„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
09.09.2011
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: მიხეილ ცქიტიშვილი, ზვიად კუკავა და დავით ნადაშვილი.
ნომერი
#07-3/473/7
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-09-09
ბიუროს ნომერი 197

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
lJJdJ6UltcqnL JJ6qJat60[L aIr6nL aJqJEJSt6[qt]J 5n60il0llrqI JJ6llt J'411til6lll, AJ6bIqtIU J'6nUilqT6[L qJ6Utilrb ?ilLJbilr 12 tcj6caEar6o. 20ll Scqo .,JAo N 197 l.rrj;16or3nqolr o166o51qo 3.:5o5oL J16onj6o,,Lrjo16or3XqoU ndro35lqo Bu5,;oL ?gb;bX}" trjrr6o3nqrr'L ot66r5trq 3o5o5?o g3qoqndol-r ?n$s5oL orrrrd.:$X" qo L.:jr16o3nqoL 3uSoSoU )r4onj$o ,,Uo jo16or3Xqolr to5o616or bo3r5o58qnlqo .:j$?o 63qoqgdoU ?n$u5oL orrob.:tg" lrgo6rSlro-lr$oXg3$r'r 3o0o$X$o 04 - 06 crJ$r,acdlo 11 - 13 r'lJ6elar/,<,o Ii\roaod a e,bA$ot, tblrt i7,9n an4oPo hla6rhp LLgoArSa sqr€oJSot ffiqC}ld,s qqgolrs qs lrr&'rlRJio o5g6611rnL,yl4.6c0,.'; od6oeop l$J.,otoN Jcrao$A$o ,lo4OOAro, &dl<tu 4,Jr.rr6r 0{DA'(,JPT<' tsjrr6or3nq'r'rL Jsr4qs8n5$oL bo2<6o oq6n6L: t;jst6ar33qmb Jsr6qr335$oL 3o0o$6$3db,> q; LrJ;r6qs8n5$r'r 3t6':JgoXd?o qso$6r.rL 5r'rr63r$o2q,o sd$oL J6r,0dOoL 6s6toq3s LrJ;r6or3lqmtr Jr16q,>365$oL o;30ypo3r166 p,>3oor drj16.:dX
წერილი
l,JdJ6U|SCstgll, JJ6RJAC5O0l, SC360 tlojor6orgqoU Jo6qo335goU boro66oSoto6oo qg$d,go036goU lgr6roUU joq6ogrn6 9o36 tr3ocSood3t-r j.:qbcg-5o 3o96, Uojor6o33q-U 3r'rSUgog2gooU 67-g 8lbqoU 03t-robrSoUoq, 6o6tog5oo Uojor6o3XqroU Jo6qo035got-r VCSdrSotr SobXoq gjogo€3oqoU, t3"oq oSogoc$o3otr $3Uoo 323o3oUc qJ qJ3ool 6oqo€3oqot-r 3"916 Uo3r5o53q3bqo $063-q535oq 3o5."5oU Jdr-3jgU:',bo/,x4ot6Xqrolt fr-A6Aq" MJ* ACb*fr" b;jo6ogXqot0 olrA,tr;7go p6o$h OSqrqfrdt 0X6o6olt oooSotX" qd 0ol:6o5 5,:0co0q,$.rtX 46dJlr.rpl1b "boi,rtogXqrob RoSoXho ollh' Ogqfr* 0X11,6,1t o*n6otX". bl46ro60qX3qro 5orb-3o 8oUg3o SXUoboSoUo 3U3qXq-6u. Jcgo3ol.rg33oo, Jr6qo335goU $33636o: 8ob3oq 6jogo83oqo t3o;q 323030 a qr3oo 5oq,:33oqo ,
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №29, 12.10.2009წ., მუხ.159) 48–ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები: „4. საზედამხედველო ფუნქციების განხორციელებისათვის ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირებისაგან მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია (მათ შორის კონფიდენციალური) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში. 5. უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისათვის ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ითანამშრომლოს ადგილობრივ საზედამხედველო და სამართალდამცავ ორგანოებთან.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღება განპირობებულია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლის კანონიერი ბერკეტების გაძლიერების აუცილებლობით. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია FATF-ისა (ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის) და ევროსაბჭოს ფულის გათეთრების საწინააღმდეგო რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის (MONEYVAL) რეკომენდაციების გათვალისწინებით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის მექანიზმების სრულყოფა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონპროექტის ძირითადი არსი მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილება - უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით უფრო მკაფიოდ განისაზღვრება. კერძოდ, აღნიშნული მიზნისათვის, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია ფინანსური სექტორის წარმომადგენლებისაგან და ითანამშრომლოს ადგილობრივ საზედამხედველო და სამართალდამცავ ორგანოებთან. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდას. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული იმ პირების ფინანსურ ვალდებულებებთან, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღების ვალდებულებას და შესაბამისად, არ ადგენს მის ოდენობასა და გადახდის წესს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღიარებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან: კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ: ასეთი არ არსებობს. დ.გ) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: მიხეილ ცქიტიშვილი, ზვიად კუკავა და დავით ნადაშვილი. დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: მიხეილ ცქიტიშვილი, ზვიად კუკავა და დავით ნადაშვილი.