„სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
- „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
II მოსმენა
✓ 67 ✗ 0
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-06-11
ბიუროს ნომერი 253
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
\
l,JilJdUltJqnb JtdqilAt60lll, Ifli6nb
aJQJFrCil0[qJb) 6ndaJ0[xqfl Jd0flt
Jdnild0[L aJ6bflq3nL J611t]ilqIdIb
qJFtJAflL ?tt,Jbilb
oJao
N 253
1l o35olm. 2012 scqo
Lrilrt6o3nqob ,;r5o5ob Jt6r,r6jg6}o: ,,b,>ooSlEo dot56UoL 3r'rb;36nlqolr ?nb;bn}"
U.:jr<6o3gqolr 3s5r'r5?o gsqoqnloL ?ng,>5oL o.:ols$6",,,q,>9,>t6ogloL,
rtrt6$1q,o q,> Ub31 0r'r06nlo.:5o o.:0r?odnlolr 3rT $5r,rdoL tnLubnI"
lr.:if;16ognqob .,1;5r'r5?o g3qoq6IoL ?gg.:5oL ororrl.>t n" (07-31640,0E.062012)
qsCr5olt?ro3o XpSo&r3ob qs 3o6m0o316o
.}"qn6oJol, J"ao$c6o
26 - 29 o#olxt
l,r,104A60 a.LaASoL Ltpnr7pa @r6opn
11
- t4 r,cJ6aa3cd,o
l<l6ttt1 lrbpaarie
LqoSc6ln-U.$oX3g$o 3o0og3$o
lf:,!d60e\ *AFar 4,!l',Ja4i I'ntr4-(,ttdl
brjr16orslqroL Jr6qs335gob do26o .:p6XEL:
Lrjrr6or3gq'r.rL J.>t6q'r8n6goL ;oSogngS}br R) L.)Jr6RrAcSgo gt6;igogb?o
pso$'XoL 5r'rr63,>go2qo .:j$otr J<6r'rXjgotr 6o5toq3r
bt jr<rror3SqmL J;drq';065$ob
rn,:33yqo0s163
qo3oor d.>;1r6.:dg
წერილი
l, JJd,RJACGO0I, $'fl360
lr.r
jr6o6gq,r'rLr Js6q,:036gott ltr<'r66s6o9cr6o('r
qrgJ.:66:E36$ol-t 336obb jsq,b,:$ob
3or36 b3orb,>odgb
jrq'b:$er6c'r xor36'
brjr6otg3q,t'rli 3o6b$o$33oob 67-9 0gbq'ott 33brb'>0ob':qt'
6o6br36oor b.: jr6or33q,artr J.:6q'r0g6$olr $36r3aob b3o:qr 333:3rlr':
qrr
aobgoq, gjo6ots3oq,ol-r 0o36 b.:3.:6o60qrgbq'o o6oooroo3ob $cbocr)
0o09crqrXbgq, 3sbt'r6olr Jrrro3j6 Xblt ,,bsots4s0rt 6ob62llol-t 0ab46i0q'ob
7XbrbjT" bsj;r6o4iq,ob 3t6a60o 63q'oq20olt dg)s6ob o>so\sb3" 9s
,,q,s(sr6ojbob, rbsh11Kn qts 0o06Xbos6o ots0s0a636olt 1afgaboLt
031:;bX0' bqpr1agXq'ab 3t6o60o 7pq'ogl6olt 01)s6oll otsobsbj"'
6orbo3or 0olr33or BgbrbrOobo Eb3q'3q'o0r'
Js6o3olt630oo,
J.:6q,.>03b$ott $3363bo:
'L' 06 tl2
aobCoq, 0CoOoA3oq'o
6' -.o
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №50, 30.12.2006, მუხ. 401) მე‐6 მუხლის:
1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.
წამახალისებელი
გათამაშების
მომწყობი
(ორგანიზატორი)
(გარდა
სისტემურ-
ელექტრონული ფორმით წამახალისებელი გათამაშების მომწყობი საქმიანობის ამ ნაწილში)
ვალდებულია
საგადასახადო
ორგანოში
ყოველკვარტალურად
წარადგინოს
საქართველოს
ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის დეკლარაცია და გადაიხადოს მოსაკრებელი
არა უგვიანეს საანგარიშო კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.“
2. მე‐3 და მე‐31 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
3. მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სამორინეს, აზარტული კლუბის, სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის
მფლობელები, ასევე სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობის მომწყობი, სათამაშო ბიზნესის
მოსაკრებელს იხდიან მოსაკრებლის გადახდის ნიშნების შეძენისას.
