„საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ"
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ"
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 62 ✗ 0
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
III მოსმენა
✓ 95 ✗ 0
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-06-06
ბიუროს ნომერი 187
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
LJJJ60ttilqnu JidqJ0il60fl L aflr6nu
0JqJFUilt6fl qJAi 6n6AJ0fliqI Jd6fl t,
Jdlltd0llL AJ6bflqtflU J16110ilqidnU
qi6tilaflu ?ilLJbil6
(.,ilao N 187
6 o35olo. 20ll scqo
3.:5rn5olr
;oq6jL?o gSqoq6loL
doRadL
lrojo<6o3nqol-r
ob tr;Or'1jsqrJgr
UrJr6ognUo
'tiao3,>qr3J"
,><6or3Xq,ib
?nbo bg}"
ll'nlndorAAo??r lr AorrJ6od; oorLoAL Jr5n
6o d6ldoL 6oAA,r60UA A;6boo?AnL)
tsj. oXlr$ogooL luSoSolr$6o
lr.lj.r6orpqmlr 0o.r36r'rdc
.{raorSolr 3gq'C}so.} q.r63otc q.r LJaojJq'rjm
X0o3q31r 3rq.rtso
lbtl&r,Na iloltAlSol) I'r,At4rrPa
Jp,Sttt* l6p",lr$l
^6otto
t"ikAJdjta rott*on ohJtSr t)qrllpJdt*.pi
b.:J.r6rn33qob ).>r6q;315goL }o16r'r ;qo6;5b:
LoJ;6or31qmL .).rrtrq,s365$oL ;r,r3o$1$1dL.> q.: L.:J.:16q,;ii65$r,r
316,>;Jgold?o
qr.>o$5r.rb 5r'r163.:go1qo .:J$ob J16r,r3J$oL 6o5boqg,>
boJ.lrrrrn3;qol-r Jr16gl.)3i15$oL
rns335qrr3.:/'roL .)o633qo 3r'r;p5oq,;
0.
0ob,1o1q 3;{.:;s6o;5o
L5dJ6o)3cq(,)L JJ6R5AC660t d0a6(r)L
b5RJVU33(50RCd5
tl,}.M[\)6torFBRlifl [, JDdeJAAGS;ll
Nl87i 1
6 036010,20ll 9cq0.
oL 160-3 &Xbqot 33-2 qr aX-3 JXEj$3lot
საქართველოს მთავრობის წარდგინება
もδJb
0)30興 mb Oolδ 8̀0ふ δ
l-rrilsr6or36qt'rL )st6qr0n5glt
tr.:
▼
j.:r4rn36qot ;er5tr$o$113oolr
611 3;bqotr
? i1L.',8.r 3o I r.:q,
L.:;.r5er53pndqt'r o5ogo.:$o3ob Sntrorn Isr63o5oq5n5rn lrsJ.:r6or3Xqolr
;..'6or5oL Jr6r,rgjglIlr: ,,lrr j.rr6rnglqrnlr lr;8cr j.'q.:jr, br.)6o1;3bo ;oq,3jtt?o
63qoqndotr ?3g;5otr ?Xtrshg}" q.r ,,trr j;r6or3gqolr L.r3oj.:sq.:jro ;erq,6jlr?o
63qoq3dol.r ?ng,r5oL t3lrrb3i" q.r 5rnbo3<n Ssor 6o65.:61?X 5.:5boq3.rL.
sq.5o?51q ;.',5cr5J6oxigxd$X bsj;t6rn3nqcrb .)sr4qsanSgolr
Lr:3o8ogngt'r p.r Jqn5.,rvr2q bbprr8lltX 3or3btn5nlq,:q' q.>6o?51qo.>
lr.:j.>t4or3nqerL olL$o6ooL foSolr$r4otr 8er.:p6oq,1 q,oeo$16o d;65od3.
