საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 69 ✗ 0
II მოსმენა
✓ 73 ✗ 0
III მოსმენა
✓ 76 ✗ 0
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-06-07
ბიუროს ნომერი 252
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
l,JdJdUltilqnb JJdqilail6OllL bII6nb
aJqJFU3il0[qilbI 6ndaJ6flXqfl ld0nu
Jdnild6[L aJ6bIq3llb ]dnutqt6il,
qJFU0blll, ?ill,Jbtl
7 o35orro. 2012 $0qo
oJSo N 2s2
bo
jrr6o3lqolr ;r5o5oL Jr6r'rnjgo ,,L.: j.r<,ro3nqrrb to6oXr6o l-r.: j;5o58qnlqo r j$?o
g3qoqnlob ?6go5oU ?gttb3d" (01 -y 637, 040620 12)
op6oqoXq lr.r3r'obors 3r'r3o$3$o
26
- 2e o3sorro
l\\Jnht1oo AiW'L ,}l,.,i4r,ea
ll - t4 l,aJ$caEadro
1
,l!, 16,,t4 t<, L hp9Ait,)
^**\4
,'6 Lo@xol) li1nt6,\tuo a)itry
Jn'A,6AOdl4 ta?'A,4-N aDIa76, l!JDA'4r;rA'a
br jr14or3nqrob )16qr0n5gob do2t6o sq6n5L:
bsjrr6or3XqoL Jsr6q'rBXSgoL ;r'r3ogX$6bLr Rr LrJr6qr305$r'r 3r6sJ6oXd?o
p;o$Xrnb 5r'r<,r8r$o2qo .: j$ob Jr6r'rnj$ob 6o5boq'3.>
L.>
jor6or3Sqo L J.:16g;e;5$oL
rn.>336parCrt6ol-r 0orp6oq g
\\
\si-r
drltr'3q,.:5 ;,1tr3.rqo?3o1qo
წერილი
l, JJ6RJ005O0I, SCE60
tr.'J.,t6o3 <r.rt, J.;r6{:1.\3iJ6goL ;J;t6r1)oL
L;o65r5o1x>11otn pn.).>t6g;016goL lgrrrrrtrtr
j-6 go1616 bno.>5,rod1tr
j.:qbsgo6o XorXr4,
LrJrr6or3npotr ;oG116og11;ootr 67-n Slbqolr orsSshS.rq trs;.r5o5flq1}qo
o5o6os$o3oL $'1lmor $'.:t63o6oq615o tr.'$dror3gqrnlr Jst6qs8nS$oL f03t?r0doL Ji3l'Il,n
;p8q.:B3oqotr, ,j,:bslnr6 rSl.rg.rdrodob; p.r tr3o.:p .113.'3;lr 3oX6 eoCtrp;tr1q
lrs j.>r6o3nqrrtr ;s5o6oL Jr6r'rnilgL: "tuJ.:t6or3Xqolr $r'r6onr6o trr;rSo6epndqo ;J$?o
63qop6[oL 369;5olr ?XLobn]".
6oto3o, $n3o.:116ot51q Jr6oXjgL 3o1136o ?SbrdsSotro 3[r3s*3qmBr.
Jr$o3otr6n0oo,
Js3qn ;3dq.:?3oqo
;obrdn{6 s55rgrr6od3
$3osp.11.3.:3.>
t'fi--
საქართველოს კანონის პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების
შეტანის შესახებ
მუხლი 1. ,,თავისუფლების ქარტია“ საქართველოს კანონის (ვებგვერდი, 110622009,
22/06/2011სარეგისტრაციო კოდი010100000.05.001.016342) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს
შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 8. თანამდებობრივი შეზღუდვები
ამ კანონით გათვალისწინებული თანამდებობრივი შეზღუდვები შეეხება შემდეგ
თანამდებობებს და პირებს:
ა) საქართველოს მთავრობის წევრებს, მინისტრების მოადგილეებსა და
სამინისტროების სისტემაში არსებული დეპარტამენტებისთავმჯდომარეებს, ეროვნული
უშიშროების საბჭოს წევრებს, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებს,
აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობების წევრებს, გენერალურ
აუდიტორს და მის მოადგილეებს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის
სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ეროვნული
არქივის გენერალურ დირექტორს და მის მოადგილეებს, საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის უფროსს და მის მოადგილეებს, საქართველოს მთავრობის კანცელარიის
უფროსს და მის მოადგილეებს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს,
მის მოადგილეებსა და დეპარტამენტების უფროსებს, საქართველოს საგანგებო და
სრულუფლებიან ელჩებს, დესპანებს, კონსულებს, საქართველოს ეროვნული ბანკის
პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტებს, საქართველოს პრეზიდენტის და მთავრობის
წარმომადგენლებს საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში −
სახელმწიფო რწმუნებულებს − გუბერნატორებს, დამოუკიდებელი ეროვნული
მარეგულირებელი კომისიების წევრებს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) აღმასრულებელ
დირექტორს და მის მოადგილეებს;“.
მუხლი 2. ,,საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის
(სსმ,
24,
10/05/2010
სარეგისტრაციო
კოდი
130.040.000.05.001.004.012)
29-ე
მუხლიჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 29. საფინანსო კონტროლი
სამსახურის მიერ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი
სახსრებისა და სახელმწიფოს სხვა მატერიალური ფასეულობების გამოყენებისა და
ხარჯვის შემოწმებას, გარდა ამ კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული
შემთხვევებისა, ახორციელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური.“.
მუხლი 3. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე, N47, 28.12.2009, მუხ. 361) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-8 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. საბიუჯეტო კლასიფიკაციას, გარდა პროგრამული და ორგანიზაციული
კლასიფიკაციებისა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან კონსულტაციებისა და
საქართველოს
პარლამენტის
საფინანსო-საბიუჯეტო
კომიტეტთან
შეთანხმების
საფუძველზე ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.“.
2. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 19.სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ბიუჯეტის
შესრულებისა და ბიუჯეტის ასიგნებების ხარჯვის
შემოწმება
სახელმწიფო აუდიტის სამსახური საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესით
ამოწმებს
საქართველოს
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკების
რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების
შესრულებას და ბიუჯეტების ასიგნებების ხარჯვას.“.
3. 39-ე მუხლის:
ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. საკომიტეტო განხილვებისას გამოთქმულ შენიშვნებსა და წინადადებებს, ასევე
სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და საქართველოს ეროვნული ბანკის დასკვნებს
საქართველოს პარლამენტი არა უგვიანეს 22 ოქტომბრისა უგზავნის საქართველოს
მთავრობას. ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტზე
დასაგეგმისშემდგომ სამ საბიუჯეტო წელზე გამოთქმული შენიშვნა სარეკომენდაციო
ხასიათისაა.“;
ბ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. პლენარულ სხდომაზე წლიური საბიუჯეტო კანონის პროექტსა და მიმდინარე
წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მოკლე მიმოხილვის შესახებ მოხსენებას წარადგენს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ან საქართველოს მთავრობის რომელიმე წევრი პრემიერმინისტრის შესაბამისი აქტით მიღებული დავალებით. საქართველოს პარლამენტი ასევე
ისმენს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკისა და
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მოხსენებებს.“.
4. მე-40 მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,6. პლენარულ სხდომაზე წლიურ საბიუჯეტო კანონში ცვლილებების ან/და
დამატებების შეტანის შესახებ კანონის პროექტს წარადგენს საქართველოს პრემიერმინისტრი ან პრემიერ-მინისტრის შესაბამისი აქტით განსაზღვრული პირი. საქართველოს
პარლამენტი ასევე ისმენს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, საქართველოს ეროვნული
ბანკისა და საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მოხსენებებს.“.
5. 41-ე მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,საქართველოს პარლამენტი და სახელმწიფო აუდიტის სამსახური“;
ბ) პირველი-მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1. საქართველოს პარლამენტისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბიუჯეტების
პროექტებს საქართველოს პარლამენტი საქართველოს მთავრობას წარუდგენს არა უგვიანეს
15 ივნისისა.
2. საქართველოს პარლამენტისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბიუჯეტების
პროექტების
ფორმირების
წესი
განისაზღვრება
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტით.
