„საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ"
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 67 ✗ 0
II მოსმენა
✓ 87 ✗ 0
III მოსმენა
✓ 100 ✗ 0
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-05-21
ბიუროს ნომერი 248
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
l, t d J 14 Ul 3 t q n
b J J 14 q J A il 6 0ll l, 6llI d n U
aJEJEtSt0[qtbt 6ndat0fl IqI td6il,
J6ntd6llI at6bIqil[l, J6nDilqxdllL
qtFtflbllL ?fll,JbCb
ojSo N 248
2l asollo. 2012 g'5q"
js<6o3nqoL .1;5o5oL Jt6r'rnjgo ,,Lrjsr6o3gqrnLr to6ogr4o L,:3,:5rn53qnlqar tjg?o
g3qoqnl gloL ?ggr6ob ?3bcbn}" (07 -31 620; 18.0520 12)
qqgoLs qc trr0cl.{"6 t{oo,to,.}
o. orood3, 6.
Jpart0c{r'
qqgols qo lrl0oq"6 t$oo'to,r
J.4.0a6.
13 - 15 o35o'lro
l)n,ra&u6a a,ua6nl laPnrsa ant iqq
19 - 22 o36o1ro
Nt6rtt?P ttbs,ars|
otq'orq LrJoobor Joao036o;
cqsaoSot 6q$cot R{Bols qo l*act1}4.r1p
o500a6too[ irl&$C$n
,Jo&,O dro, tffiiEar 4,JrrU6J rJruA"4rrPa
bs jr<6ar33qob J.:<6qs0X5$ot
boSr6ro sq6n6L:
L,>j116o33qrnL Jsr6q.:0n5$ob,lr'131100006Lr pr L;J;r4qs0X5$r'r 3t6rjgoXil?o
qro$5r'rb Sor6Srgoiqo rd$ol, J6mCd0oL 6;5boq3r
tr.:j;16rn3nqr.rb Jrr4qs3X5$oL
rn.:335qr.rOs163
ps3orn drJ6rdg
წერილი
S16a6,0)0ti'0b0U te JOil0b J R J bOG0Jfeilf',
L J J00btll
J dt'la0(qi](90
l,JrJ6{BCenl, JJ6qJaC6O0
ordoqobo.0l08,
Y
tlltor3lqoL 6$$ N8
g3q, (95 32) 22E 16 3?
BsJto, (995 32) 22E l7 m
20[
0R-Sol,6!: lcialcrE@pdli'l1m1.8€
lojor6or3XqoL Jcr6q.fX66oL loor6O$o8r(Joo
qXJcr66.r0X65olr Xgt6r'rLL
d.rqd.t0r',6 XotXt6 L3no6urdSL
jcqbo6r'rbcr Xo36'
Itj.x6o33qroL J<o6U0oOf0ooL 67-3 &3bqoL Jo63Xqo JX6 j6oLo e't l'oJ'!6o'3Cqol'
Jn6q,)aJ60oL r636qr0366oL 148-3 oXbqoU UqXd3Xq83 $'rr60rn6oq536o ir'r6a6o'Cq('|boL
q43oLo q.r lrn6o,rqXr6 lr.r;oobo'r ;<o0o$36o1 &616 lrrp6rn60qXlqro o5o0o')6oXol' $XLoo
330X3,r33bjq L,rjo6o33qoL ,p6o6oL Jr6roXj6L "Lrjcr6otgqrolr &n6oXt6o L'r3l6r'r60qXlqrn
.rj6Ao ffiqoq3b1loL 3X$.r6olr ?XltbXI"'
6orbo3o, q466oqo $3uno XBr6X63XqgF'or
L'r3o6o60q\ro Jt6r'rlpqXt6oL q't$3Xlc'
q,r6r6oro: l) Jr6('l6J6(''CCOCbo I C68:
2) *'r6r$Xr6o Joao$C6ol' Nl27llber'lAoL roj&'q'$ I 5 l 358;
3ar0o6X6oL otg&;qa$ct6X
?X0Lr61q3dXqo: XqX6X 3ot63r'rq.rdX
ამონაწერი სხდომის ოქმიდან
X J 5 3 d, 0 fl sr t'l b 0U R J tl il 0I' J tS J b trl tl 0 J s3..) dr
LJJ0ObmJ dfla0(ql)O0
litJ.60JCqnl, JJ.6qJai,5o0
oi\o,q o l!o,0108, 6?ttorit0Rol, AnA$ NE
6flR: (995 12) 22E 16 37
N
20[
1,slnt (9snl22E 11 20
,q.80l,6!, sElcm@p{rtilm.nt 8c
.r&'r6,rrar6o lr.rj,>t6or3xqoL J,)6qrac60ou
l,'rJoobo.)