・﹀
)613o;16-3o5olrg6o
N1/124
02062011
6rr93.,';;ttro
ამონაწერი სხდომის ოქმიდან
δ 806b▼
060
(り も 00b8̀(り も
Ob 201l VROも 1 0860も 0も bbR(γ )80b
しヽJδ 6(》 80禦マ
N20 0380Rb6
V
XVII. Lnd.!6o,A0R(,U ,jo5r'r6oL Jt6onjgn6o ,,Lrj..'6o3Xqcrtr ltSr'rJsqrJo lr.rJ-
t6o63trt'r ;oqXjtr?o 6Xqoq33oL ?69.:5olr Enlst3d", ,,LrJ.;r6o36q'mL LsSojrq,;jr.r ynpSjL?" 63qoq3doL ?XgnSotr ?6L.ILXI" Ru LsJ;r6or3nq'oL 0rn.r3rvrc oL 5.;5;st661q'XloL .tr6rnXjgo ,,rg.d.;65odotr tr.r jr'irrn3nqolr 3m;3r6r,rdol
trr;o5t r53p3}qrn o6o6o.:gogoo $rr65q665oq ;o5rn6Jr6r,rnJg$3 3ar3btr35Xlq.:p
q.:6ots35o1 ?3LrLnd" (3r'r3blr6566Xqo lrrj.:r6og6qol, ott,Oo(JooL eoSoLgr6olr
3r.rrp6oq'X p.ds65od6)
l. ar't$r'rS3a?q oJSnt grdr8op66oqo ;s5o5oL .)6r'r6Jg3ao q;6oq..l13n1 LsJ.r6orSnqoL J.:r6qr335gtr 6,15L;toq36q.rp.
2. Sorhcr3rnlr Lrjor6o3Xq'raL Jsr6q'.:315g1 sqSo?61q,o,.y.:5r'16otr J6c,JdOCdol, 60iJ6.:t66?n 6.:6toq3;.
3. eoSo63}1q oj56lr gsr63oq6n5oqo 6.:5;.:661q'6loL J16olJgo.
V
trJo6o,3Xqot J603006-3o5rll,6r,o
Ls
j.rdro36qrnL 3o.r316oloL
;s66Xqs<rrooL 5916oLo
5. 6oq;Xr6o
蓼
ヽ 30̀Ol'()鸞 0̀'0
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი,
N47-48, 31.12.1997, გვ. 21) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1.
46-ე მუხლის პირველი ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,თ“
ქვეპუნქტი:
,,თ)
მხარეები
არამართლზომიერად
გადაადგილებული
ან
არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის უკან დაბრუნების ან ბავშვთან
ურთიერთობის უფლების გამოყენებასთან დაკავშირებულ სარჩელებზე.”.
2. მე-7 კარის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კარი მეშვიდე
არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად
დაკავებული ბავშვის უკან დაბრუნების ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების
გამოყენების, საოჯახო, ადმინისტრაციული, სახელმწიფო-სამართლებრივი
ურთიერთობებიდან წარმოშობილი და რეკეტული ქონების, თანამდებობის პირის,
ქურდული სამყაროს წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების
გავრცელების ხელშემწყობის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებული პირის ქონების
ჩამორთმევასა და სახელმწიფოსათვის გადაცემასთან დაკავშირებული, ასევე პირის
ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის
განხორციელებისათვის მსჯავრდებულ პირთან დაკავშირებულ პირად ცნობის
თაობაზე საქმეების განხილვის თავისებურებანი“.
3 .კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის XII2 თავი:
„თავი XII2. არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად
დაკავებული ბავშვის უკან დაბრუნებასთან ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების
გამოყენებასთან დაკავშირებულ საქმეთა განხილვის თავისებურებანი
მუხლი 3517. ტერმინთა განმარტება
ამ თავის მიზნებისათვის ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) კონვენცია - ,,ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების
შესახებ“ ჰააგის 1980 წლის 25 ოქტომბრის კონვენცია;
ბ) ცენტრალური ორგანო - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
სტრუქტურული ქვედანაყოფი;
გ) ბავშვი _ 16 წლის ასაკს მიუღწეველი პირი;
დ) განმცხადებელი - ნებისმიერი პირი ან ორგანო, რომელიც წარმოადგენს
სარჩელს ბავშვის უკან დაბრუნებასა ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების
გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
ე) სასამართლო - თბილისისა და ქუთაისის საქალაქო/სააპელაციო
სასამართლოები;
ვ) მეურვეობის უფლება – საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 13051
მუხლის „ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება;
ზ) ბავშვთან ურთიერთობის უფლება - ბავშვის განსაზღვრული დროით
წაყვანა ისეთ ადგილას, რომელიც არ არის ბავშვის ჩვეულებრივი საცხოვრებელი
ადგილი;
თ) არამართლზომიერი გადადგილება ან არამართლზომიერი დაკავება პირისათვის,
ან
ორგანოსათვის
ერთობლივად
ან
ინდივუდუალურად
მიკუთვნებული მეურვეობის უფლების დარღვევა, რომელიც უზრუნველყოფილი
იყო იმ სახელმწიფოს კანონმდებლობით, რომელშიც ბავშვი ჩვეულებრივ
ცხოვრობდა უშუალოდ გადადგილებამდე ან დაკავებამდე და გადაადგილების ან
დაკავების
დროისათვის
ეს
უფლებები
ფაქტობრივად
გამოიყენებოდა
ერთობლივად ან ინდივუდუალურად ან/და ამგვარად გამოყენებული იქნებოდა,
რომ არა გადადგილება ან დაკავება.
