„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ"

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
18.05.2012
ავტორი
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/469/7
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ"

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-05-21
ბიუროს ნომერი 248

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
l,Jdtd0ttqnU JtdqJACS0llL bnI611ll aJqJ6',$ril0[qilbJ 6n6aJ0nIqll Jd0lil, Jr4nflil6llL AJGbIqtIL JdnDCqIdil, qJFUtllll, ?ill,Jbtb .,Jao N 248 2l arolo. 2012 $JRo Lrjr16o33qoU 315m5ob Jr4ogjgglo: ,,Lrjrr6ogSqoL L,:5oq.:bobrqt'r ;oq3jL?o g3qoq6boU ?6gr5oL ?3bob6I",,,tojot6o3Xqrnb UoUbqoL LsSo14oqot .,1r'rp6jb?o g3qoq6doL ?Xg;5oL ?XUrb6B" (A7-21469; 16.052012) lr.r tcj. 3o6r6Uor.r ts0o5o1$t6o j.rCro3Xqol-r 3ot36oI.r logoS.rELcl-lr$oX3X$o ;o&$3$o 13 - 15 o35oto 19 - 22 rt36r'l,r, Lr,Fe\h6o Aa@$ol' l'.n$q.dpo 6no4o ,jg,06n4nt! I' Lpoit \ $t oX6oqolq t.r3oorbou 3o0o$3$o J.e'dq,|ao, tffiAq^ todoA'PrJrA'a ^brdl6i troJ,:r6or33qroL J;r6qr315$oL do76r'r ;p635b: Lojsr6ar3XqoL Jrr4qs8X5$ob 3r'r3o$X$66b,: Rr brJr6qr305$ro 3<'rsjSond?o p.:o$Ur'rtr 5r'rr63s$o2q'o rJ$oL J<zrGrSJ$oL 5;5boq3'> Lr j.>r6or3nqoL J.:16qs3X5$oL (I)s3AXR('l3,)63 4 q.:3orn d,> jr6;d3
საქართველოს მთავრობის წარდგინება
bδ Jδ ̀m80Rttb 00586035 bsj16o3Sqrob Jrt6qsa366L b;jr6or3gq,ob 3<n6lt$o$gooob 67-1 Oubq,ob Bgbrb$ol.trqr It3rbo60qgbq,er o6o0or0oSob $gboor $s60rn6oqr536or brjr6or3gq,ob 3r6cr6olt i6<.r3j636tt: ,,b: j.:6o69q,ol.t l.t.:6.:q.olbsbrqrr'r 3qqgjbfio $q,oE Cbob tsgr56ob ts3brbg0" q.o ,,brjrtcngq,otr tjob\,ob b,:0r6orq,ol.r 3oqr9jb0o 6q,oq,gbob tsggrEob 0gl-rh6". ;q6o06pq, 3.:6r'r6J6oXjgS&bg ll;js6o69q,ott Jr6q,r096gob tt3ar0o6Xgcr qrr Jq,Xbrdrgqr bbpcrO3bbg AqrAbug6Cbq,ra qr.>6ots6gq,o.: brjr6or3Sq',olr go6r6bcDr Ao6obo6ob 0r'l:qr6oq,3 6gl-rgqr.:6 3g0gqrfios. ▼ 3600oN05oM6o N1/105 16052012▼ 6o353Dぐ 。9
ამონაწერი სხდომის ოქმიდან
b006b▼ 060 α)t1 80ヽ 86(り 30し 2012 '製 ()b 1405oし oし もbR(γ )301, しヽJヽ ̀080'で N18 (rd80rs55 XLI. ltjstior3cq,olj 3r6o6ou J6o&lOCbo ,,UrCJ6oBCq,alb lr.r6rq9.>L$.rqxr J(')()CCUAo $q(ryC0ot ACOrboU AgLrhA", ,,brj$o133qxrb lnU\,oL L:0rtlorq,olr 3oq3 Lt0o ― $cpoqCoolj 096.r6ob fuLrb3b" q.o.r L.>j.>t6ogq,oL 0or46obolr bJbJ)dRUq'Cbol, J6ocdoo ,,6.Jca!q,.r6orU lJrjr6o)3gqxnlt 0orr36o0ott ttca.r6o66q936q'o obqo.>Oo3oo) $r6eA06oq, JJ6o6J6crdOCb$C AoAbLC6Cbq'rA q-o.)6o336otr 33u5b3b" (Ao0bUC6CbCq,o LrC56c%Cq'siJ tso6r6uo,r Ao$oUOd,o A.ASo6ardC) I . ljJ3oo,bo qr$.r$3b0q, oCbCU 0or36oAou bbqooAou (,QoU $CU6o03o. 2. 0o$cI6CbUE, ojbgL $s60oq-oac6oq,o 3J6ob&6o$ggbo q-or arq,.)cocL U.)jJ6ogcq,ou ird)q,raC6ol., ArbljJboq'g0q'rq.o. 3 6o$ofub3q' oifuu Sr66stebc6oq'o 6r63J63uq,cbou J6ct&loo. L.:jrr4or3Xq'olr J63Ao36-0o5oLgt6o tr.:Jst6o3nq,oL Sos3t6(,dolr ;.:5gnqst<rooL Sg6otro
