„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ"
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
I მოსმენა
✓ 62 ✗ 0
II მოსმენა
✓ 56 ✗ 0
III მოსმენა
✓ 70 ✗ 0
კანონი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-10-28
ბიუროს ნომერი 207
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, N12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:
1.
109-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”მუხლი 109. სამოქალაქო საჰაერო ხომალდით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის
წესების დარღვევა
სამოქალაქო საჰაერო ხომალდით სახიფათო
ტვირთის გადაზიდვის წესების
დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 2000-დან 20 000 ლარამდე”.
2.
111-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”მუხლი 111. სამოქალაქო ავიაციის დარგში მოქმედი ნორმატიული აქტების
დარღვევა
სამოქალაქო ავიაციის დარგში მოქმედი ნორმატიული აქტების დარღვევა,გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 20 000 ლარამდე.~
3.
1111-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”მუხლი 1111. საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენება უფლებამოსილი ორგანოს ნებადაურთველად, საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენის წესის ან საჰაერო
მოძრაობის მომსახურების წესის დარღვევა
1. სამოქალაქო საჰაერო ხომალდით საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენება
უფლებამოსილი ორგანოს ნებადაურთველად, გამოიწვევს დაჯარიმებას 5000-დან 20 000 ლარამდე.
2. სამოქალაქო საჰაერო ხომალდით საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენის
წესის ან საჰაერო მოძრაობის მომსახურების წესების დარღვევა, გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით”.
4. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1112-ე - 1115-ე მუხლები:
`მუხლი 1112. საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციის წესების დარღვევა
საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციის წესების დარღვევა, გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 - დან 10 000 ლარამდე.
მუხლი 1113. საავიაცო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესების დარღვევა
საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესების დარღვევა, -
გამოიწვევს
დაჯარიმებას 5000 -დან 20 000 ლარამდე.
მუხლი 1114. სამოქალაქო აეროდრომზე ფრენების უსაფრთხოების უზრუნველმყოფი და ექსპლუატაციის დადგენილი ნორმების დარღვევა
სამოქალაქო აეროდრომზე ფრენების უსაფრთხოების უზრუნველმყოფი და
ექსპლუატაციის დადგენილი ნორმების დარღვევა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000-დან 10 000 ლარამდე.
მუხლი 1115. სამუშაო ადგილზე შესაბამისი კვალიფიკაციის (ოსტატობის) არმქონე
ავიასპეციალისტის დაშვება
სამუშაო
ადგილზე
შესაბამისი
კვალიფიკაციის
(ოსტატობის)
არმქონე
ავიასპეცილისტის დაშვება, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
5. კოდექსის 132-ე მუხლი ამოღებულ იქნას.
6. 213-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”მუხლი 213. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს
სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სამოქალაქო ავიაციის
სააგენტო
ამ კოდექსის 109-ე, 111-ე, 1111-ე-1115-ე მუხლებით გათვალისწინებული
ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლება აქვთ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული
პირის - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს უფლებამოსილ პირებს”.
7. 239-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 471-ე ნაწილი:
”471. ამ კოდექსის 109-ე, 111-ე, 1111-ე-1115-ე მუხლებით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ საქართველოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო
სამართლის იურიდიული პირის - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს უფლებამოსილი
პირები”.
8. 295-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნას.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
მ. სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
”საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსის
მოქმედი
რედაქციის ის მოთხოვნები, რომლებითაც რეგულირდება სამოქალაქო ავიაციის
დარგში სამართალდარღვევები, სრულად არ ითვალისწინებს როგორც დარგში ფრენის უსაფრთხოების, ასევე საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის საკითხებს და
იმ პრევენციულ ზომებს, რომლებიც მიმართული უნდა იყოს დარგის უსაფრთხო
ფუნქციონირებისადმი. დარგში შესაძლო სამართალდარღვევებზე კოდექსის 109-ე1111-ე მუხლებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები იმდენად მიზერულია
(შრომის ანაზღაურების სამ მინიმალურ ოდენობამდე), რომ ისინი, პრაქტიკულად
არავითარ პრევენციას არ შეიცავენ. A
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
სამოქალაქო ავიაციის სფერო წარმოადგენს მომეტებული საფრთხის წყაროს, რაც
განაპირობებს შესაბამის სამართლებრივ მიდგომას მისი უსაფრთხო და მოწესრიგებული საქმიანობისა და განვითარებისადმი. აღნიშნული დარგის უსაფრთხო ფუნქციონირების სამართლებრივი რეგულირება უნდა ეფუძნებოდეს სატრანსპორტო
პროცესის უსაფრთხოებას და საიმედოობას, რაც მომხმარებელთა ინტერესების გათვალისწინებისა და დაცვის საუკეთესო საშუალებაა. შესაბამისად, ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსი უნდა ითვალისწინებდეს ეფექტურ სანქციებს იმ
სამართალდარღვევებისათვის, რომელიც საფრთხეს უქმნის სამოქალაქო ავიაციის
დარგის უსაფრთხო ფუნქციონირებას.U
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
აღნიშნულის გათვალისწინებით, კანონპროექტი ითვალისწინებს:
ა) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 109-ე, 111-ე და 1111-ე მუხლების ახალ რედაქციას და საპრევენციო შესაბამის საჯარიმო სანქციებს;
ბ) 1112-ე, 1113-ე, 1114-ე და 1115-ე ახალ მუხლებს, რომლებითაც გათვალისწინებულია
საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციის, საავიაცო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების,
სამოქალაქო აეროდრომზე ფრენების უსაფრთხოების უზრუნველმყოფი ნორმების
დარღვევებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება;
გ) 213-ე მუხლის ახალ რედაქციას, რომელიც ემყარება ”ტრანსპორტის სფეროს მართვისა
და რეგულირების შესახებ” საქართველოს კანონში განხორციელებულ ცვლილებას,
რომლის თანახმადაც, საჰაერო ტრანსპორტის ტექნიკური რეგულირების ორგანოდ
განისაზღვრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს
სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სამოქალაქო ავიაციის
სააგენტო;
დ) კოდექსის 239-ე მუხლის 471-ე პუნქტის დამატებას, რომელიც განსაზღვრავს 109-ე
და 111-ე-1115-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილ პირებს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო
აღნიშნული პროექტის მიღება არ გამოიწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
ამ ეტაპზე შეუძლებელია პროგნოზირება, ვინაიდან ეს დაკავშირებულია ჩადენილ
სამართალდარღვევათა რაოდენობასთან.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
სახელმწიფო არ იღებს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) Kკანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
ზეგავლენას იქონიებს
სამართალდარღვევას.
იმ
პირთა
ფინანსურ
მდგომარეობაზე,
იმ
პირთათვის,
ვინც
ჩაიდენს
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი)
კანონპროექტი ითვალისწინებს სამოქალაქო ავიაციის დარგში ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევებზე საჯარიმო სანქციის გაზრდილ ოდენობებს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
კანონპროექტი
არ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის
მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში
კანონპროექტის მომზადებისას გათვალისწინებულია სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტთა მოსაზრებები.
დ.ბ)
კანონპროექტის
შემუშავებაში
მონაწილე
ორგანიზაციის
(დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი შეფასება კანონპროექტს არ გააჩნია.
დ.გ) კანონპროექტის ავტორი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში
შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.
დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.