„მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"
- „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
I მოსმენა
✓ 71 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
II მოსმენა
✓ 73 ✗ 0
III მოსმენა
✓ 65 ✗ 0
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-10-31
ბიუროს ნომერი 208
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში
(პარლამენტის უწყებანი, N8-9, 21.02.1998, გვ. 8) შევიდეს ცვლილება და მე-5 მუხლის მე-3
პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,თ’’ ქვეპუნქტი:
,,თ) მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან
ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების
დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების
შეტანის შესახებ) დაჩქარებული მომსახურეობის მოსაკრებელი.’’.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია „მოსაკრებლის სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’ საქართველოს კანონის პროექტის (შემდგომში კანონპროექტი) შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
„მოსაკრებლის სისტემის საფუძვლების შესახებ“
საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის მიზეზია კანონის მოქმედების ეფექტურობის გაზრდა და
თვითმმართველი ერთეულობის განვითარებისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიღების მიზანია, „მოსაკრებლის სისტემის საფუძვლების შესახებ“
საქართველოს კანონით განსაზღვრულ ადგილობრივი მოსაკრებლების ნუსხას დაემატოს
მოსაკრებლი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან
ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების
დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების
შეტანის) შესახებ დაჩქარებული მომსახურეობისათვის.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით, კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტს ემატება ქვეპუნქტი, რომელიც
ადგენს მოსაკრებებელს მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის
რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების
შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის
(მასშიცვლილების შეტანის) შესახებ დაჩქარებული მომსახურეობისათვის.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას
სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება მოახდენს
გავლენას
ადგილობრივი თვითმმართველი
ერთეულების ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილებზე, ვინაიდან კანონპროექტით
გათვალისწინებული მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის
რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების
შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის
(მასში ცვლილების შეტანის) შესახებ დაჩქარებული მომსახურებისათვის ჩაირიცხება
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებში. ამასთან, ამ ეტაპზე
საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის გავლენის ზუსტი ოდენობის განსაზღვრა
შეუძლებელია, ვინაიდან მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრის უფლებამოსილება
ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულის საკრებულოს ექნება.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება პროექტის მოქმედება:
კანონპროექტი ადგენს მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის
რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების
შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის
(მასში ცვლილების შეტანის) შესახებ დაჩქარებული მომსახურებისათვის მოსაკრებელს.
ამდენად, შესაბამისი მომსახურების მიღების მსურველ პირებს მოუწევთ აღნიშნული
მოსაკრებლის გადახდა.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტით არ დგინდება რაიმე სახის გადასახდელი.
ან
სხვა
სახის
გ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
გ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის
შემუშავებაში
არ
მიუღიათ
მონაწილეობა
სახელმწიფო,
არასახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ექსპერტებს.
გ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტს არ ახლავს ექსპერტის შეფასება.
გ.გ) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორია ქალაქ თბილისის მერია.
გ.დ) პროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები გურანდა ჯაბუა და
ანდრო ალავიძე