„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
27.05.2011
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ანდრო ალავიძე და ზვიად კუკავა
ნომერი
#07-3/449/7
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-05-30
ბიუროს ნომერი 185

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
l,JJJdUlililqnL JJdqJ0il66llL IllIdfl l, aJqJFUCJ0[qilAI 6ndAJ6[IqI Jd0llL Jr4nilt0lll, AJGbIqtIL Jdnt]ilqIdlll, qJFUilblll, ?ill,ibJb 30 acollo. 2011 ggqo mjao N 185 ttJur6o3nqol-r ;;5o5oL Jr6r'rnjgndo: ,,truoqbr62qnlo $;r4Sonloor tntrobSd" bojo16osnqoL,.;rGo5?o 63qoqnloL tng,>5olr ourod.:$n" qo ,,6oqobpoLlpErr6r'rlob b.>j3olr $r163r,r3dolr ?nLob3d" brJo16or3nqot 3o5o5?o gSqoqnlolr ?ng;5oL o;olo$n" $d'qiaC56ot $C36rro: rqr3od3, l. 3X3.r3.r o26oqo1q, lr.r,loobos 3rn3o$3$o 2l - 24 q5oloo 13-16 txjgXOl36o Lr,t,.eaad)a it tralqoh h,a-hi1qn qu6goMo3o 3;o5o0o,jotr.r qs go5m0o3y6o roqoooJoL Jc1aooaoo; uqsSocSoL lgqSLloc q43ols qu Lo&r j.rqsjm o5g356.r6ooL 3maog3go fA4&t1to, 6oAt*D.\ \"11106.\ l',,itn(,L" ir4-t n L,:J;r6rn33qoL ).>r6qo315$ol-r doldrm,>q515L, Lojrr6cng;qoL J.>r6q1365goL ;r'r3o$3g6dL; ,iDr LrJ)6RnACGilr'r gr6.:Jgogd?o Rro$'ucll, 5r.1163;go11qo rJ$ob .ld,r'6ij$oL 5;5boq,3r Lr j.>r6ur3lqotr ).>r6qo3g51)oL \ rn.r33ypo3;r6otrJor63Xqo3rn.'196oq; f ,-----.....-8ob,1oq3.>|13o16o.:5o
წერილი
l, )J6s,.nJ0C6O0t $C36,0 Lrrjst6ognqr.rL Jrt6q,r316$oL .rJ,rr6o$ol-r tsor6616ol,19oo p1Jst6gr316$otr lgt6r'rLL jsqls$r'rE Xor6r6 L3osSsoJlL JrqdsgoSo Xrn6t6, LsJrr6o3XqoL,;rn6L$o$lgootr 6'l-a 31LqoU ors6rtSsp $rr63o6op615rn Lsjsr6o3nqoL h6R.rACSOoL $63r6nloL .:6qr4rn rq.:3odol-r.: ps 'l,3osp .111;o3r1..r 8olttr Lo;.r5r.r53pnbqo 1161101116o3ol, !'nLoor errS$,>q3d1q ltj;r6m3lqrrL .p6ro6olr Jr6r'r3j$nlL:,,Ls,>gLtrrlqnlr.r [.:t60oX]so; ?ntrsbn[" Lsj,>t<ror3nqoL ;16o68o 63qoq36oL ?1gs5oL or.:r'rlstrn" pr ,,5spsbqotrll5rr6oloL tr.:;ieoL $r,60n1[oLr ?1Lrbn6" L.'jsdr<n36qlot,,],55m5to 63qoq3doL ?n$.:6otr rn.:r'rl;tn". 6orLro3or, $13osq,5ot51q ;s5cr5oL Jt6r'rXj$XlL SolrcXrn ?6trrb.;CoLo 3tr3q6qols. ob p.:5.;r6oo: ." S1rrrglgrp. J,>go3oLgX8oo, ,>5qr6o rq.:3odn t3ooq ;1,.;.:3.r A
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’ მუხლი 1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N13(20), 1999 წელი, მუხ. 52) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-3 მუხლის: 1 ა) 1 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 , 13 და 14 პუნქტები: „12.აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია სააღსრულებო წარმოების მიზნებიდან გამომდინარე კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს მოვალის საკუთრებაში არსებული შენობისათვის მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის განსაზღვრის თაობაზე და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ამ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის განხორციელების მიზნით. 13. აღსრულების ეროვნული ბიურო, უფლებამოსილია პირის მიმართვის საფუძველზე განახორციელოს ქონების შეფასების (საბაზრო ღირებულების განსაზღვრის) მომსახურება. ასეთი მომსახურების ღირებულება და განაკვეთები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. აღსრულების ეროვნული ბიურო, გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას 14. განახორციელებს მეურვის ან/და გაკოტრების მმართველის ფუნქციას, ასევე სააუქციონო მომსახურებას „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით. აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით’’. ბ)მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების იძულებით აღსრულებას ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში აგრეთვე ახორციელებს ამ კანონის III2 თავით გათვალისწინებული კერძო აღმასრულებელი.“; 2. მე-4 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1 „7. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე უფლებამოსილია აღსრულების ეროვნულ ბიუროში დასაქმებულ პირზე მოახდინოს თავისი უფლებამოსილების დელეგირება. აღნიშნულ პირს ეკრძალება მისთვის დელეგირებული უფლებამოსილების სხვა პირისათვის გადაცემა, თუ ამის შესახებ სპეციალურად არ არის აღნიშნული უფლებამოსილების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებაში“; 3. მე-5 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ აღსასრულებელ გადაწყვეტილებებს აღსრულების ეროვნული ბიუროს სახელით უშუალოდ აღასრულებენ სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლები და აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე – აგრეთვე აღსრულების ეროვნულ ბიუროში დასაქმებული პირები და აღსრულების ეროვნული ბიუროს სტაჟიორები (შემდგომში – აღმასრულებელი).“; ბ) 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „31. აღმასრულებლის თანამდებობაზე დანიშვნის და თანამდებობიდან გათავისუფლების პირობები და წესი, აღმასრულებლის საკვალიფიკაციო გამოცდისათვის საფასურის ოდენობა, აღსრულების ეროვნული ბიუროში კონკურსის ჩატარების და სტაჟირების გავლის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.“ 4. 146 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. კერძო აღმასრულებლის სააღსრულებო საქმიანობის მიმართ ამ თავის თავისებურებათა გათვალისწინებით გამოიყენება ეს კანონი, გარდა ამ კანონის მე-2 მუხლის „გ“, „დ“ და „ი“–„ნ“ ქვეპუნქტებისა, მე-2 მუხლით გათვალისწინებული უძრავი ქონების შემძენის განცხადებასთან დაკავშირებული სააღსრულებო წარმოებისა, მე-3 მუხლის პირველი, 11, 12 ,1 3 პუნქტებისა, მე-4 და მე-5 მუხლებისა, III1 თავისა, 152 მუხლისა, მე-17 მუხლის მე-11 პუნქტისა, 181 მუხლის მე-2 პუნქტისა, 21-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებისა, 25-ე მუხლის მე-4 და 41 პუნქტისა, 28-ე მუხლის მე-5 პუნქტისა, 281 მუხლისა, 35-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტისა, 38-ე და 39-ე მუხლებისა, 47-ე მუხლის მე-4 პუნქტისა, 49-ე მუხლის მე2 1 2 პუნქტისა, 50-ე, 62-ე, 69–ე მუხლის პირველი – 12 პუნქტებისა, 75-ე–76 და 77 – 77 3 1 მუხლებისა, 82 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა, 90 , 903–91-ე მუხლებისა, 113-ე მუხლის პირველი–მე-6 და მე-9–მე-11 პუნქტებისა, მე-12 პუნქტის „ა“–„ვ“ ქვეპუნქტებისა და მე-13–მე-16 პუნქტებისა და 1132 მუხლისა.“; 5. 