მუხლი 3518. რეგულირების სფერო
ბავშვის უკან დაბრუნების ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების
გამოყენებასთან დაკავშირებული საქმეების მიმართ გამოიყენება ამ კოდექსით
დადგენილი წესები, ამ თავით განსაზღვრული თავისებურებების გათვალისწინებით.
მუხლი 3519. განსჯადობა
1. ბავშვის უკან დაბრუნებასთან ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების
გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებზე სარჩელი სასამართლოში შეიტანება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
2. ბავშვის უკან დაბრუნებასა ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების
გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებს პირველი ინსტანციით განიხილავენ
თბილისისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოები ბავშვის ადგილსამყოფლის
მიხედვით. ამ თავის მიზნებისათვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს
იურისდიქცია მოიცავს აღმოსავლეთ საქართველოს, ხოლო ქუთაისის საქალაქო
სასამართლოს იურისდიქცია – დასავლეთ საქართველოს.
3. საქალაქო სასამართლოების მიერ ბავშვის უკან დაბრუნებასთან ან
ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენებასთან დაკავშირებით მიღებული
გადაწვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო
სასამართლოებში
ამ
კოდექსით
დადგენილი
წესით,
გადაწყვეტილების
ოფიციალური გამოქვეყნებიდან ორი კვირის ვადაში.
მუხლი 35110. შუამდგომლობა სასამართლო ბრძანების თაობაზე
თუ განმცხადებლისაგან შემოსულია სარჩელი ბავშვის უკან დაბრუნებასთან
ან
ბავშვთან
ურთიერთობის
უფლების
გამოყენებასთან
დაკავშირებით,
სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე განმცხადებელს
შეუძლია დააყენოს შემდეგი სახის შუამდგომლობა:
ა) ბავშვის გადაადგილების შეზღუდვის შესახებ ბრძანების გაცემის
თაობაზე;
ბ) ბავშვის შესაბამის პირთან ან დაწესებულებაში მოთავსების შესახებ
ბრძანების გაცემის თაობაზე;
ორგანოების
მეშვეობით
ბავშვის
გ)
შესაბამისი
სახელმწიფო
ადგილსამყოფელის დადგენის შესახებ ბრძანების გაცემის თაობაზე;
დ) ნებისმიერი სხვა ბრძანების გაცემის თაობაზე, რომელსაც განმცხადებელი
მიზანშეწონილად მიიჩნევს კონვენციის დებულებებიდან გამომდინარე.
ბავშვის
არამართლზომიერი
გადაადგილების
ან
მუხლი
35111.
არამართლზომიერი დაკავების ფაქტის დადგენა
1.
იმის
დადგენისას, ბავშვი
არამართლზომიერად
იყო
თუ
არა
გადაადგილებული ან დაკავებული, სარჩელის მიმღებ სასამართლოს შეუძლია
უშუალოდ იხელმძღვანელოს ბავშვის ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილის
სახელმწიფოს
კანონმდებლობით,
ან
ამ
სახელმწიფოს
სასამართლო
ან
ადმინისტრაციული
ორგანოს
გადაწყვეტილებით
ან
მესამე
სახელმწიფოს
სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებით, მიუხედავად
იმისა, ეს გადაწყვეტილება აღიარებულია თუ არა ბავშვის ჩვეულებრივი
საცხოვრებელი ადგილის სახელმწიფოს მიერ, ისე, რომ არ მიმართოს სპეციალურ
პროცედურებს,
რომელსაც
სხვა
შემთხვევაში
გამოიყენებდა
ამგვარი
გადაწყვეტილების
საქართველოს
ტერიტორიაზე
აღიარების
ან
დადასტურებისათვის.
