„ამნისტიის შესახებ"
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
III მოსმენა
✓ 71 ✗ 0
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-05-23
ბიუროს ნომერი 184
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
U)dt6UlStqnL Ji6qJail60llL AflA'6n1,
AIqJEtilil0[qtbI 6n.6ilJ6[TqI Jd0lll,
JdllildOllL aJ6bflqlnL l14nDtqrdIb
ql6Uilbnl, AtUJbilb
mjao N 184
23 au'b. 2011 g'nq"
brjrr6o3nqob 315t'r5oU J16r'rnj$o,,o35oL$ool.r ?nUrhn6"
B. oijoJj.A3.Ro, E soaNaSoqo,
t. 3&3r, s. .q.r3od3
E. o{o+AAoRo, 3. ffo3o?3oqo,
oX6oqoXq U.r,potro,.r 3o8o$X$o
7 - l0 o36olm
L.\JnaoOfuo aa\Atqolr Ir. drlpi
14 - 17 o35ol-r"
)'4,l6rd Xt! lr LpaAnLA
sqs8ossot 1jq;Eso.r qo6"ll.l q..r usAoj,qcjo
o5$664ooL 3oao$3$o
,p&'600fia d.'A64a 4rrJr6r l,.,rDP4,rr d
L.:j;r6or3lqmL J,:<6qs335$ob dolr6rT,>p615L:
Lsjsr6or3XqmL Js<6q;3X5$otr JmaoO3OCdLr Rr LrJr6R')405$r'r 3r6;J6o3bBo
pro$'p,L 5r'rr60.:$o2qo sJ$oL Jr6r'rnJ$ob 6r5boq3r
LrJ;16or33qmL J;16q.:3X5$oL
nr.>335prn3s6g
p,>3oor dsJt6sd3
წერილი
l,JdJ60lSCRtlu JJ6RJAfl500l, $C860
lr.:J,:6or;;,1q,rrL ,1,\rrt{,.\Air6t)ot\,,,r.,ra,\1ot,
b;r,rt'o6,.,6o'L;1
lrx,r ll,C.l.,6rl,.,AitIr5ol, .tyti6,,,t\lr
J-6,1or1,o tr;1,,.,ti.,r,,r;1t,
d.rt]l,ds0rr6r, ilori,6,
6orto3or,'l,13r,rsq6o.J6.;;q, ,1:6o6oL J6r.r;1.161 itolrll;or,it;1,:1,:itolro
oh. p.:6,;drxt:
- ,, nln6<\\K,.
,lr(1olt,rl'( jiiAoo,,
fi ot.r16,:
A,f)n^-
rn,rJor.r;loE3o1qo
5oo616o fro3ost;;oq,o
'L3o.>q, ;1.1.,;1..,
;6q,(rr.r .>1q,.r3odX
5
t.
$-,JN\
ilL3,{,it,ll,(,r}.:
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
ამნისტიის შესახებ
საქართველოს სახელმწიფო, ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე,
ერთჯერადი,
დროებითი
და
განსაკუთრებული
ღონისძიების
სახით,
საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის გათვალისწინებით, ამ კანონის
საფუძველზე, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულების
ჩამდენ პირებს.