147 მუხლის: 2 ა) მე-5 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) მიმართავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ განაცხადით, წარუდგენს მას სააუქციონო დოკუმენტაციის (სააღსრულებო წარმოების შესაბამისი მასალების) თავის მიერ დამოწმებულ ასლებს და აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე შეაქვს ამ მომსახურებისათვის დადგენილი საფასური, რომლის ოდენობაც განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ განაცხადის მართვის ავტომატური საშუალებებით წარდგენის შემთხვევაში სააღსრულებო წარმოების მასალები დამოწმებას არ საჭიროებს; გ) საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს განმეორებითი და ხელახალი აუქციონების მომზადებას ამ მუხლით გათვალისწინებული წესით. ბ)მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული წესით აუქციონების ჩატარებას. გ) მე-12 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 პუნქტი: „13. სააუქციონო მომსახურების გაწევისას კერძო აღმასრულებელი ვალდებულია აღსრულების ეროვნულ ბიუროს დაუყოვნებლივ აცნობოს კრედიტორის მიერ აღსრულების შეჩერებისა და განახლების თაობაზე. იმ შემთხვევაში, თუ კერძო აღმასრულებლის წარმოებაში არსებულ საქმეზე კრედიტორის განცხადების საფუძველზე შეჩერებული აღსრულება არ განახლდება აღსრულების შეჩერებიდან 3 თვის განმავლობაში, სააუქციონო მომსახურება წყდება, ხოლო კერძო აღმასრულებელს უბრუნდება მის მიერ გადახდილი სააუქციონო მომსახურების საფასურის ნახევარი. კერძო აღმასრულებლის მიერ აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის სააუქციონო დოკუმენტაციის განმეორებით წარდგენისას იგი სრულად იხდის სააუქციონო მომსახურების საფასურს.“ 6. 149 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) რომელიც მოქმედი ნოტარიუსი, ადვოკატი, აღსრულების ეროვნულ ბიუროში დასაქმებული პირი ან აღსრულების ეროვნული ბიუროს სტაჟიორია“; ბ) „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი: „ი) რომელსაც საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გაუუქმა სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზია ამ კანონის 1414 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით და ლიცენზიის გაუქმებიდან არ გასულა ერთი წელი.”; 7. მე-17 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. აღმასრულებელს უფლება აქვს, სააღსრულებო მოქმედება განახორციელოს ნებისმიერ დროს, მათ შორის, არასამუშაო დროს და უქმე დღეს, თუ ეს აუცილებელია კონკრეტული სააღსრულებო წარმოების ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე.“; 3 8. მე-18 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) გაასაჩივრონ აღმასრულებლის მოქმედება აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან ასეთი მოქმედების განხორციელებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში ან პირდაპირ სასამართლოში ასეთი მოქმედების განხორციელებიდან 1 თვის ვადაში; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ქონების საბაზრო ღირებულებასთან დაკავშირებულ დავაზე დაუშვებელია ამ ქონების შეფასების და მის საფუძველზე განხორციელებული სააღსრულებო მოქმედების, ასევე აუქციონის შედეგის გაუქმება, თუ პირველ აუქციონზე გამოცხადებული ქონების საწყისი ფასი არ აღემატება ამ ქონების საბაზრო ღირებულებას.“; 9. 181 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. თუ გადაწყვეტილებაში კრედიტორად მითითებულია საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა ან ადგილობრივი თვითმაართველი ერთეულის ბიუჯეტი, მისი აღსრულებისას სახელმწიფოს წარმოადგენს ის სახელმწიფო ორგანო/პირი, რომლის გადაწყვეტილების საფუძველზედაც წარმოებს აღსრულება ან/და რომლის მიმართვის საფუძველზედაც გამოიტანა სასამართლომ აღსასრულებელი გადაწყვეტილება. 10. 183 მუხლის: ა)პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სააღსრულებო წარმოების მხარეს და დაინტერესებულ პირს, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს აღმასრულებლის ქმედება, უფლება აქვს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან ერთჯერადად გაასაჩივროს აღმასრულებლის ქმედება ასეთი ქმედების განხორციელებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში. ასეთი გასაჩივრება ავტომატურად ვერ შეაჩერებს გასაჩივრებულ სააღსრულებო მოქმედებას. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე უფლებამოსილია თავისი ინიციატივით ან სააღსრულებო წარმოების მხარის/დაინტერესებული პირის შუამდგომლობით შეაჩეროს გასაჩივრებული სააღსრულებო მოქმედება.“; ბ)მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) სააღსრულებო წარმოების საქმის რეკვიზიტები: სააღსრულებო საქმის ნომერი, სააღსრულებო ფურცელი/აღსასრულებელი გადაწყვეტილება, სააღსრულებო წარმოების მხარეები;“; 4 გ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. საჩივარი შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით, როგორც წესი, ნაბეჭდი სახით და უნდა პასუხობდეს ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს და საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშს.“; დ)მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საჩივარს უნდა დაერთოს მტკიცებულებები, მათი არსებობის შემთხვევაში.“; ე) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში განიხილავს საჩივარს და საჩივრის შემტანს აცნობებს საჩივრის დაკმაყოფილების ან მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე უფლებამოსილია, საქმის სირთულიდან გამომდინარე, არა უმეტეს 15 კალენდარული დღის ვადით გააგრძელოს საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების ვადა, რის შესახებაც იგი ატყობინებს საჩივრის შემტანს. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის უარი საჩივრის დაკმაყოფილებაზე დასაბუთებული უნდა იყოს. საჩივრის შემტანი უფლებამოსილია საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი გაასაჩივროს სასამართლოში ამ კანონით დადგენილ ვადაში. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისათვის დადგენილი ვადის დარღვევა ჩაითვლება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმად.“; 11. 184 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 184. ვალდებულების შესრულების განწილვადება თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეზე აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება 12 თვემდე ვადით მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების განწილვადების შესახებ: სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სასარგებლოდ აღსასრულებელ საქმეზე – თავისი ინიციატივით, ხოლო სხვა საქმეზე – კრედიტორის თანხმობით. განწილვადების პირობების დარღვევის შემთხვევაში სააღსრულებო საქმის წარმოება განახლდება“. 12. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 19. აღსრულების დოკუმენტების გაცნობა და მათი ასლების გადაცემა სააღსრულებო წარმოების მხარეს უფლება აქვს გაეცნოს სააღსრულებო საქმის მასალებს და მიიღოს მათი ასლები, გარდა კომერციული (საგადასახადო და საბანკო) საიდუმლოების შემცველი და სხვა კონფიდენციალური დოკუმენტებისა და მათი ასლებისა, ხოლო სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირს, უფლება აქვს გაეცნოს იმ სააღსრულებო საქმის მასალებს და მიიღოს მათი ასლები, რომლებიც პირდაპირ და 5 უშუალო გავლენას ახდენენ მის უფლებაზე ან/და კანონიერ ინტერესზე, გარდა კომერციული (საგადასახადო და საბანკო) საიდუმლოების შემცველი და სხვა კონფიდენციალური დოკუმენტებისა.“; 13. 191 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. რეესტრიდან შესაბამისი ცნობისა და ამონაწერის მისაღებად საფასურის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.“; 14. 