საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
18.05.2012
ავტორი
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/469/7
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ"

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 64 ✗ 0
II მოსმენა
✓ 71 ✗ 0
III მოსმენა
✓ 89 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-05-21
ბიუროს ნომერი 248

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) 2003 მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილის: ა) ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ე) თუ მას აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული მიკრო ან მცირე ბიზნესის, აგრეთვე ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი;“; ბ) ,,ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ვ“ და ,,ზ“ ქვეპუნქტები: „ვ) გაზეთების, ჟურნალების და მისი გამომცემლის მიერ მათთან ერთიან შეფუთვაში მოქცეული საქონლის ტრანსპორტირებისას, გარდა გამომცემლის მიერ პირველადი მიწოდების შემთხვევისა; ზ) საგანგებო სიტუაციებსა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის (სახანძრო, სამაშველო, გადაუდებელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების, აგრეთვე ბუნებრივი გაზით, წყლით, ელექტროენერგიით მომარაგების და საკანალიზაციო სისტემების დაზიანების აღმოფხვრის) მიზნით, შესაბამისი საქონლის ტრანსპორტირებისას.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ავარიული
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე a) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის შემუშავების მიზეზს წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-6 ნაწილის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2003 მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილის შესაბამისობაში მოყვანა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიღების მიზანია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2003 მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილით დადგინდეს, რომ პირს გათვალისწინებული სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ხსენებული მუხლით არ დაეკისროს ისეთი გარემოების არსებობისას, რა დროსაც პირი თავისუფდება საგადასახადო სანქციისაგან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: ცვლილების თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2003 მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილით დგინდება, რომ პირს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება ასევე იმ შემთხვევაში, თუ მას აქვს ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ დაეკისრება ასევე პირს: ა) როდესაც, იგი (როგორც გამავრცელებელი), ახორციელებს გაზეთების, ჟურნალების და მისი გამომცემლის მიერ მათთან ერთიან შეფუთვაში მოქცეული საქონლის ტრანსპორტირებას. აღნიშნული არ გავრცელდება უშუალოდ გაზეთების, ჟურნალების გამომცემლებზე, რომლებიც ახორციელებენ პირველად რეალიზაციას/მიწოდებას სხვა პირებზე (გამავრცელებლებზე); ბ) საგანგებო სიტუაციებსა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის (სახანძრო, სამაშველო, გადაუდებელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების, აგრეთვე ბუნებრივი გაზით, წყლით, ელექტროენერგიით მომარაგების და საკანალიზაციო სისტემების ავარიული დაზიანების აღმოფხვრის) მიზნით, შესაბამისი საქონლის ტრანსპორტირებისას. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიშობა სახელწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულება. ბ.ე) კანონპრექტით მოსალოდნელი ფინანსური შედეგი იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს უარყოფით ფინანსურ ზეგავლენას იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვის წესი (პრინციპი): კანონპროექტის მიხედვით არ ხდება ახალი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღება. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.