„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
09.10.2014
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი გია ჟორჟოლიანი
ნომერი
#07-3/368/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 46
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 35
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2014-10-13
ბიუროს ნომერი 207

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 19.02.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250000.04.001.016100) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 41-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირს, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი განისაზღვრება მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით, ხოლო საკრებულოს წევრის სამსახურებრივ მივლინებასთან დაკავიშრებული ხარჯების ანაზღაურებაზე გავრცელდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საჯარო მოსამსახურეთა მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესები .“ 2. 79-ე მუხლის: ა) პირველი - მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდნენ შემდეგი რედაქციით: „1. თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს საკრებულოს თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობა. 2. თბილისის ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც მთავრობის კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ, ეკონომიკურ ან/და მთავრობის მიერ განსაზღვრულ სხვა საქმიანობას.“ 3. თბილისის საკრებულო მთავრობის წარდგინებით უფლებამოსილია დააფუძნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი მშენებლობის ნებართვის გაცემის, ქალაქის ურბანული განვითარების კონცეფციის შემუშავებისა და მისი სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის შესახებ შესაბამისი კვლევის ჩატარებისა და რეკომენდაციების მომზადების, ქონების პრივატიზაციისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის პროცესის უზრუნველყოფის ან სხვა მიზნით. თბილისის საჯარო სამართლის იურიდიული პირის რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილებას მთავრობის წარდგინებით იღებს თბილისის საკრებულო. 4. თბილისის საკრებულო უფლებამოსილია მთავრობის წინადადებით საჯარო სამართლის იურიდიულ პირს დაუდგინოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის წესდებით (დებულებით) განსაზღვრული საქმიანობის, მომსახურების ან/და დაჩქარებული მომსახურების, მათ შორის, მშენებლობის ნებართვის დაჩქარებული წესით გაცემის მომსახურების, საფასურის ოდენობა. 5. თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილია განახორციელოს შესაბამისი (დებულებით) გათვალისწინებული საქმიანობა. კანონით ან/და თავისი წესდებით ბ) მე-10 - მე-12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 10. თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მართვის წესი განისაზღვრება საჯარო სამართლის იურიდიული პირის წესდებით (დებულებით). 11. თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოში კანონით დადგენილი წესით. 12. თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლიკვიდაციის შემთხვევაში მის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის თბილისის საკუთრებაში. 3. 147-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 147. სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობა სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობაში თანამდებობრივად შედის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი და ყველა შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.“ 4. 149-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 2. სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომებს იწვევს და უძღვება სახელმწიფო რწმუნებული − გუბერნატორი. სამხარეო საკონსულტაციო საბჭო იკრიბება 3 თვეში ერთხელ მაინც. სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობის წესი განისაზღვრება სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს დებულებით. სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს დებულებას სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს თანხმობით ამტკიცებს სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი.“ 5. 156-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. გამგეობის/მერიის და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა საშტატო ნუსხებით გათვალისწინებულ ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა საშტატო რაოდენობაა არანაკლებ 30 ერთეულისა. იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა არის 45 000 კაცზე ნაკლები, საჯარო მოსამსახურეთა საშტატო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული მინიმალური რაოდენობის (30 საშტატო ერთეული), შესაბამის საკრებულოში 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებისათვის დადგენილი მაჟორიტარული ოლქების რაოდენობის 3.2 კოეფიციენტზე ნამრავლისა და თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ყოველ 450 ამომრჩეველზე ერთი საშტატო ერთეულის დამატებით მიღებულ ჯამს. ხოლო, იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა არის 45 000 კაცზე მეტი, საჯარო მოსამსახურეთა საშტატო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საჯარო მოსამსახურეთა მინიმალური რაოდენობის (30 საშტატო ერთეული), შესაბამის საკრებულოში 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებისათვის დადგენილი მაჟორიტარული ოლქების რაოდენობის 2.3 კოეფიციენტზე ნამრავლისა და თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ყოველ 500 ამომრჩეველზე ერთი საშტატო ერთეულის დამატებით მიღებულ ჯამს.“ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისი, გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღება განპირობებულია შემდეგ გარემოებებით: დაზუსტებას საჭიროებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ხარჯების ანაზღაურების საკითხი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირებთან მიმართებით, აგრეთვე საკრებულოს წევრის სამსახურებრივი მივლინების ანაზღაურების წესი. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ (შემდგომში-კოდექსი) გარდამავალი დებულებების 156-ე მუხლი ადგენს მუნიციპალიტეტში შტატების რაოდენობის მაქსიმალურ ზღვარს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მუნიციპალიტეტების გამგეობის/მერიის და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა რაოდენობის ანალიზის შედეგად გამოიკვეთა 156-ე მუხლით განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მოსამსახურეთა რაოდენობის მარეგულირებელი „ფორმულის“ გადახედვის საჭიროება. დაზუსტებას მოითხოვს სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობის პროცედურები და შემადგენლობა. „საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონით საჯარო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნების უფლება ჰქონდა თბილისის მთავრობას. კოდექსით კი აღნიშნული უფლება წარმოადგენს თბილისის საკრებულოს კომპეტენციას. 79-ე მუხლი არეგულირებს მხოლოდ თბილისის საკრებულოს მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საქმიანობას და არ ეხება თბილისის მთავრობის მიერ უკვე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, რაც წარმოშობს პრაქტიკულ პრობლემებს. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: წარმოდგენილი ცვლილებების მიზანია: დაზუსტდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ხარჯების ანაზღაურების საკითხი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირებთან მიმართებით, აგრეთვე საკრებულოს წევრის სამსახურებრივი მივლინების ანაზღაურების წესი. შენარჩუნდეს მუნიციპალიტეტების მოსამსახურეთა არსებული შტატების რაოდენობა თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში, თუმცა შეიზღუდოს მისი გაზრდის შესაძლებლობა; განისაზღვროს სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს დებულების დამტკიცების პროცედურა, აგრეთვე, დაზუსტდეს სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის უფლებამოსილება სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობის წარმართვის სფეროში, აგრეთვე 147-ე მუხლით ამომწურავად განისაზღვრება სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობა. განისაზღვროს და დაზუსტდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილება გადაწყვიტოს „საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თბილისის მთავრობის მიერ უკვე დაფუძნებული იურიდიული პირების საქმიანობის საკითხები. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი პროექტით დაზუსტდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ხარჯების ანაზღაურების საკითხი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირებთან მიმართებით. კერძოდ, არსებული რედაქცია ხარჯების ანაზღაურებაზე ზოგად მითითებას აკეთებდა საკრებულოს წევრზე, რომელშიც ასევე მოიაზრებიან მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირები, რომლებიც იღებენ თანამდებობრივ სარგოს. პროექტით საკრებულოს წევრის ხარჯების ანაზღაურების წესი, გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა, განისაზღვრება საკრებულოს რეგლამენტით. ამასთან, საკრებულოს წევრის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების ერთიანი სისტემის არსებობის აუცილებლობიდან გამომდინარე მივლინების ხარჯების ანაზღაურების საკითხზე მითითება გაკეთდა მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინების ანაზღაურების ზოგად წესებზე („მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის N231 ბრძანებულება), რომელიც მოქმედებს ყველა საჯარო მოსამსახურის მიმართ. პროექტით განისაზღვრება სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს დებულების დამტკიცების პროცედურა, რომლის თანახმადაც სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს დებულებას საბჭოს თანხმობით ამტკიცებს სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი. აგრეთვე, მეტი სიცხადისათვის, ზუსტდება სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის უფლებამოსილება გაუძღვეს სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომებს. 