2. სასამართლოს შეუძლია ბავშვის დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილების
მიღებამდე მოსთხოვოს განმცხადებელს ბავშვის ჩვეულებრივი საცხოვრებელი
ადგილის სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული ნებისმიერი დოკუმენტი,
დაკავების
რომლითაც
დასტურდება
ბავშვის
გადაადგილების
ან
არამართლზომიერება.
ცენტრალურ
ორგანო
უფლებამოსილია
დაეხმაროს
განმცხადებელს ამგვარი დოკუმენტების მოპოვებაში.
მუხლი 35112. ბავშვის არამართლზომიერი გადაადგილების ან დაკავების
შესახებ სარჩელის მიღების შედეგები
სასამართლოს მიერ ბავშვის არამართლზომიერი გადაადგილების ან
არამართლზომიერი დაკავების შესახებ სარჩელის მიღების შემდეგ, საქართველოს
არც ერთი სასამართლო არ არის უფლებამოსილი განიხილოს მეურვეობის
უფლების საკითხი, ამ ბავშვის დაბრუნების ან დაბრუნებაზე უარის შესახებ
გადაწყვეტილების მიღებამდე.
მუხლი 35113. სასამართლო განხილვა
1. სასამართლომ უნდა მოუსმინოს ბავშვს, თუ მისი ასაკი, ფიზიკური ან
ფსიქიკური მდგომარეობა ამის შესაძლებლობას იძლევა;
2. ბავშვის მოსმენა უნდა განხორციელდეს კანონმდებლობით დადგენილი
წესით, რომელსაც უნდა დაესწროს ექსპერტი ან/და სოციალური მუშაკი.
მუხლი 35114. სასამართლო ვადები
1. სასამართლო ბავშვის უკან დაბრუნების ან ბავშვთან ურთიერთობის
უფლების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დაჩქარებული წესით,
საქმის წარმოებაში მიღებიდან ექვსი კვრის განმავლობაში.
2. სასამართლო განმცხადებლის მიერ 35110 მუხლით გათვალისწინებულ
შუამდგომლობებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს 48 საათში.
მუხლი 35115. სასამართლო გადაწყვეტილება ბავშვის უკან დაბრუნების
შესახებ
1. სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას ბაშვის უკან დაბრუნების შესახებ,
როდესაც:
ა) ბავშვი არამართლზომიერად არის გადაადგილებული ან დაკავებული და
მისი არამართლზომიერი გადაადგილების ან არამართლზომიერი დაკავების
თარიღიდან სარჩელის წარდგენის მომენტისათვის გასულია ერთ წელზე ნაკლები;
ბ) ბავშვის არამართლზომიერი გადაადგილების ან არამართლზომიერი
დაკავების თარიღიდან სარჩელის წარდგენის მომენტისათვის გასულია ერთ
წელზე მეტი და თვალნათლივ არ იქნა ნაჩვენები, რომ ბავშვი ინტეგრირებულია
თავის ახალ გარემოში;
2. ამ მუხლის დებულებები არ უზღუდავს სასამართლოს უფლებას საქმის
განხილვის ნებისმიერ ეტაპზე მიიღოს გადაწყვეტილება ბავშვის დაბრუნების
თაობაზე, თუკი
ამგვარი გადაწყვეტილების მიუღებლობამ შეიძლება საფრთხე
შეუქმნას ბავშვის ფიზიკურ ან ფსიქიკურ მდგომარეობას.
მუხლი 35116. სასამართლო გადაწყვეტილება ბავშვის საქართველოში
დატოვების შესახებ
სასამართლო უფლებამოსილია უარი თქვას ბავშვის დაბრუნებაზე, თუ:
ა) ბავშვის გადაადილებიდან გასულია ერთ წელზე მეტი და ბავშვი
ინტეგრირებულია თავის ახალ გარემოში;
ბ) პირი/ორგანო, რომელიც ითხოვს ბავშვის დაბრუნებას ფაქტობრივად არ
ახორციელებდა მეურვეობის უფლებას ბავშვის საქართველოში არამართლზომიერი
გადაადგილების ან დაკავების მომენტისათვის ანდა დაეთანხმა ან მოგვიანებით
შეეგუა ბავშვის გადაადგილებას ან დაკავებას;
გ) ბავშვის ასაკი, მისი ფიზიკური და ფსიქიკური განვითარება იძლევა იმის
საშუალებას, რომ გათვალისწინებული იქნეს მისი აზრი და ის ცალსახად უარს
აცხადებს დაბრუნებაზე;
დ) არსებობს იმის სერიოზული რისკი, რომ გარემო, რომელშიც ბავშვი
დაბრუნების შემთხვევაში აღმოჩნდება, მას ფიზიკურ ან ფსიქოლოგიური ზიანის
საფრთხეს შეუქმნის ან სხვაგვარად ჩააყენებს მას გაუსაძლის მდგომარეობაში.
