„საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 70 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
II მოსმენა
✓ 73 ✗ 0
III მოსმენა
✓ 76 ✗ 0
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-10-31
ბიუროს ნომერი 208
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
l,JJJ60Cilqnlt JJdqJAil60llb bllXdnb
aJqlEUSt6[qt6J 6n6At0flTqI ld6tll,
JdnJJOllL AJEbllqSflU )'4nBilqT6fll,
qJFUiltrnU ?ill,Jbtb
3l rlj6oarad,o. 20ll $'xgro
<oj8o N 208
Lrjs16oggqob 3.:5o5ob Jr6onj$o ,,brjsr6o3nqroL t-r'rqonr6o trr,;o5er58pnlqo
rj$?o 6Sqoqnlob ?n$oEoU orcolstn"
oXr6oqoXq 1r.r3oobor..t 3o8o$X$o
X0c,3qXlr 3,ry.r8o
trib006"tt roat'wo olol,o
t.rgoS.rEl-ro-tsboX3gC6t-, JerAoOC6o
,jakdtd|t^ 6oaa4,an PrL,nSr t' r4.P,J;alar
tsj,:r6or36qerL Jsr6qs0n5$oL do2r6o':p6n5L'
LsJ;r6o3nqoL Jsr6qr3n5$olr ,jo3o$n$nll'r': p; L'>Jsr6qr3X5$r'r 36sj3ond?o
pro$xoL- 5r'rr63s$o1q'o sJ$oL J<6onJ$oL 6s5toq3r
LrJ:r6tn33qmL J.:t6q;3356ob
or,>33ypo3sr6oL Jo1633qo 3oop5oq3
'7
0ob6oq 3rls3s16os5o
წერილი
l,JdJ603Csttrlb JJ6SPJAC5(50l, $0360
lr.rjs6o33lq('rtr Jr6RrAC56('L sJst6sgolr
L,:err65;5o$s6orr p1Js6$s3156otr 13t4trL1-r
f5 nonr6 Llo.rSrodnL
iJsqlsgoSo no316,
Lsj.:r6o3XqoL Jr'rSlr$o$tgool, 67-X Slbpotr or,>5.:b8sp Ls;.:6o6eqndqo oSo6orgo3oL
$'nLoor $'sr63o5oq6n5or LsJ.>r6o3XqoL Jn6RrAC60ol, $'6t6ndoL: ,lstslXr6 ;5ryr9.>t6odoL.:
qs tgorq,13,js3,>t 3o316 0o8$sqndlq SrSo6JrrroXJgL: ,,$o6onr4o L.:.y;5ro53p3trqo
rJ6?o g3qoqndotr ?Xgs6otr orodrtrX".
6orBr.13or, $nOo,>q5o?51q .1sErrSJr6r'rXjgL 0oL6Xor tsXl-rr8,>8oLo SttSqXq'rols.
ob. pt5o6oo: ,,4" g1r4qSq;p.
J.:go3oL6n3oor,
;.>h.:tr16 s5ry s3.:t6o,li;
r*--
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების
შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში (საკნონმდებლო მაცნე
14/11/1997 #1106) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. 38‐ე მუხლის ა3 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა3) საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადებაზე,
საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ საჩივარზე, თუ საქართველოს
საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
2. 39‐ე მუხლის პირველი ნაწილის ა2 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა2) საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ საჩივარზე, საარბიტრაჟო
გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადებაზე – საარბიტრაჟო
გადაწყვეტილებით მხარისათვის მიკუთვნებული ნივთის (თანხის) ღირებულების 3
პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა, ხოლო თუ ნივთის ღირებულების დადგენა
შეუძლებელია – 300 ლარს, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ
არ არის გათვალისწინებული;
3. 52-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 და მე-3 ნაწილი:
2. სასამართლო ხარჯები მხარეთა მიერ შეიტანება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი
საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე.
3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების
დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული საბოლოო გადაწყვეტილებით
დასრულებულ საქმეებზე გადახდილი სასამართლო ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტში
გადაირიცხება არა უგვიანეს ერთი თვისა მიმდინარე წლის დამთავრებამდე.
