„საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე"
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე" (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
I მოსმენა
✓ 81 ✗ 6
II მოსმენა
✓ 60 ✗ 0
III მოსმენა
✓ 98 ✗ 0
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-09-12
ბიუროს ნომერი 197
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი,
N21-22, 02.05.1997წ., გვ.15) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის:
ა) „ვ.ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნას;
ბ) „ვ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ.ბ)
არ
არიან
ნასამართლევი
მძიმე
ან
განსაკუთრებით
მძიმე
დანაშაულისათვის, მათ შორის ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო
შემოსავლების ლეგალიზაციის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის;“.
2. 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 29. კომერციული და დაზღვევის საიდუმლოებების დაცვა
1. ინფორმაცია დაზღვეულის/დამზღვევის/ბენეფიციარის/მოსარგებლის მიერ
სადაზღვევო ოპერაციებისა და ტრანზაქციების შესახებ შეიძლება მიეცეს მხოლოდ
შესაბამის დაზღვეულს/დამზღვევს/ბენეფიციარს და მათ წარმომადგენლებს,
საქართველოს ეროვნულ ბანკს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, აგრეთვე,
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქართველოს
ფინანსური მონიტორინგის სამსახურს.
2. ეროვნული ბანკის თანამშრომელს უფლება არა აქვს, ამა თუ იმ ფორმით
გასცეს
მონაცემები,
რომლებიც
მიეკუთვნება
მზღვეველის
კომერციულ
საიდუმლოებას, აგრეთვე დამზღვევის, დაზღვეულისა და მოსარგებლის შესახებ
მონაცემები, რომლებიც მიეკუთვნება დაზღვევის საიდუმლოებას, რომლებიც
მისთვის ცნობილი გახდა თავისი საქმიანობის განხორციელებისას. ამასთანავე,
მნიშვნელობა არა აქვს, მიმდინარე პერიოდში უკავია თუ არა ამ პირს ზემოთ
აღნიშნული თანამდებობა.
3. ეროვნული ბანკის თანამშრომელი პასუხს აგებს საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად.“.
მუხლი 2. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში
(პარლამენტის უწყებანი, N003, 23.02.1996წ., გვ.15) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1. 41 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პირს ეკრძალება იყოს კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის
მფლობელი, თუ იგი ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე
დანაშაულისათვის, მათ შორის ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო
შემოსავლების ლეგალიზაციის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის.“;
ბ) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) იგი არ არის ნასამართლევი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე
დანაშაულისათვის, მათ შორის ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო
შემოსავლების ლეგალიზაციის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის;“;
გ) მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ინფორმაცია ნებისმიერი გარიგების (გარიგების განხორციელების
მცდელობის შემთხვევაშიც), ანგარიშების, ამ ანგარიშებიდან განხორციელებული
ოპერაციებისა და ანგარიშებზე არსებული ნაშთების შესახებ შეიძლება მიეცეს
შესაბამისი გარიგების მონაწილე მხარეებს, შესაბამისი ანგარიშების მფლობელებს და
მათ
წარმომადგენლებს,
აგრეთვე
საქართველოს
კანონმდებლობით
გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის
სამსახურს და იმ პირებს, რომლებიც უფლებამოსილი არიან აღასრულონ
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით აღსრულებას
დაქვემდებარებული აქტები, მათი აღსრულების პროცესში.“.
მუხლი 3. „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N30, 27.07.2006წ., მუხ.238) მე–7 მუხლის მე-2
პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ. ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, მათ
შორის
ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო
შემოსავლების
ლეგალიზაციის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის.“.
მუხლი
4.
„არასაბანკო
სადეპოზიტო
დაწესებულებების
-
საკრედიტო
კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე,
№23, 24.07.2002წ., მუხ.104) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 23-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:
„ვ) ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საკრედიტო კავშირის მმართველი ორგანოს
არც-ერთი წევრი არ ყოფილა ნასამართლევი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე
დანაშაულისათვის, მათ შორის ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო
შემოსავლების ლეგალიზაციის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის. “.
2. მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ინფორმაცია საკრედიტო კავშირის წევრის ანაბრისა და სასესხო ოპერაციის
შესახებ საკრედიტო კავშირის არაწევრი პირებისათვის კონფიდენციალურია.
აღნიშნული ინფორმაცია შეიძლება მიეცეს მხოლოდ საკრედიტო კავშირის წევრებსა
და
მათ
წარმომადგენლებს,
აგრეთვე
საქართველოს
კანონმდებლობით
გათვალისწინებულ შემთხვევებში - საქართველოს ფინანსური მონიტორინგის
სამსახურს. სხვა პირებს აღნიშნული ინფორმაცია გადაეცემათ მხოლოდ
სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე.“.