192 მუხლის პირველი, მე–2 და ე–3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილმა ორგანოებმა რეესტრში რეგისტრირებული პირის სახელზე სატრანსპორტო საშუალებისა და სამოქალაქო იარაღის რეგისტრაციისას ამის თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ აღსრულების ეროვნულ ბიუროს/კერძო აღმასრულებელს მის მიერ წარმოებულ საქმეზე და უნდა შეაჩერონ მოვალის ქონების შემდგომი განკარგვის რეგისტრაცია პირის რეესტრიდან ამორიცხვამდე, გარდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ამ ქონების იძულებით განკარგვის და ამ კანონის მე–194 მუხლის მე–3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ რეესტრში რეგისტრირებული პირის მიერ ქონებაზე საკუთრების ან სხვა უფლების რეგისტრაციისთანავე, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ამის შესახებ აღსრულების ეროვნულ ბიუროს/კერძო აღმასრულებელს მის მიერ წარმოებულ საქმეზე და უნდა შეაჩეროს მოვალის ქონების შემდგომი განკარგვის რეგისტრაცია პირის რეესტრიდან ამორიცხვამდე, გარდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ამ ქონების იძულებით განკარგვის და ამ კანონის მე–194 მუხლის მე–3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 3. საბანკო დაწესებულება ვალდებულია პირის რეესტრში რეგისტრაციის დღიდან არა უგვიანეს მომდევნო საბანკო დღისა აცნობოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს/კერძო აღმასრულებელს მის მიერ წარმოებულ საქმეზე რეესტრში რეგისტრირებული პირის ანგარიშების და მათზე არსებული ნაშთების შესახებ. ამასთანავე, საბანკო დაწესებულება ამ პირის ანგარიშზე (ანგარიშებზე) ავრცელებს ყადაღას აღსასრულებელი მოთხოვნის ფარგლებში. საბანკო დაწესებულება დაუყოვნებლივ აცნობებს აღსრულების ეროვნულ ბიუროს რეესტრში რეგისტრირებული პირის მიერ ახალი საბანკო ანგარიშის (ანგარიშების) გახსნისა და განხორციელებული ოპერაციების შესახებ და ვალდებულია გაავრცელოს ყადაღა ასევე ამ ანგარიშზე (ანგარიშებზე), თუკი მანამდე განხორციელებული ანგარიშის (ანგარიშების) დაყადაღებით ვერ იქნა უზრუნველყოფილი ყადაღის გავრცელება აღსასრულებელი მოთხოვნის სრული მოცულობის ფარგლებში.“ 6 15. 193 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 193. რეესტრში რეგისტრირებული პირის უფლების შეზღუდვა რეესტრში რეგისტრაციისთანავე პირს ეზღუდება შესაბამის რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავი და მოძრავი ქონების და სხვა არამატერიალური ქონებრივი სიკეთის განკარგვის (უფლებრივად დატვირთვის) უფლება, გარდა ამ კანონის 194 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა“; 16. 194 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სასარგებლოდ აღსასრულებელ საქმეებზე აღსრულების ეროვნული ბიუროს თანხმობის, ხოლო სხვა საქმეებზე აგრეთვე კრედიტორის თანხმობის არსებობის შემთხვევაში, მოვალეთა რეესტრში რეგისტრირებულ პირს უფლება აქვს მოახდინოს მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის შედეგად შეზღუდული ქონების განკარგვა“. 17. 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სააღსრულებო ფურცლის გამცემი სასამართლოს ან იმ ორგანოს დასახელება, რომელმაც მიიღო აღსასრულებელი გადაწყვეტილება;“; 18. 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 23. სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემა სააღსრულებო ფურცლის დაკარგვის შემთხვევაში ორგანომ, რომელმაც გასცა პირველი ეგზემპლარი, შეუძლია გასცეს დუბლიკატი.“; 19. 25-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებასთან და უცხოელთა საქართველოდან გაძევებასთან დაკავშირებით – საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 2581 მუხლით განსაზღვრული გირავნობის მოწმობის აღსრულებასთან დაკავშირებით – გირავნობის მოწმობის მფლობელი მოგირავნის განცხადებისა და გირავნობის მოწმობის საფუძველზე, ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული უძრავი ქონების შემძენის განცხადებასთან დაკავშირებით – სხვისი მფლობელობიდან და სარგებლობიდან 7 უძრავი ქონების გამოთხოვის შესახებ უძრავი ქონების შემძენის განცხადების საფუძველზე. ამ კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული იმ გადაწყვეტილებების აღსრულებისას, რომლებზედაც აუცილებელია სააღსრულებო ფურცლის არსებობა, აღსრულება შეიძლება დაიწყოს მხოლოდ მაშინ, თუ პირები, რომელთა სასარგებლოდ და საწინააღმდეგოდ უნდა მოხდეს აღსრულება, კონკრეტულად არიან დასახელებული სააღსრულებო ფურცელში. თუ კრედიტორის მოთხოვნა უზრუნველყოფილია იპოთეკით ან რეგისტრირებული გირავნობით, იძულებითი აღსრულება იწარმოებს მაშინაც, როდესაც უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებული ქონების მესაკუთრე არ არის სააღსრულებო ფურცელში მოხსენიებული მოვალე. ასეთ დროს ქონების რეგისტრირებული მესაკუთრის მიმართ მოქმედებს მოვალის უფლებამონაცვლედ ყოფნის პრეზუმფცია, სანამ სხვა რამ არ დამტკიცებულა. თუ გადაწყვეტილების აღსრულება უნდა განხორციელდეს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სასარგებლოდ, სასამართლო სააღსრულებო ფურცელს უგზავნის აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიულ ორგანოს მოვალის ადგილსამყოფლის მიხედვით.“; ბ)მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სააღსრულებო ფურცელი ან/და აღსასრულებელი გადაწყვეტილება უნდა წარედგინოს აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიულ ორგანოს მოვალის ან მისი ქონების ადგილსამყოფლის მიხედვით, ან ამ კანონის III2 თავით განსაზღვრულ შემთხვევებში – კერძო აღმასრულებელს. აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის სააღსრულებო წარმოების დაწყების მოთხოვნით მიმართვისას ტერიტორიულობის პრინციპის დაცვა სავალდებულო არ არის, თუ კრედიტორს წარმოადგენს ფიზიკური პირი, კერძო სამართლის იურიდიული პირი ან პირთა გაერთიანება იურიდიული პირის შეუქმნელად. სააღსრულებო ფურცელს უნდა დაერთოს გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი. 4. სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან ქონების გამოთხოვისას სააღსრულებო ფურცელთან ან ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული გირავნობის მოწმობის მფლობელი მოგირავნის და უძრავი ქონების შემძენის განცხადებასთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს ქონების საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც გასცა კომპეტენტურმა პირმა ან ორგანომ. აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია არ დაეყრდნოს ქონების წარმოდგენილ შეფასებას და თავად შეაფასოს იგი. თუკი შეფასებისას აღმოჩნდება, რომ ქონება მეტი ღირებულებისაა, ვიდრე დაფიქსირებულია პირის მიერ წარმოდგენილ განცხადებაში და ამასთან ერთად დაწყებულია სააღსრულებო წარმოება, აღსრულების ეროვნული ბიურო კრედიტორს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაში, იგი ვალდებულია შეავსოს მის მიერ გადახდილი საფასური სრულ ოდენობამდე. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს კრედიტორისათვის სააღსრულებო ფურცლის/აღსასრულებელი გადაწყვეტილების დაბრუნებას აღუსრულებლად.