„ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის შესახებ"

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
25.05.2012
ავტორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/475/7
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის შესახებ"

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 73 ✗ 0
III მოსმენა
✓ 103 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-05-28
ბიუროს ნომერი 250

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის შესახებ თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1. კანონის მიზანი 1. ეს კანონი ადგენს საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვის წარმოების, ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და აუდიტის ჩატარების სამართლებრივ საფუძვლებს. 2. ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს: ა) ბუღალტრული აღრიცხვის წარმოების და ფინანსური ანგარიშგების წარდგენის სამართლებრივი საფუძვლები; ბ) აუდიტის ჩატარების პირობები და წესები. მუხლი 2. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება ამ კანონის მიზნებისათვის ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ბუღალტრული აღრიცხვა – სუბიექტის მიერ დროის გარკვეულ პერიოდში განხორციელებული ტრანზაქციების მონეტარული ფორმით აღრიცხვა ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტებისა და კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად; ბ) ბუღალტერი - ფიზიკური პირი, რომელიც უშუალოდ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას ან/და ამზადებს ფინანსურ ანგარიშგებას; გ) ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტები - სამეურნეო მოვლენის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტები, ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და მათი გაგებისათვის აუცილებელი შიდა ინსტრუქციები; დ) ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტები - სახელმწიფო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტები და კერძო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტები; ე) სახელმწიფო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტები – საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის დადგენილი ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების წესები; ვ) კერძო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტები – ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS), მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS for SMEs) და არაკომერციული იურიდიული პირების ფინანსური ანგარიშგების ადგილობრივი (ეროვნული) სტანდარტები; ზ) ფინანსური ბუღალტრული ანგარიშგების აღრიცხვის საერთაშორისო საერთაშორისო საბჭოს სტანდარტები (IFRS) – (IASB) მიერ მიღებული ფინანსური აღრიცხვის სტანდარტები და ინტერპრეტაციები, რომელიც მოიცავს: ზ.ა) ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებს; ზ.ბ) ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებს; ზ.გ) ინტერპრეტაციებს, ინტერპრეტაციების რომლებიც საერთაშორისო მიღებულია საბჭოს (IFRIC) ან ინტერპრეტაციების მუდმივმოქმედი კომიტეტის (SIC) მიერ; თ) მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS for SMEs) – ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს (IASB) მიერ დამტკიცებული ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები მცირე და საშუალო საწარმოებისათვის (IFRS for SMEs); ი) არაკომერციული იურიდიული პირების ფინანსური ანგარიშგების ადგილობრივი (ეროვნული) სტანდარტები – არაკომერციული იურიდიულ პირებისათვის რეკომენდებული ფინანსური ანგარიშგების სტანდარტები, რომლებსაც ადგენს აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაცია საერთაშორისო პრაქტიკისა და გამოცდილების გათვალისწინებით; კ) ფინანსური ანგარიშგება – სუბიექტის ფინანსური მდგომარეობისა და ფინანსური ნაკადების სტრუქტურირებული ასახვა; ლ) სუბიექტი - ფიზიკური პირი (ინდივიდუალური მეწარმე), კერძო სამართლის იურიდიული პირი, საბიუჯეტო ორგანიზაცია და საჯარო სამართლის იურიდიული პირი; მ) აუდიტი - აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ ჩატარებული სამუშაო, რომელიც მიმართულია: მ.ა) ინდივიდუალური ან/და კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების, ასევე სპეციალური დანიშნულების ანგარიშგების უტყუარობის და სისრულის შესახებ აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მოსაზრების გამოსახატად; მ.ბ) ფინანსური ანგარიშგების მიმოხილვის გზით აუდიტორის/აუდიტორული ფირმის რწმუნების გამოსახატად; მ.გ) სხვა დასაბუთებული ან/და შეზღუდული მარწმუნებელი გარიგების შესაბამისი მოსაზრების გამოსახატად; ნ) აუდიტორი - სერტიფიცირებული პირი, რომელიც აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაციის წევრია, აუდიტორთა ერთიან რეესტრშია რეგისტრირებული და ახორციელებს პროფესიულ მომსახურებას; ო) აუდიტორული ფირმა - საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი ან უცხოეთში რეგისტრირებული იურიდიული პირის ფილიალი საქართველოში, რომელიც აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაციის წევრია, აუდიტორთა ერთიან რეესტრშია რეგისტრირებული და ახორციელებს პროფესიულ მომსახურებას სერტიფიცირებული პირის (სერტიფიცირებული პირების) მეშვეობით; პ) პროფესიული მომსახურება – მომსახურება, რომელიც მოითხოვს ბუღალტრულ და მასთან დაკავშირებულ უნარებს, როდესაც აუდიტორი/აუდიტორული ფირმა ეწევა მომსახურებას საბუღალტრო, აუდიტორული, საგადასახადო, ფინანსური მენეჯმენტის ან ბიზნეს საკონსულტაციო სფეროში; ჟ) სერტიფიცირებული პირი - ფიზიკური პირი, რომელიც სერტიფიცირებულია აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაციის მიერ სერტიფიცირებულ პროფესიონალ ბუღალტრად ან სერტიფიცირებულ ბუღალტრად და თავის კვალიფიკაციას ადასტურებს აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაციის მიერ დადგენილი განგრძობითი განათლების სტანდარტის შესაბამისად; რ) სერტიფიცირებული პროფესიონალი ბუღალტერი – სერტიფიცირებული პირი, რომელიც სერტიფიცირებულია ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) შესაბამისად; ს) სერტიფიცირებული ბუღალტერი – სერტიფიცირებული პირი, რომელიც სერტიფიცირებულია მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IFRS for SMEs) შესაბამისად; ტ) გარიგების პარტნიორი – აუდიტორი/აუდიტორულ ფირმაში დასაქმებული სერტიფიცირებული პირი, რომელიც პასუხისმგებელია აუდიტის ჩატარებასა და გაცემულ აუდიტორულ დასკვნაზე. უ) აუდიტორული დასკვნა – აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ გამოხატული პოზიცია, სადაც აუდიტორი/აუდიტორული ფირმა ადასტურებს/არ ადასტურებს, რომ სუბიექტის ინდივიდუალური ან/და კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება შეესაბამება ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტებსა და კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს; ფ) აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო ოფიციალური დოკუმენტების ცნობარი - აუდიტისა და მასთან დაკავშირებული მომსახურების შე- სასრულებლად ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) მიერ სახელმძღვანელოდ გამოცემული დოკუმენტების კრებული; ქ) მარწმუნებელი გარიგება - ისეთი გარიგება, როდესაც აუდიტო- რი/აუდიტორული ფირმა გამოთქვამს მოსაზრებას, რომლის მიზანია აამაღლოს მესამე პირების ნდობის ხარისხი, შესაბამის კრიტერიუმებთან მიმართებით განსახილველი საგნის შეფასების ან გაზომვის შედეგის შესაბამისობის შესახებ; ღ) პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტი - აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაციის მიერ სერტიფიცირებულ პირად აღიარებისათვის დადგენილი ნორმები; ყ) განგრძობითი განათლების სტანდარტი - სერტიფიცირებული პირის კვალიფიკაციისა და სტატუსის შენარჩუნებისათვის აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაციის მიერ დადგენილი ნორმები; შ) აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაცია - ბუღალტერთა ან/და აუდიტორთა პროფესიული ორგანიზაცია, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით და არის ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) ნამდვილი წევრი, ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) მიერ აღიარებული რეგიონალური ორგანიზაციის ნამდვილი წევრი ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრედიტებული პირი. თავი II ბუღალტრული აღრიცხვა მუხლი 3. ბუღალტრული აღრიცხვის სამართლებრივი საფუძვლები 1. ბუღალტრული აღრიცხვა რეგულირდება ამ კანონითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით. სახელმწიფო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტებს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. 2. ბუღალტრული აღრიცხვა უნდა შეესაბამებოდეს ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტებს. 3. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, სახელმწიფო სექტორის ცალკეული ტიპის დაწესებულებისთვის დაადგინოს კერძო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების გამოყენების ვალდებულება, მათი საქმიანობის ხასიათიდან გამომდინარე. 4. ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებისა (IFRS) და მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS for SMEs) სახელმწიფო ენაზე ხელმისაწვდომობის მიზნით, მათი ქართულ ენაზე თარგმნა და გამოცემა უნდა განხორციელდეს იმ აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაციის მიერ, რომელიც არის ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) ნამდვილი წევრი. 5. აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაცია, ქართულ ენაზე თარგმნილ ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებსა (IFRS) და მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებს (IFRS for SMEs), აგრეთვე მის მიერ დადგენილ არაკომერციული იურიდიული პირების ფინანსური ანგარიშგების ადგილობრივ (ეროვნულ) სტანდარტებს რეგისტრაციაში გასატარებლად წარუდგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოს, რომელიც აღნიშნულ სტანდარტებს რეგისტრაციაში გატარების შემდეგ აქვეყნებს. 6. სავალდებულოა მხოლოდ შესაბამის პერიოდში მოქმედი ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებისა (IFRS) და მცირე და საშუალო საწარმოების ფი- ნანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS for SMEs) ქართული თარგმანის გამოყენება, რომელიც რეგისტრირებულია ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად. თუ შესაბამის პერიოდში მოქმედი აღნიშნული სტანდარტები არ არის ქართულად თარგმნილი და რეგისტრაციაში გატარებული, პირს უფლება აქვს გამოიყენოს ამ სტანდარტების ინგლისური ტექსტი. მუხლი 4. ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება 1. სუბიექტები ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებენ ამ მუხლის შესაბამისად. 2. კერძო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების გამოყენების მიზნით, მეწარმე სუბიექტი, ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი პირობების გათვალისწინებით, შეიძლება ჩაითვალოს მსხვილ საწარმოდ, მცირე და საშუალო საწარმოდ ან მიკრო საწარმოდ. 3. მეწარმე სუბიექტი ითვლება: ა) მსხვილ საწარმოდ, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგი სამი კრიტერიუმიდან მინინუმ ორს: წლიური შემოსავალი აღემატება 35 მლნ. ლარს; დასაქმებულთა საშუალო წლიური რიცხვი აღემატება 150 პირს და აქტივების ღირებულება აღემატება 30 მლნ. ლარს; ბ) მიკრო საწარმოდ, თუ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით იგი არის მიკრო ან მცირე საწარმო, ან ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი. ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი მიკრო საწარმოდ ითვლება მხოლოდ შესაბამისი საქმიანობის ფარგლებში. გ) მცირე და საშუალო საწარმოდ, თუ იგი არ აკმაყოფილებს არც მსხვილი და არც მიკრო საწარმოს კრიტერიუმებს. 4. ამ კანონის მე–7 მუხლის მე–4 პუნქტში აღნიშნულმა პირებმა და ამ მუხლის მე– 3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრულმა საწარმოებმა ბუღალტრული აღრიცხვა უნდა აწარმოონ ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად (IFRS). 5. მცირე და საშუალო საწარმოები ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებენ მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებით (IFRS for SMEs). ამასთან, მათ უფლება აქვთ გამოიყენონ ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS). 6. მიკრო საწარმოებს ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება არ ევალებათ. 7. მეწარმე სუბიექტების გარდა, კერძო სამართლის სხვა იურიდიული პირები ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებენ არაკომერციული იურიდიული პირების ფინანსური ანგარიშგების ადგილობრივი (ეროვნული) სტანდარტებით. ამასთან, მათ უფლება აქვთ გამოიყენონ ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS) ან მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS for SMEs). 8. საბიუჯეტო ორგანიზაციები და საჯარო სამართლის იურიდიული პირები ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებენ სახელმწიფო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტებით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. 9. სუბიექტმა ბუღალტრული აღრიცხვა შეიძლება აწარმოოს პირადად, დაქირავებული პირის ან ბუღალტრული მომსახურების მიღების მეშვეობით. ბუღალტრულ მომსახურებად განიხილება პირის მიერ სუბიექტისთვის ბუღალტრული აღრიცხვის მომსახურების გაწევა. 10. ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტი არ წარმოადგენს საჯარო დოკუმენტს. აღნიშნული დოკუმენტები, შესაბამისი სუბიექტის გარდა, ხელმისაწვდომია მაკონტროლებელი ორგანოსთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში და ნებისმიერი სხვა პირისთვის – შესაბამისი სუბიექტის თანხმობით. 11. ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტები სუბიექტთან ინახება შესაბამისი საანგარიშო პერიოდის დასრულებიდან 6 წლის განმავლობაში, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა. თავი III აუდიტი მუხლი 5. აუდიტის ჩატარების სამართლებრივი საფუძვლები 1. აუდიტის ჩატარების სამართლებრივ საფუძვლებს განსაზღვრავს ეს კანონი. 2. საქართველოში აუდიტი ტარდება აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების (ISA) შესაბამისად. 3. აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები (ISA) არის ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) მიერ დამტკიცებული აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო ოფიციალური დოკუმენტების ცნობარი, რომლებიც ამ კანონის მიღების დღისათვის მიღებული და გამოცემულია ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) მიერ და რომლებიც გადამუშავებული, შეცვლილი, დამტკიცებული და გამოცემული იქნება ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) ან მისი უფლებამონაცლე ორგანოს მიერ. 4. აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების (ISA) სახელმწიფო ენაზე ხელმისაწვდომობის მიზნით, მათი ქართულ ენაზე თარგმნა და გამოცემა უნდა განხორციელდეს იმ აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაციის მიერ, რომელიც არის ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) ნამდვილი წევრი. 5. აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაცია ქართულ ენაზე თარგმნილ აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებს (ISA) რეგისტრაციაში გასატარებლად წარუდგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოს, რომელიც აღნიშნულ სტანდარტებს რეგისტრაციაში გატარების შემდეგ აქვეყნებს. 6. სავალდებულოა მხოლოდ შესაბამის პერიოდში მოქმედი აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების (ISA) ქართული თარგმანის გამოყენება, რომელიც რეგისტრირებულია ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად. თუ შესაბამის პერიოდში მოქმედი აღნიშნული სტანდარტი არ არის ქართულად თარგმნილი და რეგისტრაციაში გატარებული, პირს უფლება აქვს გამოიყენოს ამ სტანდარტის ინგლისური ტექსტი. მუხლი 6. აუდიტის ჩატარების უფლებამოსილების მინიჭება 1. საქართველოში რეგისტრირებული რეგისტრირებული პირის ფილიალი იურიდიული საქართველოში პირი ან ან უცხოეთში ფიზიკური პირი საქართველოში აუდიტის ჩატარების უფლებამოსილებას იძენს აუდიტორთა ერთიან რეესტრში (შემდეგში - რეესტრი) რეგისტრაციის შემდეგ. 2. რეესტრს აწარმოებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდეგში - მარეგისტრირებელი ორგანო). 3. საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი ან უცხოეთში რეგისტრირებული პირის ფილიალი საქართველოში ან ფიზიკური პირი რეესტრში რეგისტრაციის მიზნით, განცხადებით მიმართავს იმ აკრედიტებული პროფესიულ ორგანიზაციას, რომელშიც გაწევრიანებულია. 4. საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის ან უცხოეთში რეგისტრირებული პირის საქართველოში არსებული ფილიალის ან ფიზიკური პირის მიერ ამ მუხლის მე-6 – მე-9 პუნქტებში აღნიშნული შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაცია ვალდებულია მიმართოს მარეგისტრირებელ ორგანოს მათი შესაბამის რეესტრში შეტანის მოთხოვნით. 5. რეესტრი არის ორი კატეგორიის: ა) პირველი კატეგორიის რეესტრი, რომელშიც რეგისტრირებულია ის აუდიტორები/აუდიტორული ფირმები, რომლებსაც აქვთ სავალდებულო აუდიტის ჩატარების უფლება; ბ) მეორე კატეგორიის რეესტრი, რომელშიც რეგისტრირებულია ის აუდიტორები/აუდიტორული ფირმები, რომლებსაც არ აქვთ უფლება ჩაატარონ სავალდებულო აუდიტი. 6. პირველი საქართველოში კატეგორიის რეესტრში რეგისტრირებული რეგისტრაციით იურიდიული პირი დაინტერესებული ან უცხოეთში რეგისტრირებული პირის ფილიალი საქართველოში უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: ა) დასაქმებული ჰყავდეს სულ მცირე ერთი სერტიფიცირებული პროფესიონალი ბუღალტერი; ბ) იყოს აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაციის წევრი; გ) ჰქონდეს ხარისხის კონტროლის სისტემა; დ) ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის გავლის შემდეგ მიღებული ჰქონდეს პირველი ან მეორე კატეგორიის დასკვნა; ე) ჰქონდეს აუდიტის მეთოდოლოგია, რომელიც შესაბამისობაშია აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებთან (ISA). 7. პირველი კატეგორიის რეესტრში რეგისტრაციით დაინტერესებული ფიზიკური პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: ა) იყოს სერტიფიცირებული პროფესიონალი ბუღალტერი; ბ) იყოს აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაციის წევრი; გ) ჰქონდეს ხარისხის კონტროლის სისტემა; დ) ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის გავლის შემდეგ მიღებული ჰქონდეს პირველი ან მეორე კატეგორიის დასკვნა; ე) ჰქონდეს აუდიტის მეთოდოლოგია, რომელიც შესაბამისობაშია აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებთან (ISA). 8. მეორე საქართველოში კატეგორიის რეესტრში რეგისტრირებული რეგისტრაციით იურიდიული პირი დაინტერესებული ან უცხოეთში რეგისტრირებული პირის ფილიალი საქართველოში უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: ა) დასაქმებული ჰყავდეს სულ მცირე ერთი სერტიფიცირებული ბუღალტერი; ბ) იყოს აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაციის წევრი; გ) ჰქონდეს ხარისხის კონტროლის სისტემა; დ) წერილობით გამოკითხვის საფუძველზე დადგინდეს, რომ გააჩნია აუდიტის მეთოდოლოგია, რომელიც შესაბამისობაშია აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებთან (ISA). 9. მეორე კატეგორიის რეესტრში რეგისტრაციით დაინტერესებული ფიზიკური პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: ა) იყოს სერტიფიცირებული ბუღალტერი; ბ) იყოს აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაციის წევრი; გ) ჰქონდეს ხარისხის კონტროლის სისტემა; დ) წერილობით გამოკითხვის საფუძველზე დადგინდეს, რომ გააჩნია აუდიტის მეთოდოლოგია, რომელიც შესაბამისობაშია აუდიტის საერთაშორისო ეკრძალება საქართველოში სტანდარტებთან (ISA). 10. აკრედიტებულ პროფესიულ ორგანიზაციას რეგისტრირებული იურიდიული პირისათვის, უცხოეთში რეგისტრირებული პირის საქართველოში არსებული ფილიალისა ან ფიზიკური პირისათვის გაწევრიანებაზე უარის თქმა, თუ იგი აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-6, მე-7, მე-8 ან მე-9 პუნქტში აღნიშნულ მოთხოვნებს, გარდა აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაციის წევრობისა. 11. საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის ან უცხოეთში რეგისტრირებული პირის საქართველოში არსებული ფილიალის ან ფიზიკური პირის პირველი კატეგორიის რეესტრში რეგისტრაციის მოთხოვნით მარეგისტრირებელი ორგანოსთვის მიმართვის უფლება აქვს აკრედიტებულ პროფესიულ ორგანიზაციას თუ იგი ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) ან ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) მიერ აღიარებული რეგიონალური ორგანიზაციის ნამდვილი წევრია ან თუ აკრედიტაციიდან 1 წლის შემდეგ აკრედიტაციის ორგანოს მიერ განხორციელებულ კონტროლს გაივლის შენიშვნების გარეშე. 12. თუ ფიზიკური პირი აკრედიტებულ პროფესიულ ორგანიზაციას დაუდასტურებს, რომ იგი ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) წევრი სხვა ქვეყნის პროფესიული ორგანიზაციის პროფესიული ორგანიზაცია ვალდებულია წევრია, იგი მაშინ აღიაროს აკრედიტებული სერტიფიცირებულ პროფესიონალ ბუღალტრად. ამასთან, პროფესიულ ორგანიზაციას უფლება აქვს მოითხოვოს ცოდნის დადასტურება. 13. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და საქართველოს ეროვნული ბანკი ადგენს იმ სახელმწიფოთა ჩამონათვალს, რომლის ბუღლატერთა საერთაშორისო ორგანიზაციის (IFAC) ნამდვილი წევრი სხვა ქვეყნის პროფესიული ორგანიზაციის წევრობის შემთხვევაშიც ფიზიკური პირი ავტომატურად ითვლება სეტიფიცირებულ პროფესიონალ ბურალტრად. 14. თუ აუდიტორი/აუდიტორული ფირმა აღარ აკმაყოფილებს შესაბამისი კატეგორიის რეესტრში რეგისტრაციის მოთხოვნებს, მაშინ იგი ექვემდებარება აღნიშნული რეესტრიდან ამოღებას. 15. თუ აუდიტორი/აუდიტორული ფირმა აღარ აკმაყოფილებს შესაბამის რეესტრში რეგისტრაციის პირობებს, იგი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ 5 სამუშაო დღის ვადაში აცნობოს იმ აკრედიტებულ პროფესიულ ორგანიზაციას, რომელშიც გაწევრიანებულია. აღნიშნული მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში, აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას დაეკისრება დისციპლინარული პასუხისმგებლობა ამ აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაციის მიერ. 16. ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაცია ვალდებულია 5 სამუშაო დღის ვადაში მიმართოს მარეგისტრირებელ ორგანოს აუდიტორის/აუდიტორული ფირმის შესაბამისი რეესტრიდან ამოღების მოთხოვნით. 17. საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის ან უცხოეთში რეგისტრირებული პირის საქართველოში არსებული ფილიალის ან ფიზიკური პირის მიერ რეესტრში რეგისტრაციის გარეშე აუდიტის ჩატარების შემთხვევაში, აღნიშნული აუდიტი ჩატარებულად არ ჩაითვლება. 18. აუდიტორი/აუდიტორული ფირმა უფლებამოსილია თვითონ მიმართოს მარეგისტრირებელ ორგანოს მისი რეესტრიდან ამოღების მოთხოვნით, გარდა ამ მუხლის მე-15 პუნქტში აღნიშნული შემთხვევისა. მუხლი 7. აუდიტის ჩატარება 1. სუბიექტის აუდიტი შეიძლება ჩაატაროს აუდიტორმა ან აუდიტორულმა ფირმამ. 2. აუდიტი შეიძლება ჩატარდეს სავალდებულო ან საინიციატივო წესით. 3. სავალდებულო აუდიტი არის სუბიექტის ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, რომლის ჩატარების ვალდებულება დადგენილია ამ კანონით ან სხვა ნორმატიული აქტით. 4. აუდიტის ჩატარება სავალდებულოა: ა) ბანკების, სადაზღვევო კომპანიების, საფონდო და სასაქონლო ბირჟებისათვის; ბ) „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ანგარიშვალდებული საწარმოებისა და საინვესტიციო ფონდებისთვის; გ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში ან საწარმოებისთვის, რომლებიც აკმაყოფილებენ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ კრიტერიუმებს, გარდა ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სუბიექტებისა. 5. სავალდებულო აუდიტი ტარდება ყოველწლიურად, კალენდარული წლის დასრულებიდან მომდევნლო წლის 31 ოქტომბრამდე. 6. ამ მუხლის მე–4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული სუბიექტების მიერ ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, მათი ზედამხედველობის განმახორციელებლი ორგანო დაიქირავებს სუბიექტის ხარჯით ამ სუბიექტისათვის აუდიტის ჩატარების მიზნით. აუდიტორს 7. ამ მუხლის მე–4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში აღნიშნული სუბიექტების მიერ ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო დაიქირავებს აუდიტორს სუბიექტის ხარჯით ამ სუბიექტისათვის აუდიტი ჩატარების მიზნით. 8. სავალდებულო აუდიტის ჩატარების უფლება აქვს მხოლოდ პირველი კატეგორიის რეესტრში რეგისტრირებულ ამასთან, უნდა ამ იგი ჩატარდეს აუდიტორს/აუდიტორულ აუდიტორის ან აუდიტორულ ფირმას. ფირმაში დასაქმებული სერტიფიცირებული პროფესიონალი ბუღალტრის მიერ. 9. ამ მუხლის მე–4 პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტი ვალდებულია აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება გამოსაქვეყნებლად წარადგინოს მისი ზედამხედველობის ორგანოში. 10. საინიციატივო აუდიტი არის სუბიექტის ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, რომელიც ტარდება უფლებამოსილი პირის (პირების) გადაწყვეტილებით ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში. 11. აუდიტორულ დასკვნას ხელმოწერით ადასტურებს შესაბამისად, აუდიტორი ან აუდიტორული ფირმა. 12. აუდიტორული ფირმის შიდა პროცედურით შესაძლებელი უნდა იყოს გარიგების პარტნიორის იდენტიფიცირება. აღნიშნული მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში, აუდიტორულ ფირმას დაეკისრება დისციპლინარული პასუხისმგებლობა იმ აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაციის მიერ, რომელშიც იგი გაწევრიანებლია. მუხლი 8. აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფა 1. აუდიტორი/აუდიტორული ფირმა პასუხისმგებელია ხარისხის კონტროლის სისტემის სათანადო პოლიტიკისა და პროცედურების შემუშავებასა და გამოყენებაზე, ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) მოთხოვნების შესაბამისად. 2. ხარისხის კონტროლის სისტემა არის ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტის (ISQC) შესაბამისად აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ დადგენილი წესებისა და პროცედურების ერთობლიობა, რომლის მიზანია აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ აუდიტი ჩატარდეს ფინანსური ანგარიშგების აუდიტის მიზნებისა და ზოგადი პრინციპების შესაბამისად. 3. ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტი (ISQC) არის აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო საბჭოს (IAASB) მიერ მიღებული სტანდარტები და მითითებები იმ პირების ხარისხის კონტროლის სისტემის შესახებ, რომლებიც ახორციელებენ ფინანსური ანგარიშგებების აუდიტსა და მიმოხილვას, ასევე, სხვა სახის მარწმუნებელ და მასთან დაკავშირებულ მომსახურებას. 4. ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტის (ISQC) სახელმწიფო ენაზე ხელმისაწვდომობის მიზნით, მათი ქართულ ენაზე თარგმნა და გამოცემა უნდა განხორციელდეს იმ აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაციის მიერ, რომელიც არის ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) ნამდვილი წევრი. 5. აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაცია, ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნულ ქართულ ენაზე თარგმნილ ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტს (ISQC) რეგისტრაციაში გასატარებლად წარუდგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს მეტროლოგიის ეროვნულ სტანდარტების, სააგენტოს, ტექნიკური რომელიც რეგლამენტებისა აღნიშნულ და სტანდარტებს რეგსტრაციაში გატარების შემდეგ აქვეყნებს. 6. აუდიტორის/აუდიტორული ფირმის ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგს ახორციელებს ის აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაცია, რომლის წევრსაც წარმოადგენს ეს აუდიტორი/აუდიტორული ფირმა. ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგი უნდა განხორციელდეს სამ წელიწადში ერთხელ მაინც. 7. ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგი არის აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ შემუშავებული ხარისხის კონტროლის სისტემის შეფასება აუდიტორული დასკვნებისა და აღნიშნული დასკვნების მომზადების პროცესის შემოწმებით. 8. აუდიტორული ფირმის ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგისას შემოწმებას ექვემდებარება აუდიტორულ ფირმაში დასაქმებული ყველა სერტიფიცირებული პირის მიერ ჩატარებული მინიმუმ თითო აუდიტი. 9. აკრედიტებული პროფესიული ფირმის ხარისხის კონტროლის ორგანიზაცია აუდიტორის/აუდიტორული სისტემის მონიტორინგს ახორციელებს სერტიფიცირებული ხარისხის კონტროლის შემმოწმებლის მეშვეობით. 10. ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელებიდან 6 თვის ვადაში ხარისხის კონტროლის შემმოწმებელი ადგენს მონიტორინგის დასკვნას ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტის (ISQC) შესაბამისად, რომლის თითო ეგზემპლარი გადაეცემა აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას და აკრედიტებულ პროფესიულ ორგანიზაციას. 11. აუდიტორული ფირმა ვალდებულია, მასთან დასაქმებულ ყველა სერტიფიცირებულ პირს გააცნოს მონიტორინგის დასკვნა. აღნიშნული მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში, აუდიტორულ ფირმას დაეკისრება დისციპლინარული პასუხისმგებლობა იმ აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაციის მიერ, რომელშიც იგი გაწევრიანებლია. 12. მონიტორინგის დასკვნა შეიძლება იყოს ოთხი კატეგორიის: ა) პირველი კატეგორიის, როდესაც აუდიტორი/აუდიტორული ფირმა ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგს გაივლის შენიშვნების გარეშე; ბ) მეორე კატეგორიის, როდესაც აუდიტორი/აუდიტორული ფირმა ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგს გაივლის მცირე შენიშვნებით; გ) მესამე კატეგორიის, როდესაც აუდიტორი/აუდიტორული ფირმა ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგს გაივლის მნიშვნელოვანი შენიშვნებით; დ) მეოთხე კატეგორიის, როდესაც აუდიტორი/აუდიტორული ფირმა ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგს ვერ გაივლის. 13. ხარისხის დასკვნაში კონტროლის დააფიქსიროს შემმოწმებელი თავისი შენიშვნები ვალდებულია ან/და მონიტორინგის მოსაზრებები როგორც აუდიტორის/აუდიტორული ფირმის, აგრეთვე აუდიტორულ ფირმაში დასაქმებული ყველა სერტიფიცირებული პირის მიმართ. 14. აუდიტორის ხარიხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის შემთხვევაში, პასუხისგმებლობა ეკისრება აუდიტორს. აუდიტორული ფირმის ხარიხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის შემთხვევაში, პასუხისგმებლობა ეკისრება აუდიტორულ ფირმას ან/და ყოველ კონკრეტულ აუდიტორულ დასკვნაზე შესაბამის გარიგების პარტნიორს. 15. მონიტორინგის დასკვნას იხილავს აკრედიტებული პროფესიული ორგანზაცია და იღებს ამ მუხლით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას აუდიტორის/აუდიტორული ფირმის, აგრეთვე, აუდიტორულ ფირმაში დასაქმებული ყველა სერტიფიცირებული პირის მიმართ. 16. აუდიტორი/აუდიტორული დასაქმებული სერტიფიცირებული ფირმა, პირი აგრეთვე აუდიტორულ უფლებამოსილია ფირმაში პირადად ან/და წარმომადგენლის მეშვეობით მონაწილეობა მიიღოს მის მიმართ შედგენილი მონიტორინგის დასკვნის განხილვის პროცესში და წარადგინოს ახსნა–გნამარტება. 17. თუ აუდიტორი/აუდიტორული ფირმა ვერ გაივლის ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგს, შესაბამისი აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაცია ვალდებულია მიმართოს მარეგისტრირებელ ორგანოს მისი შესაბამისი რეესტრიდან ამოღების მოთხოვნით. 18. ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის შედეგებიდან გამომდინარე, შესაბამისი საფუძვლის არსებობისას, აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაცია ვალდებულია მიმართოს მარეგისტრირებელ ორგანოს აუდიტორის/აუდიტორული ფირმის ერთი კატეგორიის რეესტრიდან მეორე კატეგორიის რეესტრში გადაყვანის მოთხოვნით. 19. მონიტორინგის პროფესიული დასკვნის ორგანიზაცია შედეგებიდან გამომდინარე, სერტიფიცირებული პირის აკრედიტებული მიმართ იღებს გადაწყვეტილებას: ა) სერტიფიცირებული პირისათვის შესაბამისი სერტიფიკატის შენარჩუნების თაობაზე; ბ) სერტიფიცირებული პირისათვის შეცდომების გამოსასწორებლად ვადის განსაზღვრის თაობაზე; გ) სერტიფიცირებული პროფესიონალი ბუღალტრის სერტიფიკატის სერტიფიცირებული ბუღალტრის სერტიფიკატით შეცვლის თაობაზე; დ) სერტიფიცირებული პირისათვის შესაბამისი სერტიფიკატის გაუქმების თაობაზე. 20. აკრედიტებული სერტიფიცირებული პროფესიული პირის მიმართ ორგანიზაცია მიიღოს ამ უფლებამოსილია მუხლის მე-19 პუნქტით გათვალისწინებული ერთი ან მეტი გადაწყვეტილება. 21. აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაციის მიერ დადგენილ ვადაში სერტიფიცირებული პირის მიერ შეცდომების გამოუსწორებლობის შემთხვევაში, სერტიფიკატი აკრედიტებული ექვემდებარება პროფესიული გაუქმებას. შეცდომების ორგანიზაცია გამოუსწორებლობისას ვალდებულია გამოაქვეყნოს სერტიფიცირებული პირის მიმართ არსებული შენიშვნები. 22. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაციის მიერ სერტიფიკატის გაუქმებისას, სერტიფიკაციის მოთხოვნით მიმართვა ფიზიკურ პირს შეუძლია სერტიფიკატის გაუქმებიდან 1 წლის შემდეგ. მუხლი 9. ეთიკის წესები 1. აუდიტორი/აუდიტორული ფირმა უნდა იყოს დამოუკიდებელი იმ სუბიექტისგან, რომელსაც იგი უტარებს აუდიტს. ასევე, ის არ უნდა იყოს ჩართული აღნიშნული სუბიექტის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. 2. აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას უფლება არ აქვს ჩაატაროს აუდიტი იმ შემთხვევაში თუ: ა) სუბიექტსა და აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას შორის არსებობს ფინანსური ან/და სხვა ინტერესი, რომელმაც შესაძლებელია გავლენა მოახდინოს სუბიექტზე გაცემული აუდიტორული დასკვნის შინაარსზე; ბ) სუბიექტი და აუდიტორი/აუდიტორული ფირმა ურთიერთდამოკიდებული პირები არიან საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით; გ) სუბიექტსა და აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას შორის არსებობს შრომითი ურთიერთობა. 