„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ"

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
16.09.2011
ავტორი
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/343/7
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ"

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 75 ✗ 0
II მოსმენა
✓ 74 ✗ 0
III მოსმენა
✓ 72 ✗ 0
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-09-19
ბიუროს ნომერი 198

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსში (№31, 24 ივლისი, 1997, გვ. 1) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება: 1. 576-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 576. ცნება 1. ლიზინგის ხელშეკრულებით ლიზინგის გამცემი ვალდებულია ლიზინგის მიმღებს გადასცეს სარგებლობაში განსაზღვრული ქონება ხელშეკრულებით დათქმული ვადით, ამ ქონების შესყიდვის უფლებით ან ასეთი უფლების გარეშე, ხოლო ლიზინგის მიმღები ვალდებულია გადაიხადოს საზღაური დადგენილი პერიოდულობით, იმ პირობით, რომ: ა) ლიზინგის მიმღები განსაზღვრავს ქონებას და ირჩევს მიმწოდებელს, ვისგანაც ხდება ქონების შესყიდვა ან სხვაგვარად მიღება; ბ) ლიზინგის გამცემი იძენს ქონებას მისი ლიზინგით გასაცემად და იმავდროულად ლიზინგის გამცემი, თუ მიმწოდებლისთვის ეს ფაქტი ცნობილია. 2. მიმწოდებელი შეიძლება იყოს მიმწოდებლის ჩვეულებრივ საქმიანობას წარმოადგენს ქონების მიწოდება ან ლიზინგით გაცემა. ქონების შეძენა შეიძლება განხორციელდეს ასევე ლიზინგის მიმღებისგან. 3. ლიზინგით ერთხელ უკვე გაცემული ქონება ლიზინგის ხელშეკრულების დასრულებისას ან შეწყვეტისას განმეორებით შეიძლება გაიცეს ლიზინგით, მაგრამ იმისათვის, რომ მასზე გავრცელდეს ამ თავით განსაზღვრული დებულებები, ლიზინგის გამცემმა უნდა მოიპოვოს ლიზინგის მიმღებისგან ქონების დამოუკიდებელი შერჩევის დადასტურება. 4. ლიზინგის საგანს არ შეიძლება წარმოადგენდეს ფული, ფასიანი ქაღალდი, წილი ან პაი სამეწარმეო საზოგადოებაში“. 2. 577-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 577. ლიზინგის მიმღების უფლებები მიმწოდებლის მიმართ 1. ლიზინგის გამცემს და მიმწოდებელს შორის არსებული ხელშეკრულებით განსაზღვრული მიმწოდებელის ვალდებულებები არსებობს ლიზინგის მიმღების წინაშეც, თუმცა მიმწოდებელი არ აგებს პასუხს ერთდროულად ლიზინგის გამცემისა და ლიზინგის მიმღების მიმართ ერთსა და იმავე ზიანზე. 2. მიმღებს ლიზინგის გამცემი ვალდებულია მოთხოვნისთანავე დაუთმოს მისი უფლებები, რომლებიც უკავშირდება მიმწოდებელთან ლიზინგის დადებული ხელშეკრულების შესრულების მოთხოვნას. 3. მიმწოდებელთან დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა, რომელიც გავლენას ახდენს ლიზინგის მიმღების უფლებებზე, დასაშვებია მხოლოდ ლიზინგის მიმღების თანხმობით. 4. ამ მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 ნაწილების დებულებების საწინააღმდეგო მხარეთა შეთანხმება ბათილია. 5. ლიზინგის მიმღებს არ აქვს უფლება შეთანხმდეს მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების შეცვლაზე, შეწყვეტაზე ან მოშლაზე ლიზინგის გამცემის თანხმობის გარეშე.“. 3. 578-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 578. უფლებები ლიზინგის საგანზე 1. ლიზინგის საგანი ცალკე უფლების ობიექტია იმ შემთხვევაშიც, თუკი ის გახდება სხვა ნივთის ან არამატერიალური ქონებრივი სიკეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი. 2. ლიზინგის საგნის შემძენი იკავებს ლიზინგის გამცემის ადგილს და მასზე გადადის ლიზინგის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებები და მოვალეობები.“. 4. 579–ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 579. ვალდებულებების შესრულებაზე უარის დაუშვებლობა ლიზინგის ხელშეკრულებით არცერთ მხარეს არ აქვს უარის თქვას ვალდებულების შესრულებაზე, იმ მიზეზით, რომ მეორე მხარე არ ასრულებს თავის ვალდებულებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ადგილი აქვს ლიზინგის მიმღების მფლობელობის უფლების შეზღუდვას 5805 მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად.“. 5. 580–ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 580. ქონების მიღება 1. ქონების მიღება ხდება ლიზინგის მიმღების მიერ ლიზინგის გამცემისთვის ან მიმწოდებლისთვის დადასტურებით, რომ ქონება შეესაბამება მიმწოდებელთან დადებულ ხელშეკრულებას ან როდესაც ლიზინგის მიმღები არ აცხადებს ქონებაზე უარს მას შემდეგ, რაც მისი შემოწმების გონივრული შესაძლებლობა ქონდა ან როცა ლიზინგის მიმღები იწყებს ქონებით სარგებლობას. 2. ლიზინგის მიმღები, ქონების მიღების შემდეგ უფლებამოსილია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება მიმწოდებლისგან, თუკი ქონება არ შეესაბამება მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობებს. 3. ქონების მიღების შემდეგ ლიზინგის მიმღებზე გადადის ქონების დაღუპვის ან დაზიანების რისკი.“. 6. დაემატოს შემდეგი შინაარსის 5801-5806 მუხლები: „მუხლი 5801. ქონების მიწოდების პირობების დარღვევა 1. თუ ქონება არ მიეწოდა ლიზინგის მიმღებს, მიეწოდა ვადაგადაცილებით, ან ის არ შეესაბამება ლიზინგის პირობებს, ლიზინგის მიმღებს უფლება აქვს, არ მიიღოს ქონება და მიმწოდებლისგან მოითხოვოს იმგვარი ქონება, რომელიც შესაბამისობაში იქნება ხელშეკრულების პირობებთან ან/და მოითხოვოს მისგან ზიანის ანაზღაურება. 2. ქონების მიწოდების პირობების დარღვევისას ქონების დაღუპვის ან დაზიანების რისკი რჩება მიმწოდებელზე 5805 მუხლის დებულებათა გათვალისწინებით. მუხლი 5802. ლიზინგის მიმღების უფლებები მოთხოვნის დათმობისას ლიზინგის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ლიზინგის გამცემის მოთხოვნათა დათმობისას მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ სამოქალაქო კოდექსის 201–ე მუხლის მე–2 ნაწილისგან განსხვავებულ წესზე. მუხლი 5803. უნაკლო ქონების გადაცემის ვალდებულება 1. მიმწოდებელი პასუხისმგებელია, რომ ქონება იქნება ლიზინგის ხელშეკრულებით განსაზღვრულ მდგომარეობაში და გამოდგება იმ ჩვეულებრივი სარგებლობისთვის, რომლისთვისაც გამიზნულია ასეთი ქონება. 2. იმ ლიზინგის მიმღები პასუხისმგებელია იმ ზიანზე, რომელიც გამოწვეულია ქონების შესაბამისობით იმ აღწერილობასთან, რომელიც მან მიაწოდა ლიზინგის გამცემს ან მიმწოდებელს. მუხლი 5804 . ლიზინგის მიმღების ვალდებულებები ლიზინგის საგნის მოვლასთან და დაბრუნებასთან დაკავშირებით 1. ლიზინგის მიმღებმა სათანადოდ უნდა მოუაროს ლიზინგის საგანს, გამოიყენოს ის მიზნობრივად, იმ დანიშნულებით, რა დანიშნულებითაც ამ ქონებას ჩვეულებრივ იყენებენ და უნდა შეინარჩუნოს ის იმავე მდგომარეობაში, როგორშიც ჩაიბარა, ნორმალური ცვეთის გათვალისწინებით. 2. როცა ლიზინგის ხელშეკრულება განსაზღრავს ლიზინგის საგნის სათანადო მოხმარების ვალდებულებას ან მწარმოებელი ან მიმწოდებელი ადგენს წესებს ქონების მოხმარებასთან დაკავშირებით, ლიზინგის მიმღების მიერ სათანადო მოხმარების ვალდებულებასთან ან წესებთან შესაბამისობა ჩაითვლება ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ლიზინგის მიმღების ვალდებულების შესრულებად. 3. ლიზინგის ვადის დასრულებისას ან ლიზინგის შეწყვეტისას, ლიზინგის მიმღებმა, თუ ის არ იყენებს ან არ აქვს უფლება შეიძინოს ქონება ან დაიტოვოს ის ლიზინგით დამატებითი ვადით, ვალდებულია ქონება დაუბრუნოს ლიზინგის გამცემს ამ მუხლის პირველ ნაწილში განსაზღვრულ მდგომარეობაში. მუხლი 5805. ხელშეკრულების მოშლა 1. ლიზინგის გამცემს შეუძლია მოშალოს ხელშეკრულება, თუ ლიზინგის მიმღები არსებითად არღვევს თავის ვალდებულებებს. 