„სახელმწიფო (საბაჟო) კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის წესის შესახებ"

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
01.04.2011
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: პავლე კუბლაშვილი და ზვიად კუკავა
ნომერი
#07-3/423/7
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სახელმწიფო (საბაჟო) კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის წესის შესახებ"

  • „სახელმწიფო (საბაჟო) კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის წესის შესახებ" (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
  • „საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-04-04
ბიუროს ნომერი 173

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
しさJ心 61n30曜 円Lさ さ qOoo600b bnl 円L q心 6〕 『 J0001qObさ 6円 40心 01lqnさ JonL 〕 口OJOnL 6さ 6bnq3nL こ 口00ql nL qさ JObnL 10bobOb 『 OJ80 )0173 4 cJ6oqo. 2011 S3s$ lro jorvro3nqr.rb dn5t,r5rrl, Jrtrr'rnjg0do: ,,bubnq0$o3r,r (Lologr'r) 3oEg14r,rqol_r 0A06Rot ogq'oo o5 0oL6oE Soq2qoq LojJ<6ognq.t nl.S-ranSiO $nt6o$o16ootn ?n3o6o5oq'o 3goroqtoEqoLon<6.:q ?ndnGoqo-in3oSn3!7n h:g.<4r5bJo16gcr_ bo?2.oq6dgloL drn6otg<4Jgoob fXint tnrrliga.i*qo ,,I-r.>j,:16org6qob bu6uqoboboqo ;oq6jb?o RoaJ60dgaob t06,)E;t 4U!bgi. l,.gn5o6l,--toln1y36. pdn6X61,; o?Croqo?R lr.r,loorbors ;r'r3o$2$o. ■00」 貿 0■ 3● R。 あ iraua6al) L:$,'n,|!,a ,]<,t6nfirp L64xa$,ra .{.'ao.r5ol, CtsRAfJa,.' qq33olo qs l,r&li,JqJdo o56md,.{J.nt Joao6J6o Jn*tdNtA4 naeAg A,Jrlr6r rJroA,4,rrK,@ L;jrr6<n3lqcrb J;<6qo335$ob do2<6c.r ;q61GL: Loj;<6rn33q,r.rtr J;r6qo3X5gob ;r'rSogXgnlLo qo b.:Jsr6q,o8X6go gr6.:j6ond?o p;o$'XoL 5rnr63;$ogqo rJ6ol, Jd)r.rCdOoL 6;Eboq3o Lr.: j.:r6or3nqoL J;r6q'.:3n5$ob or;g36poe,:6n " Le/- 爵 1.,;3orn brj16odX もさめ 6030ROも め 0さ Rb▽ Rも 00600b60060も 88000R00さ N・ 173/3 4 0360RO,2011 70R0 ltjc6o3Xqot Jct6q.f35got 66q.r0X5got 160-X &gbqol, 0n-2 q.r 3X-3 JtEJOCloll Eglr$!Ao\, lrcil.r6opqolr N6qs835$ot lojr6<n .rq6Xft: 1. lrojct6o3nqot $6q.!AC56oll S0S60l, J"aqa 33iqc33oqot SoS.rq.rqgfoL ItAXd3gqtS, !01-**-U .!t6q.'AO56nl, SCCd,CfoU: Js3q3 ,13\ot3oqoLc qc t3o.rq 313o3ot ltp6o6SqXlqo oSogo.r$o3rm $Jfi&Ta1Soqo,,lrob2q0$ogo (Lofof",) 3o5$t6oqolr Un(rqol, ogqno oG &116.$ Ooqpqoq ll.l1|6ogqolr X3o5o&;1r6 $gr6o$ot6ortg AC&eOJSoqo .rC.nq1ro5g"t"Cd,oq tsCda5nq" 03ilc5o336o lr.!6d,.r5lrJc)66o UoElcq3lXlolr t66o'L$r6.r6oolr SCImL ACt rbAI* qc ,,'lro$6or3gqolr b6.ryrlsbcqo 3.gX;pA" e{l$ddfL 3g6.r6j'1, ASlrobX}" Lc;lc6o3gqot ;$o5oL Jr6oXjg6}o ArSboq?q o;l6XL qJBilu;,C}pqo SClloo,; 2. tcj.6o3Xqot J.*6q$X5go'L 3o&g3ggA8.!, 1.,$r.6q.fC50o 3r6.rifuo3}0c, 'bJ,6qa3X5go l.r.lJc6q$35$o X8dr.r3gXllo}f , 136ot63Lol$, Jr6RJaCS6o[ .rJG.rdtoL, ojt6lgopqtu RC$(46$C56tu, U.rilc6or3gqoL 0oog{6ctu3 ,1o6o6Jr6og1lgtg o.r3or5oo 3X6ot353}o qr S"Sre.lqClCa" a&,aqat Arq.!?o $cr6gg6o5o6 li$d,-SCR.l, J.rt6q.fX5$olr lrlgoS$Uo-t.$q3X$o q.r ol6ogopq lrogoorltoa 3r'rao$p$gft. lr$6orgqolr J.*6qdg5$oL o.r303gq,ef.x6X, doXr6r'rt Ltqo&t or.r303qo3st4g qr3oor l.r;16$3
წერილი
l,JdJ60l3CRflll, JJ6RJAC6t50l, U0360 Lojrr6or36q,oL JD6q,rA050otr rJ.\6rgoL Uoot66.r5o$s6ot r qnJr6grSg6$oL lgt6otrlr Jrqtrsgr.rS 6o66 L3o.>5;odnL jsqbr6oSr'r norY6, Lsjrr6o33got .,;o5L$o$16ooL 67-n 8lbqoL orr5ob8.:p $'rt63r'r6op635o LsJsr6or3lqol-r J.r6RrAC56oL [663dotr $3q,C Jp0q'rA3oq'our p; $3o;p ,12,1;3;L 8oXr6 Lu;u6o50q3dqrr o6o6ou$o3oL $'3Lorn 3rn3tsqn6lq' 1-rsjs6or3nqr.rL ;r5o5oL Jr6oXJgS0L: ,,Urd56ogCq,oL Jr6rn6o Urbgq'0$ogo (U.>6rgo) dotr5r6 arqugs(g lr.: jn6or39q'r'rU 3o6o0o3gt6 3o666oq,ob 69r6qrotr sgq,oor OC6o$el6ortC Ag0ql,,:6<q,o 39oxq,b6qnln96rqg 09dX6oq'o 09j.>6o3g6o br6d,.:6LJ<r6Qo Ur&Jrq,CACboU 6g6olr66rgrrrb $gbb Agbrbgb" qrr ,,ltjrt6or6q'ol-t q9.>aq]SbCboL ACOr6ot ACUJbCo". 316o6o ,,1-r.> j.>6o6gq,oU l.[6rq9rtr.:brqm 3oqgojlt0o" $33r'rrq5o?51q ;s5rn5ot Jr6r'rnJ$30L Solr6Xo SnbttrrSoLo $ 6obo3or, 0b3q6qols. oL. prSsr4oo: ." 31t66qsq J.:$o3oLg68oo, Jlgq,C J06{p!03(ryo t3ouq ;3;rgr (
საქართველოს კანონის პროექტი
