„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ"

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
02.06.2011
ავტორი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/321/7
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ"

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 58 ✗ 0
II მოსმენა
✓ 74 ✗ 0
III მოსმენა
✓ 96 ✗ 0
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-06-06
ბიუროს ნომერი 187

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, N№47-48, 31.12.1997წ., გვ. 21) მეხუთე წიგნის მესამე კარს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 თავი: „თავი მესამე არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის უკან დაბრუნება და ბავშვთან ურთიერთობის უფლება მუხლი 13051. ტერმინთა განმარტება ამ თავის მიზნებისათვის ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) კონვენცია - ,,ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის 1980 წლის 25 ოქტომბრის კონვენცია; ბ) ცენტრალური ორგანო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი; გ) ბავშვი _ 16 წლის ასაკს მიუღწეველი პირი; დ) განმცხადებელი - ნებისმიერი პირი ან ორგანო, რომელიც წარმოადგენს შუამდგომლობას/სარჩელს ბავშვის უკან დაბრუნების ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებზე; ე) მეურვეობის უფლება - უფლება, რომელიც შეეხება ბავშვზე მზრუნველობას და ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას. ამ თავის მიზნებისათვის ჩაითვლება, რომ პირი ან ორგანო ახორციელებს მეურვეობას, თუ ბავშვი ჩვეულებრივ ცხოვრობდა საქართველოში ან კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოში მის არამართლზომიერ გადაადგილებამდე ან დაკავებამდე და პირი ან ორგანო ახორციელებდა მეურვეობას ერთობლივად ან ინდივიდუალურად საქართველოს ან კონვენციის ხელშემკვრელი იმ მხარის კანონმდებლობის შესაბამისად, სადაც ბავშვი ჩვეულებრივ ცხოვრობდა გაადგილებამდე ან დაკავებამდე; ვ) ბავშვთან ურთიერთობის უფლება - ბავშვის განსაზღვრული დროით წაყვანა ისეთ ადგილას, რომელიც არ არის ბავშვის ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილი; ზ) არამართლზომიერი გადაადგილება ან არამართლზომიერი დაკავება – პირისათვის ან ორგანოსათვის ერთობლივად ან ინდივუდუალურად მიკუთვნებული მეურვეობის უფლების დარღვევა, რომელიც უზრუნველყოფილი იყო იმ სახელმწიფოს კანონმდებლობით, რომელშიც ბავშვი ჩვეულებრივ ცხოვრობდა უშუალოდ არამართლზომიერ გადაადგილებამდე ან დაკავებამდე და გადაადგილების ან დაკავების დროისათვის ეს უფლებები ფაქტობრივად გამოიყენებოდა ერთობლივად ან ინდივუდუალურად ან/და ამგვარად გამოყენებული იქნებოდა, რომ არა არამართლზომიერი გადაადგილება ან დაკავება. მუხლი 13052. არამართლზომიერად გადაადგილებული ან დაკავებული ბავშვის საქართველოში დაბრუნების ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენება 1. პირი/ორგანო, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ამტკიცებს, რომ აქვს მეურვეობის უფლება იმ ბავშვის მიმართ, რომელიც არამართლზომიერად გადაადგილებულ იქნა საქართველოდან კონვენციის რომელიმე ხელშემკვრელ სახელმწიფოში ან დაკავებულია ერთ-ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, უფლებამოსილია მიმართოს ცენტრალურ ორგანოს და მოითხოვოს ბავშვის დაბრუნების შუამდგომლობის გადაგზავნა იმ სახელმწიფოს შესაბამის ორგანოში, სადაც ბავშვი არამართლზომიერად იქნა გადაადგილებული ან დაკავებული. 2. პირს/ორგანოს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ამტკიცებს, რომ აქვს ურთიერთობის უფლება იმ ბავშვის მიმართ, რომელიც იმყოფება კონვენციის ხელმშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, უფლებამოსილია მიმართოს ცენტრალურ ორგანოს და მოითხოვოს ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენების შესახებ შუამდგომლობის გადაგზავნა იმ სახელმწიფოს შესაბამის ორგანოში, სადაც ბავშვი არამართლზომიერად იმყოფება. მუხლი 13053. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ბავშვის დაბრუნების ან მასთან ურთიერთობის უფლების გამოყენება პირი/ორგანო, რომელიც ამტკიცებს, რომ აქვს მეურვეობის უფლება იმ ბავშვის მიმართ, რომელიც არამართლზომიერად შემოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე კონვენციის რომელიმე ხელშემკვრელი სახელმწიფოდან ან არამართლზომიერად იმყოფება საქართველოში, უფლებამოსილია ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენების ან ბავშვის დაბრუნების შესახებ შუამდგომლობით/სარჩელით მიმართოს ცენტრალურ ორგანოს ან სასამართლოს.“. მუხლი 2 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მომზადება განაპირობა ,,ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის 1980 წლის 25 ოქტომბრის კონვენციასთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობამ. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის საქართველოს მიზანია სახელმწიფო საერთაშორისო მიერთებულია) აქტებთან საქართველოს (რომლებთანაც კანონმდებლობის ჰარმონიზაციის ხელშეწყობა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის შესაბამისად, კოდექსს ემატება თავი, რომლითაც განისაზღვრება ბავშვზე მეურვეობის/ბავშვთან ურთიერთობის უფლების მქონე პირის/ორგანოს უფლებამოსილება, მიმართოს შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს არამართლზომიერად გადაადგილებული ან დაკავებული ბავშვის დაბრუნების ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენების მოთხოვნით. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ე) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტით არ დგინდება რაიმე სახის გადასახადი ან მოსაკრებელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კონონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. მისი მიზანია ,,ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის 1980 წლის 25 ოქტომბრის კონვენციასთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანა. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, ორგანიზაცია/დაწესებულება, არასახელმწიფო ექსპერტები, ან/და რომლებმაც საერთაშორისო მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ორგანიზაციებს/დაწესებულებებს, ექსპერტებს მონაწილეობა არ მიუღიათ. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.