საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
18.05.2012
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: პავლე კუბლაშვილი, კახაბერ ანჟაფარიძე და ზვიად კუკავა
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: პავლე კუბლაშვილი, კახაბერ ანჟაფარიძე დაზვიად კუკავა
ნომერი
#07-3/622/7
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-05-21
ბიუროს ნომერი 248

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
l,JdJ,40ltilqI1L JtdqJAtS0llL bllT,4nlr atqJEUflJ0flqJbi 6ndaJ0[IqI id0il, Jdnfld0lll, at6bIqtIl, Jdn0ilqTdil, EiE',Uilb'll, ?ilttbtb rnjSo N 24E 2l a.)oto. 20t2 $aRo jrr6o33qt'rL ;s5o5oL J14r'r3jgo ,,L.:;lr16o33qob to5o3r6o Lo;;5o58q3}qo .:jgBo g3q'oqS}oL ?3$.:5oL ?3U,>b3d" (07 -31 622; 18.0520 12) llj. Jr6q.r 36goL $1jt6 J. ;ftr?3oqo, ,3. .r6Arg$od3, t. ,;33.r3.r J. 328q.r?3oqo, 3. .r63g.g.r6od3, t. ,p3.r3o oX6oqo2q l.t,joobor.r 3o&$1$o 13 - 15 o35olm 19 - 22 %6o\,0 lAJae,,bo AnWAqnL L,\.!nrrpo antto{.li .rq.riosSot XSqSLrot qdgiol$ q.! LlA,#RrJo o6g66aJ0ool, Jcrao$C$p ,ye'6r^Caot .*,AFa l!,rirppJdrpa ^D!d6r l-rojsr6or3Xq,r'rb Jrr6qs035$ob do1r4r'r tp6n5L: dmAo$C$ldbr R.\ LrJr6qr305$rT 3r6rJ6o3d?o RroVUt'lL 5r'rr43;go2qo ;j$ob Jt6r'rnj$ob 6r5boq3r L.: jrr4or3Xqr.rL J,:r6q.:3X56oL L.:j.:14or3nqr.rb .is<6q;035$oL olrSAXRr',3r60 ll qs3ocn b.:j16.rd3
წერილი
l,JdJ6030sPgll, JJ6RJA05t90l, 90360 lu7l:6onng,olt )n6<nA066oL irttr,4Jolt but65l5o$r6ot t p1J;ddnAASdo lr 1760 L Ir J;qdlgt t5 na26 lqolEoodn lt juq6.:go5o no66, trsjsdro36qrnlr.pELgoglgooL 67-n 01bqoL o.:Sob8rq $.:rrr3o6oq635o Lsjrrrro3nqerL J.rdR,Ja060ol, [33t6n]oL JICR1 ;pdq.:?3oqoL, ,pbo]3r4 s6ysg.:6odolrs p,> $3op ,jtr,;s3rt 0oXr6 L.:,1.>5ro53pndqo oSogoo$o3oL $'6Uoo 3rn0trp3}1q ;s5o5Jr6mnjgL: "tr;ls6ogXqot to6ont6o Lr;s5o58qgBqo .rjgto g3gognlot ?00s5o1l ?glr!b1}". 6orbo3o, $n&'rrq6n?5trq,j.>5o6Jr6o$gtr 3o1r133o ts3lr.:lsSoto St6qnqodr. oh. rqrSst6oo: - " ts 4ORrR JsgoSotgn0oo, Jr3qn ;1Eqr?3oqo ;rb$n6 rS3grguiodn $3orq ;1;r3r ?Aatqrq0a0q'o:il AoAoqstin<60i+ 28 16 9,
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20(27), 1999 წელი, მუხ. 101) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილია განახორციელოს შესაბამისი კანონით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ან/და თავისი წესდებით (დებულებით) გათვალისწინებული საქმიანობა, თუ შესაბამისი კანონით სხვა რამ არ არის გათვალიწინებული. თუ იგი დაფუძნებულია სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით, მისი წესდება (დებულება) უნდა შეესაბამებოდეს იმ კანონის მოთხოვნებს, რომლის საფუძველზედაც მოხდა ადმინისტრაციული აქტის მიღება.“. მუხლი 2. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 52) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. აღსრულების ქვემდებარე აქტები ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე და კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სანქციის სახით ჯარიმის დაკისრების შესახებ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სახელმწიფო ან/და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონებისათვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის გადაწყვეტილება, სანოტარო აქტი, გირავნობის მოწმობა, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული საქართველოს ფინანსთა მინისტრის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილება უცხოელთა საქართველოდან გაძევების შესახებ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ (შემდგომში - დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება) და აღსრულების შესახებ ბრძანება, უძრავი ქონების შემძენის (სააღსრულებო წარმოებისას – აუქციონზე ქონების შემძენი, აუქციონის გარეშე ქონების შემძენი, ქონების ნატურით მიმღები) განცხადება სხვისი მფლობელობიდან და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის შესახებ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენტურ სამსახურთან არსებული სამედიცინო მედიაციის სამსახურის გადაწყვეტილება, „გარემოს დაცვის შესახებ“ 1 საქართველოს კანონის II კარით გათვალისწინებული მაკონტროლებელი ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – გარემოსთვის მიყენებული ზიანის მოთხოვნა და შემდეგი სასამართლო აქტები (შემდგომში – გადაწყვეტილება): ა) კერძო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება, გარდა ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებებისა; ბ) სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი, განჩინება, დადგენილება და ბრძანება ქონებრივი გადახდევინების ნაწილში; გ) სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისათვის სასჯელის სახით ჯარიმის ან/და ქონების ჩამორთმევის დაკისრების შესახებ; დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო დადგენილება ქონებრივი გადახდევინების ნაწილში და ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმის დაკისრების შესახებ; ე) გადახდის ბრძანება და ბრძანება ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების თაობაზე; ვ) არბიტრაჟის გადაწყვეტილება; ზ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლით გათვალისწინებული, სასამართლოს მიერ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული გადაწყვეტილება; თ) არბიტრაჟის გადაწყვეტილება, რომლის აღსრულებაც გათვალისწინებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით; ი) სხვა სახელმწიფოს სასამართლოს, აგრეთვე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ის გადაწყვეტილებები, რომელთა აღსრულებაც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით; კ) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლებიც, „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ ევროპის კონვენციის თანახმად, სავალდებულოა საქართველოსათვის; ლ) სასამართლოს გადაწყვეტილება უცხოელთა საქართველოდან გაძევების შესახებ; მ) სასამართლოს გადაწყვეტილება მოვალის (გადასახადის გადამხდელის) საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული, ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შესახებ; ნ) საქართველოს საერთო სასამართლოს თავმჯდომარის ან სხდომის თავმჯდომარის (მოსამართლის) განკარგულება სასამართლოში წესრიგის დამრღვევი პირის დაჯარიმებისა და დაპატიმრების შესახებ; ო) მოსამართლის ბრძანება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 8 VII თავით გათვალისწინებულ საკითხებზე.“. 2. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარესის 1 პუნქტი: 6 6 ,,1 . აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განახორციელოს საქმიანობა, რომელიც პირდაპირ არ არის გათვალისწინებული ამ კანონით.“. 3. 146 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. კერძო აღმასრულებლის სააღსრულებო საქმიანობის მიმართ, ამ თავის თავისებურებათა გათვალისწინებით, გამოიყენება ეს კანონი, გარდა ამ კანონის მე-2 მუხლის „გ“, „დ“ და „ი“–„ნ“ ქვეპუნქტებისა, მე-2 მუხლით გათვალისწინებული უძრავი ქონების შემძენის განცხადებასთან, დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებასთან (თუ გამარტივებული წარმოებისას აპლიკანტმა მოითხოვა დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულება) და აღსრულების შესახებ ბრძანებასთან 4 დაკავშირებული სააღსრულებო წარმოებისა, მე-3 მუხლის პირველი−1 პუნქტებისა, მე-4 1 2 1 და მე-5 მუხლებისა, III თავისა, 15 მუხლისა, მე-17 მუხლის მე-11 პუნქტისა, 18 