„საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ’’

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
08.06.2012
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი ოთარ თოიძე
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#07-3/639/7
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-06-11
ბიუროს ნომერი 253

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
l,)dJd[ltJqnI tJdqJAt60nL blllldltt aJqJFUilt0fl qilbJ 6ndal0nTqll Jd6il, Jdnild0flb aJ6hIq0flL Jdnt]rqidflt, qJFtilillll, ?Cl,Jb0b ."J& N 253 u o35olm. 2012 gxpo Loj,:r6ognqoL 3;5o5oU Jr6r,r6j_go ,,boj,>r6ognqoL to6onr6or Lu3o6o68qndqo ojg?o g3qoqnlol.r ?3go5oL tnLobg}" (07 -3t 639, 08.0620 12) IrSaao,Xqmlotr qolgolrs q.r lro6ocq76 Lr3otsos Joao6a6o qcg3olrs qo lngosqy4 ls;oobo.r .j.a.6c6o 08.06.2012. 26 - 29 oa6ol,o ll - 14 rcJ6caacd,o t)r,Ja4eda &,q6ol' Iulnnnt4n onttt.so )p,JE it7t< lJApaAr$t .{raooSoL t3qCaJo'o qqgolro qr lr.lArljrR{o o5gl6r6cAoot ra.6r6o; oa&qoXq ts,pobou 3o3og3go; lrryosrslxr-L'lo1rsC$o Jo&6J6o pAo6fiX4a aoex4'ar E nli,ASr l^,rA,,4,7l74.on Lo jsr6or3nqrr tr J,:16q,s3356oL 6o2<6r.r sq6n5 L: buJsr6or3SqmL Jrt6q,o3X5$oL ;o8o$;$ndL; q,> LcJ.:r6q'.:3X5ggr 3r6;jgo35?o qoo$'gmb 5o<63.:go11qo ojgoL Jt6ornJgoL 3o5boq3c Lsj;16or3gqob J;16q;315$o rn;3d6pcn3t163 q,,>3oor I,> j16rd;1
წერილი
I' J 5 0 f', 0) 0t{ 0) b 0b,S J O ll 01, J IS J b trl (} 0 J R 1 dr uJJ00b0J d{,t30(q0(8)0 |,JJJ6OXJqnU JJ.6qniP5O0 o,aoq'o& ',0l0li, 6tUo!AJqol' Asat NE N oAR, (995 12) 22t 16 17 20! tsldUo: (85 32) 228 l7 20 ilq'-noL6r: sBlcrm@lp5diecnt.s. Irj.:6ro6gq,ob J.:lrrq,r0g6QoU ltc.r6056ot50oo AC.lrd,OrACEOoU Uts(tuUU Crq,6r0o6 gorgrr Ugor6rodSU dlq'6\)(')6('l co,c6' urjsrrroBgq'ob 3rT 6\)ogg6cnb 6'l-c Ecbq'ob Jot633q'o ic6C0"lrr (g) l$$Oo69q,ou ${r,q,rAC60ol) O36q,rAC60ol, 148-X Aobq"b FdrAoAoqrAC6o, X!6A6,cr,Cqxt6ou (Dg3obr (r lxqgoJq-36 ls3oolbor.: 3o&$5$ou Aogdr lt3r6o60qg0qo o6(Ro5o(,8ol, SCU.,q, ACAJA€CDOq' lJJjr6o69q'ou 3)6o6ob J6oCdOl, 't,>jrr6o63q,r'lU trr6og6ol Lt3r6<r60qr9\x'r riltAo 133q,q,C0ol-l 0COD6oU ACUrbC0". 6otkr3or, qrrq,096(q,o $dno, UttrrC63Cq,g<'rcn l.,s3r6offi(,Cbq'rT J5o33qgt6oL ArSUCbt q-orbr6qr): l) 3r6t'r6&6ogkhbo I g0$.; 2) rar)6r$Cd,o J(lAoOCOTTU Nl29l-r\maoL oj0oqrr6 I g. I 36t.; J.:6qolr6ldoor, oorrt6 onodg - JslOoOCOoU or.lg01qxr0r69 0361.11gq,363q,o: 9q,963 go6gcrqr.:dg .L. 06 2rlg
ამონაწერი სხდომის ოქმიდან
X. J 5 tl 6 0l 3 q' t'l ?t 0U tS J O il 0 b J R J t, tr) () 0 J l{'ll.?) LJJ00b0J ,l0e 0tb3tb0 t Jti6(lt3cqfll, JJ6qiic500 o,Aoq'oto,0l0E,6[toiaARot 6s3$. Nt N 60q, (995 32) ?28 16 37 20[ tsldto: (t95 32) 228 17 m lq soUor: sidcom@slim. .sc .:0o6r$C6o ltjr5or3oq,olr J!6rq'raC50ol, xr666or3q,obolr Qlc3obr (D lxloo!q-J6, ls3oorborr <'rj0oqgs6' Jtlao0c0ou 20t2 $q'oU 8 q6olrob Nl29 Ubqr'Boll 0erolr0o6gU: oorrr6 qrerodob rdr6gA35$5bo o0 3o633J$5sq-36 brJoobCborb q.or3>3tso630oor' 6rar0 br6lJor6obs l$3s6o60q.o0aq'o o6o0o)Oo3ou acacar3coi arb rR6ots6r' 6(,a qto3ob lgS6olt 6<'rjfup 3rArAfxr366r,f-r ACOCAT3CAT 6s6.:Jot6r'r0r xJ666orgq'r'rboL qg63olr 0ob6oor, bcq'o36g6o Jr6offiq,Cbq'(!)blAo 6,CJ6,(!lqt9C0c,i3q'o xJ66r6or3q'cr6oU ArLrfuolr orr6r03p,rrx't3C O&l6s{x'r0oCbolr 6rr636gq'or630Xq'o 6r'r6030oLt ACACArSCbob J0ooq,Cbq'obra. .:q6ots6r, 6o0 06ots369q'o3':6o': oU 6':630o3br, 6o0 t30rtq6o36gq'o o>6.r43q9o.39 O0C6oq,(16oc0o gg9 qr6g66oq'or j3ggs6rtso' boq'o ltau6orq'gbt6o3o Jdm{JClJCborE. 51630o 6.:3q,g0s49 $trr't6otCb3q,o ia r6oL 6r6boq'3q'o bCq'(,l3636o BiJrb3oL Jr6(,6.l6r('lCCOAo ACo,rq,otClJq,rA olr6r03q6crg9 g3 j6oq,o6ogboU 5rdergbC0rborJ6 QrJr3ffi C&Cq'o g35q'r Us3oorbo' i$6o or8ocrrdgr: 6cx'rrr6o 6oqsbl6gqodg8' 3rb.$96 0C$6dCE 0r(grtr$oocL: 06,0rbara) l. 0ob6ag$o6oq,.)e BrooBtq,ol., r6,UCaUq'o $cucr(',' JoaoOcOoU Irbgq,oor $.v6a('tq696oq, 3r6o6J6er3$5bg "U: j,:t6or3ggolr ioo6q6o lrJJr6e!ffi('Cbe,(, )COAo o3q'oq'0bob 090'r6ou aCbrbCb" l.,rJr6o6aq3\,o o6o3or$o3oU 6s6bot63ogq'Xbr' 2. go$er3crU b!C!6,oACq,c, Jn6q'rAC6CrrL ltodr6r6ob>6ocr AC${i,ODAC6OI., 3r6o6J6ogl69aou 6rrJt6<',b e,qob Sgb6o6tso AC0D6r. 3o0ogggol-r otg02qqgo0.>t63
საქართველოს კანონის პროექტი
kvleviTi departamenti პროექტი საქართველოს კანონი ,,საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ’’ მუხლი 1. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, N47-48, 31.12.1997, გვ. 126) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-3 მუხლის: 1 ა) „უ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „უ “ ქვეპუნქტი: 1 „უ ) რეპროდუქციული ჯანმრთელობა _ ფიზიკური, ფსიქიკური და სოციალური კეთილდღეობა, დამაკმაყოფილებელი და უსაფრთხო სექსუალური ცხოვრების შესაძლებლობა და რეპროდუქციის უნარი, აგრეთვე, გადაწყვეტილების მიღების თავისუფლება _ გამოიყენოს თუ არა ეს უნარი, როდის გამოიყენოს და რა სიხშირით;;“; 7 8 ბ) „ჰ “ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ “-„ჰ22“ ქვეპუნქტები: „ჰ8) ადამიანის რეპროდუქციული მასალა – ადამიანის სპერმა, კვერცხუჯრედი და ხელოვნური განაყოფიერების გზით მიღებული ემბრიონი; ჰ9) ბიოლოგიური მშობელი -– ქალი ან/და მამაკაცი, რომლის სასქესო უჯრედებისაგან ყალიბდება ემბრიონი და რომლის გენოტიპს შეიცავს დაბადებული ბავშვი; ჰ10) გამეტა – სასქესო უჯრედი (სპერმატოზოიდი ან კვერცხუჯრედი); ჰ11) გამეტის დონორი – პირი, რომელიც გასცემს თავის გამეტებს ხელოვნური ჩასახვის ტექნოლოგიების განსახორციელებლად; kanonSemoqmedebiTi saqmianobis sainformacio uzrunvelyofis ganyofileba 1 kvleviTi departamenti ჰ12) გესტაციური სუროგაცია – ქალისთვის ემბრიონის გადატანა, როცა ეს უკანასკნელი დონორების (დონორის) ან უშვილო წყვილის კვერცხუჯრედისა და სპერმატოზოიდის ორგანიზმს გარეშე («სინჯარაში») შერწყმის შედეგია; ჰ13) ემბრიონი - კვერცხუჯრედის განაყოფიერების შედეგი განაყოფიერების მომენტიდან რვა კვირის განმავლობაში, ნაყოფის ჩამოყალიბებამდე; ჰ14) ემბრიონის გადატანა - ემბრიონის (ემბრიონების) საშვილოსნოში ან ფალოპის მილში გადატანის პროცედურა; ჰ15) ემბრიონის დონაცია – წყვილის მიერ მათი საჭიროებისათვის შექმნილი ემბრიონის გაცემა სხვა წყვილისათვის ხელოვნური ჩასახვის ტექნოლოგიის განსახორციელებლად; ჰ16) ექსტრაკორპორული განაყოფიერება - სპეციალური სამედიცინო ჩარევის გზით მიღებული ადამიანის კვერცხუჯრედისა და სპერმატოზოიდის შერწყმა ლაბორატორიის პირობებში ემბრიონის მისაღებად; ჰ17) უშვილობა – ჩასახვის უუნარობა რეპროდუქციული ასაკის ქალის ან მამაკაცისათვის ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენების გარეშე სქესობრივი კავშირის პირობებში, რაც დადასტურებულია შესაბამისი სამედიცინო კვლევით; ჰ18) კვერცხუჯრედის ან სპერმატოზოიდის დონაცია – კვერცხუჯრედის ან სპერმატოზოიდის გაცემა სხვა წყვილისათვის ხელოვნური ჩასახვის ტექნოლოგიის განსახორციელებლად; ჰ19) კრიოპრეზერვაცია – გამეტის ან ემბრიონის გაყინვა შენახვის მიზნით; ნაყოფი – კვერცხუჯრედის განაყოფიერების შედეგი ემბრიონის სტადიის ჰ20) დასასრულიდან დაბადებამდე; kanonSemoqmedebiTi saqmianobis sainformacio uzrunvelyofis ganyofileba 2 kvleviTi departamenti ჰ21) რეპროდუქციული ასაკი – ასაკი, რომელშიც ორგანიზმს შენარჩუნებული აქვს გამრავლების უნარი; სუროგატული დედა - ქალი, რომელიც მუცლად ატარებს ნაყოფს უშვილო ჰ22) წყვილისათვის და ორსულობამდე აქვს გაცხადებული თანხმობა, რომ ბავშვი დაბადების შემდეგ გადაეცემა ამ წყვილს; ხელოვნური ინსემინაცია ჰეტეროლოგიური დონორის სპერმის ჰ23) (სპერმატოზოიდების) გადატანა ქალის სასქესო გზებში სქესობრივი კავშირის გარეშე, სამედიცინო პრაქტიკაში მიღებული ნებისმიერი საშუალებით; ხელოვნური ინსემინაცია ჰომოლოგიური – ქმრის/სექსუალური პარტნიორის ჰ24) სპერმის (სპერმატოზოიდების) გადატანა ქალის სასქესო გზებში სქესობრივი კავშირის გარეშე, სამედიცინო პრაქტიკაში მიღებული ნებისმიერი საშუალებით; ხელოვნური ჩასახვის ტექნოლოგია - სამედიცინო პროცედურა, რომელიც ჰ25) ტარდება ქალის დაორსულების მიზნით, სპეციალური ჩარევის შედეგად მიღებული ადამიანის სპერმატოზოიდის და/ან კვერცხუჯრედის გამოყენებით; ჰეტეროსექსუალური წყვილი ჰ26) ნებაყოფლობითი სქესობრივი კავშირი.” – ქალი და მამაკაცი, რომელთაც აქვთ 2. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ“ ქვეპუნქტი: „ტ“) რეპროდუქციული ჯანმრთელობის ხელშეწყობა, ხელოვნური ჩასახვის ტექნოლოგიების გამოყენების დაშვება ქვეყანაში აღიარებული პროფესიული სტანდარტებისა და ეთიკური ნორმების დაცვის პირობებში.“. 3. XXIII თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თავიXXIII ოჯახის დაგეგმვა და ხელოვნური ჩასახვის ტექნოლოგიები“. 4. 141-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით „მუხლი 141 kanonSemoqmedebiTi saqmianobis sainformacio uzrunvelyofis ganyofileba 3 kvleviTi departamenti 1. რეპროდუქციული ჯანმრთელობის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოში დაშვებულია ხელოვნური ჩასახვის შემდეგი ტექნოლოგიების გამოყენება: ა) ორგანიზმს გარეშე განაყოფიერება; ორგანიზმს გარეშე განაყოფიერების შედეგად მიღებული ემბრიონის გადატანა ბ) საშვილოსნოს ღრუში ან ფალოპის მილში; გ) მილში; ორივე გამეტის (კვერცხუჯრედი და სპერმატოზოიდი) გადატანა ფალოპის დ) გამეტების და ემბრიონის კრიოპრეზერვაცია; ე) გამეტების და ემბრიონის დონაცია; ვ) ჰომოლოგიური და ჰეტეროლოგიური ხელოვნური ინსემინაცია; ზ) სუროგაცია. 2. აკრძალულია ხელოვნური ჩასახვის ტექნოლოგიების გამოყენება: ა) მომავალი ბავშვისათვის განსაკუთრებული ფიზიკური და/ან ფსიქიკური მახასიათებლების ჩამოყალიბების მიზნით; ბ) სქესის შერჩევის მიზნით, იმ შემთხვევის გარდა, როდესაც თავიდან უნდა იქნეს აცილებული სქესთან შეჭიდული, სერიოზული მემკვიდრული დაავადება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის მძიმე უნარშეზღუდულობა და/ან სიკვდილი; გ) მიზნით; ემბრიონის შესაქმნელად მხოლოდ სამედიცინო – ბიოლოგიური კვლევის დ) ემბრიონის შესაქმნელად, აგრეთვე მასში მონაწილეობის მიღება, თუ ემბრიონი იქმნება სხვა ემბრიონიდან ან ნაყოფიდან აღებული უჯრედისაგან ან უჯრედის ნაწილისაგან; ე) ცხოველის სპერმის, კვერცხუჯრედის, ემბრიონის ან ნაყოფის ადამიანისათვის გადატანის მიზნით; ვ) დონორის სპერმის, კვერხცუჯრედის ან ექსტრაკორპორული განაყოფიერების შედეგად მიღებული ემბრიონის ყიდვა-გაყიდვის მიზნით; ზ) ხელოვნური ჩასახვის ტექნოლოგიის გამოყენების შედეგად დაბადებული ბავშვის გაშვილების მიზნით. 3. ხელოვნური ჩასახვის ტექნოლოგია შეიძლება გამოყენებული იქნეს ჰეტეროსექსუალური წყვილისათვის ან მარტოხელა ქალისათვის, თუ სახეზეა ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთი პირობა მაინც: ა) რეპროდუქციული ასაკის ქალი ან/და მამაკაცი უშვილოა და უშვილობის მკურნალობის ქვეყანაში ხელმისაწვდომი სხვა ალტერნატიული მეთოდების გამოყენება kanonSemoqmedebiTi saqmianobis sainformacio uzrunvelyofis ganyofileba 4 kvleviTi departamenti უშედეგო აღმოჩნდა, ან ასეთი მკურნალობა არ ჩატარებულა, მაგრამ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ის უშედეგო აღმოჩნდება, რაც დადასტურებულია სათანადო ლიცენზიის მქონე სამედიცინო დაწესებულებაში; ბ) სახეზეა ბუნებრივი გზით ჩასახული ბავშვისათვის ქალის ან მამაკაცის მხრიდან ისეთი სერიოზული მემკვიდრული დაავადების გადაცემის დასაბუთებული ალბათობა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის მძიმე უნარშეზღუდულობა და/ან ნაადრევი სიკვდილი; გ) არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბუნებრივი გზით ჩასახული ბავშვი დაიბადება ისეთი არამემკვიდრული დაავადებით, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მისი მძიმე უნარშეზღუდულობა და/ან ნაადრევი სიკვდილი; დ) ქალს აქვს დაავადება, რომლის გამოც ორსულობა სერიოზულ საფრთხეს უქმნის მის სიცოცხლესა და/ან ჯანმრთელობას. 