1,>63r6oXqololr qr6olrr q.r lro0oJql6
orj0oq.r6.
Jo'ao6c0oL 2012 $qol-r 18 0uolroL Nl27 UbqcrSoL
'/
0ooU0o6XL:
ooru6 oxoodoL or66X0X66Xlo oA Jr'60CJ0Dql6 L,r;oob3bo'r6 q'r3'r3?ot63boor' 6'10'19
5,r6cJor6rnd,r lo;,:6o60qXlqm
o6o0o.)6o3ol, ?X0X3o6I'r' 'rq6o36'r, t6r'r3 J$cn6J6r"Cd6or JrJC6ol'
r6r'r0qoL 3ob3q3oor'r0 bcaEXSX 816163o1 L3Xt6rn3o
iXBX3,r336t 6.i6,:Jor6rnb,r 3r6JaF,Clr3,
.Op53lo oq63rfOo6oXqo 0rn0lr,rbXr63b.r, 0gor6X Lx'rTobrn $oJoL L:bqSdoL L'rboo, t6o0Xqo11
gukai"iq6Or,- -1.rt"L' B.r06,43qXfuqn 0r'r0L.rbX63doL lr'rbXL 46o36Xqo 8r'r0lobXt5Xfu[oL
q$Xr66nl, Jr6rn6XL?o A3oj8tu U.r6.rr6oq3dr6o3o J6r'r[olfX]o, t6roS3qors 6'r[oqo 3bX]'r
ao6q-}., .:qaaqia. L.r333o.r ql6rnXqoq 5$oo3LXdol.r' b'r3a3oL'ror3oL lr6'r6XLoL So6olXb'rtD q'>
.r3 J6r13q1636olr 5.>0.rr66o3X}.rlr. l-r.r3.r6o60q3bqr" 6qoqXISdoL q6rnXqo 3rn53':6Xb'r Xit6ro
Soj6oqL 6':bqolr X$C erq63Soq Jt6rnmqX6Xbll '
s8r6o 0c8r',otd35: 6a'rr66o 6roqtrb6nqodX0
6.rqoIg3ogXL:
(36ob0,4)
L 3o8r6n3$rn6oqq Booo3,rqrnlr .rr6l-r3b1qo $3Loo',y'rAo636oL
lrrbXqoor $,:r6&q6X6oq,1,$rn6J6r'rXj68X "loj,>t6o3Xqcnlr &"5"Xt6o
L,r3r6ro60qX\r'r ri$ao 6qoqgbsdoL 336,>6oL SXlr'rb3d"
U.r,1.r6o63qX\o o6qp4o3oL 6.r6brn6goXqXbr.
2.
Sorbr.r3rnL loj.rr6o33qorL Jr6qoAC6OoL lr.ro65.:6oE'>6orn
qCJu60$C6OL 3o6o6Jr6r'r3j63boL boXt6roL qqoL $XL6o63o ?36s5'r'
(')on6 ox'xrdC
Jc,AoOC6oL otrg03<qor8st6X
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
,,საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ’’
მუხლი 1. ,,შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს
კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N50, 31.12.2009, მუხ. 398) შეტანილ იქნეს
შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლის ,,კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,კ) ნაპოვნი ბავშვი – 18 წლამდე ასაკის უცნობი პირი, მისი აღმოჩენის
მომენტიდან ვინაობის დადგენამდე.“.
2. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ს“ და ,,ტ“ ქვეპუნქტები:
,,ს) მშობლის ვინაობის დადგენა – პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტისა და
დაბადების მოწმობის ან დაბადების რეგისტრაციის სააქტო ჩანაწერის მოპოვება;
ტ) ნაპოვნი ბავშვის ვინაობის დადგენა – პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტის
ან დაბადების რეგისტრაციის სააქტო ჩანაწერის მოპოვება.“.
3. მე-5 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეზღუდული
აქვს მშობლის უფლება მშობლის უფლებებისა და მოვალეობების შეუსრულებლობის ან
არაჯეროვნად შესრულების გამო.“.
4. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ე) რომლის ყველა კანონიერმა წარმომადგენელმა თანხმობა განაცხადა მის
გაშვილებაზე მინისტრის მიერ დადგენილი წესით.“.
5. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ზ“ და ,,თ“ ქვეპუნქტები:
,,ზ) იმ პირისა, რომლის ოჯახი დადგენილი წესით რეგისტრირებულია
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო
ქულა ნაკლებია საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულაზე;
თ) რომელიც ნასამართლევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXIV
თავით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და ნასამართლობა არა აქვს მოხსნილი
ან გაქარწყლებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
6. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მინდობით აღზრდას ექვემდებარება 18 წლამდე ასაკის პირი:
ა) რომლის
დაკარგულად;
მშობელი
აღიარებულია
ქმედუუნაროდ
ან
უგზო-უკვლოდ
ბ) რომელიც არის ობოლი;
გ) რომლის მშობლებსაც შეეზღუდათ, ჩამოერთვათ ან შეუჩერდათ მშობლის
უფლებები, მშობლის უფლებებისა და მოვალეობების შეუსრულებლობის ან
არაჯეროვნად შესრულების გამო.“.
7. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ’’ვ.ა’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
’’ვ.ა) მშვილებელსა და გასაშვილებელ ბავშვს შორის, აგრეთვე მინდობით
აღსაზრდელსა და ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველ პირს შორის ამ კანონით
გათვალისწინებული ასაკობრივი კრიტერიუმი;
8. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 14. ბავშვის მიტოვებულად აღიარება
1. ბავშვი მიტოვებულად აღიარებას ექვემდებარება, თუ:
ა) ის არის ნაპოვნი ბავშვი და მისი აღმოჩენის მომენტიდან, მეურვეობისა და
მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
ტერიტორიული ორგანოს და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო
რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს მიერ 6 კვირის ვადაში
განხორციელებული ღონისძიებების შედეგად ვერ დადგინდა ამ ბავშვის ან/და მისი
მშობლის (მშობლების) ვინაობა;
ბ) ის არის ნაპოვნი ბავშვი და ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში
და გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შედეგად დადგინდა ამ
ბავშვის ან/და მისი მშობლის (მშობლების) ვინაობა, მაგრამ 7 დღის ვადაში ვერ
მოხერხდა მშობლის (მშობლების) მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ
ორგანოში წარდგენა ან მასთან (მათთან) სხვაგვარად დაკავშირება და ის (ისინი) თავს
არიდებს (არიდებენ) მშობლის უფლება–მოვალეობების შესრულებას;
გ) თუ მშობელმა (მშობლებმა) საკუთარი ქმედებით ან უმოქმედობით გამოხატეს
მისი მიტოვება და ის (ისინი) სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული პრევენციისა და
რეინტეგრაციის ღონისძიებების მიუხედავად, თავს არიდებს (არიდებენ) მშობლის
უფლება–მოვალეობების შესრულებას ან ბავშვის 24 საათიან სახელმწიფო ზრუნვაში
ყოფნის ხანგრძლივობა აღემატება 6 თვეს (გარდა მშობლის (მშობლების)
ჯანმრთელობის
არასათანადო
მდგომარეობისას
ან
მშობლის
(მშობლების)
პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ყოფნისას) და რომლის
მშობელს/მშობლებს შეჩერებული ან შეზღუდული აქვს მშობლის უფლებები.
2. მიტოვებულად აღიარების შესახებ გადაწყვეტილებებს იღებს სასამართლო
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიმართვის შემდეგ.
3. ბავშვის მიტოვებულად აღიარების შესახებ სასამართლოსთვის მიმართვამდე
აუცილებელია არსებობდეს ამავე ბავშვის დაბადების რეგისტრაცია.
4. სასამართლო ბავშვის მიტოვებულად აღიარების საკითხს
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
განიხილავს
5. მიტოვებულად აღიარების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ
ძალაში შესვლის დღიდან ბავშვი აღიარებული იქნება მიტოვებულად.
6. ბავშვის მიტოვებულად აღიარების შესახებ გადაწყვეტილებასთან ერთად,
სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას მისი მშობლის (მშობლების) უფლება–
მოვალეობების ჩამორთმევის თაობაზე.
7. ნაპოვნი ბავშვის აღმოჩენიდან ან მშობლის (მშობლების) მიერ ბავშვის
საკუთარი ქმედებით ან უმოქმედობით გამოხატული მიტოვებიდან ბავშვის
მიტოვებულად აღიარების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში
შესვლამდე მშობლის (მშობლების) უფლება-მოვალეობები შეჩერებულად ჩაითვლება და
ამ უფლება–მოვალეობებს განახორციელებს სააგენტო ან მეურვეობისა და
მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო.
