„უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
16.05.2012
ავტორი
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/468/7
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 63 ✗ 0
II მოსმენა
✓ 69 ✗ 0
III მოსმენა
✓ 96 ✗ 0
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-05-21
ბიუროს ნომერი 248

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის (სსმ, 08.12.2011 წ., ვებგვერდი:1524714) მე–11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე)“ ქვეპუნქტი: „ე) უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე პირი შეიძლება მიღებულ იქნეს სახელმწიფო მოხელედ, გარდა პოლიტიკური თანამდებობისა, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, თუ იგი აკმაყოფილებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს.“ მუხლი 2. კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის შემუშავების აუცილებლობა გამოწვეულია კანონში არსებული ნორმის სრულყოფისათვის. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტი მიზნად ისახავს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე პირისათვის საჯარო სამსახურში მუშაობის უფლების მინიჭებას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის მიხედვით, „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლს ემატება „ე“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე პირს შესაძლებლობა ეძლევა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მიღებულ იქნეს სახელმწიფო მოხელედ, გარდა პოლიტიკური თანამდებობისა, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი დაფინანსების წყაროს; ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის გაზრდას. ბ.დ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულება: კანონპროექტის მიღება ვალდებულებების აღებას. არ ითვალისწინებს სახელწიფოს მიერ ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროქტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება ამ კანონპროექტის მოქმედება. არ ითვალისწინებს რაიმე სახის ფინანსურ შედეგებს იმ პირებისათვის, რომლებზეც ვრცელდება კანონი. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა რაიმე სახის გადასახდელს. გ) კანონპროქტის მიმართება საერთშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროქტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. ორგანიზაციებში გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი ხელშეკრულებებს. არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი. დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.