4. 272-ე მუხლის ე ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ე) საქმის ერთ-ერთ მხარედ მყოფი მოქალაქის გარდაცვალების შემდეგ ან იურიდიული
პირის ლიკვიდაციისას, სადავო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე,
დაუშვებელია უფლებამონაცვლეობა ან 281-ე მუხლის ა პუნქტით გათვალისწინებულ
შემთხვევაში.
5. 275-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის ზ პუნქტი:
ზ) ამ კოდექსის 281-ე მუხლის ა პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
6. 3094‐ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 3094. ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების
თაობაზე განცხადების განუხილველად დატოვება
1. თუ მოსამართლე გამოარკვევს, რომ განცხადება ლიზინგის საგნის გამცემის
მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების თაობაზე არ აკმაყოფილებს 3092
მუხლის მოთხოვნებს, იგი გამოიტანს განჩინებას არსებული ხარვეზის შესახებ და
განმცხადებელს მისცემს ვადას მის შესავსებად. თუ განმცხადებელი განსაზღვრულ
ვადაში შეავსებს განჩინებაში მითითებულ ხარვეზს, მოსამართლე გამოიტანს განჩინებას
განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე
განცხადებას განუხილველად დატოვებს და განმცხადებელს დაუბრუნებს.
2. სასამართლოს განჩინებაზე ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის
საგნის დაბრუნების თაობაზე განცხადების განუხილველად დატოვებისა და მისი
განმცხადებლისათვის დაბრუნების შესახებ შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.
7. XXXVI თავს დაემატოს შემდეგი შინაარსის 3161-ე მუხლი:
მუხლი 3161. იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის შესახებ საქმეთა
განხილვისა და გასაჩივრების წესი
1. იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის შესახებ საქმეებს
განიხილავს მოსამართლე ან სასამართლოს შესაბამისი მოხელე ამ კოდექსის 311-ე
მუხლით დადგენილი წესებით.
2. სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება შეიძლება
გასაჩივრდეს იმავე სასამართლოში საჩივრის შეტანის გზით, მხარისათვის
დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში.
8. 319-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 319. სასამართლოს მოქმედება განცხადების მიღების შემდეგ
1. სასამართლო განხილვისათვის საქმის მომზადებისას სასამართლო გამოარკვევს, თუ
რომელ პირებს შეუძლიათ მიაწოდონ ცნობები დაკარგულის შესახებ, აგრეთვე
გამოჰკითხავს სათანადო ორგანოებს დაკარგული პირის შესახებ მისი უკანასკნელი
საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მიხედვით.
9. XXXVII თავს დაემატოს შემდეგი შინაარსის 3211-ე მუხლი:
მუხლი 3211. მოქალაქის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებისა და მოქალაქის
გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ საქმეთა განხილვისა და გასაჩივრების წესი
1. მოქალაქის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებისა და მოქალაქის გარდაცვლილად
გამოცხადების შესახებ საქმეებს განიხილავს მოსამართლე ან სასამართლოს შესაბამისი
მოხელე ამ კოდექსის 311-ე მუხლით დადგენილი წესებით.
2. სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება შეიძლება
გასაჩივრდეს იმავე სასამართლოში საჩივრის შეტანის გზით, მხარისათვის
დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში.
10. 35624‐ე მუხლის მე‐2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
2.
სასამართლო
ვალდებულია
განიხილოს
საჩივარი
და
გამოიტანოს
მოტივირებული გადაწყვეტილება საჩივრის წარმოებაში მიღებიდან 30 დღის ვადაში.
11. 35624‐ე მუხლის მე‐3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
3.
სასამართლოს, რომელსაც მიმართეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების
თხოვნით, უფლება აქვს შეაჩეროს გადაწყვეტილების გაუქმების განხილვა ვადით არა
უმეტეს 30 დღისა საჩივრის წარმოებაში მიღებიდან, რათა არბიტრაჟს მიეცეს საშუალება
განხილვის განახლებისა გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლის აღმოსაფხვრელად.