მუხლის მე-2 პუნქტისა, 21-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებისა, 25-ე მუხლის მე-4 და 4 1 1 პუნქტებისა, 28-ე მუხლის მე-5 პუნქტისა, 28 მუხლისა, 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა, 38-ე და 39-ე მუხლებისა, 47-ე მუხლის მე-4 პუნქტისა, 49-ე მუხლის მე-2 2 პუნქტისა, 50-ე და 62-ე მუხლებისა, 69-ე მუხლის პირველი–1 პუნქტებისა, 75-ე, 76-ე, 77 2 3 1 1 3 და 77 მუხლებისა, 82 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა, 90 და 90 –91-ე მუხლებისა, XVI1 , XVI2 და XVI3 თავებისა, 113-ე მუხლის პირველი–მე-6 და მე-9–მე-11 2 პუნქტებისა, მე-12 პუნქტის „ა“–„ვ“ ქვეპუნქტებისა და მე-13–მე-16 პუნქტებისა და 113 მუხლისა.“. 4. მე-20 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქვიით: ,,1. სააღსრულებო წარმოება არ დაიშვება სააღსრულებო ფურცლის (დედნის) გარეშე, გარდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების, უცხოელთა საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 2581 მუხლით განსაზღვრული გირავნობის მოწმობისა, ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული უძრავი ქონების შემძენის განცხადების, დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების და აღსრულების შესახებ ბრძანების აღსრულებასთან დაკავშირებული საქმეებისა.“. 25-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ევროპული სასამართლოს ფურცლის საფუძველზე, ადამიანის უფლებათა გადაწყვეტილებასთან და უცხოელთა საქართველოდან გაძევებასთან დაკავშირებით – საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ1 სამართლებრივი აქტის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 258 მუხლით განსაზღვრული გირავნობის მოწმობის აღსრულებასთან დაკავშირებით – გირავნობის მოწმობის მფლობელი მოგირავნის განცხადებისა და გირავნობის მოწმობის საფუძველზე, ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული უძრავი ქონების შემძენის განცხადებასთან დაკავშირებით – სხვისი მფლობელობიდან და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის შესახებ უძრავი ქონების შემძენის განცხადების საფუძველზე, დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულებასთან დაკავშირებით - დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების და კრედიტორის განცხადების საფუძველზე, აღსრულების შესახებ ბრძანებასთან დაკავშირებით – აღსრულების შესახებ ბრძანების და კრედიტორის განცხადების საფუძველზე. თუ ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების თაობაზე მოთხოვნებთან დაკავშირებით გამარტივებული წარმოებისას წინასწარ მოთხოვნილი იყო დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულება, კრედიტორი აღარ წარადგენს განცხადებას აღსრულების დაწყების მოთხოვნით. კრედიტორის განცხადება აღსრულების დაწყებაზე ასევე არ მოითხოვება, თუ აღსრულების შესახებ ბრძანება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. ამ კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული იმ გადაწყვეტილების აღსრულებისას, რომელზედაც აუცილებელია სააღსრულებო ფურცლის არსებობა, აღსრულება შეიძლება დაიწყოს მხოლოდ მაშინ, თუ პირები, რომელთა სასარგებლოდ და საწინააღმდეგოდ უნდა მოხდეს აღსრულება, კონკრეტულად არიან დასახელებული სააღსრულებო ფურცელში. თუ კრედიტორის მოთხოვნა უზრუნველყოფილია იპოთეკით ან რეგისტრირებული გირავნობით, იძულებითი აღსრულება წარმოებს მაშინაც, როდესაც უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებული ქონების მესაკუთრე არ არის სააღსრულებო ფურცელში მოხსენიებული მოვალე. ასეთ შემთხვევაში ქონების რეგისტრირებული მესაკუთრის მიმართ მოქმედებს მოვალის უფლებამონაცვლედ ყოფნის პრეზუმფცია, სანამ სხვა რამ არ დამტკიცებულა. თუ გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სასარგებლოდ, სასამართლო სააღსრულებო ფურცელს უგზავნის აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიულ ორგანოს მოვალის ადგილსამყოფლის მიხედვით.