„სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ"

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
24.10.2011
ავტორი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი სსიპ „სამოქალაქო ავიაციის სააგენტო"
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/355/7
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 84 ✗ 2
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა (1)
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა (1)
II მოსმენა (2)
✓ 67 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
III მოსმენა (2)
✓ 81 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (4)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-10-28
ბიუროს ნომერი 207

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
l,JdJ603CqnL JJdqJAt66llb aIXdnL AJqilEUt06llqtbI 611'(AJ0[tqfl Jt0llb J'4nild0llL aI$bllq3fl U JdnDilqId[], qJEUilAflL ?ill,Ibilb (')JAo N 207 28 oJ6c)a8cd,o. 2011 $3qo jr6ndqs}ob ?nltbnd" LsJrdro36qoL 3c5tT 5olr J6r'rXJ$nlo: ,,Uor6n6oL016sgoo -3ol-ro -t l':5oL o j;r6rggqri 3r5m5?o S3qoqnlob ?6$o5oL ?nttbnd', -,,t':bnq3$ogt'r E6irrb3l-; LrJo16orggqrrt, 3o5t,l5?o S3qoqglolr ?6$':5oL ?6Uob6L" uJtsooJou'r-MUlsaor p.63-l"6o3o 13oSo0o3ols q.' CJoSoao31t6o 15 - l8 6m3Ad36o Twaeauaoao,Pn ^a"p" 22 - 25 6ofl16o J4-A6rdZ<, libPoAnh ,r,*idaao, Md1tu aDId6, llJDqPrBr46 L;jst6or3nqr'rtr Js<6q.:0g5goL do2t+rm rp6X5L: L,>J,>r6or3nq,r'rl-r J;t6q,:335goL ;o0ogngxdL,> qs LsJs<6qr335$o 36rJ6o6d?o pso$5r'rb 5r'r<43sgo2qo rd$oL J6o0J0oL 6s5boq3r LoJortror3nqob Jo6q;3n5$oL n orr33ryqo3or6ol-r Jor63nq,o 3r'rop6oq3 ^ 4 3ob6oq, 3r];3116o,:5o
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი ”სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. ”სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №1920, 30.05.1998, გვ. 37) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება: 1. ამოღებულ იქნას მე-3 მუხლის ”გ” ქვეპუნქტი. 2. ამოღებულ იქნას მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი. 3. ამოღებულ იქნას მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ”გ” ქვეპუნქტი. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი ”სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების მიზეზია ”სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის ”ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ” საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანა. კერძოდ, ”ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ” საქართველოს კანონში 2011 წლის 22 თებერვალს შეტანილი ცვლილებების თანახმად, განხორციელდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ‐ ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის რეორგანიზაცია და მის ბაზაზე, 2011 წლის 15 აპრილიდან, ტრანსპორტის ტექნიკური რეგულირების ორგანოებად ჩამოყალიბდა საჯარო სამართლის იურიდიული პირები ‐ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და სამოქალაქო ავიაციის სააგენტო. ”ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის ”კ” და ”ლ” ქვეპუნქტების თანახმად, აღნიშნული სააგენტოები უფლებამოსილნი არიან მიიღონ საფასური გაწეული მომსახურებისათვის, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ქმედების განხორციელების უფლების მინიჭებასთან, სატრანსპორტო უსაფრთხოების შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემასთან, მათ აღრიცხვა‐რეგისტრაციასთან და გამოყენების მონიტორინგთან, აგრეთვე სატრანსპორტო პროცესების მონაწილე სუბიექტთა კვალიფიკაციის ამაღლებასთან ან/და მინიჭება/აღიარებასთან. დღეს მოქმედი, ”სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე‐3 მუხლის ”გ” ქვეპუნქტი, მე‐4 მუხლის მე‐5 პუნქტი და მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ”გ” ქვეპუნქტი ითვალისწინებს სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებას ავიასპეციალისტის მოწმობის გაცემისა და მეზღვაურის წიგნაკის გაცემისათვის. აღნიშნული სახის მომსახურებებს დღეს ახორციელებენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №583 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე‐2 მუხლის მე‐3 პუნქტის ”ლ” ქვეპუნქტის თანახმად, სსიპ ”სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს” ფუნქციას წარმოადგენს ავიასპეციალისტის მოწმობის გაცემასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა, ხოლო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ”ჰ12” ქვეპუნქტისა და მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის ”პ” ქვეპუნქტის თანახმად, სსიპ ”საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს” ევალება მეზღვაურის წიგნაკის გაცემის უზრუნველყოფა, რაც უკავშირდება სააგენტოების მხრიდან მნიშვნელოვანი დანახარჯების გაწევას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან ავიასპეციალისტის მოწმობისა და მეზღვაურის წიგნაკის გაცემის მომსახურებას აღარ ახორციელებს სახელმწიფო ორგანო და შესაბამისად, არ არსებობს სახელმწიფო ორგანოს მხრიდან ამ მომსახურებასათან დაკავშირებული დანახარჯები, დადგენილი ბაჟი ზემოაღნიშნულ მომსახურებებზე უნდა გაუქმდეს. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ გაუქმდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება ავიასპეციალისტის მოწმობისა და მეზღვაურის წიგნაკის გაცემისათვის. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი წარმოდგენილი კანონის პროექტი ითვალისწინებს ”სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ”გ” ქვეპუნქტის, მე-4 მუხლის მე-5 პუნქტისა და მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ”გ” ქვეპუნქტის კანინის ტექსტიდან ამოღებას, რის შედეგადაც გაუქმდება სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება ავიასპეციალისტის მოწმობისა და მეზღვაურის წიგნაკის გაცემისათვის. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ერთ პაკეტად წარმოდგენილი, ”სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონისა და ”სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ავიაკომპანიები და ავიასპეციალისტები სამოქალაქო ავიაციის საჰაერო ხომალდის რეგისტრაციისთვის და ავიასპეციალისტის მოწმობის მიღებისთვის იხდიან: - ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის (750 კგ-მდე ასაფრენი მასით) და ვერტმფრენის რეგისტრაცია - 500 ლარი; - მსუბუქი საჰაერო ხომალდის (750 კგ-დან 5700 კგ-ის ჩათვლით ასაფრენი მასით) რეგისტრაცია - 1000 ლარი: - მძიმე საჰაერო ხომალდის (5700 კგ-ზე მეტი ასაფრენი მასით) რეგისტრაცია 1500 ლარო. - საჰაერო ხომალდის საფრენად ვარგისობის მოწმობის გაცემის საფასური ყოველწლიურად -500 ლარი; - ავიასპეციალისტის მოწმობის გაცემა-35 ლარი; ამ ტრანზაქციებიდან სახელმწიფო ბიუჯეტი სარეგისტრაციო მოსაკრებლების და სახელმწიფო ბაჟის სახით წელიწადში, საშუალოდ იღებს 48 500 ლარს (ვარგისობის მოწმობის საფასური - 60 ტრანზაქცია X 500 ლარი=30 000ლარი და საჰაერო ხომალდების რეგისტრაცია - 10 ტრანზაქცია X 1500 ლარი=15000. ავიასპეციალისტის მოწმობის გაცემა - 100 ტრანზაქცია X 35 ლარი=3500 ლარი). აღნიშნულ მომსახურებას ახორციელებდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ერთინი სატრანსპორტო ადმინისტრაცია. სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ჩამოყალიბების შემდეგ, ზემოთაღნიშნული მომსახურებას ახორციელებს სააგენტო. შესაბამისად, არ არსებობს სახელმწიფოს დანახარჯი ამ მომსახურებების გაწევაზე. 