12. 35624‐ე მუხლის მე‐3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
4. გასაჩივრების შემთხვევაში საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულება არ
შეჩერდება. სასამართლოს უფლება აქვს, მხარის შუამდგომლობით, შეაჩეროს
საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულება ვადით არა უმეტეს 30 დღისა საჩივრის
წარმოებაში მიღებიდან, თუ წარმოდგენილი იქნება შესაბამისი უზრუნველყოფა.
13. 367 ‐ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
სააპელაციო საჩივარი შეტანილი უნდა იქნეს იმ სასამართლოში, რომელმაც გამოიტანა
გადაწყვეტილება. სააპელაციო საჩივარი უნდა პასუხობდეს ამ კოდექსის 177‐ე მუხლის
მე‐2 და მე‐3 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს.
14. გარდამავალი და დასკვნითი დებულებებიდან ამოღებულ იქნეს 4331 მუხლი.
მუხლი 2. არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონში (19/6/2009 #1280) შეტანილ იქნეს
შემდეგი ცვლილებები:
1.
42-ე მუხლის
რედაქციით:
პირველი
ნაწილის
ა
ქვეპუნქტი
ჩამოყალიბდეს
შემდეგი
ა) მხარე, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია საარბიტრაჟო გადაწყვეტილება,
მიმართავს საჩივრით სასამართლოს და დაამტკიცებს, რომ:
2.
42-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
საჩივარი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ შეიძლება წარდგენილ
იქნეს სასამართლოში მხარეთათვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 90 დღის
განმავლობაში.
მუხლი 3. სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონში (29/04/1998წ.) შეტანილ
იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-4 მუხლის პირველი ნაწილის ა2 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა2) საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ საჩივარზე, საარბიტრაჟო
გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადებაზე – საარბიტრაჟო
გადაწყვეტილებით მხარისათვის მიკუთვნებული ნივთის (თანხის) ღირებულების 3
პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა, ხოლო თუ ნივთის ღირებულების დადგენა
შეუძლებელია – 300 ლარი, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა
რამ არ არის გათვალისწინებული;
2. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
11. საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სასამართლო ხარჯები
(სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), მხარეთა მიერ
შეიტანება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების
დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე.
3. მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
4. სახელმწიფო ბაჟი, რომელიც ექვემდებარება დაბრუნებას, უნდა გაიცეს ფიზიკურ ან
იურიდიულ პირზე შესაბამისი ბიუჯეტიდან ან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი
საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშიდან. თანხა
გაიცემა ერთი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როდესაც მიღებულია გადაწყვეტილება
მისი დაბრუნების შესახებ.
4. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
5. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების
დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული საბოლოო გადაწყვეტილებით
დასრულებულ საქმეებზე გადახდილი სასამართლო ხარჯები, სახელმწიფო ბიუჯეტში
გადაირიცხება არა უგვიანეს ერთი თვისა მიმდინარე წლის დამთავრებამდე.
მუხლი 4. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 52)დაემატოს შემდეგი შინაარსის 751
მუხლი
„მუხლი 751
თუ აღსრულება ხორციელდება ამ კანონის მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული
გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, საკუთრების გადასვლის შედეგად (მათ შორის
სახელმწიფოსათვის ქონების ნატურით გადასვლის შედეგად) უქმდება ყველა სანივთო უფლება,
რომელიც რეგისტრირებულია იმ ვალდებულების წამრმოშობის შემდეგ, რომლის საფუძველზეც
ქონებაზე გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.“
მუხლი 5.
1. ამ კანონის პირველი მუხლი , გარდა პირველი მუხლის მე-14 პუნქტისა, ამოქმედდეს
2012 წლის 1 იანვრიდან.
2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-14 პუნქტი ამოქმედდეს 2012 წლის 1 აპრილიდან.
3. ამ კანონის მე–2 და მე–3 მუხლები ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე‐15 დღეს.