3. 30-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ კანონის, საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტების
მოთხოვნებისა
და
წერილობითი
მითითებების,
„უკანონო
შემოსავლის
ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის
მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში საქართველოს ეროვნულ ბანკს
უფლება აქვს, საკრედიტო კავშირის ან მისი მმართველი ორგანოს წევრის მიმართ
გამოიყენოს შემდეგი სანქციები:
ა) გაუგზავნოს წერილობითი გაფრთხილება;
ბ) გამოსცეს ინსტრუქცია (მითითება), რომ საკრედიტო კავშირმა შეაჩეროს ან
შეწყვიტოს ესა თუ ის საქმიანობა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ
განსაზღვრულ ვადებში მიიღოს ზომები დარღვევების აღმოსაფხვრელად;
გ) დააჯარიმოს საკრედიტო კავშირი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ
დადგენილი წესითა და ოდენობით;
დ) გადაახდევინოს ფულადი ჯარიმა აღმასრულებელ დირექტორს ან გამგეობის
წევრს, თუ მისმა ქმედებამ ფინანსური ზარალი მიაყენა საკრედიტო კავშირს;
ე) საკრედიტო კავშირის აღმასრულებელ დირექტორს და ბუღალტერს (ასეთის
არსებობის შემთხვევაში) შეუჩეროს ხელმოწერის უფლება;
ვ) მოსთხოვოს სამეთვალყურეო საბჭოს რიგგარეშე საერთო კრების მოწვევა
დარღვევათა განსახილველად, მათი აღმოფხვრისათვის საჭირო ღონისძიებების
განსახორციელებლად ან ხელმძღვანელ ორგანოთა შემადგენლობის განსაახლებლად;
ზ) შეუჩეროს ან შეუზღუდოს აქტივების ზრდა, მოგების განაწილება,
დივიდენდების გაცემა, ხელფასების გაზრდა და ანაბრების მოზიდვა, პრემიებისა და
სხვა ჯილდოების გაცემა;
თ) განსაკუთრებულ შემთხვევაში, როცა საფრთხე ემუქრება საკრედიტო
კავშირის მეანაბრეთა ან სხვა კრედიტორთა ინტერესებს, შემოიღოს დროებითი
ადმინისტრაციის რეჟიმი;
ი) გააუქმოს საკრედიტო კავშირის ლიცენზია.“.
მუხლი 5. „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N1(8), 1999 წელი, მუხ.1) შეტანილ იქნეს
შემდეგი ცვლილება:
1. 24-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) იმის შესახებ, რომ მისი მმართველი ორგანოს არც ერთ წევრი და
მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერი არ ყოფილა ნასამართლევი მძიმე ან
განსაკუთრებით
მძიმე
დანაშაულისათვის,
მათ
შორის
ტერორიზმის
დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ან სხვა
ეკონომიკური დანაშაულისათვის; მისი მმართველი ორგანოს არც ერთ წევრს
ჩამორთმეული არა აქვს მმართველ ორგანოში მონაწილეობის უფლება და მას ბოლო 5
წლის განმავლობაში არ ჰქონია დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელი ფასიანი
ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის უხეში დარღვევისათვის;“.
2. 27-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„ბ) იმის შესახებ, რომ მისი მმართველი ორგანოს არც ერთ წევრი და
მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერი არ ყოფილა ნასამართლევი მძიმე ან
განსაკუთრებით
მძიმე
დანაშაულისათვის,
მათ
შორის
ტერორიზმის
დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ან სხვა
ეკონომიკური დანაშაულისათვის; მისი მმართველი ორგანოს არც ერთ წევრს
ჩამორთმეული არა აქვს მმართველ ორგანოში მონაწილეობის უფლება და მას ბოლო 5
წლის განმავლობაში არ ჰქონია დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელი ფასიანი
ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის უხეში დარღვევისათვის;“.
3. 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„ბ) იმის შესახებ, რომ მისი მმართველი ორგანოს არც ერთ წევრი და
მნიშვნელოვანი წილის აქციონერი არ ყოფილა ნასამართლევი
მძიმე ან
განსაკუთრებით
მძიმე
დანაშაულისათვის,
მათ
შორის
ტერორიზმის
დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ან სხვა
ეკონომიკური დანაშაულისათვის; მისი მმართველი ორგანოს არც ერთ წევრს
ჩამორთმეული არა აქვს მმართველ ორგანოში მონაწილეობის უფლება და ბოლო 5
წლის განმავლობაში არ ჰქონია დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელი ფასიანი
ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის უხეში დარღვევისათვის;
4. 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„ბ) იმის შესახებ, რომ მისი მმართველი ორგანოს არც ერთ წევრი და
მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერი არ ყოფილა ნასამართლევი მძიმე ან
განსაკუთრებით
მძიმე
დანაშაულისათვის,
მათ
შორის
ტერორიზმის
დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ან სხვა
ეკონომიკური დანაშაულისათვის; მისი მმართველი ორგანოს არც ერთ წევრს
ჩამორთმეული არა აქვს მმართველ ორგანოში მონაწილეობის უფლება და ბოლო 5
წლის განმავლობაში არ ჰქონია დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელი ფასიანი
ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის უხეში დარღვევისათვის;“.
