„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
28.11.2014
ავტორი
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/271/8
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2014-12-08
ბიუროს ნომერი 228

📜 ტექსტი

განკარგულება
しOJOハ 田33環 円L agl。 3ハ 円3nL 335J063UR33δ N2087 2014 53060b090dOb bb」 ,Ψ 。 し28 5o00606o 」の6。 Ψ。 。 し 。6∽ 30Ψ ObO∽ 憾 6嶋 Ob b場 55o50● 06Ψ o o5oOoso。 30b 603090b356Ψ 』05o3o,面 Q"5oΨ 3● 5oω 6oOJoЪ 0 5obO∽ b5」 。 &n0bb3630q,rq qrr6ots36ob 0gb,:b30 ,,1r,$;6q,r0g6go 0qro36olr E3llbgb" brjr6orpqx'rb Jrbslbob AC-4 Ogbq:ol,r 0c-6 Jgbigob EgbrbrEobrqp, ttjr6or33q,olt 0orr36obob br3r6o60pgbq,o cl6rl0cl50cl3clll $Cb"o tsjr6orgq,oti J.r6q's096$Eo $r6qp696oq, 3r6obJ6er3j$94,,1i.>js6orgq,rnb br6rqrrbrbrqrr 3oq95jb3o g3q,oq,3bob ts3gs6oL orrob;9eg" bljr6or3gq,<dr Jr6q,r0966ob l;.>3r'r0o$96et qr.: Jq'36s63q' IibqrtrS3b%3 0r'r0btr363bq'tqr qrro6ots6rT b b'>jr6ormq'olr bogq,ob 0gg66gobob 6o6olr6t6otr Jo66gq,o 0eqg6oq,9 6oqgl6 3963bgq,od9. 鰊 J696o96-0o6otr66o qr6obr03oq,o
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12/10/2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს ცვლილება და კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „უ) 2016 წლის 1 იანვრამდე პირველადი წყალმოსარგებლეებისათვის – კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემული სამელიორაციო ინფრასტრუქტურა;“ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანა განპირობებულია იმ გარემოებით, რომ მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად სამელიორაციო ინფრასტრუქტურა გათავისუფლებულია ქონების გადასახადისაგან 2015 წლის 1 იანვრამდე. არსებული შეღავათით სარგებლობა მეტად მნიშვნელოვანია შპს ,,საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის“ ფუნქციონირებისათვის. საშეღავათო პერიოდის გაგრძელების აუცილებლობა განპირობებულია იმ გარემოებებით, რომ შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის“ მომსახურების ტარიფი არის დაბალი ვინაიდან მასში ქონების გადასახადი, ტექნიკური ექსპლუატაციის ხარჯები და სხვა საქართველოს ხარჯები ენერგეტიკისა და გათვალისწინებული წყალმომარაგების არ არის რადგან, ეროვნულმა კომისიამ საირიგაციო მომსახურეობის დღეისათვის მოქმედი ტარიფი 75 ლარი/1ჰა (დღგ ჩათვლით), დამშრობი სისტემების მომსახურების ტარიფი 40 ლარი/1ჰა (დღგ ჩათვლით) დაადგინა ,,სატარიფო მეთოდოლოგიაზე დაფუძნებული სამელიორაციო მომსახურეობის ტარიფების“ შემოღებამდე, ყოფილი შპს ,,სიონი-მ“-ის, შპს ,,კოლხეთი-მ“-ის, შპს,,ალაზანი-მ“-ისა და შპს ,,მტკვარი-მ“-ის (ამ ოთხი კომპანიის შერწყმის შედეგად არის ჩამოყალიბებული შპს ,,საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების მომსახურეობის საფასურის კომპანია“) შესაბამისად, მიერ რომელიც არ განსაზღვრული მოიცავდა ქონების გადასახადს, ტექნიკური ექსპლუატაციის ხარჯებს და სხვა ხარჯებს. სატარიფო მეთოდოლოგიაზე დაფუძნებული სამელიორაციო მომსახურეობის ტარიფები კი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულ კომისიას დღემდე განსაზღვრული არ აქვს. გამომდინარე აქედან კომპანია საკუთარი შემოსავლებით ვერ უზრუნველყოფს ქონების გადასახადის გადახდას. ,,მიწების მელიორაციის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ საქართველოს ლიკვიდირებულ იქნა შესაბამისად 2010 წლის 17 დეკემბრის კანონით ,,მიწების მელიორაციის შესახებ“ საქართველოს კანონის დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები ,,სამელიორაციო ასოციაციები“ და მათ ბალანსზე