„საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 29 თებერვლის N5778-Iს დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს დებულებში“ ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
18.05.2012
ავტორი
საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრი მიხეილ მაჭავარიანი
ნომერი
#07-3/619/7
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"

📋 განხილვის ეტაპები

ერთი მოსმენა
✓ 68 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-05-21
ბიუროს ნომერი 248

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის დადგენილება „საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 29 თებერვლის N5778-Iს დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს დებულებში“ ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს შესახებ“ საქართველოს თებერვლის N5778-Iს დადგენილებით პარლამენტის 2008 წლის 29 დამტკიცებულ „საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს დებულებაში“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N35, 06.03..2008, მუხ. 374) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-2 მუხლის: ა) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი: „ბ1) სახელმწიფო ცერემონიების, ოფიციალური ღონისძიებებისა და სამხედრო აღლუმების მოწყობისას სახელმწიფო სიმბოლოების და სხვა ჰერალდიკური ნიშნების გამოყენებისა და წესების დადგენაში მონაწილეობა, სათანადო რეკომენდაციების და დასკვნების გაცემა;“; ბ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი: „ე1) საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებების ჰერალდიკური ნიშნების, საქართველოს სახელმწიფო სამხედრო და სპეციალური უწყებების უნიფორმების და განმასხვავებელი ნიშნების, უწყებრივი ჯილდოების, დროშათა ერთობლიობისა და ემბლემების შექმნასა და მათი გამოყენების წესების დადგენაში მონაწილეობა, სათანადო რეკომენდაციების და დასკვნების გაცემა;“; გ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ქვეყანაში სახელმწიფო სიმბოლიკის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ასევე თვითმმართველი ერთეულების სიმბოლოების და მათი მნიშვნელობის პოპულარიზაცია;“; დ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) სახელმწიფო ემბელემების სიმბოლოების, სახელმწიფო სახელმწიფო რეგულირებასთნ ატრიბუტისა დაკავშირებული და სხვა საკითხების გადაწყვეტა;“. 2. მე-3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოაწყოს გამოფენები, სემინარები და კონფერენციები;“. 3. მე-9 მუხლის: ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) დიზაინის და ანალიტიკის სამსახური;“; ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ადმინისტრაციული სამსახური.“. 4. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 11 დიზაინის და ანალიტიკის სამსახურის ძირითადი ამოცანებია: ა) სახელმწიფო სიმბოლოებისა და განმასხვავებელი ნიშნების საერთო მხატვრული სახის შემუშავება; ბ) სახელმწიფო ჰერალდიკური ნიშნების მხატვრული კონცეფციების შემუშავება და დაგეგმვა; გ) სარედაქციო-საგამომცემლო საქმიანობა; დ) სახელმწიფო სიმბოლოებისა და განმასხვავებელი ნიშნების თეორიული ნაწილის საერთო სახის ჩამოყალიბება და დაგეგმვა; ე) ჰერალდიკის საკითხებზე ისტორიული მასალების მოძიება (საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ) და ანალიზი; ვ) ჰერალდიკის საკითხებზე სამოქალაქო განათლების გავრცელების ხელშეწყობა; ზ) სახელმწიფო სიმბოლიკის პატივისცემის საინფორმაციო და საკანონმდებლო უზრუნველყოფის მიზნით წინადადების შემუშავება; თ) სახელმწიფო სიმბოლოებისა და განმასხვავებელი ნიშნების შექმნისა და გამოყენების შესახებ წინადადებების შემუშავება; ი) საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებების ჰერალდიკური ნიშნების, საქართველოს სახელმწიფო სამხედრო და სპეციალური უწყებების უნიფორმების და განმასხვავებელი ნიშნების, უწყებრივი ჯილდოების, დროშათა ერთობლიობისა და ემბლემების შექმნასა და მათი გამოყენების წესების დადგენაში მონაწილეობა, სათანადო რეკომენდაციების და დასკვნების მომზადება; კ) სახელმწიფო ცერემონიების, ოფიციალური ღონისძიებებისა და სამხედრო აღლუმების მოწყობისას სახელმწიფო სიმბოლოების და სხვა ჰერალდიკური ნიშნების გამოყენებისა და წესების დადგენაში მონაწილეობა, სათანადო რეკომენდაციების და დასკვნების გაცემა.“. 5. მე-12 მუხლი ამოღებულ იქნეს. 6. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 13 ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ამოცანებია: ა) ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს მოსამსახურეთა პირადი საქმეების და ნამსახურობის ნუსხების წარმოება; ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის ბრძანებათა პროექტების მომზადება, ბრძანებათა რეგისტრაცია და სათანადო ფორმირება; ბ) ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს მოსამსახურეთათვის თავისი კომპეტენციის სამართლებრივი ფარგლებში მდგომარეობის, კონსულტაციების შეზღუდვების, გაწევა მათი შეღავათებისა და სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე; გ) ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების პროგრამების შექმნა და ორგანიზება; დ) ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ერთიანი საქმისწარმოების უზრუნველყოფა; ე) კორესპონდენციის მიღება, აღრიცხვა, დანიშნულების ადგილზე გაგზავნა ან მიტანა; ვ) კანონით დადგენილი წესით საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა; საზოგადოებასთან ურთიერთობის რეგულირება; ზ) ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს კომპიუტერული ტექნიკით მომსახურება, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ოფიციალური ვებ–გვერდის მართვა; თ) ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ბიუჯეტის პროექტის მომზადება; საფინანსო უზრუნველყოფის დაგეგმვა; ფინანსური სახსრებისა და მატერიალურ საშუალებათა ხარჯვის აღრიცხვა და ანალიზი; ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ფინანსური ანგარიშის მომზადება და წარდგენა; კ) ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს სამივლინებო და სამეურნეო ხარჯების განსაზღვრა; ლ) ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირება, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს სააღრიცხვო პოლიტიკის წარმოება; მ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კვარტალური და წლიური ბალანსების, სხვა ანგარიშების შედგენა და შესაბამისი ორგანოებისთვის წარდგენა; ნ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა აღრიცხვა; ო) ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი; პ) მომწოდებელ პირებთან ორგანიზაციებთან, გასაფორმებელი იურიდიულ ხელშეკრულებების და ფიზიკურ პროექტების მომზადება კანონმდებლობით დადგენილი წესით; ჟ) ჰერალდიკის ფასეულობათა უზრუნველყოფა.“. სახელმწიფო შეძენის, საბჭოსთვის შემოტანის, საჭირო აღრიცხვისა მატერიალურ და გაცემის მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე თბილისი, 2012 წლის ---------. დავით ბაქრაძე