4. დაუშვებელია ხელოვნური ჩასახვის ტექნოლოგიის განხორციელებისას გენეტიკური ნათესავების სპერმატოზოიდის და კვერცხუჯრედის შერწყმა. 5. ხელოვნური ჩასახვის ტექნოლოგიები შეიძლება განხორციელდეს ქვეყანაში აღიარებული პროფესიული სტანდარტებით მხოლოდ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის (სუბიექტების) მიერ სათანადო ნებართვის მქონე სამედიცინო დაწესებულებაში. 6. ხელოვნური ჩასახვის ტექნოლოგიების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია პროცესში მონაწილე ყველა პირის წერილობითი თავისუფალი ინფორმირებული თანხმობა, რომლის ფორმაც განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით. ამასთანავე, ხელოვნური ჩასახვის ტექნოლოგიის გამოყენებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია კონფიდენციალურია, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 7. ხელოვნური განაყოფიერების ტექნოლოგიების გამოყენებისას სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესი განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით. 8. ხელოვნური ჩასახვის ტექნოლოგიების გამოყენების შედეგად დაბადებული ბავშვის მშობლის უფლებები განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო კოდეqსის შესაბამისად. 9. ხელოვნური ჩასახვის ტექნოლოგიების გამოყენებისას ის საკითხები, რომლებიც არ წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობით გადაწყდება მხარეთა შეთანხმებით.’’. 5. დაემატოს შემდეგი შინაარსის 1411, 1412 და 1413 მუხლები: „მუხლი 1411 1. ხელოვნური ინსემინაცია შეიძლება გამოყენებულ იქნეს: kanonSemoqmedebiTi saqmianobis sainformacio uzrunvelyofis ganyofileba 5 kvleviTi departamenti ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი უშვილო წყვილისათვის ქმრის ან დონორის სპერმის გამოყენებით; ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ ქორწინებაში არმყოფი უშვილო წყვილისათვის პარტნიორი მამაკაცის ან დონორის სპერმის გამოყენებით; გ) მარტოხელა ქალისათვის დონორის სპერმის გამოყენებით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებში მითითებულ შემთხვევაში ხელოვნური ინსემინაცია დასაშვებია მხოლოდ წყვილის ან მარტოხელა ქალისა და დონორის წერილობითი ინფორმირებული თანხმობით. 3. ინფორმირებული თანხმობის მიცემის შემდეგ როგორც წყვილს ან მარტოხელა ქალს, ისე დონორს, შესაბამისი სამედიცინო პროცედურის დაწყებამდე, უფლება აქვთ უარი განაცხადონ ხელოვნური ინსემინაციის ჩატარებაზე. 4. თუ დონორმა უარი თქვა მისი გამეტის ხელოვნური ინსემინაციისათვის გამოყენებაზე დონორმა უნდა აანაზღაუროს ყველა ხარჯი, რომელიც გაწეული აქვს წყვილს ან მარტოხელა ქალს პროცედურის ჩატარებისთვის. 5. წყვილს ან მარტოხელა ქალს დონორის შერჩევის მიზნით, აქვს უფლება მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია დონორის ასაკის, გარეგნული მონაცემების, ეთნიკური წარმომავლობისა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელიც არ იძლევა დონორის იდენტიფიცირების შესაძლებლობას. მუხლი 1412 1. ექსტრაკორპორული განაყოფიერება დასაშვებია: ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უშვილო წყვილისათვის : ა.ა) უშვილობის მკურნალობის მიზნით თავად წყვილის ან დონორის გამეტების გამოყენებით; ა.ბ) ცოლის ან ქმრის მხრიდან გენეტიკური დაავადების გადაცემის რისკის არსებობისას; ამ დროს გამოიყენება დონორის გამეტა ან სხვა წყვილის გამეტების შერწყმის შედეგად მიღებული ემბრიონი; ბ) მარტოხელა ქალისათვის: ბ.ა) უშვილობის მკურნალობის მიზნით თავად მარტოხელა ქალის ან კვერცხუჯრედის და დონორის სპერმის გამოყენებით; დონორის ბ.ბ) ქალის მხრიდან გენეტიკური დაავადების გადაცემის რისკის არსებობისას; ამ დროს გამოიყენება დონორის კვერხუჯრედი და სპერმა ან სხვა წყვილის გამეტების შერწყმის შედეგად მიღებული ემბრიონი; kanonSemoqmedebiTi saqmianobis sainformacio uzrunvelyofis ganyofileba 6 kvleviTi departamenti 2. ექსტრაკორპორული განაყოფიერებისათვის შესაძლებელია გამოყენებული იქნეს დონორის სპერმა, როცა: ა) მამაკაცს დადგენილი აქვს უნაყოფობის დიაგნოზი, ან წყვილის უნაყოფობის მიზეზი უცნობია და სავარაუდოა, რომ დონორის სპერმის გამოყენება შედეგიანი იქნება; ბ) მძიმე გენეტიკური ან სხვა დაავადების თავიდან ასაცილებლად; გ) ხელოვნური ჩასახვის ტექნოლოგია უტარდება მარტოხელა ქალს. 3. ექსტრაკორპორული განაყოფიერებისათვის შესაძლებელია გამოყენებული იქნეს დონორის კვერცხუჯრედი, როცა: ა) ქალს დადგენილი აქვს უშვილობის დიაგნოზი ან წყვილის უნაყოფობის მიზეზი უცნობია და სავარაუდოა, რომ დონორის კვერცხუჯრედის გამოყენება შედეგიანი იქნება; ბ) მძიმე გენეტიკური ან სხვა დაავადების თავიდან ასაცილებლად; 4. ექსტრაკორპორული განაყოფიერების გზით მიღებული ემბრიონების რიცხვი არ უნდა აღემატებოდეს იმ რაოდენობას, რომლის საშვილოსნოში გადატანა შესაძლებელია ერთი სამკურნალო პროცედურის დროს; ამასთან, დაშვებულია ერთდროულად არაუმეტეს სამი ემბრიონის გადატანა. 5. თუ ექსტრაკორპორული განაყოფიერების გზით მიღებული ემბრიონი არ იქნა გადატანილი ქალის საშვილოსნოში, წყვილის ან მარტოხელა ქალის მიერ გადაწყვეტილების შეცვლის ან სხვა მიზეზის გამო, დასაშვებია: ა) ემბრიონის კრიოპრეზერვაცია, რათა წყვილმა ან მარტოხელა ქალმა გამოიყენოს მოგვიანებით; ბ) ემბრიონის დონაცია სხვა წყვილისათვის ან მარტოხელა ქალისათვის, წყვილის ან მარტოხელა ქალის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში. 6. წყვილისთვის ან მარტოხელა ქალისათვის, რომელიც მიმართავს ექსტრაკორპორულ განაყოფიერებას, გამეტის დონორის ვინაობა ცნობილი არ უნდა იყოს; თავის მხრივ, გამეტის დონორისთვის ხელმიუწვდომელი უნდა იყოს ინფორმაცია წყვილის ან მარტოხელა ქალის შესახებ. 7. წყვილს ან მარტოხელა ქალს, რომელსაც აქვს სურვილი იყოლიოს ბავშვი ექსტრაკორპორული განაყოფიერების გზით, უნდა მიეწოდოს ინფორმაცია: ა)ექსტრაკორპორული განაყოფიერების მიზნისა და არსის შესახებ; ბ) ექსტრაკორპორული განაყოფიერების მოსალოდნელი შედეგების, თანმხლები რისკისა და ეფექტიანობის, მათ შორის, კონკრეტულ შემთხვევაში ექსტრაკორპორული განაყოფიერების წარმატებული შედეგების ალბათობის შესახებ; გ) ხელოვნური განაყოფიერების სხვა მეთოდების შესახებ, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია მოცემულ სიტუაციაში; დ) ემბრიონის შენახვის და გამოყენების კანონით განსაზღვრული წესის შესახებ; kanonSemoqmedebiTi saqmianobis sainformacio uzrunvelyofis ganyofileba 7 kvleviTi departamenti ე) ექსტრაკორპორულ განაყოფიერებასა და ემბრიონის დაცვასთან დაკავშირებულ სამართლებრივი საკითხების შესახებ, რასაც შეიძლება მნიშვნელობა ჰქონდეს წყვილისთვის; 8. ექსტრაკორპორული განაყოფიერების ჩატარების შემთხვევაში წყვილს ან მარტოხელა ქალს უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია პროცედურის მიმდინარეობისა და შუალედური და საბოლოო შედეგების შესახებ, მათ შორის: ა) მიღებული კვერცხუჯრედების რაოდენობის შესახებ; ბ) ექსტრაკორპორული განაყოფიერების გზით მიღებული ემბრიონების რაოდენობის შესახებ; გ) ჩანერგილი ემბრიონების რაოდენობის შესახებ; დ) ორსულობის განვითარებისა და მიმდინარეობის შესახებ. 9. ექსტრაკორპორული განაყოფიერების გზით ორსულობა შეიძლება გამოწვეული იქნეს ქალში, რომელსაც არ აქვს მენოპაუზა (კვერცხუჯრედის მომწიფების ციკლის შეწყვეტა), გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მენოპაუზა პათოლოგიურია. მუხლი 1413 1. გადაუნერგავი ემბრიონის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს უშვილო წყვილი ან მარტოხელა ქალი. უშვილო წყვილის ან მარტოხელა ქალის წერილობითი ინფორმირებული თანხმობა გადაუნერგავი ემბრიონის გამოყენების შესახებ აუცილებელია, მაშინაც, როცა ემბრიონი დონორის გამეტის გამოყენებით არის მიღებული. ემბრიონის შენახვა დასაშვებია წყვილის ან მარტოხელა ქალის ინფორმირებული თანხმობით. შენახვიდან ხუთწლიანი ვადის გასვლის შემდეგ შენახვის გაგრძელებისათვის აუცილებელია წყვილის განმეორებითი ინფორმირებული თანხმობა. 2. წყვილს ან მარტოხელა ქალს შეუძლია მოითხოვოს ემბრიონის შენახვის ვადის გაგრძელება ქალის მიერ ფიზიოლოგიური მენოპაუზის ასაკის მიღწევამდე. 3. ემბრიონის შენახვის ხარჯებს ანაზღაურებს წყვილი ან მარტოხელა ქალი, რომლის რეპროდუქციული მიზნებისთვისაც შეიქმნა ემბრიონი. წყვილს ან მარტოხელა ქალს შეუძლია უარი თქვას შენახული ემბრიონის გამოყენებაზე და გადასცეს ის სხვა წყვილს. 4. ემბრიონის შენახვა უნდა მოხდეს აღიარებული სტანდარტების შესაბამისად სათანადო ლიცენზიის მქონე სამედიცინო დაწესებულებაში. ემბრიონის შენახვის წესი განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით. 5. ექსტრაკორპორული განაყოფიერების შედეგად მიღებულ ემბრიონზე სამედიციობიოლოგიური კვლევა შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კვლევა არ უქმნის საფრთხეს ემბრიონის არსებობას და მისი ერთადერთი მიზანია ემბრიონის სიცოცხლისუნარიანობის გაზრდა.’’. kanonSemoqmedebiTi saqmianobis sainformacio uzrunvelyofis ganyofileba 8 kvleviTi departamenti 6. 143-ე მუხლი ჩამოყალიბდეს სემდეგი რედაქციით: „მუხლი 143 1. სუროგაცია არის უშვილო წყვილის, ერთი მხრივ, და რეპროდუქციული უნარის მქონე ქალის, მეორე მხრივ, შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ქალი თანახმაა დაორსულდეს ხელოვნური ჩასახვის ტექნოლოგიის გამოყენებით და ბავშვი დაბადების შემდეგ გადასცეს წყვილს. საქართველოში სუროგაცია დასაშვებია მხოლოდ ალტრუისტული მოსაზრებებით და გესტაციური სუროგაციის ფორმით. ქალი შესაძლებელია გახდეს სუროგატი დედა არაუმეტეს ორჯერ. 2. აკრძალულია: ა) სუროგატული დედობა ფინანსური სარგებლობის მიღების მიზნით. ბ) სუროგატული დედობის იძულება. 3. სუროგაციის გამოყენების უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ უშვილო წყვილს. 4. სუროგატული დედა შეიძლება იყოს რეპროდუქციული ასაკის ქმედუნარიანი ქალი, რომელსაც ჰქონდა ერთი მშობიარობა მაინც ცოცხალი ნაყოფით. ქორწინებაში მყოფი ქალის სუროგატული დედობა დასაშვებია მხოლოდ ქმრის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში. 5. სამედიცინო კრიტერიუმების ნუსხას, რომელსაც უნდა შეესაბამებოდეს მომავალი სუროგატული დედა, აგრეთვე იმ სავალდებულო გამოკვლევების ნუსხას, რომლებიც უნდა ჩაუტარდეს მომავალ სუროგატულ დედას განსაზღვრავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნორმატიული აქტით. 6. უშვილო წყვილისა და სუროგატი დედის უფლება-მოვალეობები ამ კანონით გათვალისწინებულის გარდა აისახება ხელშეკრულებაში, რომელიც ფორმდება ხელოვნური ჩასახვის ტექნოლოგიის განხორციელებამდე და რომელიც დამოწმებული უნდა იქნეს ნოტარიალური წესით. 7. უშვილო დაკავშირებულია: წყვილი ვალდებულია აანაზღაუროს ხარჯები, რომლებიც ა) ხელოვნური ჩასახვის ტექნოლოგიის (ტექნოლოგიების) განხორციელებასთან, სუროგატი დედისათვის ამ კანონით დადგენილი წესით სამედიცინო გამოკვლევების ჩატარების ჩათვლით; ბ) სუროგატული დედის ორსულობასთან, მშობიარობასთან, მშობიარობის შემდგომ პერიოდთან დაკავშირებული სამედიცინო მომსახურებასა და დაბადებული ბავშვის სამშობიაროში მოვლასთან და მკურნალობასთან; kanonSemoqmedebiTi saqmianobis sainformacio uzrunvelyofis ganyofileba 9 kvleviTi departamenti გ) სუროგაციის ხელშეკრულების გაფორმებისათვის აუცილებელი იურიდიული და სხვა მომსახურებისათვის; დ) სუროგაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა ხარჯი, მათ შორის შესაძლო შემოსავლის დანაკარგი, თუ ანაზღაურება არ გულისხმობს სუროგატი დედის მიერ ფინანსურ მოგებას. 