საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 59 ✗ 0
II მოსმენა
✓ 72 ✗ 0
III მოსმენა
✓ 59 ✗ 0
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-05-21
ბიუროს ნომერი 248
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
\
l,tdI603ilqnL Ji6qJAil60lll, lIndnb
aJ+J6t3C0[qCbJ 6ndAJ0[IqI Iil0il,
Jdntd0[I, aJ6b0qclll, Jdnr]rqrdflr,
qi6'UCAIL ?Ct,JbCb
a,j8o N 248
2l asoLo. 2012 gsqo
L.rj;<6o33qot drsr'rSot J6o0d0o ,,L;jsr6o3SqoU trn6oXr6o t;3s6rr53q66qo rjgEo
63qoqnlotr "ilngrSoL ?nL.:bnd" (07 4 467 ; 16.05 2012)
Llil
?o5!615 bsJa0o. Uran6oLd6El' l,i!(.6o
Llils6oqn[ oittoq.iqo Jo6n - ltt aoaL\L!6a]ob
oX6oqopq'lr.r,joobor.r 3o3o$3$o
13
- 15 o35oto
o At U:,6o1) hrnttnir4'o @rt4xo
19 - 22 o35olm
,tt!'A5rt1\!p lthp",Arv
.rys&roGot Xgq3|solr r$.O3pl," R, llo&'rJ.)Rsio
o56cac,.!0oot 3e€o$c$o
L,:Js<6or3nqoL J.>16q;3n5$oL bo216r'r,>q6nEb:
brjrr6o3nqoL hriqrSnS$oL dr'lAoOCO1Abr p.: l-r.:Jsr6qs0X5$r'r 3t6sj3ond?o
p.:o$5oL 5r'rr63;golqo rJOoL J6o0d0ob 6.:5toq3.>
bsJ.:r6or3Xq'r'rtr Jr16q.:0n5$oL
ors3SypmSr<6X
2
RrAoo, drJ6rd;
საქართველოს მთავრობის წარდგინება
b5Jδ
lD30̀ぐ 円し Omδ 8
Obδ
brjr6o6gqob Jrt6q,rAg66b
Itjr6or3gq,crlr 3r'r6Ugo6Sgoob 67-! 0abq'ob 0gll.rb.:0obrqr
It3$o60p3bqx'r o6o9o16o3olr $gl_roo $r60o6oqr696or brjrr6o6gq,ob
Js6('l6ob J6('lCCOlr,,trsjst6o6gqertr .bt'r6og6or brJr6('l6aq-oCbq,('l sdooo
6q,oqrgbol_r ts96,:6ob ogbb3b".
8600005■お5o106o
N1/103
16052012▼
6o31 6oq,rgt6o
ამონაწერი სხდომის ოქმიდან
b806b▽
0
0
LJd.\603[]cl(rL aOJ[]6Od0t 2012 VROL 14 O.:olrotl LbtS(rA0b
N18 (rd80RJ6
∨
L. t tCJd)oAC(,oU J)6o6ob 36)(.I&10(, ,,lrJCr6o,3cq,ob $o6o96or t )J$(1EAeCbqm )COEo 63q,oq1bob acor6ol, EClDbc6" (6<'rabb96363q,o tr.rjr6orpq,oU
0oJg6(.lbob Jr600q,r6ff b AAJ6oAC(,aI6oUJ er CJ('l6o}aoJI6 UJJoo,bCbAo a6BC33q,or,s 163goU OrAbJbU6o) Utsf)siJo - J690qt6-0o6o\ylob aor3J6,o A6BCsCq'o 3.ec$3r)
I . brJoobo qorAroCl0q' oCECL AorJB6oAoL LbgrAob qgeob
SCtr6o03o.
2. 0ogo6gbgq' od6Cl, 9rd,Aol(rd06(,qr, J)6o6J6o&lOo (,r bJ(qrCOCb UrCr6ogJq,('}l,
Jrfu '.:0366U 6r6Urbcqj3q,49.
lrsj.r6o3nq'r'rL J16n3o36-3o6otrg16o
L;J.:6or3XqoL 3<n.1316r,r6otr
.1.:56nq'rt6ootr lgldrr.rlro
V
5.6oq.:3t6o
rul
p. ;X6nL3q'odX
საქართველოს კანონის პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების
შეტანის შესახებ
მუხლი 1. „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22(29), 1999 წელი, მუხ. 104) შეტანილ იქნეს
შემდეგი ცვლილება:
1. კანონის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. ამ კანონში გამოყენებული ტერმინების მნიშვნელობა
1. ავტობუსი - ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია
მგზავრთა გადასაყვანად და რომლის დასაჯდომი სავარძლების რაოდენობა, მძღოლის
სავარძლის გარდა, აღემატება რვას;
2. ავტომაგისტრალი - სპეციალურად აშენებული და ავტოსატრანსპორტო
საშუალებების მოძრაობისთვის განკუთვნილი გზა, რომელიც არ ემსახურება მიმდებარე
ტერიტორიებს და რომელსაც:
ა) დროებით დაწესებული ან ცალკეული ადგილების გარდა, მოძრაობის ორივე
მიმართულებისთვის გააჩნია ცალკე, ერთმანეთისგან გამყოფი ზოლით, რომელიც არ არის
მოძრაობისთვის განკუთვნილი, ან, განსაკუთრებულ შემთხვევებში სხვა საშუალებებით,
გამიჯნული სავალი ნაწილები;
ბ) ერთ დონეზე არ გააჩნია გადაკვეთა გზებთან, რკინიგზის ან ტრამვაის
ლიანდაგებთან, აგრეთვე ქვეითთა ბილიკებთან;
გ) გააჩნია აღნიშვნა საგზაო ნიშნით -„ავტომაგისტრალი“.
3. ავტომატარებელი - სატვირთო ავტომობილის ან თვლიანი ტრაქტორის
(რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 1400 კგ-ს) კომბინაცია
მისაბმელთან ან მისაბმელებთან ერთად;
4. ავტომზიდი – სპეციალიზებული ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც
განკუთვნილია ავტომობილებისა და თვლიანი მსუბუქი ტრაქტორების გადასაზიდად;
5. ავტოსატრანსპორტო საშუალება (ავტომობილი) - მექანიკური სატრანსპორტო
საშუალება, რომელიც ჩვეულებრივ გამოიყენება გზებზე ადამიანების გადასაყვანად ან
ტვირთის გადასაზიდად, ან ადამიანების გადასაყვანად ან ტვირთის გადასაზიდად
განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების გზებზე ბუქსირებისთვის. ეს ტერმინი
აგრეთვე მოიცავს ტროლეიბუსებს, ე.ი. ელექტრულ სადენთან მიერთებულ ულიანდაგო
სატრანსპორტო საშუალებებს. ეს ტერმინი არ მოიცავს ისეთ მექანიკურ სატრანსპორტო
საშუალებებს, როგორებიცაა სასოფლო-სამეურნეო ტარქტორები, რომელთა გზებზე
ადამიანების გადასაყვანად ან ტვირთის გადასაზიდად ან ადამიანებისა და ტვირთის
გადასაზიდად განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების გზებზე ბუქსირებისთვის
გამოყენება, მხოლოდ დამხმარე ფუნქციაა;
6. ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო
პერიოდული ტესტირება (გამოცდა) (შემდგომში – გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება) –
ტექნიკური ოპერაციებისა და პროცედურების ერთობლიობა, რომლის მეშვეობითაც
დაწესებული პერიოდულობით დგინდება ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის
უსაფრთხოების ძირითადი ელემენტების ტექნიკური მდგომარეობა და ატმოსფერულ
ჰაერში გაფრქვეული (გამონაბოლქვში) მავნე ნივთიერებების შემადგენლობა;
7. არასაკმარისი ხილვადობა – გვირაბში გავლისას, დღე-ღამის ბნელ დროს,
ნისლის, წვიმის, თოვის დროს და სხვა ბუნებრივი მოვლენებისას გზის ხილვადობის
შემცირება 300 მეტრზე ნაკლებ მანძილზე;
8. ბუქსირება სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება სხვა
სატრანსპორტო საშულების დახმარებით;
9. გამყოფი ზოლი –კონსტრუქციულად გამოყოფილი
გზის ელემენტი,
რომელიც ყოფს მომიჯნავე სავალ ნაწილებს და განკუთვნილი არ არის ურელსო
სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის ან გაჩერებისათვის და ქვეითთა
მოძრაობისათვის;
10. გასწრება - დაკავებული ზოლიდან გამოსვლით იმავე ზოლში თანხვედრი
მიმართულებით წინ მოძრავი ერთი ან რამოდენიმე სატრანსპორტო საშუალების
გადასწრება;
11. გასაჩერებელი მანძილი - მანძილი, რომელსაც გაივლის სატრანსპორტო
საშუალება, მძღოლის მიერ საფრთხის აღმოჩენის მომენტიდან მის სრულ გაჩერებამდე;
12. გაჩერება - სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წინასწარ განზრახული
შეწყვეტა 5 წუთამდე, ასევე უფრო მეტი ხნით, თუ ეს აუცილებელია მგზავრთა ჩასხდომაგადმოსხმის ან ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვისათვის;
13. გზა – მოძრაობისათვის გახსნილი ნებისმიერი გზის ან ქუჩის მთელი
ზედაპირი.
