„ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
11.03.2011
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები პავლე კუბლაშვილი, კახაბერ ანჯაფარიძე, ანდრო ალავიძე
ნომერი
#07-3/416/7
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 86 ✗ 0
II მოსმენა
✓ 71 ✗ 0
III მოსმენა
✓ 69 ✗ 0
კანონი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-03-14
ბიუროს ნომერი 170

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
როექტი საქართველოს კანონი ,,ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. ,,ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ” საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №25, 13.07.2006, მუხ.198) მე-13 მუხლის მე–3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ზონაში, ბაკურიანისა ან/და გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიებზე, აგრეთვე ქალაქ ბორჯომის ტერიტორიაზე მიწის (გარდა კერძო საკუთრებაში არსებული მიწებისა) განკარგვას, მშენებლობის ნებართვების გაცემას და მიმდინარე მშენებლობებზე ზედამხედველობის განხორციელებას, დასუფთავების, პარკირების და სხვა საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზებას, წყალმომარაგების, კანალიზაციისა და სანიაღვრე ქსელების მოვლა-პატრონობას, პირველადი სამედიცინო დახმარებისა და სამაშველო სამსახურების მუშაობის უზრუნველყოფას, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული დადგენილი წესით ახორციელებს საქართველოს მთავრობის მიერ ადმინისტრაციული ორგანოები ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი. საქართველოს მთავრობას უფლება აქვს მოახდინოს ამ უფლებამოსილების განსაზღვრული ვადით დელეგირება ნებისმიერი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებზე.“ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი ,,ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ. ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზია, აღნიშნული კანონის საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა და კანონის ეფექტურობის გაზრდა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია, განსაზღვრულ ტერიტორიებზე სახელმწიფო ორგანოების გარკვეული ფუნქციების განხორციელების წესის დადგენა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი; კანონპროექტის თანახმად, განისაზღვრება, რომ ბაკურიანისა და გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიებზე, აგრეთვე ქალაქ ბორჯომის ტერიტორიაზე მიწის (გარდა კერძო საკუთრებაში არსებული მიწებისა) მშენებლობებზე განკარგვას, მშენებლობის ნებართვების გაცემას და მიმდინარე ზედამხედველობის განხორციელებას, დასუფთავების, პარკირების და სხვა საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზებას, წყალმომარაგების, კანალიზაციისა და სანიაღვრე ქსელების მოვლა-პატრონობას, პირველადი სამედიცინო დახმარებისა და სამაშველო სამსახურების მუშაობის უზრუნველყოფას, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით ახორციელებს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოები ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი. საქართველოს მთავრობას უფლება აქვს მოახდინოს ამ უფლებამოსილების განსაზღვრული ვადით დელეგირება ნებისმიერი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებზე. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება; ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი, არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტების ხარჯვით ნაწილზე. და ადგილობრივი ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება პროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს ფინანსურ გავლენას იმ პირებზე რომლებიც მოექცევიან ამ პროექტის რეგულირების სფეროში. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტით დადგენილი არ არის გადასახადი, მოსაკრებლი ან სხვა სახის გადასახადელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთნ. გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან; კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართევლოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან; კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში კანონპროექტის შემუშავებაში არ მიუღიათ მონაწილეობა პროექტის შემუშავებაში მონაწილეობა არ მიუღიათ სახელმწიფო, არასახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ექსპერტებს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში კანონპროექტს არ ახლავს ექსპერტების შეფასება. დ.გ) კანონპროექტის ავტორი კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები პავლე კუბლაშვილი, კახაბერ ანჯაფარიძე, ანდრო ალავიძე დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები პავლე კუბლაშვილი, კახაბერ ანჯაფარიძე, ანდრო ალავიძე