„სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
24.10.2011
ავტორი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი სსიპ „სამოქალაქო ავიაციის სააგენტო"
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/355/7
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 87 ✗ 2
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა (1)
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა (1)
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
II მოსმენა (2)
✓ 68 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (4)
III მოსმენა (2)
✓ 81 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (5)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-10-28
ბიუროს ნომერი 207

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. ”სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №9, 26.04.2002, მუხ. 43) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება: ამოღებულ იქნას მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის ”ბ” ქვეპუნქტი. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანვე. საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი ”სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების მიზეზია ”სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის ”ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ” საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანა. კერძოდ, ”ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ” საქართველოს კანონში 2011 წლის 22 თებერვალს შეტანილი ცვლილებების თანახმად, განხორციელდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ‐ ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის რეორგანიზაცია და მის ბაზაზე, 2011 წლის 15 აპრილიდან საჰაერო ტრანსპორტის ტექნიკური რეგულირების ორგანოდ ჩამოყალიბდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი ‐ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო. ”ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის ”კ” და ”ლ” ქვეპუნქტების თანახმად, სსიპ ”სამოქალაქო ავიაციის სააგენტო” უფლებამოსილია მიიღოს საფასური გაწეული მომსახურებისათვის, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ქმედების განხორციელების უფლების მინიჭებასთან, სატრანსპორტო უსაფრთხოების შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემასთან, მათ აღრიცხვა‐რეგისტრაციასთან და გამოყენების მონიტორინგთან, აგრეთვე სატრანსპორტო პროცესების მონაწილე სუბიექტთა კვალიფიკაციის ამაღლებასთან ან/და მინიჭება/აღიარებასთან. დღეს მოქმედი, ”სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე‐7 მუხლის მე-10 პუნქტის ”ბ” ქვეპუნქტით დადგენილია სარეგისტრაციო მოსაკრებელი საჰაერო ხომალდის რეგისტრაციისა და საჰაერო ხომალდის ვარგისობის მოწმობის გაცემისათვის. აღნიშნული სახის მომსახურებას დღეს ახორციელებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №583 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე‐2 მუხლის მე‐3 პუნქტის ”თ” და ”ჟ” ქვეპუნქტების თანახმად, სსიპ ”სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს” ფუნქციას წარმოადგენს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეგისტრაციასთან და საჰაერო ხომალდის ფრენისათვის ვარგისობის მოწმობისა და სათანადო საბორტო დოკუმენტაციის გაცემასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა, რომლის განხორციელებაც უკავშირდება სააგენტოს მხრიდან მნიშვნელოვანი დანახარჯების გაწევას. ”მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ”მოსაკრებელი არის აუცილებელი გადასახდელი ბიუჯეტში, რომელსაც ფიზიკური და იურიდიული პირები იხდიან სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მათთვის კანონით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების ან/და სარგებლობის უფლების მინიჭებისათვის, აგრეთვე სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ გარკვეული მომსახურების გაწევისათვის”. ამავე კანონის მე-7 მუხლის თანახმად, მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ უზრუნველყოფილ მომსახურებაზე ან/და უფლების მინიჭებაზე გაწეული დანახარჯების ანაზღაურების გათვალისწინებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, სამოქალაქო საჰაერო ხომალდის რეგისტრაციისა და საჰაერო ხომალდის ვარგისობის მოწმობის გაცემის მომსახურებას აღარ ახორციელებს სახელმწიფო ორგანო და შესაბამისად, არ არსებობს სახელმწიფო ორგანოს მხრიდან ამ მომსახურებასათან დაკავშირებული დანახარჯები, დადგენილი მოსაკრებლები ზემოაღნიშნულ მომსახურებაზე უნდა გაუქმდეს. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ სამოქალაქო საჰაერო ხომალდის რეგისტრაციისა და საჰაერო ხომალდის ვარგისობის მოწმობის გაცემისათვის დადგენილი მოსაკრებელი გაუქმდეს. