„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2014-11-03
ბიუროს ნომერი 214
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №19‐20,
30.05.1998, გვ. 37) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე‐3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:
„ე1) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოში კანონიერი საფუძვლით
მყოფ უცხოელზე საქართველოს საიმიგრაციო ვიზის გაცემისათვის;“.
2. მე‐4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:
„71. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოში კანონიერი საფუძვლით
მყოფ უცხოელზე საქართველოს საიმიგრაციო ვიზის გაცემისათვის ‐ 100 ლარი.“.
3. მე‐6 მუხლის მე‐2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:
„ვ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოში კანონიერი საფუძვლით
მყოფ უცხოელზე საქართველოს საიმიგრაციო ვიზის გაცემისათვის ‐ შესაბამისი განაცხადის
შეტანამდე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30‐ე დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
გ. მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა. ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მომზადება განპირობებულია „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა
სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის შემუშავებით, რომლის თანახმად, საქართველოში
კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოს საიმიგრაციო ვიზა შეიძლება გაიცეს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, საქართველოს ტერიტორიაზე. ამ მიზნით
უცხოელმა შესაბამისი განცხადებით უნდა მიმართოს საქართველოს საგარეო საქმეთა
სამინისტროს მისი საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის ვადის ამოწურვამდე
არაუგვიანეს 45 დღისა. განსხვავებით საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა
და საკონსულო დაწესებულებებისაგან, რომელთა მიერ საიმიგრაციო ვიზის გაცემისათვის
უცხოელი იხდის საკონსულო მოსაკრებელს, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა
სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ
შემთხვევაში საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საიმიგრაციო ვიზის გაცემისათვის უცხოელმა
უნდა გადაიხადოს არა საკონსულო მოსაკრებელი, არამედ ‐ სახელმწიფო ბაჟი, რაც საჭიროებს
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილების შეტანას.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის
შესაბამისობაში მოყვანა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი
მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებასთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი გადაიხდება საქართველოს საგარეო საქმეთა
სამინისტროს მიერ საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოს
საიმიგრაციო ვიზის გაცემისათვის და მისი ოდენობა შეადგენს 100 ლარს. ბაჟის გადახდა უნდა
მოხდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის შესაბამისი განაცხადით
მიმართვამდე. ამ მიზნით ცვლილებები ხორციელდება კანონის მე‐3, მე‐4 და მე‐6 მუხლებში.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე კანონის ამოქმედების შემდგომ საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფი
უცხოელის მიერ საქართველოს საიმიგრაციო ვიზის მისაღებად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის
ოდენობით.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. კერძოდ, ფინანსური შედეგები ვრცელდება იმ
უცხოელებზე, რომლებიც კანონიერ საფუძველზე იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე და
საქართველოში მიიღებენ საიმიგრაციო ვიზას, რომელიც იბეგრება სახელმწიფო ბაჟით 100
ლარის ოდენობით. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ დღეისათვის საქართველოში მყოფ
უცხოელს საიმიგრაციო ვიზის მიღების შესაძლებლობა აქვს მხოლოდ საზღვარგარეთ არსებულ
საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში, იგი
იძულებულია დაბრუნდეს საკუთარ ქვეყანაში და, გარდა კანონით დადგენილი საკონსულო
მოსაკრებლისა (50 აშშ დოლარი), გასწიოს მგზავრობისთვის აუცილებელი ხარჯები, რაც,
მთლიანობაში, მნიშვნელოვნად აღემატება საქართველოში საიმიგრაციო ვიზის მიღებისთვის
გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობას.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტის თანახმად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოში
კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოს საიმიგრაციო ვიზის გაცემისათვის
სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 100 ლარს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
კანონპროექტის შემუშავებისას კონსულტაციები იქნა გავლილი სსიპ ‐ სახელმწიფო სერვისების
განვითარების სააგენტოსთან და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის
შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლების მოქმედი სრული
რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლი 3. მოქმედებები, რომლებისთვისაც გადაიხდევინება სახელმწიფო ბაჟი
სახელმწიფო ბაჟი გადაიხდევინება:
ა) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველ საქმეებზე;
ბ) საერთო სასამართლოებში განსახილველ სასარჩელო ან სხვა განცხადებებზე და საჩივრებზე;
გ) (ამოღებულია – 13.03.2012, №5788);
დ) საქართველოს ტერიტორიაზე გაცემული ოფიციალური დოკუმენტების აპოსტილით
დამოწმებისათვის, გარდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და საჯარო სამართლის
იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს
მიერ დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებისა;
ე) საქართველოს სახელმწიფო სასაზღვრო‐გამტარ პუნქტში მოკლევადიანი ორდინალური ვიზის
გაცემისათვის;
ვ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ
დოკუმენტების გამოთხოვისათვის;
ზ) დოკუმენტების ლეგალიზაციისათვის, გარდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს,
საგარეო საქმეთა სამინისტროს და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ საქართველოში შედგენილი
დოკუმენტების ლეგალიზაციისა.