“; 5. 38-ე მუხლის მე–12 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,გ’’ ქვეპუნქტი: „გ) კრედიტორი აღსრულების შესახებ ბრძანების აღსრულებისას“. 6. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის XVI3 თავი: „თავი XVI3 სესხის ან სესხისა და გირავნობა/იპოთეკის ხელშეკრულების რეგისტრაცია და კონტროლი ვალდებულების შესრულებაზე მუხლი 9119. სესხის ან სესხისა და გირავნობა/იპოთეკის ხელშეკრულების რეგისტრაცია 1. მხარეთა ერთობლივი განცხადების საფუძველზე აღსრულების ეროვნული ბიურო ახორციელებს სესხის ან სესხისა და გირავნობა/იპოთეკის ხელშეკრულების რეგისტრაციას და აკონტროლებს მსესხებლის მიერ სესხის ან სესხისა და გირავნობა/იპოთეკის ხელშეკრულებით შეთანხმებული გადახდის ვალდებულების შესრულებას. სესხისა და გირავნობა/იპოთეკის ხელშეკრულებების რეგისტრაციის და ვალდებულების შესრულების კონტროლის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. 2. აღსრულების ეროვნული ბიურო არ დაარეგისტრირებს სესხის ან სესხისა და გირავნობა/იპოთეკის ხელშეკრულებას, თუ იგი არ შეიცავს სესხის ან სესხისა და გირავნობა/იპოთეკის ხელშეკრულებისათვის დამახასიათებელ ძირითად პირობებს, მხარეების (გამსესხებელი და მსესხებელი) და მათი წარმომადგენლების (თუ სესხის ან სესხისა და გირავნობა/იპოთეკის ხელშეკრულება იდება წარმომადგენლის მეშვეობით) დასახელებას, პირად/საიდენტიფიკაციო ნომერს, მისამართს, გამსესხებლის საბანკო რეკვიზიტებს. 3. თუ სესხის ან სესხისა და გირავნობა/იპოთეკის ხელშეკრულება იდება წარმომადგენლის მეშვეობით, წარდგენილი უნდა იყოს წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. 4. დარეგისტრირებულ სესხის ან სესხისა და გირავნობა/იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა და სესხის ან სესხისა და გირავნობა/იპოთეკის ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტა ხორციელდება ასევე აღსრულების ეროვნულ ბიუროში რეგისტრაციით. 5. აღსრულების ეროვნული ბიურო აწარმოებს სესხისა და გირავნობა/იპოთეკის ხელშეკრულებების რეესტრს. რეესტრის მონაცემების გამჟღავნება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, დაუშვებელია შესაბამისი ხელშეკრულების მხარეთა თანხმობის გარეშე. რეესტრის წარმოების წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. მუხლი 9120 . გადახდის ვალდებულების შესრულების წესი 1. მსესხებლის მიერ სესხის ან სესხისა და გირავნობა/იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის ვალდებულება ჩაითვლება განხორციელებულად, თუ იგი წარმოებს აღსრულების ეროვნული ბიუროს მეშვეობით. 2. აღსრულების ეროვნული ბიურო მის ანგარიშზე მსესხებლის მიერ შეტანილ თანხას, წარმართავს გამსესხებლის საბანკო ანგარიშზე. 3. მსესხებლის მიერ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე თანხის შეტანის დღე ითვლება მის მიერ გამსესხებლისათვის გადახდის დღედ. მუხლი 9121 . ბრძანება აღსრულების შესახებ 1. მსესხებლის მიერ სესხის ან სესხისა და გირავნობა/იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე გამოსცემს ბრძანებას აღსრულების შესახებ. 2. ბრძანება აღსრულების შესახებ გამოიცემა მსესხებლის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევიდან ან არაჯეროვნად შესრულებიდან 15 დღის შემდეგ, თუ ხელშეკრულებით არ არის სესხის ან სესხისა და გირავნობა/იპოთეკის გათვალისწინებული უფრო ხანგრძლივი ვადა ან გამსესხებელი არ მოითხოვს აღნიშნული ვადის გაზრდას. 