„რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზი ხალხის მიმართ განხორციელებული გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ"
📋 განხილვის ეტაპები
სხდომაზე განსახილველი პროექტი
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-06-28
ბიუროს ნომერი 192
📜 ტექსტი
წერილი
l,JdJ6030se0U JJ6se$05O01, S0360
It j.r6or39q,<'rlt J.rt6q,5aJ6OoU bofl 6l.i)
te/
l-t.>c.>t6o69q,s r JJ6q'JaCSOoU bro6brbotrJ0oo eCJ)6OraC6OU
v
Urj,:6or39q,otr Jr'rELOoOUooob 67-9 fu\'oLr or$.rbOrqg, U.:3r6r'r66qrgbq'o
o6q3o.:go3oL $gboor $r66o5oqg695or ltJjreo63q,<'lU 3.>lrq,sd3fuoU $Sdrrb 6"J6$if,
ft3q,r:cdnl, aoc6 ffitJacbflq',,ltsjoo.agq,oL, $r,q,Jac6oou aW,bcSoECooL Jt6ocCOl.,
,,6rylr3onu oAJCd,ooU 0o3O 836fu$o b.>q,bol-r 0o6rt6or 5,:6bo66ogq'3bggo pboSoqrir
aubgc6Jq,o,D bur'lgboL ggqr.>3grngob 031tb30".
5olbo3or, OoUg3or 09br0.>0ollo Ob3q1q,obr.
gr.:6.:6oro: 4 (oorbo) ggft69q,o
J,>go3olt936oor,
3r'rOogggob or,:30aqxn6r63
6g5tlr6 $o3q,;g6o
.LL- 06-U
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზი ხალხის მიმართ განხორციელებული გენოციდის
მსხვერპლთა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ
ვინაიდან საქართველოს ხელისუფლების საგარეო და სამეზობლო ურთიერთობებში
მზარდ მნიშვნელობას იძენს კავკასიის რეგიონის მშვიდობიანი განვითარების
უზრუნველყოფა და გლობალური გამოწვევების პირისპირ საერთო ხედვის ჩამოყალიბება;
ვინაიდან 2010 წლის 24 სექტემბრის გაეროს გენერალური ასამბლეის 65-ე სესიაზე
ოფიციალურად გახმოვანდა საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა ერთიანი და
მშვიდობიანი კავკასიის შესახებ;
ვინაიდან 2011 წლის 20 მაისს საქართველოს პარლამენტმა აღიარა რუსეთის იმპერიის
მიერ ჩერქეზთა გენოციდი, რითაც სამართლებრივ-პოლიტიკური შეფასება მისცა რუსეთ–
კავკასიის ომის (1763–1864 წწ.) შედეგებს;
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. ეთხოვოს საქართველოს მთავრობას ჩერქეზი ხალხის მიმართ განხორციელებული
გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის უკვდავსაყოფად სამოქმედო გეგმის შემუშავება,
რომლის ფარგლებში შეიქმნას:
ა) ჩერქეზული კულტურის ცენტრი საქართველოში;
ბ) ჩერქეზი ხალხის გენოციდის მსხვერპლთა მემორიალი;
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თბილისი,
2011 წლის 28 ივნისი.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე
დავით ბაქრაძე
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქრთველოს პარლამენტის დადგენილების პროექტის: „რუსეთის იმპერიის მიერ
ჩერქეზი ხალხის მიმართ განხორციელებული გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის
უკვდავყოფის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია რეგლამენტის პროექტის შესახებ:
ა.ა) დადგენილების პროექტის მიღების მიზეზი:
პროექტის შემუშავება განპირობებულია 2010 წლის 24 სექტემბრის გაეროს
გენერალური ასამბლეის 65–ე სესიაზე, „ერთიანი და მშვიდობიანი კავკასიის შესახებ“
საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივის განხორციელებასთან და „რუსეთის იმპერიის
მიერ ჩერქეზთა გენოციდის აღიარების შესახებ" საქართველოს პარლამენტის 2011 წლის 20
მაისის #4701–I ს რეზოლუციის მიღებით.
ა.ბ) დადგენილების პროექტის მიზანი:
დადგენილების პროექტის მიღების მიზანია კავკასიური სოლიდარობის საკითხის
გააქტიურება, კავკასიელ ხალხებთან ურთიერთობის გაღრმავება და ერთიანი კავკასიური
(რეგიონალური) პოლიტიკის განხორციელებისათვის ხელშეწყობა.
ა.გ) დადგენილების პროექტის ძირითადი არსი:
დადგენილების პროექტი ითვალისწინებს რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზი
ხალხის მიმართ განხორციელებული გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის უკვდავსაყოფად
სამოქმედო გეგმის შემუშავებას, საქართველოში ჩერქეზული კულტურის ცენტრისა და
ჩერქეზი ხალხის გენოციდის ამსახველი მემორიალური მუზეუმის შექმნას.
ბ) პროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) დადგენილების პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
სახელმწიფო ბიუჯეტი (წარმოდგენილი პროექტის მიღება გამოიწვევს სახელმწიფო
ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას).
ბ.ბ) დადგენილების პროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
პროექტის მიღება არ იწვევს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) დადგენილების პროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
პროექტის მიღება გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) დადგენილების პროექტის ახალი ფინანსური ვალდებულებები:
დადგენილება პროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს მიერ ახალი
ფინანსური ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) დადგენილების პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ
პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება პროექტის მოქმედება:
არ არსებობს.
ბ.ვ) დადგენილების პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა
სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
აღნიშნული პროექტი არ აწესებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობას.
გ) დადგენილების პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ
სტანდარტებთან.
არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს.
გ.ა) დადგენილების პროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) დადგენილების პროექტის მიმართება საერთაშორისო
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
არ არის მიმართებაში საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან
გ.გ) დადგენილების პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან:
პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს.
დ) დადგენილების პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
ასეთი არ არსებობს.
დ.ა) დადგენილების პროექტის შემუშავებაში მონაწილე
სახელმწიფო,
არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) დადგენილების პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის
(დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება დადგენილების პროექტის მიმართ, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არესებობს.
დ.გ) დადგენილების პროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი ნუგზარ წიკლაური.
დ.დ) დადგენილების პროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი ნუგზარ წიკლაური.