4. ამ კანონის მე-4 მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
გ ა ნ მ ა რ ტ ე ბ ი თ ი
ბ ა რ ა თ ი
„საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე”
საქართველოს კანონის პროექტზე
ა)
ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზები:
კანონპროექტის
მიღების
დამკვიდრება,
სასამართლო
მიზეზებია
ხარჯების
კანონმდებლობაში
ერთიანი
შეტანის
რეგულირება,
წესის
ტერმინოლოგიის
იურიდიული
მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენისა და მოქალაქის უგზო-უკვლოდ დაკარგულად
აღიარებისა და მოქალაქის გარდაცვლილად გამოცხადების საქმეთა განხილვის წესისა
რეგულირება, სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარების წესის დადგენა.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის
მიზანია
სამოქლაქო
საქმეებზე
სამართალწარმოების
დახვეწა
და
ეფექტური მექანიზმის შემუშავება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
1.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35624-ე მუხლის პირველი ნაწილის
თანახმად, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გასაჩივრება ხდება სასამართლოში საჩივრის
შეტანის გზით. თუმცა, კოდექსის მომდევნო მუხლებში საარბიტრაჟო გადაწყვეტილების
გასაჩივრებისათვის მითითებულია როგორც საჩივრის, ისე, სარჩელისა და განცხადების
წარდგენის შესაძლებლობა. მიზანშეწონილია, რომ
გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის
კოდექსი შეიცავდეს ერთიან ფორმულირებას. შესაბამისად, ცვლილების შეტანის გზით
შესაძლებელი იქნება
საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებით
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ერთიანი ტერმინოლოგიის დანერგვა. ამასთან,
ვინაიდან სააპელაციო სასამართლო წარმოადგენს მეორე ინსტანციის სასამართლოს და ის არ
იხილავს
სარჩელებს
პირველი
ინსტანციის
წესით,
მიზანშეწონია
საარბიტრაჟო
გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის მიეთითოს საჩივრის წარდგენის შესაძლებლობა.
2. პრაქტიკული თვალსაზრისით მიზანშეწონილია სასამართლო ხარჯების საქართველოს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო
ანგარიშზე შეტანა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი სარჩელის გამოხმობის,
სარჩელის
წარმოებაში
მიღებაზე
უარის
დატოვების,
მხარეთა
მორიგების
შემთხვევებში
მთლიანად
ან
ხარჯები
ნაწილობრივ
განთავსდეს
მხარეთათვის
ერთ
თქმის,
დაბრუნებას.
ანგარიშზე,
სარჩელის
ითვალისწინებს
შესაბამისად,
საიდანაც
ცნობის,
განუხილველად
სახელმწიფო
მიზანშეწონილია
საჭიროების
ბაჟის
საპროცესო
შემთხვევაში
მოხდება
მათი დაბრუნება და საბოლოოდ მიმდინარე წლის დამთავრებამდე ერთი
თვით ადრე გადაირიცხოს ისინი სახელმწიფო ბიუჯეტში.
3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272- ე მუხლი შეიცავს იმ შემთხვევათა ჩამონათვალს,
როდესაც სასამართლო მხარეთა განცხადებით ან საკუთარი ინიციატივით წყვეტს საქმის
წარმოებას, თუმცა მასში არ არის გათვალისწინებული ამავე კოდექსის 281-ე მუხლის ა პუნქტში
მითითებული შემთხვევა. შესაბამისად, ცვლილების შეტანით
272-ე მუხლში ამომწურავად
იქნება მითითებული საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევები.
4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლი შეიცავს იმ შემთხვევათა ჩამონათვალს,
როდესაც სასამართლო მხარეთა განცხადებით ან საკუთარი ინიციატივითსარჩელს ტოვებს
განუხილველად, თუმცა მასში არ არის გათვალისწინებული ამავე კოდექსის 281-ე მუხლის ა
პუნქტში მითითებული შემთხვევა. შესაბამისად, ცვლილების შეტანით
275-ე მუხლში
ამომწურავად იქნება მითითებული სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევები.
5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი განცხადების უმოძრაოდ დატოვებას გარდა
მოცემული მუხლისა არ იცნობს. აღნიშნული ინსტიტუტი საკმაოდ მოძველებულია და
კოდექსში მისი ჩანაცვლება მოხდა განცხადების განუხილველად დატვების ინსტიტუტით.
