„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’
- „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’ საქართველოს კანონის პროექტი
- „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
I მოსმენა
✓ 75 ✗ 0
II მოსმენა
✓ 61 ✗ 0
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-05-30
ბიუროს ნომერი 185
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე’’
მუხლი 1. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“
საქართველოს კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N9, 31.03.2007, მუხ. 87) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1.
26-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 26. მეურვე
1.
მეურვეს, გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას წარმოადგენს აღსრულების
ეროვნული ბიურო, რომელსაც სასამართლო უგზავნის გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების
წარმოებაში მიღების თაობაზე განჩინებას და აცნობებს მეურვედ მისი დანიშვნის შესახებ.
2. მეურვის უფლება-მოვალეობებია:
ა) განახორციელოს კონტროლი საწარმოს მართვასა და წარმომადგენლობაზე
უფლებამოსილების ვადის განმავლობაში;
თავისი
ა1) სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების
თაობაზე სასამართლოს განჩინების საფუძველზე დანიშვნიდან (განჩინების ჩაბარებიდან) 3 სამუშაო
დღის ვადაში მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში
დაარეგისტრიროს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება; (27.04.2010 N 2981)
ბ) განიხილოს და შეაფასოს მოვალის კრედიტორული და დებიტორული დავალიანებები;
გ) მოამზადოს მოხსენება მოვალის გადახდისუუნარობის შესახებ და წარუდგინოს იგი
სასამართლოს და მომრიგებელ საბჭოს;
დ) მოამზადოს და ორგანიზაციულად უზრუნველყოს კრედიტორთა კრება და კრედიტორთა
კომიტეტის სხდომა თავისი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში;
ე) მოთხოვნის შესაბამისად წარუდგინოს ინფორმაცია სასამართლოს და მომრიგებელ საბჭოს
გადახდისუუნარობის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე პროცედურების შესახებ;
ვ) შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას იგი დაზიანებისა და განადგურებისაგან;
ზ) განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებები, რომლებიც
დაკავშირებულია სამეურვეო ქონების განკარგვის უფლების შეზღუდვასთან; ამ საკითხზე
შეუთანხმებლობის შემთხვევაში სასამართლო ნებართვას გასცემს განჩინების ფორმით;
თ)
დაადგინოს
ყველა
კრედიტორი
და
დაუყოვნებლივ
გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ;
შეატყობინოს
მათ
25
ი)
თავისი უფლებამოსილების განხორციელების
ხელშეკრულებები და ისარგებლოს მესამე პირების მომსახურებით.
უზრუნველსაყოფად
დადოს
3. მეურვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული
აღსრულების
ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასურის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის
მინისტრი. მომსახურების საფასური ანაზღაურდება სამეურვეო ქონებიდან. გადახდისუუნარობის
საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში მეურვის მიერ გაწეულ ხარჯებს აანაზღაურებს
გადახდისუუნარობის საქმის აღძვრის ინიციატორი ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის
შესაბამისად.
4. მეურვეს უფლებამოსილება უწყდება ამ კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ან „გ“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების სასამართლოს მიერ დამტკიცებისთანავე,
ხოლო რეაბილიტაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში – ამ კანონის 44-ე მუხლის
მე-2 პუნქტის შესაბამისად, რეაბილიტაციის მმართველის დანიშვნის შესახებ კრედიტორთა
გადაწყვეტილების სასამართლოს მიერ დამტკიცებისთანავე.
5. კრედიტორს ან მოვალეს უფლება აქვს სასამართლოს მიმართოს მოტივირებული და
არგუმენტირებული შუამდგომლობით მეურვის წარმომადგენლის აცილების შესახებ. ამ საკითხზე
საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს კრედიტორის ან მოვალის მიერ მეურვის
წარმომადგენლის აცილების შესახებ განცხადების შეტანიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში.
2.
37-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 37. გაკოტრების მმართველი
1.
გაკოტრების პროცესში საწარმოს მართვასა და წარმომადგენლობას
ახორციელებს გაკოტრების მმართველი. გაკოტრების მმართველი აღჭურვილია „მეწარმეთა შესახებ“
საქართველოს კანონითა და შესაბამისი სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტთა მართვაზე,
ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირებისათვის მინიჭებული ყველა
უფლებამოსილებით. გაკოტრების პროცესში საწარმოს დირექტორს ხელმძღვანელობითი და
წარმომადგენლობითი უფლებამოსილება უჩერდება.
2.