8. უშვილო წყვილი ვალდებულია დაიცვას სუროგატული დედის ვინაობის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობა, როგორც ბავშვის დაბადებამდე, ისე მის შემდეგ, თუ ამას მოითხოვს სუროგატული დედა, რაც დაფიქსირებული უნდა იყოს სუროგაციის ხელშეკრულებაში.“. 7. 143-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1431 მუხლი: „მუხლი1431 1. სუროგატულ დედას უფლება აქვს: ა) სუროგაციის ხელშეკრულების გაფორმებამდე მისთვის გასაგები ფორმით მიიღოს სრული ინფორმაცია განზრახული ხელოვნური ჩასახვის ტექნოლოგიის გამოყენების, ორსულობის, მშობიარობის და მშობიარობის შემდგომი პერიოდის მოსალოდნელი გართულებების ალბათობის შესახებ, მათ შორის სუროგატული დედის გარდაცვალების რისკის ჩათვლით. ბ) მოიძიოს მეორე აზრი სუროგაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამედიცინო ჩარევის ან რეკომენდაციის შესახებ. გ) მიიღოს მისი ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც სამედიცინო პერსონალმა შეიძლება მოიპოვოს დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიის გამოყენების შემდეგ დაბადებული ბავშვის ჯანმრთელობაზე დაკვირვების შედეგად. დ) ორსულობის პერიოდში ისარგებლოს ორსულთათვის დადგენილი შეღავათებით. საქართველოს კანონმდებლობით 2. სუროგატული დედის წერილობითი თანხმობა უნდა აისახოს ხელოვნური ჩასახვის ტექნოლოგიის განხორციელების ამსახველ სამედიცინო დოკუმენტაციაში. 3. სუროგატული დედა ვალდებულია: ა) სუროგაციის ხელშეკრულების დადებამდე და სათანადო რეპროდუქციული ტექნოლოგიის გამოყენებამდე: ა.ა) საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს უშვილო წყვილს და სამედიცინო პერსონალს, რომელიც ასრულებს სუროგატულ დედობასთან დაკავშირებულ სამედიცინო ჩარევებს. kanonSemoqmedebiTi saqmianobis sainformacio uzrunvelyofis ganyofileba 10 kvleviTi departamenti ა.ბ) ჩაიტაროს ამ კანონის 143 მუხლის მე-5 პუნქტში მითითებული სამედიცინო გამოკვლევები. ბ) სუროგაციის ხელშეკრულების დადებისა და/ან სათანადო რეპროდუქციული ტექნოლოგიის გამოყენების შემდეგ: ბ.ა) აცნობოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტში მითითებულ სამედიცინო პერსონალს და უშვილი წყვილს ორსულობის დადგომის პირველის ნიშნების შესახებ. დაორსულებამდე და დაორსულების შემდეგ მუდმივად იმყოფებოდეს სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ. ბ.ბ) შეასრულოს სამედიცინო პერსონალის ყველა რეკომენდაცია, რომელთა მიზანია სუროგატული დედისა და ნაყოფის ჯანმრთელობისათვის ხელშეწყობა; ბ.გ) სამედიცინო პერსონალს და უშვილი წყვილს აცნობოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ნებისმიერი ცვლილების შესახებ, აგრეთვე საცხოვრებელი ადგილის შეცვლის თაობაზე. 4. მომავალი სუროგატული კონფიდენციალურობა: დედა ვალდებულია დაიცვას ინფორმაციის ა) უშვილო წყვილის ვინაობის შესახებ, როგორც ბავშვის დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. ბ) ბავშვის სუროგაციის შედეგად დაბადების შესახებ.“. 8. 144-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 144 1. გამეტის დონორი შეიძლება იყოს ქმედუნარიანი 21 წელს მიღწეული მამაკაცი ან ქალი, თუ მას არ აღენიშნება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული რომელიმე დაავადება. დონორი ვალდებულია გამეტის აღებამდე მიაწოდოს სამედიცინო პერსონალს სრული ინფორმაცია საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. გამეტის დონორობის იძულება აკრძალულია. 2. გამეტის დონორობა უფასოა. დონორი იღებს მხოლოდ დონორობასთან დაკავშირებული ხარჯების (დრო, ტრანსპორტი, სამუშაოდან მოცდენა და სხვა) კომპენსაციას. 3. გამეტების ექსპორტი და იმპორტი დაუშვებელია. 4. ერთი და იგივე დონორისაგან აღებული გამეტა ხელოვნური ჩასახვის ტექნოლოგიის განსახორციელებლად შეიძლება გამოყენებული იქნეს არა უმეტეს სამი შემთხვევისა, რომელსაც მოჰყვა ბავშვის დაბადება. kanonSemoqmedebiTi saqmianobis sainformacio uzrunvelyofis ganyofileba 11 kvleviTi departamenti 5. გარდაცვლილი მამაკაცის გამეტის აღება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს პირის მიერ სიცოცხლეში გაცხადებული ნება მისი სიკვდილის შემდეგ გამეტის აღების თაობაზე ჰომოლოგიური ხელოვნური ინსემინაციისათვის ან მისი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის კვერცხუჯრედის გამოყენებით in vitro განაყოფიერებისათვის მეუღლის დაორსულების მიზნით. ამ შემთხვევებში ჩასახული ნაყოფი ითვლება გარდაცვლილი მამაკაცის შვილად. 6. აკრძალულია გარდაცვლილი ქალისაგან კვერცხუჯრედის ან საკვერცხის აღება ხელოვნური ჩასახვის ტექნოლოგიების განხორციელების მიზნით. 7. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აწარმოებს გამეტის დონორთა და სუროგატი დედების ერთიან რეესტრს და ყველა სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია დადგენილი წესით მიაწოდოს მას ინფორმაცია დაწესებულებისათვის ცნობილი ყოველი ამგვარი პირის შესახებ. 8. გამეტის აღების, შემოწმების, შენახვისა და გამოყენების წესი, აგრეთვე გამეტის დონორთა და სუროგატი დედების ერთიანი რეეესტრის რეგისტრაციის წესი განისაზღვრება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით. “. 9. 144-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1441 მუხლი: „მუხლი 1441 1. გამეტის კრიოპრეზერვაცია დაშვებულია იმ შემთხვევაში, თუ: ა) შენახული გამეტის გამოყენება გამიზნულია მხოლოდ გამეტის გამცემი პირის პერსონალური სარგებლობისათვის. იმ შემთხვევაში, თუ პირს, რომლის გამეტის შენახვაც იგეგმება, მომავალში ემუქრება უშვილობა, ან პირი ცხოვრობს ისეთ გარემო პირობებში, რომ სავარაუდოა მომავალში ჩასახული ბავშვის დაბადება სერიოზული თანდაყოლილი დაავადებით, რასაც წერილობით ადასტურებს შესაბამისი ექიმი სპეციალისტი; ან ბ) გამეტა აღებულია დონორობის მიზნით. 2. კრიოპრეზერვირებული გამეტის გამცემი პირის სიკვდილის შემთხვევაში, შენახული გამეტა შეიძლება გამოყენებული იქნეს სხვა უშვილო წყვილისათვის ხელოვნური ჩასახვის ტექნოლოგიის, მათ შორის in vitro განაყოფიერების განსახორციელებლად, თუ კრიოპრეზერვირებული გამეტის გამცემს სიცოცხლეში ჰქონდა გაცხადებული თანხმობა მისი სიკვდილის შემთხვევაში გამეტის სხვა წყვილის მიერ გამოყენების თაობაზე. 3. გარდაცვლილი ადამიანის გამეტის კრიოპრეზერვაცია დაშვებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირმა სიცოცხლეში გამოხატა ნება სიკვდილის შემდეგ მისი გამეტის აღებასა და შენახვაზე ხელონური ჩასახვის ტექნოლოგიების განხორციელების მიზნით მასთან საქართველოს კანონმდებლობით დადგნილი წესით ქორწინებაში მყოფი მეუღლის ინსემინაციის ან მეუღლის ექსტრაკორპორული განაყოფიერების გზით ხელოვნური განაყოფიერებისათვის.“ . kanonSemoqmedebiTi saqmianobis sainformacio uzrunvelyofis ganyofileba 12 kvleviTi departamenti 10. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1543 მუხლი: „მუხლი1543 1. 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე საქართველოს მთავრობამ შეიმუშავოს და საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს კანონპროექტი „ხელოვნური ჩასახვის ტექნოლოგიების გამოყენების ნებართვის შესახებ“. 2. 2012 წლის 31 დეკემბრამდე საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა უზრუნველყოს შემდეგი ნორმატიული აქტების გამოცემა: ა) ხელოვნური ჩასახვის ტექნოლოგიების გამოყენების პროცესში მონაწილე პირის ინფორმირებული თანხმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე; ბ) ხელოვნური ჩასახვის ტექნოლოგიების გამოყენებისას სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ; გ) ემბრიონის შენახვის წესის დამტკიცების თაობაზე; დ) გამეტის დონორისათვის სამედიცინო გამოკვლევის ჩატარების წესისა და გამოსარიცხი დაავადებების ჩამონათვალის დამტკიცების თაობაზე; ე) გამეტის დონორთა რეგისტრაციის ერთიანი რეესტრის წარმოებისა და მისი წარმოებისათვის ინფორმაციის მიწოდების წესის დამტკიცების თაობაზე; ვ) გამეტის აღების, შემოწმების, შენახვისა და გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე.“. მუხლი 2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი, 1997, გვ. 1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11901 მუხლი: „მუხლი11901 ხელოვნური ჩასახვის ტექნოლოგიების გამოყენებით დაბადებული ბავშვის წარმოშობის დადგენა 1. საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ხელოვნური ჩასახვის ნებისმიერი ტექნოლოგიის გამოყენების შედეგად დაბადებულ ბავშვს აქვს იგივე უფლებები და სარგებლობს იგივე მოპყრობით, როგორითაც ბიოლოგიური გზით დაბადებული ბავშვი. 2. საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ხელოვნური ჩასახვის ნებისმიერი ტექნოლოგიის გამოყენების შედეგად დაბადებული ბავშვის მშობლებად ჩაითვლება და შესაბამისად მშობლის ყველა უფლება-მოვალეობა წარმოეშობა იმ უშვილო წყვილს (მარტოხელა ქალს), რომელმაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დადო ხელშეკრულება ხელოვნური ჩასახვის kanonSemoqmedebiTi saqmianobis sainformacio uzrunvelyofis ganyofileba 13 kvleviTi departamenti ტექნოლოგიების გამოყენებით ბავშვის ჩასახვის მიზნით გამეტის დონორთან ან/და სუროგატ დედასთან. ამასთანავე, უშვილო წყვილი ვალდებულია შეასრულოს ხელოვნური ჩასახვის ნებისმიერი ტექნოლოგიის გამოყენების შედეგად დაბადებული ბავშვის მშობლის უფლება-მოვალეობები მიუხედავად დაბადებული ბავშვის ჯანმრთელობისა. 3. გამეტის დონორს არ აქვს ხელოვნური ჩასახვის ტექნოლოგიის გამოყენების შედეგად დაბადებული ბავშვის მშობლად აღიარების უფლება თუ მათ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განაცხადებს ინფორმირებულ თანხმობას ხელოვნური ჩასახვის ტექნოლოგიის გამოყენების პროცესში მონაწილეობის თაობაზე და შესაბამისი სამედიცინო პროცედურის დაწყებამდე არ განუცხადებიათ უარი მათ თანხმობაზე. ამ შემთხვევაში გამეტის დონორი ვალდებულია აანაზღაუროს უარის გაცხადების დროისათვის უშვილო წყვილის მიერ ხელოვნური ჩასახვის ტექნოლოგიის გამოყენებისთვის გაწეული ხარჯები. 4. თუ ამ მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად გამეტის დონორის მიერ გაცხადებული უარის მიუხედავად ბავშვი მაინც დაიბადება ხელოვნური ჩასახვის ტექნოლოგიის გამოყენების შედეგად, ამ ბავშვის დედად ჩაითვლება გამეტის დონორი, რომლის კვერცხუჯრედიდანაც დაიბადა ბავშვი. 5. სუროგატ დედას არ აქვს ხელოვნური ჩასახვის ტექნოლოგიის გამოყენების შედეგად დაბადებული ბავშვის მშობლად აღიარების უფლება. ბავშვის მშობლად ითვლება უშვილო წყვილი, რომელმაც სუროგატ დედასთან დადო სუროგაციის ხელშეკრულება. 6. თუ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ ქორწინებაში არმყოფი წყვილის მიერ ჰომოლოგიური ხელოვნური ინსემინაციის გამოყენების შემდეგ მამაკაცი გარდაიცვალა ბავშვის დაბადებამდე, გარდაცვლილი მამაკაცის მამობა დგინდება სასამართლო წესით. 7.თუ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი წყვილის მიერ ჰეტეროლოგიური ხელოვნური ინსემინაციის გამოყენების შემდეგ მამაკაცი გარდაიცვალა ბავშვის დაბადებამდე, დაბადებული ბავშვი ითვლება ამ მამაკაცის შვილად და სარგებლობს ყველა შესაბამისი უფლებით.