14. გზაჯვარედინი - ერთ დონეზე გზების ნებისმიერ კვეთა, შეერთება ან
განშტოება, ასეთი კვეთებით, შეერთებებითა და განშტოებებით წარმოქნილი
ტერიტორიების ჩათვლით. გზაჯვარედინად არ ითვლება მიმდებარე ტერიტორიებიდან
გამოსასვლელებისა და გზების კვეთა;
15. გზის დათმობა (დაბრკოლების არშექმნა) – საგზაო მოძრაობის მონაწილის
ვალდებულება არ განაგრძოს ან განაახლოს მოძრაობა ან არ განახორციელოს მანევრი,
თუკი ეს მასზე უპირატესი მოძრაობის მქონე სხვა მონაწილეს იძულებულს გახდის
უეცრად შეცვალოს მოძრაობის მიმართულება ან სიჩქარე;
16. გზის სავალი ნაწილი (სავალი ნაწილი) - გზის ნაწილი, რომელიც
ჩვეულებრივ სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისთვის გამოიყენება.
გზას
შეიძლება ჰქონდეს რამოდენიმე, გამოყოფი ზოლით მკვეთრად გამიჯნული, ან
სხვადასხვა დონეზე არსებული სავალი ნაწილი;
17. დაუტვირთავი მასა (დაუტვირთავი წონა) - სატრანსპორტო საშუალების
მასა ეკიპაჟის, მგზავრებისა და ტვირთის გარეშე, მაგრამ საწვავის სრული მარაგითა და
ხელსაწყოების აუცილებელი კომპლექტით;
18 . დასახლებული პუნქტი - განაშენებული ტერიტორია, სადაც შესასვლელები
და გამოსასვლელები სპეციალურადაა აღინიშნული შესაბამისი საგზაო ნიშნებით;
19. დატვირთული მასა - მოცემული დროის მონაკვეთში დატვირთული
სატრანსპორტო საშუალების, ეკიპაჟისა და მგზავრების ფაქტობრივი მასა. იგივე
მნიშვნელობით გამოიყენება ტერმინი „ფაქტობრივი მასა“;
20. დგომა – სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის გამიზნულად შეწყვეტა 5
წუთზე მეტი დროით, თუ ეს არ ეხება მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომას ან
სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა-გადმოტვირთვას;
21. დღე-ღამის ბნელი დრო – დროის შუალედი დაბინდებიდან გათენებამდე;
22. ველოსიპედის ბილიკი (ველობილიკი)- ველოსიპედებით
ძრაობისათვის
განკუთვნილი და შესაბამისი საგზაო ნიშნით აღნიშნული ცალკეული გზა ან გზის
ნაწილი. ველობილიკი კონსტრუქციულად გამოიყოფა სხვა გზებისაგან ან ერთი და იმავე
გზის სხვა ელემენტებისაგან;
23. ველოსიპედი - ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც აქვს სულ
მცირე ორი ბორბალი (თვალი) და მოძრაობაში მოდის, მხოლოდ ამ სატრანსპორტო
საშუალებაზე მყოფი პირების კუნთების ენერგიით, კერძოდ
სატერფულების ან
სახელურების მეშვეობით. აღნიშნული ტერიმინი არ მოიცავს ინვალიდის ეტლს;
24. ველოსიპედების მოძრაობის ზოლი - გზის სავალი ნაწილის ზოლი, რომელიც
განკუთვნილია ველოსიპედებით მოძრაობისათვის. ველოსიპედების მოძრაობის ზოლი
გამოიყოფა დანარჩენი სავალი ნაწილისაგან გრძივი საგზაო მონიშვნით;
25. იძულებით გაჩერება – სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეწყვეტა მისი
ტექნიკური გაუმართაობის, გადასაზიდი ტვირთის, მძღოლის (მგზავრის) მდგომარეობის,
ან გზაზე მოულოდნელად შექმნილი წინააღმდეგობით განპირობებული საშიშროების
გამო;
26. კვადროციკლი - მცირე კვადროციკლისაგან განსხვავებული ოთხთვლიანი
მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის ძრავის სიმძლავრე არ აღემატება 15 კვტ,
ხოლო დაუტვირთავი მასა აღემატება 350 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება 400 კგ-ს ან 550 კგ-ს,
თუ იგი განკუთვნილია ტვირთის გადასაზიდად. ელექტრო სატრანსპორტო საშუალების
შემთხვევაში, აკუმულატორის მასა კვადროციკლის დაუტვირთავ მასაში არ ჩათვლება. ამ
პუნქტით
განსაზღვრული
მექანიკური
სატრანსპორტო
საშუალება,
რომელიც
აკმაყოფილებს ტრიციკლისათვის გათვალისწინებულ ტექნიკურ მოხასიათებლებს,
ჩაითვლება მოტორიზირებულ ტრიციკლად;
27. კიდულძრავიანი ველოსიპედი - ნებისმიერი ორი ან სამთვლიანი
სატრანსპორტო საშუალება, აღჭურვილი შიდაწვის ძრავით, რომლის ცილინდრის მუშა
3
მოცულობა არ აღემატება 50 სმ და მაქსიმალური კონსტრუქციული სიჩქარე არ აღემატება
45 კმ/სთ-ს, ამასთან აქვს
ველოსიპედის დამახასიათებელი თვისებები, კერძოდ
სატერფულების ან სახელურების საშუალებით მოძრაობაში მოყვანის შესაძლებლობა;
28. კონტეინერი – 1972 წლის „კონტეინერებთან დაკავშირებული საბაჟო
კონვენციით“ გათვალისწინებული განმარტება;
29. კონსტრუქციული სიჩქარე - ქარხანა-დამამზადებლის მიერ განსაზღვრული,
სატრანსპორტო საშუალების მაქსიმალური საჩქარე;
30. მანევრი - მარჯვნივ ან მარცხნივ მოხვევა, მობრუნება, უკუსვლით მოძრაობა,
დაბრკოლების შემოვლა ან/და მოძრაობის ზოლის შეცვალა (გადაჯგუფება);
31. მარეგულირებელი – საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული, საგზაო
მოძრაობის რეგულირებაზე უფლებამოსილი პირი, რომლესაც თავისი კომპეტენციის
ფარგლებში უფლება აქვთ საგზაო მოძრაობის მონაწილეებს შეუზღდოს მოძრაობა,
შეუცვალოს მათ მიმართულება ან/და შეაჩეროს მათი მოძრაობა;
32. მგზავრი - პირი, რომელიც იმყოფება, ადის ან ჩამოდის სატრანსპორტო
საშუალებაში (ან მასზე), მაგრამ არ მართავს ამ სატრანსპორტო საშუალებას;
33. მექანიკური სატრანსპორტო საშუალება - ნებისმიერი ძრავიანი (თვითმავალი)
სატრანსპორტო საშუალება, გარდა ორბორბლიანი ელექტრო თვითმგორავისა, მოპედისა
და მასთან გათანაბრებული სხვა სატრანსპორტო საშუალებებისა, აგრეთვე სალიანდაგო
სატრანსპორტო საშუალებებისა.
34. მეხრე -გზებზე სასაპალნე, შესაბმელი და საჯდომი პირუტყვის, აგრეთვე ფარის,
ნახირსა ან ჯოგის წამყვანი, გამრეკი ან გამცილებელი;
35. მთავარი გზა- 2.1, 2.3.1, 2.3.2, 2.3.3 ან 5.1 საგზაო ნიშნებით აღნიშნული გზა
გადასაკვეთ (მიერთებულ) გზასთან შედარებით, ან გზა მიმდებარე ტერიტორიებიდან
გამომავალ გამოსასვლელებთან შედარებით, ან მკვრივსაფარიანი გზა (ასფალტი,
ცემენტაბეტონი, ქვის და სხვა მსგავსი მასალები) გრუნტოვანთან შედარებით.