თუ გაკოტრების მმართველი კრედიტორთა კრებაზე ვერ აირჩევა ან
კრედიტორები არ წარადგენენ გაკოტრების მმართველის კანდიდატურებს, მაშინ გაკოტრების
მმართველად სასამართლო ნიშნავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს.
3.
გაკოტრების მმართველი შესაძლებელია იყოს როგორც ფიზიკური, ისე
იურიდიული პირი. გაკოტრების მმართველი უნდა იყოს მხარეთაგან დამოუკიდებელი,
მიუკერძოებელი, კეთილსინდისიერი (იურიდიული პირის შემთხვევაში – საქმიანი რეპუტაციის
მქონე) პირი. გაკოტრების მმართველად არ შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელიც ახორციელებს
იმავე ან მსგავს საქმიანობას, როგორსაც მოვალე.
4.
რომლითაც
გაკოტრების მმართველსა და კრედიტორებს შორის იდება ხელშეკრულება,
განისაზღვრება გაკოტრების მმართველის უფლებამოსილების ფარგლები, მისი
26
ანაზღაურებისა და პასუხისმგებლობის საკითხები. პასუხისმგებლობის უზრუნველსაყოფად
შესაძლებელია საბანკო გარანტიის ან/და პასუხისმგებლობის დაზღვევის გამოყენება.
5.
გაკოტრების მმართველად აღსრულების ეროვნული ბიუროს დანიშვნის
შემთხვევაში
მმართველის
უფლებამოსილების
განხორციელებასთან
დაკავშირებული
აღსრულების ეროვნული ბიუროს
მომსახურების საფასურის ოდენობას განსაზღვრავს
საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
მომსახურების საფასური ანაზღაურდება სამეურვეო
ქონებიდან.
6.
კრედიტორთა მიერ არჩეული გაკოტრების მმართველის მიერ კანონით
გათვალისწინებული ვალდებულებების ჯეროვნად შეუსრულებოს შემთხვევაში, სასამართლო
უფლებამოსილია ერთ-ერთი კრედიტორის განცხადების საფუძველზე განიხილოს გაკოტრების
მმართველის შეცვლის საკითხი. განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო
გაკოტრების მმართველად ნიშნავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს. ცვლილებები უნდა
დარეგისტრირდეს ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული წესით.
7.
გაკოტრების მმართველი ვალდებულია დანიშვნიდან 3 სამუშაო დღის
ვადაში მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში
დაარეგისტრიროს გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.
3.
38–ე მუხლის:
ა) მე–2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. აუქციონზე სამეურვეო ქონების გაყიდვას
კრედიტორთა ინტერესების დაცვის
პრინციპების გათვალისწინებით ახორციელებს აღსრულების ეროვნული ბიურო.’’
ბ) მე–2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე–21 და მე–22 პუნქტები“:
„21. თუ გაკოტრების მმართველს არ წარმოადგენს აღსრულების ეროვნული ბიურო,
კრედიტორთა მიერ შერჩეული გაკოტრების მმართველი აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართავს
სააუქციონო მომსახურების გაწევის თაობაზე განაცხადით და წარუდგენს სასამართლოს მიერ
დამოწმებულ სააუქციონო დომუმენტაციას, რომელიც უნდა მოიცავდეს ზუსტ ინფორმაციას
მოვალის, კრედიტორებისა და მათი მოთხოვნების, სარეალიზაციო ქონების და მისი საბაზრო
ღირებულების შესახებ.
აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია მოითხოვოს
დამატებითი ინფორმაციის წარდგენა, თუ ეს აუცილებელია სააუქციონო მომსახურების
გაწევისათვის. სააუქციონო დოკუმენტაციის სრულად წარუდგენლობის შემთხვევაში აღსრულების
ეროვნული ბიურო უფლებამოსილია უარი განაცხადოს სააუქციონო მომსახურების გაწევაზე.
აღსრულების ეროვნული ბიუროს სააუქციონო მომსახურების საფასურის ოდენობას
22 .
განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. მომსახურების საფასური ანაზღაურდება
სამეურვეო ქონებიდან.“
გ) მე–3, მე–4 და მე–5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. აუქციონის ჩატარების შესახებ ინფორმაცია უნდა გავრცელდეს მასობრივი ინფორმაციის
საშუალების მეშვეობით. ინტერნეტის მეშვეობით ინფორმაციის გავრცელების შემთხვევაში
27
ოფიციალური ვებ–გვერდი, სადაც გამოქვეყნდება ინფორმაცია აუქციონის შესახებ, განისაზღვრება
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ.