“. მუხლი 3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1352 მუხლი: „მუხლი 1352. ადამიანის რეპროდუქციული მასალით ვაჭრობა 1. ადამიანის რეპროდუქციული მასალით ვაჭრობა ესე იგი ადამიანის გამეტის ან ემბრიონის ყიდვა ან გაყიდვა, – kanonSemoqmedebiTi saqmianobis sainformacio uzrunvelyofis ganyofileba 14 kvleviTi departamenti ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა 2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) არაერთგზის; ბ) ასეთი დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ გ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.“. მუხლი 4. „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N18, 28.06.2001, მუხ. 62) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 38-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. სამედიცინო პერსონალს უფლება აქვს სინდისის, აღმსარებლობის და რწმენის საფუძველზე უარი განაცხადოს ხელოვნური ჩასახვის ტექნოლოგიის გამოყენების პროცედურაში მონაწილეობის მიღებაზე.“. 2. 39-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. სამედიცინო პერსონალი ვალდებულია ხელოვნური ჩასახვის ტექნოლოგიის გამოყენების პროცესში მონაწილე პირებს (გამეტების დონორებს, სუროგატ დედას) მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და შესაძლო გართულების შესახებ, აგრეთვე ინფორმაცია, რომელიც მათ შეიძლება მიიღონ დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიის გამოყენების შემდეგ დაბადებული ბავშვის ჯანმრთელობაზე დაკვირვების შედეგად.“. 3. 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ხელოვნური ჩასახვის ტექნოლოგიების გამოყენებისას;“ 3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 421-ე მუხლი: მუხლი 421. ხელოვნური ჩასახვის ტექნოლოგიების გამოყენებისას kanonSemoqmedebiTi saqmianobis sainformacio uzrunvelyofis ganyofileba 15 kvleviTi departamenti სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება „1. ხელოვნური ჩასახვის ტექნოლოგიების გამოყენებისას ხელოვნური ჩასახვის ტექნოლოგიის ჩატარების შესახებ ინფორმაცია, აგრეთვე ამ პროცესში მონაწილე ყველა პირის მიერ გაცემული ინფორმირებული თანხმობა აისახება სამედიცინო დოკუმენტაციაში, რომელიც დაწესებულებაში უვადოდ ინახება. 2. აკრძალულია ხელოვნური ჩასახვის ტექნოლოგიების გამოყენების პროცესში მონაწილე მხარეთა ვინაობის, შესაბამის სამედიცინო დოკუმენტაციაში ასახული ინფორმაციის გაცემა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა. 3. სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებული ინფორმაციის გამოყენება სამეცნიერო, მათ შორის ეპიდემიოლოგიური კვლევისათვის შეიძლება მხოლოდ მასში მონაწილე პირთა იდენტიფიკაციის გამომრიცხავი ფორმით. ამასთანავე, კვლევის ჩატარების აუცილებელი პირობაა იმ პირის წინასწარი ინფორმირებული თანხმობა, რომელთან დაკავშირებული ინფორმაცია უნდა იქნეს გამოყენებული კვლევისათვის.“. მუხლი 5. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, N12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 462 მუხლი: „მუხლი 462. სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის გამეტის დონორთა და სუროგატი დედების ერთიან რეესტრში შესატანი ინფორმაციის შეუტყობინებლობა ან არასწორი ინფორმაციის მიწოდება სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის გამეტის დონორთა და სუროგატი დედების ერთიან რეესტრში შესატანი ინფორმაციის შეუტყობინებლობა ან არასწორი ინფორმაციის მიწოდება – გამოიწვევს იურიდიული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.“. 2. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 208. რაიონის (ქალაქის) სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები kanonSemoqmedebiTi saqmianobis sainformacio uzrunvelyofis ganyofileba 16 kvleviTi departamenti მუხლი 208. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები რაიონული (საქალაქო) სასამართლო განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 1 2 საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 42 და 42 მუხლებით, 43-ე მუხლის მე-2 3 5 7 10 1 1 4 2 3 3 ნაწილით, 44-ე–44 , 44 , 44 –44 , 45-ე, 46-ე, 46 , 462, 48-ე−49-ე, 50 –55 , 56-ე, 57-ე–59-ე, 59 , 59 , მე-60, 60 , 1 1 1 1 1 2 3 2 61-ე, 61 , 63-ე, 63 , 64-ე, 64 , 65-ე, 66-ე−69-ე, 71-ე, 72 –78-ე, 79 –82 , 84-ე–86-ე, 88-ე–89 , 91 , 94-ე, 95-ე, 972 1 1 4 1 1 5 10 ე–100 , 103 –105 და 105 მუხლებით, 127 მუხლის მე-5 ნაწილით, 128 –128 , 143-ე, 144-ე, 144 , 145-ე, 1 2 1 3 5 6 146 , 148-ე, 150-ე–151-ე, 152-ე, 152 –153 და 153 –153 მუხლებით, 153 მუხლის მე-2 ნაწილით, 3 1 1 1 9 4 1 154- 3 ე−154 , 155 –156-ე, 157 –158 , 159-ე–159 , 163-ე, 164-ე, 164 , 165 –165 , 166-ე, 167-ე და 170-ე მუხლებით, 1 4 5 4 6 7 9 12 1 1 2 8 9 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 171 , 172 , 172 , 173-ე, 173 , 173 , 173 , 173 , 173 , 174 , 175 , 175 , 177 , 177 , 11 1 2 177 , 178-ე, 179 –183-ე, 187-ე–187 , 189-ე, 191-ე მუხლებით (გარდა 191-ე მუხლის პირველი და 1 2 6 1 1 ნაწილებისა), 192-ე, 195-ე, 196 –196 და 197 მუხლებით.“. 3. 239-ე მუხლის 42-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „42. ამ კოდექსის 461 და 462 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამოსილი თანამდებობის პირები.“. 4. 234-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 234. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ღია განხილვა 1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება ღიად, გარდა ამ კოდექსის 462 მუხლით გათვალისწინებული საქმისა. 2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების აღმზრდელობით და გამაფრთხილებელი როლის ამაღლების მიზნით ასეთი საქმეები შეიძლება განხილულ იქნეს უშუალოდ შრომით კოლექტივებში, დამრღვევის სწავლის ან საცხოვრებელ ადგილას. 3. ამ კოდექსის 462 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება დახურულ სხდომაზე.“. მუხლი 6. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40, 18.07.2005, მუხ. 264) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 24-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 57 პუნქტი: „57. ხელოვნური ჩასახვის ტექნოლოგიების გამოყენების ნებართვა.“. kanonSemoqmedebiTi saqmianobis sainformacio uzrunvelyofis ganyofileba 17 kvleviTi departamenti მუხლი 7. „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 5.09.2003, მუხ. 195) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31-ე პუნქტი: „31. ხელოვნური ჩასახვის ტექნოლოგიების გამოყენების ნებართვა − 1000 ლარი.“. მუხლი 8. 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი–მე-9 პუნქტებისა და მე-2- მე-7 მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი–მე-9 პუნქტები და მე-2-მე-7 მუხლები ამოქმედდეს 2013 წლის 1 იანვრიდან. kanonSemoqmedebiTi saqmianobis sainformacio uzrunvelyofis ganyofileba 18
განმარტებითი ბარათი
kvleviTi departamenti განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე ,,საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ” ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ. ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის შემუშავება განაპირობა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, მოქმედ კანონმდებლობაში, რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, ხელოვნური ჩასახვის თანამედროვე ტექნოლოგიების მარეგულირებელი ნორმების შემუშავების აუცილებლობამ. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ზემოაღნიშნული თანამედროვე ტექნოლოგიები უკვე დანერგილია ქვეყანაში, ხოლო სამართლებრივი გარემო ნაკლებად ჰარმონიზებულია ამ პროცესებთან. საქართველოში, ისევე, როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, რთული სამედიცინო ტექნოლოგიების დანერგვამ წინ გაუსწრო ამ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული პრობლემების სამართლებრივ მოწესრიგებას. სწორედ ეს გახლავთ კანონპროექტის შემუშავების ძირითადი მიზეზი. კანონპროექტში დეტალიზებულად არის განხილული ხელოვნური ჩასახვის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კომიტეტის მიერ შემოთავაზებული ცვლილებების მიზანია საქართველოში ხელოვნური ჩასახვის ტექნოლოგიების გამოყენებისას თანამედროვე, მსოფლიოში აღიარებული და აპრობირებული სამართლებრივი მექანიზმის დანერგვა, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მომსახურების ხარისხს და ორიენტირებული იქნება პაციენტის უფლებების დაცვაზე. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოგდენილი კანონპროექტით საკანონმდებლო აქტში. ჯანმრთელობის დაცვის ცვლილება შესახებ“ შედის საქართველოს საქართველოს კანონში რამოდენიმე გათვალისწინებული kanonSemoqmedebiTi saqmianobis sainformacio uzrunvelyofis ganyofileba 19 kvleviTi departamenti ცვლილება ადგენს საქართველოში დაშვებულ ხელოვნური ჩასახვის ტექნოლოგიების სახეებს და განსაზღვრავს მათი გამოყენების პირობს. კანონპროექტის კონცეპტუალური ნაწილია რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროში გაწეული სამედიცინო მომსახურების შესაბამისობის უზრუნველყოფა ქვეყანაში აღიარებულ პროფესიულ სტანდარტებთან და ეთიკურ ნორმებთან, ასევე წყვილისა და ნაყოფის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, აგრეთვე ემბრიონის დაცვა. ვინაიდან უცხო ქვეყნებში არსებული სიტუაციის ანალიზმა არაერთგვაროვანი სურათი გამოავლინა (იხ. დანართი), კანონის პროექტის მომზადების პროცესში შეუძლებელი გახდა ერთმნიშვნელოვანი ორიენტირის შერჩევა. ცხადი გახდა, რომ აკრძალვა არ იქნებოდა მართებული პრობლემის აქტუალურობის, რეპროდუქციულ სფეროში სამედიცინო ტექნოლოგიების პროგრესისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ჩვენს ქვეყანაში ეს ტექნოლოგიები უკვე დანერგილია და გამოიყენება. კანონპროექტის თანახმად, მოქმედი კანონის მე-3 მუხლს დაემატა ამ სფეროს უმნიშვნელოვანესი დეფინიციები ასევე შეიცვალა თავი XXIII - ოჯახის დაგეგმვა და ხელოვნური ჩასახვის ტექნოლოგიები; აქვე 141-ე მუხლით დადგინდა საქართველოში დაშვებული ხელოვნური ჩასახვის ტექნოლოგიების ნუსხა:  ორგანიზმს გარეშე განაყოფიერება (მუხლი 1411);  ორგანიზმს გარეშე განაყოფიერების შედეგად მიღებული ემბრიონის გადატანა საშვილოსნოს ღრუში ან ფალოპის მილში;  ორივე გამეტის (კვერცხუჯრედი და სპერმატოზოიდი) გადატანა ფალოპის მილში;  გამეტების და ემბრიონის კრიოპრეზერვაცია (მუხლი 1441) გამეტების და ემბრიონის დონაცია (მუხლი 144);    ჰომოლოგიური და ჰეტეროლოგიური ხელოვნური ინსემინაცია (მუხლი 1411); სუროგაცია (მუხლი 143; 1431 ). კანონპროექტის პირველი მუხლის (141-ე მუხლის მე-3 პუნქტი) თანახმად დაგდინდა პირთა წრე, რომელთაც შეუძლიათ ისარგებლონ ხელოვნური ჩასახვის ტექნოლოგიებით; კანონპროექტის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოქმედი კანონის 141-ე მუხლი ჩამოყალიბებულია ახალი რედაქციით, რომლის მე-4 პუნქტით სავალდებულოდ არის მიჩნეული სამედიცინო ჩარევას დაქვემდებარებული ყველა პირის წერილობითი, თავისუფალი ინფორმირებული თანხმობა. იგივე ეხება პროცედურასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის კონფიდენციალურად დაცვის აუცილებლობას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა; kanonSemoqmedebiTi saqmianobis sainformacio uzrunvelyofis ganyofileba 20 kvleviTi departamenti ამასთან სამედიცინო მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად, 141-ე მუხლის მე-5 პუნქტი ადგენს, რომ ხელოვნური ჩასახვის ტექნოლოგიები შეიძლება განხორციელდეს ქვეყანაში აღიარებული პროფესიული სტანდარტებით მხოლოდ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის (სუბიექტების) მიერ სათანადო ნებართვის მქონე სამედიცინო დაწესებულებაში. კანონპროექტის კონცეფცია მოიცავს მნიშვნელოვან რეგულაციებს:  დაშვებულია ხელოვნური ჩასახვის ტექნოლოგიების გამოყენება მხოლოდ ალტრუისტული მოსაზრებებით, ფინანსური სარგებლობის მიღების გარეშე;  განსაზღვრულია სამედიცინო დაწესებულებისა და სამედიცინო პერსონალის უფლებამოვალეობები ხელოვნური ჩასახვის ტექნოლოგიების განხორციელებისას;  გაცხადებულია ხელოვნური ჩასახვის ტექნოლოგიების გამოყენების შედეგად დაბადებული ბავშვის უფლებების დაცვის აუცილებლობა;  განსაზღვრულია ემბრიონის შექმნისა და გამოყენების პირობები, დეკლარირებულია ემბრიონის დაცვის აუცილებლობა;  განსაზღვრულია გამეტების დონორობის, მათი შენახვისა და გამოყენების, პირობები;  განსაზღვრულია გარდაცვლილი გამეტების გამოყენების პირობები. რეპროდუქტოლოგიის სფეროში სამართლებრივი, თუ ეთიკური თვალსაზრისით რთულ და ძნელად გადასაწვყვეტ საკითხთა ნუსხაში, უპირველეს ყოვლისა, უნდა მოვიხსენიოთ სუროგაციის პრობლემის სამართლებრივი მოწესრიგება. სადავო არის ის გარემოება, რომ ეთიკურ-სამართლებრივი თვალსაზრისით სუროგაცია რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროში გამოყენებული უშვილობის მკურნალობის მეთოდებს შორის უაღრესად რთულ პრობლემებს წარმოშობს. სუროგაციის პროცესში ხშირია მასში მონაწილე მხარეების ინტერესთა კონფლიქტი. ამდენად, კანონში, რომელიც სუროგაციის პრობლემის სამართლებრივ მოწესრიგებას ისახავს მიზნად, ზუსტად უნდა იქნას განსაზღვრული მასში მონაწილე მხარეების ინტერესები, უფლებები და მოვალეობები. ჩვენს ქვეყანაში დღეისათვის არსებული რეალობიდან გამომდინარე (საქართველოში სუროგაცია გამოიყენება) სუროგაციის დაშვება/არდაშვების საკითხი იმთავითვე მოხსნილი იყო დღის წესრიგიდან, ვინაიდან სუროგაციის აკრძალვა ან მისი კანონს მიღმა დატოვება კიდევ უფრო გაამწვავებდა აღნიშნულ პრობლემასთან ასოცირებულ ეთიკურ-სამართლებრივ საკითხთა მთელ წყებას. აღნიშნულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული ისეთი პრინციპის გაზიარება, სადაც სუროგაცია კანონით არის დაშვებული და სამართლებრივად დარეგულირებულია. კანონპროექტი კრძალავს კომერციულ სუროგაციას (მუხლი 143, პუნქტი 1), ანუ სუროგატული დედის მიერ ფინანსური მოგების მიღებას. ამის შემდეგ ლოგიკურად ისმის კითხვა: კომერციული სუროგაციის აკრძალვის და, შესაბამისად, ალტრუისტული სუროგაციის დაშვების პირობებში, ვის შეიძლება მიეცეს უფლება გახდეს სუროგატული დედა. კანონპროექტის პირვანდელ ვერსიაში ამ საკითხთან დაკავშირებული ნორმის ორი kanonSemoqmedebiTi saqmianobis sainformacio uzrunvelyofis ganyofileba 21 kvleviTi departamenti ვარიანტი იყო მოცემული, რომელთაგან ერთი უშვებდა სამედიცინო დაწესებულების ან წყვილის მიერ შერჩეული ნებისმიერი პირის სუროგატულ დედობას, ხოლო მეორე – მხოლოდ წყვილის გენეტიკური ნათესავის სუროგატულ დედობას. ამ ურთიერთგამომრიცხავი ვარიანტების ასახვა კანონპროექტში განპირობებული იყო იმით, რომ სუროგაცია, თუ მასში მონაწილეობს უცხო პირი (არა გენეტიკური ნათესავი), შესაძლოა, შემთხვევათა დიდ ნაწილში არ იქნეს ალტრუისტული, როგორც ამას კანონპროექტი მოითხოვს. სუროგატული დედების წრის შემოფარგვლა გენეტიკური ნათესავებით გარკვეულწილად არის გარანტია იმისა, რომ სუროგატულ დედობას საფუძვლად ფინანსური სარგებლობის მიღების სურვილი არ დაედება. კანონპროექტზე შემდგომი მუშაობისას (განსაკუთრებით რეპროდუქტოლოგიაში მომუშავე პროფესიონალებთან კონსულტაციების შემდეგ) გამოიკვეთა პრინციპი, რომელიც აისახა პროექტის წინამდებარე ვერსიაში და რომლის თანახმად, სუროგატული დედობის უფლება აქვს ნებისმიერ ქალს, მიუხედავად იმისა, არის თუა არა ის წყვილის გენეტიკური ნათესავი. ამ გადაწყვეტილებას ის მოსაზრება დაედო საფუძვლად, რომ თავისთავად მხოლოდ გენეტიკური ნათესაობაც არ გამორიცხავს ფინანსური ან სხვა რაიმე სახის ზემოქმედების შესაძლებლობას; ამავე დროს, მკვეთრად იზღუდება კანდიდატების რადენობა, რაც, უდავოა, უარყოფითად იმოქმედებს უშვილობის მკურნალობაზე. კანონპროექტით დაშვებულია მხოლოდ გესტაციური სუროგაცია. ამ ნორმის შემოტანის ძირითადი არგუმენტი ის გარემოება იყო, რომ გენეტიკური სუროგაციის შემთხვევაში (გენეტიკური სუროგაციის დროს სუროგატი დედა იმავდროულად ჩასახული ბავშვის ბიოლოგიური დედაა, ანუ სუროგატი დედა იმავდროულად კვერცხუჯრედის დონორიც არის) უფრო მეტად არის მოსალოდნელი სუროგატული დედის მიერ დაბადებული ბავშვის უშვილო წყვილისათვის გადაცემაზე უარის თქმა. მეორე მხრივ, ცხადია ისიც, რომ გენეტიკური სუროგაციის შემთხვევაში სუროგატ დედას კანონმა არ უნდა წაართვას ბავშვის დატოვების უფლება. ზემოთ მოხსენიებული გარემოებანი არსებითად აზრს უკარგავს სუროგაციის განხორციელებას და ბევრი სირთულის საფუძველი შეიძლება გახდეს. როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, სუროგაციის პროცესში ხშირია მასში მონაწილე მხარეების ინტერესების კონფლიქტი, რაც მონაწილე მხარეების კანონიერი ინტერესების, უფლებებისა და მოვალეობების ზუსტად განსაზღვრას მოითხოვს. სუროგაციაში მონაწილე მხარეებია: ერთი მხრივ, სუროგატი დედა, რომლის საშვილოსნოშიც ხდება ექსტრაკორპორული განაყოფიერების შედეგად მიღებული ემბრიონის იმპლანტაცია და რომელიც ამ ნაყოფის მატარებელია მშობიარობამდე; მეორე მხრივ, პოტენციური, ანუ მომავალი მშობლები (უშვილო წყვილი, რომელთაგან ერთ-ერთი ან ორივე შესაძლებელია მომავალი ბავშვის გენეტიკური მშობელი იყოს) და სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვი. სწორედ ზემოთ ჩამოთვლილთა ინტერესების შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად სრულად დაცვის მცდელობაა სუროგაციის დაშვება მხოლოდ ალტრუისტული მოსაზრებებით და გესტაციური, ანუ არაგენეტიკური სუროგაციის ფორმით. ცხადია, საბოლოო გადაწყვეტილება ამ ნორმების მიღება/არმიღების თაობაზე kanonSemoqmedebiTi saqmianobis sainformacio uzrunvelyofis ganyofileba 22 kvleviTi departamenti მომავალშიც შეიძლება გახდეს განსჯის საგანი. კანონპროექტის პირველი მუხლით განსაზღვრული კანონის 143-ე მუხლით დადგენილია სუროგაციის შესახებ შეთანხმებაში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობები; ხოლო ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, განსაზღვრულია სუროგაციის შესახებ ხელშეკრულების ნოტარიალურად გაფორმების აუცილებლობა, რაც, საფიქრებელია, შემდგომში გართულებების თავიდან აცილების წინაპირობა იქნება. კანონპროექტის 144-ე მუხლი ადგენს გამეტების დონორობის საკითხებს. ხელოვნური ჩასახვის ტექნოლოგიების გამოყენების მარეგულირებელ საერთაშორისო აქტებში ასახულია ნებისმიერი პროცედურის კომერციალიზაციის მაქსიმალურად შეზღუდვის ტენდენცია. იგულისხმება ამ პროცედურებში ფინანსური სარგებლობის მიზნით მონაწილეობის შეზღუდვა. ეს ეხება სპერმისა და კვერცხუჯრედის დონორობასაც ზოგ ქვეყანაში გამეტების დონორობისათვის საზღაურის მიღება დაშვებულია. ამრიგად, ეს საკითხიც მნიშვნელოვანწილად საკამათოა. კანონპროექტი ირჩევს პრობლემის გადაჭრის ტრადიციულ გზას, რომლის მიხედვითაც გამეტის დონაცია უსასყიდლოა; საზღაური შემოიფარგლება მხოლოდ დონორობასთან დაკავშირებული ხარჯებით (ტრანსპორტი, დრო, სამუშაოდან მოცდენა და სხვ.). ამ ნორმის შემოტანისას გათვალისწინებული იყო „ადამიანის უფლებებისა და ბიომედიცინის შესახებ“ ევროსაბჭოს კონვენციაში ასახული ნორმა, რომელიც კრძალავს ადამიანის ორგანიზმისა და მისი ნაწილების გამოყენებას ფინანსური მოგების მიზნით. თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ აღნიშნული მუხლის მისადაგება გამეტებისადმი ვინმეს სადავოდ მოეჩვენოს. კიდევ ერთი სირთულე დაკავშირებულია ერთი და იმავე დონორის გამეტების გამოყენების ჯერადობასთან. ერთი და იგივე დონორის გამეტების გამოყენების ჯერადობა კანონპროექტში განსაზღვრულია; სახელდობრ, დაშვებულია არა უმეტეს სამჯერ წარმატებული გამოყენებისა. ამ შეზღუდვის მიზანია მომავალში ინცესტის თავიდან აცილება, ანუ მისი რისკის მინიმუმამდე შემცირება, რომ მომავალში ნაყოფი ჩაისახება გენეტიკური ნათესავების სასქესო უჯრედების (გამეტების) შერწყმის შედეგად. ისეთი პატარა ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა, ერთი დონორის გამეტების გამოყენების ჯერადობა მცირე უნდა იყოს. ამავე დროს, ამ რიცხვის (3) სასარგებლოდ ერთმნიშვნელოვანი არგუმენტების მოყვანა ძნელია. შემდეგი პრობლემური საკითხი ამ ტიპის საკანონმდებლო ნორმატიული აქტების მომზადებისას არის ემბრიონის შექმნისა და გამოყენების ამსახველი ნორმების შემუშავება. კანონპრექტთან მიმართებაში იმ გარემოებას უნდა გაესვას ხაზი, რომ შეზღუდულია ექსტრაკორპორული განაყოფიერების გზით მიღებული ემბრიონების რიცხვი; 1412 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ეს უკანასკნელი არ უნდა აღემატებოდეს იმ რაოდენობას, რომლის საშვილოსნოში გადატანა შესაძლებელია ერთი სამკურნალო პროცედურის დროს. ამავე დროს იმავე პუნქტი განსაზღვრავს, რომ ერთდროულად შეიძლება არა უმეტეს სამი ემბრიონის გადატანა. თუ ექსტრაკორპორული განაყოფიერების გზით მიღებული ემბრიონი არ იქნა გადატანილი საშვილოსნოში, მაშინ დაშვებულია ემბრიონის კრიოპრეზერვაცია kanonSemoqmedebiTi saqmianobis sainformacio uzrunvelyofis ganyofileba 23 kvleviTi departamenti და/ან დონაცია. ამასთან, განსაზღვრულია როგორც კრიოპრეზერვაციის, ისე დონაციის პირობები (მუხლი 1412 პუნქტი მე-5 და მუხლი 1441). მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ კანონპროექტი კრძალავს ემბრიონის მიღებას სამედიცინო-ბიოლოგიური კვლევის მიზნით (მუხლი 141 მე-4 პუნქტის “გ” ,,დ” ,,ე” ქვეპუნქტები). უშვილობის მკურნალობისათვის შექმნილ ემბრიონზე სამედიცინობიოლოგიური კვლევა შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის არ უქმნის საფრთხეს ემბრიონის არსებობას და მისი ერთადერთი მიზანია ემბრიონის სიცოცხლისუნარიანობის გაზრდა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსში გათვალისწინებული ცვლილების თანახმად, კოდექსს ემატება 11901 მუხლი „ხელოვნური ჩასახვის ტექნოლოგიების გამოყენებით დაბადებული ბავშვის კანონმდებლობით წარმოშობის ნებადართული დადგენა“, რომლის თანახმად, საქართველოს ხელოვნური ჩასახვის ნებისმიერი ტექნოლოგიის გამოყენების შედეგად დაბადებულ ბავშვს აქვს იგივე უფლებები და სარგებლობს იგივე მოპყრობით, როგორითაც ბიოლოგიური გზით დაბადებული ბავშვი. ამ მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ხელოვნური ჩასახვის ნებისმიერი ტექნოლოგიის გამოყენების შედეგად დაბადებული ბავშვის მშობლებად ჩაითვლება და შესაბამისად მშობლის ყველა უფლება-მოვალეობა წარმოეშობა იმ უშვილო წყვილს (მარტოხელა ქალს), რომელმაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დადო ხელშეკრულება ხელოვნური ჩასახვის ტექნოლოგიების გამოყენებით ბავშვის ჩასახვის მიზნით გამეტის დონორთან ან/და სუროგატ დედასთან. ამასთანავე, უშვილო წყვილი ვალდებულია შეასრულოს ხელოვნური ჩასახვის ნებისმიერი ტექნოლოგიის გამოყენების შედეგად დაბადებული ბავშვის მშობლის უფლება-მოვალეობები მიუხედავად დაბადებული ბავშვის ჯანმრთელობისა. აქვე მე-3 პუნქტით განსაზღვრულია, რომ გამეტის დონორს არ აქვს ხელოვნური ჩასახვის ტექნოლოგიის გამოყენების შედეგად დაბადებული ბავშვის მშობლად აღიარების უფლება თუ მათ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განაცხადეს ინფორმირებულ თანხმობას ხელოვნური ჩასახვის ტექნოლოგიის გამოყენების პროცესში მონაწილეობის თაობაზე და შესაბამისი სამედიცინო პროცედურის დაწყებამდე არ განუცხადებიათ უარი მათ თანხმობაზე. ამ შემთხვევაში გამეტის დონორი ვალდებულია აანაზღაუროს უარის გაცხადების დროისათვის უშვილო წყვილის მიერ ხელოვნური ჩასახვის ტექნოლოგიის გამოყენებისთვის