მუხლი 35117. ბავშვის უკან დაბრუნების ან ურთიერთობის უფლების
გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულება
გადაწყვეტილება ბავშვის უკან დაბრუნების ან ბავშვთან ურთიერთობის
უფლების
გამოყენების
შესახებ
უნდა
შეიცავდეს
მის
აღსრულებასთან
დაკავშირებულ საკითხებს.
მუხლი 35118. ხარჯები
1. განმცხადებელი თავისუფლდება პროცესის ხარჯების ანაზღაურებისაგან.
2. ბავშვის დაბრუნების თაობაზე ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების
გამოყენებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებისას, სასამართლო იმ
პირს, ვინც ბავშვი არამართლზომიერად გადააადგილა ან დააკავა, ანდა ვინც ხელი
შეუშალა
ბავშვთან
ურთიერთობის
უფლების
გამოყენებას, აკისრებს
იმ
აუცილებელი ხარჯების ანაზღაურებას, რომელიც გაიღო განმცხადებელმა, მათ
შორის, სამგზავრო ხარჯებს, ბავშვის ადგილსამყოფელის დასადგენად გაღებულ
ნებისმიერ
ხარჯს
ან
გადახდილ
თანხას,
განმცხადებლის
იურიდიული
წარმომადგენლობის ხარჯებს და ბავშვის დაბრუნების ხარჯებს.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მომზადება განაპირობა ,,ბავშვთა საერთაშორისო გატაცების
სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის 1980 წლის 25 ოქტომბრის კონვენციასთან
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობამ.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის
საქართველოს
მიზანია
სახელმწიფო
საერთაშორისო
მიერთებულია)
აქტებთან
საქართველოს
(რომლებთანაც
კანონმდებლობის
ჰარმონიზაციის ხელშეწყობა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის შესაბამისად, კოდექსს ემატება თავი, რომლითაც განისაზღვრება
არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული
ბავშვის
უკან
დაბრუნებასთან
ან
ბავშვთან
ურთიერთობის
უფლების
გამოყენებასთან დაკავშირებულ საქმეთა განხილვის თავისებურებანი, სასამართლოს
მიერ საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი და ვადები,
სასამართლოსათვის შუამდგომლობით მიმართვის წესი და სხვ.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
ბავშვის დაბრუნების თაობაზე ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების
გამოყენებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებისას, სასამართლო იმ
პირს, ვინც ბავშვი არამართლზომიერად გადააადგილა ან დააკავა, ანდა ვინც ხელი
შეუშალა
ბავშვთან
ურთიერთობის
უფლების
გამოყენებას,
აკისრებს
იმ
აუცილებელი ხარჯების ანაზღაურებას, რომელიც გაიღო განმცხადებელმა, მათ
შორის, სამგზავრო ხარჯებს, ბავშვის ადგილსამყოფელის დასადგენად გაღებულ
ნებისმიერ
ხარჯს
ან
გადახდილ
თანხას,
განმცხადებლის
იურიდიული
წარმომადგენლობის ხარჯებს და ბავშვის დაბრუნების ხარჯებს.
ბ.ე) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტით არ დგინდება რაიმე სახის გადასახადი ან მოსაკრებელი.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კონონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს. მისი მიზანია ,,ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო
ასპექტების შესახებ“ ჰააგის 1980 წლის 25 ოქტომბრის კონვენციასთან საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანა.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა)
სახელმწიფო,
ორგანიზაცია/დაწესებულება,
არასახელმწიფო
ექსპერტები,
ან/და
რომლებმაც
საერთაშორისო
მონაწილეობა
მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის
შემუშავებაში
ამ
ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ
ორგანიზაციებს/დაწესებულებებს, ექსპერტებს მონაწილეობა არ მიუღიათ.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.