„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 45
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 30
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2014-10-13
ბიუროს ნომერი 207
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი,
№45, 21.11.1997, გვ. 55) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-11 მუხლის 11პუნქტი ჩამოყალიბდეს
შემდეგი რედაქციით:
„11. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებზე, ვრცელდება ამ კანონის პირველი–მე-6,
მე-9, მე-10, 38-ე, 39-ე, 391-ე, 411-ე, 66-ე და 121-ე მუხლების მოქმედება. სახელმწიფოპოლიტიკური თანამდებობის პირზე, გარდა ამ პუნქტით გათვალისწინებული მუხლებისა,
ვრცელდება ამ კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედება.“
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
ქ. ქუთაისი
N
1
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ.
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს სამსახურებრივი მივლინების
საკითხების მარეგულირებელი ისეთი სამართლებრივი აქტის არ არსებობა, რომელიც
საკრებულოს წევრებისთვის
დაადგენდა სამსახურებრივი მივლინების ხარჯების
ანაზღაურების ერთიან წესებს. არსებული მდგომარეობით მუნიციპალიტეტის საკრებულოს
თანამდებობის
პირის
სამსახურებრივი
მივლინების
ხარჯები
ანაზღაურდება
მოსამსახურეთათვის ხარჯების ანაზღაურების ზოგადი წესით, კერძოდ, საკრებულოს
თანამდებობის პირებზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის
38-ე და 391 მუხლები და რეგულირების გარეშეა დარჩენილი საკრებულოს სხვა წევრების
მივლინების ანაზღაურების საკითხი.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიღება მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების
სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესის განსაზღვრას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი;
საკრებულოს წევრების სამსახურებრივი მივლინების ხარჯები ანაზღაურდება
მოსამსახურეთათვის ხარჯების ანაზღაურების ზოგადი წესით, კერძოდ, საკრებულოს
წევრებზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე და 391
მუხლები.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება.
ბ.ა)
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსების წყარო;
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების წყაროა
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი;
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე;
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე;
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე;
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე;
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები;
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული სახელმწიფოს მიერ ახალი
ფინანსური ვალდებულებების აღებასთან;
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება;
კანონპროექტი არ იქონიებს ფინანსურ გავლენას იმ პირებზე, რომლებზედაც
ვრცელდება მისი მოქმედება;
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის პრინციპი;
2
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადების, მოსაკრებელის ან სხვა სახის
გადასახდელების შემოღებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან.
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან;
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს;
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან;
კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს;
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან;
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს;
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია
/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც
მონაწილეობა
მიიღეს
კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორია საქართველოს პარლამენტის წევრი გია ჟორჟოლიანი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის წევრი გია ჟორჟოლიანი.
3
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“ იმ მუხლების სრული რედაქცია,
რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლი 11. საჯარო მოსამსახურეები, რომლებზეც არ ვრცელდება ამ კანონის მოქმედება
1
1. ამ კანონის მოქმედება, გარდა ამ მუხლის 1 პუნქტით გათვალისწინებული
შემთხვევებისა, არ ვრცელდება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებზე,
მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებზე, მუნიციპალიტეტის გამგებელზე/მერზე,
მოადგილეზე,
გამგეობის/მერიის
სტრუქტურული
ერთეულების
გამგებლის/მერის
ხელმძღვანელებსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონების გამგებლებზე.
(05.02.2014. N1971 ამოქმედდეს 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების
მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან)
1
1 . მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრზე ვრცელდება ამ კანონის პირველი–მე-6,
1
მე-9, მე-10, 39-ე, 41 , 66-ე და 121-ე მუხლების მოქმედება. სახელმწიფო-პოლიტიკური
თანამდებობის პირზე, გარდა ამ პუნქტით გათვალისწინებული მუხლებისა, ვრცელდება ამ
კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედება. (26.07.2014. N2538)
2
1 .