გაწეული ხარჯები. კანონპროექტით შემოთავაზებულია, რომ სუროგატ დედას არ აქვს ხელოვნური ჩასახვის ტექნოლოგიის გამოყენების შედეგად დაბადებული ბავშვის მშობლად აღიარების kanonSemoqmedebiTi saqmianobis sainformacio uzrunvelyofis ganyofileba 24 kvleviTi departamenti უფლება (მე-5 პუნქტი). ბავშვის მშობლად ითვლება უშვილო წყვილი, რომელმაც სუროგატ დედასთან დადო სუროგაციის ხელშეკრულება. კანონპროექტის მე-6 პუნქტი ადგენს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ ქორწინებაში არმყოფი წყვილის მიერ ჰომოლოგიური ხელოვნური ინსემინაციის გამოყენების შემდეგ, ბავშვის დაბადებამდე, მამაკაცის გარდაიცვალების შემთხვევაში, გარდაცვლილი მამაკაცის მამობა დადგენის წესს. კანონპროექტით ასევე განსაზღვრულია (მე-7 პუნქტი), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი წყვილის მიერ ჰეტეროლოგიური ხელოვნური ინსემინაციის გამოყენების შემდეგ, ბავშვის დაბადებამდე, მამაკაცის გარდაცვალების შემდეგ დაბადებული ბავშვის მამობის დადგენის ნორმას, ამ შემთხვევაში ბავშვი ითვლება ამ მამაკაცის შვილად და სარგებლობს ყველა შესაბამისი უფლებით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ცვლილების თანახმად, კოდექსს ემატება მუხლი 1352 - ადამიანის რეპროდუქციული მასალით ვაჭრობა. კერძოდ, კანონპროექტის თანახმად, ადამიანის რეპროდუქციული მასალით ვაჭრობა ესე იგი ადამიანის გამეტის ან ემბრიონის ყიდვა ან გაყიდვა, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი კი ადგენს, იგივე ქმედების ჩადენისას სასჯელის სახეებს. „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ცვლილებით მოქმედ კანონის 38-ე მუხლს ემატება მე-3 პუნქტი, რომლის თანახმად, სამედიცინო პერსონალს უფლება აქვს სინდისის, აღმსარებლობის და რწმენის საფუძველზე უარი განაცხადოს ხელოვნური ჩასახვის ტექნოლოგიის გამოყენების პროცედურაში მონაწილეობის მიღებაზე. ასევე მოქმედი კანონის 39-ე მუხლს ემატება მე-5 პუნქტი, რომელითაც დგინდება სამედიცინო პერსონალის ვალდებულება, ხელოვნური ჩასახვის ტექნოლოგიის გამოყენების პროცესში მონაწილე პირებს (გამეტების დონორებს, სუროგატ დედას) მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და შესაძლო გართულების შესახებ, აგრეთვე ინფორმაცია, რომელიც მათ შეიძლება მიიღონ დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიის გამოყენების შემდეგ დაბადებული ბავშვის ჯანმრთელობაზე დაკვირვების შედეგად. კანონპროექტის თანახმად, იცვლება მოქმედი კანონის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია მიიღოს წერილობითი ინფორმირებული თანხმობა ხელოვნური ჩასახვის ტექნოლოგიების გამოყენების წინ. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ცვლილებით, კოდექსს ემატება 462 მუხლი „სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და kanonSemoqmedebiTi saqmianobis sainformacio uzrunvelyofis ganyofileba 25 kvleviTi departamenti სოციალური დაცვის სამინისტროსათვის გამეტის დონორთა და სუროგატი დედების ერთიან რეესტრში შესატანი ინფორმაციის შეუტყობინებლობა ან არასწორი ინფორმაციის მიწოდება“. ამ რეგულაციის თანახმად, სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის გამეტის დონორთა და სუროგატი დედების ერთიან რეესტრში შესატანი ინფორმაციის შეუტყობინებლობა ან არასწორი ინფორმაციის მიწოდება გამოიწვევს იურიდიული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. შესაბამისი ცვლილებები შედის მოქმედი კანონის 208 და 234-ე მუხლებში. ამასთან, 234-ე მუხლის თანახმად, ამ კოდექსის 462 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება დახურულ სხდომაზე. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ცვლილებით კანონის 24-ე მუხლს ემატება 57-ე პუნქტი, რომელიც ადგენს ხელოვნური ჩასახვის ტექნოლოგიების გამოყენების ნებართვის ფლობის ვალდებულებას სამედიცინო დაწესებულებების მიერ ხელოვნური ჩასახვის ტექნოლოგიების გამოყენებისას. „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ცვლილებით, კანონის მე-7 მუხლს ემატება 31-ე პუნქტი, რომლის თანახმად, ხელოვნური ჩასახვის ტექნოლოგიების გამოყენების ნებართვისათვის მოსაკრებელი განისაზღვრა 1000 ლარის ოდენობით. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება. ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო. კანონპროექტის მიღებას არ იწვევს დამატებით ფინანსური რესურსის მოძიებას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე; პროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან კანონპროექტის ამოქმდების ვადად განსაზღვრულია 2013 წლის 1 იანვარი. ამასთან, კანონპროექტის ამოქმედების შემდგომ, კანონპროექტით გათვალისწინებული ჯარიმა და მოსაკრებელი ჩაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში. კანონპროექტის ბიუჯეტზე გავლენის ზუსტი ოდენობის განსაზღვრა შეუძლებელია, ვინაიდან იგი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი სამედიცინო დაწესებულება მიმართავს შესაბამის უწყებას დადგენილი ნებართვის kanonSemoqmedebiTi saqmianobis sainformacio uzrunvelyofis 26 ganyofileba kvleviTi departamenti მისაღებად და რამდენ სამედიცინო დაწესებულებას დაეკისრება ჯარიმა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის გამეტის დონორთა და სუროგატი დედების ერთიან რეესტრში შესატანი ინფორმაციის შეუტყობინებლობის ან არასწორი ინფორმაციის მიწოდებისას. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე; პროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები; კანონპროექტის თანახმად სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები არ ეკისრება. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება; კანონპროექტი ითვალისწინებს მოსაკრებელს იმ სამედიცინო დაწესებულელების მიმართ, რომლებიც ხელოვნური ჩასახვის ტექნოლოგიებს გამოიყენებენ, ასევე ჯარიმას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის გამეტის დონორთა და სუროგატი დედების ერთიან რეესტრში შესატანი ინფორმაციის შეუტყობინებლობის ან არასწორი ინფორმაციის მიწოდებისას. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი); კანონპროექტით დგინდება მოსაკრებლის ოდენობა, კერძოდ, ხელოვნური ჩასახვის ტექნოლოგიების გამოყენების ნებართვის ღირებულება 1000 ლარის ოდენობით და განისაზღვრება ჯარიმა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის გამეტის დონორთა და სუროგატი დედების ერთიან რეესტრში შესატანი ინფორმაციის შეუტყობინებლობის ან არასწორი ინფორმაციის მიწოდებისას 1000 ლარის ოდენობით. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. მასში აღინიშნება: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან; არ არის წინააღმდეგობაში ევროკავშირის დირექტივებთან. kanonSemoqmedebiTi saqmianobis sainformacio uzrunvelyofis ganyofileba 27 kvleviTi departamenti გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან; კანონპროექტების მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან; კანონპროექტები არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში; პროექტის მომზადებაში მონაწილობა მიიღო ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან არსებულმა დემოგრაფიის სამეცნიერო‐საკონსულტაციო საბჭოში წარმოდგენილმა ექსპერტებმა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა და დარგის ექსპერტებმა. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში; აღნიშნული პროექტის მომზადებაში მონაწილე ექსპერტების შენიშვნები სრულად იქნა გათვალისწინებული კანონპროექტის საბოლოო ვერსიაში. დ.გ) კანონპროექტის ავტორი; საქართველოს პარლამენტის წევრი ოთარ თოიძე დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი. საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი. kanonSemoqmedebiTi saqmianobis sainformacio uzrunvelyofis ganyofileba 28 kvleviTi departamenti შეკითხვა: რეპროდუქციული უფლებები, საზღვარგარეთის კანონმდებლობა. შეკითხვაზე პასუხი ფაქტობრივი ცნობა საზღვარგარეთის კანონმდებლობა რეპროდუქციული უფლებების სფეროში საერთაშორისო კონვენციები საერთაშორისო სამართლებრივი ნორმები ხელოვნური რეპროდუქციის სფეროში წარმოდგენილია შემდეგი დეკლარაციებით, რომლებიც ატარებენ რეკომენდაციის სახეს :    დეკლარაცია სამეცნიერო–ტექნიკური პროგრესის გამოყენების შესახებ ადამიანის კეთილდღეობისა და მშვიდობისათვის (The Right to Enjoy the Benefits of Scientific Progress); ადამიანის უფლებებისა და გენომის საყოველთაო დეკლარაცია (Universal Declaration on the Human Genome and Human Rights)1997წ.; გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია „სამედიცინო ეთიკის“ შესახებ 1982 წელი (Resolution 37/194 111th plenary meeting 18 December 1982 37/194. Principles of Medical Ethics). ხელოვნური რეპროდუქციის სფეროს რეგულირების აუცილებელ ხასიათს ატარებენ : kanonSemoqmedebiTi saqmianobis sainformacio uzrunvelyofis ganyofileba 29 kvleviTi departamenti   გაეროს კონვენცია ქალების მიმართ ყოველგვარი დისკრიმინაციის ფორმების ლიკვიდაციის შესახებ (The Convention on the Elimination of All Forms of Discrimination against Women (CEDAW)1979; ბავშვთა უფლებების კონვენცია (Convention on the Rights of the Child)1990; ადამიანის უფლებებისა და ბიომედიცინის ევროპული კონვენცია (Convention on Human Rights and Biomedicine) 1996. ევროპის ზოგიერთი ქვეყნისა და აშშ-ს კანონები ბელგიაში რეპროდუქციულ უფლებებს ეხება 2002 წლის „კანონი ემბრიონის და ინვიტროს კვლევის შესახებ “( Law on Research into Embryos In Vitro 2002)და 2007 წლის „კანონი ხელოვნური რეპროდუქციისა და ემბრიონისა და გამეტების შესახებ“(Law on Medically Assisted Reproduction and the Disposition of Supernumerary Embryos and Gametes.) ამ კანონების თანახმად ბელგიაში აკრძალულია რეპროდუქციული კლონირება, ემბრიონების შექმნა ხელოვნურად კვლევების მიზნით, ხელოვნური ჩარევით სქესის შერჩევა, ასევე ქიმერებისა და ჰიბრიდული ემბრიონების შექმნა. საფრანგეთში მოქმედებს 2004 წლის კანონი “ბიოეთიკის შესახებ“(Bioethics Law No. 2004- 800 ) და კანონი „ადამიანის სხეულის ნაწილების, ელემენტების გამოყენებისა და ხელოვნური რეპროდუქციის და პრენატალური (მშობიარობამდელი) დიაგნოსტიკის შესახებ“(Law on the Donation and Use of Elements and Products of the Human Body, Medically Assisted Procreation, and Prenatal Diagnosis, No. 94-654). კანონი „ბიოეთიკის შესახებ“ შეიმუშავა „საფრანგეთის ბიოეთიკის სააგენტომ“, რომელიც ასევე პასუხისმგებელია ხელოვნური რეპროდუქციის ცენტრებისა და კლინიკების ლიცენზირებაზეც. ისევე როგორც ბელგიაში, საფრანგეთშიც აკრძალულია რეპროდუქციული და კვლევითი კლონირება, ემბრიონის შექმნა ხელოვნურად კვლევებისათვის და სქესის შერჩევა სამედიცინო ჩარევით, აკრძალულია სუროგაციაც. საფრანგეთში წყვილებისათვის, რომლებიც არიან რეპროდუქციულ ასაკში, არიან დაქორწინებული ან ცხოვრობენ ერთად 2 წელზე მეტი, საფრანგეთის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს ხელოვნური რეპროდუქციის სრულ ფინანსურ დაფარვას. გერმანიაში რეპროდუქციული უფლებების საკითხები განიხილება 1992 წლის „კანონში ემბრიონის გამოყენების აკრძალვის შესახებ“(Federal Embryo Protection Law). კანონის თანახმად იკრძალება ემბრიონზე კვლევა–ექსპერიმენტების ჩატარება, თუ ,რათქმაუნდა, საუბარი არ არის მის შენარჩუნებაზე და ქალის საშვილოსნოში მის უსაფრთხო იმპლანტაციაზე. ამ კანონის დარღვევა ისჯება 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. კანონით ასევე იკრძალება ქალის კვერცხუჯრედის შენახვა სამომავლო გამოყენებისათვის. kanonSemoqmedebiTi