3. ამ მუხლის მიზნებისათვის, ფინანსურ ინტერესად ჩაითვლება ინტერესი აქციებსა და სხვა ფასიან ქაღალდებში, სესხებსა და სხვა სავალო ვალდებულებებში, ისეთი უფლებებისა და ვალდებულებების ჩათვლით, რომლებიც ითვალისწინებენ ასეთი ინტერესების მოპოვებას და ასევე, წარმოებულებს პირდაპირ დაკავშირებულს ასეთი ინტერესების მოპოვებასთან. 4. აზრთა დაკავშირებით სხვადასხვაობა არ შეიძლება ბუღალტრული გახდეს აღრიცხვის აუდიტორთან/აუდიტორულ საკითხებთან ფირმასთან სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი. 5. ამ მუხლის მოქმედება აგრეთვე ვრცელდება ხარისხის კონტროლის შემმოწმებელის და აუდიტორულ ფირმაში დასაქმებული სერტიფიცირებული პირის მიმართ. 6. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში: ა) აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას დაეკისრება დისციპლინალური პასუხისმგებლობა იმ აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაციის მიერ, რომლის წევრიც არის ეს აუდიტორი/აუდიტორული ფირმა; ბ) სავალდებულო აუდიტი ჩატარებულად არ ჩაითვლება. მუხლი 10. ინფორმაციის კონფიდენციალობა 1. აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ პროფესიული მომსახურების გაწევისას მიღებული ინფორმაცია წარმოადგენს პროფესიულ საიდუმლოებას. 2. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, აუდიტორი/აუდიტორული ფირმა ვალდებულია: ა) დაიცვას პროფესიული საიდუმლოება, გასული დროისა და საქმიანობის შეცვლის მიუხედავად; ბ) სუბიექტის თანხმობის გარეშე არ გაავრცელოს პროფესიული მომსახურების გაწევისას მიღებული ინფორმაცია. 3. აუდიტორის/აუდიტორული ფირმის შეცვლის შემთხვევაში, წინა აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას უფლება აქვს შესაბამისი ინფორმაცია გადასცეს შემდეგ აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას, იმ პირის შესახებ რომელსაც ჩაუტარა აუდიტი. 4. აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას უფლება აქვს სუბიექტის თანხმობის შემთხვევაში, პროფესიული მომსახურების გაწევისას მიღებული ინფორმაცია გადასცეს სხვა პირს. 5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში: ა) აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას დაეკისრება დისციპლინალური პასუხისმგებლობა იმ აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაციის მიერ, რომლის წევრიც არის ეს აუდიტორი/აუდიტორული ფირმა; ბ) აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ ინფორმაციის კონფიდენციალობის დარღვევის ფაქტი უნდა გამოქვეყნდეს. 6. ამ მუხლის მოქმედება აგრეთვე ვრცელდება ხარისხის კონტროლის შემმოწმებელის და აუდიტორულ ფირმაში დასაქმებული სერტიფიცირებული პირის მიმართ, მის მიერ შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელებისას მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. 7. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დისციპლინალური პასუხისმგებლობის სახით შესაძლებელია გამოყენებული იქნეს აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაციის წევრობის შეჩერებაც. მუხლი 11. მარეგისტრირებელი ორგანო 1. მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია: ა) აწარმოოს რეესტრი და უზრუნველყოს მისი საჯაროობა; ბ) გასცეს ამონაწერი რეესტრიდან. 2. საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის ან უცხოეთში რეგისტრირებული პირის საქართველოში არსებული ფილიალის ან ფიზიკური პირის რეესტრში რეგისტრაციას და რეგისტრაციაში ცვლილებებს მარეგისტრირებელი ორგანო ახორციელებს მხოლოდ აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე, ხოლო აუდიტორის/აუდიტორული ფირმის რეესტრიდან ამოღებას – აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაციის მიმართვის ან აუდიტორის/აუდიტორული ფირმის განცხადების საფუძველზე, ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. 3. რეესტრის წარმოების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „აუდიტორთა ერთიან რეესტრში რეგისტრაციის ინსტრუქციით“. თავი IV აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაცია მუხლი 12. პროფესიული ორგანიზაციის აკრედიტაცია 1. ამ კანონის მიზნებისათვის, აკრედიტებული შეიძლება იყოს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი ბუღალტერთა ან/და აუდიტორთა ნებისმიერი პროფესიული ორგანიზაცია, რომელიც რეგისტრირებულია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით და აკმაყოფილებს ამ მუხლის მოთხოვნებს. 2. ბუღალტერთა აკრედიტაციას ან/და ახორციელებს აუდიტორთა საჯარო პროფესიული სამართლის ორგანიზაციის იურიდიული პირი – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი. 3. ბუღალტერთა ან/და აუდიტორთა პროფესიული ორგანიზაცია, რომელიც არ არის ბუღალტერთა საერთაშორისო საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) ფედერაციის მიერ (IFAC) ან აღიარებული ბუღალტერთა რეგიონალური ორგანიზაციის ნამდვილი წევრი, აკრედიტაციას იღებს თუ მას გააჩნია ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) მოთხოვნების შესაბამისი შიდა პოლიტიკა და პროცედურები ქვემოთ ჩამოთვლილ საკითხებთან მიმართებაში: ა) საკუთარი წევრი აუდიტორების/აუდიტორული ფირმების ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის მექანიზმი; ბ) მოთხოვნები სერტიფიცირებულ პირთა განათლების მიმართ და მათი სერტიფიცირების სისტემა; გ) ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) ეთიკის წესების მოთხოვნების საკუთარი წევრების მიერ დაცვის უზრუნველყოფის სისტემა; დ) დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების სისტემა. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნულ პროფესიულ ორგანიზაციას აკრედიტაცია მიეცემა 5 წლის ვადით. აღნიშნული ორგანიზაცია უფლებამოსილია განმეორებითი აკრედიტაცია მოითხოვოს წინა აკრედიტაციის ვადის გასვლიდან 3 წლის შემდეგ. 5. ამ მუხლის აკრედიტაციის მე-3 პუნქტში პირობებთან აღნიშნული შესაბამისობის პროფესიული მონიტორინგს ორგანიზაციის ყოველწლიურად ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი. 6. ბუღალტერთა ან/და აუდიტორთა პროფესიული ორგანიზაცია, რომელიც ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) ან ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) მიერ აღიარებული რეგიონალური ორგანიზაციის ნამდვილი წევრია ითვლება აკრედიტებულად მისი წევრობის განმავლობაში. 7. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი ადგენს ამ მუხლის მე–3 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამის აკრედიტაციის წესს. მუხლი 13. აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაციის კომპეტენცია 1. აკრედიტებულ პროფესიულ ორგანიზაციას, რომელიც ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) ნამდვილი წევრია, ევალება ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IFRS), მცირე და საშუალო საწარმოების ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების (IFRS for SMEs), აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებისა (ISA) და ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტების (ISQC) ქართულ ენაზე თარგმნა, მათი სარეგისტრაციოდ წარდგენა და გამოცემა. 2. აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაციის ფუნქციებია: ა) ბუღალტრული აღრიცხვის ადგილობრივი (ეროვნული) სტანდარტების შექმნა, გამოცემა და მათი სარეგისტრაციოდ წარდგენა; ბ) ბუღალტრული აღრიცხვის სარეკომენდაციო (სანიმუშო) ანგარიშთა გეგმის შემუშავება და გამოცემა; გ) ბუღალტერთა საკვალიფიკაციო სწავლებების (ტრენინგების) განხორციელება; დ) ფიზიკურ პირთა სერტიფიცირება, კერძოდ: დ.ა) ბუღალტერთა სერტიფიცირება (სერტიფიცირებულ პროფესიონალ ბუღალტრად და სერტიფიცირებულ ბუღლტრად) დ.ბ) ხარისხის კონტროლის სისტემის შემმოწმებელთა სერტიფიცირება; დ.გ) ადმინისტრაციულ ორგანოსთან ან სხვა დაინტერესებულ პირთან შეთანხმებით სხვა სახის სერტიფიცირება; ე) მარეგისტრირებელი ორგანოსათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება: ე.ა) საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის ან უცხოეთში რეგისტრირებული პირის საქართველოში არსებული ფილიალის ან ფიზიკური პირის რეესტრში შეტანის შესახებ; ე.ბ) აუდიტორის/აუდიტორული ფირმის რეესტრიდან ამოღების და ერთი რეესტრიდან მეორეში გადაყვანის შესახებ; ვ) დისციპლინარული საქმისწარმოება თავისი წევრი აუდიტორის/აუდიტორული ფირმისა და აუდიტორულ ფირმაში დასაქმებული სერტიფიცირებული პირის მიმართ; ზ) განგრძობითი განათლების სტანდარტების შემუშავება და მისი გამოყენება; თ) ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) ეთიკის წესების მოთხოვნების საკუთარი წევრების მიერ დაცვის უზრუნველყოფის კონტროლი; ი) აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ გაწეული მომსახურების ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის დებულების დადგენა ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) მოთხოვნების შესაბამისად; კ) აუდიტორული მომსახურების ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელება ამ მუხლის „ი“ პუნქტში აღნიშნული დებულების შესაბამისად; ლ) მის მიერ სერტიფიცირებული პირების სიის გამოქვეყნება საკუთარ ვებგვერდზე; მ) თავისი წევრი აუდიტორების/აუდიტორული ფირმების რეესტრის წარმოება და მისი საჯაროობის უზრუნველყოფა. 3. აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაცია უფლებამოსილია, ამ მუხლით გათვალისწინებულის გარდა, განახორციელოს სადამფუძნებლო დოკუმენტებით გათვალისწინებული ან/და კანონით აუკრძალავი სხვა ნებისმიერი საქმიანობა. 4. აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაცია სერტიფიცირებულ პროფესიონალ ბუღალტრად და სერტიფიცირებულ ბუღალტრად სერტიფიცირებას ახორციელებს ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) განათლების სტანდარტების მოთხოვნების დაცვით. 5. სერტიფიცირებულ ბუღალტრად პროფესიონალ სერტიფიცირების ბუღალტრად პროგრამა უნდა იყოს და სერტიფიცირებულ საჯარო. ამასთანავე, პროგრამაში მითითებული უნდა იყოს ცოდნის სავალდებულო მინიმალური დონე. 6. აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაცია ვალდებულია ყოველწლიურად გამოაქვეყნოს თავისი საქმიანობის ანგარიში შესაბამისი წლის მომდევნო წლის პირველ ივლისამდე. თავი V პასუხისმგებლობა და დავის გადაწყვეტა მუხლი 14. პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის 1. ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევა იწვევს ამ მუხლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას, თუ შესაბამისი (მოქმედებისთვის/უმოქმედობისთვის) გათვალისწინებული. კანონმდებლობით სხვა ასეთი პასუხისმგებლობა ქმედებისთვის არ არის 2. ამ კანონის მე-7 მუხლის მე–4 პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტის მიერ იმავე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნის შეუსრულებლობა, – იწვევს სუბიექტის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით, რაც მას არ ათავისუფლებს აუდიტის ჩატარების ვალდებულებისაგან. მუხლი 15. პასუხისმგებლობის დაკისრების წესი 1. სამართალდარღვევის საქმისწარმოების დაწყების საფუძველია ამ კანონის მე14 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენა, რის შესახებაც დგება სამართალდარღვევის ოქმი. სამართალდარღვევის ოქმს ხელს აწერს მის შედგენაზე უფლებამოსილი პირი. 2. ამ კანონის მე–14 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენისას ამ კანონის მე–7 მუხლის მე–4 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სუბიექტის მიმართ სამართალდარღვევის ოქმს ადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი. 3. სამართალდარღვევის ოქმში აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი; შემდგენის თანამდებობა, სახელი და გვარი; მონაცემები დამრღვევი პირის შესახებ, მათ შორის, პირადი ნომერი ან გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი; სამართალდარღვევის შინაარსი; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისგმებლობას ამ სამართალდარღვევისათვის. 4. სამართალდარღვევის საქმისწარმოების დაწყების თაობაზე ეცნობება იმ პირს, რომლის მიმართაც მიმდინარეობს აღნიშნული საქმისწარმოება და გადაეცემა სამართალდარღვევის ოქმის ერთი ეგზემპლარი. 5. პირი უფლებამოსილია პირადად ან/და წარმომადგენლის მეშვეობით მონაწილეობა მიიღოს მის მიმართ დაწყებულ სამართალდარღვევის საქმისწარმოების პროცესში და წარადგინოს ახსნა–განმარტება. 6. ამ კანონის გამოვლენისას ამ მე–14 მუხლით კანონის მე–7 გათვალისწინებული მუხლის მე–4 სამართალდარღვევის პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სუბიექტის მიმართ დაჯარიმების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური. 7. სამართალდარღვევის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღება ოქმის შედგენიდან ერთი თვის ვადაში. გადაწყვეტილების ერთი ეგზემპლარი გადაეცემა იმ პირს, რომლის მიმართაც მიმდინარეობდა აღნიშნული საქმისწარმოება, გადაწყვეტილების გამოტანიდან 5 დღის ვადაში. 8. სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს: გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს/პირის დასახელებას; საქმის განხილვის თარიღს; მონაცემებს იმ პირის შესახებ, რომლის მიმართაც განიხილება საქმე; საქმის განხილვისას დადგენილ გარემოებებს; იმ ნორმატიული აქტის მითითებას, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას მოცემული სამართალდარღვევისათვის; საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს; გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადას და წესს. 9. ამ კანონის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმა პირმა უნდა გადაიხადოს დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 30 დღეში. 