8. ბავშვის მიტოვებულად აღიარების პროცესის წარმართვისას მეურვეობისა და
მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო ნაპოვნი ბავშვისა და მშობლის (მშობლების)
მიერ საკუთარი ქმედებით ან უმოქმედობით გამოხატული მიტოვებული ბავშვის
მიმართ:
ა) იღებს გადაწყვეტილებას დროებითი განთავსების თაობაზე;
ბ) უზრუნველყოფს უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას და არის
მისი კანონიერი წარმომადგენელი;
გ) საჭიროების შემთხვევაში უფლებამოსილია თავად განახორციელოს დაბადების
რეგისტრაცია.
9. პრევენციისა და რეინტეგრაციის ღონისძიებები განისაზღვრება მინისტრის
ბრძანებით.“.
9. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
10. მე-16 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
,,11. თუ შვილად აყვანის შესახებ განცხადების წარდგენამდე ბავშვი მშვილებლის
ოჯახში ცხოვრობდა და მშვილებელს თავის მშობლად თვლიდა, შვილება, როგორც გამონაკლისი, შეიძლება შვილად ასაყვანის თანხმობის გარეშეც.“.
11. მე-18 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო სოციალური
მუშაკის მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე ამზადებს დასკვნას მშვილებლის
(მშვილებლების) მიერ შეთავაზებული ბავშვის შვილად აყვანაზე თანხმობიდან 1 კვირის
ვადაში.“.
12. 23-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. მშვილებლის მოთხოვნით, კონფიდენციალურობის უზრუნველყოფის
მოტივით ბავშვს შეიძლება შეეცვალოს სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და
განსაკუთრებული მიზეზის არსებობისას – პირველადი დაბადების მოწმობის გამცემი
ორგანოს დასახელება, პირადი ნომერი და დაბადების თარიღი. დაბადების თარიღი არ
შეიძლება შეიცვალოს ერთ თვეზე მეტი ვადით.“.
13. 23-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. თუ გასაშვილებელი ბავშვი 10 წლისაა ან 10 წელზე მეტისაა, სახელის, გვარის,
დაბადების ადგილის, პირველადი დაბადების მოწმობის გამცემი ორგანოს
დასახელების, პირადი ნომრისა და დაბადების თარიღის შესახებ დაბადების აქტის
ჩანაწერში ბავშვის მშობლად მშვილებლის მითითების შემთხვევაში სასამართლო
ითვალისწინებს ბავშვის აზრს, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.“
მუხლი 2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, N31, 24
ივლისი, 1997, გვ. 1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1.
11931 მუხლი ჩამოყალიბდეს შემეგი რედაქციით:
’’11931. ბავშვის მიტოვებულად აღიარება
ბავშვის მიტოვებულად აღიარების წესი განისაზღვრება „შვილად აყვანისა და
მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონით.’’
2. 1194-ე მუხლის მე-2 ნაწილი და 1195-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნეს.
3. 12051 მუხლს დაემატოს მე-4 და მე-5 ნაწილები შემდეგი შინაარსით:
„4. მშობლის უფლება შეჩერებულად ითვლება მშობლის (მშობლების) მიერ
საკუთარი ქმედებით ან უმოქმედობით გამოხატული ბავშვის მიტოვებისას, როდესაც
ბავშვი განთავსებული 24 საათიან სახელმწიფო ზრუნვაში ამ შემთხვევაში, შეჩერება
მოქმედებს შეჩერების საფუძვლების არსებობის ვადით.
5. მშობლის უფლება შეჩერებულად ითვლება ოჯახური ძალადობის
შემთხვევისას, როდესაც მშობლის მიმართ მოქმედებს შემაკავებელი და დამცავი
ორდერი, მისი მოქმედების ვადით.“.
4. 1255-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 1255. ათი წლის ასაკს მიღწეული ბავშვის შვილება
1. იმ ბავშვის შვილად აყვანა,რომელსაც ათი წელი შეუსრულდა, დაუშვებელია
მისი თანხმობის გარეშე.
2.
ბავშვის თანხმობა ირკვევა შვილად აყვანის საქმეზე გამართულ
სასამართლო სხდომაზე ბავშვის მოსმენის შედეგად.
3. თუ შვილად აყვანის შესახებ განცხადების წარდგენამდე ბავშვი მშვილებლის
ოჯახში ცხოვრობდა და მშვილებელს თავის მშობლად თვლიდა, შვილება, როგორც
გამონაკლისი, შეიძლება შვილად ასაყვანის თანხმობის გარეშეც.’’.