saqmianobis sainformacio uzrunvelyofis ganyofileba 30 kvleviTi departamenti 2002 წელს ინტენსიური დებატების შედეგად, პარლამენტმა დაუშვა ემბრიონის ღეროვანი უჯრედების გამოყენება სამედიცინო კვლევებისათვის. თუმცა, აკრძალულია ნებისმიერი სახის კლონირება, ისევე როგორც სუროგაციის ყველა სახე. ავსტრიაში 1992 წელს მიღებულ იქნა კანონი, „ადამიანის ემბრიონის კრიოკონსერვაციის ეთიკურ–სამართლებრივი საკითხების შესახებ“ ("Ethical and legal issues in cryoconservation of human embryos"), რომელიც არეგულირებს ხელოვნური რეპროდუქციის საკითხებს და მასში ასახულია ადამიანის რეპროდუქციის 22 ცენტრი. ამ კანონით კრიოკონსერვირებული ემბრიონის შენახვა იზღუდება 1 წლის ვადით და კვლევების ჩატარებაც აკრძალულია. კანონით მარტოხელა ქალებს ეკრძალებათ ხელოვნური რეპროდუქციის გზით დაფეხმძიმება. დიდ ბრიტანეთში 1990 წლის კანონით „ხელოვნური რეპროდუქციის შესახებ“(the Human Embryology & Fertilisation Act) იმ დაწესებულებებისთვის, რომლებიც აწარმოებენ ხელოვნურ რეპროდუქციას, ლიცენზირება სავალდებულოა. ამ კანონით ადამიანის ემბრიონზე კვლევების ჩატარება შესაძლებელია მხოლოდ „ემბრიოლოგიისა და ხელოვნური რეპროდუქციის სამმართველოს“ თანხმობის საფუძველზე. აშშ –ში მოქმედებს ფედერალური კანონი, რომელიც არეგულირებს ხელოვნური რეპროდუქციის სფეროს, არის 1992 წლის კანონი „რეპროდუქციული კლინიკების მუშაობის შეფასებისა და სერტიფიცირების შესახებ“(Fertility Clinic Success Rate and Certification Act). აშშ–ს შვიდ შტატში კანონმდებლობა კრძალავს ადამიანის კლონირებას, სხვა შტატებში აკრძალულია კომერციული სუროგაცია ან სამართლებრივად რეგულირდება სუროგაციის თაობაზე დადებული ხელშეკრულებები. ზოგიერთ შტატში მოთხოვნაა, რომ პირადი სამედიცინო დაზღვევის პაკეტი ფარავდეს ხელოვნური რეპროდუქციის ტექნოლოგიების გამოყენების ხარჯებს. მხოლოდ პენსილვანიაშია ხელოვნური რეპროდუქციის კლინიკების ზედმიწევნითი რეგულაცია და მონიტორინგი. მასალა მოამზადა წამყვანმა სპეციალისტმა თამარ კეცხოველმა 25.01.12 გამოყენებული წყაროები: kanonSemoqmedebiTi saqmianobis sainformacio uzrunvelyofis ganyofileba 31 kvleviTi departamenti 1. დეკლარაცია სამეცნიერო–ტექნიკური პროგრესის გამოყენების შესახებ ადამიანის კეთილდღეობისა და მშვიდობისათვის http://www.businesspravo.ru/Docum/DocumShow_DocumID_33407.html ; 2. კონვენცია ადამიანის უფლებებისა და ბიომედიცინის შესახებ 1996 http://medportal.ge/pg2.php?act=intacts_convent&backact=intacts 3. ადამიანის უფლებებისა და გენომის საყოველთაო დეკლარაცია 1997წ.; http://www.lawrussia.ru/texts/legal_689/doc689a564x715.htm 4. გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია „სამედიცინო ეთიკის“ შესახებ 1982 წელი; http://www.lawrussia.ru/texts/legal_456/doc456a803x350.htm 5. France - relative au respect du corps humain http://www.legifrance.gouv.fr/affichTexte.do?cidTexte=JORFTEXT000000549619 6. La bioethique en France http://www.ambafrance-at.org/IMG/pdf/bioethique.pdf 7. Germany Error! Reference source not found. A2004-22 www.legislation.act.gov.au/a/200422/20040408-12418/rtf/2004-22.rtf 8. დიდი ბრიტანეთი Human Fertilisation and Embryology Act 2008 http://www.legislation.gov.uk/ukpga/2008/22 9. ბელგია Belgium Medical law http://books.google.ge/books?id=MFO8hhl4rakC&pg=PA150&lpg=PA150&dq=medically+assist ed+reproduction+law+in+belgium&source=bl&ots=q8cQBXN6Di&sig=WWa4eOyH6JdWwZ5 Z_I8gnBw5_FE&hl=en&redir_esc=y#v=onepage&q=medically%20assisted%20reproduction%2 0law%20in%20belgium&f=false 10. აშშ – Fertility Clinic Success Rate and Certification Act Federal Register Notice November 6, 1998 (Volume 63, Number 215) http://wwwn.cdc.gov/dls/art/fcsrca.aspx kanonSemoqmedebiTi saqmianobis sainformacio uzrunvelyofis ganyofileba 32 kvleviTi departamenti შეკითხვა სუროგაციის სამართლებრივი რეგულირება საერთაშორისო პრაქტიკაში (ევროპისა და აშშ–ს მაგალითი) ა) სუროგატი დედის განმარტება; ბ) სუროგაციის ფორმები; გ) სუროგატი დედობის წრე (სანათესაო, ნებისმიერი ქალი და ა.შ.); დ) სუროგაციის პროცესში მონაწილე წყვილის ჰეტეროსექსუალობის აუცილებლობა; ე) ერთი და იმავე დონორის გამეტების გამოყენების ჯერადობა; ვ) ანაზღაურების მოტივები. საინფორმაციო ფურცელი სუროგაცია საზღვარგარეთის ქვეყნებში სუროგატი დედა განაყოფიერების 2 არის ქალი, რომელიც ორულდება ხელოვნური1 ან ექსტრაკორპორული გზით და აჩენს ბავშვს სხვა პირის ან პირთა წყვილისათვის ანაზღაურების სანაცვლოდ ან მის გარეშე. ჰეტეროგენური3 წყვილი მესამე პირს სუროგატი (შემნაცვლებელი) დედობის გაწევისათვის მიმართავს: 1. ქალის (მომავალი გამზრდელი დედის) უნაყოფობის შემთხვევაში, კერძოდ, როცა ქალს Artificial insemination (AI) ქმრის ან დონორის სპერმის შეყვანა ქალის საშვილოსნოში, ხორცილედება სხვადასხვა ტექნოლოგიების (Intracervical insemination – ICI, intrauterine insemination – IUI, Intrauterine tuboperitoneal insemination – IUTPI, intratubal insemination – ITI.) გამოყენების გზით 1 Extracorporeal Fertilization (In Vitro Fertilization - IVF) ჰორმონული სტიმულირების შემდეგ ქალის საკვერცხეებიდან იღებენ კვერცხუჯრედებს, რომლებსაც ლაბორატორიაში, ქალის ორგანიზმის გარეთ, ანაყოფიერებენ სპერმით. შემდგომ კი განაყოფიერებული კვერცხუჯრედებიდან იღებენ სწორად განვითარებად ემბრიონებს და გადააქვთ საშვილოსნოში. 3 სუროგატი დედის დახმარებით სარგებლობენ ასევე ჰომოგენური წყვილები და მარტოხელა/დაუქორწინებელი პირები – მათ აშშ–ს კანონმდებლობით (ერთი შტატის გარდა) ყველგან ეძლევათ უფლება, იშვილონ ბავშვი. 2 kanonSemoqmedebiTi saqmianobis sainformacio uzrunvelyofis ganyofileba 33 kvleviTi departamenti ჯანმრთელობის გამო არ შეუძლია დაფეხმძიმება ან ფეხმძიმობის ბოლომდე მიყვანა4 ან მის კვერცხუჯრედს არ გააჩნია განაყოფიერების უნარი5, 2) მამაკაცის უნაყოფობის შემთხვევაში6; 3) როცა არსებობს როგორც დედის, ასევე მამის მხრიდან ნაყოფისათვის გენეტიკური დაავადებების გადაცემის საშიშროება. სუროგაციის ფორმები განასხვავებენ სუროგაციის ორ სახეს: 1) ტრადიციულს და 2) გესტაციურს. ჰეტეროგენული წყვილის შემთხვევაში ტრადიციული სუროგაციის მაგალითია, როცა ქმრის სპერით ანაყოფიერებენ7 სუროგატი დედის კვერცხუჯრედს. ასეთ შემთხვევაში სუროგატი დედა არის ბავშვის როგორც გენეტიკური, ასევე გესტაციური დედა. გესტაციურია სუროგაცია, როცა: ა) ქმრის სპერით ანაყოფიერებენ მესამე პირის – დონორის კვერცხუჯრედს და ემბრიონს ათავსებენ სუროგატი დედის საშვილოსნოში (ანუ კვერცხუჯრედის დონორი და სუროგატი დედა სხვადასხვა ქალია). ასეთ შემთხვევაში კვერცხუჯრედის დონორი არის გენეტიკური დედა, სუროგატი დედა არის ბავშვის გესტაციური დედა8 (ნაწილობრივი სუროგაცია). ბ) ქმრის სპერით ანაყოფიერებენ ცოლის კვერცხუჯრედს და ემბრიონს ათავსებენ სუროგატი დედის საშვილოსნოში. ასეთ შემთხვევაში კვერცხუჯრედის დონორი არის გენეტიკური დედა, ხოლო სუროგატი დედა – გესტაციური დედა (სრული სუროგაცია). გ) დონორის სპერით ანაყოფიერებენ ცოლის კვერცხუჯრედს და ემბრიონს ათავსებენ სუროგატი დედის საშვილოსნოში. ასეთ შემთხვევაშიც კვერცხუჯრედის დონორი გენეტიკური დედაა, ხოლო სუროგატი დედა კი – გესტაციური დედა (ნაწილობრივი სუროგაცია). სუროგაციის სახეები კომერციულია სუროგაცია, თუ სუროგატი დედა სამედიცინო და სხვა გონივრული ხარჯების გარდა იღებს ანაზღაურებას გაწეული მომსახურებისათვის. ალტრუისტულია სუროგაცია, თუ სუროგატ დედას უნაზღაურდება ან არ უნაზღაურდება სამედიცინო და სხვა გონივრული ხარჯები. აქვს განუვითარებელი საშვილოსნო, საშვილოსნოს დეფექტი ან საშვილოსნო საერთოდ არ გააჩნია, აგრეთვე ქალის ისეთი ექსტრაგენიტალიური დაავადებებისას, როდესაც ორსულობა უკუნაჩვენებია. 5 სხვადასხვა პათოლოგიის გამო არ არსებობს საკვერცხეები, ან მედიკამენტური ჩარევის მიუხედავად საკვერცხეებში ფოლიკულის მომწიფება ვერ ხერხდება 6 მაგალითად, აზოოსპერმიის, ოლიგოსპერმიის შემთხვევებში. 7 სქესობრივი აქტის გარეშე – ხელოვნური განაყოფიერების გზით. 8 მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის 2001 წ რეკომენდაციებით უფრო ზუსტ ტერმინად მიჩნეულია გესტაციური კურიერი (Gestational carrier). 4 kanonSemoqmedebiTi saqmianobis sainformacio uzrunvelyofis ganyofileba 34 kvleviTi departamenti სუროგატი დედობის კანდიდატთა წრე სუროგატი დედობის გაწევა შეუძლია როგორც უცხო, ასევე ნათესავ ქალს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც აკმაყოფილებს სუროგაციისათვის დადგენილ მოთხოვნებს. იმ ქვეყნებში, სადაც დაშვებულია სუროგაცია, სამედიცინო დაწესებულებები თავადაც სთავაზობენ მსურველებს სუროგატი დედობის კანდიდატურებს. გასათვალისწინებელია, რომ არ არის სასურველი გესტაციური დედის დონორად გამოყენება. ერთი და იმავე დონორის გამეტების (სასქესო უჯრედების) გამოყენების ჯერადობა დონორთა შთამომავლობის ლიმიტირება მნიშვნელოვანია შემთხვევითი ინცესტის თავიდან აცილებისათვის. ამ მოსაზრებას მხარს უჭერს გინეკოლოგიისა და მეანობის საერთაშორისო ფედერაციაც,9 რომლის რეკომენდაციითაც აუცილებელია ამგვარი ლიმიტის დაწესება. ყველა ქვეყანა ერთხმად აღიარებს, რომ ეს პრობლემა უფრო ფართო მასშტაბებს შეიძენს, მაგრამ ჯერჯერობით არ არსებობს ერთიანი შეთანხმება, თითოეული ქვეყანა თავისებურად უდგება ამ საკითხს. შეზღუდვების დაწესებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობა, დასახლების სიხშირე, პოპულაციის მობილურობა, და ამავე დროს ლიმიტი არ უნდა იყოს მეტისმეტად დაბალი, ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს დონორის დაინტერესებაზე. ერთი და იმავე დონორის გამეტების გამოყენების ჯერადობა ზოგ ქვეყანაში კანონით რეგულირდება (ბელგია, ესპანეთი), ზოგან კი – შესაბამისი ორგანიზაციის რეკომენდაციების საფუძველზე (კანადა, აშშ, დიდი ბრიტანეთი). კონკრეტულად კი ერთი და იმავე დონორის გამეტების გამოყენების უფლება აქვს 6 ოჯახს10 (ბელგია, საფრანგეთი, ნორვეგია, ესპანეთი, შვედეთი), 8 ოჯახს (შვეიცარია), 10 ოჯახს, საზღვარგარეთ გამოყენებულის ჩათვლით (დიდი ბრიტანეთი – ადამიანის ფერტილიზაციისა და ემბრიოლოგიის ორგანოს11 რეკომენდაციით), 15 ოჯახს (გერმანია), 25 ოჯახს (დანია), ერთი დონორისგან დასაშვებია 25 ბავშვი 800.000 მოსახლეზე (აშშ, კანადა – ამერიკის რეპროდუქციული მედიცინის საზოგადოების12 რეკომენდაციით). გამეტების დონაციის საკითხი უნდა რეგულირდებობეს პროფესიული ან სახელმწიფო ორგანოს მიერ. სუროგაციის შესახებ კანონმდებლობა ევროპის ქვეყნებსა და აშშ–ში ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში (ავსტრია, ბულგარეთი, ჩეხეთი, დანია, საფრანგეთი, გერმანია, ნორვეგია, იტალია, ლატვია, ლიტვა, პორტუგალია13, შვედეთი, უნგრეთი, ესტონეთი, ესპანეთი) 9 International Federation of Gynecology and Obstetrics - FIGO 10 ნებადართულია ერთ ოჯახში რამდენიმე ბავშვის გაჩენა ერთი დონორის გამეტების გამოყენებით. 