5. მოსაკრებლის გადახდის ნიშანში იგულისხმება თამაშობის მოწყობისას სამორინეს
მაგიდისთვის,
კლუბის
მაგიდისთვის,
სათამაშო
აპარატისთვის,
სისტემურ-ელექტრონული
ფორმის თამაშობისთვის, აგრეთვე აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით
ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი
აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე ელექტრონულად გაცემული
ნიშნები, რომლებიც ადასტურებს მოსაკრებლის გადახდას და თამაშობის ორგანიზატორის
უფლებას თამაშობის მოწყობის ადგილებში სამორინეს მაგიდების, კლუბის მაგიდისა და სათამაშო
აპარატის დადგმასა და სალაროების მოწყობაზე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2012 წლის 1 ოქტომბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
მ. სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
აღნიშნული კანონის პროექტის შემუშავება განაპირონა სათამაშო ბიზნესის სფეროში
არსებული პრობლემების გადაჭრისა და აღნიშნულ ბიზნესში დასაქმებულ პირთათვის ცალკეული
საკითხების გამარტივების აუცილებლობამ.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიღების მიზანია სათამაშო ბიზნესის სფეროში დასაქმებულ პირთათვის
გამარტივდეს ცალკეული სახის პროცედურები.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი ცვლილებით ახალი რედაქციით ყალიბდება კანონის მე-6 მუხლის
პირველი
პუნქტი,
კერძოდ,
ვალდებულება, საგადასახადო
წამახალისებელი
გათამაშების
მომწყობის
(ორგანიზატორის)
ორგანოში ყოველკვარტალურად წარადგინოს საქართველოს
ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის დეკლარაცია და გადაიხადოს მოსაკრებელი
არა უგვიანეს საანგარიშო კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, არ ეხება წამახალისებელი
გათამაშების სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობ პირს საქმიანობის ამ ნაწილში.
ამოღებულ იქნა მე-6 მუხლის მე-3 და მე-31 პუნქტები და შესაბამისი რეგულაცია აისახა
იმავე მუხლის მე-4 და მე--5 პუნქტებში, კერძოდ, სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობის
მომწყობი, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს იხდიან მოსაკრებლის გადახდის ნიშნების შეძენისას,
ნაცვლად არა უგვიანეს საანგარიშო კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვისა. უქმდება სისტემურელექტრონული ფორმის თამაშობის მომწყობის მიერ დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებაც.
სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობისთვის, ისევე როგორც სამორინეს მაგიდისთვის,
კლუბის მაგიდისთვის, სათამაშო აპარატისთვის, აგრეთვე აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის
მოწყობის
ნებართვით
ორგანიზებული
ობიექტის
გარეთ
განთავსებული,
სისტემურ-
ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ
სალაროზე, მოსაკრებლის გადახდის ნიშანში იგულისხმება ელექტრონულად გაცემული ნიშნები,
რომლებიც ადასტურებს მოსაკრებლის გადახდას და თამაშობის ორგანიზატორის უფლებას
თამაშობის მოწყობის ადგილებში სამორინეს მაგიდების, კლუბის მაგიდისა და სათამაშო აპარატის
დადგმასა და სალაროების მოწყობაზე.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
2
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს
მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიშობა სახელწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულება.
ბ.ე) კანონპრექტით მოსალოდნელი ფინანსური შედეგი იმ პირთათვის, რომელთა მიმართ
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ფინანსური თვალსაზრისით იმ პირებზე,
რომელთა მიმართაც გავრცელდება ეს კანონი.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობის განსაზღვის წესი (პრინციპი):
კანონპროექტით არ არის გათვალისწინებული გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესის (პრინციპის) ცვლილება.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს.
დ.გ) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორია საქართველოს პარლამენტის წევრები: ზვიად კუკავა და მიხეილ
ცქიტიშვილი.
დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის წევრები: ზვიად კუკავა და
მიხეილ ცქიტიშვილი.
3