„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
08.06.2012
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ზვიად კუკავა და მიხეილ ცქიტიშვილი.
ნომერი
#07-3/640/7
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
II მოსმენა
✓ 74 ✗ 0
III მოსმენა
✓ 71 ✗ 0
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-06-11
ბიუროს ნომერი 253

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
საქართველოს კანონი „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 19.04.2005, მუხ. 96) მე-3 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) სათამაშო აპარატი – ელექტრონული, მექანიკური ან ელექტრომექანიკური მოწყობილობა ან სხვა სპეციალიზირებული მოწყობილობა, მათ შორის, აზარტული თამაშობების მოწყობის ნებართვით ორგანიზებულ ობიექტებში განთავსებული კომპიუტერი ან/და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ნებართვით ორგანიზებულ ობიექტებში აზარტული თამაშებისთვის განთავსებული კომპიუტერი, რომელსაც აქვს სპეციალური პროგრამა ან/და მექანიზმი, რომელიც იძლევა ფულად მოგებას ან ფულადი მოგების განსაზღვრის საშუალებას. სათამაშო აპარატი, რომელზედაც მიმდინარეობს ერთი ან/და რამდენიმე თამაშობა, რომელზე თამაშიც ერთდროულად შეუძლია რამდენიმე მოთამაშეს და რომელიც შედგება რამდენიმე სათამაშო ადგილისგან, მიიჩნევა იმდენ სათამაშო აპარატად, რამდენი სათამაშო ადგილისგანაც შედგება (გარდა ელექტრონული სათამაშო ბორბლისა (რულეტისა))“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი 4
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: აღნიშნული კანონის პროექტის შემუშავება განაპირობა ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ბიზნესში არსებული პრობლემების გადაჭრისა და ტექნიკური სიახლეებთან კანონის შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობამ. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიღების მიზანია ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობისას პრაქტიკაში წამოჭრილი პრობლემების დარეგულირება და ბაზარზე არსებულ მოთხოვნილებებთან შესაბამისობაში მოყვანა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი ცვლილებით ახალი რედაქციით ყალიბდება კანონის მე-3 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი, კერძოდ, სათამაშო აპარატს მიეკუთვნება არა მარტო სათამაშო აპარატების სალონში განთავსებული კომპიუტერი ან სხვა სპეციალიზებული მოწყობილობა, რომელსაც აქვს სპეციალური პროგრამა ან/და მექანიზმი, არამედ აზარტული თამაშობების მოწყობის ნებართვით ორგანიზებულ ობიექტებში განთავსებული კომპიუტერი ან/და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ნებართვით ორგანიზებულ ობიექტებში აზარტული თამაშებისთვის განთავსებული კომპიუტერი, რომელსაც აქვს სპეციალური პროგრამა ან/და მექანიზმი, რომელიც იძლევა ფულად მოგებას ან ფულადი მოგების განსაზღვრის საშუალებას ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიშობა სახელწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულება. ბ.ე) კანონპრექტით მოსალოდნელი ფინანსური შედეგი იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ფინანსური თვალსაზრისით იმ პირებზე, რომელთა მიმართაც გავრცელდება ეს კანონი. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვის წესი (პრინციპი): 5 კანონპროექტით არ არის გათვალისწინებული გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესის (პრინციპის) ცვლილება. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია საქართველოს პარლამენტის წევრები: ზვიად კუკავა და მიხეილ ცქიტიშვილი. დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის წევრები: ზვიად კუკავა და მიხეილ ცქიტიშვილი. 6