მუნიციპალიტეტის
გამგებლის/მერის
მოადგილეზე,
გამგეობის/მერიის
სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის
1
რაიონის გამგებელზე ვრცელდება ამ კანონის პირველი–მე-6, მე-9, მე-10, 37-ე−39-ე, 39 , მე-40,
1
41-ე, 41 , 66-ე, 69-ე და 121-ე მუხლების მოქმედება. მუნიციპალიტეტის გამგებელზე/მერზე
ვრცელდება ამ პუნქტით გათვალისწინებული მუხლების მოქმედება, გარდა ამ კანონის 41-ე
მუხლის მე-2 პუნქტისა. (26.07.2014. N2538)
2. ამ კანონის მოქმედება ამ პუნქტში ჩამოთვლილ მოსამსახურეებზე ვრცელდება
სპეციალური
მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ საქართველოს კონსტიტუციით,
კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი. ეს მოსამსახურეები
არიან:
ა) საქართველოს კონსტიტუციის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკების კონსტიტუციების საფუძველზე არჩეული, დანიშნული და დამტკიცებული
თანამდებობის პირები; (10.11.2006. N3653)
ბ) მოსამართლეები;
გ) პროკურორები;
გ1) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო
სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების
პოლიციის სამმართველოს თანამშრომლები; (6.07.2010. N3367 ამოქმედდეს 2010 წლის 1
აგვისტოდან)
დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები; (27.06.2008. N73)
ე) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მოსამსახურეები;
(29.12.2006. N4260 ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან)
ვ) ამოღებულია (27.06.2008. N73)
ზ) საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეები; (27.04.2010. N2990)
4
1
ზ ) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები; (24.06.2011.
N4955)
თ) სამხედრო მოსამსახურეები;
ი) დიპლომატიური სამსახურის თანამშრომლები.
კ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსური
(11.07.2007.
N5268
ამოქმედდეს
მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლები;
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად საქართველოს ფასიანი
ქაღალდების ეროვნული კომისიისა და საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო
ზედამხედველობის სამსახურის სალიკვიდაციო ღონისძიებების დასრულების შემდეგ.)
ლ) ამოღებულია (25.05.2006. N3183)
მ)
პატიმრობისა
და
თავისუფლების
აღკვეთის
სისტემის
ორგანოების
თანამშრომლები; (9.03.2010. N2727 ამოქმედდეს 2010 წლის 1 ოქტომბრიდან.)
ნ) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის
სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა
აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურეები; (13.12.2013. N1790
ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს)
ო) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბისა და სახმელეთო ჯარების
თანამშრომლები/მოსამსახურეები. (27.09.2013. N1379 ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის
მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ
ფიცის დადების მომენტიდან)
3. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით
გაუთვალისწინებელ მოხელეებზე, თუ ამ კატეგორიის მოსამსახურეთა სტატუსის შესახებ
საკანონმდებლო აქტებითა და ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. (17.12.2010. N4116)
4. „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბისა და სახმელეთო
ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის წესი“ მტკიცდება
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით. ამ წესით განისაზღვრება აღნიშნულ
თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურებრივი ურთიერთობების საკითხები, მათ შორის,
თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან განთავისუფლების, სამსახურის გავლის,
ატესტაციის, კვალიფიკაციის ამაღლების, წახალისების ფორმებისა და დისციპლინური
პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების წესები და საფუძვლები. ამ კანონის მოქმედება ამ
პუნქტით გათვალისწინებულ თანამშრომლებზე/მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ
შემთხვევებში, თუ სამხედრო მოსამსახურეებთან ურთიერთობების მარეგულირებელი
კანონმდებლობით და ამავე პუნქტში მითითებული წესით სხვაგვარად არ რეგულირდება
შესაბამისი სამსახურებრივი ურთიერთობები. (27.09.2013. N1379 ამოქმედდეს 2013 წლის
ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების
პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან)
შედეგად
არჩეული
საქართველოს
5