“; 8 გ) მე–4 პუნქტის შემდეგ დაემატოს 41 პუნქტი: „41. იმ პირის განცხადების საფუძველზე, რომელსაც სურს აღსასრულებლად წარადგინოს ამ მუხლის მე–4 პუნქტით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილება, აღსრულების ეროვნული ბიურო, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ განსაზღვრული მომსახურების ტარიფების შესაბამისად დადგენილი საზღაურის სანაცვლოდ, უფლებამოსილია შეაფასოს ქონება. ასეთ შემთხვევაში სააღსრულებო წარმოება შესაძლებელია დაიწყოს ქონების საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის გარეშეც. აღსრულების ეროვნული ბიურო, მის მიერ ქონების შეფასების შემდეგ, კრედიტორს განუსაზღვრავს ვადას დადგენილი წინასწარი საფასურის გადახდისათვის. აღნიშნულ ვადაში კრედიტორის მიერ საფასურის გადაუხდელობა გამოიწვევს მისთვის სააღსრულებო ფურცლის/აღსასრულებელი გადაწყვეტილების დაბრუნებას აღუსრულებლად ’’ . 20. 28-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. აღსრულების ეროვნული ბიურო საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრებით სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე კრედიტორის განცხადების მიღებისთანავე მოვალე სახელმწიფო ორგანოს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უგზავნის წინადადებას ბიუჯეტის სახსრებით გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ.“ 21. 29-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. აღმასრულებელმა ყოველი სააღსრულებო მოქმედების განხორციელების შესახებ, გარდა აუქციონის ჩატარებისა, უნდა შეადგინოს ოქმი“. ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს; 22. 30-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 30. მოვალის ძებნა როდესაც მოვალის ადგილსამყოფელი უცნობია, ან როცა იგი სპეციალურად არიდებს თავს მოვალეობის შესრულებას, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს დასაბუთებული შუამდგომლობით, რომლის საფუძველზე სასამართლოს გამოაქვს განჩინება პოლიციის ორგანოების მეშვეობით მოვალის ძებნისა და მოყვანის შესახებ“. 23. 32-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. თუ ყადაღადადებული ქონება უკვე რეალიზებულია, მესამე პირი უფლებამოსილია მოვალეს, რომლის ვალდებულების გამო მოხდა მესამე პირის ქონების გასხვისება, 9 მოსთხოვოს ზიანის ანაზღაურება. მტკიცების ტვირთი, რომ ეს ქონება მას ეკუთვნოდა, აწევს მესამე პირს.’’; 24. 34-ე მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეზე სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან გასულია 10 წელი, გარდა ალიმენტის გადახდევინების შესახებ, შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე, დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ, დანაშაულით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნებისა, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ წარმოებული სააღსრულებო საქმეებისა; 25. 35-ე მუხლის: ა) სათაური და პირველი და 11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 35. სააღსრულებო ფურცლის/აღსასრულებელი გადაწყვეტილების დაბრუნება 1. სააღსრულებო ფურცელი/აღსასრულებელი გადაწყვეტილება, რომლითაც არ მოხდა ან ნაწილობრივ მოხდა აღსრულება, უბრუნდება კრედიტორს: ა) კრედიტორის განცხადებით; ბ) თუ მოვალე არ ცხოვრობს კრედიტორის მიერ მითითებულ მისამართზე, ან თუ იქ არ იმყოფება ქონება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოვალე იძებნება პოლიციის ორგანოების მეშვეობით; გ) თუ კრედიტორი, აღსრულების ეროვნული ბიუროს გაფრთხილების მიუხედავად, გაფრთხილებიდან 1 თვის ვადაშიც არ ასრულებს ამ კანონით დადგენილ უფლებამოვალეობებს, რის გამოც შეუძლებელი ხდება გადაწყვეტილების აღსრულება. დ) ამ კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში. ე) თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელია ფაქტობრივი გარემოების ან/და სამართლებრივი საფუძვლის გამო. ამ შემთხვევაში, სააღსრულებო საბუთის დაბრუნების საკითხს წყვეტს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე. ვ) თუ ამ კანონის 25–ე მუხლის მე–4 და 41 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში კრედიტორი, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ განსაზღვრულ ვადაში, არ შეავსებს წინასწარი საფასურის თანხას იმ ოდენობამდე, რომელიც დადგენილია აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ქონების შეფასების შედეგად ან არ შეიტანს წინასწარი საფასურის თანხას, თუ სააღსრულებო წარმოება დაიწყო კრედიტორის მიერ წინასწარი საფასურის გადახდის გარეშე. 10 11. თუ თანხის გადახდევინების შესახებ სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან 5 წლის განმავლობაში ვერ დაკმაყოფილდა კრედიტორის მოთხოვნა იმის გამო, რომ მოვალეს არ გააჩნია ქონება, რომლიდანაც შესაძლებელია გადახდევინება, სააღსრულებო ფურცელი/აღსასრულებელი გადაწყვეტილება უბრუნდება კრედიტორს, გარდა ალიმენტის გადახდევინების შესახებ, შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე, დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ, დანაშაულით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნებისა, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ წარმოებული სააღსრულებო საქმეებისა. “; ბ) მე–2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ‘’ 2. სააღსრულებო ფურცლის/აღსასრულებელი გადაწყვეტილების დაბრუნებისას აღსრულებისათვის განხორციელებული ყველა ღონისძიება უქმდება, ხოლო ამ კანონით დადგენილი გადაწყვეტილების აღსრულების ხანდაზმულობის ვადა ჩერდება ამავე საქმესთან დაკავშირებით ახალი სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე.’’ 26. 36–ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სასამართლო უფლებამოსილია შეაჩეროს აღსრულება: ა) მოვალე იურიდიული პირის ლიკვიდაციისას – მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე, თუ სასამართლოს მიერ განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობით დაიშვება უფლებამონაცვლეობა; ბ) მოვალის მიერ დანიშვნამდე; ქმედუნარიანობის დაკარგვისას – მისი წარმომადგენლის გ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისათვის უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) მოქმედებაზე საჩივრის შეტანისას – გადაწყვეტილების მიღებამდე; დ) იმ ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ სარჩელის წარდგენისას, რომელზედაც მიქცეულია გადახდა, – სადავო ქონებაზე აღსრულების ნაწილში და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე; 11 ე) ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული უძრავი ქონების შემძენის განცხადების საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების შეჩერების მოთხოვნით სარჩელის/განცხადების წარდგენისას – გადაწყვეტილების მიღებამდე; ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.