147-ე მუხლით ამომწურავად განისაზღვრება სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობა. კერძოდ, ჩამონათვალს ემატება სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი. წარმოდგენილი პროექტით 79-ე მუხლში ტერმინი „თბილისის საკრებულოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი“ იცვლება ტერმინით „თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი“. აღნიშნული ცვლილებით თბილისის საკრებულო უფლებამოსილი იქნება გადაწყვიტოს, როგორც მის მიერ ასევე უკვე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიულ თბილისის მთავრობის მიერ პირებთან დაკავშირებული ყველა საკითხი. დაზუსტდა კოდექსის 156-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა ზღვრული რაოდენობის მარეგულირებელი „ფორმულა“, კერძოდ: გამგეობის/მერიის და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა საშტატო ნუსხებით გათვალისწინებულ ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა საშტატო რაოდენობაა არანაკლებ 30 ერთეულისა. იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა არის 45 000 კაცზე ნაკლები, საჯარო მოსამსახურეთა საშტატო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული მინიმალური რაოდენობის (30 საშტატო ერთეული), შესაბამის საკრებულოში 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებისათვის დადგენილი მაჟორიტარული ოლქების რაოდენობის 3.2 კოეფიციენტზე ნამრავლისა და თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ყოველ 450 ამომრჩეველზე ერთი საშტატო ერთეულის დამატებით მიღებულ ჯამს. ხოლო, იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა არის 45 000 კაცზე მეტი, საჯარო მოსამსახურეთა საშტატო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საჯარო მოსამსახურეთა მინიმალური რაოდენობის (30 საშტატო ერთეული), შესაბამის საკრებულოში 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებისათვის დადგენილი მაჟორიტარული ოლქების რაოდენობის 2.3 კოეფიციენტზე ნამრავლისა და თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ყოველ 500 ამომრჩეველზე ერთი საშტატო ერთეულის დამატებით მიღებულ ჯამს. აღნიშნული ფორმულით თავიდან იქნება აცილებული მუნიციპალიტეტის მოსამსახურეთა არსებული რაოდენობის არსებითი ცვლილება, თუმცა დაწესდება შეზღუდვა შტატების გაზრდის თავიდან ასაცილებლად. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გაღებას საქართველოს სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან საჭირო ხარჯები დაფინანსდება არსებული ასიგნებების ფარგლებში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიშობა სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ გააუარესებს იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობას, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელების შემოღებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ)კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია დაწესებულება, ექსპერტები, ასეთის არსებობის შემთხვევაში; კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა არ მიუღია საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დამოუკიდებელ ექსპერტებს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია საქართველოს პარლამენტის წევრი გია ჟორჟოლიანი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის წევრი გია ჟორჟოლიანი.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს ორგანულ კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს იმ მუხლების სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 41. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის საქმიანობის ანაზღაურება 1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს სამსახურებრივი საქმიანობისაგან მოუწყვეტლად და უსასყიდლოდ. ანაზღაურებადია მხოლოდ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირის საქმიანობა. 2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 3. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯები შეიძლება აუნაზღაურდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით. 4. დაუშვებელია მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრისთვის ხარჯების ანაზღაურება პრემიებისა და დანამატების სახით. მუხლი 79. საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნება 1. თბილისის საკრებულოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს საკრებულოს თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობა. 2. თბილისის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც მთავრობის კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ, ეკონომიკურ ან/და მთავრობის მიერ განსაზღვრულ სხვა საქმიანობას. 3. თბილისის საკრებულო უფლებამოსილია დააფუძნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი მშენებლობის ნებართვის გაცემის, ქალაქის ურბანული განვითარების კონცეფციის შემუშავებისა და მისი სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის შესახებ შესაბამისი კვლევის ჩატარებისა და რეკომენდაციების მომზადების, ქონების პრივატიზაციისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის პროცესის უზრუნველყოფის ან სხვა მიზნით. 