„საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
18.05.2012
ავტორი
საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრი მიხეილ მაჭავარიანი
ნომერი
#07-3/619/7
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"

📋 განხილვის ეტაპები

ერთი მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
კანონი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-05-21
ბიუროს ნომერი 248

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №29, 12.10.2004, მუხ. 137) 102 მუხლის: ა) „დ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) სახელმწიფო ცერემონიების, ოფიციალური ღონისძიებებისა და სამხედრო აღლუმების მოწყობისას სახელმწიფო სიმბოლოების და სხვა ჰერალდიკური ნიშნების გამოყენებისა წესების დადგენაში მონაწილეობა, სათანადო რეკომენდაციების და დასკვნების გაცემა;“; ბ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები: „ე) საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებების ჰერალდიკური ნიშნების, საქართველოს სახელმწიფო სამხედრო და სპეციალური უწყებების უნიფორმების და განმასხვავებელი ნიშნების, უწყებრივი ჯილდოების, დროშათა ერთობლიობისა და ემბლემების შექმნასა და მათი გამოყენების წესების დადგენაში მონაწილეობა, სათანადო რეკომენდაციების და დასკვნების გაცემა; ვ) სახელმწიფო სიმბოლოების, სახელმწიფო ატრიბუტისა და ემბლემების სახელმწიფო რეგულირებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების გადაწყვეტა.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი თბილისი, 2012 წლის -------- მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია ორგანული კანონის პროექტის შესახებ ა.ა) ორგანული კანონის პროექტის მიღების მიზეზი: ორგანული კანონის პროექტის მიღების მიზეზია სახელმწიფო ცერემონიების, ოფიციალური ღონისძიებებისა და სამხედრო აღლუმების მოწყობისას სახელმწიფო სიმბოლოების და სხვა ჰერალდიკური ნიშნების გამოყენების წესების დადგენაში, ასევე საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებების ჰერალდიკური ნიშნების, საქართველოს სახელმწიფო სამხედრო და სპეციალური უწყებების უნიფორმების და განმასხვავებელი ნიშნების, უწყებრივი ჯილდოების, დროშათა ერთობლიობისა და ემბლემების შექმნისა და მათი გამოყენების წესების დადგენაში ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს მონაწილეობის სამართლებრივი რეგულაციების არ არსებობა. ა.ბ) ორგანული კანონის პროექტის მიზანი: ორგანული პროექტის მიღების მიზანია სახელმწიფო ცერემონიების, ოფიციალური ღონისძიებებისა და სამხედრო აღლუმების მოწყობისას სახელმწიფო სიმბოლოების და სხვა ჰერალდიკური ნიშნების გამოყენების წესების დადგენაში, ასევე საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებების ჰერალდიკური ნიშნების, საქართველოს სახელმწიფო სამხედრო და სპეციალური უწყებების უნიფორმების და განმასხვავებელი ნიშნების, უწყებრივი ჯილდოების, დროშათა ერთობლიობისა და ემბლემების შექმნისა და მათი გამოყენების წესების დადგენაში ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს, როგორც შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს, მონაწილეობის მიიღება. ა.გ) ორგანული კანონის პროექტის ძირითადი არსი: ორგანული პროექტის შესაბამისად „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონის 102 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ყალიბდება ახალი რედაქციით, რომლის შესაბამისად საქართველოს პარლამენტთან არსებულ ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს უფლება ეძლევა მიიღოს მონაწილეობა სახელმწიფო ცერემონიების, ოფიციალური ღონისძიებებისა და სამხედრო აღლუმების მოწყობისას სახელმწიფო სიმბოლოების და სხვა ჰერალდიკური ნიშნების გამოყენების წესების დადგენაში და გასცეს სათანადო რეკომენდაციები და დასკვნები. ასევე ხდება „ე“ ქვეპუნქტის დამატება, რომლის შესაბამისადაც ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო მონაწილეობას მიიღებს საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებების ჰერალდიკური ნიშნების, საქართველოს სახელმწიფო სამხედრო და სპეციალური უწყებების უნიფორმების და განმასხვავებელი ნიშნების, უწყებრივი ჯილდოების, დროშათა ერთობლიობისა და ემბლემების შექმნისა და მათი გამოყენების წესების დადგენაში. გასცემს მათზე სათანადო რეკომენდაციებსა და დასკვნებს. ხოლო „ვ“ ქვეპუნქტის დამატების შედეგად სახელმწიფო სიმბოლოების რეგულირებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების გადაწყვეტის ზოგად რეგულაციას, ემატება სახელმწიფო ატრიბუტისა და ემბლემების სახელმწიფო რეგულირებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების გადაწყვეტის ზოგადი უფლებამოსილება. ბ) ორგანული კანონის პროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) ორგანული კანონის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო ორგანული კანონის პროექტის მიღება არ იწვევს დამატებითი ხარჯებს. ბ.ბ) ორგანული კანონის პროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე ორგანული კანონის პროექტის მიღება არ გამოიწვევს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) ორგანული კანონის პროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე ორგანული კანონის პროექტის მიღება არ იწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები ორგანული კანონის პროექტის ვალდებულებების აღებასთან. მიღება არ არის დაკავშირებული ახალი ფინანსური ბ.ე) ორგანული კანონის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება რეგლამენტის პროექტის მოქმედება ორგანული კანონის პროექტის მოქმედების გავრცელება არ არის დაკავშირებული კონკრეტული პირთა წრის ფინანსურ შედეგებთან. ბ.ვ) ორგანული კანონის პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი) ორგანული კანონის პროექტით არ დგინდება არანაირი გადასახდელი. გ) ორგანული კანონის პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ბ) ორგანული კანონის პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: ორგანული კანონის პროექტის არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. გ.გ) ორგანული კანონის პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან ორგანული კანონის პროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. დ) ორგანული კანონის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ორგანული კანონის პროექტის შემუშავებაში ორგანული კანონის პროექტის შემუშავებაში ექსპერტებს მონაწილეობა არ მიუღიათ. დ.ბ) ორგანული კანონის პროექტის შემშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება რეგლამენტის პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი შეფასებები არ არსებობს დ.გ) ორგანული კანონის პროექტის ავტორი საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო. დ.დ) ორგანული კანონის პროექტის ინიციატორი საქართველოს პარლამენტის წევრი მიხეილ მაჭავარიანი.