მეორეხარისხოვან გზაზე, უშუალოდ გზაჯვარედინის წინ, გზის საფარიანი უბნის
არსებობა არ ათანაბრებს მას გადასაკვეთ გზასთან;
36. მიმდებარე ტერიტორია – ტერიტორია, რომელიც უშუალოდ გზას ეკვრის და არ
არის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების გამჭოლი მოძრაობისათვის (ეზო,
საცხოვრებელი მასივი, ავტოსადგომი, ბენზინგასამართი სადგური, დაწესებულება და
სხვა);
37. მისაბმელი- ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალება, განკუთვნილი მექანიკური
სატრანსპორტო საშუალებით მისი ბუქსირებისთვის, ეს ტერმინი აგრეთვე მოიცავს
ნახევრადმისაბმელსა და მისაბმელ-სახსნელს;
38. მობილური კომუნიკაციის საშუალება – ნებისმიერი ხელსაწყო, რომლის
საშუალებით შესაძლებელია უწყვეტი სატელეფონო საუბრის წარმოება ორ ან ორზე მეტ
ფიზიკურ პირს შორის ან/და ტექსტური ინფორმაციის გადაცემა და მიღება;
39. მოპედი – არა უმეტეს 45 კმ/სთ-ზე მეტი კონსტრუქციული საიჩქარის მქონე ორი
ან სამთვლიანი სატრანსპორტო საშუალება, რომლის შიდა წვის ძრავის ცილინდრის მუშა
მოცულობა არ აღემატება 50 სმ3-ს, ხოლო ელექტრო ძრავის შემთხვევაში - მაქსიმალური
გამომუშავების სიმძლავრე - 4კვ-ს. მოპედთან გათანაბრებულია კიდულძრავიანი
ველოსიპედი და მსუბუქი კვადროციკლები;
40. მოტოციკლი - ძრავის მქონე ნებისმიერი ორთვლიანი მექანიკური
სატრანსპორტო საშუალება ეტლით ან მის გარეშე. მოტოციკლთან გათანაბრებულია
სამთვლიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები, რომელთა დაუტვირთავი მასა არ
აღემატება 400 კგ-ს;
41. მოძრაობის ზოლი - გრძივი საგზაო მონიშვნის საშუალებით მონიშნული ან
მოუნიშნავი ნებისმიერი ზოლი იმ გრძივი ზოლებიდან, რომლებადაც შეიძლება დაიყოს
გზის სავალი ნაწილი, მაგრამ რომელსაც აქვს მოტოციკლისაგან განსხვავებული სხვა
საავტომობილო ტრანსპორტის ერთ რიგში მოძრაობისათვის საკმაო სიგანე;
42. მსუბუქი ავტომობილი - 3500 კგ-მდე ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე
ავტომობილი (გარდა მოტოციკლისა), რომელის დასაჯდომი სავარძლების რაოდენობა,
მძღოლის სავარძლის გარდა არ აღემატება რვა ადგილს;
43. მსუბუქი კვადროციკლი - არა უმეტეს 45 კმ/სთ-ზე მეტი კონსტრუქციული
საიჩქარის მქონე ოთხთვლიანი სატრანსპორტო საშუალება, რომლის შიდა წვის ძრავის
ცილინდრის მუშა მოცულობა არ აღემატება 50 სმ3-ს, ხოლო ელექტრო ძრავის
შემთხვევაში - მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე - 4 კვ-ს და
რომლის
დაუტვირთავი მასა (ელექტრო სატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში აკუმულატორის
მასის ჩაუთვლელად) არ აღემატება 350 კგ-ს;
44. მსუბუქი მისაბმელი- ნებისმიერი მისაბმელი, რომლის ნებადართული
მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს;
45. მძღოლი - ნებისმიერი პირი, რომელიც მართავს
სატრანსპორტო
საშუალებას. მძღოლთან გათანაბრებულია მეხრე. სასწავლო სატრანსპორტო საშუალებაზე
პრაქტიკული ტარების მეცადინეობისას მძღოლად, აგრეთვე ითვლება მართვის ტარების
მასწავლებელი/ინსტრუქტორი, ხოლო უფლებამოსილი პირის მიერ მექანიკური
სატრანსპორო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდისას გამოსაცდელი;
46. მძღოლის მოწმობა - კანონმდებლობით დადგენილი ნიმუშისა და
კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის
უფლებას მართოს ამ მუხლის მე-16 პუნქტით განსაზღვრული კატეგორიის ან/და
ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებები.
47. ნახევრადმისაბმელი ნებისმიერი მისაბმელი, განკუთვნილი
ავტომობილზე ისეთი სახით ჩასაბმელად, როდესაც მისი ნაწილი ეყრდნობა ავტომობილს,
და ამ უკანასკნელზე მოდის ნახევრადმისაბმელის და მისი ტვირთის მასის
მნიშვნელოვანი ნაწილი;
48. ნებადართული მაქსიმალური მასა (დასაშვები წონა) - დატვირთული
სატრანსპორტო საშუალების მაქსიმალური მასა, რომელიც დასაშვებად არის
გამოცხადებული იმ სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ, რომელშიც
დარეგისტრირებულია სატრანსპორტო საშუალება. იგივე მნიშვნელობით გამოიყენება
ტერმინი;
49. ორბორბლიანი ელექტრო თვითმგორავი - თვითბალასირებადი, ორთვლიანი
და ერთ ღერძიანი სატრანსპორტო საშუალება, განკუთვნილი ერთი ადამიანის
გადასაყვანად, რომელიც მოძრაობაში მოდის ელექტრო ენერგიის ძალით;
50. ორგანიზებული სატრანსპორტო კოლონა – ლურჯი ან ლურჯი და წითელი
ფერის მოელვარე შუქურებჩართული მეწინავე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების
თანხლებით, მოძრაობის ერთსა და იმავე ზოლზე ერთმანეთის მიყოლებით, მუდმივად
ჩართული ფარებით მიმავალი სამი ან მეტი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისაგან
შემდგარი ჯგუფი;
51. რკინიგზის გადასასვლელი - გზისა და დამოუკიდებელი ვაკისის მქონე
რკინიგზის ან ტრამვაის ლიანდაგების გადაკვეთა ერთ დონეზე;
52. საგზაო მოძრაობა – საგზაო მოძრაობის მონაწილეების
გზაზე
გადაადგილებისას (სატრანსპორტო საშუალებით ან მის გარეშე) წარმოქმნილი
ურთიერთობები;
53. საგზაო მოძრაობის მონაწილე - პირი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს
საგზაო მოძრაობის პროცესში, როგორც მძღოლი, მგზავრი ან ქვეითი;
54. საგზაო მოძრაობის ორგანიზება – სამართლებრივ და ორგანიზაციულტექნიკურ ღონისძიებათა კომპლექსი, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის
მართვას;
55. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა – საგზაოსატრანსპორტო შემთხვევათა გამომწვევი მიზეზებისა და მათი მძიმე შედეგების თავიდან
აცილებისაკენ მიმართული საქმიანობა;
56. საგზაო მონიშვნა - ხაზები, ისრები და აღნიშვნები სავალ ნაწილზე, საგზაო
მოწყობილობების ელემენტებსა და საგზაო ნაგებობებზე, რომლებიც ადგენენ მოძრაობის
წესს ან აძლევენ ინფორმაციას საგზაო მოძრაობის მონაწილეებს მოძრაობის
შეზღუდვებისა და რეჟიმების შესახებ;
57. საგზაო ნიშანი - განსაკუთრებული ფორმის მოწყობილობა გამოსახულებით
ან წარწერებით, რომელიც საგზაო მოძრაობის მონაწილეებს ატყობინებს საგზაო
პირობებისა და მოძრაობის რეჟიმების, დასახელებული პუნქტებისა და სხვადასხვა
ობიექტების განლაგების შესახებ;
58. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა – გზაზე სატრანსპორტო საშუალების
მოძრაობისას და მისი მონაწილეობით წარმოქმნილი მოვლენა, რომლის დროსაც დაშავდა
ან დაიღუპა ადამიანი, დაზიანდა სატრანსპორტო საშუალება, ტვირთი ან ნაგებობა;
59. საერთაშორისო მოძრაობა - მიიჩნევა, რომ სატრანსპორტო საშუალება
რომელიმე სახელმწიფოს ტერიტორიაზე იმყოფება „საერთაშორისო მოძრაობა“-ში, თუ:
ა) იგი ეკუთვნის ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც ჩვეულებრივი
საცხოვრებელი ადგილი ამ სახელმწიფოს გარეთ აქვს;
ბ) იგი არ არის რეგისტრირებული ამ სახელმწიფოში;
გ) იგი ქვეყანაში შემოტანილია დროებით, მაგრამ არა უმეტეს ამ სახელმწიფოს
კანონმდებლობით დადგენილი ვადისა.
60. სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალება - გზებზე მგზავრების
გადაყვანისათვის განკუთვნილი და გასაჩერებელი პუნქტებით (გაჩერებებით)
აღნიშნული, დადგენილი მარშუტით მოძრავი საერთო სარგებლობის სატრანსპორტო
საშუალება (ავტობუსი, ტროლეიბუსი, ტრამვაი);
61. სამუხრუჭე მანძილი - მანძილი, რომელსაც გაივლის სატრანსპორტო
საშუალება მუხრუჭების ამოქმედებიდან მის სრულ გაჩერებამდე;
62. სასოფლო-სამეურნეო მანქანები- სპეციალზირებული თვითმავალი მანქანები,
რომელებიც განკუთვნილნი არიან სასოფლო-სამეურნეო, სამელიორაციო ან სატყეო
სამუშაოების შესასრულებლად, რომელის გზებზე ადამიანებისა და ტვირთის გადაზიდვა
ან ადამიანებისა და ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი სატრანსპორტო
საშუალებების გზებზე ბუქსირებისთვის გამოყენება, მხოლოდ დამხმარე ფუნქციაა;
63. სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორი- თვლიანი ან მუხლუხა სასოფლო-სამეურნეო
მანქანა, ორი ან მეტი ღერძით, რომელიც განკუთვნილია
სასოფლო-სამეურნეო,
სამელიორაციო ან სატყეო
სამუშაოების შესასრულებლად, რომელის გზებზე
ადამიანებისა და ტვირთის გადაზიდვა ან ადამიანებისა და ტვირთის გადასაზიდად
განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების გზებზე ბუქსირებისთვის გამოყენება,
მხოლოდ დამხმარე ფუნქციაა;
64. სატვირთო ავტომობილი - ტვირთის გადასაზიდად განკუთვილი
ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება
3500 კგ-ს;
65. სატრანსპორტო კოლონა- ორგანიზებულად ერთმანეთის მიყოლებით,
მოძრავი ორი ან მეტი სატრანსპორტო საშუალება;
66. სატრანსპორტო საშუალება - გზაზე მოძრავი ან მასზე მოძრაობისათვის
განკუთვნილი მოწყობილობა,
რომელიც გდაადგილდება
ძრავის ან სხვა ძალის
გამოყენებით;
67. სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობა - ჩაბმული სატრანსპორტო
საშუალებები, რომლებიც საგზაო მოძრაობაში მონაწილეობენ როგორც ერთი მთლიანი;
68.საცხოვრებელი ზონა განაშენებული ტერიტორია, სადაც მოქმედებს
სპეციალური საგზაო მოძრაობის წესები და რომლის შესასვლელები და გამოსასვლელები
აღნიშნულია შესაბამისი საგზაო ნიშნებით;
69. საწევარი – მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია
ექსპლუატაციისათვის ნახევარმისაბმელთან ერთად;
70. საჭაპანო ტრანსპორტი - თვლიანი ან უთვლო
სატრანსპორტო საშუალება
ძრავის გარეშე, რომელიც გადაადგილდება მასში შებმული
პირუტყვის ძალის
მეშვეობით;
71. სპეციალიზირებული თმითმავალი მანქანები - თვლიანი ან მუხლუხა
მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები, განკუთვნილი განსაზღვრული სამუშაოების
შესასრულებლად, რომელთა კონსტრუქციული სიჩქარე 6 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ 45 კმ/სთ
ნაკლებია. სპეციალიზირებულ თითმავალ მანქანებად არ ჩაითვლებიან ავტომობილის
ბაზაზე დამზადებული სპეციალიზირებული სატრანსპორტო საშუალებები;
72. სრული მასა -ტვირთით, ეკიპაჟითა და მგზავრებით შევსებული, აღჭურვილ
მდგომარეობაში მყოფი სატრანსპორტო საშუალების მასა, რომლის ზღვარს ადგენს
სატრანსპორტო საშუალების ქარხანა-დამამზადებელი. სატრანსპორტო საშუალების
შემადგენლობის სრული მასა გამოიანგარიშდება მასში შემავალი სატრანსპორტო
საშუალებების სრული მასათა ჯამით;
73. ტრიციკლი - სიმეტრიულად განლაგებული სამბორბლიანი ძრავიანი
სატრანსპორტო საშუალება, როლის ცილინდრის მუშა მოცულობა, შიდა წვის ძრავის
არსებობისას, აღემატება 50 სმ3-ს ან/და კონსტრუქციული საიჩქარე აღემატება 45 კმ/სთ;
74. ტროტუარი – გზის ელემენტი, რომელიც მიერთებულია სავალ ნაწილთან ან
გამოყოფილია მისგან კონსტრუციულად ან გაზონით
და განკუთვნილია ქვეითის
მოძრაობისათვის;
75. უპირატესობა (პრიორიტეტი) – საგზაო მოძრაობის მონაწილეს უფლება საგზაო
მოძრაობის სხვა მონაწილეებთან შედარებით პირველმა
იმოძრაოს დასახული
მიმართულებით;
76. ქვეითად გადასასვლელი – სავალი ნაწილის მონაკვეთი, რომელიც
განკუთვნილია ქვეითის გზაზე გადასასვლელად და აღნიშნულია 5.16.1, 5.16.2 საგზაო
ნიშნებით ან/და 1.14.1–1.14.3 საგზაო მონიშვნებით. (თუ მონიშვნები არ არის, ქვეითად
გადასასვლელის სიგანე განისაზღვრება 5.16.1 და 5.16.2 საგზაო ნიშნებს შორის მანძილით);
77. ქვეითი - საგზაო მოძრაობის მონაწილე პირი, რომელიც გადაადგილდება ფეხით
ან გადასაადგილებლად იყენებს გორგოლაჭებს, გორგოლაჭიან დაფას, ციგას, ან სხვა
მსგავს დამხმარე საშუალებას. ქვეითთან გათანაბრებულია პირი, რომელსაც მიჰყავს
საბავშვო, ინვალიდის ეტლი ან ნებისმიერი სხვა მცირე ზომის სატრანსპორტო საშუალება
ძრავის გარეშე, აგრეთვე ველოსიპედის, მოპედის ან მოტოციკლის ქვეითად გადამყვანი
პირი, ასევე ინვალიდები, რომლებსაც ინვალიდის ეტლი მოძრაობაში მოჰყავთ თვითონ ან
გადადგილდებიან ქვეითის სიჩქარით.
78. ღერძზე დატვირთვა -სატრანსპორტო საშუალების მასის ნაწილი, რომელიც
ღერძზე დაწოლის შედეგად წარმოშობს გზაზე დატვირთვას;
79. შეზღუდული ხილვადობა - გარემოება, რომელის დროსაც მოკლე მოსახვევები,
აღმართის დასასრული, გამწვანება, გზისპირა ნაგებობები ან გზაზე არსებული
დაბრკოლებები ამცირებს გზის ხილვადობას ისე, რომ აღნიშნულ გზის მონაკვეთზე
ნებადართული მაქსიმალური სიჩქარით მოძრაობამ შეიძლება წარმოშვას საფრთხე;
80. შესახსრებული ავტობუსი – ავტობუსი, რომელიც შედგება სექციებისაგან. ასეთი
ავტობუსის სექციებში შესაძლებელი უნდა იყოს მგზავრთა შეუზღუდავი გადაადგილება.
ამ სექციების შეერთება და განცალკევება დასაშვებია, მხოლოდ ქარხნული წესით;
81. შუქნიშანი - ელექტრონული ხელსაწყო, რომელიც გამოიყენება გზაზე ფერადი
შუქების მეშვეობით საგზაო მოძრაობის რეგულირებისათვის.
2. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაცია და დროებითი
რეგისტრაცია სარეგისტრაციო ნიშნები
1. კანონონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს ტერიტორიაზე
სავალდებულო რეგისტრაციას ექვემდებარება:
ა) შიდა წვის ძრავის მქონე მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები, რომლთა
ძრავის ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია;
ბ) ელექტრო ძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები, რომლთა
ძრავის მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია;
გ)
მისაბმელები, განკუთვნილი ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით
განსაზღვრული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებით მათი ბუქსირებისთვის.
დ) სასოფლო-სამეურნეო მანქანების დამხმარე ტექნიკური საშუალებები.
ე) ამ პუნქტის „ა-დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული
სატრანსპორტო
საშუალებების ნომრიანი აგრეგატები (თუ კანონმდებლობით სხვა რამ არა არის
გათვალისწინებული );
ვ) გარდა კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა, ამ პუნქტის „ა-ე“
ქვეპუნქტებით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებებზე, მათ ნომრიან
აგრეგატებსა და სასოფლო-სამეურნეო მანქანების დამხმარე ტექნიკური საშუალებებზე
ფიზიკური და იურიდიული პირების საკუთრების, ხოლო საკანონმდებლო,
აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოების, ადმინისტრაციული ორგანოების, საერთაშორისო
ორგანიზაციების და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი
ეკლესიის საკუთრების ან სარგებლობის უფლება;
ზ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა სატრანსპორტო საშულებები.
2. კანონმდებლობით დადგენილი გარემოების არსებობისას, სავალდებულოა
საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე
დროებით შემოტანილი ამ მუხლის
პირველი პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალებების, მათი ნომრიანი
აგრეგატებისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანების დამხმარე ტექნიკური საშუალებების
დროებითი რეგისტრაცია.
3.
ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო
საშუალებების, მათი ნომრიანი აგრეგატებისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანების
დამხმარე ტექნიკური საშუალებების
ინდივიდუალური (თვითნაკეთი) წესით
დამზადება ან გადაკეთება დასაშვებია, მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი
წესით.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო
საშუალებების, რეგისტრაციისას ან დროებითი რეგისტრაციისას, სხვა სარეგისტრაციო
მონაცემებთან ერთად, სავალდებულოა მათი ნებადართული მაქსიმალური მასის
განსაზღვრაც,
თუ
აღნიშნული
სატრანსპორტო
საშუალებები
ტვირთის
გადაზიდვისათვის არიან განკუთვნილი.
5. იმ შემთხვევაში თუ სარეგისტრაციო დოკუმენტი არ განსაზღვრავს
სატრანსპორტო საშუალების ნებადართულ მაქსიმალურ მასას, სატრანსპორტო
საშუალების ნებადართულ მაქსიმალურ მასად მიიჩნევა ქარხანა-დამაზადებლის მიერ
აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილი სრული მასის ზღვარი.
6. თუ სატრანსპორტო საშუალებისთვის დადგენილია ნებადართული
მაქსიმალური მასა, მაშინ დატვირთული სატრანსპორტო საშუალების ფაქტიური მასა
არ უნდა აღემატებოდეს ნებადართულ მაქსიმალურ მასას.
7. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო
საშუალებების, მათი ნომრიანი აგრეგატებისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანების
დამხმარე ტექნიკური საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციასა და დროებით
რეგისტრაციას (გარდა ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა,
აგრეთვე ტრამვაი-ტროლეიბუსისა) ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული
პირი − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო.
8. სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის ან დროებითი რეგისტრაციის
შედეგად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს მომსახურების სააგენტო გასცემს კანონმდებლობით დადგენილი ნიმუშის
ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობასა და სანომრე ნიშანს (ნიშნებს), ხოლო
სასოფლო-სამეურნეო მანქანების დამხმარე ტექნიკური საშუალებების რეგისტრაციის ან
დროებითი რეგისტრაციის შედეგად კი - ტექნიკურ ტალონს.
9. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ სატრანსპორტო საშუალებების, მათი
ნომრიანი აგრეგატების, სასოფლო-სამეურნეო მანქანების დამხმარე ტექნიკური
საშუალებების რეგისტრაციისა და დროებითი რეგისტრაციის, სატრანსპორტო
საშუალებების სარეგისტრაციო ნიშნებისა და დროებითი სარეგისტრაციო ნიშნების
გაცემის, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალებების ნებადართული მაქსიმალური მასისა
და დაუტვირთავი მასის განსაზღვრის წესს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა
მინისტრი.
10. კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, ამ მუხლის
პირველი პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალებებზე, მათი ნომრიან
აგრეგატებზე და
სასოფლო-სამეურნეო მანქანების დამხმარე ტექნიკური
საშუალებებზე, როგორც ნივთზე პირის საკუთრების უფლების წარმოშობა, როგორც
სანივთოსამართლებრივი, ისე – ადმინისტრაციულსამართლებრივი მიზნებისათვის,
საკურების უფლება იურიდიულ ძალას იძენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირში –
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის
მომენტიდან.
11. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უფლებამოსილია კუთვნილი ამ
მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი
ნომრიანი აგრეგატების რეგისტრაცია განახორციელოს თავად ან საჯარო სამართლის
იურიდიული პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების
სააგენტოში.
12. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ კუთვნილი სატრანსპორტო
საშუალებებისა და მათი ნომრიან აგრეგატების რეგისტრაციის თავად განხორციელების
შემთხვევაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გასცემს კანონმდებლობით
დადგენილი ნიმუშის სარეგისტრაციო მოწმობასა და სანომრე ნიშნებს.
13. სატრანსპორტო საშუალებაზე (ტრამვაი-ტროლეიბუსის გარდა) და მისაბმელზე
სახელმწიფო და დროებითი სანომრე ნიშნები მაგრედება სპეციალურ ადგილებზე.
14. ტრამვაისა და ტროლეიბუსს სანომრე ნიშნები ენიჭება შესაბამისი უწყებების
მიერ.
15. ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით განსაზღვრული წესი, აგრეთვე
ვრცელდება საქართველოს ტერიტორიზე საერთაშორისო მოძრაობაში მყოფ უცხოეთში
რეგისტრირებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზეც.
3. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ მუხლი 16. სატრანსპორტო საშუალებათა კატეგორიები და ქვეკატეგორიები
1. ამ მუხლით განსაზღვრული კატეგორიისა და ქვეკატეგორიის სატრანსპორტო
საშუალებათა მართვა შეუძლია, მხოლოდ იმ პირს:
ა) რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეესაბამება კანონმდებლობით
განსაზღვრული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებათა მართვისათვის საჭირო
ჯანმრთელობის მდგომარეობისადმი მოთხოვნებს;
ბ) რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით მიენიჭა შესაბამისი
კატეგორიის ან/და ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება, და
ეს უფლება არა აქვს შეწყვეტილი (გაუქმებული) ან შეჩერებული.
2. სატრანსპორტო საშუალებები, რომელთა სამართავად სავალდებულოა
შესაბამისი მართვის უფლების მოპოვება, იყოფა შემდეგ კატეგორიებად:
ა) A - მოტოციკლები;
ბ) B - ავტომობილები (გარდა A კატეგორიას მიკუთვნილი სატრანსპორტო
საშუალებებისა), რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 3 500 კგ-ს
და რომელთა დასაჯდომ ადგილთა რაოდენობა, მძღოლის ადგილის გარდა, არ
აღემატება რვას, აგრეთვე B კატეგორიის ავტომობილი გადაბმული მისაბმელთან,
რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს ან B კატეგორიის
ავტომობილი გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა
აღემატება 750 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება ავტომობილის დაუტვირთავ მასას, ხოლო
ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 3 500
კგ-ს;
გ) C - ავტომობილები (გარდა D1 ქვეკატეგორიას ან D კატეგორიას მიკუთვნილი
სატრანსპორტო საშუალებებისა), რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა
აღემატება 3 500 კგ-ს, აგრეთვე C კატეგორიის ავტომობილი გადაბმული მისაბმელთან,
რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს;
დ) D - ავტომობილები, რომლებიც განკუთვნილია მგზავრთა გადასაყვანად და
რომელთა დასაჯდომ ადგილთა რაოდენობა, მძღოლის ადგილის გარდა, აღემატება
რვას, აგრეთვე,
D კატეგორიის ავტომობილი გადაბმული მისაბმელთან, რომლის
ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს;
ე) BE - B კატეგორიის ავტომობილი გადაბმული მისაბმელთან,
რომლის
ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს და აღემატება ავტომობილის
დაუტვირთავ მასას, აგრეთვე B კატეგორიის ავტომობილი გადაბმული მისაბმელთან,
რომლის ნებადართული მაქსიმალური
მასა აღემატება 750 კგ-ს, ხოლო ასეთი
შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3 500 კგ-ს;
ვ) CE C კატეგორიის ავტომობილი გადაბმული მისაბმელთან, რომლის
ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს;
ზ) DE - D კატეგორიის ავტომობილი გადაბმული მისაბმელთან, რომლის
ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს;
თ) T – სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორები და სხვა სპეციალიზირებული
თვითმავალი მანქნები, რომლებიც განკუთვნილნი არიან სასოფლო-სამეურნეო,
სამელიორაციო და სატყეო სამუშაოების შესრულებისათვის, აგრეთვე T კატეგორიის
მექანიკური სატრანსპორტო საშუალება გადამბული მისაბმელთან.
ი) S - სპეციალიზირებული თვითმავალი მანქნები, რომლებიც განკუთვნილი არიან
საგაზაო-სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად, აგრეთვე S კატეგორიის
მექანიკური სატრანსპორტო საშუალება გადაბმული მისაბმელებთან.
კ) ტრამვაი;
3. A, B, C, CE, D და DE კატეგორიების ფარგლებში დაწესებული სატრანსპორტო
საშუალებები, რომელთა სამართავად სავალდებულოა შესაბამისი მართვის უფლების
მოპოვება, იყოფა შემდეგ ქვეკატეგორიებად:
ა) A1 - მოტოციკლები, რომელთა ძრავის მუშა მოცულობა არ აღემატება 125 სმ3 და
მაქსიმალური სიმძლავრე არ აღემატება 11 კვტ (მსუბუქი მოტოციკლები);
ბ) B1 - მოტორიზირებული ტრიციკლები და კვადროციკლები;
გ) C1- ავტომობილები, (გარდა D1 ქვეკატეგორიას ან D კატეგორიას მიკუთვნილი
ავტომობილებისა), რომელთა
ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3 500
კგ-ს, მაგრამ არ აღემატება 7 500 კგ-ს, აგრეთვე C1 ქვეკატეგორიის ავტომობილი
გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება
750 კგ-ს;
დ) D1 მგზავრების გადასაყვანად განკუთვნილი ავტომობილი, რომელთა
დასაჯდომ ადგილთა რაოდენობა, მძღოლის ადგილის გარდა აღემატება რვას, მაგრამ
არ აღემატება 16-ს და რომელთა სიგრძე არ აღემატება 8 მეტრს, აგრეთვე D1
ქვეკატეგორიის ავტომობილი გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული
მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს;
ე) C1E - C1 ქვეკატეგორიის ავტომობილი გადაბმული მისაბმელთან, რომლის
ნებადართული მაქსიმალური
მასა აღემატება 750 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება
ავტომობილის დაუტვირთავ
მასას, ხოლო ასეთი
შემადგენლობის საერთო
ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 12 000 კგ-ს.
ვ) D1E - D1 ქვეკატეგორიის ავტომობილი გადაბმული მისაბმელთან, რომელიც არ
არის განკუთვნილი მგზავრების გადაყვანისთვის და მისი ნებადართული მაქსიმალური
მასა აღემატება 750 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება ავტომობილის დაუტვირთავ მასას, ხოლო
ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 12
000 კგ-ს.
1
4. მე-16 მუხლის შემდეგ დაემატოს მე-16 მუხლი შემდეგი რედაქციით:
1
„მუხლი16 . სატრანსპორტო საშუალებათა მართვის
უფლების მისაღები
გამოცდა და მართვის უფლების მინიჭებისათვის აუცილებელი მოთხოვნები
1. გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ამ კანონის მე16 მუხლით განსაზღვრული კატეგორიის ან/და ქვეკატეგორიის
სატრანსპორტო
საშუალებათა მართვის უფლება შეიძლება მიენიჭოს იმ პირს, რომელმაც წარმატებით
ჩააბარა
შესაბამისი მართვის უფლების მისაღები
გამოცდა (თეორიული ან/და
პრაქტიკული).
2. შეჩერებული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების
აღდგენისათვის, მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩაბარება სავალდებულოა,
მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
3. ამ კანონის მე-16 მუხლით განსაზღვრული კატეგორიის ან/და
ქვეკატეოგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე
პირი დაიშვება, თუ:
ა)
მან
გაიარა
სათანადო
მომზადება
მძღოლების
მოსამზადებელ
დაწესებულებაში (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული
შემთხვევებისა, აგრეთვე მე-17 მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტებით განსაზღვრული
შეზღუდვებით T კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების
მინიჭებისა);
ბ) იგი აკმაყოფილებს მართვის უფლების მინიჭებისათვის ამ მუხლის მე-5-12
პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს;
გ) გასულია სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადა;
დ) არ არსებობს მართვის უფლების შეწყვეტის (გაუქმების) საფუძველი;
ე) იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ სხვა მოთხოვნებს.