4. თბილისის საკრებულო უფლებამოსილია თავის მიერ დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს მთავრობის წინადადებით დაუდგინოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის წესდებით (დებულებით) განსაზღვრული საქმიანობის, მომსახურების ან/და დაჩქარებული მომსახურების, მათ შორის, მშენებლობის ნებართვის დაჩქარებული წესით გაცემის მომსახურების, საფასურის ოდენობა. 5. თბილისის საკრებულოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილია განახორციელოს შესაბამისი კანონით ან/და თავისი წესდებით (დებულებით) გათვალისწინებული საქმიანობა. 6. მთავრობა უფლებამოსილია თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგინოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის საშუალებით ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და გაცნობის წესი და პირობები. 7. თბილისის საკრებულო მთავრობის წარდგინებით საჯარო სამართლის იურიდიულ პირს აფუძნებს შესაბამისი ქონების გადაცემით. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ქონება გადაეცემა პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლოდ, ვადით ან უვადოდ, სარგებლობის უფლებით. 8. საჯარო სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილია თავის საკუთრებაში არსებული ქონება უსასყიდლოდ გადასცეს თბილისს. 9. თბილისის საკრებულოს თანხმობით საჯარო სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილია თავის საკუთრებაში არსებული ქონება სარგებლობაში გადასცეს ამ კანონის XV თავითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 10. თბილისის საკრებულოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მართვის წესი განისაზღვრება საჯარო სამართლის იურიდიული პირის წესდებით (დებულებით). 11. თბილისის საკრებულოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოში კანონით დადგენილი წესით. 12. თბილისის საკრებულოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლიკვიდაციის შემთხვევაში მის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის თბილისის საკუთრებაში. მუხლი 147. სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობა სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობაში თანამდებობრივად შედის ყველა შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე. მუხლი 149. სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობის წესი 1. სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს პირველი სხდომა იმართება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან 30 დღის ვადაში. 2. სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომებს იწვევს სახელმწიფო რწმუნებული − გუბერნატორი. სამხარეო საკონსულტაციო საბჭო იკრიბება 3 თვეში ერთხელ მაინც. 3. სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საკონსულტაციო საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი. 4. სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა ფორმდება საკონსულტაციო საბჭოს სხდომის ოქმით. 5. სამხარეო საკონსულტაციო საბჭო რეკომენდაციას იღებს საკონსულტაციო საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. 6. სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობის ორგანიზებას უზრუნველყოფს სახელმწიფო რწმუნებულის − გუბერნატორის ადმინისტრაცია. მუხლი 156. ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა საშტატო რაოდენობის განსაზღვრის დროებითი წესი 1. გამგეობის/მერიის და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა საშტატო ნუსხებით გათვალისწინებულ ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა საშტატო რაოდენობაა არანაკლებ 30 ერთეულისა. ის არ უნდა აღემატებოდეს საჯარო მოსამსახურეთა აღნიშნული მინიმალური რაოდენობის (30 საშტატო ერთეული), შესაბამის საკრებულოში 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებისათვის დადგენილი მაჟორიტარული ოლქების რაოდენობის და თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ყოველ 500 ამომრჩეველზე 1 საშტატო ერთეულის დამატებით მიღებულ ჯამს. 2. მუნიციპალიტეტის შტატგარეშე მოსამსახურეთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს გამგეობის/მერიის და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა საშტატო რაოდენობის 10 პროცენტს. იმ თვითმმართველ ერთეულებში, სადაც საჯარო მოსამსახურეთა საშტატო რაოდენობის 10 პროცენტი 5 ერთეულზე ნაკლებია, შესაძლებელია შტატგარეშე მოსამსახურეთა რაოდენობის 5 ერთეულამდე გაზრდა. 3. გამგეობის/მერიის და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების ხარჯები არ უნდა აღემატებოდეს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯების 25 პროცენტს. 4. ამ მუხლის პირველი−მე-3 პუნქტების მოქმედება არ ვრცელდება თვითმმართველ ქალაქ თბილისზე, აგრეთვე ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვისა და აჟარის მუნიციპალიტეტებზე.