3. სახელმწიფო ბიუჯეტში საქართველოს პარლამენტისა და სახელმწიფო აუდიტის
სამსახურისათვის გათვალისწინებული ხარჯების მოცულობის შემცირება წინა და
მიმდინარე წლების შესაბამის მოცულობასთან შედარებით შესაძლებელია შესაბამისად
მხოლოდ საქართველოს პარლამენტისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წინასწარი
თანხმობით.“.
6. 57-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 57. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ სახელმწიფო
ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შემოწმება
სახელმწიფო აუდიტის სამსახური საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს
პარლამენტში სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის წარდგენის
დღიდან არა უგვიანეს 1 თვისა პარლამენტს წარუდგენს მოხსენებას ამ ანგარიშის
თაობაზე.“.
7. 58-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის განხილვისა და
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენების მოსმენის შემდეგ საქართველოს
პარლამენტი არა უგვიანეს 15 ივნისისა იღებს დადგენილებას ანგარიშის დამტკიცების ან
დაუმტკიცებლობის შესახებ.“.
8. 102-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტსა და მთავრობის მოხსენებას
მიმდინარე წლის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების
შესახებ წარადგენს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ან მთავრობის
რომელიმე წევრი შესაბამისი სამართლებრივი აქტით მიღებული დავალებით.
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ასევე ისმენს საფინანსო-საბიუჯეტო და
ეკონომიკურ საკითხთა კომისიის და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენებებს.“.
მუხლი 4. „ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, N26, 11.07.2007, მუხ. 246) 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
,,მუხლი 25. ტერორიზმთან ბრძოლის საბიუჯეტო კონტროლი
ტერორიზმთან ბრძოლისას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი
სახსრებისა და სახელმწიფოს სხვა მატერიალურ ფასეულობათა გამოყენებასა და ხარჯვას
ზედამხედველობს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სპეციალური ჯგუფი, რომლის
წევრებსაც აქვთ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვება.“.
მუხლი 5. ,,ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის
სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №22, 19.06.2007, მუხ. 194) მე-9 მუხლის მე-10 პუნქტი
ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,10. თუ ზედამხედველობის ორგანო მიიჩნევს, რომ დელეგირებული
უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყოფილი სახსრები არამიზნობრივად
იხარჯება, იგი უფლებამოსილია არა უმეტეს წელიწადში ერთხელ მოითხოვოს
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ აუდიტის ჩატარება.“.
მუხლი 6. ,,ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად
საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და
კომპენსაციის შესახებ“ საქართველოს კანონის (სსმ, 51, 31/12/2006სარეგისტრაციო
კოდი280.090.000.05.001.002.694) 35-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
,,2. კომისიის მიერ საბიუჯეტო სახსრების განკარგვაზე ყოველწლიურ აუდიტს
ახორციელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური, ხოლო კომისიის სხვა სახსრების
განკარგვაზე – კომისიის მიერ დანიშნული, დადებითი რეპუტაციის მქონე,
დამოუკიდებელი აუდიტორი. კომისიის ხარჯთაღრიცხვა და აუდიტორული დასკვნები
წარედგინება საქართველოს პარლამენტს, პრეზიდენტსა და კომისიის ფონდის სხვა
სპონსორებს.“.
მუხლი 7. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, N22, 18.05.2005, მუხ. 151) 221 მუხლის:
ა)სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ შესყიდვისშემოწმება“;
ბ) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. სახელმწიფო აუდიტის სამსახურიშესყიდვას ამოწმებს შემსყიდველი
ორგანიზაციის აუდიტის მეშვეობით.
2. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს,
მისი მოთხოვნით, წარუდგინოს შესყიდვასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი
ან/და ინფორმაცია.“.
მუხლი 8. „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N18, 28.06.2001, მუხ.58) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მეწარმის საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობაზე კონტროლს საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებსა და კანონით დადგენილ ფარგლებში
ახორციელებენ საგადასახადო ორგანოები, აგრეთვე სახელმწიფო აუდიტის სამსახური
(გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო
ურთიერთობებისა).“.
2. მე-5 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის კანონმდებლობით გათვალისწინებულ
საქმიანობაზე;“;
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ყველა მაკონტროლებელ ორგანოს ეკრძალება მოსთხოვოს მეწარმეს ისეთი
ინფორმაციის წარდგენა, რომელიც სცილდება მისი უფლებამოსილების ფარგლებს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური საფინანსო-სამეურნეო კონტროლის სხვა სახელმწიფო
ორგანოთა შემოწმებისას
უფლებამოსილია შესაბამისი ორგანოსაგან მოითხოვოს
ბიუჯეტთან ანგარიშსწორების ამსახველი დოკუმენტებისა და ინფორმაციის წარდგენა
მათი კამერალური წესით შემოწმების მიზნით.“.
მუხლი 9. „საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს
კანონის (პარლამენტის უწყებანი, N11-12, 14.03.1998, გვ.5) 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს
შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 21. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ზედამხედველობა
საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის მიერ საქართველოს სახელმწიფო
ბიუჯეტის სახსრებისა და სახელმწიფოს სხვა მატერიალურ ფასეულობათა გამოყენებასა
და ხარჯვას ზედამხედველობს სახელმწიფო აუდიტის სამსახური.“.
მუხლი 10.„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს
კანონის (პარლამენტის უწყებანი, №002, 9.03.1996, გვ. 15) მე-8 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი
ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ)
დაცვითი ღონისძიებების ოპერატიული უზრუნველყოფის მიზნით შექმნას და
გამოიყენოს საინფორმაციო სისტემები, კონსპირაციის უზრუნველსაყოფად გამოიყენოს
ოპერატიულ მუშაობაში ჩართული პირების, ობიექტებისა და ტექნიკის შესანიღბი
დოკუმენტები და საშუალებები;ღონისძიებათა განხორციელებისას ხელშეკრულების ან
ზეპირი შეთანხმების საფუძველზე გამოიყენოს სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციების,
აგრეთვე კერძო პირების საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი სადგომები, სატრანსპორტო
საშუალებები და სხვა ქონება; გამოიყენოს სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირების
ნებაყოფლობითი,
უსასყიდლო
ან
სასყიდლიანსაფუძველზე
დამყარებული
კონფიდენციალური
თანამშრომლობა.
აკრძალულია
კონტრაქტის
საფუძველზე
საქართველოს
უმაღლესი
პოლიტიკური
თანამდებობის
პირის, საქართველოს
პარლამენტის წევრის, საქართველოს მთავრობის წევრის, საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს თავმჯდომარისა და წევრების, საქართველოს უზენაესი სასამართლოს
თავმჯდომარისა და წევრების, გენერალური აუდიტორის, საქართველოს ეროვნული
ბანკის საბჭოს წევრების, საქართველოს სახალხო დამცველის, მოსამართლის,
პროკურორის, ადვოკატისა და გამომძიებლის კონფიდენციალური ხელშეწყობის
გამოყენება.“.
მუხლი 11.საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ზ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურს – მოსამართლის ბრძანების საფუძველზე,
,,სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონით დადგენილი
უფლებამოსილების განხორციელების მიზნით.“
2. 219-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. საბაჟო კონტროლს არ ექვემდებარება საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური, საქართველოს
პარლამენტის
თავმჯდომარე,
საქართველოს
პრემიერ-მინისტრი,
საქართველოს
პარლამენტის წევრი, საქართველოს მთავრობის წევრი, საქართველოს უზენაესი
სასამართლოს
თავმჯდომარე,
საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
თავმჯდომარე, გენერალური
აუდიტორი,
საქართველოს
სახალხო
დამცველი,
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, სხვა სახელმწიფოში საქართველოს
დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი და დიპლომატიური რანგის მქონე
პირი, მათი თანმხლები ოჯახის წევრი და პირადი ნივთები, გარდა საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.
მუხლი 12.,,სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ” საქართველოს
კანონის(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N17, 06.04.2010, მუხ. 99) 25-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. შიდა აუდიტის სუბიექტი თანამშრომლობს სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან,
მოთხოვნის შემთხვევაში აწვდის მას შესაბამის ინფორმაციას ან/და დოკუმენტაციას და
მასთან ურთიერთობას წარმართავს შიდა კონტროლის საერთაშორისო სტანდარტების
შესაბამისად.“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. შიდა აუდიტის სუბიექტის სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან და სხვა
უწყებებთან
თანამშრომლობა
ხორციელდება
საქართველოს
კანონმდებლობის
შესაბამისად.“.