4. 1264-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
’’1.
მშვილებლის
თხოვნით,
შვილად
აყვანის
კონფიდენციალობის
უზრუნველსაყოფად შეიძლება შეიცვალოს ნაშვილები ბავშვის დაბადების ადგილი,
თარიღი, პირველადი დაბადების მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელება და პირადი
ნომერი.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2012 წლის პირველი იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
,,საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ’’ საქართველოს
კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
,,საქართველოს
ზოგიერთ
საკანონმდებლო
აქტში
ცვლილების
შეტანის
შესახებ’’
საქართველოს კანონის პროექტით წარმოდგენილი ცვლილების შეტანა განპირობებულია
კანონმდებლობით ბავშვზე ზრუნვის სფეროში გათვალისწინებული მექანიზმების მეტი
პრაქტიკული იმპლემენტაციის საჭიროებით. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ შვილად აყვანისა
და მინდობით აღზრდის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის ძირეული გადსინჯვა და
ახალი საკანონმდებლო ბაზის მიღება მოხდება 2009 წელს. ამ პერიოდიდან დღემდე,
კანონმდებლობის პრაქტიკული იმპლემენტაციისას, გამოიკვეთა გარკვეული საკნონმდებლო
ნორმების სრულყოფისა და რიგი დაზუსტებების შეტანის საჭიროება, გამომდინარე აქედან,
მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული საკანომდებლო ცვლილებების განხორციელება.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონპროექტის მიზანია კანონმდებლობით გათვალისწინებული სოციალური დაცვის,
კერძოდ, კი ბავშვზე ზრუნვის სფეროში ქვეყნის პოლიტიკის ძირითადი მიმართულების სოციალური სფეროს დეინსტიტუციონალიზაციისა და ალტერნატიული სოციალური
სერვისების განვითარების - მეტი პრაქტიკული იმპლემენტაცია, კერძოდ, ბავშვის ოჯახურ
გარემოში აღზრდის უფლების რეალიზაცია, როგორც შვილად აყვანის ისე მინდობით აღზრდის
სერვისების გამოყენების გზით. ასევე, შვილად აყვანასა და მინდობით აღზრდასთან
დაკავშირებული გარკვეული საკითხებისა და რეგულაციების სრულყოფა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
წარმოდგენილი პროექტით ზუსტდება ტერმინი ,,ნაპოვნი ბავშვი“, ვინაიდან ყველა
შემთხვევაში შესაძლოა არ მოხდეს ნაპოვნი ბავშვის მიტოვებულად აღიარება და მოკვლევის
ნებისმიერ ეტაპზე დადგინდეს მისი ვინაობა. ნაპოვნი ბავშვის ვინაობის დადგენის შემდეგ კი
არამართებულია კანონი მას ისევ იხსენიებდეს, როგორც ნაპოვნ პირს.
პროექტის მიხედვით კანონში შემოდის ტერმინები: ,,მშობლის ვინაობის დადგენა“ და
,,ნაპოვნი
ბავშვის
ვინაობის
დადგენა“,
რაც
გულისხმობს
მოცემულ
პირებზე
იდენტიფიკაციისათვის საჭირო ინფორმაციის დოკუმენტურად მოპოვებას.
წარმოდგენილი პროექტით ზუსტდება კანონის მე-5 მუხლის ,,ბ“ პუნქტი, რომლის
თანახმად მშვილებელი არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით შეზღუდული აქვს მშობლის უფლება, მშობლის უფლებებისა და
მოვალეობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების გამო, რადგან პრაქტიკაში
ხშირია შემთხვევები, როცა მშობლის უფლება პირებს ეზღუდებათ მათივე ინიციატივით
არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ.
კანონპროექტის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ცვლილება
განპიროებულია, იმით, რომ კანონიერი წარმომადგენლის მხრიდან გაშვილებაზე თანხმობის
განცხადების პროცედურა რეგულირებულია მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №50/ნ
ბრძანებით.
კანონის მე-7 მუხლში ,,ზ“ პუნქტის დამატება განაპირობა დედობილ/მამობილის
შერჩევისას ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობის მინიმალურ სავალდებულო დონეზე ყოფნის
აუცილებლობამ, რომელიც განისაზღვრება ,,მიზნობრივი სოციალური დახმარების შესახებ“
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით, შესაბამისი
სარეიტინგო ქულით, ხოლო ,,თ“ პუნქტის შეტანა ამ პუნქტით განსაზღვრული დანაშაულის
ჩადენისთვის ნასამართლევი პირის დედობილ/მამობილად დაუშვებლობამ, ბავშვისათვის
გარკვეული რისკების თავიდან აცილების მიზეზით.