4. აღსრულების ეროვნული ბიურო იღებს გადაწყვეტილებას აუქციონის ჩატარების შესახებ
და უზრუნველყოფს აუქციონის დაწყებამდე 14 დღით ადრე აუქციონის დაწყების თარიღის
თაობაზე ინფორმაციის გამოქვეყნებას.
5. აუქციონის ჩატარების შესახებ ინფორმაციაში მითითებული უნდა იყოს:
ა) აუქციონის დაწყების და დასრულების დრო (აუქციონის ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 7
დღეზე ნაკლები);
ბ) მოვალის სახელწოდება და იურიდიული მისამართი;
გ) სამეურვეო
აღწერილობა;
ქონების
ადგილმდებარეობა
და
მისი
მაქსიმალურად
შესაძლებელი
დ) სამეურვეო ქონების საწყისი ფასი;
ე) ფასის მატების ბიჯის ოდენობა;
ვ) აუქციონის სხვა პირობები.“
დ) მე–7, მე–8 და მე–9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. აუქციონის ჩატარების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ნებისმიერი პირი
უფლებამოსილია აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართოს აუქციონის თაობაზე დამატებითი
ინფორმაციის მიღების მიზნით. ინფორმაციის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს გაკოტრების
მმართველი.
8. აუქციონი ტარდება იმ წესითა და პირობებით, რაც გათვალისწინებულია იძულებითი
აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ საქართველოს
იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, გარდა ამ კანონით დადგენილი სპეციალური წესისა.
9. პირველი აუქციონი ტარდება გაკოტრების მმართველის არჩევიდან ან დანიშვნიდან 30
კალენდარული დღის შემდეგ მთლიანად სამეურვეო ქონების ერთიანი კომპლექსის სახით გაყიდვის
მიზნით. დაუშვებელია პირველ აუქციონზე სამეურვეო ქონების ნაწილ-ნაწილ გაყიდვა. სამეურვეო
ქონების საწყისი ფასი განისაზღვრება ექსპერტის დასკვნის საფუძველზე, ამ ქონების საბაზრო
ღირებულების 50 % –ით. აღსრულების ეროვნული ბიურო, მის მიერ გაკოტრების მმართველის
ფუნქციის განხორციელების შემთხვევაში, უფლებამოსილია თავად შეაფასოს და განსაზღვროს
სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულება ან მოიწვიოს კომპეტენტური პირი ქონების საბაზრო
ღირებულების განსაზღვრის მიზნით.“
ე) მე–10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. თუ პირველ აუქციონზე სამეურვეო ქონება ვერ გაიყიდა, მაშინ პირველი აუქციონის
ჩატარებიდან 30 დღის შემდეგ ტარდება მეორე აუქციონი. მეორე აუქციონი ცხადდება იმავე
ფორმით, რა ფორმითაც გამოცხადდა პირველი აუქციონი, და მიეთითება, რომ აუქციონი ტარდება
მეორედ. მეორე აუქციონზე სამეურვეო ქონების რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს როგორც
ერთიანი კომპლექსის სახით, ისე ნაწილ-ნაწილ. მეორე აუქციონზე სამეურვეო ქონების ნაწილ-ნაწილ
28
რეალიზაციის ფორმაზე გადაწყვეტილების ხმათა უმრავლესობით მიღება შეუძლიათ კრედიტორებს
პირველი აუქციონის დასრულებიდან 7 დღის
განმავლობაში. ამ შემთხვევაში კრედიტორები
თავად განსაზღვრავენ სამეურვეო ქონების თითოეული ლოტის საწყის ფასს. თუ კრედიტორები
დათქმულ ვადაში ვერ მიიღებენ გადაწყვეტილებას ზემოაღნიშნულ საკითხზე, მეორე აუქციონზე
სამეურვეო ქონება გაიყიდება ერთიანი კომპლექსის სახით. ამ შემთხვევაში სამეურვეო ქონების
საწყისი ფასი შეადგენს პირველ აუქციონზე სამეურვეო ქონების საწყისი ფასის 25 %–ს.“
ვ) მე–11 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ზ) მე–12 და მე–121 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. თუ მეორე აუქციონზე სამეურვეო ქონება ვერ გაიყიდა, უზრუნველყოფილ და ახალ
კრედიტორთა შეთანხმებით შესაძლებელია მოხდეს უზრუნველყოფილი კრედიტორების
დაკმაყოფილება მათთვის უზრუნველყოფის საგნების საკუთრებაში გადაცემით. ამ შემთხვევაში
საპროცესო ხარჯების და აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასურის გადახდა
ეკისრებათ უზრუნველყოფილ კრედიტორებს.