მუხლი 4. სახელმწიფო ბაჟის განაკვეთები
1. საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟი გადაიხდევინება
შემდეგი ოდენობით:
ა) სარჩელზე, აგრეთვე განცხადებაზე გამარტივებული წესით გადახდის ბრძანების მიღების
შესახებ და განცხადებაზე ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის
დაბრუნების თაობაზე – დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 100
ლარისა;
ა1) საარბიტრაჟო წარმოებაში მოწმის დასწრების უზრუნველყოფაში და მტკიცებულებათა
მოპოვებაში სასამართლოს დახმარების თაობაზე განცხადებაზე, არბიტრის დანიშვნასთან,
აცილებასთან, უფლებამოსილების შეწყვეტასთან, კომპეტენციასთან დაკავშირებულ
განცხადებაზე – 100 ლარი, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის
გათვალისწინებული;
ა2) საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ საჩივარზე , საარბიტრაჟო
გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადებაზე – საარბიტრაჟო
გადაწყვეტილებით მხარისათვის მიკუთვნებული ნივთის (თანხის) ღირებულების 3 პროცენტი,
მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა, ხოლო თუ ნივთის ღირებულების დადგენა შეუძლებელია – 300
ლარი, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის
გათვალისწინებული;
ა3) სამედიცინო მედიაციის პროცესში მოწმის დასწრების უზრუნველყოფასა და
მტკიცებულებათა მოპოვებაში სასამართლოს დახმარების თაობაზე განცხადებაზე – 50 ლარი;
ა4) სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ
სარჩელზე, სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ცნობისა და
აღსრულების შესახებ განცხადებაზე – სამედიცინო მედიაციის სამსახურის გადაწყვეტილებით
მხარისათვის მიკუთვნებული ნივთის (თანხის) ღირებულების 3 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ
300 ლარისა, ხოლო თუ ნივთის ღირებულების დადგენა შეუძლებელია – 300 ლარი;
ბ) შეგებებულ სარჩელზე – დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 100
ლარისა;
გ) მესამე პირის სარჩელზე, რომელიც დავის საგანზე დამოუკიდებელ მოთხოვნებს აცხადებს, –
დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;
დ) სახელმწიფო‐სამართლებრივი და ადმინისტრაციულ‐სამართლებრივი ურთიერთობებიდან
წარმოშობილი დავების შესახებ სარჩელზე – დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტი, მაგრამ
არანაკლებ 100 ლარისა;
ე) სააპელაციო საჩივარზე, მათ შორის, საქმის წარმოების განახლებაზე უარის თქმის შესახებ
რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (განჩინებაზე) – დავის საგნის
ღირებულების 4 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 150 ლარისა;
ვ) საკასაციო საჩივარზე, მათ შორის, საქმის წარმოების განახლებაზე უარის თქმის შესახებ
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (განჩინებაზე) – დავის საგნის ღირებულების 5
პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა;
ზ) კერძო საჩივარზე – 50 ლარი;
თ) სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე, აგრეთვე საჩივარზე – თუ
განმცხადებელი ფიზიკური პირია – 50 ლარი, ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია –
150 ლარი;
თ1) საარბიტრაჟო წარმოებასთან დაკავშირებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების
გამოყენების ან ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადებაზე, თუ განმცხადებელი ფიზიკური
პირია, – 50 ლარი, ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია – 150 ლარი, თუკი
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
თ2 ) სამედიცინო მედიაციის პროცესთან დაკავშირებული სარჩელის უზრუნველყოფის
ღონისძიებების გამოყენების ან ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადებაზე − თუ
განმცხადებელი ფიზიკური პირია – 50 ლარი, ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია –
150 ლარი;
ი) ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებაზე –
თუ განმცხადებელი ფიზიკური პირია – 100 ლარი, ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული
პირია – 300 ლარი;
კ) გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადებაზე – 50 ლარი;
ლ) არაქონებრივ დავაზე – 100 ლარი, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე – შესაბამისად 150
ლარი და 300 ლარი;
მ) დაკარგული საქმის წარმოების აღდგენასთან დაკავშირებით წარმოშობილ დავაზე, როდესაც
საქმის მასალები მხარის ბრალით დაიკარგა – 100 ლარი;
ნ) თამასუქის ან ჩეკის შესახებ სარჩელზე – 100 ლარი, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე –
შესაბამისად 150 ლარი და 300 ლარი;
ო) უდავო წარმოების საქმეზე – 50 ლარი, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე – შესაბამისად
100 ლარი და 300 ლარი;
პ) აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ განცხადებაზე – 500 ლარი.
2. სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს:
ა) პირველი ინსტანციის სასამართლოში:
ა.ა) ფიზიკური პირისათვის – 3 000 ლარს;
ა.ბ) იურიდიული პირისათვის – 5 000 ლარს;
ბ) სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში:
ბ.ა) ფიზიკური პირისათვის – 5 000 ლარს;
ბ.ბ) იურიდიული პირისათვის – 7 000 ლარს;
გ) საკასაციო ინსტანციის სასამართლოში:
გ.ა) ფიზიკური პირისათვის – 6 000 ლარს;
გ.ბ) იურიდიული პირისათვის – 8 000 ლარს.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟი
გადაიხდევინება შემდეგი ოდენობით:
ა) ფიზიკური პირის მიერ შეტანილ კონსტიტუციურ სარჩელზე ‐10 ლარი;
ბ) სხვა პირების მიერ შეტანილ კონსტიტუციურ სარჩელსა და კონსტიტუციურ წარდგინებაზე ‐55
ლარი.
4. (ამოღებულია).
5. (ამოღებულია – 13.03.2012, №5788 );
6. საქართველოს ტერიტორიაზე გაცემული ოფიციალური დოკუმენტების აპოსტილით
დამოწმებისათვის – 20 ლარი.
7. საქართველოს სახელმწიფო სასაზღვრო‐გამტარ პუნქტში მოკლევადიანი ორდინალური ვიზის
გაცემისათვის − 50 ლარი.
8. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ
უცხო ქვეყნიდან დოკუმენტის გამოთხოვისათვის, გარდა დოკუმენტის საქართველოს
იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული
პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გამოთხოვისა, სახელმწიფო
ბაჟის ოდენობა 20 ლარია.
9. საქართველოში შედგენილი დოკუმენტის ლეგალიზაციისათვის სახელმწიფო ბაჟის ოდენობა
20 ლარია.
10. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ უცხო ქვეყანაში გაცემული დოკუმენტის
ლეგალიზაციისათვის სახელმწიფო ბაჟის ოდენობა 15 ლარია.
მუხლი 6. სახელმწიფო ბაჟის გადახდის ან დაბრუნების წესი
1. სახელმწიფო ბაჟი გადაიხდება ეროვნული ვალუტით ბანკებში, დადგენილი ფორმის ქვითრის
გაცემით.
11 . (ამოღებულია – 25.05.2012, №6315).
2. სახელმწიფო ბაჟი გადაიხდება:
ა) საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე – შესაბამისი განცხადებების (საჩივრების)
ან საკასაციო საჩივრების შეტანამდე, ასევე სასამართლოს მიერ საბუთის ასლის გაცემისას;
ბ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველ საქმეებზე – კონსტიტუციური
სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების შეტანამდე;
გ) (ამოღებულია – 13.03.2012, №5788 );
დ) საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეებისათვის − საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ
წარმომადგენლობებში ან საკონსულო დაწესებულებებში;
ე) საქართველოს ტერიტორიაზე გაცემული ოფიციალური დოკუმენტების აპოსტილით
დამოწმებისათვის – დასამოწმებელი დოკუმენტების წარდგენისას.
3. გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებას საქმის
წარმოების შეწყვეტისას ან სარჩელის განუხილველად დატოვებისას, თუ საქმე სასამართლოში
განხილვას არ ექვემდებარება, აგრეთვე როდესაც მოსარჩელე არ იცავს მოცემული კატეგორიის
საქმეებისათვის წინასწარი დავის გადაწყვეტის დადგენილ წესს ან აღიარებულია ქმედუუნარო
პირად.
4. სახელმწიფო ბაჟი, რომელიც ექვემდებარება დაბრუნებას, უნდა გაიცეს ფიზიკურ ან
იურიდიულ პირზე შესაბამისი ბიუჯეტიდან. თანხა გაიცემა იმ დღიდან ერთი თვის
განმავლობაში, როდესაც მიღებულია გადაწყვეტილება მისი დაბრუნების შესახებ.
5 . (ამოღებულია – 25.05.2012, №6315).