მუხლი 13.„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის
უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ. 55) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ვ) სახელმწიფო აუდიტის სამსახური;“.
2. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ლ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სისტემის მოხელის და დამხმარე
მოსამსახურის თანამდებობრივ სარგოებს და თანამდებობათა დასახელებებს განსაზღვრავს
გენერალური აუდიტორი;“.
3. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს მთავრობის
კანცელარიის,
საქართველოს
სამინისტროების,
საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს აპარატის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს აპარატის, სახელმწიფო
აუდიტის სამსახურის სისტემის, საქართველოს ეროვნული ბანკის აპარატის, საქართველოს
სახალხო დამცველის აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხას ამტკიცებს შესაბამისი
დაწესებულების ხელმძღვანელი, ხოლო საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის
მოსამსახურეთა საშტატო ნუსხას – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი.“.
მუხლი 14.„საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს
კანონის (პარლამენტის უწყებანი, №11-12, 14.03.1998, გვ. 42) 474 მუხლის პირველი და მე-2
პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ქალაქ თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის
აუდიტს ახორციელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური,,სახელმწიფო აუდიტის შესახებ“
საქართველოს კანონით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში.
2.საკრებულოს
გადაწყვეტილებით,
არა
უმეტეს
წელიწადში
ერთხელ
„აუდიტორული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით
მოწვეულმა აუდიტორმა შეიძლება ჩაატაროს ქალაქ თბილისის ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის დამოუკიდებელი აუდიტი. საკრებულოს
გადაწყვეტილება დამოუკიდებელი აუდიტის ჩატარების შესახებ მიიღება საკრებულოს
წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით. დამოუკიდებელი
აუდიტორის ანგარიში და დასკვნა წარედგინება საკრებულოს, ეგზავნება სახელმწიფო
აუდიტის სამსახურს და ქვეყნდება საჯაროდ.“.
მუხლი 15. „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს
შემდეგი სახის ცლილება:
1. 162-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს პარლამენტის წევრის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკების
უმაღლესი
წარმომადგენლობითი
ორგანოების
დეპუტატების,
საქართველოს
სახალხო
დამცველის,
მოსამართლის,
გენერალური
აუდიტორისთანამდებობიდან გადაყენების (თანამდებობრივი უფლებამოსილების
განხორციელებისაგან ჩამოცილების) საკითხი წყდება საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით.“.
2.
167-ე მუხლის:
ა) მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) თუ საქართველოს პარლამენტმა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ,
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ თანხმობა არ მისცეს შესაბამისად
საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს სახალხო დამცველის, გენერალური
აუდიტორის, მოსამართლის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემაზე იმ ვადით, რა
ვადაშიც პირს იცავს იმუნიტეტი.“;
ბ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5.
საქართველოს
პრეზიდენტის,
საქართველოს
პარლამენტის
წევრის,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, საქართველოს უზენაესი
სასამართლოს წევრის, საქართველოს სხვა საერთო სასამართლოს მოსამართლის,
გენერალური აუდიტორის,საქართველოს სახალხო დამცველის, დიპლომატიური
იმუნიტეტის მქონე პირის, ასევე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იმ
წარმომადგენლის, რომელიც თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას სისხლის
სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდების შესაბამისად სარგებლობს
იმუნიტეტით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის, დაპატიმრებისა და მათ
მიმართ სისხლის სამართლის საპროცესო იძულების სხვა ღონისძიების გამოყენების
განსაკუთრებულ წესს განსაზღვრავს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს
საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კოდექსი და საქართველოს სხვა
საკანონმდებლო აქტები.“.
3. 169-ე მუხლის მე- 7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს სახალხო დამცველის,
გენერალური
აუდიტორის,საქართველოს
უზენაესი
სასამართლოს
წევრის
ბრალდებისათვის აუცილებელია საქართველოს პარლამენტის თანხმობა. საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ბრალდებისათვის აუცილებელია საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის თანხმობა. საქართველოს სხვა საერთო
სასამართლოს მოსამართლის ბრალდებისათვის აუცილებელია საქართველოს უზენაესი
სასამართლოს თავმჯდომარის თანხმობა.“.
4.
173-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„არ შეიძლება დაკავებულ იქნენ: დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირი და მისი
ოჯახის წევრები, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრი,
გენერალური აუდიტორის,საქართველოს სახალხო დამცველი, მოსამართლე. ეს აკრძალვა,
საქართველოს პრეზიდენტის, დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირისა და მისი
ოჯახის წევრების გარდა, არ ვრცელდება ამ კოდექსის 171-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“
ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაზე.“.
მუხლი 16. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის
შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №56, 28.12.2005,
მუხ. 433) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „დ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„დ1) გენერალურ აუდიტორსდა მის მოადგილეს;“.
2. 152 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 152. გენერალური აუდიტორისადა მისი
მოადგილის (მოადგილეების) კომპენსაციების გაანგარიშება
გენერალურ აუდიტორსდა მის მოადგილეს (მოადგილეებს) კომპენსაციები
ენიშნებათ 65 წლის ასაკის მიღწევისას ან არანაკლებ 25 წლის შრომის საერთო სტაჟის
შემთხვევაში, გენერალურ აუდიტორს– უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ, მის
მოადგილეს (მოადგილეებს) – არანაკლებ 5 წლით სამსახურებრივი უფლებამოსილების
განხორციელებისას, შესაბამისად სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოქმედი
გენერალური აუდიტორისადა მისი მოადგილის (მოადგილეების) თანამდებობრივი
სარგოების მესამედის ოდენობით.“.
მუხლი 17. „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის
შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997, გვ. 86) მე-2
მუხლის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ო) გენერალური აუდიტორი, მისი მოადგილე, პრეზიდიუმის წევრი,
დეპარტამენტების, რეგიონალური და ქალაქის ბიუროების ხელმძღვანელები, აფხაზეთისა
და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში კონტროლის პალატების თავმჯდომარეები;“.
მუხლი 18. „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N49, 30.11.2005, მუხ. 328) 28-ე მუხლი
ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სპეციალური სამსახურების კონტრდაზვერვითი საქმიანობისათვის სახელმწიფო
ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფინანსური სახსრებისა და სახელმწიფოს სხვა მატერიალურ
ფასეულობათა გამოყენებასა და ხარჯვას ზედამხედველობს სახელმწიფო აუდიტის
სამსახურის
სპეციალური
ჯგუფი,
რომლის
წევრებსაც
აქვთ
სახელმწიფო
საიდუმლოებასთან დაშვების უფლება.“.
მუხლი
19.
„იარაღის
შესახებ“
საქართველოს
კანონის
(საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №14, 3.06.2003, მუხ. 90) მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი
ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურისპრეზიდიუმის წევრებს;“.
მუხლი 20. „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, N27, 27.10.2008, მუხ. 170) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1.
მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„გ)კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას
საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს საერთო სასამართლოების
მოსამართლის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისა და წევრის,
საქართველოს მთავრობის წევრის, საქართველოს სახალხო დამცველის, გენერალური
აუდიტორის,საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს პრეზიდენტისა და წევრის,
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და დესპანის, თანამდებობაზე
მყოფი უმაღლესი სამხედრო ან უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე ოფიცრის ან
მასთან გათანაბრებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენისას;“;
2.
52-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პროკურატურისათვის გამოყოფილი სახელმწიფო სახსრების, სახელმწიფოს სხვა
მატერიალურ ფასეულობათა გამოყენებასა და ხარჯვაზე კონტროლს ახორციელებს
სახელმწიფო აუდიტის სამსახური.“.
მუხლი 21. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის
უწყებები, N9, 1993 წ., მუხ. 187) 39-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სამინისტროს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებისა და
სახელმწიფოს სხვა მატერიალური ფასეულობების გამოყენებასა და ხარჯვას
ზედამხედველობს სახელმწიფო აუდიტის სამსახური.“.
მუხლი 22. „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №1, 15.01.2009, მუხ. 2) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1. კანონის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“.
2. პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
,,1.
ეს კანონი, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, განსაზღვრავს
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სტატუსს და დამოუკიდებლობის გარანტიებს.
2. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფლებამოსილება, საქმიანობის წესი და
ორგანიზაცია განისაზღვრება მხოლოდ ამ კანონის შესაბამისად.“.
3.
მე-2 მუხლის ,,ი“, ,,კ“ და ,,ლ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ი) აუდიტორი – სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურე, რომელიც
აუდიტს ახორციელებს ამ კანონით დადგენილი წესით;
კ) აუდიტორ-სტაჟიორი – პირი, რომელიც სტაჟიორად ინიშნება სახელმწიფო
აუდიტის სამსახურში
შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე და აუდიტს
ახორციელებს ამ კანონით დადგენილი წესით;
ლ) აუდიტის ობიექტი – პირი, ორგანო, ორგანიზაცია ან/და დაწესებულება,
რომელზედაც ვრცელდება ამ კანონით დადგენილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის
უფლებამოსილება.“.
4. მე-3-მე-5 მუხლებიჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 3. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სტატუსი და დამოუკიდებლობა
1. სახელმწიფო აუდიტის სამსახური არის სახელმწიფო საფინანსო-ეკონომიკური
კონტროლის უმაღლესი ორგანო, რომელიც ახორციელებს აუდიტს.
2. სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და
ემორჩილება მხოლოდ კანონს. დაუშვებელია მის საქმიანობაში ჩარევა ან/და მისი
საქმიანობის კონტროლი, ამ საქმიანობასთან დაკავშირებით ანგარიშის მოთხოვნა, თუ ეს
პირდაპირ არ არის გათვალისწინებული კანონით. აკრძალულიასახელმწიფო აუდიტის
სამსახურზე ყოველგვარი პოლიტიკური ზეწოლა, აგრეთვე ნებისმიერი სხვა ქმედება,
რომელმაც შეიძლება ხელყოს მისი დამოუკიდებლობა.
3. სახელმწიფო აუდიტის სამსახური უწყებრივად, ფინანსურად, ფუნქციონალურად
და ორგანიზაციულად დამოუკიდებელია.
მუხლი 4. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიზნები
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიზნებია, ხელი
შეუწყოს სახელმწიფო სახსრების, სახელმწიფოს სხვა მატერიალური ფასეულობების
ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვას და ეფექტიანობას,
ეროვნული სიმდიდრის, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი
თვითმმართველი ერთეულების საკუთრების დაცვას, ასევე საჯარო ფინანსების მართვის
გაუმჯობესებას.
მუხლი 5. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი
საფუძვლები და პრინციპები
1. სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს
კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ
კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების
საფუძველზე.
2. სახელმწიფო აუდიტის სამსახური ხელმღვანელობს უმაღლესი აუდიტორული
ორგანოების საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დეკლარირებული ძირითადი
პრინციპებით.
3. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის პრინციპებია:
ა) ობიექტურობა;
ბ) დამოუკიდებლობა;
გ) საჯაროობა;
დ) პროფესიონალიზმი.“ .
5.
მე-2 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,თავი II
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის მიმართულებები“
6.
მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 6. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფლებამოსილება
1.
სახელმწიფო
აუდიტის
სამსახური
საქართველოს
კონსტიტუციით
განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად:
ა) ახორციელებს აუდიტს ამ კანონით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში;
ბ) უფლებამოსილია ჩაატაროს ექსპერტიზა და გასცეს დასკვნები საფინანსო და
ეკონომიკური სფეროების მარეგულირებელი საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული
აქტების პროექტებზე, ასევე იმ პროგრამებზე, რომელთა დასაფინანსებლად
განსაზღვრულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი
თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების სახსრების გამოყენება ან რომლებიც
გავლენას ახდენს ამ სახსრების ფორმირებაზე, აგრეთვე საქართველოს პარლამენტს, სხვა
შესაბამის ორგანოებსა და დაწესებულებებს წარუდგინოს საგადასახადო კანონმდებლობის,
სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემასა და
სრულყოფასთან დაკავშირებული წინადადებები.
2.სახელმწიფო აუდიტის სამსახური ახორციელებს მოქალაქეთა პოლიტიკური
გაერთიანებების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგს საქართველოს ორგანული
კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ და „მოქალაქეთა პოლიტიკური
გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი კომპეტენციის
ფარგლებში. იგი უფლებამოსილია ჩაატაროს აუდიტი, ყადაღა დაადოს ფიზიკური
პირების, იურიდიული პირების, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების ქონებას (მათ
შორის, საბანკო ანგარიშებს), შეადგინოს სამართალდარღვევის შესახებ ოქმი და მიიღოს
შესაბამისი დადგენილება.“.
7.
IIIთავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,თავი III
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ორგანიზაცია და სტრუქტურა
მუხლი 8. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სისტემა
1. სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ხელმძღვანელობს გენერალური აუდიტორი.
2. სახელმწიფო აუდიტის სამსახური არის ერთიანი, ცენტრალიზებული სისტემა,
რომელიც შედგება სტრუქტურული ერთეულებისაგან, მათ შორის, აფხაზეთისა და აჭარის
ავტონომიურ რესპუბლიკებში. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სტრუქტურას
განსაზღვრავს გენერალური აუდიტორი.
3. სახელმწიფო აუდიტის სამსახურში იქმნება პრეზიდიუმი, რომლის
შემადგენლობასა და წევრთა რაოდენობას განსაზღვრავს გენერალური აუდიტორი.
4. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ორგანიზებასა და საქმიანობასთან
დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება ამ კანონისა და სახელმწიფო აუდიტის
სამსახურის რეგლამენტის შესაბამისად.
მუხლი 9. გენერალური აუდიტორი
1. გენერალურ აუდიტორს საქართველოსპარლამენტისთავმჯდომარისწარდგინებით,
ხუთიწლისვადით, სიითიშემადგენლობისუმრავლესობითირჩევსსაქართველოსპარლამენტი.
2.გენერალურ აუდიტორს
არშეიძლებაეკავოსსხვათანამდებობაანეწეოდესსხვაანაზღაურებადსაქმიანობას,
გარდაპედაგოგიური, სამეცნიეროან/დაშემოქმედებითისაქმიანობისა.
3. გენერალური აუდიტორი
თანამდებობაზეყოფნისმთელიპერიოდისგანმავლობაშიარშეიძლებაიყოსპოლიტიკურიპარ
ტიისწევრიანეწეოდესსხვაპოლიტიკურსაქმიანობას.
5. უზრუნველყოფილი უნდაიყოს გენერალური აუდიტორის
უფლებამოსილებისგანხორციელებისდამოუკიდებლობა. არავის არაქვს უფლება, ჩაერიოს
ან ზეგავლენა მოახდინოს მის გადაწყვეტილებაზე.
6.შესაბამისისახელმწიფოორგანოებიდადგენილიწესითუზრუნველყოფენგენერალუ
რი აუდიტორის პირადუსაფრთხოებას.