121. თუ მეორე აუქციონზე სამეურვეო ქონება ვერ გაიყიდა, კრედიტორები უფლებამოსილნი
არიან ქონება ნატურით მიიღონ საკუთრებაში მეორე აუქციონის ჩატარებიდან 60 დღის ვადაში, რის
შესახებაც შეთავაზების გაკეთებას უზრუნველყოფს გაკოტრების მმართველი. ქონების ნატურით
მიღებაზე უარი ჩაითვლება მოთხოვნაზე უარის თქმად და ქონება ნატურით განაწილდება შესაბამის
რიგში დარჩენილ კრედიტორებს შორის. ყველა რიგის კრედიტორების მიერ ქონების ნატურით
მიღებაზე უარი წარმოადგენს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტისა და საწარმოს
ლიკვიდაციის დაწყების საფუძველს. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში კრედიტორებს
შორის ქონების ნატურით განაწილება ხდება მისი საბაზრო ღირებულების მიხედვით, იმ
რიგითობით, როგორც განაწილდებოდა ამ ქონების გაყიდვით მიღებული თანხა. ერთიანი
კომპლექსის სახით არსებული ქონება კრედიტორებს გადაეცემათ საერთო წილობრივ საკუთრებაში.
საპროცესო ხარჯების და აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასურის გადახდა
ეკისრებათ ქონების ნატურით მიმღებ კრედიტორებს. „
თ) მე–16 და მე–17 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„16. აუქციონის დამთავრების შემდეგ დგება ოქმი, რომელშიც უნდა აისახოს აუქციონის
შედეგები.
17. აუქციონის შედეგების შესახებ ცნობა ქვეყნდება დაუყოვნებლივ ინფორმაციის იმავე
საშუალებებით, რომელთა მეშვეობით გამოქვეყნდა ინფორმაცია აუქციონის ჩატარების შესახებ.“
4.
მე–40 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 1. კრედიტორთა მოთხოვნები დაკმაყოფილდება შემდეგი რიგითობით:
ა) პირველი რიგი – საპროცესო ხარჯები და აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების
საფასური;
29
ბ) მეორე რიგი – გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე
სასამართლოს განჩინების გამოტანის თარიღიდან მოვალის მიმართ წარმოქმნილი დავალიანება;
გ) მესამე რიგი – მეურვის დანიშვნასთან და მის მიერ მოვალეობების შესრულებასთან
დაკავშირებული ყველა ხარჯი და ანაზღაურება;
დ) მეოთხე რიგი – ყველა უზრუნველყოფილი მოთხოვნა, მათ შორის, საქართველოს
საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით უზრუნველყოფილი მოთხოვნები;
ე) მეხუთე რიგი – საგადასახადო დავალიანებები, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით
გათვალისწინებული მოთხოვნებისა;
ვ) მეექვსე რიგი – ყველა დანარჩენი აღიარებული არაუზრუნველყოფილი მოთხოვნა;
ზ) მეშვიდე რიგი – დაგვიანებით წარდგენილი კრედიტორთა მოთხოვნები.
ბ) მე–41 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„41. გაკოტრების მმართველი კრედიტორთა წინასწარი წერილობითი თანხმობით
უფლებამოსილია, სამეურვეო ქონების რეალიზაციამდეც ან ამ ქონების რეალიზაციის პროცესშიც
დააკმაყოფილოს კრედიტორთა მოთხოვნები საერთო წესების დაცვით, გადახდისუუნარობის საქმის
წარმოების გახსნის მომენტისათვის მოვალის საკუთრებაში არსებული ან/და სამეურვეო ქონების
მთლიანად ან ნაწილ-ნაწილ რეალიზაციით მიღებული და აღსრულების ეროვნული ბიუროს
ასეთ შემთხვევაში უპირატესად უნდა იქნეს
ანგარიშზე განთავსებული თანხებიდან.
გათვალისწინებული საპროცესო ხარჯები, აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების
საფასური, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს
განჩინების გამოტანის თარიღიდან მოვალის მიმართ წარმოქმნილი დავალიანებები.“
5.
45–ე მუხლის მე–4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„4. სამეურვეო ქონების რეალიზაციით მიღებული თანხა განაწილდება გაკოტრების პროცესის
დასრულებისთანავე. დარჩენილი თანხის ნაწილი შეინახება აღსრულების ეროვნული ბიუროს
სადეპოზიტო ანგარიშზე 3 თვის ვადით.“
მუხლი 2.
ამ კანონის ამოქმედებამდე წარმოებული გადახდისუუნარობის საქმეები დასრულდეს ამ
კანონის ამოქმედებამდე არსებული წესით.
მუხლი 3
ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 1 აგვისტოდან.