48 500 ლარი არ ასახავს სააგენტოს მიერ უზრუნველყოფილ მომსახურებებაზე გაწეულ დანახარჯებს. სხ-ის რეგისტრაცია და ვარგისობის მოწმობის გაცემა დაკავშირებულია მნიშვნელოვან ფინანსურ დანახარჯებთან, რომელსაც განაპირობებს საჰაერო ხომალდის ტექნიკური მდგომარეობის ინსპექტირების მოცულობითი სამუშაო. არსებული სარეგისტრაციო მოსაკრებლის და სახელმწიფო ბაჟის გაუქმების შემთხვევაში, სააგენტოს მიერ 48 500 ლარის გაწეული მომსახურებიდან სახელმწიფო ბიუჯეტი დამატებული ღირებულების გადასახადის სახით 7398 ლარს მიიღებს. დარჩენილი თანხა 41102 ლარი მოხმარდება სააგენტოს მოსამსახურეთა შრომით ანაზღაურებას, საიდანაც საშემოსავლო გადასახადის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში ჩაირიცხება 8220 ლარი (41102X20%). ამ შემთხვევაში, სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გადახდილი გადასახადების სახით სახელმწიფო ბიუჯეტს უკან დაუბრუნდება 15618 ლარი (7398+8220). ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტო ნაწილობრივ გაზრდის გაწეული მომსახურებიდან მიღებულ შემოსავლებს, რაც საშუალებას მისცემს მას სრულად დააფინანსოს მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯები. აღნიშნული საბოლოო ჯამში, გამოიწვევს იმ საბიუჯეტო სახსრების (1451200 ლარი) სრულად გამონთავისუფლებას, რომელიც გამოყოფილია სსიპ “სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს” ხარჯების დასაფინასებლად. რაც შეეხება მეზღვაურის წიგნაკის გაცემისთვის დადგენილი სახელმწიფო ბაჟის გაუქმების საკითხს, მეზღვაურის წიგნაკის გაცემისთვის სახელმწიფო ბაჟი წარმოადგენს 35 ლარს. 2006 წელს გაიცა 1813 მეზღვაურის წიგნაკი. 2007 წელს - 1872; 2008 წელს - 1631; 2009 წელს - 2335; 2010 წელს - 1322. შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტში მეზღვაურის წიგნაკის გაცემის შედეგად შესული შემოსავალი წლების მიხედვით იყო 63455 ლარი, 65520 ლარი, 57085 ლარი, 81725 ლარი და 46270 ლარი. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო გეგმავს 2012 წლიდან გადავიდეს სრულ თვითდაფინანსებაზე. ასევე, 2012 წლიდან იგეგმება ახალი მეზღვაურის წიგნაკის დაბეჭდვა, რომელიც სრულ შესაბამისობაში იქნება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დაწესებულ სტანდარტებთან, კერძოდ, მეზღვაურის პირადობის დოკუმენტების შესახებ 2003 წლის კონვენციის (C185) მოთხოვნებთან. ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ სახელმწიფო ბიუჯეტიდან. გამოიწვევს დამატებით ხარჯებს საქართველოს ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე საჰაერო ხომალდის რეგისტრაციის, საჰაერო ხომალდის საფრენად ვარგისობის მოწმობის გაცემისა და ავიასპეციალისტის მოწმობის გაცემისათვის დადგენილი გადასახადების გაუქმების შედეგად, შემცირდება 32882 ლარით, ზემოთმოყვანილი ფინანსური დასაბუთებით. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე საჰაერო ხომალდის რეგისტრაციის, საჰაერო ხომალდის საფრენად ვარგისობის მოწმობის გაცემისა და ავიასპეციალისტის მოწმობის გაცემისათვის დადგენილი გადასახადების გაუქმების შედეგად, შემცირდება ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 1451200 ლარით. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები ახალი ფინანსური ვალდებულება სახელმწიფოს არ წარმოეშობა. ბ.ე) Kკანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება არ შეიცვლება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი) კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახდელის დაწესებას. გადასახადის, მოსაკრებლის, ან სხვა სახის გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტები არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ.) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულე- ბა, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი შეფასება კანონპროექტს არ გააჩნია. დ.გ) კანონპროექტის ავტორი კანონპროექტის ავტორია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ ”სამოქალაქო ავიაციის სააგენტო” და სსიპ ”საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო”. დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.