“ ბ) მე-2 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ)კრედიტორის ან მოვალის გარდაცვალებისას, სასამართლოს მიერ უფლებამონაცვლის დადგენამდე და მოვალის ქონების უფლებამონაცვლეზე რეგისტრაციამდე; დ) ამ კანონის 184 მუხლით გათვალისწინებული მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების განწილვადებისას საქმის წარმოების განახლებამდე;“ გ) მე–2 პუნქტის „ე’’ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები: „ვ) ამ კანონის 25–ე მუხლის მე–4 და მე–41 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში კრედიტორისათვის საფასურის გადახდის ვადის განსაზღვრისას ამ ვადის ამოწურვამდე; ზ) განსაკუთრებულ შემთხვევაში აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადით.“ 27. 38-ე მუხლის: ა) 61 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „61. აღსრულების საქმეზე სახელმწიფო ბაჟის, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი წესებით დაკისრებული ჯარიმების, ზიანის ანაზღაურების ან/და საურავის აღსრულების საფასური განისაზღვრება შემდეგნაირად: ა) 100 ლარამდე სახელმწიფო ბაჟის, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი წესებით დაკისრებული ჯარიმების, ზიანის ანაზღაურების ან/და საურავის შემთხვევაში – სახელმწიფო ბაჟის, ჯარიმის/საურავის თანხის 25%, მაგრამ არანაკლებ 20 ლარისა; ბ) 100 ლარიდან 200 ლარამდე სახელმწიფო ბაჟის, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი წესებით დაკისრებული ჯარიმების, ზიანის ანაზღაურების ან/და საურავის შემთხვევაში – სახელმწიფო ბაჟის ჯარიმის/საურავის თანხის 20%, მაგრამ არანაკლებ 30 ლარისა; გ) 200 ლარიდან 500 ლარამდე სახელმწიფო ბაჟის, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი წესებით დაკისრებული ჯარიმების, ზიანის ანაზღაურების ან/და საურავის შემთხვევაში – სახელმწიფო ბაჟის ჯარიმის/საურავის თანხის 15%, მაგრამ არანაკლებ 40 ლარისა; დ) 500 ლარი ან 500 ლარზე მეტი სახელმწიფო ბაჟის, ადმინისტრაციულსამართლებრივი წესებით დაკისრებული ჯარიმების, ზიანის ანაზღაურების ან/და 12 საურავის შემთხვევაში – სახელმწიფო ბაჟის ჯარიმის/საურავის თანხის 7%, მაგრამ არანაკლებ 50 ლარისა.“; ბ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გადაწყვეტილებების, აგრეთვე სისხლისსამართლებრივი, გარდა ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სასარგებლოდ გადასახდელი თანხების, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელი თანხების, მათ შორის, სახელმწიფო ბაჟის, და ამ კანონის მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების აღსრულების საფასური წინასწარ არ გადაიხდევინება. საფასურის გადახდა მოვალეს აღსრულების დაწყებისთანავე ეკისრება.” 28. 39-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გადაწყვეტილებების, აგრეთვე სისხლისსამართლებრივი და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი წესებით დაკისრებული ჯარიმების, საქართველოს სახელმწიფო ავტონომიური რესპუბლიკებისა ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელი თანხების, მათ შორის, სახელმწიფო ბაჟის, ამ კანონის 901 მუხლით გათვალისწინებული აქტების, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების, ამავე კანონის 38-ე მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში აღსრულების დაფინანსება შესაძლებელია განხორციელდეს საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრებით. ბ)მე- 4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით გაწეული ქონების შენახვის, ტრანსპორტირების, შეფასების, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საკუთრების უფლების აღიარების ან/და დადგენის პროცედურების განხორციელებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯი, დაეკისრება მოვალეს და ამოიღება აღსასრულებელ მოთხოვნასთან ერთად, თუ ეს ხარჯი გაღებულია აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მესამე 13 პირთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე და შესაძლებელია მისი დადასტურება შესაბამისი დოკუმენტაციით“. 29. 391 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 391. აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანილი თანხის დაბრუნება 1. პირს უფლება აქვს, მოითხოვოს აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე თავის მიერ შეტანილი თანხა, რომელიც ექვემდებარება დაბრუნებას, აღსრულების ეროვნული ბიუროს შეტყობინების მიღებიდან 1 თვის ვადაში. 2. პირის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლების განუხორციელებლობის შემთხვევაში, თანხა მიექცევა აღსრულების ეროვნული ბიუროს საკუთრებაში.“ 30. მე-40 მუხლს: ა)მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი: „61. იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადებამდე აღმასრულებელი, კრედიტორის განცხადების საფუძველზე, ყადაღადადებულ ქონებას ამორიცხავს აღწერისა და დაყადაღების აქტიდან“; ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. არაუზრუნველყოფილი კრედიტორის სასარგებლოდ იძულებითი აღსრულების განხორციელებისას, თუ მოვალის ქონებაზე ყადაღის დადების შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს ამ ქონებაზე აუქციონის წესით რეალიზაციის შესახებ განკარგულების გამოცემისა, მოგირავნე განაცხადებს ამ ქონებაზე თავის უფლებას და აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარუდგენს გირავნობის უფლების დამადასტურებელ ამონაწერს შესაბამისი რეესტრიდან, აღსრულების ეროვნული ბიურო ამ ქონებას ყადაღისაგან ათავისუფლებს.“; 31. 47-ე მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. თუ ქონების აღწერისას ფასების დადგენა შეუძლებელია, ქონებას ყადაღის დადების რეგისტრაციის შემდეგ შეაფასებს აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეული ან აღსრულების ეროვნული ბიუროს დავალებით სხვა კომპეტენტური პირი. ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. სააღსრულებო წარმოების მხარეებს სააღსრულებო წარმოების დაწყებისას ან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ქონების შეფასებამდე უფლება აქვთ 14 წარმოადგინონ ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის შესახებ ექსპერტის დასკვნა, რომლის მიხედვით ქონება შეფასებულია სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე 6 თვის განმავლობაში. აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია დაეყრდნოს სააღსრულებო წარმოების მხარის მიერ წარმოდგენილ დასკვნას, ხოლო თუ ერთსა და იმავე ქონებაზე დასკვნა წარმოადგინა ორივე მხარემ ერთ–ერთ დასკვნას. მხარის მიერ წარმოდგენილი დასკვნის დასაშვებად მიჩნევის მიზანშეწონილობის საკითხს წყვეტს აღსრულების ეროვნული ბიურო.“; 32. 50-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. აღსრულების ეროვნული ბიურო ან მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე სხვა პირი მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადებიდან 2 თვეში, ხოლო ამ კანონის 47–ე მუხლის მე–3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან 1 თვის ვადაში, მისი რეალიზაციის მიზნით აცხადებს საჯარო აუქციონს.“; ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. თუ სარეალიზაციო ყადაღადადებულ მოძრავ ქონებაზე საგადასახადო გირავნობის უფლების წინ რეგისტრირებულია საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სადაზღვევო ორგანიზაციის, საერთაშორისო ან „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტის გირავნობის უფლება და თუ ვალდებულება, წარმოშობილია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების რეგისტრაციამდე, გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხიდან, საფასურისა და აღსრულების ხარჯის დაფარვის შემდეგ, პირველ რიგში დაკმაყოფილდება ამ პუნქტში ჩამოთვლილ პირთა მოთხოვნები, ხოლო შემდეგ – საგადასახადო ორგანოს მოთხოვნა. გ)მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. იმ შემთხვევაში, თუ სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობს სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საქართველოს ეროვნული ბანკის სასარგებლოდ, ასევე ამ კანონის მე–2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით და ქონების რეალიზაცია მეორე განმეორებით აუქციონზეც არ მოხდება, გამოიყენება ამ კანონის 771 მუხლით დადგენილი წესი. 33. 51-ე მუხლი ამოღებულ იქნეს; 34. 62-ე მუხლის: 15 ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 2. უძრავი ქონების სხვადასხვა სააღსრულებო ბიუროს სამოქმედო ტერიტორიებზე არსებობის შემთხვევაში ან/და ერთიდაიგივე მოვალის მიმართ ორი ან მეტი სააღსრულებო ბიუროს მიერ აღსრულების განხორციელებისას, გადაწყვეტილებას აღსრულების ქვემდებარეობის შესახებ იღებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე. ბ)მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს; 35. 69-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1. იძულებით აუქციონს ამ კანონით დადგენილი წესით ატარებს აღსრულების ეროვნული ბიურო ან სხვა პირი მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. თუ მოვალე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ქონების მესაკუთრედ, მაშინ აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს განკარგულებას იძულებითი აუქციონის დანიშვნის შესახებ. ამ შემთხვევაში იძულებითი აუქციონი ტარდება ქონებაზე ყადაღის დადებიდან 2 თვის ვადაში, ხოლო ამ კანონის 47–ე მუხლის მე–3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან 1 თვის ვადაში.“. ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები: 11. თუ მოვალე საჯარო რეესტრში არ არის რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრედ, აღსრულების ეროვნული ბიურო საჯარო რეესტრის მეშვეობით უზრუნველყოფს ინფორმაციის მოძიებას ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის ან/და ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში მოვალის სახელზე რიცხული ქონების თაობაზე. 12. იმ შემთხვევაში, თუ ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან მოძიებული შესაბამისი ცნობით დადასტურდება, რომ მოვალის სახელზე რიცხულია უძრავი ქონება, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია დაადოს ყადაღა ამ ქონებას და განახორციელოს აღსრულება ამ კანონით დადგენილი წესით. მოვალე ან პირი, რომელიც ამტკიცებს, რომ ეს ქონება მას ეკუთვნის უფლებამოსილია წარუდგინოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს საკუთრების უფლებადამდგენი მტკიცებულებები, რომელთა სარწმუნოდ მიჩნევის შემთხვევაში, აღსრულების ეროვნული ბიურო არ გაატარებს ან/და გააუქმებს ასეთი ქონების მიმართ იძულებითი აღსრულების ღონისძიებებს. თუ ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის და მტკიცებულებების შეფასების შედეგად აღმოჩნდება, რომ ქონების გასხვისება განხორციელდა მოვალის წინააღმდეგ სააღსრულებოს წარმოების დაწყების შემდეგ, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია მიაქციოს ეს ქონება აღსასრულებლად. სააღსრულებო წარმოების ფარგლებში ქონების რეალიზაციის შემთხვევაში მისი შემძენი ხდება ამ ქონების მესაკუთრე. მესამე პირი, რომელიც მიიჩნევს რომ ქონების რეალიზაციის 16 შედეგად დაირღვა მისი უფლება ან/და მას მიადგა ზიანი უფლებამოსილია წაუყენოს პრეტენზია მოვალეს. 36. 70–ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადების დღიდან დაუშვებელია აუქციონის (სააღსრულებო წარმოების) შეწყვეტა, შეჩერება, გადადება, ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება, ამ კანონის 35-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით სააღსრულებო ფურცლის დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარადგენს დასაბუთებულ წერილობით მოთხოვნას ან განსაკუთრებული ვითარების გამო ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე“. ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მოვალე ან სხვა პირი უფლებამოსილია გადაიხადოს საფასურის, აღსრულების ხარჯის, კრედიტორის მოთხოვნის დასაფარავად საჭირო თანხა იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადებამდე. იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადების შემდეგ მოვალის ან მოვალის ინტერესებისათვის სხვა პირის მიერ საფასურის, აღსრულების ხარჯის და კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის შემთხვევაში, აღსრულების ეროვნული ბიურო, აუქციონის დასრულების შემდეგ, მოახდენს თანხის განაწილებას საერთო წესით. თუკი მოვალის მიერ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე ჩარიცხული თანხის და აუქციონზე ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის ჯამი გადააჭარბებს აღსრულების საფასურის, აღსრულების ხარჯის და კრედიტორის მოთხოვნის ოდენობას, აღსრულების ეროვნული ბიურო ნამეტ თანხას დაუბრუნებს მოვალეს, თუკი მოვალის მიმართ არ წარმოებს სხვა სააღსრულებო წარმოება იმავე ან/და სხვა კრედიტორის სასარგებლოდ და ასეთი წარმოების ფარგლებში მოვალეს არ ეკისრება რაიმე სახის გადახდევინება. ‘’ 37. 75-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. თუ იძულებით აღსრულებას ახორციელებს კრედიტორი, რომლის მოთხოვნაც არ არის უზრუნველყოფილი, საკუთრების გადასვლის მიუხედავად, ქონებაზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უფლებები უცვლელი რჩება. თუ იძულებით აღსრულებას ახორციელებს იპოთეკარი, საკუთრების გადასვლის შედეგად უქმდება ყველა სანივთო უფლება (გარდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებისა), 17 რომლებიც ქონებაზე რეგისტრირებულია იძულებითი აღსრულების განმახორციელებელი კრედიტორის იპოთეკის შემდეგ. თუ იძულებითი აღსრულების განმახორციელებელი იპოთეკარია საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, სადაზღვევო ორგანიზაცია, საერთაშორისო ან „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტი, საკუთრების გადასვლის შედეგად უქმდება ქონებაზე ასეთი კრედიტორის იპოთეკის შემდეგ რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებაც, თუ ვალდებულება, რომლის გამოც განხორციელდა იძულებითი აღსრულება, წარმოშობილია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების რეგისტრაციამდე. ქონებაზე ადრე რეგისტრირებული უფლებები (მათ შორის, საგადასახადო გირავნობის/ იპოთეკის უფლება) ყველა შემთხვევაში უცვლელი რჩება.