მუხლი 1. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და სასჯელისგან
გათავისუფლდებიან პირები, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებიდან 2012 წლის 31
დეკემბრამდე საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – სამოქალაქო რეესტრის
სააგენტოში, სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, საზღვარგარეთ საქართველოს
დიპლომატიურ
წარმომადგენლობაში
ან
საკონსულო
დაწესებულებაში
განაცხადებენ მათ მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე
მუხლით,
362-ე
მუხლით
ან/და
363-ე
მუხლის
პირველი
ნაწილით
გათვალისწინებული ქმედების ჩადენის შესახებ, რომელიც დაკავშირებულია
საკუთარი თავის ან ახლო ნათესავის სასარგებლოდ ყალბი დოკუმენტების –
საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის, ბინადრობის მოწმობის,
საქართველოს მოქალაქის პასპორტის, ყოფილი საბჭოთა სოციალისტური
რესპუბლიკების კავშირის პასპორტის, სხვა სამგზავრო დოკუმენტის, სამოქალაქო
აქტის ჩანაწერის ან სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის დამზადებასთან,
შეძენასთან, გასაღების ან გამოყენების მიზნით შენახვასთან, გასაღებასთან ან
გამოყენებასთან,
მართლსაწინააღმდეგო
მისაკუთრებასთან,
გადამალვასთან,
განადგურებასთან ან დაზიანებასთან ან/და ამ დოკუმენტებში ყალბი ცნობის ან
ჩანაწერის შეტანასთან.
შენიშვნა: ამ კანონის მიზნებისათვის „ახლო ნათესავში" იგულისხმება
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული „ახლო
ნათესავი“.
მუხლი 2. ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია ვრცელდება მხოლოდ იმ
პირებზე, რომლებმაც შესაბამისი დანაშაულები ჩაიდინეს 2007 წლის 1 იანვრამდე,
აგრეთვე - პირებზე, რომლებმაც აღნიშნული დანაშაულების 2007 წლის 1 იანვრამდე
ჩადენის საფუძველზე გაცემული ყალბი დოკუმენტები ან დოკუმენტებში არსებული
არასწორი მონაცემები გამოიყენეს ამ კანონის ამოქმედებამდე და თუ ამ
დანაშაულებთან დაკავშირებით კანონის ამოქმედების მომენტისათვის არ არის
დაწყებული გამოძიება.
მუხლი 3. თუ ამნისტიის მოთხოვნით განცხადების მიღებაზე უფლებამოსილი
დაწესებულება ამ კანონით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შესახებ
ინფორმაციას ფლობს შესაბამისი პირის მომართვის გარეშე, გამოძიების დაწყება
შესაძლებელია მხოლოდ 2012 წლის 31 დეკემბრის შემდეგ, თუ დანაშაულის ჩამდენმა
პირმა ამ ვადამდე არ განაცხადა შესაბამისი დანაშაულების ჩადენის თაობაზე.
მუხლი 4. ამნისტიის მოთხოვნით განცხადების წარდგენის და მისი განხილვის
წესი დგინდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 5. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ „ამნისტიის შესახებ“ 2009 წლის 11 ივლისის
კანონი ითვალისწინებდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლით,
362-ე მუხლით ან 363-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების 2006
წლის 30 იანვრამდე ჩამდენ პირთა გათავისუფლებას სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობისგან და სასჯელისგან, ამ ეტაპზე მაინც მნიშვნელოვნად ხშირად
ვლინდება
სააქტო ჩანაწერების და საიდენტიფიკაციო დოკუმენტების არასწორი
მონაცემებით შედგენისა და გაცემის ფაქტები. აღნიშნული ფაქტები ზოგჯერ უბრალო
შეცდომის შედეგია, თუმცა, ხშირად ხდებოდა დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის
გზით დოკუმენტების შეგნებულად გაყალბება.
კანონპროექტით წამოჭრილი საკითხი ძირითადად ეხება დოკუმენტების
გაყალბებას, რომელიც გულისხმობს დოკუმენტების არასწორი თარიღებით
შედგენა/გაცემას (აქტის რეგისტრაციის თარიღის გაყალბება, დაბადებისა და
პირადობის მოწმობებში დაბადების თარიღების გაყალბებას და ა.შ), ასევე არის გვარისა
და სხვა მონაცემების გაყალბების შემთხვევები.