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 136-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,4. სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდების შემთხვევაში მყიდველის მოთხოვნისას (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთან, საქონლის მიწოდების შემთხვევაში მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გამოწერის შემთხვევაში, აკრძალულია ზედნადების გარეშე საქონლის შენახვა.“. 2. 286-ე მუხლის მე-6 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ვ“ ქვეპუნქტი: ,,ვ) საგანგებო სიტუაციებსა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის (სახანძრო, სამაშველო, გადაუდებელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების, აგრეთვე ბუნებრივი გაზით, წყლით, ელექტროენერგიით მომარაგების და საკანალიზაციო სისტემების ავარიული დაზიანების აღმოფხვრის) მიზნით, შესაბამისი საქონლის ტრანსპორტირებისას.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი `საქართველოს საგადასახადო კოდექში ცვლილების შეტანის თაობაზე~ საქართველოს კანონის პროექტზე a) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის შემუშავების მიზეზს წარმოადგენს სასაქონლო ზედნადების გამოწერის, მისი გამოყენების ნაწილში ცვლილების განხორციელება და ცალკეული პრობლემების გამოსწორების აუცილებლობა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიღების მიზანია სასაქონლო ზედნადების გამოწერის, მისი გამოყენების და ზედნადების გამოწერის ვალდებულების განთავისუფლებასთან დაკავშირებით, პრაქტიკაში წამოჭრილი რიგი პრობლემების მოწესრიგება, შესაბამისი დებულებების სრულყოფა, ერთმანეთთან შესაბამისობაში მოყვანა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: ცვლილებების თანახმად სსკ-ის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილით განისაზღვრება, რომ სასაქონლო ზედნადები საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით უნდა გამოიწეროს სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ასევე საქონლის მიწოდების შემთხვევაში მყიდველის მოთხოვნისას, გარდა ამავე დებულებით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა. სსკ-ის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის არსებული რედაქციის შესაბამისად, სასაქონლო ზედნადების გამოწერის ვალდებულება დადგენილი იყო, მხოლოდ საქონლის მიწოდების შემთხვევებზე და არა სასაქონლო ზედნადების გარეშე საქონლის ტრანსპორტირებაზე, რის გამოც, აღნიშნული დებულება წინააღმდეგობაშია საქართველოს საგადასახდო კოდექსის 286მუხლის პირველ ნაწილთან, რომლის მიხედვით საგადასახადო სამართალდარღვევას (სხვა შემთხვევებთან ერთად), წარმოადგენს სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება. ამასთან, ცვლილება ეხება სსკ-ის 286-ე მუხლის მე-6 ნაწილს, რომლითაც დადგენილია, თუ რა შემთხვევაში არ დაეკისრება პირს ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. კერძოდ, ცვლილების შესაბამისად, პირს ზემოაღნიშნული პასუხისმგებლობა არ დაეკისრება ისეთი საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისათვის, რომელიც საჭიროა საგანგებო სიტუაციებსა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობისას სათანადო რეაგირებისთვის. კერძოდ, როგორიცაა სახანძრო, სამაშველო, გადაუდებელი სასწრაფო სამედიცინო დახმარება, ასევე ბუნებრივი გაზით, წყლით, ელექტროენერგიით მომარაგების და საკანალიზაციო სისტემების ავარიული დაზიანება. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიშობა სახელწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულება. ბ.ე) კანონპრექტით მოსალოდნელი ფინანსური შედეგი იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს უარყოფით ფინანსურ ზეგავლენას იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვის წესი (პრინციპი): კანონპროექტის მიხედვით არ ხდება ახალი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღება. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.