30
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე:
„„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღების
მიზეზია
იმ
ცვლილებების
შეტანის
აუცილებლობა,
რომელიც უზრუნველყოფს გადახდისუუნარობის საქმეთა სრულყოფილად, გაჭიანურების
გარეშე განხორციელებას.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოებისას კრედიტორთა
ინტერესების
უზრუნველყოფის
მიზნით,
მეურვეთა
და
გაკოტრების
მმართველთა
საქმიანობის ხარისხის ამაღლება, მოვალის ქონების რეალიზაციის პროცედურის დახვეწა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად კანონის მე-26 მუხლი ადგენს ნორმას,
რომლის მიხედვით გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების
შემთხვევაში სასამართლო აღსრულების ეროვნულ ბიუროს ნიშნავს მეურვედ. აღნიშნული
ცვლილებით განხორციელდება სრულყოფილი კონტროლი საწარმოს მართვასა და
წარმომადგენლობაზე, უზრუნველყოფილი იქნება კრედიტორთა დროული მოწვევა და
კრებების ჩატარება, საწარმოს დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების ზუსტი
განსაზღვრა და სასამართლოსათვის ანგარიშების წარდგენა.
კანონის 37–ე მუხლის თანახმად, კრედიტორებს აქვთ უფლება თავად აირჩიონ
გაკოტრების მმართველი. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაკოტრების მმართველი ვერ იქნა
შერჩეული კრედიტორთა მიერ, სასამართლო დანიშნავს გაკოტრების მმართველად
აღსრულების ეროვნულ ბიუროს. ამასთან ერთად, თუ კრედიტორთა მიერ არჩეული
გაკოტრების მმართველი არაჯეროვნად შეასრულებს თავის ვალდებულებებს, სასამართლო
ერთ
–
ერთი
კრედიტორის
განცხადების
საფუძველზე
განიხილავს
გაკოტრების
მმართველის შეცვლის საკითხს, ხოლო განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში
მმართველად დანიშნავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს.
კანონის 38–ე მუხლის მიხედვით საწარმოს ქონების აუქციონის წესით რეალიზაციას
მოახდენს აღსრულების ეროვნული ბიურო. დაკორექტირდა აუქციონზე გასაყიდი ქონების
საწყისი ფასის ოდენობა, რათა იქნეს უზრუნველყოფილი ქონების რეალიზაცია. პირველ
აუქციონზე ქონების საწყისი ფასი შეადგენს მისი საბაზრო ღირებულების 50%, ხოლო მეორე
31
აუქციონზე – 25%. ქონების რეალიზაცია განხორციელდება იგივე წესით, რაც
გათვალისწინებულია
იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და
პროცედურების დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით,
გარდა ამ კანონით დადგენილი სპეციალური რეგულაციებისა. აღნიშნული წესი
გულისხმობს ონლაინ აუქციონის ჩატარებას ინტერნეტის მეშვეობით, რაც მნიშვნელოვნად
გაზრდის პოტენციური მყიდველების რაოდენობას. შესაბამისად, რედაქციულად დაიხვეწა
38–ე მუხლი. კრედიტორებისათვის ქონების საკუთრებაში ნატურით გადაცემის პრინციპი ამ
შემთხვევაში არ შეცვლილა.
აღსრულების ეროვნული ბიუროს ჩართულობა გადახდისუუნარობის საქმეთა
წარმოებაში განხორციელდება მეურვის, გაკოტრების მმართველის ფუნქციების
შესრულების და სააუქციონო მომსახურების გაწევის გზით. ასეთი მომსახურებისათვის
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი იქნება აღსრულების
ეროვნული ბიუროს საფასურის ოდენობა. აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის
მომსახურების საფასურის ანაზღაურება განხორციელდება სამეურვეო ქონებიდან.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა)
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსების წყარო.
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან აუცილებელი
ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ ახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები.
კანონპროექტის თანახმად სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები არ
ეკისრება.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
ფინანსურ შედეგებს არ გამოიწვევს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
32
საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი საერთო წესი.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. მასში
აღინიშნება:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან;
არ მოდის წინააღმდეგობაში ევროკავშირის დირექტივებთან.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან.
კანონპროექტის
მიღებით
არ
წარმოიქმნება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან;
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
აღნიშნული პროექტის მომზადებაში მონაწილობა არ მიუღიათ.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
არ არსებობს.
დ.გ) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები ანდრო ალავიძე
და ზვიად კუკავა.
დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორები
არიან საქართველოს პარლამენტის წევრები ანდრო
ალავიძე და ზვიად კუკავა.
33