4. „A1“,
„A“ ,„B1“ ან/და „B“ კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო
საშუალებათა მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე შეიძლება დაიშვას 18 წლის ასაკს
მიღწეული ის პირი, რომელსაც არ გაუვლია მომზადება მძღოლთა მოსამზადებელ
დაწესებულებებში.
5. სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებისათვის
დადგენილია შემდეგი მინიმალური ასაკობრივი ზღვარი:
ა) A1 კატეგორის სატრანსპორტო საშუალებებისათვის - 17 წელი;
ბ) A კატეგორის სატრანსპორტო საშუალებებისათვის:
ბ.ა) 21 წელი, თუ ამ კატეგორის მართვის უფლების მიღების მოთხოვნამდე
არანაკლებ 2 წლით ადრე პირს მინიჭებული აქვს A1 კატეგორიის სატრანსპორტო
საშუალებების მართვის უფლება;
ბ.ბ) 24 წელი, თუ არ არსებობს ამ პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული
გარემოება;
გ) B1 ქვეკატეგორის სატრანსპორტო საშუალებებისათვის - 16 წელი;
დ) B კატეგორის სატრანსპორტო საშუალებებისათვის -17 წელი;
ე) BE კატეგორის სატრანსპორტო საშუალებებისათვის -18 წელი;
ვ) C1 და C1E კატეგორის სატრანსპორტო საშუალებებისათვის -18 წელი;
ზ) C და CE კატეგორის სატრანსპორტო საშუალებებისათვის -21 წელი;
თ) D1 და D1E ქვეკატეგორის სატრანსპორტო საშუალებებისათვის -21 წელი;
ი) D და DE კატეგორის სატრანსპორტო საშუალებებისათვის -24 წელი;
კ) T -კატეგორის სატრანსპორტო საშუალებებისათვის -17 წელი;
ლ) S -კატეგორის სატრანსპორტო საშუალებებისათვის -18 წელი;
ნ) ტრამვაისათვის -21 წელი;
6.
C1 ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება
შეიძლება მიენიჭოს იმ პირს, რომელსაც მოთხოვნის მომენტისათვის მინიჭებული აქვს
B კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლება.
7.
C და D კატეგორიის, აგრეთვე D1 ქვეკატეგორიის სატრანსპორტო
პირს
B კატეგორიის
საშუალებათა მართვის უფლება შეიძლება მიენიჭოს
სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლების მინიჭებიდან ერთი წლის შემდეგ
(აღნიშნულ ვადაში არ ჩაითვლება მართვის უფლების შეჩერების დრო );
8. C1E ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება შეიძლება
მიენიჭოს იმ პირს, რომელსაც მოთხოვნის მომენტისათვის აქვს C1 ქვეკატეგორიის
სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;
9. D1E ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება შეიძლება
მიენიჭოს იმ პირს, რომელსაც მოთხოვნის მომენტისათვის აქვს D1 ქვეკატეგორიის
სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;
10. BE კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება შეიძლება
მიენიჭოს იმ პირს, რომელსაც მოთხოვნის მომენტისათვის აქვს
B
კატეგორიის
სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;
11. CE კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება შეიძლება
მიენიჭოს იმ პირს, რომელსაც
მოთხოვნის მომენტისათვის
აქვს
C
კატეგორიის
სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;
12. DE კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების უფლება
შეიძლება მიენიჭოს იმ პირს, რომელსაც მოთხოვნის მომენტისათვის
აქვს D
კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;
13.
კანონმდებლობით
განსაზღვრული
გარემოებების
არსებობისას,
სავალდებულოა უფლებამოსილი ორგანოს მიერ პირის მართვის უფლების მისაღები
გამოცდაზე დაშვებისას, აგრეთვე შეჩერებული მართვის უფლების აღდგენისას, პირის
ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისობის დადგენა მექანიკური სატრანსპორტო
საშუალების
მართვისათვის
საჭირო
ჯანმრთელობის
მდგომარეობის
მოთხოვნებისადმი.
14. გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნებისა, საქართველოს
შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით შეიძლება დადგინდეს
სატრანსპორტო
საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებისათვის სხვა აუცილებელი მოთხოვნები.
15. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული წესით
ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო
საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებისათვის დადგენილი მინიმალური
ასაკობრივი ზღვარი შეიძლება შემცირდეს
სამხედრო მოსამსახურეთათვის.
ვადიან სამხედრო სამსახურში მყოფი
5. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 17 სატრანსპორტო საშუალებათა კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების
მართვის უფლებათა ექვივალენტურობა
1. A, B, C ან D კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების
მქონე პირს, აგრეთვე უფლება აქვს მართოს, მინიჭებული კატეგორიიის ფარგლებში
დაწესებული A1, B1, C1 ან D1 ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებიც.
2. CE ან DE კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მქონე
პირს, აგრეთვე უფლება აქვს მართოს, მინიჭებული
კატეგორიის ფარგლებში
დაწესებული C1E ან D1E ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებიც.
3. CE ან DE კატეგორიის, აგრეთე C1E ან D1E ქვეკატეგორიის სატრანსპორტო
საშუალებათა მართვის უფლების მქონე პირს, აგრეთვე უფლება აქვს მართოს BE
კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებიც.
4. CE კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მქონე პირს,
რომელსაც აგრეთვე მინიჭებული აქვს D კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა
მართვის უფლებაც, უფლება აქვს მართოს DE
კატეგორიის
სატრანსპორტო
საშუალებებიც.
5. C1E ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მქონე
პირს, რომელსაც აგრეთვე მინიჭებული აქვს D1 ქვეკატეგორიის სატრანსპორტო
საშუალებათა მართვის უფლებაც, უფლება აქვს მართოს D1E
ქვეკატეგორიის
სატრანსპორტო საშუალებებიც.
6. DE კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მქონე პირს,
რომელსაც აგრეთვე მინიჭებული აქვს C1 ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა
მართვის უფლებაც, უფლება აქვს მართოს C1E ქვეკატეგორიის სატრანსპორტო
საშუალებებიც.
7. C კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მქონე პირს,
მართვის მოწმობის მიღებიდან ერთი წლის შემდეგ, უფლება აქვს დადგენილი წესით
გადაიყვანოს მგზარები სატვირთო ავტომობილის ძარით, თუ მგზავრთა რაოდენობა
მძღოლის გარდა არ აღემატება რვას.
8. ერთდროულად C და D კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის
უფლების მქონე პირს, C კატეგორიის მართვის მოწმობის მიღებიდან სამი წლის
შემდეგ,
უფლება აქვს,
დადგენილი წესით, სატვირთო ავტომობილის ძარით
გადაიყვანოს რვაზე მეტი მგზავრი.
9. B კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მქონე პირს
უფლება აქვს მართოს თვლიანი სასოფლო-სამეურნეო
ტრაქტორები, რომლთა
ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 4250 კგ, აგრეთვე აღნიშნული
მექანიკური სატრანსპორტო საშუალება გადაბმული მისაბმელთან,
თუ ასეთი
შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 4250 კგ-ს;
10. C1 ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მქონე
პირს, უფლება აქვს მართოს თვლიანი სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორები, რომლთა
ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 8250 კგ, აგრეთვე აღნიშნული
მექანიკური სატრანსპორტო საშუალება გადაბმული მისაბმელთან,
თუ ასეთი
შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 8250 კგ-ს.
11. C კატეგორიის
სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მქონე
პირს, უფლება აქვს მართოს თვლიანი სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორები, რომლთა
ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 12000 კგ, აგრეთვე აღნიშნული
მექანიკური სატრანსპორტო საშუალება გადაბმული მისაბმელთან,
თუ ასეთი
შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 12000 კგ-ს.
12. ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით განსაზღვრული უფლება მოქმედებს,
მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე.
13. უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობის ფლობელზე ამ მუხლის 111 პუნქტებით განსაზღვრული უფლება ვრცელდება, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ
აღნიშნულს ითვალისწინებს მართვის მოწმობის გამცემი ქვეყნის კანონმდებლობა.
14. გარდა ამ მუხლის 1-11 პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა,
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით შეიძლება დადგენილი იქნეს
სატრანსპორტო საშუალებათა კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების მართვის
უფლებათა სხვა ექვივალენტურობაც.
6. მე-171 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 171. 18 წლის ასაკს მიუღწეველი პირისათვის მართვის უფლების
მინიჭების ზოგიერთი პირობის შესახებ
1. „B“, „B1“, „A1“ ან „T“ კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების
მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე 18 წლის ასაკს მიუღწეველი პირის
დაშვებისათვის სავალდებულოა ერთ-ერთი მშობლის ან მზრუნველის წერილობითი
თანხმობა. დადგენილი გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, 18 წლის ასაკს
მიუღწეველ პირს ენიჭება შესაბამისი კატეგორიის/ქვეკატეგორიის
სატრანსპორტო
საშუალებების მართვის უფლება (ამ მუხლით განსაზღვრული შეზღუდვებითა და
აკრძალვებით) და გაიცემა მართვის მოწმობა, ამასთან მართვის მოწმობის მოქმედების
ვადად მიეთითება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მართვის
უფლების შეწყვეტის (გაუქმების) დღე.
