„სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"
- „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
I მოსმენა
✓ 87 ✗ 0
II მოსმენა
✓ 73 ✗ 0
III მოსმენა
✓ 73 ✗ 0
კანონი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-03-14
ბიუროს ნომერი 170
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“
საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N30, 24.06.2005, მუხ. 186)
შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
1. 26-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,8. სარეკრეაციო ტერიტორიებისა და განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების
ზონების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებს საქართველოს მთავრობის
წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. საქართველოს პრეზიდენტი
უფლებამოსილია დაადგინოს სარეკრეაციო ტერიტორიებისა და განსაკუთრებული
სამშენებლო რეგულირების ზონების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების
დამტკიცების განსხვავებული წესები. საქართველოს პრეზიდენტს უფლება აქვს
მოახდინოს ამ უფლებამოსილების განსაზღვრული ვადით დელეგირება სხვა სახელმწიფო
ან თვითმმათველობის ორგანოებზე. ამ შემთხვევებში არ გამოიყენება ამ მუხლის მე‐3
პუნქტით დადგენილი წესი.
2. 29‐ე მუხლის მე‐10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,10. სარეკრეაციო ტერიტორიებზე და განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების
ზონებში მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას საქართველოს მთავრობის წარდგინებით
ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია
განსაზღვროს სარეკრეაციო ტერიტორიებზე და განსაკუთრებული სამშენებლო
რეგულირების ზონებში მიწათსარგებლობის
გენერალური გეგმის დამტკიცების
განსხვავებული წესი. საქართველოს პრეზიდენტს უფლება აქვს მოახდინოს ამ
უფლებამოსილების განსაზღვრული ვადით დელეგირება სხვა სახელმწიფო ან
თვითმმათველობის ორგანოებზე.’’
3. 30-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,8. სარეკრეაციო ტერიტორიებზე და განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების
ზონებში განაშენიანების რეგულირების გეგმას საქართველოს მთავრობის წარდგინებით
ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია
განსაზღვროს სარეკრეაციო ტერიტორიებზე და განსაკუთრებული
სამშენებლო რეგულირების ზონებში განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების
განსხვავებული წესი. საქართველოს პრეზიდენტს უფლება აქვს მოახდინოს ამ
უფლებამოსილების განსაზღვრული ვადით დელეგირება სხვა სახელმწიფო ან
თვითმმათველობის ორგანოებზე.’’
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს
კანონის პროექტზე.
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ.
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღების მიზეზია,
აღნიშნული
კანონის
საქართველოს
მოქმედ
კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა და კანონის ეფექტურობის გაზრდა.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის
მიზანია,
საქართველოს
პრეზიდენტისათვის
სარეკრეაციო
ტერიტორიებისა და განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონების გამოყენებისა და
განაშენიანების რეგულირების, სარეკრეაციო ტერიტორიებზე და განსაკუთრებული სამშენებლო
რეგულირების ზონებში მიწათსარგებლობის
გენერალური გეგმისა და სარეკრეაციო
ტერიტორიებზე და განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონებში განაშენიანების
რეგულირების გეგმის დამტკიცების განსხვავებული წესების განსაზღვრის უფლებამოსილების
მინიჭება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი;
კანონპროექტით, საქართველოს პრეზიდენტი იძენს სარეკრეაციო ტერიტორიებისა და
განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონების გამოყენებისა და განაშენიანების
რეგულირების, სარეკრეაციო ტერიტორიებზე და განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების
ზონებში მიწათსარგებლობის
გენერალური გეგმისა და სარეკრეაციო ტერიტორიებზე და
განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონებში განაშენიანების რეგულირების გეგმის
დამტკიცების განსხვავებული წესების განსაზღვრის უფლებამოსილებას. ასევე, საქართველოს
პრეზიდენტს
უფლება
ექნება
აღნიშნული
უფლებამოსილების
განსაზღვრული
ვადით,
მოახდინოს დელეგირება სხვა სახელმწიფო ან თვითმმათველობის ორგანოებზე.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება;
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი, არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო
თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტების ხარჯვით ნაწილზე.
და
ადგილობრივი
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება პროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს ფინანსურ გავლენას იმ პირებზე რომლებიც
მოექცევიან ამ პროექტის რეგულირების სფეროში.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტით დადგენილი არ არის
გადასახადი, მოსაკრებლი ან სხვა სახის
გადასახადელი.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთნ.
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან;
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართევლოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან;
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში
კანონპროექტის შემუშავებაში არ მიუღიათ მონაწილეობა
პროექტის შემუშავებაში
მონაწილეობა არ მიუღიათ სახელმწიფო, არასახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციებს,
ექსპერტებს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
კანონპროექტს არ ახლავს ექსპერტების შეფასება.
დ.გ) კანონპროექტის ავტორი
კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები პავლე კუბლაშვილი,
კახაბერ ანჯაფარიძე, ანდრო ალავიძე
დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი
კანონპროექტის ინიციატორია: საქართველოს პარლამენტის წევრები პავლე კუბლაშვილი,
კახაბერ ანჯაფარიძე, ანდრო ალავიძე