„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 90 ✗ 5
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2014-09-29
ბიუროს ნომერი 203
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი
1.
„საქართველოს
ეროვნული
ბანკის
შესახებ“
საქართველოს
ორგანულ კანონის (საქრთველოს საკანონმდებლო მაცნე, №29, 12.10.2009, მუხ. 159)
59-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2.
საქართველოს
ეროვნული
ბანკის
ანგარიშგების
გარე
აუდიტის
განსახორციელებლად პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი პარლამენტს აუდიტის
დასრულების შემდეგ, არაუგვიანეს 1 ოქტომბრისა წარუდგენს მსოფლიოს ოთხი
ყველაზე უმსხვილესი აუდიტორული ფირმის სიას, ხოლო პარლამენტი ამ სიიდან
ტენდერის ან კონკურსის საფუძველზე არაუგვიანეს 20 ნოემბრისა აირჩევს ერთ
აუდიტორულ ფირმას (გარე აუდიტორი). ამ აუდიტორულ ფირმასთან კონტრაქტი
ფორმდება არანაკლებ ორი და არაუმეტეს ოთხი წლის ვადით.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღების მიზეზია „ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს
ორგანული კანონის 59-ე მუხლის მე-2 პუნქტის დაზუსტება, რომლითაც
განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის მიერ ეროვნული ბანკების ანგარიშების
აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორული ფირმის შერჩევა.
მოქმედი
რედაციის
თანახმად
საქართველოს
პარლამეტს
შესაბამისი
კომიტეტი არაუგვიანეს 1 ოქტომბრისა წარუდგენს მსოფლიოს ოთხ ყველაზე
მსხვილ აუდიტორულ ფირმას,
ხოლო საქართველოს პარლამენტი ამ სიიდან
ტენდერის ან კონკურსის საფუძველზე ირჩევს ერთს, აღნიშნული ჩანაწერი
საჭიროებს დაზუსტებას რადგან, კანონით განსაზღრული ვადა არაერთგვაროვანი
გაგების საშუალებას იძლევა, რაც ისე აღიქმება თითქოს საქართველოს პარლამეტმა
აუდიტის
განმახორციელებელი
ოთხი
ფირმიდან
ერთის
შერჩევა
უნდა
განახორციელოს 1 ოქტომბრამდე, როდესაც ეს ნორმა მხოლოდ აუდიტორული
ფირმების წარდგენას უკავშირდება.
აღნიშნულიდან
გამომდინარე
ცვლილება
შედის
ამ
პუნქტში
და
კონკრეტდება, რომ საქართველოს პარამენტი აუდიტის განმახორციელებელ
აუდიტორულ ფირმას ირჩევს არა უგვიანეს 20 ნოემბრისა.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის
მიღების
მიზანია,
„ეროვნული
ბანკის
შესახებ“
საქართველელოს ორგანული კანონის 57-ე მუხლის მე-2 პუნქტის რედაქციული
დაზუსტება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
პროექტის პირველი მუხლის შესაბამისად ზუსტდება, რომ საქართველოს
პარალამენტს შესაბამისი კომიტეტი არაუგვიანეს 1 ოქტომბრისა წარუდგენს
მსოფლიოს ოთხ ყველაზე მსხვილ აუდიტორულ ფირმას, ხოლო საქართველოს
პარლამენტი არაუგვიანეს 20 ნოემბრისა ამ სიიდან ტენდერის ან კონკურსის
საფუძველზე აირჩევს ერთს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯებს ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება
არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება
არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიშობა სახელწიფოს ახალი ფინანსური
ვალდებულება.
ბ.ე) კანონპრექტით მოსალოდნელი ფინანსური შედეგი იმ პირთათვის,
რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ფინანსური თვალსაზრისით
იმ პირებზე ვიზეც უნდა გავრცელდეს აღნიშნული პროექტი.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ ხდება ახალი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღება.
გ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
სამართლებრივ
სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელწიფო,
ორგანიზაცია/დაწესებულება,
არასახელმწიფო
ექსპერტები,
ან/და
რომლებმაც
საერთაშორისო
მონაწილეობა
მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ)
კანონპროექტის
შემუშავებაში
მონაწილე
ორგანიზაციის
(დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის
ავტორია
საქართველოს
პარლამენტის
წევრი
დავით
ონოფრიშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის წევრი დავით
ონოფრიშვილი.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი
კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლი 59. ეროვნული ბანკის ანგარიშგების აუდიტი
1. ეროვნული ბანკის ანგარიშგების აუდიტს ახორციელებს საქართველოს
პარლამენტის მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმა.
2.
ეროვნული
ბანკის
ანგარიშგების
აუდიტის
მიზნით,
აუდიტის
დასრულებიდან არა უგვიანეს 1 ოქტომბრისა, საქართველოს პარლამენტის
შესაბამისი კომიტეტი საქართველოს პარლამენტს წარუდგენს მსოფლიოს ოთხ
ყველაზე მსხვილ აუდიტორულ ფირმას, ხოლო საქართველოს პარლამენტი ამ
სიიდან ტენდერის ან კონკურსის საფუძველზე აირჩევს ერთს. გარე აუდიტორთან
კონტრაქტი ფორმდება არანაკლებ ორი და არა უმეტეს ოთხი წლის ვადით.
3. სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამოწმებს ეროვნული ბანკის მხოლოდ
ადმინისტრაციულ და კაპიტალურ ხარჯებს.