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს ”სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის ”ბ” ქვეპუნქტის ამოღებას, რის შედეგადაც გაუქმდება მოსაკრებელი სამოქალაქო საჰაერო ხომალდის რეგისტრაციისა და საჰაერო ხომალდის ვარგისობის მოწმობის გაცემისათვის. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ერთ პაკეტად წარმოდგენილი, ”სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის და ”სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ავიაკომპანიები და ავიასპეციალისტები სამოქალაქო ავიაციის საჰაერო ხომალდის რეგისტრაციისთვის და ავიასპეციალისტის მოწმობის მიღებისთვის იხდიან: - ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის (750 კგ-მდე ასაფრენი მასით) და ვერტმფრენის რეგისტრაცია - 500 ლარი; - მსუბუქი საჰაერო ხომალდის (750 კგ-დან 5700 კგ-ის ჩათვლით ასაფრენი მასით) რეგისტრაცია - 1000 ლარი: - მძიმე საჰაერო ხომალდის (5700 კგ-ზე მეტი ასაფრენი მასით) რეგისტრაცია 1500 ლარო. - საჰაერო ხომალდის საფრენად ვარგისობის მოწმობის გაცემის საფასური ყოველწლიურად -500 ლარი; - ავიასპეციალისტის მოწმობის გაცემა-35 ლარი; ამ ტრანზაქციებიდან სახელმწიფო ბიუჯეტი სარეგისტრაციო მოსაკრებლების და სახელმწიფო ბაჟის სახით წელიწადში, საშუალოდ იღებს 48 500 ლარს (ვარგისობის მოწმობის საფასური - 60 ტრანზაქცია X 500 ლარი=30 000ლარი და საჰაერო ხომალდების რეგისტრაცია - 10 ტრანზაქცია X 1500 ლარი=15000. ავიასპეციალისტის მოწმობის გაცემა - 100 ტრანზაქცია X 35 ლარი=3500 ლარი). აღნიშნულ მომსახურებას ახორციელებდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ერთინი სატრანსპორტო ადმინისტრაცია. სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ჩამოყალიბების შემდეგ, ზემოთაღნიშნული მომსახურებას ახორციელებს სააგენტო. შესაბამისად, არ არსებობს სახელმწიფოს დანახარჯი ამ მომსახურებების გაწევაზე. 48 500 ლარი არ ასახავს სააგენტოს მიერ უზრუნველყოფილ მომსახურებებაზე გაწეულ დანახარჯებს. სხ-ის რეგისტრაცია და ვარგისობის მოწმობის გაცემა დაკავშირებულია მნიშვნელოვან ფინანსურ დანახარჯებთან, რომელსაც განაპირობებს საჰაერო ხომალდის ტექნიკური მდგომარეობის ინსპექტირების მოცულობითი სამუშაო. არსებული სარეგისტრაციო მოსაკრებლის და სახელმწიფო ბაჟის გაუქმების შემთხვევაში, სააგენტოს მიერ 48 500 ლარის გაწეული მომსახურებიდან სახელმწიფო ბიუჯეტი დამატებული ღირებულების გადასახადის სახით 7398 ლარს მიიღებს. დარჩენილი თანხა 41102 ლარი მოხმარდება სააგენტოს მოსამსახურეთა შრომით ანაზღაურებას, საიდანაც საშემოსავლო გადასახადის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში ჩაირიცხება 8220 ლარი (41102X20%). ამ შემთხვევაში, სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გადახდილი გადასახადების სახით სახელმწიფო ბიუჯეტს უკან დაუბრუნდება 15618 ლარი (7398+8220). ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტო ნაწილობრივ გაზრდის გაწეული მომსახურებიდან მიღებულ შემოსავლებს, რაც საშუალებას მისცემს მას სრულად დააფინანსოს მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯები. აღნიშნული საბოლოო ჯამში, გამოიწვევს იმ საბიუჯეტო სახსრების (1451200 ლარი) სრულად გამონთავისუფლებას, რომელიც გამოყოფილია სსიპ ”სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს” ხარჯების დასაფინასებლად. ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ სახელმწიფო ბიუჯეტიდან. გამოიწვევს დამატებით ხარჯებს საქართველოს ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე შემცირდება 32882 ლარით, ზემოთმოყვანილი ფინანსური დასაბუთებით. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე შემცირდება ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 1451200 ლარით. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები ახალი ფინანსური ვალდებულება სახელმწიფოს არ წარმოეშობა. ბ.ე) Kკანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, კანონპროექტის მოქმედება, არ შეიცვლება. რომელთა იმ პირთათვის, მიმართაც ვრცელდება ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი) ან სხვა სახის კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახდელის დაწესებას. ან სხვა სახის გადასახადის, მოსაკრებლის, გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან ორგანიზაციებში საქართველოს კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ.) კანონპროექტის ხელშეკრულებებთან მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ხელშეკრულებებთან. ორმხრივ და მრავალმხრივ დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი შეფასება კანონპროექტს არ გააჩნია. დ.გ) კანონპროექტის ავტორი კანონპროექტის ავტორია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ ”სამოქალაქო ავიაციის სააგენტო”. დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.