11 Human Fertilization and Embryology Authority - HFEA American Society of Reproductive Medicine – ASRM 12 13 მზადდება საკანონმდებლო ცვლილებები ალტრუისტული სუროგაციის დასამკვიდრებლად. kanonSemoqmedebiTi saqmianobis sainformacio uzrunvelyofis ganyofileba 35 kvleviTi departamenti სუროგაცია აკრძალულია და გარიგებაში მონაწილე მხარეების მიმართ კანონით გათვალისწინებულია სისხლის სამართლის სასჯელი. ალტრუისტული სუროგაცია დაშვებულია დიდ ბრიტანეთში, საბერძნეთში. დიდი ბრიტანეთის კანონმდებლობით ბავშვი გაშვილების წესით ან მშობლის ორდერით გადაეცემა წყვილს, მაგრამ თუ სუროგატი დედა მოინდომებს ბავშვის დატოვებას, მშვილებელ წყვილს (თუნდაც გენეტიკურ მშობლებს) არ აქვთ უფლება, ხელი შეუშალონ მას. საბერძნეთის კანონმდებლობით სუროგატ დედას არანაირი უფლება არ ენიჭება ბავშვზე, მაგრამ ხაზგასასმელია, რომ საბერძნეთში დაშვებულია მხოლოდ გესტაციური სუროგაცია.14 კომერციული სუროგაცია დაშვებულია რუსეთში, უკრაინაში, აზიის ქვეყნებიდან – ინდოეთში, სადაც ხელშეკრულებები სუროგაციის თაობაზე სავსებით კანონიერია. რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, 6 შტატის კანონმდებლობა (არკანზასში, კალიფორნიაში, მასაჩუსეტსში, ილინოისში – დაშვებულია მხოლოდ გესტაციური სუროგაცია, , ნიუ–ჯერსიში და ვაშინგტონში – დაშვებულია მხოლოდ ალტრუისტული სუროგაცია,) ნებას რთავს მარტოხელა პირებს და წყვილებს გააფორმონ კონტრაქტი სუროგაცის თაობაზე. კოლუმბიის ოლქი და 11 შტატი კრძალავს სუროგაციის თაობაზე დადებულ ხელშეკრულებას ნებისმიერ ან გარკვეულ შემთხვევაში (კოლუმბიის ოლქში, ფლორიდაში, ნევადაში, ნიუ–იორკში, ჩრდ. დაკოტაში, ტექსასში, იუტაში, ვირჯინიაში – დაუშვებელია დაუქორწინებელი წყვილისათვის, ინდიანაში, ლუიზიანაში – დაუშვებელია ტრადიციული სუროგაცია, მიჩიგანში, ნებრასკაში – დაუშვებელია კომერციული სუროგაცია). ამ შტატებში ბათილად არის ცნობილი ნებისმიერი შეთანხმება სუროგაციის შესახებ – თუ სუროგატი დედა მოინდომებს ბავშვის დატოვებას, მშვილებელ წყვილს (თუნდაც გენეტიკურ მშობლებს) არ აქვთ უფლება, ხელი შეუშალონ მას ან პირიქით, თუ წყვილი უარს იტყვის ბავშვზე, გესტაციური დედა (თუნდაც არ იყოს ბავშვთან არანაირ გენეტიკურ კავშირში), ვალდებულია დაიტოვოს ბავშვი. დანარჩენ 34 შტატში კანონი ცალსახად არ არეგულირებს სუროგაციის საკითხებს – ამ შტატებში სასამართლო წყვეტს სუროგაციის შესახებ დადებული ხელშეკრულებების კანონიერებას. სუროგაციაში მონაწილე მხარეების უფლებები სუროგაციის პროცეში ერთდროულად რამდენიმე მხარის უფლებები იკვეთება – წყვილის, დონორების, სუროგატი დედის, გასათვალისიწინებელია ასევე ბავშვის უფლება, იცოდეს თავისი წარმომავლობის შესახებ. ცხადია, ყველა უფლების ერთდროულად დაცვა შეუძლებელია. სასურველია ისეთი სისტემის შექმნა, სადაც პირი თავად გადაწყვეტს, დონორთა პროგრამაში ანონიმურად მიიღოს მონაწილეობა თუ – ღიად. დონორის სურვილი, დარჩეს ანონიმური ისეთივე კანონიერია, როგორც – 14 კანონით დაუშვებელია, გესტაციური დედა გენეტიკურ კავშირში იყოს ბავშვთან. kanonSemoqmedebiTi saqmianobis sainformacio uzrunvelyofis ganyofileba 36 kvleviTi departamenti წყვილის; გარადა ამისა, შესაძლოა ვინაობის გამჟღავნებისაგან თავის არიდების გამო, დონორთა რიცხვი შემცირდეს.15 ოჯახების უმრავლესობა ამჯობინებს სუროგაცია/დონაციის ფაქტი დაუმალოს არა მარტო შვილს, არამედ ახლო მეგობრებსა და ნათესავებს. მიიჩნევენ, რომ ეს ხელს შეუწყობს შვილსა და მშობლებს შორის ნორმალური გაუმჟღავნებლობაც, ურთიერთოობების თავისთავად, ძაბავს შენარჩუნებას, ვითარებას თავიდან ოჯახში. აარიდებთ იქმნება სტრესს, თუმცა სიტუაციებიც, როცა სამედიცინო თუ ეთიკური მოსაზრებებით აუცილებელი ხდება ბავშვისთვის წარმომავლობის გამჟღავნება. რეპროდუქციის ამ მოდელის ავკარგიანობის შესაფასებლად გამოსაკვლევია ასევე, რა გავლენას ახდენს დედის სუროგაციის პროგრამაში მონაწილეობა მის ღვიძლ შვილებზე. გარადა ამისა, უნდა განისაზღვროს გამოუყენებელი ემბრიონის მომავალი, ხოლო მრავალნაყოფიანო ორსულობის შემთხვევაში – რამდენი ნაყოფის მოცილებაა დასაშვები, რათა გამოუსწორებელი ზიანი არ მიადგეს ქალის ჯანმრთელობას. ოჯახური დონაცია რაც შეეხება დონორის შერჩევას, ბევრი წყვილი დონორად/სუროგატ დედად ამჯობინებს ნათესავს ან მეგობარს.16 კვერცხუჯრედის დონაციაზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ წყვილთა 68.8% ამჯობინებდა კვერცხუჯრედი მიეღო ოჯახის წევრების ან მეგობრებისაგან ორი მიზეზით: 1. შიში უცნობი გენეტიკური მასალის მიმართ; 2. დონორთან პირადი ნაცნობობა. გარადა იმისა, რომ ფინანსურადაც უფრო ხელმისაწვდომია, თვლიან, რომ ნაცნობ ადამიანთან ნაკლები პრობლემები შეექმნებათ მომავალში ბავშვთან დაკავშირებით. თუმცა კვლევები საპირისპიროს გვიჩვენებს – ოჯახში ბავშვისათვის თავისი წარმომავლობის შემთხვევით თუ წინასწარგანზრახვით (ოჯახური ურთიერთობების დაძაბვის ფონზე) გამჟღავნების პოტენციური საფრთხე გაცილებით დიდია. ასევე ძნელი გასარკვევია წინასწარ, არაბუნებრივი ნათესაური ურთიერთობები როგორ აისახება ბავშვზე, როგორ მიიღებს და აღიქვამს თავად ან როგორი იქნება საზოგადოების/ოჯახის სხვა წევრების რეაქცია. თვალნათლივად ჩანს, რომ ოჯახური დონაცია დადგენილი ოჯახური იერარქიისა და ურთიერთობებისათვის ახალ ალტერნატივებს ქმნის. 15 ცხადია, ეს არ ეხება სრულ ანონიმურობას, ნაყოფში გამოვლენილი ანომალიის შემთხვევაში, შესაძლებელი უნდა იყოს დონორის მიკვლევა. 16 სამედიცინო თვალსაზრისით ნათესავის დონორად გამოყენების საწინააღმდეგო არგუმენტების მოტანის საფუძველი არ არსებობს. kanonSemoqmedebiTi saqmianobis sainformacio uzrunvelyofis ganyofileba 37 kvleviTi departamenti როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, გენეტიკური მსგავსების პრობლემა კაცებისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ქალებისათვის.17 იმ შემთხვევაში, თუ სუროგაციაში ჩაერთვება წყვილის ნათესავი (როგორც დონორი ან სუროგატი დედა), თავიდან უნდა იქნეს აცილებეული სისხლის აღრევის/ინცესტის საშიშროება (იხ.: ცხრილი № 1). სუროგაციასთან დაკავშირებული სხვა ეთიკური და სოციალური საკითხები სუროგაციას ბევრი მომხრე და მოწინააღმდეგე ჰყავს. მისი თითოეული მხარდამჭერი მოსაზრების გვერდით არსებობს საპირისპიროც. მიიჩნევენ, რომ სუროგაცია წარატებით წყვეტს უშვილობის პრობლემას – თუმცა როგორც კვლევები ცხადყოფს, უშვილობა განსაკუთრებული სოციალური სიმძიმით ვლინდება განვითარებად ქვეყნებში, სადაც უნაყოფობა ქალის სოციალურ მდგომარეობას უკიდურესად ამძიმებს, მაგრამ ფინანსური მდგომარეობა სწორედ მათ არ აძლევთ რეპროდუქციის ამ მეთოდით სარგებლობის საშუალებას. მომხრეები თვლიან, რომ სუროგაცია ორმხრივად სასარგებლო გარიგებაა – უშვილო წყვილი იღებს ნანატრ ბავშვს, სუროგატი დედა კი – სოლიდურ ანაზღაურებას, რაც მას ბევრი ყოფითი პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება. მოწინააღმდეგეთა აზრით, დაუშვებელია ბავშვის სასაქონლო ნივთად და ყიდვა–გაყიდვის ობიექტად ქცევა, სუროგატი დედის საყოფაცხოვრებო მდგომარეობის მოწესრიგება კი სახელმწიფოს ვალია და არა სუროგაციის დადებითი მხარე. რადგან სუროგაციის კომერციალიზაცია ხელს შეუწყობს ჯანმრთელი, მაგრამ ფინანსურად ნაკლებად უზრუნველყოფილი, ხელმოკლე ქალების რეპროდუქციულ ექსპლუატაციას. ქალი მხოლოდ სინჯარაა ნაყოფის გამოსაზრდელად – გესტაციური სუროგაციის შემთხვევაში მართლაც ასეა, მაგრამ ორსულობისას იცვლება ქალის ჰორმონალური ფონი, რომლის ნორმაში მოყვანა ადვილი არ უნდა იყოს – თუნდაც ლაქტაციის პრობლემა – ონკოლოგიაში აღიარებულია, რომ ქალებში მკერდის კობოს განვითარების ერთ–ერთ რისკფაქტორს წარმოადგენს, თუ დედა ბავშვს ძუძუთი არ კვებავს. გასათვალისწინებელია ქალის ემოციური მდგომარეობაც – ნამშობიარევ ქალებში 17 იხ.: Family members as gamete donors and surrogates kanonSemoqmedebiTi saqmianobis sainformacio uzrunvelyofis ganyofileba 38 kvleviTi departamenti ხშირად გამოვლენილი ე.წ. მშობიარობის შემდგომი ნევროზი, რასაც უთუოდ დაამძიმებს ისეთი წინაპირობა, რაც გაჭირვების გამო ამ ნაბიჯის გადადგმას აიძულებს მას. სავსებით ცხადია, რომ ეს პროცესი ქალის ჯანმრთელობისათვის უკვალოდ ვერ ჩაივლის (განსაკუთრებით მაშინ, თუ რამდენჯერმე მიმართავს მას). გარდა ამისა, სტატისტიკურად დადასტურებულია, რომ მათთვის ჩატარებული ტრენინგების მიუხედავად სუროგატი დედები არცთუ იშვიათად ამბობენ უარს გენეტიკურად უცხო ბავშვის გაშვილებაზე. ცივილიზაციის განვითარება მთელი რიგი ეთიკური, რელიგიური თუ სოციალური პრობლემების წინაშე აყენებს ადამიანს. სუროგაციაც ამ ტიპის მოვლენაა, ამიტომ უნდა მოიძებნოს მისი განხორციელების ის გზები, რომლებიც თითოეული კონკრეტული ქვეყნის ისტორიულ, კულტურულ, ზნეობრივ ფასეულობებს შეესაბამება – უნდა გაეწიოს თუ არა რეკლამა სუროგაციას, რა ფორმის სუროგაცია შეიძლება ჩაითვალოს კანონიერად – კომერციული თუ ალტრუისტული, ტრადიციულ სუროგაციას უნდა მიენიჭოს უპირატესობა თუ – გესტაციურს, აქედან სრულს თუ ნაწილობრივს. როგორი უნდა იყოს ერთი დონორისგან მიღებული სქესობრივი უჯრედების გამოყენების ზღვარი, ანონიმური დონორის გამოყენება ჩაითვლება მიზანშეწონილად თუ – ნაცნობის, როგორ იქნება დაცული სუროგაციაში მონაწილე მხარეების (განსაკუთრებით ბავშვის) უფლებები და სხვა ამგვარი საკითხები უნდა გახდეს საზოგადოების ფართო მსჯელობის საგანი და მოექცეს საკანონმდებლო ჩარჩოში. მოამზადა მაია ხმალაძემ 30.01.2012 გამოყენებული წყაროები: Human Fertilization and Embryology Authority - HFEA http://www.hfea.gov.uk/ American Society of Reproductive Medicine – ASRM http://www.asrm.org/default.aspx?id=93 2008 Guidelines for gamete and embryo donation: a Practice Committee report http://www.asrm.org/uploadedFiles/ASRM_Content/News_and_Publications/Practice_Guidelines/Guidelines_a nd_Minimum_Standards/2008_Guidelines_for_gamete(1).pdf Access to fertility treatment by gays, lesbians and unmerried persons http://www.asrm.org/uploadedFiles/ASRM_Content/News_and_Publications/Ethics_Committee_Reports_and_ Statements/fertility_gaylesunmarried.pdf Family members as gamete donors and surrogates http://www.asrm.org/uploadedFiles/ASRM_Content/News_and_Publications/Ethics_Committee_Reports_and_ Statements/family_members.pdf International Federation of Gynecology and Obstetrics - FIGO http://www.figo.org/ kanonSemoqmedebiTi saqmianobis sainformacio uzrunvelyofis ganyofileba 39 kvleviTi departamenti ETHICAL ISSUES IN OBSTETRICS AND GYNECOLOGY by the FIGO Committee for the Study of Ethical Aspects of Human Reproduction and Women’s Health OCTOBER 2009 http://www.figo.org/files/figo-corp/Ethical%20Issues%20-%20English.pdf USA state laws on surrogacy http://www.hrc.org/issues/2486.htm Рекомендации ВОЗ: терминология ВРТ1 http://www.mediasphera.ru/journals/reproduction/detail/289/4375/ Surrogacy in Canada http://www.fertilitylaw.ca/surrogacy.shtml Comparative Analysis of Medically Assisted Reproduction in the EU: Regulation and Technologies (SANCO/2008/C6/051) http://ec.europa.eu/health/blood_tissues_organs/docs/study_eshre_en.pdf SURROGATE MOTHER http://mother-surrogate.eu/ Surrogacy UK http://www.surrogacyuk.org/ A Global View of Surrogacy Law http://www.surrogacy911.com/laws/global-view.htm Assisted reproduction in developing countries.facing up to the issues http://www.who.int/reproductivehealth/publications/infertility/progress63.pdf A Global View of Surrogacy Law http://www.surrogacy911.com/laws/global-view.htm Intrafamilial sperm donation: ethical questions and concerns http://humrep.oxfordjournals.org/content/18/5/933.full Gamete and embryo donation http://humrep.oxfordjournals.org/content/17/5/1407.full An overview on ethical issues about sperm donation. Asian Journal of Andrology (2009) http://www.nature.com/aja/journal/v11/n6/full/aja200961a.html WMA Statement on Assisted Reproductive Technologies Adopted by the 57th WMA General Assembly, Pilanesberg, South Africa, October 2006 http://www.wma.net/en/30publications/10policies/r3/index.html kanonSemoqmedebiTi saqmianobis sainformacio uzrunvelyofis ganyofileba 40