„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
22.10.2011
ავტორი
ქალაქ თბილისის მერია
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: გურანდა ჯაბუა და ანდრო ალავიძე
ნომერი
#07-3/501/7
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 72 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
II მოსმენა
✓ 72 ✗ 0
III მოსმენა
✓ 64 ✗ 0
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-10-31
ბიუროს ნომერი 208

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №21-22, 14.06.1998, გვ. 6) შეტანილ იქნას ცვლილება: ა) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-7 პუნქტი: ,,7. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) შესახებ დაჩქარებული მომსახურეობის მოსაკრებელი.’’; ბ) კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი: მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული ,,მუხლი 61 . მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) შესახებ დაჩქარებული მომსახურეობისათვის 1. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურეობისათვის მოსაკრებლის გადამხდელია მშენებლობადასრულებული ობიექტის სამშენებლო დოკუმენტაციით განსაზღვრული მშენებლობის დამკვეთი ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან/და ამხანაგობა. 2. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის შესახებ) დაჩქარებული მომსახურეობისათვის მოსაკრებლის გადახდის წესს და ოდენობას განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკრებულო. 3. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასშიცვლილების შეტანის შესახებ) დაჩქარებული მომსახურეობისათვის მოსაკრებლი არ უნდა აღემატებოდეს 4500 ლარს.’’. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის შესახებ ა) ზოგადი ინფორმაცია „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’ საქართველოს კანონის პროექტის (შემდგომში კანონპროექტი) შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის მიზეზია კანონის მოქმედების ეფექტურობის გაზრდა და თვითმმართველი ერთეულების განვითარებისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიღების მიზანია, თვითმმართველ ერთეულებს მიენიჭოთ დამატებითი უფლებამოსილებანი ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა, მათი ოდენობის განსაზღვრისა და მოქმედების საკითხში. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო უფლებამოსილი ხდება შემოიღოს ადგილობრივი მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) შესახებ დაჩქარებული მომსახურეობისათვის. ამავე კანონპროექტით, განისაზღვრება აღნიშნული მოსაკრებლის ოდენობა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 4500 ლარს. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება მოახდენს გავლენას ადგილობრივი თვთმმართველი ერთეულების ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილებზე, ვინაიდან კანონპროექტით გათვალისწინებული მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) შესახებ დაჩქარებული მომსახურებისათვის ჩაირიცხება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებში. ამასთან, ამ ეტაპზე საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის გავლენის ზუსტი ოდენობის განსაზღვრა შეუძლებელია, ვინაიდან მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრის უფლებამოსილება ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულის საკრებულოს გააჩნია. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება პროექტის მოქმედება: კანონპროექტი ადგენს მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) შესახებ დაჩქარებული მომსახურებისათვის მოსაკრებელს. ამდენად, შესაბამისი მომსახურების მიღების მსურველ პირებს მოუწევთ აღნიშნული მოსაკრებლის გადახდა. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტის თანახმად, მშენებლობის მოსაკრებლის ოდენობას განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკრებულო. ამასთან, კანონპროექტით განისაზღვრება, რომ მოსაკრებლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 4500 ლარს. გ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: გ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში არ მიუღიათ მონაწილეობა სახელმწიფო, არასახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ექსპერტებს. გ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტს არ ახლავს ექსპერტის შეფასება. გ.გ) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია ქალაქ თბილისის მერია. გ.დ) პროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები გურანდა ჯაბუა და ანდრო ალავიძე