3. ბრძანება აღსრულების შესახებ უნდა შეიცავდეს: ა) ბრძანების ნომერს და გამოცემის ადგილს; ბ) ბრძანების მიღების თარიღს; გ) სესხის ან სესხისა და გირავნობა/იპოთეკის ხელშეკრულების ნომერს; დ) გამსესხებლის (კრედიტორის) დასახელებას, პირად/საიდენტიფიკაციო ნომერს, მისამართს; ე) მსესხებლის (მოვალის)დასახელებას, პირად/საიდენტიფიკაციო ნომერს, მისამართს; ვ) დავალიანების ოდენობას; ზ) აღსრულების წესს გირავნობით ან/და იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსით დადგენილი დებულებების გათვალისწინებით; თ) უფლებამოსილი პირის ხელმოწერას; 4. ბრძანება აღსრულების შესახებ ძალაშია გამოცემის დღიდან. იგი მიექცევა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ, თუ გამსესხებელი აღსრულების შესახებ ბრძანების გამოცემამდე არ განაცხადებს უარს მის დაუყოვნებლივ აღსრულებაზე. აღსრულების შესახებ ბრძანების აღსასრულებლად წარდგენის ვადაა 5 წელი მისი გამოცემიდან. აღსრულების შესახებ ბრძანების ასლი ეგზავნება გამსესხებელსა და მსესხებელს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. მუხლი 9122 . ვალდებულების შესრულების კონტროლისათვის დადგენილი საფასური სესხისა ან სესხისა და გირავნობა/იპოთეკის ხელშეკრულების რეგისტრაციისათვის და ვალდებულების შესრულების კონტროლისათვის აღსრულების ეროვნული ბიუროს საფასურის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. მუხლი 4. ეს კანონი ამოქმედდეს 2012 წლის 1 სექტემბრიდან.
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზია აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის ახალი ფუნქციის - სესხის ან სესხისა და გირავნობა/იპოთეკის ხელშეკრულების რეგისტრაციისა და ვალდებულების შესრულების კონტროლის უფლების მინიჭება. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიღების მიზანია აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის სესხის ან სესხისა და გირავნობა/იპოთეკის ხელშეკრულების რეგისტრაციისა და ვალდებულების შესრულების კონტროლის უფლების მინიჭება, რაც უზრუნველყოფა მხარეთა (გამსესხებელი და მსესხებელი) უფლებების უკეთ დაცვასა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებებით კანონს ემატება ნორმები, რომლის თანახმადაც, მხარეთა ერთობლივი განცხადების საფუძველზე აღსრულების ეროვნული ბიურო განახორციელებს სესხის ან სესხისა და გირავნობა/იპოთეკის ხელშეკრულების რეგისტრაციას და გააკონტროლებს მსესხებლის მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული გადახდის ვალდებულების შესრულებას. მსესხებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის ვალდებულება ჩაითვლება განხორციელებულად, თუ იგი განხორციელდება აღსრულების ეროვნული ბიუროს მეშვეობით და ბიუროს ანგარიშზე თანხის შეტანის დღე ჩაითვლება მსესხებლის მიერ გამსესხებლისათვის გადახდის დღედ. აღსრულების ეროვნული ბიურო არ დაარეგისტრირებს ხელშეკრულებას, თუ იგი არ შეიცავს სესხის ხელშეკრულებისათვის დამახასიათებელ ძირითად პირობებს, მხარეების (გამსესხებელი და მსესხებელი) და მათი წარმომადგენლების (თუ ხელშეკრულება იდება წარმომადგენლის მეშვეობით) დასახელებას, პირად/საიდენტიფიკაციო ნომერს, მისამართს, გამსესხებლის საბანკო რეკვიზიტებს. მსესხებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე გამოსცემს ბრძანებას აღსრულების შესახებ, რომლიც მიექცევა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ, თუ გამსესხებელი არ განაცხადებს უარს მის დაუყოვნებლივ აღსრულებაზე. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდას. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული იმ პირების ფინანსურ ვალდებულებებთან, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღიარებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ: ასეთი არ არსებობს. დ.გ) კანონპროექტის ავტორი: saqarTvelos parlamentis wevrebi: pavle kublaSvili, kaxaber anjafariZe da zviad kukava. დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი: saqarTvelos kublaSvili, kaxaber anjafariZe da zviad kukava. parlamentis wevrebi: pavle