5. 32-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ცნობები ფიზიკური და იურიდიული პირების ანგარიშების, ამ
ანგარიშებიდან განხორციელებული ოპერაციებისა და ანგარიშებზე არსებული
ნაშთების შესახებ შეიძლება მიეცეს შესაბამისი ანგარიშების მფლობელებსა და მათ
წარმომადგენლებს, საქართველოს ეროვნულ ბანკს თავისი კომპეტენციის
ფარლგებში, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ
შემთხვევებში - საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს. სხვა პირებს ეს
ინფორმაცია მიეცემა მხოლოდ სასამართლოს შესაბამისი აქტის საფუძველზე.“.
მუხლი 6. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი
ბარათი
„საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის მიმართ
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღება განპირობებულია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის
წინააღმდეგ ბრძოლის კანონიერი ბერკეტების გაძლიერების აუცილებლობით.
აგრეთვე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონის
პროექტის არსებობით, რომლის თანახმად, საქართველოს ეროვნული ბანკი
უფლებამოსილია, კომპეტენციის ფარგლებში, მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია
ფინანსური სექტორის წარმომადგენლებისაგან.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია FATF-ისა (ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის)
და ევროსაბჭოს ფულის გათეთრების საწინააღმდეგო რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის
(MONEYVAL)
რეკომენდაციების
გათვალისწინებით
უკანონო
შემოსავლის
ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის მექანიზმების სრულყოფა. აგრეთვე,
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის
პროექტთან შესაბამისობა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
ცვლილებები
შედის
„დაზღვევის
შესახებ“
საქართველოს
კანონში,
„საქართველოს კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს
კანონში,„მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში,
„არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ“
საქართველოს კანონსა და „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს
კანონში.
კანონპროექტის თანახმად, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და
ტერიტორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს
ფინანსური
მონიტორინგის
სამსახური
უფლებამოსილი
ხდება
მიიღოს
კონფიდენციალური ინფორმაცია იმ ფინანსური ინსტიტუტებისაგან, რომლებსაც
ზედამხედველობას უწევს. შესაბამისად, აღნიშნული ცვლილებების საფუძველზე,
განიმარტება თუ რა არის კონკრეტული ფინანსური ინსტიტუტის შემთხვევაში
კონფიდენციალური ინფორმაცია და რომ ასეთი ინფორმაცია ასევე შეიძლება
მიეწოდოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს.
მკაცრდება ფინანსური ინსტიტუტების მმართველი ორგანოს წევრისა და
ზოგიერთ შემთხვევაში მნიშვნელოვანი წილის მფლობელის შესაფერისობის
კრიტერიუმი. კერძოდ, მოითხოვება, რომ პირი არ იყოს ნასამართლევი მძიმე და
განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის.
ასევე, „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შედის სანქციების დაკისრების მუხლში,
აღნიშნული
ცვლილების
საფუძველზე
საქართველოს
ეროვნული
ბანკი
უფლებამოსილია საკრედიტო კავშირისა და მისი მმართველი ორგანოს წევრის
მიმართ გამოიყენოს კანონით დადგენილი სანქციები იმ შემთხვევაში თუკი
დარღვეულია „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის
შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება.
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო.
წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება არ იწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან
დამატებითი სახსრების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
პროექტის მიღება არ ახდენს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
პროექტის მიღება არ ახდენს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
არ ეკისრება.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
ფინანსურ შედეგებს არ იწვევს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი საერთო წესი.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან.
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტების მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებები.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტები არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
აღნიშნული პროექტის მომზადებაში ექპერტებს მონაწილეობა არ მიუღიათ.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
აღნიშნული პროექტის მომზადებაში მონაწილობა არ მიუღიათ.
დ.გ) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: მიხეილ ცქიტიშვილი, ზვიად კუკავა და
დავით ნადაშვილი.
დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: მიხეილ ცქიტიშვილი, ზვიად კუკავა და
დავით ნადაშვილი.