შესაბამისად, მიზანშეწონია აღნიშნული მუხლიდან ამოღებულ იქნეს ტერმინი - უმოძრაოდ
დატოვება და მისი მაგივრად მიეთითოს განუხილველად დატოება.
6. იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენა, ასევე, მოქალაქის უგზო-უკვლოდ
დაკარგულად აღიარება და მოქალაქის გარდაცვლილად გამოცხადება ხდება უდავო წარმოების
წესით, შესაბამისად, მსგავს საქმეებში მეორე მხარე - მოპასუხე არ ფიგურირებს, გარდა ამისა, ამ
დროს
სასამართლო
ადგენს
ხოლოდ
ფაქტის
არსებობა-არარსებობას,
შესაბამისად,
შესაძლებელია მათი განხილვა დაევალოს სასამართლოს კონკრეტულ მოხელეს. ამასთან,
განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში მხარეს ექნება შესაძლებლობა
გაასაჩივროს სასამართლო მოხელის გადაწყვეტილება საჩივრით სასამართლოში.
7.
2010
წლის
15
დეკემბერს
საქართველოს
სამოქალაქო
საპროცესო
კოდექსში
განხორციელებული ცვლილებების შედეგად 177-ე მუხლი ჩამოყალიბდა ახლებურად და
მას დაემატა მე-3 ნაწილი, რომლის შინაარსი ადრე მოქმედ რედაქციაში მე-2 პუნქტით იყო
გათვალისწინებული. აღნიშნულის ასახვა არ განხორციელდა 367-ე მუხლში. შესაბამისად,
მიზანშეწონილია 367-ე მუხლში მიეთითოს 177-ე მუხლის როგორც მე-2, ისე, მე-3 ნაწილი.
8. 2010 წლის 15 დეკემბერს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შევიდა ცვლილება, რომლის
მიხედვითაც,
გადაწყვეტილების
გასაჩივრების
მსურველი
მხარე
ვალდებულია
გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს
30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; აღნიშნული
მუხლი მოქმედებს მხოლოდ თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების მიმართ.
ვინაიდან, აღნიშნული ცვლილება პრაქტიკაში წარმატებულად დაინერგა, მიზანშეწონილია იგი
შეეხოს ყველა ინსტანციის სასამართლოს.
ბ)
კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მირებასთან
დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებითი სახსრების გამოყოფას სახელმწიფო
ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
kanonproeqtis miReba gavlenas ar moaxdens biujetis saSemosavlo nawilze.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება ახალ ფინანსურ ვალდებულებებს არ წარმოშობს.
ბ.ე)
კანონპროექტის
მოსალოდნელი
ფინანსური
შედეგები
იმ
პირთათვის,
რომელთა
მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება ფინანსურ შედეგებზე გავლენას არ იქონიებს.
ბ.ვ)
კანონპროექტით
დადგენილი
გადასახადის,
მოსაკრებლის
და
სხვა
სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტით
გადასახადის,
მოსაკრების
ან
სხვა
სახის
გადასახდელის
ოდენობის
განსაზღვრა არ არის გათვალისწინებული.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპტროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის
მიღება
არ
წარმოშობს
საერთაშორის
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
საქართველოს
მიერ
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
და
მრავალმხრივი
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტის
მიღება
დადებულ
ორმხრივი
ხელსეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს არ ეწინააღმდეგება.
დ)
კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
ექსპერტები,
არასახელმწიფო
რომლებმაც
ან/და
მონაწილეობა
საერთაშორისო
მიიღეს
ორგანიზაცია/დაწესებულება,
კანონპროექტის
შემუშავებაში,
ასეთის
(დაწესებულების)
ან/და
არსებობის შემთხვევაში:
მათ კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა არ მიუღიათ.
დ.ბ)
კანონპროექტის
შემუშავებაში
მონაწილე
ორგანიზაციის
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტი ექსპერტებისათვის წარდგენილი არ ყოფილა.
დ.გ) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: კახაბერ ანჯაფარიძე და
ზვიად კუკავა
დ.დ)
კანონპროექტის
ინიციატორი:
ანჯაფარიძე და ზვიად კუკავა
საქართველოს
პარლამენტის
წევრები:
კახაბერ