პროექტით წარმოდგენილი კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ახალი რედაქცია
აკონკრეტებს მინდობით აღზრდას დაქვემდებარებულ პირთა კატეგორიებს, რომელიც სრულად
მოიცავს ყველა შესაძლო ვარიანტის არსებობას (ობოლო ბავშვი, ბავშვი, რომლის მშობელს
შეჩერებული აქვს მშობლის უფლებები და ბავშვი, რომლის მშობელი აღიარებულია
ქმედუუნაროდ ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად).
კანონპროექტის პირველი მუხლის მე-7 პუნქტი ახალი რედაქციით აყალიბებს ბავშვის
მიტოვებულად აღიარებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტიდან ,,ე“ ქვეპუნქტის ამოღების საფუძველს
წარმოადგენს ის გარემოება, რომ აღნიშნული ინფორმაცია შესაძლებელია აისახოს
ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში და მშვილებელს ვუხსნით დამატებითი
დოკუმენტის წარმოდგენის ვალდებულებას.
პროექტის პირველი მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ცვლილებით
განისაზღვრა შვილება, შვილად ასაყვანის თანხმობის გარეშეც, თუ შვილად აყვანის შესახებ განცხადების წარდგენამდე ბავშვი მშვილებლის ოჯახში ცხოვრობდა და მშვილებელს თავის მშობლად თვლიდა, რაც გამომდინარეობს ბავშვის უპირატესი ინტერესებიდან.
კანონის მე-18 მუხლის პირველ პუნქტში ცვლილების შეტანა გამოწვეულია არსებული
ხარვეზის გამოსწორებით.
კანონის 23-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებში ცვლილებების შეტანის საფუძველს
წარმოადგენს კონფიდენციალურობის მოტივით სამოქალაქო აქტებში ბავშვის შესახებ
არსებული შემდეგი მონაცემების შეცვლა: პირველადი დაბადების მოწმობის გამცემი ორგანოს
დასახელება, პირადი ნომერი.
ანალოგიური ხასიათის ცვლილებები შედის საქართველოს სამოქალაქო კოდექსში,
რამდენადაც შვილად აყვანის გარკვეული საკითხები წესრიგდება საქართველოს სამოქალაქო
კოდექსითაც.
ბ) კანონის პროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ მოითხოვს დამატებით საბიუჯეტო ასიგნებებს.
ბ.ბ) კანონის პროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონის პროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონის პროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონისპროექტის მიღება არ გამოიწვევს საბიუჯეტო ხარჯების გაზრდას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულება
კანონის
პროექტის
მიღება
არ
გამოიწვევს
სახელმწიფოსათვის
ახალი
ფინანსური
ვალდებულებების წარმოქმნას.
ბ.ე) კანონის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კანონის პროექტების მიღებას არ მოჰყვება ფინანსური შედეგები.
ბ.ვ)
კანონის
პროექტით
დადგენილი
გადასახადის,
მოსაკრებელი
ან
სხვა
სახის
გადასახდელი ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი)
კანონის პროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებელის ან სხვა სახის
გადასახდელი ოდენობის განსაზღვრას და შესაბამისად არ ადგენს მის განსაზღვრის წესს.
გ) კანონის პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებს.
გ.ა) კანონის პროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კანონის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონის პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონის პროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონის
პროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხივ
ხელშეკრულებებთან
კანონის პროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ
დადებულ
ორმხრივ
და
მრავალმხივი
საერთაშორისო
ხელშეკრულებებით
ნაკისრ
ვალდებულებებს.
დ) კანონის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია დაწესებულება, ექსპერტები,
რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონის პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში
კანონის პროექტი არ ყოფილა წარდგენილი ექსპერტებისათვის.
დ.ბ) კანონის პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ
კანონპროექტს გაეცნო შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და
სოციალური მომსახურების სააგენტოს კომპეტენტური სპეციალისტები
დ.გ) კანონის პროექტის ავტორი
კანონის პროექტის ავტორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: ოთარ თოიძე და
გიორგი გოდაბრელიძე
დ.დ) კანონის პროექტის ინიციატორი
კანონის პროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და
სოციალურ საკითხთა კომიტეტი.