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტზე „საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 29 თებერვლის N5778-Iს დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს დებულებში“ ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია დადგენილების პროექტის შესახებ ა.ა) დადგენილების პროექტის მიღების მიზეზი: დადგენილების პროექტის მიღება განაპირობა „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის წარდგენამ, რომლითაც განისაზღვრება სახელმწიფო ცერემონიების, ოფიციალური ღონისძიებებისა და სამხედრო აღლუმების მოწყობისას სახელმწიფო სიმბოლოების და სხვა ჰერალდიკური ნიშნების გამოყენების წესების დადგენაში, ასევე საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებების ჰერალდიკური ნიშნების, საქართველოს სახელმწიფო სამხედრო და სპეციალური უწყებების უნიფორმების და განმასხვავებელი ნიშნების, უწყებრივი ჯილდოების, დროშათა ერთობლიობისა და ემბლემების შექმნისა და მათი გამოყენების წესების დადგენაში ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს მონაწილეობის სამართლებრივი რეგულაციები. ა.ბ) დადგენილების პროექტის მიზანი: დადგენილების მიღების მიზანია „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დადგენილების შესაბამისობაში მოყვანა და სახელმწიფო ცერემონიების, ოფიციალური ღონისძიებებისა და სამხედრო აღლუმების მოწყობისას სახელმწიფო სიმბოლოების და სხვა ჰერალდიკური ნიშნების გამოყენების წესების დადგენაში, ასევე საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებების ჰერალდიკური ნიშნების, საქართველოს სახელმწიფო სამხედრო და სპეციალური უწყებების უნიფორმების და განმასხვავებელი ნიშნების, უწყებრივი ჯილდოების, დროშათა ერთობლიობისა და ემბლემების შექმნისა და მათი გამოყენების წესების დადგენაში ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს, როგორც შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს, მონაწილეობის მიიღება. ა.გ) დადგენილების პროექტის ძირითადი არსი: დადგენილების პროექტის შესაბამისად „საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის საბჭოს“ მე-2 მუხლს ემატება „ბ1“ და „ე1“ ქვეპუნქტები, რომელთა შესაბამისად საქართველოს პარლამენტთან არსებულ ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს უფლება ეძლევა მიიღოს მონაწილეობა სახელმწიფო ცერემონიების, ოფიციალური ღონისძიებებისა და სამხედრო აღლუმების მოწყობისას სახელმწიფო სიმბოლოების და სხვა ჰერალდიკური ნიშნების გამოყენების წესების დადგენაში, ასევე საქართველოს სახელმწიფო სამხედრო და სპეციალური უწყებების უნიფორმების და განმასხვავებელი ნიშნების, უწყებრივი ჯილდოების, დროშათა ერთობლიობისა და ემბლემების შექმნისა და მათი გამოყენების წესების დადგენაში. ასევე ახალი რედაქციით ყალიბდება „კ“ ქვეპუნქტი, რომლის შესაბამისადაც ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ენიჭება სახელმწიფო ატრიბუტისა და ემბლემების სახელმწიფო რეგულირებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების გადაწყვეტის ზოგადი უფლებამოსილება; ზუსტდება დიზაინისა და ანალიტიკური სამსახურის, ასევე ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ამოცანები. ბ) დადგენილების პროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) დადგენილების პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო დადგენილების პროექტის მიღება არ იწვევს დამატებითი ხარჯებს. ბ.ბ) დადგენილების პროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე დადგენილების პროექტის მიღება არ გამოიწვევს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) დადგენილების პროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე დადგენილების პროექტის მიღება არ იწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები დადგენილების პროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებასთან. ბ.ე) დადგენილების პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება რეგლამენტის პროექტის მოქმედება დადგენილების პროექტის მოქმედების გავრცელება არ არის დაკავშირებული კონკრეტული პირთა წრის ფინანსურ შედეგებთან. ბ.ვ) დადგენილების პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი) დადგენილების პროექტით არ დგინდება არანაირი გადასახდელი. გ) დადგენილების პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ბ) დადგენილების ხელშეკრულებებთან: პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ დადგენილების პროექტის არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. გ.გ) დადგენილების პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან დადგენილების პროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. დ) დადგენილების პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ორგანული კანონის პროექტის შემუშავებაში დადგენილების პროექტის შემუშავებაში ექსპერტებს მონაწილეობა არ მიუღიათ. დ.ბ) დადგენილების პროექტის შემშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება რეგლამენტის პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი შეფასებები არ არსებობს დ.გ) დადგენილების პროექტის ავტორი საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო. დ.დ) დადგენილების პროექტის ინიციატორი საქართველოს პარლამენტის წევრი მიხეილ მაჭავარიანი.