„საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ"

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
10.05.2012
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: კახაბერ ანჯაფარიძე, ზვიად კუკავა და პავლე კუბლაშვილი
ნომერი
#07-3/614/7
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-05-14
ბიუროს ნომერი 247

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
.,Jrr. r,, al{lrmr Jdntd0ll oj0o N 247 14 0xrt". 2012 $3q" l.tjrr6oSSqot 3rGoSoL J6r'rnj$o ,,brjsr6o33qot to6o3r6o b.>3r6rT 58qnlqo rj$tso g3qoqnloU t3$r5ot orolotn" (07-31614; 10.052012) oX6oqoXq to3oorlto.r 3r'r3o$3$o 290.rlro-lo36olm 5 - 8 o36oto i<J6rddp bbpaA,\U cqJ&rr6oL XAqALor q$$olu qs tr$erj.:qsJo o5$3564ooU ,pao$x$o Jahtrdit', n od<or a,Jqd6r l',a'a"prt('tu Ls jrr6or3SqmL J.:r6q,:335$ob dolr6m':p6X5L: LoJ;<6ot36qob Jr16q,>3n5$otr ,;r'13o$6$3dL; q; LsJ':r6q';3g5$o 316rjgond3o g..*$gr.rt- 5rnr60s$olqo o;l$oL Jr6mni$ob 6s6toq3s brjs16orgXqrnb ).:16qs335$oL cn.r336pmDr61 2 q.:3oor b;Jt4rdX
წერილი
l, JJ6gRJ005O0I, S0E60 L,;6/:doXngo lt J,;t6g,;0n5Solt sJ,:t4,:[ol,t Lu,t65,>5o$s6ort g,0J;66nA066o lt Agtio b lr 71,>g' B.;$ o 5 Xaxd Lxo s 6todn L jrqdrgoSo 6ont6, tsjst6ogqotr ;r.rSlrgoglgooL 67-n 33hqoL orsSsbSsq, !'sr63o6op6X6or L.:jst6o3nq'oL Jn6qiA656ol, $6t63}ot ;sbs866 s6yrgst4odot, $3oop ;1,.;;3sL; qs Jr3qn ;1dq.'B3oqoU Sondr Lu;.:6o50q36qo oSogoogo3oL $3Loo 3o8$oqX}lq ,1s5o5Jr4r,r1jgtr:'ltJs6o3gqoL $o6onr6o lt;s5o5Oqnlqo rilg?o GSqoqnbol, ?6go5oU orod,:$n". 6orto3or, $n8ooq5o?6gq,j.:5o5Jt6oalglr Solr13no ?nltl$olro 8lr3q3qolo. ot. pr6rr,roo: -' 5fl,r119tq. Jsgo3otg63oo, ;st.:6nr6 .:5gsgs<4od6 $3o.:q .;1,1s3r Jr3q6 ,;2}qr?3oqo ?AaU6iq06A'o: J, A.oq<JlJnqo 60q; 2t 16 9l fr l l--
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 38–ე მუხლის მე–14 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,14. ბრალდებულს უფლება აქვს: მონაწილეობა მიიღოს მისი ბრალდების საქმის გამოძიებაში, ასევე უშუალოდ ან დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით სასამართლო განხილვაში; დააყენოს შუამდგომლობა და განაცხადოს აცილება; დაცვის მხარის მტკიცებულება გამოიკვლიოს იმავე პირობებში, როგორშიც ბრალდების მხარის მტკიცებულების გამოკვლევა ხდება; გაეცნოს მხარის მიერ შეტანილ საჩივარს და მასზე გამოთქვას მოსაზრება; გაეცნოს სასამართლო სხდომის ოქმს და მასზე გამოთქვას შენიშვნა.“. 2. 188–ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი: ,,3. მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, სასამართლო განხილვაში მისი მონაწილეობა შესაძლებელია დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, რაც წინასწარ ეცნობება მხარეებს.”. მუხლი 2. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39(46), 1999 წელი, მუხ. 190) დაემატოს შემდეგი შინაარსის 271 მუხლი: „მუხლი 271. პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული საკითხების განხილვის წესი პატიმრობის კოდექსის 42‐ე მუხლის მე‐5 ნაწილით, 43‐ე მუხლის მე‐6 ნაწილით, 44‐ე მუხლის მე‐7 ნაწილით, 86‐ე მუხლის პირველი ნაწილითა და 90‐ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს, მხარის შუამდგომლობით, შეუძლია დაადგინოს სასამართლო განხილვაში მისი მონაწილეობა დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.". მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღება განპირობებულია სისხლის სამართლისა და პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული მთელი რიგი საქმეების განხილვისას პროცესის ეფექტიანად წარმართვისათვის, ასევე ფინანსური, ადამიანური და დროის რესურსის დაზოგვის ხელშეწყობისათვის დამატებითი ღონისძიებების გატარების აუცილებლობით. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია სასამართლოში საქმის განხილვისას მხარეთა დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით მონაწილეობის შესაძლებლობის შემოღება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტის თანახმად, სისხლის სამართლის პროცესსში, ასევე პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული ცალკეული საქმეების განხილვისას მხარეებს შესაძლებლობა ექნებათ სასამართლოს გადაწყვეტილებით, სასამართლო განხილვაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, რაც წინასწარ ეცნობება მხარეებს. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდას. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: ფინანსურ შედეგებს არ იწვევს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღიარებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: მონაწილეობა არ მიუღიათ. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ: ასეთი არ არსებობს. დ.გ) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: კახაბერ ანჯაფარიძე, ზვიად კუკავა და პავლე კუბლაშვილი დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი:საქართველოს პარლამენტის წევრები: კახაბერ ანჯაფარიძე, ზვიად კუკავა და პავლე კუბლაშვილი