეესაბამება არ არის დაკავშირებული
ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში
კანონპროექტის
შემუშავებასთან
დაკავშირებით
გამართულ
სამუშაო
შეხვედრებზე
მონაწილეობა მიიღეს: როგორც ადგილობრივმა დარგის ექსპერტებმა, ასევე სხვა და სხვა
სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებმა.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
კანონპროექტს არ ახლავს ექსპერტების შეფასება
დ.გ) კანონპროექტის ავტორი
კანონპროექტის ავტორია – საქართველოს მთავრობა.
დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი
კანონპროექტის ინიციატორია – საქართველოს მთავრობა.