2. ლიზინგის მიმღებს არ აქვს უფლება მოშალოს ლიზინგის ხელშეკრულება მას შემდეგ, რაც ლიზინგის საგანი მიღებულია მის მიერ, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ის ვეღარ ახორციელებს მფლობელობას ლიზინგის საგანზე ან მფლობელობის უფლება შეიზღუდება იმ პირის მიერ, რომელსაც უპირატესი უფლება აქვს ქონებაზე, თუკი ეს უფლებები ან პრეტენზიები გამომდინარეობს ლიზინგის გამცემის ბრალეული ქმედებიდან. ყველა სხვა შემთხვევაში, როდესაც ლიზინგის გამცემი არსებითად არღვევს თავის ვალდებულებებს, ლიზინგის მიმღები უფლებამოსილია მოითხოვოს მხოლოდ ზიანის ანაზღაურება და არა ხელშეკრულების მოშლა. მუხლი 5806. მფლობელობა და განკარგვა 1. ლიზინგის ვადის დასრულდებისას ან შეწყვეტისას, ლიზინგის გამცემს უფლება აქვს ქონება დაიბრუნოს მფლობელობაში და განკარგოს ის. 2. ლიზინგის მიმღებს უფლება აქვს მოსთხოვოს ლიზინგის გამცემს მისი მოქმედებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, თუ ლიზინგის გამცემი ქონებას მფლობელობაში დაიბრუნებს ლიზინგის მიმღების მფლობელობის არამართლზომიერი ხელშეშლის გზით ან თუ ლიზინგის გამცემს არ დაუწესებია დამატებითი ვადა 405-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ასეთი ვადის დაწესება 405-ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად არ არის საჭირო. ამასთან ლიზინგის მიმღებს არა აქვს უფლება მოითხოვოს მფლობელობის აღდგენა ლიზინგის საგანზე.“. 7. 1011–ე მუხლის მე–3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მწარმოებლად ითვლება აგრეთვე პირი, რომელსაც პროდუქტი გამოაქვს გაყიდვის, გაქირავების ან სხვა ფორმით სამეურნეო მიზნებით თავისი საქმიანი მოღვაწეობის სფეროში ამ კოდექსით გათვალისწინებული პირობების დაცვით.“. მუხლი 2. ძალადაკარგულად გამოც ხადდეს საქართველოს კანონი „სალიზინგო საქმიანობის ხელშეწყობის შესახებ“. მუხლი 3. გარდამავალი დებულებები ამ კანონის მოქმედება ვრცელდება მისი ამოქმედების შემდეგ დადებული ლიზინგის ხელშეკრულებების მიმართ. მუხლი 4. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე–15 დღეს. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზია ლიზინგთან დაკავშირებული საკითხების სამართლებრივი რეგულირების ეფექტური და მოქნილი მექანიზმის შექმნის აუცილებლობა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიღების მიზანია ლიზინგთან დაკავშირებული სამოქალაქო- სამართლებრივი რეგულაციების დახვეწა და მისი სრულყოფილად ჩამოყალიბება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის მიხედვით ცვლილებას განიცდის „ლიზინგის“ ცნება და ზუსტდება, რომ ლიზინგის მიმღებს ქონება გადაეცემა ამ ქონების შესყიდვის უფლებით ან ასეთი უფლების გარეშე. ამასთან, ყალიბდება სპეციალური პირობები, რომელთა დაცვითაც ხდება ლიზინგის მიმღების მიერ საზღაურის გადახდა შესაბამისი პერიოდულობით. განიმარტება, რომ ლიზინგის საგანს არ შეიძლება წარმოადგენდეს ფული, ფასიანი ქაღალდი, წილი ან პაი სამეწარმეო საზოგადოებაში. კანონპროექტით დაწვრილებით რეგულირდება ლიზინგის მიმღების უფლებები. ამასთან, განისაზღვრება ქონების მიღების პროცედურები. კანონპროექტის მიხედვით, კოდექსს ემატება 5801-5806 მუხლები. 5801 მუხლი განსაზღვრავს ქონების მიწოდების პირობების დარღვევის შედეგებს და ლიზინგის სმიმღების უფლებას მოითხოვოს მიმწოდებლისაგან ზიანის ანაზღაურება. 5802 მუხლი არეგულირებს ლიზინგის მიმღების უფლებებს მოთხოვნის დათმობისას და განსაზღვრავს, რომ ლიზინგის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ლიზინგის გამცემის მოთხოვნათა დათმობისას მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესისაგან განსხვავებულ წესებზე. მუხლი 5803 ითვალისწინებს უნაკლო ქონების გადაცემის ვალდებულებას დაგანსაზღვრავს მიმწოდებლის პასუხისმგებლობას ნაკლის მქონე ქონების მიწოდებით გამოწვეული ზიანისათვის. 