“ გ) მე-5-მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 5. სააღსრულებო წარმოებისას გაყიდული ქონების ახალი მესაკუთრე იკავებს ძველი მესაკუთრის ადგილს და ხდება საკუთრების გადასვლის მომენტში ამ ქონების ფლობასთან ან/და სარგებლობასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე. 6. ქონების ახალ მესაკუთრეზე გადასვლის მომენტიდან ძველი მესაკუთრე კარგავს ყოველგვარ უფლებას ამ ქონებაზე. დ) მე–7 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ე) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე–8 და მე–9 პუნქტები: 8. თუ დადგენილი წესით გამართული აუქციონი, რომელიც შედგება პირველი და ორი განმეორებითი აუქციონისაგან, უშედეგო აღმოჩნდა და ქონება არ გაიყიდა, ქონება თავისუფლდება იძულებითი რეალიზაციის განმახორციელებელი კრედიტორის სასარგებლოდ დადებული ყადაღისაგან. აღნიშნულ ქონებაზე იმავე მოთხოვნასთან დაკავშირებით იმავე კრედიტორის სასარგებლოდ სააღსრულებო წარმოება აღარ განხორციელდება. აღნიშნული ქონება უბრუნდება მოვალეს, გარდა ამ კანონის 69-ე მუხლის მე–4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, როდესაც აღნიშნულ ქონებაზე აღსრულებას გააგრძელებს ის აღმასრულებელი, რომლის ყადაღაც მომდევნო რიგშია რეგისტრირებული. 9. იმ შემთხვევაში, თუ სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობს სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საქართველოს ეროვნული ბანკის სასარგებლოდ, ასევე ამ კანონის მე–2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით საგადასახადო ორგანოს სასარგებლოდ და ქონების რეალიზაცია მეორე განმეორებით აუქციონზეც არ მოხდება, გამოიყენება ამ კანონის 771 მუხლით განსაზღვრული წესი. 38. 761 მუხლი ამოღებულ იქნეს; 18 39. 771 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 771. ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში ნატურით გადაცემა 1. თუ სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობს სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საქართველოს ეროვნული ბანკის სასარგებლოდ, ასევე ამ კანონის მე–2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით საგადასახადო ორგანოს სასარგებლოდ და ქონების რეალიზაცია მეორე განმეორებით აუქციონზეც არ მოხდება, აღსრულების ეროვნული ბიურო მიმართავს ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცევის განმახორციელებელ სახელმწიფო ორგანოს რეალიზაციას დაქვემდებარებული ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში ნატურით გადაცემის თაობაზე შეთავაზებით და აღნიშნულის შესახებ აცნობებს იმ ორგანოს, რომლის სასარგებლოდაც წარმოებს აღსრულება. 2. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართვიდან 7 კალენდარული დღის ვადაში, ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცევის განმახორციელებელი სახელმწიფო ორგანო უფლებამოსილია განაცხადოს თანხმობა ან უარი ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში ნატურით მიღებაზე. თუ სახელმწიფო ორგანო დადგენილ ვადაში განაცხადებს უარს ან არ განაცხადებს თანხმობას სახელმწიფოს საკუთრებაში ქონების მიღებაზე, აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს მესამე განმეორებითი აუქციონის ჩატარებას და ქონების საერთო წესით რეალიზაციას. 3. სახელმწიფოს საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემის თაობაზე ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში თანხმობის მიღების შემთხვევაში, აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს განკარგულებას სახელმწიფოს საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემის შესახებ, რომელიც გადაეცემა ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის განმახორციელებელ ორგანოს, ხოლო ასლი ეგზავნება იმ ორგანოს, რომლის სასარგებლოდაც წარმოებდა აღსრულება. 4. განკარგულება სახელმწიფოს საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემის შესახებ უნდა შეიცავდეს: ა) ქონების მესაკუთრის (მოვალის) მონაცემებს; ბ) ქონების დასახელებას (მდებარეობას) და მოკლე დახასიათებას; გ) იმ ორგანოს დასახელებას, რომლის სასარგებლოდაც წარმოებდა აღსრულება; დ) ქონების ღირებულებას. 5. ნატურით გადაცემისას ქონების ღირებულება განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მეორე განმეორებითი აუქციონისათვის დადგენილი საწყისი ფასით. 6. თუ აღსრულება წარმოებდა შესაბამისი ორგანოს სასარგებლოდ, რომელსაც გააჩნდა არაუზრუნველყოფილი მოთხოვნა მოვალის მიმართ, სახელმწიფოს საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემის შემთხვევაში ამ ქონებასთან დაკავშირებით საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სანივთო უფლებები უცვლელი რჩება. 19 7. თუ აღსრულება წარმოებდა შესაბამისი ორგანოს სასარგებლოდ, რომელსაც გააჩნდა უზრუნველყოფილი მოთხოვნა მოვალის მიმართ, მათ შორის ქონებაზე რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება, სახელმწიფოს საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემის შემთხვევაში უქმდება ამ ორგანოს გირავნობის/იპოთეკის შემდეგ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სანივთო უფლებები. 8. ქონების ნატურით მიღების შემთხვევაში სახელმწიფო იკავებს ძველი მესაკუთრის ადგილს და ხდება საკუთრების გადასვლის მომენტში ამ ქონების ფლობასთან ან/და სარგებლობასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი. 40. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 772 მუხლი: მუხლი 772 სამართლებრივი აქტების გამოცემა მართვის ავტომატური საშუალებებით 1. აღსრულების ეროვნული ბიუროს სამართლებრივი აქტები, მათ შორის იძულებითი აუქციონის დანიშვნის, ქონებაზე საკუთრების უფლების წარმოშობის, აუქციონის შედეგის გაუქმების შესახებ განკარგულება, შესაძლებელია გამოიცეს მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით და გამოქვეყნდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს ან სხვა ოფიციალურ ვებგვერდზე, რომელსაც განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. 2. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მართვის ავტომატური საშუალებებით გამოცემული სამართლებრივი აქტების და სხვა დოკუმენტაციის ამონაბეჭდს აქვს იგივე იურიდიული ძალა, რაც თავად მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით გამოცემულ დოკუმენტს. ასეთი ამონაბეჭდი არ საჭიროებს ასლის დედანთან სისწორის დამოწმებას. ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 41. 823 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ „ე) სახელმწიფო, ავტონომიურ რესპუბლიკების ან/და ადგილობრივ ბიუჯეტსა და არასაბიუჯეტო ფონდებში თანხების გადახდის შესახებ;“ მუხლი 2. 1. ამ კანონის ამოქმედებამდე გამოცხადებული აუქციონი დასრულდეს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული წესით. მუხლი 3 ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 1 ივლისიდან. 20
