„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ"
- „სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
- „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
I მოსმენა
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
III მოსმენა
✓ 72 ✗ 0
კანონი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-10-31
ბიუროს ნომერი 208
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილ იქნეს
შემდეგი ცვლილება:
1. მე–4 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩო – დოკუმენტი, რომელიც აერთიანებს
საქართველოში არსებულ ყველა კვალიფიკაციას, მათ შორის პროფესიული განათლებისა და
სპეციალური პროფესიული განათლების კვალიფიკაციებს;“.
2. მე–4 მუხლის „ჯ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჯ) სპეციალური პროფესიული განათლება – განათლება, რომლის მიზანია პირის
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ან/და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების
ძალებში მომავალი პროფესიული საქმიანობისათვის მომზადება;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
თბილისი,
2011წ.
მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
კანონპროექტზე „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების
შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ.
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი;
კანონპროექტის გამომდინარეობს სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ
კანონპროექტიდან.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი;
კანონპროექტის მიზანია სპეციალური პროფესიული განათლების მიღებისთვის
აუცილებელი საკანონმდებლო გარემოს შექმნა, აღნიშნული სისტემის განვითარება და
სპეციალური პროფესიული განათლების მქონე პირების ცონდის დონის და კვალიფიკაციის
ამაღლება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი;
პროექტის მიხედვით, ტექნიკური შესწორებები შედის „სპეციალური პროფესიული
განათლების“ დეფინიციაში და აღნიშნულ ტექსტში ტერმინი „გასამხედროებული
დაწესებულება“ იცვლება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროთი და საგანგებო
სიტუაციებზე რეაგირების ძალებით.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო;
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე;
კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე;
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე;
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები;
კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულების
აღებას არ ითვალისწინებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება;
კანონპროექტი არ ითვალისწინებს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს იმ პირთათვის
ვისზედაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი);
კანონპროექტით არ დგინდება ახალი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელი.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან;
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს;
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან;
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან;
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში;
კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტრომ და საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრომ.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულებებსა და ექსპერტებს
არ მიუღიათ მონაწილეობა კანონპროექტის შემუშავებაში.
დ.გ) კანონპროექტის ავტორი;
კანონპროექტის ავტორია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი;
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.