საქართველოს კანონი სახელმწიფო (საბაჟო) კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის წესის შესახებ თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1. კანონის მიზანი ამ კანონის მიზანია სახელმწიფო (საბაჟო) კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი, საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირების მიერ კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვის მოწესრიგება, რეგისტრაცია, მათთვის სარეგისტრაციო ნიშნების მინიჭება და მოსახლეობის მომსახურების ხარისხის ამაღლება. მუხლი 2. კანონის რეგულირების სფერო 1. ეს კანონი განსაზღვრავს 2006 წლის 01 ივლისამდე სახელმწიფო (საბაჟო) კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი, იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის წესსა და ძირითად პირობებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებმა და საქართველოში რეგისტრირებულმა იურიდიულმა პირებმა კეთილსინდისიერად შეიძინეს 2006 წლის 01 ივლისამდე, აგრეთვე არეგულირებს იმ ორგანოების უფლებამოსილებას, რომლებიც რეგისტრაციის განხორციელებისას წარმოადგენენ სახელმწიფოს. 2. ეს კანონი აგრეთვე არეგულირებს იმ პირთა პასუხისგებლობისაგან გათავისუფლების საკითხს, რომლებმაც 2007-2009 წლებში საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების პირველად რეგისტრაციამდე (რეგისტრაციისას) და პირველადი რეგისტრაციის თაობაზე ჩანაწერის განხორციელებისას არ უზრუნველყვეს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანის საფუძველზე წარმოშობილი, კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება. მუხლი 3. ტერმინთა განმარტება ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) სააგენტო – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან 1 საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო; ბ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალება – 50 სმ3-ზე მეტი ძრავის მუშა მოცულობის მქონე სატრანსპორტო საშუალება (მოპედის გარდა), აგრეთვე ყველა სახის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, მათი მისაბმელები, ნომრიანი აგრეგატები და დამხმარე ტექნიკური საშუალებები, რომელთა დადგენილი წესით რეგისტრაციას ახორციელებს სააგენტო; გ) კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება – საქართველოს მოქალაქეების ან საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირების მიერ 2006 წლის 01 ივლისამდე კეთილსინდისიერად შეძენილი, 2006 წლის 01 ივლისამდე სახელმწიფო (საბაჟო) კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება; დ) დაინტერესებული პირი – ამ მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კეთილსინდისიერი შემძენი, რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების პირველადი რეგისტრაცია; ე) პირველადი რეგისტრაცია - დაინტერესებული პირის მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სააგენტოში დადგენილი წესით პირველადი დარეგისტრირება (აღრიცხვაზე აყვანა), სარეგისტრაციო ნიშნების მინიჭება, საგზაო მოძრაობაში მონაწილეობისათვის მათი დაშვება. მუხლი 4. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების პირველად რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი დაინტერესებული პირის მიერ კეთილსინდისიერად შეძენილი, სახელმწიფო (საბაჟო) კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების პირველადი რეგისტრაცია არ განხორციელდება, თუ: ა) მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე აღრიცხულია უფლებრივი შეზღუდვა; ბ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალება ან მისი რეგისტრაციის მიზნით წარდგენილი დოკუმენტაცია ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს; გ) თუ დაინტერესებულ პირს მექანიკური სატრანსპორტო საშუალება შეძენილი აქვს არაკეთილსინდისიერად ან არ დასტურდება მექანიკური სატრანსპორტო საშუალების კეთილსინდისიერად შეძენის ფაქტი; დ) თუ დაინტერესებულმა პირმა მექანიკურ სატრანსპორტო საშუალება შეიძინა 2006 წლის 1 ივლისის შემდეგ; ე) მექანიკური სატრანსპორტო საშუალება ან მისი შემძენი ვერ აკმაყოფილებენ ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს; ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. მუხლი 5. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციაზე უფლებამოსილი ორგანო 2 დაინტერესებული პირის მიერ სახელმწიფო (საბაჟო) კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი, კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების პირველად რეგისტრაციას ახორციელებს სააგენტო ამ კანონის II თავით დადგენილი წესით. თავი II დაინტერესებული პირის მიერ კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების პირველადი რეგისტრაციის წესი მუხლი 6. დაინტერესებული პირის მიერ კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების პირველადი რეგისტრაციის წესი 1. სახელმწიფო (საბაჟო) კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი, კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების პირველადი რეგისტრაცია ხორციელდება დაინტერესებული პირის წერილობითი განცხადების საფუძველზე. 2. კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების პირველადი რეგისტრაციისათვის დაინტერესებულმა პირმა სააგენტოში უნდა წარადგინოს: ა) განცხადება (განცხადება უნდა შეიცავდეს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების კეთილსინდისიერად შეძენის ამსახველ ფაქტობრივ გარემოებებს); ბ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების კეთილსინდისიერად შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი, აგრეთვე რეგისტრაციის საკითხის გადასაწყვეტად, საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების შემცველი სხვა დოკუმენტაცია; გ) დაინტერესებული პირის საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ან იურიდიული პირის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) პირველად რეგისტრაციისათვის განკუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება; ე) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება პირველადი რეგისტრაციისათვის წარმოდგენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებაზე სახელმწიფო (საბაჟო) კონტროლის არარსებობის ფაქტი. ვ) კანონით განსაზღვრული საფასურების გადახდის დამადასტურებელი ქვითრები. 3. თუ დაინტერესებული პირი ვერ უზრუნველყოფს ან არასრულყოფილად უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების წარდგენას, სააგენტო უფლებამოსილია, დაინტერესებული პირის მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების კეთილსინდისიერად შეძენა დადასტურებულად მიიჩნიოს არანაკლებ ერთი მოწმის მიერ მიცემული ახსნა3 განმარტების საფუძველზე. 4. სააგენტო განცხადებას განიხილავს მისი მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. თუ პირველადი რეგისტრაციის საკითხის გადასაწყვეტად არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად აუცილებელია 10 სამუშაო დღეზე მეტი ვადა, სააგენტო უფლებამოსილია, განცხადების განხილვის ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების განხილვის ვადის დამატებით გაზრდის შესახებ. ასეთ შემთხვევაში განცხადების განხილვის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს ერთ თვეს. 5. დაინტერესებული პირის მიერ კეთილსინდისიერად შეძენილი, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების პირველადი რეგისტრაციის თაობაზე განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სააგენტო განახორციელებს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 6. ამ კანონის მოქმედების პერიოდში დაინტერესებული პირის მიერ კეთილსინდისიერად შემძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების პირველადი რეგისტრაციისას, დაინტერესებული პირი თავისუფლდება აღნიშნული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების იმპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებასა და მასთან დაკავშირებული საქონლის გაფორმების, სასაქონლის დეკლარირების, სასაქონლო დეკლარაციის, საქონლის გაშვებისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებისაგან. მუხლი 7. სააგენტოს მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღება და მისი გასაჩივრების წესი 1. ამ კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას დაინტერესებული პირის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების პირველადი რეგისტრაციის შესახებ მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე. 2. თუ სააგენტომ განცხადების განხილვის ვადაში არ მიიღო გადაწყვეტილება მექანიკური სატრანსპორტო საშუალების პირველადი რეგისტრაციის შესახებ ან რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე, ეს ჩაითვლება მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციაზე უარის თქმად. 3. სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ შემთხვევაში სააგენტო ვალდებულია, დაინტერესებულ პირს 5 სამუშაო დღის ვადაში გადასცეს წერილობითი გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ. თავი III გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი მუხლი 8. გარდამავალი დებულებანი 4 1. ამ კანონის შესრულების მიზნით საქართველოს ფინანსთა და შინაგან საქმეთა სამინისტროებმა უზრუნველყონ შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა. 2. ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირი თავისუფლდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე, 344-ე მუხლებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 122-ე მუხლით და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე, 289-ე და 291-ე მუხლებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან, აგრეთვე აღნიშნული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სასაქონლო ოპერაციის გამოყენებასა და მასთან დაკავშირებული საქონლის გაფორმების, საქონლის დეკლარირების, სასაქონლო დეკლარაციის, საქონლის გაშვების, იმპორტის გადასახდელის დამატებული ღირებულების გადასახადისგან, აქციზის გადასახადისგან, სატარიფო ღირებულების გადასახადისაგან, აგრეთვე სასაქონლო ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ვალდებულებისაგან, თუ იგი ამ კანონის მოქმედების პერიოდში, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით სააგენტოში წარადგენს სათანადო განცხადებას 2006 წლის 01 ივლისამდე კეთილსინდისიერად შეძენილი და აღნიშნულ ვადამდე სახელმწიფო (საბაჟო) კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შესახებ და უზრუნველყოფს აღნიშნული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციას. 3. ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირები გათავისუფლდნენ აღნიშნული პუნქტით განსაზღვრული ქმედებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენი პასუხიგებლობისაგან. 4. ამ კანონის მე-8 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პასუხისგებლობიდან ან ვალდებულებების შესრულებისაგან გათავისუფლება არ ვრცელდება იმ პირებზე, რომელთა მიმართაც სამართალდარღვევისათვის გამოყენებული საგადასახადო სანქციები აღსრულდა ამ კანონის ამოქმედებამდე. მუხლი 9. დასკვნითი დებულებანი 1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი, მე-3, მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 მუხლები მოქმედებს ამოქმედებიდან 4 თვის განმავლობაში. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 5
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი კანონპროექტზე - სახელმწიფო (საბაჟო) კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის წესის შესახებ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: აღნიშნული კანონპროექტის შემოშავების მიზეზს წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირების მიერ სახელმწიფო (საბაჟო) კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სამართლებრივ რეჟიმში მოქცევა, აღნიშნული პირების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლება და მათთვის გარკვეული შეღავათების დაწესება. ა.ბ) კანონპროექტის მიღების მიზანი: ამ კანონის მიზანია სახელმწიფო (საბაჟო) კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი, საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირების მიერ კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვის მოწესრიგება, რეგისტრაცია, მათთვის სარეგისტრაციო ნიშნების მინიჭება და მოსახლეობის მომსახურების ხარისხის ამაღლება. ა.გ) კანონპროექტის არსი: ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქეების და საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირების მიერ 2006 წლის 1 ივლისამდე საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი კეთილსინდისიერად შეძენილი იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის ძირითად პირობებს, რომლებზედაც აღნიშნულ პირებს საკუთრების უფლება წარმოეშვათ 2006 წლის 1 ივლისამდე, აგრეთვე კანონი არეგულირებს იმ ორგანოს უფლებამოსილებას, რომელიც რეგისტრაციის განხორციელებისათვის საჭირო პროცესში წარმოადგენს სახელმწიფოს. ეს კანონი განსაზღვრავს ასევე იმ პირთა პასუხისგებლობისაგან გათავისუფლების საკითხს, რომლებმაც 2007-2009 წლებში საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების პირველად რეგისტრაციამდე (რეგისტრაციისას) და პირველადი რეგისტრაციის თაობაზე ჩანაწერის