2. 18 წლის ასაკს მიუღწეველი პირისათვის მინიჭებული „B“, „B1“, „A1“ ან „T“
კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლება წყდება
(უქმდება):
ა) პირის 18 წლის ასაკის შესრულების დღიდან 30-ე კალენდარული დღის 24 საათზე;
ბ)18 წლის ასაკის შესრულებიდან ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადის
დადგომამდე პირზე კანონმდებლობით დადგენილი წესით „B“, „B1“, „A1“ ან/და „T“
კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლების (ამ
მუხლით განსაზღვრული შეზღუდვებისა და აკრძალვების გარეშე) მინიჭებისა და
„მართვის მოწმობის“ გაცემის შემთხვევაში;
გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გარემოებების დადგომამდე
პირისთვის
საქართველოს
სისხლის
სამართლის
კოდექსით,
საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით ან „ნარკოტიკული დანაშაულის
წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მართვის
უფლების ჩამორთმევის შემთხვევაში, ჩამორთმევის ვადის გასვლისთანავე;
დ) ამ კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ერთ-ერთი საფუძვლით
მართვის უფლების შეწყვეტისას (გაუქმებისას).
ე) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.
ან „T“ კატეგორიის/ქვეკატეგორიის
3. პირს, რომელსაც „B“, „B1“, „A1“
სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლება მიენიჭა 18 წლის ასაკის მიღწევამდე,
აღნიშნული უფლების მოქმედების ვადაში ეკრძალება:
ა) მგზავრთა გადაყვანა სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებით, ტაქსით ან/და
შემოსავლის (მოგების) მიღების მიზნით;
ბ) შრომითი ურთიერთობების საფუძველზე მძღოლად მუშაობა (გარდა „T“
კატეგორიისა).
4. პირის მიერ, „B“, „B1“, „A1“ ან „T“ კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო
საშუალებების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე (თეორიული და პრაქტიკული)
მიღებული დადებითი შეფასება იურიდიულ ძალას კარგავს:
ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მართვის უფლების
შეწყვეტის (გაუქმების) საფუძვლის წარმოშობისთანავე;
ბ) თეორიული გამოცდის დადებითად ჩაბარებიდან 31-ე კალენდარულ დღეს,
თუ აღნიშნულ პერიოდში პირმა არ განახორციელა იმავე კატეგორიის/ქვეკატეგორიის
სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭებისათვის
პრაქტიკული
გამოცდაზე დადებითი შეფასების მიღება, გარდა კანონმდებლობით დადგენილი
გამონაკლისებისა;
გ) დაუყოვნებლივ თუ გამოცდაზე დადებითი შეფასების მიღებიდან მართვის
მოწმობის გაცემამდე:
გ.ა) პირს დაედო ადმინისტრაციული სახდელი საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის მე-3, მე-6, მე-8 ნაწილებით, 117-ე
მუხლის მე-2 ნაწილით, 119-მუხლის მე-6 ან მე-8 (თუ აღნიშნული გამოწვეულია მე-6
ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევით) ნაწილებით, ან 121-ე მუხლის
პირველი
და
მე-3
ნაწილებით
გათვალისწინებული
რომელიმე
სამართალდარღვევისათვის;
გ.ბ) პირს მართვის უფლება ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ
ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით;
დ) დაუყოვნებლივ, თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული
მართვის უფლების შეწყვეტიდან (გაუქმებიდან), მაგრამ არა უგვიანეს 18 წლის ასაკის
მიღწევის შემდგომ მართვის უფლების (ამ მუხლით განსაზღვრული შეზღუდვებისა და
აკრძალვების გარეშე) მინიჭებისა:
დ.ა)
პირს
დაედო
ადმინისტრაციული
სახდელი
საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე, 117-ე ან 123-ე მუხლით
გათვალისწინებული რომელიმე სამართალდარღვევისათვის;
დ.ბ) პირს მართვის უფლება ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის
წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით;
ე) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.
5. პირს, რომელსაც „B“, „B1“, „A1“ ან/და „T“ კატეგორიის/ქვეკატეგორიის
სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლება მიენიჭა ამ მუხლის პირველი
პუნქტით განსაზღვრული წესით, 18 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ „B“, „B1“, „A1“ ან „T“
კატეგორიის/ქვეკატეგორიის
სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლება
მიენიჭება 18 წლის ასაკამდე წარმატებით ჩაბარებული შესაბამისი მართვის უფლების
მისაღები გამოცდის საფუძველზე, თუ მოთხოვნის მომენტისათვის არ არსებობს ამ
მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული გარემოება.
6. პირი, რომელსაც 18 წლის ასაკის მიღწევამდე მინიჭებული სატრანსპორტო
საშუალების მართვის უფლება ჩამოერთვა საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით ან
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით
დადგენილი წესით, შემგომში მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაიშვება 18
წლის ასაკის მიღწევისა და მართვის უფლების ჩამორთმევის ვადის გასვლის შემდეგ.
7. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გამოცდის გაუქმების
საფუძველი არ ვრცელდება პირის მიერ დადებითი შეფასებით ჩაბარებული იმ
გამოცდის შედეგზე, რომელზეც გაცემული იქნა მართვის მოწმობა.
7. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 18. სატრანსპორტო
საშუალებათა
მართვის
უფლების
მინიჭებასთან
დაკავშირებული ზოგიერთი სამართლებრივი და ორგანიზაციული რეგულაციები
1. ამ კანონის მე-16 მუხლით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალებათა
მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარებას, მართვის უფლების მინიჭებასა და
გაუქმებას, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენას,
აგრეთვე „მართვის მოწმობის“, „ტრამვაის მართვის მოწმობისა“ და „საერთაშორისო
მართვის მოწმობის“ გაცემასა (მათ შორის შეცვლასა და აღდგენას) და გაუქმებას თავის
კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო (შემდგომში სააგენტო).
2. სააგენტოს მიერ პირისათვის A, B, C, D, BE, CE, DE, T, S კატეგორიის ან/და A1,
B1, C1, D1, C1E, D1E ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების
მინიჭება დასტურდება „მართვის მოწმობის“ გაცემით (შემდგომში - მართვის მოწმობა),
ხოლო ტრამვაის მართვის უფლების მინიჭება დასტურდება „ტრამვაის მართვის
მოწმობის“ გაცემით, ამასთან:
ა)
ყოველი
კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის
უფლების მინიჭების თარიღად ჩაითვლება ამ კატეგორიისათვის/ქვეკატეგორიისათვის
მართვის მოწმობის გაცემის თარიღი;
ბ) ყოველი მინიჭებული კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა
მართვის
უფლების
გაუქმების
თარიღად
ჩაითვლება
ამ
კატეგორიისათვის/ქვეკატეგორიისათვის მართვის მოწმობის მოქმედების ვადის
დასრულების თარიღი.
3. „მართვის მოწმობის“ და „ტრამვაის მართვის მოწმობის“, აგრეთვე
„საერთაშორისო მართვის მოწმობის“ გაცემის (მათ შორის შეცვლისა და აღდგენის)
თაობაზე შესაბამისი ინფორმაცია იასახება სააგენტოს მიერ წარმოებული მართვის
მოწმობების გაცემის რეესტრში. მართვის მოწმობების გაცემის რეესტრში არსებულ
ჩანაწერებსა და „მართვის მოწმობაში“,
„ტრამვაის მართვის მოწმობაში“ ან
„საერთაშორისო მართვის მოწმობაში“ ასახული ჩანაწერების შეუსაბამობისას,
უპირატესობა ენიჭება მართვის მოწმობების გაცემის რეესტრს.
4. ამ კანონის მე-16 მუხლით განსაზღვრული კატეგორიისა და ქვეკატეგორიის
სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების,
მართვის უფლების მინიჭების, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის
უფლების აღდგენის,
„მართვის მოწმობის“, „ტრამვაის მართვის მოწმობისა“ და
„საერთაშორისო მართვის მოწმობის“ გაცემის (მათ შორის შეცვლისა და აღდგენის) და
გაუქმების, მართვის მოწმობების გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის
მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების დამადასტურებელი
დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესი და პირობები განისაზღვრება ამ კანონითა
და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.
5. „ტრამვაის მართვის მოწმობის“ ფორმას ამტკიცებს საქართველოს შინაგან
საქმეთა მინისტრი.
8. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 19.
სატრანსპორტო საშუალებათა მართვის
უფლების შეჩერებისა და შეწყვეტის (გაუქმების)
საფუძვლები
1. ამ კანონის მე-16 მუხლით განსაზღვრული კატეგორიისა და ქვეკატეგორიის
სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების შეჩერების საფუძველია:
ა) პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეუსაბამობა კანონმდებლობით
განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალებათა მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის
მდგომარეობის მოთხოვნებისადმი;
ბ) სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების ჩამორთმევა საქართველოს
სისხლის
სამართლის
კოდექსით
ან
საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით;
გ) სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების ჩამორთმევა „ნარკოტიკული
დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი
წესით.
დ) კანონმდებლობით დადგენილი სხვა გარემოებანი.
2. ამ კანონის მე-16 მუხლით განსაზღვრული კატეგორიისა და ქვეკატეგორიის
სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების შეწყვეტის (გაუქმების) საფუძველია:
ა) უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მიღებული
გადაწყვეტილება, თუ არსებობს მართვის უფლების შეწყვეტის (გაუქმების) საფუძველი;
1
ბ) ამ კანონის 17 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული გარემოებების
არსებობა;
გ) პირის გარდაცვალება.