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე: „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზია იმ ცვლილებების შეტანის აუცილებლობა, რომელიც უზრუნველყოფს სააღსრულებო პროცესის სრულყოფილად განხორციელებას. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია სააღსრულებო პროცესის მაქსიმალური დახვეწა აღსრულების ქმედითობის ამაღლების უზრუნველსაყოფად. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად კანონის მე-3 მუხლს ემატება ნორმები (12 , 13 და 14 პუნქტები) რომელთა თანახმადაც: – აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილი იქნება კონკრეტული სააღსრულებო საქმეების წარმოებისას მიმართოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს მოვალის საკუთრებაში არსებული შენობისათვის მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის განსაზღვრის თაობაზე და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ამ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის განხორციელებისათვის. აღნიშნული ფუნქცია განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის დადგენილებითაც. ეს ცვლილება ემსახურება აღსრულების მიზანს, რადგანაც აუქციონზე შესაძლებელია მხოლოდ საჯარო რეესტრში აღრიცხული ქონების რეალიზაცია; – აღსრულების ეროვნული ბიურო განახორციელებს ქონების შეფასების მომსახურებას ყველა დაინტერესებული პირისათვის; – აღსრულების ეროვნული ბიურო განახორციელებს მეურვის, გაკოტრების მმართველის ფუნქციებს და სააუქციონო მომსახურებას გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოებისას, რაც უფრო ეფექტურს გახდის გადახდისუუნარობის პროცესს. კანონის მე-4 მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი ნორმა უფლებას ანიჭებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს მოახდინოს თავისი უფლებამოსილების დელეგირება. კანონპრეოქტით იხვეწება აღმასრულებლის მოქმედების აღსრულების ეროვნულ ბიუროში გასაჩივრებასთან დაკავშირებული ცალკეული პუნქტები. კანონპროექტით მარტივდება სააღსრულებო წარმოების დაწყება ისეთი კრედიტორებისათვის, რომლებიც მოითხოვენ ქონების გადაცემას. ასეთი კრედიტორი აღარ 21 იქნება ვალდებული წარადგინოს ექსპერტის დასკვნა ქონების საბაზრო ღირებულების თაობაზე. აღსრულების ეროვნული ბიურო, კრედიტორის განცხადების საფუძველზე, თავად შეაფასებს ქონებას საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ განსაზღვრული მომსახურების ტარიფების შესაბამისად დადგენილი საზღაურის სანაცვლოდ. ასეთ შემთხვევაში სააღსრულებო წარმოება შესაძლებელი იქნება დაიწყოს ქონების საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის გარეშეც. ამასთან აღსრულების ეროვნული ბიურო, ქონების შეფასების შემდეგ, კრედიტორს განუსაზღვრავს ვადას დადგენილი წინასწარი საფასურის გადახდისათვის და თუ ამ ვადაში კრედიტორი საფასურს არ გადაიხდის მას სააღსრულებო ფურცლის/აღსასრულებელი გადაწყვეტილების დაუბრუნდება აღუსრულებლად. კანონპროექტით 69-ე მუხლს ემატება 11 და 12 პუნტები, რომლის თანახმადაც, თუ მოვალე საჯარო რეესტრში არ იქნება რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრედ, აღსრულების ეროვნული ბიურო საჯარო ინფორმაციის მოძიებას ტექნიკური რეესტრის მეშვეობით უზრუნველყოფს ინვენტარიზაციის არქივიდან უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის ან/და ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში მოვალის სახელზე რიცხული ქონების თაობაზე. რის შემდგომაც აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილი იქნება დაადოს ყადაღა ამ ქონებას და განახორციელოს აღსრულება. მოვალე ან პირი, რომელიც დაამტკიცებს, რომ ეს ქონება მას ეკუთვნის უფლებამოსილი იქნება წარუდგინოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს საკუთრების უფლებადამდგენი მტკიცებულებები, რომელთა სარწმუნოდ მიჩნევის შემთხვევაში, აღსრულების ეროვნული ბიურო არ გაატარებს ან/და გააუქმებს ასეთი ქონების მიმართ იძულებითი აღსრულების ღონისძიებებს. იმავდროეულად კანონპროექტის თანახმად, თუ ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის და მტკიცებულებების შეფასების შედეგად აღმოჩნდება, რომ ქონების გასხვისება განხორციელდა მოვალის წინააღმდეგ სააღსრულებოს წარმოების დაწყების შემდეგ, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილი იქნება მიაქციოს ეს ქონება აღსასრულებლად. მესამე პირი, რომელიც მიიჩნევს რომ ქონების რეალიზაციის შედეგად დაირღვა მისი უფლება ან/და მას მიადგა ზიანი უფლებამოსილი იქნება წაუყენოს პრეტენზია მოვალეს. კორექტირდება იძულებითი აუქციონის პრინციპი და ახლებურად რეგულირდება ქონების ნატურით გადაცემასთან დაკავშრიბული საკითხები. აუქციონი შედგება პირველი და ორი განმეორებითი აუქციონისაგან. იმ შემთხვევაში, თუ მესამე განმეორებითი აუქციონი უშედეგო აღმოჩნდა, ქომენა დაუბრუნდება მოვალეს. ქონების ნატურით გადაცემა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის შემთხვევაში, თუ სააღსრულებო წარმოება განხორციელდება სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საქართველოს ეროვნული ბანკის სასარგებლოდ, ასევე ამ კანონის მე–2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით (გადასახადის გადამხდელის) საგადასახადო (სასამართლოს გადაწყვეტილება მოვალის გირავნობით/იპოთეკით დატვირთული, 22 ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შესახებ) განსაზღვრული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით საგადასახადო ორგანოს სასარგებლოდ. კანონპროექტი ითვალისწინებს სამართლებრივი აქტების მართვის ავტომატური საშუალებებით გამოცემის შესაძლებლობას, რაც გულისხმობს იმას, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს სამართლებრივი აქტები, მათ შორის იძულებითი აუქციონის დანიშვნის, ქონებაზე საკუთრების უფლების წარმოშობის, აუქციონის შედეგის გაუქმების შესახებ განკარგულება, შესაძლებელი იქნება გამოიცეს მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით და გამოქვეყნდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს ან სხვა ოფიციალურ ვებგვერდზე, რომელსაც განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. ასეთ დოკუმენტაციის ამონაბეჭდს ექნება იგივე იურიდიული ძალა, რაც თავად მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით გამოცემულ დოკუმენტს და ამონაბეჭდს და არ დასჭირდება ასლის დედანთან სისწორის დამოწმება. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო. კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან აუცილებელი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ ახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები. კანონპროექტის თანახმად სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები არ ეკისრება. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: ფინანსურ შედეგებს არ გამოიწვევს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი საერთო წესი. 23 გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. მასში აღინიშნება: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან; არ მოდის წინააღმდეგობაში ევროკავშირის დირექტივებთან. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან. კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან; კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: აღნიშნული პროექტის მომზადებაში მონაწილობა არ მიუღიათ. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: არ არსებობს. დ.გ) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები ანდრო ალავიძე და ზვიად კუკავა. დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები ანდრო ალავიძე და ზვიად კუკავა. 24