მუხლი 10. გენერალური აუდიტორის უფლებამოსილება
გენერალური აუდიტორი:
ა) წარმართავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობას საქართველოს
კონსტიტუციის, ამ კანონის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული
აქტების შესაბამისად;
ბ) იღებს გადაწყვეტილებებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობასთან
დაკავშირებულ საკითხებზე;
გ) თავმჯდომარეობს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრეზიდიუმის სხდომებს;
დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო
აუდიტის სამსახურის მოსამსახურეებს;
ე) თანამდებობაზე ნიშნავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სტრუქტურული
ერთეულის ხელმძღვანელს ავტონომიურ რესპუბლიკაში შესაბამისი ავტონომიური
რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან შეთანხმებით;
ვ) განსაზღვრავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის
მოსამსახურეთა ზღვრულ
რიცხოვნობას;
ზ) ამტკიცებს საშტატო ნუსხას, განსაზღვრავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის
მოსამსახურეთა თანამდებობების დასახელებებს და თანამდებობრივ სარგოებს
სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის დადგენილი შრომის ანაზღაურების ფონდის
ფარგლებში;
თ) ორგანიზებას უწევს ერთგვაროვანი აუდიტორული პრაქტიკის განვითარების
მიზნით აუდიტის შედეგებზე ჩამოყალიბებული შეფასებების განზოგადებას;
ი)
უფლებამოსილია
მისთვის
დაკისრებული
უფლება-მოვალეობების
განხორციელების მიზნით გამოსცეს შესასრულებლად სავალდებულო ბრძანებები;
კ) საქართველოს პარლამენტს წარუდგენს საქართველოს კონსტიტუციითა და ამ
კანონით გათვალისწინებულ მოხსენებებსა და ანგარიშებს;
ლ) წარმოადგენსსახელმწიფო აუდიტის სამსახურს საერთაშორისო და სხვა
ორგანიზაციებთან ურთიერთობაში;
მ) გამოსცემს ნორმატიულ აქტს – ბრძანებას „ნორმატიული აქტების შესახებ“
საქართველოს კანონით დადგენილი წესით;
ნ) ამტკიცებსსახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეგლამენტსა და სახელმწიფო
აუდიტის სამსახურის მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსს;
ო) ქმნის კომისიებსა და სპეციალურ სამუშაო ჯგუფებს;
პ) განსაზღვრავს გენერალური აუდიტორის პირველი მოადგილისა და
მოადგილეების ფუნქციურ მოვალეობებს და ახდენს მათზე უფლებამოსილების
დელეგირებას;
ჟ) უფლებამოსილია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლობის
უფლება მიანიჭოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეს;
რ) უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია, დაესწროს
საქართველოს პარლამენტის, პარლამენტის კომიტეტის, საპარლამენტო ფრაქციის ან/და
პარლამენტის საგამოძიებო ან სხვა დროებითი კომისიის სხდომას. ამასთანავე, მას
მოთხოვნისთანავე უნდა მოუსმინოს საქართველოს პარლამენტმა, პარლამენტის
კომიტეტმა, საპარლამენტო ფრაქციამ ან/და პარლამენტის საგამოძიებო ან სხვა დროებითმა
კომისიამ;
ს) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად წაახალისებს სახელმწიფო
აუდიტის სამსახურის მოსამსახურეებს, აკისრებს მათ დისციპლინურ პასუხისმგებლობას,
აჯილდოებს უწყებრივი ჯილდოებით, სიგელებით, ფულადი პრემიით, ფასიანი
საჩუქრებით; საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს წარდგინებით სახელმწიფო აუდიტის
სამსახურის მოსამსახურეთა დაჯილდოების შესახებ;
ტ) განსაზღვრავს ფულადი პრემიის, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში –
ერთჯერადი დახმარების ოდენობას;
უ) ახორციელებს ამ კანონითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით
მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 11. გენერალური აუდიტორის ხელშეუხებლობა
1. გენერალური აუდიტორის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება
ან დაპატიმრება, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირადი ჩხრეკა შეიძლება
მხოლოდ საქართველოს პარლამენტის თანხმობით. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების
შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს. თუ პარლამენტი მომდევნო
48 საათის განმავლობაში არ მისცემს თანხმობას, დაკავებული ან დაპატიმრებული
გენერალური აუდიტორი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
2. გენერალური აუდიტორის დაკავებაზე ან დაპატიმრებაზე პარლამენტის მიერ
თანხმობის მიცემის შემთხვევაში მას პარლამენტის თანხმობით შეუჩერდება
უფლებამოსილება სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ დადგენილების
გამოტანამდე ან სასამართლო განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე.
3. გენერალური აუდიტორის თანამდებობიდან გადაყენება შეიძლება საქართველოს
პარლამენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს კონსტიტუციის 64-ე მუხლის
შესაბამისად.
4. გენერალური აუდიტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) პირადი განცხადება;
ბ) თანამდებობიდან გადაყენება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესით;
გ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ, შეზღუდულქმედუნარიანად, უგზოუკვლოდ დაკარგულად აღიარება ან გარდაცვლილად გამოცხადება;
დ) გენერალური აუდიტორის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავება
ან შეუთავსებელი საქმიანობა;
ე) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა;
ვ) გარდაცვალება.
მუხლი 12. გენერალური აუდიტორის მოადგილეები
1. გენერალური აუდიტორს ჰყავს მოადგილეები, მათ შორის, ერთი პირველი
მოადგილე, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს
გენერალური აუდიტორი.
2. გენერალური აუდიტორის მოადგილეების სამსახურებრივ შეუთავსებლობაზე
ვრცელდება გენერალური აუდიტორისათვის ამ კანონით დადგენილი წესები.
3.
გენერალური აუდიტორის არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილებათა
განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მის ფუნქციებს ასრულებს გენერალური
აუდიტორის პირველი მოადგილე, ხოლო გენერალური აუდიტორის და მისი პირველი
მოადგილის არყოფნის ან მათ მიერ უფლებამოსილებათა განხორციელების
შეუძლებლობის შემთხვევაში, გენერალური აუდიტორის დავალებით – ერთ-ერთი
მოადგილე.
4. გენერალური აუდიტორის მოადგილეები უფლებამოსილი არიან, ხოლო
მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებული არიან, დაესწრონ საქართველოს პარლამენტის,
პარლამენტის კომიტეტისა და საგამოძიებო ან სხვა დროებითი კომისიის სხდომებს.
5. გენერალური აუდიტორის პირველი მოადგილე და მოადგილეები
ხელმძღვანელობენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის განსაზღვრულ
მიმართულებებს
და
სამსახურებრივი
მოვალეობის
შესრულების
დროს
ანგარიშვალდებული არიან გენერალური აუდიტორის წინაშე.
6. გენერალური აუდიტორის უფლებამოსილების შეწყვეტისას მის პირველ
მოადგილესა და მოადგილეებს უფლებამოსილება შეუწყდებათ ახალიგენერალური
აუდიტორის არჩევისთანავე.
მუხლი 13. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრეზიდიუმი
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრეზიდიუმი სათათბირო ორგანოა.
იგიუფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული დავა სახელმწიფო
აუდიტის სამსახურის აუდიტის ანგარიშთან დაკავშირებით ამ კანონის VI თავის
შესაბამისად.“.
8.
მე-17 და მე-18 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 17. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორული უფლებამოსილება
1. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორული უფლებამოსილება, მისი
კომპეტენციის ფარგლებში, ვრცელდება საკანონმდებლო, აღმასრულებელი და
სასამართლო ხელისუფლებების ორგანოებზე, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე,
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებზე, საქართველოს ეროვნულ ბანკზე,
სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის ან/და ადგილობრივი თვითმმართველი
ერთეულის მიერ 50 პროცენტი და მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ
საწარმოებზე, სხვა იურიდიულ პირებზე, ფიზიკურ პირებზე, ორგანიზაციებსა და
დაწესებულებებზე.
2. საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონით განსაზღვრული ამოცანების
შესასრულებლად სახელმწიფო აუდიტის სამსახურიამოწმებს:
ა)
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკებისა
და
ადგილობრივი
თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების ხარჯვასა და შესრულებას;
ბ) სახელმწიფო ბიუჯეტისა და ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტების
პროექტების შემოსულობებისა და გადასახდელების საფუძვლიანობასა და კანონიერებას;
გ) სახელმწიფო ვალის ფორმირებასა და მართვას, სახელმწიფო კრედიტების გაცემას;
დ) საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობას, საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში;
ე) საქართველოს ეროვნულ ბანკსა და საქართველოში რეგისტრირებულ საკრედიტო
და საფინანსო დაწესებულებებში სახელმწიფო სახსრების მოძრაობის კანონიერებას;
ვ) საქართველოს დიპლომატიური სამსახურის საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას;
ზ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახსრებისა და ქონების ხარჯვასა და
გამოყენებას. წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის (საჯარო
სამართლის კორპორაციის) საქმიანობას სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამოწმებს
სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველი
ერთეულის მიერ გადაცემული ქონების ან/და სახსრების ხარჯვისა და გამოყენების
ფარგლებში. ამ ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს კონსტიტუციური
შეთანხმებით
გათვალისწინებული
საჯარო
სამართლის
იურიდიული
პირის,
დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს მიმართ;
თ)
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკებისა
და
ადგილობრივი
თვითმმართველი ერთეულების საკუთრების მართვასა და განკარგვას;
ი) იმ კერძო სამართლის იურიდიული პირის საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას,
რომელშიც ავტონომიური რესპუბლიკა ან/და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული
ფლობს წილის/აქციების 50 პროცენტსა და მეტს, ასევე სახელმწიფოს მიერ 50 პროცენტი და
მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კერძო სამართლის იურიდიული პირის
საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ამ საწარმოს ფასიანი
ქაღალდები – აქცია, წილი − განთავსებულია ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო
საფონდო ბირჟაზე. ამ საწარმომ ინფორმაცია თავისი ფინანსური ანგარიშგების შესახებ
მოთხოვნისამებრ უნდა წარუდგინოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს;
კ) კერძო სამართლის სუბიექტის იმ სახელშეკრულებო ვალდებულებასა და სესხს,
რომლის გარანტად დგას სახელმწიფო, აგრეთვე მის საქმიანობას იმ ნაწილში, რომელიც
დაკავშირებულია მის მიერ საბიუჯეტო ან სახელმწიფო ფონდების კუთვნილი თანხების,
ასევე რაიმე ფორმით სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი
თვითმმართველი ერთეულის საკუთრების გამოყენებასთან ან მართვასთან;
ლ) საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“
დადგენილი არჩევნებისათვის გამოყოფილი ფულადი სახსრების გამოყენების
მართლზომიერებას.
