რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზი ხალხის მიმართ განხორციელებული გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზი ხალხის მიმართ განხორციელებული გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ
ვინაიდან საქართველოს ხელისუფლების საგარეო, მათ შორის, სამეზობლო ურთიერთობებში მზარდ მნიშვნელობას იძენს კავკასიის რეგიონის მშვიდობიანი განვითარების უზრუნველყოფა და გლობალური გამოწვევების პირისპირ საერთო ხედვის ჩამოყალიბება;
ვინაიდან გაეროს გენერალური ასამბლეის 2010 წლის 24 სექტემბრის 65-ე სესიაზე ოფიციალურად გახდა ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა ერთიანი და მშვიდობიანი კავკასიის შესახებ;
ვინაიდან 2011 წლის 20 მაისს საქართველოს პარლამენტმა რეზოლუციით აღიარა რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზთა გენოციდი, რითაც სამართლებრივ-პოლიტიკური შეფასება მი ს ცა რუსეთ-კავკასიის ომის (1763–1864 წწ.) შედეგებს,
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. ეთხოვოს საქართველოს მთავრობას ჩერქეზი ხალხის მიმართ განხორციელებული გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის უკვდავსაყოფად სამოქმედო გეგმის შემუშავება. ამ გეგმის ფარგლებში შეიქმნას:
ა) ჩერქეზული კულტურის ცენტრი საქართველოში;
ბ) ჩერქეზი ხალხის გენოციდის მსხვერპლთა მემორიალი.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე დ. ბაქრაძე
თბილისი,
2011 წლის 1 ივლისი.
№4989-რს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზი ხალხის მიმართ განხორციელებული გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს პარლამენტის დადგენილება „რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზი ხალხის მიმართ განხორციელებული გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 01.07.2011.
- როდის იქნა მიღებული „რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზი ხალხის მიმართ განხორციელებული გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“?
- „რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზი ხალხის მიმართ განხორციელებული გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ მიღებულია 01.07.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №4989-რს. სარეგისტრაციო კოდი — 480610000.09.001.016059.
- სად არის „რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზი ხალხის მიმართ განხორციელებული გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.07.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პარლამენტის დადგენილება „რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზი ხალხის მიმართ განხორციელებული გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“, №4989-რს, 01.07.2011, სარეგისტრაციო კოდი 480610000.09.001.016059 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.07.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1401181/