განხორციელებისას არ უზრუნველყვეს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანის საფუძველზე წარმოშობილი, კანონმდებლობით განსაზღვრული 6 ვალდებულებების შესრულება. იმ პირებმა, რომლებმაც 2006 წლის 01 ივლისამდე სახელმწიფო (საბაჟო) კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანეს მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები, თავისუფლდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე, 344-ე მუხლებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 122-ე მუხლით და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე, 289-ე და 291-ე მუხლებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან, აგრეთვე აღნიშნული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სასაქონლო ოპერაციის გამოყენებასა და მასთან დაკავშირებული საქონლის გაფორმების, საქონლის დეკლარირების, სასაქონლო დეკლარაციის, საქონლის გაშვების, იმპორტის გადასახდელის დამატებული ღირებულების გადასახადისგან, აქციზის გადასახადისგან, სატარიფო ღირებულების გადასახადისაგან, აგრეთვე სასაქონლო ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ვალდებულებისაგან, თუ იგი ამ კანონის მოქმედების პერიოდში, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით სააგენტოში წარადგენს სათანადო განცხადებას 2006 წლის 01 ივლისამდე კეთილსინდისიერად შეძენილი და აღნიშნულ ვადამდე სახელმწიფო (საბაჟო) კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შესახებ და უზრუნველყოფს აღნიშნული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციას. აღნიშნული კანონის მე-3, მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 მუხლები ძალაში იქნება კანონის ამოქმედებიდან 4 თვის განმავლობაში და ამ ვადის გასვლის შემდგომ იგი ავტომატურად გაუქმდება. კანონის მოქმედების აღნიშნული ვადა განპირობებულია იმ აუცილებლობით, რომ მთელი რიგი გარემოებების გამო იგი უნდა ატარებდეს მხოლოდ დროებით ხასიათს და მიზნად უნდა ისახავდეს სახელმწიფო (საბაჟო) კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების მესაკუთრე საქართველოს მოქალაქეების და საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირების მიმართ დროებითი შეღავათების დაწესებას. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას; ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გაზრდის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს. კერძოდ, საბიუჯეტო შემოსავლების წყარო იქნება კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის საფასურები, რომელშიც შედის დამატებითი ღირებულების გადასახადი. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: 7 კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ცვლილებას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე; ბ.დ) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგების იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება გარკვეულ ფინანსურ გავლენას მოახდერნს იმ პირებზე, რომლებიც ისარგებლებენ ამ კანონით გათვალისწინებული შეღავათებით. კერძოდ, აღნიშნული პირების საკუთრებაში არსებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების საქართველოს სამართლებრივ სივრცეში მოქცევის შემთხვევაში ისინი გათავისუფლდებიან - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე, 344-ე მუხლებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 122-ე მუხლით და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე, 289-ე და 291-ე მუხლებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციაში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ წარმოქმნის საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.ბ) კანონპროექტის ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ხელშეკრულებებს. მიმართება ეწინააღმდეგება საქართველოს საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ორმხრივ და მრავალმხრივ დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შჱმუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: არ მონაწილეობდა დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: არ მონაწილეობდა დ.გ) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორები არიან კუბლაშვილი და ზვიად კუკავა. საქართველოს პარლამენტის წევრები პავლე დ.გ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები პავლე კუბლაშვილი და ზვიად კუკავა. 8