დ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა გარემოებანი.
3. სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების შეჩერება და შეწყვეტა
(გაუქმება) ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოების არსებობისას პირს
ეკრძალება
სატრანსპორტო საშუალების მართვა მართვის უფლების შეჩერების
საფუძვლის აღმოფხვრამდე და მართვის უფლების აღდგენამდე. შეჩერებული
სატრანსპორტო
საშუალებათა
მართვის
უფლების
აღდგენა
ხორციელდება
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“
მუხლი 2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
(საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ
იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 116-ე მუხლის 11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. პირის მიერ მისთვის 18 წლის ასაკის მიღწევამდე მინიჭებული
სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მოქმედების ვადაში ამ მუხლის
პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენა −
გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას 1 წლის
ვადით.“.
2. 119-ე მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. სატრანსპორტო საშუალების მართვა პირის მიერ, რომელსაც არა აქვს იმ
კატეგორიის ან ქვეკატეგორიის მართვის მოწმობა, რომელ სატრანსპორტო
საშუალებასაც მართავს, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.“
3. 1211 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1211. სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მოწმობით უკანონოდ
სარგებლობა ან 18 წლის ასაკის მიღწევამდე მინიჭებული სატრანსპორტო საშუალებათა
მართვის უფლების მოქმედების ვადაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
მესამედ ჩადენა
1. სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ ადრე დაკარგული ან
დაზიანებული და მის სანაცვლოდ გაცემული მძღოლის მოწმობებით ერთდროულად
სარგებლობა ან გაუქმებული მძღოლის მოწმობით უკანონოდ სარგებლობა ან/და პირის
მიერ მძღოლის მოწმობის დაკარგვის, დაზიანების ან განადგურების შესახებ
უფლებამოსილი ორგანოსათვის ცრუ ინფორმაციის მიწოდება სანაცვლო მართვის
მოწმობის მიღების მიზნით –
გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით.
2. პირის მიერ მისთვის 18 წლის ასაკის მიღწევამდე მინიჭებული სატრანსპორტო
საშუალებატა მართვის უფლების მოქმედების ვადაში ამ მუხლით, აგრეთვე ამ
კოდექსის 118-ე, 1181, 1182, 119-ე, 120-ე, 121-ე, 123-ე, 125-ე და 1271 მუხლებით
გათვალისწინებული რომელიმე სამართალდარღვევის მესამედ ჩადენა –
გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების ჩამორთმევას 1
წლის ვადით.
შენიშვნა:
1. ჯარიმის ნებაყოფლობით აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის
პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, ამ მუხლის პირველი
ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის პირს დაერიცხება საურავი
1
500 ლარის ოდენობით, ხოლო 290-ე მუხლის 1 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში
ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო
საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით 2 წლის ვადით.
2. ჯარიმის იძულებით აღსრულება ან ჯარიმის შეცვლა სატრანსპორტო
საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით არ ათავისუფლებს პირს საურავის
გადახდისაგან.“.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2012 წლის 1 აგვისტოდან.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის
შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის თაობაზე
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
„საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილებების შეტანის მიზეზს წარმოადგენს მასში ასახული ნორმებისა და
დებულებების „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საერთაშორისო
კონვენციის ნორმებთან მიახლოება. პროექტის შესაბამისად უფრო ზუსტდება კანონში
გამოყენებული ზოგიერთი ტერმინის მნიშვნელობა, ხოლო ზოგიერთის მნიშვნელობა,
ასევე შემოდის ზოგიერთი ახალი ტერმინი. ამასთან, პროექტის თანახმად ნორმატიულ
დონეზე განისაზღვრება სატრანსპორტო საშუალებათა ისეთი კატეგორიები და მათი
მნიშვნელობა, როგორიცაა კვადროციკლი, კიდურძრავიანი ველოსიპედი და სხვა
სატრანსპორტო
საშუალებები,
რომელთა
დეფინიციასაც
დღემდე
მოქმედი
კანონმდებლობა არ განმარტავდა.
კანონპროექტით
ზუსტად
ხდება
იმ
სატრანსპორტო
საშუალებათა
დაკონკრეტება, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე მოძრაობის უფლების
მისაღებად საჭიროებენ სავალდებულო რეგისტრაციას. ამასთან, ზუსტდება
სავალდებულო
რეგისტრაციასთან
დაკავშირებული
ზოგიერთი
პროცედურა.
დგინდება, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ კუთვნილი
სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნომრიან აგრეგატების რეგისტრაციის თავად
განხორციელების შემთხვევაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაიცემა
კანონმდებლობით დადგენილი ნიმუშის სარეგისტრაციო მოწმობა და სანომრე ნიშნები.
პროექტით დგინდება სატრანსპორტო საშუალებათა კატეგორიები და
ქვეკატეგორიები საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად. საგზაო მოძრაობის
უსაფრთხოების
შესახებ
კონვენციის
ნორმების
გათვალისწინებით
ხდება
სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ორგანიზებასა და
მართვის უფლების მინიჭებასთან დაკავშირებული საკითხების რეგულაცია. აგრეთვე,
ზუსტდება 18 წლის ასაკს მიუღწეველი პირისათვის მართვის უფლების მინიჭების
ზოგიერთი პირობა.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონპროექტის მიზანია საქართველოში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების
სფეროს ზუსტი საკანონმდებლო რეგლამენტაცია და მისი მიახლოება საერთაშორისო
სტანდარტებთან. სატრანსპორტო საშუალებათა მართვის
უფლების მისაღები
გამოცდის ორგანიზაბასთან დაკავშირებული საკითხების სრულყოფა და მართვის
უფელბის
მინიჭებისათვის აუცილებელი მოთხოვნების დადგენა. ასევე,
სატრანსპორტო საშუალებათა სავალდებულო რეგისტრავიასთან დაკავშირებული
პროცედურების გამარტივება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტის შესაბამისი დებულებებით ზუსტდება და უფრო გასაგები ხდება
კანონში გამოყენებული ტერმინების მნიშვნელობა. ამასთან, ტერმინების ჩამონათვალს
ემატება საქართველოს საგზაო მოძრაობაში მონაწილე ზოგიერთი სატრანსპორტო
საშუალების კატეგორიის დეგფინიცია (კვადროციკლი, კიდურძრავიანი მოტოციკლი).
ფართოვდება და ზუსტდება იმ სატრანსპორტო საშუალებათა ჩამონათვალი,
რომელთა სავალდებულო რეგისტრაციაც აუცილებელია რათა ისინი დაშვებულ იქნენ
სატრანსპორტო მოძრაობაში საქართველოს ტერიტორიაზე. საჯარო სამართლის
იურიდიული პირი − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების
სააგენტოს მიერ
სატრანსპორტო საშუალებების, მათი ნომრიანი აგრეგატების,
სასოფლო-სამეურნეო მანქანების დამხმარე ტექნიკური საშუალებების რეგისტრაციისა
და დროებითი რეგისტრაციის, სატრანსპორტო საშუალებების სარეგისტრაციო
ნიშნებისა და დროებითი სარეგისტრაციო ნიშნების გაცემის, აგრეთვე სატრანსპორტო
საშუალებების ნებადართული მაქსიმალური მასისა და დაუტვირთავი მასის
განსაზღვრის წესი განისაზღვრება საქართველოს შიმნაგან საქმეთა მინისტრის მიერ.
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საერთაშორისო კონვენციით
დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად ხდება საქართველოს საგზაო მოძრაობაში
მონაწილე სატრანსპორტო საშუალებათა კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების
განსაზღვრა. აგრეთვე, მათი მართვის უფლებათა შესაბამის კატეგორიებთან
ექვივალენტურობის დადგენა.
პროექტის თანახმად ახლებურ რეგულაციას განიცდის სატრანსპორტო
საშუალებათა მართვის უფლების მისაღებ გამოცდასთან დაკავშირებული ზოგიერთი
საკითხი. დგინდება ის მინიმალური ასაკობრივი ზღვარი, რომლის შესრუკლების
შემდეგაც პირს ენიჭება კონკრეტული კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების
მართვის უფლება. ამასთან, დგინდება 18 წლის ასაკს მიუღწეველი პირისათვის მართვის
უფლების მინიჭების ზოგიერთი პირობა.
ამასთან, კანონპროექტის შინაარსის გათვალისწინებით შესაბამისი ცვლილება
შედის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ზოგიერთ
მუხლში.
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილის ზრდას.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი
ნაწილის ცვლილებას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი
ფინანსური ვალდებულებების აღებას.
გ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
სამართლებრივ
სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები,
რომლებმაც
მონაწილეობა
მიიღეს
ცვლილებებისა და დამატებების შემუშავებაში
კანონპროექტის
შემუშავებაში
ამ
პუნქტით
გათვალისწინებულ
ორგანიზაცია/დაწესებულებებს და ექსპერტებს მონაწილეობა არ მიუღიათ.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაცია/დაწესებულების
ან/და ექსპერტების შეფასება
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) კანონპროექტის ავტორი
კანონპროექტის ავტორი არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს
საჯარო სამართლის იურიდიული პირი შსს მომსახურების სააგენტო.
დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.