5804 მუხლი ითვალისწინებს ლიზინგის მიმღების ვალდებულებებს ლიზინგის საგნის სათანადო მოვლასთან და დაბრუნებასთან დაკავშირებით. განისაზღვრება, რომ ლიზინგის ვადის დასრულებისას ან ლიზინგის შეწყვეტისას, ლიზინგის მიმღებმა, თუ ის არ იყენებს ან არ აქვს უფლება შეიძინოს ქონება ან დაიტოვოს ის ლიზინგით დამატებითი ვადით, ვალდებულია ქონება დაუბრუნოს ლიზინგის გამცემს ამ მუხლის პირველ ნაწილში განსაზღვრულ მდგომარეობაში. მუხლით 5805 რეგულირედება ლიზინგის ხელშეკრულების მოშლასთან დაკავშირებული საკითხები. კერძოდ, განისაზღვრება, რომ ლიზინგის გამცემს შეუძლია მოშალოს ხელშეკრულება, თუ ლიზინგის მიმღები არსებითად არღვევს თავის ვალდებულებებს. ამავდროულად, ლიზინგის მიმღებს არ აქვს უფლება მოშალოს ლიზინგის ხელშეკრულება მას შემდეგ, რაც ლიზინგის საგანი მიღებულია მის მიერ, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ის ვეღარ ახორციელებს მფლობელობას ლიზინგის საგანზე ან მფლობელობის უფლება შეიზღუდება იმ პირის მიერ, რომელსაც უპირატესი უფლება აქვს ქონებაზე, თუკი ეს უფლებები ან პრეტენზიები გამომდინარეობს ლიზინგის გამცემის ბრალეული ქმედებიდან. ყველა სხვა შემთხვევაში, როდესაც ლიზინგის გამცემი არსებითად არღვევს თავის ვალდებულებებს, ლიზინგის მიმღები უფლებამოსილია მოითხოვოს მხოლოდ ზიანის ანაზღაურება და არა ხელშეკრულების მოშლა. 5806 მუხლი განსაზღვრავს ლიზინგის საგნის მფლობელობასა და განკარგვასთან დაკავშიერბულ პროცედურებს. კერძოდ, განისაზღვრება, რომ ლიზინგის ვადის დასრულდებისას ან შეწყვეტისას, ლიზინგის გამცემს უფლება აქვს ქონება დაიბრუნოს მფლობელობაში განსაზღვრავს და განკარგოს ლიზინგის ის. მიმღების აღნიშნულთან უფლებებს გამოწვეული ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით. ერთად, ლიზინგის მითითებული გამცემის ნორმა მოქმედებით კანონპროექტით იცვლება 1011–ე მუხლის მე–3 ნაწილის რედაქცია, რომლის მიხედვითაც, პროდუქტის ცნების განმარტებისას, მწარმოებლად აღარ განიხილება პირი, რომელსაც პროდუქტი გამოაქვს ლიზინგის ფორმით სამეურნეო მიზნებით თავისი საქმიანი მოღვაწეობის სფეროში საქმოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული პირობების დაცვით. წინამდებარე კანონპროექტის მიღებით აღარ იარსებებს „სალიზინგო საქმიანობის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის საჭიროება. შესაბამისად, წარმოდგენილი კანონპროექტით ძალადაკარგულად ცხადდება საქართველოს კანონი „სალიზინგო საქმიანობის ხელშეწყობის შესახებ“. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო. კანონპროექტის მიღება დამატებითი ფინანსური წყაროების მოძიებას არ მოითხოვს. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება დამატებით ფინანსურ ხარჯებს ბიუჯეტიდან არ მოითხოვს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: სახელმწიფო ახალ ფინანსურ ვალდებულებებს არ იღებს. ბ.ე) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კა ნონპროექტითა რ ა რის გა თვა ლისწინებული გა და სა ხა დის , მოსა კრებლის ა ნ სხვა სა ხის გა და სა ხდელის ოდენობის გა ნსა ზღვრის წესის (პრინციპის ) ცვლილება . ბ.ვ) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: შედეგები იმ პირთათვის, კა ნონპროექტის მიღება ა რ იქონიებს ზეგა ვლენა ს ფინა ნსურა დიმ პირთა მიმა რთ, რომლებზეც გა ვრცელდება ეს კა ნონპროექტი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კა ნონპროექტის მიღება ა რ ეწინა ა ღმდეგება ევროკა ვშირის დირექტივებს . გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კა ნონპროექ ტის მიღებითა რ წა რმოიქ მნება სა ერთა შორისო ორგა ნიზა ციებში სა ქ ა რთველოს წევრობა სთა ნ და კა ვშირებული ვა ლდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კა ნონპროექტის მიღება ა რ ეწინა ა ღმდეგება სა ქა რთველოს ორმხრივ და მრა ვა ლმხრივ ხელშეკრულებებს . დ) კანონპროექტის დ.ა) მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: სახელმწიფო, ორგანიზაცია/დაწესებულება, არასახელმწიფო ექსპერტები, ან/და რომლებმაც საერთაშორისო მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობდნენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამშრომლები და კერძო სექტორის წარმოამდგენლები. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.