10. ამ კანონით დაწესებული ჯარიმა ჩაირიცხება ბიუჯეტში საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით დადგენილი წესით. მუხლი 16. დავის გადაწყვეტა 1. დავა, რომელიც ამ კანონიდან გამომდინარეობს, განიხილება და გადაწყდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამ მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით. 2. მონიტორინგის დასკვნა საჩივრდება აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაციის გადაწყვეტილებასთან ერთად. 3. მონიტორინგის დასკვნაზე აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაციის გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს აუდიტორის, აუდიტორული ფირმის ან აუდიტორულ ფირმაში დასაქმებული სერტიფიცირებული პირის მიერ სასამართლოში, გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. 4. სამართალდარღვევის სასამართლოში, საქმეზე საქართველოს მიღებული გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ საჩივრდება საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. 5. სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს გადაწყვეტილების მოქმედებას. თავი VI გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი მუხლი 17. გარდამავალი დებულებები 1. აუდიტორული საქმიანობის საბჭოს კოლეგიის და ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის დადგენილებებით მიღებული და ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სფეროში ამ კანონის ამოქმედების დროს მოქმედი ნორმატიული აქტები მოქმედებენ ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი სტანდარტების გამოყენების ვალდებულების ძალაში შესვლამდე. 2. ბუღალტრული აღიცხვის გამარტივებული სტანდარტები მოქმედებს 2014 წლის პირველ იავნრამდე. 3. აუდიტორული საქმიანობის საბჭოს მიერ გაცემული აუდიტორის საკვალიფიკაციო სერტიფიკატები, რომლებიც ძალაშია ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის, მოქმედებს ამ კანონის მიღებიდან 3 წლის განმავლობაში. 4. აკრედიტებულმა პროფესიულმა ორგანიზაციამ 2013 წლის პირველ იანვრამდე უნდა უზრუნველყოს შემდეგი სახის სერტიფიცირების პროგრამების შემუშავება: ა) ბუღალტრის (სერტიფიცირებული პროფესიონალი ბუღალტრისა სერტიფიცირებული ბუღლტრის) სერტიფიცირების პროგრამა; ბ) ხარისხის კონტროლის შემმოწმებლის სერტიფიცირების პროგრამა. და 5. ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებით (IFRS) ფინანსური ანგარიშგების მომზადება სავალდებულოა 2014 წლიდან, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამასთანავე, 2014 წლამდე სუბიექტს უფლება აქვს გამოიყენოს აღნიშნული სტანდარტები. 6. მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებით (IFRS for SMEs) ფინანსური ანგარიშგების მომზადება სავალდებულოა 2015 წლიდან. ამასთანავე, 2015 წლამდე სუბიექტს უფლება აქვს გამოიყენოს აღნიშნული სტანდარტები. 7. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ერთობილივი გადაწყვეტილებით 2013 წლის პირველ იანვრამდე განსაზღვრონ პირველი კატეგორიის რეესტრში შესაყვანი აუდიტორების/აუდიტორული ფირმების სია. 8. ამ მუხლის მე–7 პუნქტში აღნიშნული სია მოქმედებს ამ კანონის ძალაში შესვლიდან 4 წლის განმავლობაში. 9. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა 2013 წლის პირველ იანვრამდე უზრუნველყოს „აუდიტორთა ერთიან რეესტრში რეგისტრაციის ინსტრუქციის“ დამტკიცება. 10. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – აკრედიტაციის ერთიანმა ეროვნულმა ორგანომ – აკრედიტაციის ეროვნულმა ცენტრმა ამ კანონის მე–12 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული წესი დაამტკიცოს 2013 წლის 1 ივლისამდე. მუხლი 18. დასკვნითი დებულებები 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის მე–17 მუხლის მე–4, მე–7, მე–9 და მე–10 პუნქტებისა, ამოქმედდეს 2013 წლის პირველი იანვრიდან. 2. ამ კანონის მე–17 მუხლის მე–4, მე–7, მე–9 და მე–10 პუნქტები ამოქმედდეს ამ კანონის გამოქვეყნებისთანავე. 3. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს: ა) „უდიტორული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი; ბ) „ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონი; გ) „საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 1995 წლის 30 ივნისის დადგენილება; დ) „საქართველოს პარლამენტთან არსებული ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 19 მარტის დადგენილება. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ. ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი კანონპროექტის მიღების მიზეზია: საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვის წარმოების, ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და აუდიტის ჩატარების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი კანონპროექტის მიზანია: ბუღალტრული აღრიცხვის და აუდიტის სისტემის შემდგომი განვითარება და საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი; კანონპროექტის ძირითადი არსი მდგომარეობს შემდეგში: კანონპროექტით ხორციელდება ბუღალტრული სფეროებში თვითრეგულირების შემოღება გარემოს დანერგვა. საქართველოში აღრიცხვისა და აუდიტის და ამ სფეროებში კონკურენტული დაინერგება ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები, შემოღებული იქნება სტანდარტი მცირე და საშუალო ბიზნესისათვის, დაინერგება აუდიტის თანამედროვე სისტემა და მოხდება აუდიტის ხარისხის კონტროლი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გამოყოფას კანონპროექტით დგინდება ჯარიმა. შესაბამისი ნორმის პრაქტიკაში გამოყენებით შესაძლებელი იქნება ბიუჯეტის შემოსავლების ზრდა. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტის მიღება არ შეცვლის იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობას, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი) კანონპროექტი არ ადგენს რაიმე სახის გადასახადს ან მოსაკრებელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი სრულად შეესაბამება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, ან/და რომლებმაც საერთაშორისო მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში კანონპროექტის შემუშავებასთან დაკავშირებით გამართულ სამუშაო შეხვედრებზე მონაწილეობა მიიღეს: როგორც პროფესიულმა ორგანიზაციებმა, ადგილობრივმა ასევე სხვა და დარგის სხვა ექსპერტებმა სახელმწიფო და უწყების წარმომადგენლებმა. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში; კანონპროექტს არ ახლავს ექსპერტების შეფასება დ.გ) კანონპროექტის ავტორი კანონპროექტის ავტორია – საქართველოს მთავრობა. დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი კანონპროექტის ინიციატორია – საქართველოს მთავრობა.