„საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ"

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
01.04.2011
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: პავლე კუბლაშვილი და ზვიად კუკავა
ნომერი
#07-3/423/7
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სახელმწიფო (საბაჟო) კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის წესის შესახებ"

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 75 ✗ 0
II მოსმენა
✓ 65 ✗ 0
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
კანონი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-04-04
ბიუროს ნომერი 173

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
საქართველოს კანონი საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) 309-მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-19, მე-20 და 21-ე ნაწილები: „19. „სახელმწიფო (საბაჟო) კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირი თავისუფლდება ამ კოდექსის 272-ე, 289-ე და 291-ე მუხლებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სასაქონლო ოპერაციის გამოყენებასა და მასთან დაკავშირებული საქონლის გაფორმების, საქონლის დეკლარირების, სასაქონლო დეკლარაციის, საქონლის გაშვების, იმპორტის გადასახდელის, დამატებული ღირებულების გადასახადისგან, აქციზის გადასახადისგან, სატარიფო ღირებულების გადასახადისაგან, აგრეთვე სასაქონლო ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ვალდებულებისაგან, თუ იგი „სახელმწიფო(საბაჟო) კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებიდან 4 თვის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში წარადგენს სათანადო განცხადებას 2006 წლის 1 ივლისამდე კეთილსინდისიერად შეძენილი და სახელმწიფო (საბაჟო) კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე 2006 წლის 1 ივლისამდე შემოტანილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შესახებ და უზრუნველყოფს აღნიშნული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციას. 20. „სახელმწიფო (საბაჟო) კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირები გათავისუფლდნენ აღნიშნული პუნქტით განსაზღვრული ქმედებისათვის ამ კოდექსით დადგენილი პასუხიგებლობისაგან. 21. ამ მუხლის მე-19 და მე-20 ნაწილებით გათვალისწინებული პასუხისგებლობიდან ან ვალდებულებების შესრულებისაგან გათავისუფლება არ ვრცელდება იმ პირებზე, რომელთა მიმართაც სამართალდარღვევისათვის გამოყენებული საგადასახადო სანქციები აღსრულდა ამ კანონის ამოქმედებამდე. 9 მუხლი 2 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 10
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსში’’ დამატებების შეტანის შესახებ’’ საქართველოს კანონპროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: აღნიშნული კანონპროექტის შემოშავების მიზეზს წარმოადგენს ,,სახელმწიფო (საბაჟო) კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის წესის შესახებ’’ საქართველოს ახალი კანონის პროექტის შემუშავება, რომელითაც საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირების მიერ სახელმწიფო (საბაჟო) კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სამართლებრივ რეჟიმში მოქცევა, აღნიშნული პირების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლება და მათთვის გარკვეული შეღავათების დაწესება. ა.ბ) კანონპროექტის მიღების მიზანი: ამ კანონის მიზანია სახელმწიფო (საბაჟო) კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი, საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირების მიერ კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვის მოწესრიგება, რეგისტრაცია, მათთვის სარეგისტრაციო ნიშნების მინიჭება და მოსახლეობის მომსახურების ხარისხის ამაღლება. ა.გ) კანონპროექტის არსი: კანონპროექტის მიღების არსი განპირობებულია ,,სახელმწიფო (საბაჟო) კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის წესის შესახებ’’ საქართველოს ახალი კანონის პროექტის შემუშავებით, რომლიდანაც გამომდინარე საქართველოს მოქალაქეების და საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირების მიერ 2006 წლის 1 ივლისამდე საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი კეთილსინდისიერად შეძენილი იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის ძირითად პირობები, რომლებზედაც აღნიშნულ პირებს საკუთრების უფლება წარმოეშვათ 2006 წლის 1 ივლისამდე. აგრეთვე კანონი არეგულირებს იმ ორგანოს უფლებამოსილებას, რომელიც რეგისტრაციის განხორციელებისათვის საჭირო პროცესში წარმოადგენს 11 სახელმწიფოს. ეს კანონი განსაზღვრავს ასევე იმ პირთა პასუხისგებლობისაგან გათავისუფლების საკითხს, რომლებმაც 2007-2009 წლებში საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების პირველად რეგისტრაციამდე (რეგისტრაციისას) და პირველადი რეგისტრაციის თაობაზე ჩანაწერის განხორციელებისას არ უზრუნველყვეს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანის საფუძველზე წარმოშობილი, კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება. იმ პირებმა, რომლებმაც 2006 წლის 01 ივლისამდე სახელმწიფო (საბაჟო) კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანეს მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები, თავისუფლდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე, 344-ე მუხლებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 122-ე მუხლით და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე, 289-ე და 291-ე მუხლებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან, აგრეთვე აღნიშნული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სასაქონლო ოპერაციის გამოყენებასა და მასთან დაკავშირებული საქონლის გაფორმების, საქონლის დეკლარირების, სასაქონლო დეკლარაციის, საქონლის გაშვების, იმპორტის გადასახდელის დამატებული ღირებულების გადასახადისგან, აქციზის გადასახადისგან, სატარიფო ღირებულების გადასახადისაგან, აგრეთვე სასაქონლო ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ვალდებულებისაგან, თუ იგი ამ კანონის მოქმედების პერიოდში, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით სააგენტოში წარადგენს სათანადო განცხადებას 2006 წლის 01 ივლისამდე კეთილსინდისიერად შეძენილი და აღნიშნულ ვადამდე სახელმწიფო (საბაჟო) კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შესახებ და უზრუნველყოფს აღნიშნული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციას. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას; ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გაზრდის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს. კერძოდ, საბიუჯეტო შემოსავლების წყარო იქნება კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის საფასურები, რომელშიც შედის დამატებითი ღირებულების გადასახადი. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ცვლილებას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე; 12 ბ.დ) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგების იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება გარკვეულ ფინანსურ გავლენას მოახდერნს იმ პირებზე, რომლებიც ისარგებლებენ ამ კანონით გათვალისწინებული შეღავათებით. კერძოდ, აღნიშნული პირების საკუთრებაში არსებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების საქართველოს სამართლებრივ სივრცეში მოქცევის შემთხვევაში ისინი გათავისუფლდებიან - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე, 344-ე მუხლებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 122-ე მუხლით და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე, 289-ე და 291-ე მუხლებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციაში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ წარმოქმნის საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.ბ) კანონპროექტის ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ხელშეკრულებებს. მიმართება ეწინააღმდეგება საქართველოს საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ორმხრივ და მრავალმხრივ დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შჱმუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: არ მონაწილეობდა დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: არ მონაწილეობდა დ.გ) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორები არიან კუბლაშვილი და ზვიად კუკავა. საქართველოს პარლამენტის წევრები პავლე დ.გ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები პავლე კუბლაშვილი და ზვიად კუკავა. 13