საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის შესახებ"
- „ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
- საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
I მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 74 ✗ 0
III მოსმენა
✓ 98 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-05-28
ბიუროს ნომერი 250
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების
შეტანის შესახებ
მუხლი
1.
„სახელმწიფო
რეესტრის
შესახებ“
საქართველოს
კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N14, 16.06.2004, მუხ. 50) შეტანილ იქნეს
შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:
„თ) აუდიტორთა ერთიანი რეესტრი.“.
2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 მუხლი:
„მუხლი 91. აუდიტორთა ერთიანი რეესტრი
აუდიტორთა ერთიანი რეესტრი არის საქართველოში აუდიტის ჩატარების
უფლებამოსილების მქონე საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირების,
უცხოეთში
რეგისტრირებული
პირის
ფილიალის
საქართველოში,
ფიზიკური პირების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა.“.
3. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
აგრეთვე
„3. ეროვნული სააგენტო აწარმოებს ამ კანონის მე-4, მე-8 და 91 მუხლებით
გათვალისწინებულ სახელმწიფო რეესტრებს.“.
მუხლი 2. „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს
კანონის (პარლამენტის უწყებანი, №11-12, 14.03.1998, გვ. 42) 474 მუხლის მე-2 პუნქტი
ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საკრებულოს გადაწყვეტილებით, არა უმეტეს წელიწადში ერთხელ
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოწვეულმა აუდიტორმა
შეიძლება
ჩაატაროს
ქალაქ
თბილისის
ადგილობრივი
თვითმმართველობის
ორგანოების საქმიანობის დამოუკიდებელი აუდიტი. საკრებულოს გადაწყვეტილება
დამოუკიდებელი აუდიტის ჩატარების შესახებ მიიღება საკრებულოს წევრთა სიითი
შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით. დამოუკიდებელი აუდიტორის
ანგარიში
და
დასკვნა
წარედგინება
საკრებულოს,
ეგზავნება
საქართველოს
კონტროლის პალატას და ქვეყნდება საჯაროდ.“.
მუხლი 3. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის
უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ. 55) მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი
ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა)
საქართველოს
პარლამენტის
აპარატის
მოხელის
და
დამხმარე
მოსამსახურის, აგრეთვე საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მოხელეთა და
დამხმარე
მოსამსახურეთა
თანამდებობრივ
სარგოებს
და
თანამდებობათა
დასახელებებს განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე;“.
მუხლი 4. ეს კანონი ამოქმედდეს ამოქმედდეს 2013 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების
შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფრომაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა)
კანონპროექტის
მიღების
მიზეზი:
კანონპროექტის
მომზადება
განპირობებულია „ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს
კანონის პროექტის მომზადებითა და მის დებულებებთან „სახელმწიფო რეესტრის
შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“
საქართველოს კანონის და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის
ნორმათა შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობით.
ა.ბ)
კანონპროექტის
„სახელმწიფო
რეესტრის
მიზანი:
კანონპროექტის
შესახებ“
საქართველოს
მომზადების
კანონი,
მიზანია
„საქართველოს
დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონი და „საჯარო სამსახურის
შესახებ“ საქართველოს კანონი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი „ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის დებულებებთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
„სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველ
პუნქტს ემატება „თ“ ქვეპუნქტი, რომლითაც სახელმწიფო რეესტრის სახეების
ჩამონათვალს ემატება კიდევ ერთი სახის რეესტრის დასახელება - აუდიტორთა
ერთიანი რეესტრი.
„სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონს ემატება 91 მუხლი,
რომლითაც დგინდება აუდიტორთა ერთიანი რეესტრი განმარტება და დანიშნულება.
დამატებული მუხლით განისაზღვრება, რომ აუდიტორთა ერთიანი რეესტრი არის
საქართველოში აუდიტის ჩატარების უფლებამოსილების მქონე საქართველოში
რეგისტრირებული იურიდიული პირების, უცხოეთში რეგისტრირებული პირის
ფილიალის საქართველოში, აგრეთვე ფიზიკური პირების შესახებ მონაცემთა
ერთობლიობა.
ცვლილება შედის აგრეთვე „სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტში, რომლითაც განისაზღვრება აუდიტორთა
ერთიანი რეესტრის მწარმოებელი ორგანო - საჯარო სამართლის იურიდიული პირი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.
რედაქციული
ხასიათის
ცვლილება
შედის
აგრეთვე
„საქართველოს
დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის 474 მუხლის მე-2 პუნქტში
და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის
„ა“ ქვეპუნქტში.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების
გამოყოფას.
ბ.ბ)
კანონპროექტის
კანონპროექტის
გავლენა
ბიუჯეტის
მიღება ბიუჯეტის საშემოსავლო
საშემოსავლო
ნაწილზე:
ნაწილის ფორმირებისათვის
ფისკალურად ნეიტრალურია.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილზე: კანონპროექტის
მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის
მიღებით არ წარმოიშვება სახელწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულება.
ბ.ე) კანონპრექტით მოსალოდნელი ფინანსური შედეგი იმ პირთათვის,
რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება
არ იქონიებს ზეგავლენას გადასახადის განაკვეთებზე და შესაბამისად თანმდევ
ფინანსურ შედეგებზე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვის წესი (პრინციპი): კანონპროექტით არ არის
გათვალისწინებული გადასახადის და მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრის წესის
(პრინციპის) ცვლილება.
გ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
სამართლებრივ
მიმართება
ევროკავშირის
დირექტივებთან:
სტანდარტებთან:
გ.ა)
კანონპროექტის
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის
მიღებით
არ
წარმოიქმნება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს
ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელწიფო,
ორგანიზაცია/დაწესებულება,
არასახელმწიფო
ექსპერტები,
ან/და
რომლებმაც
საერთაშორისო
მონაწილეობა
მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს.
დ.ბ)
კანონპროექტის
შემუშავებაში
მონაწილე
ორგანიზაციის
(დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის
არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს.
დ.გ) კანონპროექტის ავტორი
კანონპროექტის ავტორია – საქართველოს მთავრობა.
დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი
კანონპროექტის ინიციატორია – საქართველოს მთავრობა.