3. სახელმწიფო აუდიტის სამსახური დამოუკიდებლად განსაზღვრავს წლიური
აუდიტორული საქმიანობის გეგმას.
მუხლი 18. არაგეგმური აუდიტი
არაგეგმური ფინანსური ან/და შესაბამისობის აუდიტი ტარდება საქართველოს
პარლამენტის
მოთხოვნით,
აგრეთვე
სახელმწიფო
აუდიტის
სამსახურის
გადაწყვეტილებით საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის,
საპარლამენტო უმცირესობის ან/და იმ ფრაქციის მიმართვის საფუძველზე, რომელიც არ
არის გაერთიანებული საპარლამენტო უმრავლესობაში.“.
9.
მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 20. აუდიტის განმახორციელებელი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის
მოსამსახურეები და მათი უფლება-მოვალეობები
1. ამ კანონით დადგენილი აუდიტის ჩატარების უფლება აქვთ აუდიტორსა და
აუდიტორ-სტაჟიორს.
2. სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია აუდიტის ჩასატარებლად
მოიწვიოს კერძო სამართლის სუბიექტი, რომელზედაც ვრცელდება ამ კანონით
დადგენილი უფლება-მოვალეობები.
3.
აუდიტის
განმახორციელებელი
სახელმწიფო
აუდიტის
სამსახურის
მოსამსახურეები უფლებამოსილი არიან, აუდიტის განხორციელების მიზნით:
ა) მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია და ნებისმიერი დოკუმენტი, მიუხედავად
მისი ფორმისა (ელექტრონული ვერსია და სხვა), აუდიტის ობიექტს მოსთხოვონ
დოკუმენტური მასალის სახელმწიფო ენაზე წარმოდგენა, გადაიღონ დოკუმენტების
ასლები;
ბ) დაუბრკოლებლად შევიდნენ აუდიტის ობიექტში, ჩაატარონ ინვენტარიზაცია;
გ) საჭიროების შემთხვევაში დალუქონ საწყობები, არქივები და სალაროები, გარდა
კერძო სამართლის სუბიექტისა;
დ) მიიღონ ახსნა-განმარტება შესამოწმებელ საკითხებთან დაკავშირებით.
4. სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავისი უფლებამოსილების განხორციელების
მიზნით უფლებამოსილია ცალკეული გადასახადის გადამხდელების შესახებ მიიღოს
იდენტიფიცირებული ინფორმაცია (საგადასახადო საიდუმლოება) მოსამართლის
ბრძანების საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით,
ხოლო სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ინფორმაცია – „სახელმწიფო
შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
5. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურის კანონიერი მოთხოვნის
შესრულება აუდიტის ობიექტისათვის სავალდებულოა.
6. აუდიტის განმახორციელებელი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეები
ვალდებული არიან:
ა) დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;
ბ) აუდიტის ობიექტს გააცნონ აუდიტის სახეობა, მიზანი, პერიოდი და მხარეთა
უფლება-მოვალეობანი;
გ) უზრუნველყონ სახელმწიფო, სამსახურებრივი, კომერციული და პირადი
საიდუმლოებების დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ) აუდიტის შედეგები არ გახადონ საჯარო აუდიტის ანგარიშის შედგენამდე;
ე) აუდიტის პროცესში შესაძლო დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში
დოკუმენტების ორიგინალები დაურთონ აუდიტის მასალებს, ხოლო მათი დამოწმებული
ასლები დატოვონ აუდიტის ობიექტში;
ვ) დაიცვან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსი;
ზ) აუდიტის ჩატარებისას არ ჩაერიონ აუდიტის ობიექტის მიმდინარე
საქმიანობაში.“.
10.
21-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია აუდიტის პროცესში
მოიწვიოს ან/და ჩართოს სპეციალისტი, ექსპერტი. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის
ურთიერთობა მოწვეულ სპეციალისტებთან და ექსპერტებთან წესრიგდება საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
11.
23-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. აუდიტის ობიექტი ვალდებულია:
ა) უზრუნველყოსსახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურე სათანადო
სამუშაო პირობებით, მათ შორის, სამუშაო ოთახით;
ბ) უზრუნველყოსსახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურე აუდიტის
ჩასატარებლად საჭირო ყველა ინფორმაციით; იგი პასუხისმგებელია ამ ინფორმაციის
ნამდვილობაზე, ობიექტურობასა და სისრულეზე;
გ) არ ჩაერიოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურის საქმიანობაში, არ
შეაფერხოს აუდიტის ჩატარება, ხელი შეუწყოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის
მოსამსახურეს, შეამოწმოს დოკუმენტები სამუშაო საათების განმავლობაში ისე, რომ არ
შეაფერხოს აუდიტის ობიექტის მუშაობა.
დ) გამოყოსსახელმწიფო აუდიტის სამსახურთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელი
პირი.
3. აუდიტის ობიექტი ვალდებულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ
დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით წარადგინოს სრული ინფორმაცია ან/და
დოკუმენტაცია. შესაბამისი ინფორმაციის ან/და დოკუმენტაციის დადგენილ ვადაში
წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში აუდიტის ობიექტს შეუძლია სახელმწიფო
აუდიტის სამსახურს
მიმართოს თხოვნით, გააგრძელოს ინფორმაციის ან/და
დოკუმენტაციის წარდგენის ვადა. სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია,
აუდიტის ობიექტის თხოვნით, აღნიშნული ვადა გააგრძელოს მხოლოდ ერთხელ,
არანაკლებ 5 და არა უმეტეს 30 კალენდარული დღით.“.
12. 24-ე-26 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 24. აუდიტის შედეგების რეალიზაცია
1. აუდიტის შედეგებზე დგება ანგარიში. სახელმწიფო აუდიტის სამსახური
უფლებამოსილია აუდიტის შედეგებზე ასევე შეიმუშაოს რეკომენდაცია. აუდიტის
ანგარიში და რეკომენდაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარედგინება აუდიტის
ობიექტს, ასევე შეიძლება წარედგინოს აუდიტის ობიექტის ზემდგომ ორგანოს ან იმ
სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოს, რომლის წინაშეც ანგარიშვალდებულია აუდიტის ობიექტი.
2. სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია ამ კანონით დადგენილი
კომპეტენციის ფარგლებში აუდიტის ობიექტის საქმიანობაზე ზედამხედველობის
განხორციელებისას წინასწარი აუდიტის შედეგებზე შეიმუშაოს რეკომენდაცია და
გაუგზავნოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სუბიექტს.
3. რეკომენდაციის შესაბამისად გატარებული ღონისძიებების შესახებ სახელმწიფო
აუდიტის სამსახურს უნდა ეცნობოს 1 თვეში, თუ სახელმწიფო აუდიტის სამსახურისმიერ
სხვა ვადა არ არის დადგენილი.
4. სახელმწიფო აუდიტის სამსახური აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკების
რესპუბლიკური
ბიუჯეტების
ხარჯვასა
და
შესრულებასთან
დაკავშირებული აუდიტის შედეგების შესახებ ინფორმაციას ყოველწლიურად წარუდგენს
შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს.
5. სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია საქართველოს პრეზიდენტს,
საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მთავრობას გაუგზავნოს ინფორმაცია
აუდიტის შედეგებზე, აგრეთვე საქართველოს პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის წინაშე
დასვას აუდიტის შედეგების განხილვის საკითხი და გაატაროს სხვა შესაბამისი
ღონისძიებები დარღვევათა თავიდან ასაცილებლად.
1
მუხლი 24 . სახელმწიფო აუდიტის სამსახურისურთიერთობა სამართალდამცავ
ორგანოებთან
1. დანაშაულის ნიშნების შემცველი აუდიტის მასალები დაუყოვნებლივ ეგზავნება
სამართალდამცავ ორგანოებს. სამართალდამცავ ორგანოებს ეგზავნება მხოლოდ ის მასალა
(ან მისი ნაწილი), რომელიც უშუალოდ შეიცავს ინფორმაციას დანაშაულის ნიშნების
შესახებ. წარდგენილი ინფორმაციის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილებისა და მისი
რეალიზაციის ღონისძიებათა შესახებ სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა აცნობონ
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის.
2. სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია სისხლის სამართლის საქმის
მწარმოებელი ორგანოს მიმართვის საფუძველზე ექსპერტად ჩართოს აუდიტორი.
„მუხლი 25. სახელმწიფო აუდიტის სამსახურისსაქმიანობის შედეგების გამოქვეყნება
სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია გამოაქვეყნოს აუდიტის
ანგარიში, აგრეთვე სხვა ინფორმაცია მის საქმიანობასთან დაკავშირებით. ამასთანავე, იგი
ვალდებულია არ გაამჟღავნოს კანონით დაცული საიდუმლო ინფორმაცია, რომელიც ეხება
აუდიტის ობიექტს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული
შემთხვევებისა.
მუხლი 26. აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები
1.
სახელმწიფო
აუდიტის
სამსახური
აუდიტორული
საქმიანობის
განხორციელებისას იყენებს აუდიტორული ორგანოების საერთაშორისო ორგანიზაციების
მიერ დეკლარირებულ საჯარო სექტორის აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებს.
2. სახელმწიფო აუდიტის სამსახური აუდიტის პროცედურებთან დაკავშირებით
შეიმუშავებს და ამტკიცებს მეთოდოლოგიებს, სახელმძღვანელოებსა და ინსტრუქციებს.“.
13. 261 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 261. პასუხისმგებლობასახელმწიფო აუდიტის სამსახურისკანონიერი
მოთხოვნის შეუსრულებლობისათვის
სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვისაუცილებელი ინფორმაციის ან/და
დოკუმენტაციის მიწოდებისთვის თავის არიდება, მცდარი ინფორმაციის წარდგენა, მის
საქმიანობაში ჩარევა ან მისი საქმიანობისთვის სხვაგვარად ხელის შეშლა −
გამოიწვევს პასუხისმგებელი პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
14.
262მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ამ თავით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ
ოქმებს ადგენს
გენერალური აუდიტორის ნორმატიული აქტით განსაზღვრული
უფლებამოსილი პირი.“.
15. VI თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,სახელმწიფო აუდიტის სამსახურისაუდიტის ანგარიშის გასაჩივრება“
16. 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 27. სახელმწიფო აუდიტის სამსახურისაუდიტის ანგარიშის გასაჩივრება
1. აუდიტის ობიექტები, რომლებიც, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული
კოდექსის შესაბამისად, არიან ადმინისტრაციული ორგანოები, უფლებამოსილი არიან,
სახელმწიფო აუდიტის სამსახურისაუდიტის ანგარიში ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში
გაასაჩივრონ მხოლოდ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში.
2. აუდიტის ობიექტები, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული
ადმინისტრაციული ორგანოებისა, უფლებამოსილი არიან, სახელმწიფო აუდიტის
სამსახურისაუდიტის ანგარიში ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივრონ უშუალოდ
სახელმწიფო აუდიტის სამსახურშიასევე სასამართლოში – კანონით დადგენილი წესით.
3. ამ მუხლით დადგენილი ვადის დარღვევით წარდგენილი საჩივარი
განუხილველი რჩება კანონით დადგენილი წესით.
4. სახელმწიფო აუდიტის სამსახურშიადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით
ადმინისტრაციულ წარმოებაზე ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული
კოდექსი, ამ კანონის თავისებურებათა გათვალისწინებით.“.
17. 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 29. საჩივრის განხილვის წესი
1. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრეზიდიუმი ადმინისტრაციულ საჩივარს
განიხილავს მისი წარდგენიდან 20 დღის ვადაში. განსახილველი საქმის სირთულის
გათვალისწინებით, ეს ვადა, პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით, შეიძლება გაგრძელდეს
მხოლოდ ერთხელ, არა უმეტეს 20 დღით.
2. ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების
სხვა საკითხები განისაზღვრება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეგლამენტით.“
18. VIIთავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,თავი VII
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ურთიერთობა საქართველოს პარლამენტთან.
საერთაშორისო ურთიერთობები
მუხლი 31. მოხსენებები, ანგარიშები და ინფორმაციები
1. სახელმწიფო აუდიტის სამსახური საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს
პარლამენტში სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშის წარდგენის
დღიდან არა უგვიანეს 1 თვისა საქართველოს პარლამენტს წარუდგენს მოხსენებას ამ
ანგარიშის შესახებ.
2. მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ
საქართველოს მთავრობის მოხსენებასთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის
სამსახური საქართველოს პარლამენტს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელ
სხდომამდე არა უგვიანეს 2 დღისა წარუდგენს თავის მოხსენებას. მოხსენებასთან ერთად
საქართველოს პარლამენტს წარედგინება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა
სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტით გათვალისწინებული შემოსულობებისა და
გადასახდელების საფუძვლიანობისა და კანონიერების შესახებ.
3. სახელმწიფო აუდიტის სამსახური საქართველოს პარლამენტს წარუდგენს
ყოველწლიურ ანგარიშს თავისი საქმიანობის შესახებ. ეს ანგარიში წარდგენილი უნდა
იქნეს არა უგვიანეს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 ივნისისა. ყოველწლიური
ანგარიში ქვეყნდება საჯაროდ.
4. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ საქართველოს პარლამენტისათვის
წარდგენილი ანგარიშები ქვეყნდება საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ ბეჭდვით
ორგანოში.
5. სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2 წელიწადში ერთხელ საქართველოს
პარლამენტს წარუდგენს ანგარიშს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების
ბიუჯეტების ხარჯვასა და შესრულებასთან დაკავშირებით ჩატარებული აუდიტების
შესახებ.
მუხლი 311. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობები
კონტროლის
პალატა
უფლებამოსილია
სხვა
სახელმწიფოთა
უმაღლეს
აუდიტორულ, მაკონტროლებელ და სხვა შესაბამის ორგანოებთან, ასევე საერთაშორისო
ორგანიზაციებთან დადოს შეთანხმებები თანამშრომლობის შესახებ.
19.
VIIIთავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,თავი VIII
სახელმწიფო აუდიტის სამსახურში სამსახურებრივი ურთიერთობების სამართლებრივი
საფუძვლები. სოციალური დაცვის გარანტიები
მუხლი
32.
სამსახურებრივი
ურთიერთობების
სამართლებრივი
საფუძვლები
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეებზე ვრცელდება „საჯარო
სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ
სამსახურებრივი ურთიერთობების საკითხები, როგორებიცაა სამსახურში მიღება და
სამსახურიდან განთავისუფლება, უფლება-მოვალეობანი, სამსახურისა და სტაჟირების
გავლის, პროფესიული სამსახურებრივი საქმიანობის შეფასების, წახალისების ფორმებისა
და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების წესი და საფუძვლები
სხვაგვარად რეგულირდება ამ კანონითა და გენერალური აუდიტორის ნორმატიული
აქტით.
მუხლი 321. საქართველოსსახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეთა
ეთიკის კოდექსი
1. საქართველოსსახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეთა ეთიკის
კოდექსი
ადგენს
სამსახურებრივი
უფლებამოსილებისა
და
ფუნქციების
განხორციელებისას მოსამსახურეთა ქცევის წესებსა და ნორმებს.
2. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეები ვალდებული არიან, დაიცვან
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსი.
3. საქართველოსსახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეთა ეთიკის
კოდექსის დარღვევა იწვევს დისციპლინურ პასუხისმგებლობას.
