„საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ"

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
04.11.2011
ავტორი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები თეიმურაზ წურწუმია და ანდრო ალავიძე
ნომერი
#07-3/508/7
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-11-07
ბიუროს ნომერი 209

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
l,)dJd0l0ilqnI JtdqJAil60llL bflIdnL aiqJ6'uril0[qcbJ 6ndaI0[tqfl td0il, Jdntd0nL aJGbIq3llll J,4nUilqXdnU qJEUCblll, ?Cl,Jbill ojOo N 209 7 SorAacd,o. 20ll s,cq,o tujrr6o3nryrnL 3,>5o5oL J6ogilgo ,,Lojr16o3nqoL tSr3t6r,r 3oqSjLto ggqoqglotr ?3gr5oU ?nL;bnl" loj. 23r'r5o&3oL.r qo 3q6r6.rqo Js6q$35gol-r $'X6SX0or, u. q.tt6gcn6o3o 1p&l3o,pb qc a;o5o3o;36o Joqo$oJot Jo&0c6o 15 - 18 Sc"Cal3rlo 22 - 2s ievf&rto o Aa@$nt Lrarllddqt dniqo ,rAdnOJ& iradaa. arrar6r tDrD<wJdr('Dr L,:js6or3nqml-r Jsr6qr335$ob do2r+ro,>p6n5L: LsJrr6or3lqob .)sr6q;315$ob 3m3o$;$ndLr pr L,>J.rr6qr335$o 3t6oj3o3d?o pro$5r'rl-r 5r-rr63r$o2qo rd$otJ J6m0d0otr 6o5boq3r I brjo<6o3nqob J;16qr8n5$ob or.)AaXRr'rA56rlb 8t'rsq6oq'X .<--) , 6ornt63o $'316gogqo
წერილი
l, JJ6RJAC5O0I, $C360 brjr6o63q,r'rb J,:tlq,r036$ot-t lr.:rn66r6ob.:gorn pgJrt6g.>E36gtl brj.:6o69q,c'rb 3r'rbl-tgogggoot-t 67 -c &3bq,ob ts3t-t.:b.l0ob.:qr br3r6rn6Eqr3bq,o o6o3or$o3ob $3boo $s60r'r6oqg&!6o) brjr6or33q,ob 3r5o5ou 36r'l3igt-t'brjrdtor8gqmb l$3rgttro 3oqrgjbtso mqlclq,C0ob ACOs6ob 6gbrbg0". Scobo3or 3.:6obJt6rngjgo $u6gp6o6oor Jr6q,$g6gob bog6r'rb 3.rbq,o3b Ubqrr0rb Lr3$r'r60q-o3bq,o 36o63qg6gbob 30r'r3q3b 3rqgr6o qrrb,:$g9brqr. qr.r6.r6oro 3 ggt66gq,bX ar3o036rt $96$3Eor ,>6qp6o .:q,r3odg 4 6oX0036o 20ll $gq,o
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს საჰაერო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21.12.1996., გვ. 69) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება: კოდექსს დაემატოს 291 მუხლი შემდეგი რედაქციით : „მუხლი 291. სამოქალაქო ავიაციის პერსონალის სპეციალური და ფორმის ტანსაცმელი 1. საჰაერო მოძრაობის სამსახურის საინჟინრო-ტექნიკურ პერსონალი ატარებს სპეციალურ ტანსაცმელს. საჰაერო მოძრაობის მართვის მეთვალყურეები და სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურის ოფიცრები ატარებენ ფორმის ტანსაცმელს. 2. საჰაერო მოძრაობის სამსახურის საინჟინრო-ტექნიკური პერსონალის სპეციალური ტანსაცმლის, საჰაერო მოძრაობის მართვის მეთვალყურეთა და სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურის ოფიცრების ფორმის ტანსაცმლის ნიმუშებს ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნორმატიული აქტით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ. ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი; კანონპროექტის მიღების მიზეზია საჰაერო მოძრაობის უსაფრთხოების მაღალი დონის უზრუნველყოფისათვის დამატებითი ღონისძიებების გატარების მიზანშეწონილობა. კერძოდ, კანოპროექტი ითვალისწინებს საქართველოს საჰაერო მოძრაობის სამსახურის გარკვეული კატეგორიის თანამშრომლებისათვის სპეციალური ტანსაცმლისა და ფორმების შემოღებას, მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობის უსაფრთხოდ შესრულებისათვის. საჰაერო მოძრაობის სამსახურის საინჟინრო-ტექნიკური პერსონალი, რომელიც აწარმოებს სამუშაოებს საჰაერო ხომალდების ასაფრენ-დასაფრენ ბილიკზე და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე, ასევე, სანავიგაციო ობიექტებზე, აუცილებელია ატარებდეს განმასხვავებელ სპეციალურ ტანსაცმელს, ამრეკვლავი ზოლებით, რათა შესაძლებელი გახდეს მათი შემჩნევა შორი მანძილიდან და ცუდი ხილვადობის პიროებებში. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი; კანონპროექტის მიზანია საჰაერო მოძრაობის უსაფრთხოების მაღალი დონის უზრუნველყოფისათვის დამატებითი ზომების გატარება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი; „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის ძირითადი არსი მდგომარეობს იმაში, რომ კანონით იქნას დადგენილი საჰაერო მოძრაობის სამსახურების თანამშრომლებისათვის სპეციალური ტანსაცმლის სავალდებულო ტარება. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება. ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო; აღნიშნული პროექტის მიღება არ გამოიწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე; კანონპროექტი არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე; კანონპროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები; სახელმწიფო არ იღებს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება; კანონპროექტი არ ახდენს ფინანსურ ზეგავლენას იმ პირებზე, რომლებზედაც იგი ვრცელდება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი); კანონპროექტი არ ადგენს გადასახადებს, მოსაკრებლებს ან სხვა სახის გადასახდელებს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. დ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია(დაწესებულება), ექსპერტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში; კანონპროექტი შემუშავებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ასეთი შეფასება კანონპროექტს არ გააჩნია. დ.გ) კანონპროექტის ავტორი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს პარლამენტის წევრები თეიმურაზ წურწუმია და ანდრო ალავიძე