საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ"
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
- საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
I მოსმენა
✓ 65 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 70 ✗ 0
III მოსმენა
✓ 68 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-10-10
ბიუროს ნომერი 202
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
(საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს
შემდეგი ცვლილება:
1. 1271 მუხლის მე‐2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2.
საქართველოს
საერთაშორისო
ხელშეკრულებებით,
შეთანხმებებითა
და
კონვენციებით დადგენილი საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანისა და
ტვირთის
გადაზიდვის
(გარდა
ამ
კოდექსის
1291
მუხლით
გათვალისწინებული
შემთხვევებისა) წესების დარღვევა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.“.
2. 164‐ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 164. სამეწარმეო საქმიანობის წესის დარღვევა
1. აკრძალული სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება ან უნებართვოდ ისეთი
საქმიანობის განხორციელება, რომელიც სპეციალურ ნებართვას (ლიცენზიას) საჭიროებს, ‐
გამოიწვევს დაჯარიმებას ოთხასიდან ხუთას ლარამდე.
2. მეურნე სუბიექტების საქმიანობის შეჩერების შემთხვევაში მათ მიერ სავაჭრო
ოპერაციების (მომსახურების) განხორციელება, ‐
გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების შვიდასი მინიმალური ოდენობით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე‐15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
წარმოდგენილი
მიზანშეწონილად
საერთაშორისო
კანონპროექტის
ჩაითვალა
შემუშავება
პასუხისმგებლობის
ხელშეკრულებებით,
განაპირობა
ზომის
შეთანხმებებითა
და
იმ
გარემოებამ,
რომ
გამკაცრება
საქართველოს
კონვენციებით
დადგენილი
საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთის გადაზიდვის წესების
დარღვევის შემთხვევაში.
გარდა აღნიშნულისა, კანონპროექტის მიღების მიზეზია ის, რომ გადასახადის
გადამხდელთან მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარებისას საგადასახადო
აღრიცხვის
წესების
დარღვევის
გამოვლენისას
დგებოდა
როგორც
საგადასახადო
სამართალდარღვვეის ოქმი, ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
ანონპროექტი მიზნად ისახავს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით,
შეთანხმებებითა და კონვენციებით დადგენილი საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა
გადაყვანისა და ტვირთის გადაზიდვის წესების დარღვევისათვის გათვალისწინებული
ჯარიმის თანხის გაზრდას.
კანონპროექტის მიზანია აგრეთვე საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენისას
გადასახადის გადამხდელისათვის
უფლებრივი მდგომარეობის განმტკიცება, კერძოდ
თავიდან იქნეს აცილებული მის მიმართ ორი ოქმის შედგენა (ადმინისტრაციულისაც და
საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების).
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის მიხედვით ცვლილებები შედის:
ა) კოდექსის 1271 მუხლის მე‐2 ნაწილში.
აღნიშნული მუხლის მოქმედი რედაქციის თანახმად, პირის მიერ საქართველოს
საერთაშორისო
ხელშეკრულებებით,
შეთანხმებებითა
და
კონვენციებით
დადგენილი
საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთის გადაზიდვის წესის
დარღვევა იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო პროექტის თანახმად
ჯარიმის ოდენობა იზრდება 5000 ლარამდე.
ბ) კოდექსის 164‐ე მუხლში. აღნიშნული მუხლის დღეს მოქმედი რედაქცია
ითვალისწინებს
პასუხისმგებლობას
სახელმწიფო
რეგისტრაციის
გარეშე
სამეწარმეო
საქმიანობის განხორციელებისათვის. კანონპროექტის მიხედვით ხდება ამ დებულების
ამოღება,
გამომდინარე
იქიდან,
რომ
აღნიშნული
სამართალდარღვევის
გამოვლენის
შემთხვევაში ხდება საგადასახადო სამართალდარღვევიოს ოქმის შედგენა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა)
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებით მოსალოდნელია ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის გაზრდა,
თუმცა წინასწარ იმის განსაზღვრა თუ რა ოდენობით გაიზრდება შეუძლებელია, რადგან
რამდენი სამართალდარღვევა გამოვლინდება წინასწარ ვერ განისაზღვრება.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის
მიღებით
არ
წარმოიშვება
სახელწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულება.
ბ.ე) კანონპრექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
იქიდან გამომდინარე რომ იზრდება სანქციის სახით გათვალისწინებული ჯარიმის
ოდენობა,
კანონპროექტის
მიღება
იქონიებს
ზეგავლენას
იმ
პირებზე,
ვისზედაც
გავრცელდება ეს კანონპროექტი.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვის წესი (პრინციპი):
კანონპროექტით არ არის გათვალისწინებული გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა
სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესის (პრინციპის) ცვლილება.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის
მიღებით
არ
წარმოიქმნება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელწიფო, არასახელმწიფო ან/და
საერთაშორისო ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორია საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.