მოქალაქეთა ნაწილი თავს არიდებს საიდენტიფიკაციო მონაცემების
გასასწორებლად ან/და ახალი დოკუმენტის ასაღებად სამოქალაქო რეესტრის
სააგენტოში გამოცხადებას იმის შიშით, რომ მისი დანაშაული გამჟღავნდება და მას
დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და შესაბამისი სასჯელი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მონაცემთა
ბაზაში რჩება არასწორი მონაცემები, რომელთა გასწორებაც როგორც მოქალაქეთა, ისე
საჯარო ინტერესს წარმოადგენს.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანს წარმოადგენს პროექტით გათვალისწინებული
კატეგორიის დანაშაულთა ჩამდენი პირების გათავისუფლება სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობისაგან და სასჯელისაგან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
პროექტის შესაბამისად, პირები, რომლებიც 2012 წლის 31 დეკემბრამდე
სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში, სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში,
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო
დაწესებულებაში განაცხადებენ მათ მიერ საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 339-ე, 362-ე და 363-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული
ქმედების ჩადენის შესახებ, რომელიც დაკავშირებულია საკუთარი თავის ან ახლო
ნათესავის სასარგებლოდ ყალბი დოკუმენტების – საქართველოს მოქალაქის პირადობის
მოწმობის, ბინადრობის მოწმობის, საქართველოს მოქალაქის პასპორტის, ყოფილი
საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის პასპორტის, სხვა სამგზავრო
დოკუმენტის, სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ან სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის
მოწმობის დამზადებასთან, შეძენასთან, გასაღების ან გამოყენების მიზნით შენახვასთან,
გასაღებასთან
ან
გამოყენებასთან,
მართლსაწინააღმდეგო
მისაკუთრებასთან,
გადამალვასთან, განადგურებასთან ან დაზიანებასთან ან/და ამ დოკუმენტებში ყალბი
ცნობის ან ჩანაწერის შეტანასთან, გათავისუფლდებიან სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობისაგან და სასჯელისაგან.
ამასთან, კანონპროექტი ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომელთაც
ზემოაღნიშნული დანაშაულები ჩაიდინეს 2007 წლის 1 იანვრამდე, აგრეთვე პირებზე,
რომლებმაც აღნიშნული დანაშაულების 2007 წლის 1 იანვრამდე ჩადენის საფუძველზე
გაცემული ყალბი დოკუმენტები ან დოკუმენტებში არსებული არასწორი მონაცემები
გამოიყენეს ამ კანონის ამოქმედებამდე და თუ ამ დანაშაულებთან დაკავშირებით
კანონის ამოქმედების მომენტისათვის არ არის დაწყებული გამოძიება.
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს ნორმა, რომლის თანახმად, თუ ამნისტიის
მოთხოვნით განცხადების მიღებაზე უფლებამოსილი დაწესებულება ამ კანონით
გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შესახებ ინფორმაციას ფლობს შესაბამისი
პირის მომართვის გარეშე, გამოძიების დაწყება შესაძლებელია მხოლოდ 2012 წლის 31
დეკემბრის შემდეგ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დანაშაულის ჩამდენმა პირმა ამ
ვადამდე არ განაცხადა შესაბამისი დანაშაულების ჩადენის თაობაზე.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჟეტიდან ხარჯების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჟეტის საშემოსავლო
ნაწილის გაზრდას.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი
ნაწილის ცვლილებებს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
არ ითვალისწინებს რაიმე სახის ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომლებზეც
ვრცელდება კანონპროექტი.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა რაიმე სახის
გადასახდელს.
გ) კანონპროექტის
სტანდარტებთან
მიმართება
საერთაშორისო
სამართლებრივ
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ)
კანონპროექტის
კონსულტაციები
მომზადების
პროცესში
მიღებული
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორia: saqarTvelos parlamentis wevrebi:
TaqTaqiSvili, giorgi CiviaSvili, andro alaviZe, zviad kukava
Ciora
დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორიa: saqarTvelos parlamentis wevrebi: Ciora
TaqTaqiSvili, giorgi CiviaSvili, andro alaviZe, zviad kukava