მუხლი 322. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეთა შრომის
ანაზღაურება
1. გენერალური აუდიტორის შრომის ანაზღაურების ოდენობა არ უნდა იყოს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის შრომის ანაზღაურების
ოდენობაზე ნაკლები.
2. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორის შრომის ანაზღაურების
ოდენობის განსაზღვრისას გენერალური აუდიტორი უფლებამოსილია გაითვალისწინოს
საქართველოში მოქმედ უმსხვილეს აუდიტორულ
ფირმებში არსებული შრომის
ანაზღაურების დონე.
3. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დანარჩენ მოსამსახურეთა შრომის
ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება ამ კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 33. სოციალური დაცვა
1. აუდიტორი ექვემდებარება სავალდებულო დაზღვევას სახელმწიფო ბიუჯეტის
ხარჯზე. ზიანი, რომელიც მიადგა აუდიტორს სამსახურებრივი მოვალეობის
შესრულებასთან დაკავშირებით, სრული მოცულობით ანაზღაურდება სახელმწიფო
ბიუჯეტიდან, კანონით დადგენილი წესით.
2. აუდიტორს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანაზღაურების
მოთხოვნის უფლება აქვს ზიანის მიყენებიდან 1 წლის განმავლობაში.
3. გენერალური აუდიტორის
ან მისი მოადგილის სამსახურებრივი
უფლებამოსილების პერიოდში გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვლილის ოჯახს
ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 10 000 ლარის ოდენობით. იგი იკრძალება
სახელმწიფოს ხარჯზე.
4. გენერალურ აუდიტორს
ან მის მოადგილეს ამ მუხლის მე-3 პუნქტით
გათვალისწინებულ გარემოებაში შრომისუნარიანობის სრულად ან ნაწილობრივ
დაკარგვისას ეძლევა ერთჯერადი დახმარება არა უმეტეს 7 000 ლარისა.
5.
გენერალური
აუდიტორის
ან
მისი
მოადგილის
სამსახურებრივი
უფლებამოსილების პერიოდში გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვლილის ოჯახის
წევრებს ენიშნებათ სახელმწიფო კომპენსაცია „სახელმწიფო კომპენსაციისა და
სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი
წესითა და ოდენობით.“.
20.
34-ე - 36-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 34. სახელმწიფო აუდიტის სამსახურისდაფინანსება
1.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურიფინანსდება საქართველოს სახელმწიფო
ბიუჯეტიდან. სახელმწიფო აუდიტის სამსახურისბიუჯეტი ხარჯების ეკონომიკური
კლასიფიკაციის მუხლით გათვალისწინებული მოცულობის ფარგლებში არ შეიძლება იყოს
წინა წლის შესაბამის მოცულობაზე ნაკლები.
2. სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის მიმდინარე წლის საბიუჯეტო კანონით
დამტკიცებული მთლიანი ასიგნების შემცირება, ასევე ამ მუხლის პირველი პუნქტით
გათვალისწინებული დაფინანსების ოდენობის წინა წელთან შედარებით შემცირება
შესაძლებელია მხოლოდ სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთანხმობით.
3. სახელმწიფო აუდიტის სამსახურისმომავალი წლის ბიუჯეტის საქართველოს
მთავრობისათვის წარდგენას უზრუნველყოფს საქართველოს პარლამენტი. სახელმწიფო
აუდიტის სამსახურისბიუჯეტის
პარლამენტის რეგლამენტით.
ფორმირების
წესი
განისაზღვრება
საქართველოს
მუხლი 35. სახელმწიფო აუდიტის სამსახურისაუდიტი
სახელმწიფო აუდიტის სამსახურისსაფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აუდიტს
ახორციელებს საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით შექმნილი კომისია.
მუხლი 36. სახელმწიფო აუდიტის სამსახურისქონება
აღმასრულებელი ხელისუფლება ვალდებულია უზრუნველყოს სახელმწიფო
აუდიტის სამსახური საჭირო შენობა-ნაგებობებითა და სხვა სახელმწიფო ქონებით,
რომლებიც აუცილებელია სახელმწიფო აუდიტის სამსახურისმიერ თავისი ფუნქციების
სრულყოფილად შესასრულებლად.“.
21.
361 მუხლის:
ა) მე-3 - მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. ინსტიტუტის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან
ათავისუფლებს გენერალური აუდიტორი.
4.ინსტიტუტის დებულებას ამტკიცებს გენერალური აუდიტორი.
5.ინსტიტუტის დაფინანსება ხორციელდება „საჯარო სამართლის იურიდიული
პირის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, მათ შორის, სახელმწიფო
აუდიტის სამსახურისმიერ სუბსიდირების გზით.“.
ბ) მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,8. ინსტიტუტის სახსრები და შემოსავლები ხმარდება ინსტიტუტის ფუნქციების
შესრულებას და სახელმწიფო აუდიტის სამსახურისსისტემის განვითარებას.
9. ინსტიტუტის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სახელმწიფო
აუდიტის სამსახური.“.
22. 362მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. ინსტიტუტის აუდიტორული მომსახურების ხარისხს უზრუნველყოფს
სახელმწიფო აუდიტის სამსახური.“.
23. 363 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
3
,,მუხლი
36 .ინსტიტუტისა
და
სახელმწიფო
აუდიტის
სამსახურის
თანამშრომლობა.
1. სახელმწიფო
აუდიტის სამსახური უფლებამოსილია გაითვალისწინოს
ინსტიტუტის აუდიტორული შეფასებები.
2. სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავისუფლდება ინსტიტუტის მომსახურების
საფასურის გადახდისაგან.“.
24.
364 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. სერტიფიცირების პირობები და წესი განისაზღვრება გენერალური აუდიტორის
ნორმატიული აქტით.“.
25.
37-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა2013 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს
საფინანსო-ეკონომიკური კონტროლის სახელმწიფო ორგანოთა საქმიანობის აუდიტის
ჩასატარებლად შესაბამისი მეთოდოლოგიის შემუშავება და ნორმატიული ბაზის
მომზადება.“.
26.
კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 371 მუხლი:
„მუხლი371
1. სახელმწიფო აუდიტის სამსახური არის საქართველოს კონტროლის პალატის
უფლებამონაცვლე. სამსახურს გადაეცემა საქართველოს კონტროლის პალატის ქონება და
ფინანსური საშუალებები.
2. საქართველოს კონტროლის პალატის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტები
ინარჩუნებს იურიდიულ ძალას კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო
აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ახალი ნორმატიული აქტის
გამოცემამდე.“.
მუხლი 23. ეს კანონიამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე “საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში
ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის
მომზადება
განაპირობა
საქართველოს
კონსტიტუციაში
განხორციელებულმა ცვლილებებმა, რომლის მიხედვითაც ნაცვლად საქართველოს
კონტროლის პალატისა, საჯარო სახსრებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა
გამოყენებასა და ხარჯვას ზედამხედველობს სახელმწიფო აუდიტის სამსახური.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
წარმოდგენილი
კანონპროექტის
მიზანს
წარმოადგენს
საქართველოს
საკანონმდებლო აქტების შესაბამისობაში მოყვანა საქართველოს კონსტიტუციასთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონის პროექტით იქმნება საქართველოს შესაბამისი საკანონდმებლო აქტებით
საქართველოს კონტროლის პალატისათვის დაკისრებულ ფუნქციებს განახორციელებს
სახელმწიფო აუდიტის სამსახური.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
დაფინანსება განხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან კანონმდებლობით
დადგენილი წესის შესაბამისად.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი არ გამოიწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გაწევას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური
ვალდებულებების წარმოქმნას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც გავრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებელის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახ-დელის ოდენობის განსაზღვრას და შესაბამისად არ ადგენს მის განსაზღვრის წესს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროეტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ
დადებულ ორმხრივ და მრავალმხრვ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ
ვალდებულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები,
რომლებმაც
მონაწილეობა
მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის
ავტორია
საქართველოს
კუბლაშვილი, კახაბერ ანჯაფარიძე და ზვიად კუკავა.
დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს
კუბლაშვილი, კახაბერ ანჯაფარიძე და ზვიად კუკავა.
პარლამენტის
პარლამენტის
წევრები
პავლე
წევრები
პავლე