არსებული სახელმწიფო ქონება (სამელიორაციო შესაბამისად (კერძო ინფრასტრუქტურა), ამავე კანონის მე-2 მუხლის დაექვემდებარა ,,პირველადი წყალმოსარგებლისათვის“ გადაცემას სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც სამელიორაციო ინფრასტრუქტურა გადაეცა განკერძოებულ სარგებლობაში და რომელიც უზრუნველყოფს მის ექსპლუატაციას). გამომდინარე აქედან კომპანიის ქონება ეტაპობრივად იზრდება. მიმდინარე მომენტისათვის კი კომპანიის ქონების ნარჩენი ღირებულება შეადგენს დაახლოებით 500 მილიონ ლარზე მეტს. გამომდინარე აქედან, კომპანიის ქონების გადასახადით დაბეგვრის შემთხვევაში წარმოიშობა სოლიდური ოდენობის ახალი საგადასახადო ვალდებულებები და კვლავაც მოსალოდნელი იქნება ამ გადასახადის ზრდა. ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ წყალმომხმარებლებთან ურთიერთობაში (მიუხედავად ირიგაციიდან თანხების ამოღების მაჩვენებლის გაუმჯობესებისა) არსებობდა და კვლავაც არსებობს, რიგი პრობლემები, რის გამოც სირთულეს წარმოადგენს გაწეული მომსახურებიდან თანხების 100% გადახდა, პირველ რიგში ეს არის წყალმომხმარებელთა სოციალური მდგომარეობა და დაბალი გადახდისუნარიანობა, ხოლო დამშრობი სისტემების მომსახურების ტარიფის ამოქმედება და დაშრობის მომსახურეობიდან შემოსავლების მიღება მოკლებულია ყველა სამოქმედო ბერკეტს და დღეისათვის ფაქტიურად არ ხდება. კომპანიის სრულფასოვანი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად საკუთარი შემოსავლების არასაკმარისობისა და ბიუჯეტის დეფიციტურობის გამო, ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ხარჯების დაფინანსება ხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სუბსიდიის ხარჯზე. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: საქართველოს პირველადი საგადასახადო კოდექსში წყალმოსარგებლეებისათვის – ცვლილების კერძო შეტანის სამართლის მიზანია იურიდიული პირებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემული სამელიორაციო ინფრასტრუქტურის ქონების გადასახადისაგან გათავისუფლება 2016 წლის 1 იანვრამდე. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: საქართველოს საგადასახადო კოდექსში წარმოდგენილი პროექტით შედის ცვლილება, რომლის მიხედვითაც ქონების გადასახადისაგან თავისუფლდება 2016 წლის 1 იანვრამდე პირველადი წყალმოსარგებლეებისათვის – კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემული სამელიორაციო ინფრასტრუქტურა. ნაცვლად, დღეს მოქმედი რედაქციისა, რომელიც ითვალისწინებს ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებას 2015 წლის 1 იანვრამდე. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება. ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო; კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე; კანონპროექტის მიღება მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, კერძოდ ბიუჯეტში არ შევა ქონების გადასახადი დაახლოებით 5 მლნ. ლარის ოდენობით, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ კომპანია არის სუბსიდიაზე და ბიუჯეტიდან სახელმწიფო იღებს თანხებს, იმ შემთხვევაში, თუ იგი არ გათავისუფლდება ქონების გადასახადის გადახდისგან, დღის წესრიგში დადგება აღნიშნული გადასახადის საქართველოს გადახდის სახელმწიფო მიზნით ბიუჯეტიდან. დამატებით შესაბამისად, თანხის გამოყოფა ბიუჯეტიდან უნდა გამოიყოს თანხა რომელიც ისევ ბიუჯეტში მიიმართება. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე; კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები; კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება; კანონპროექტის მიღებით გაუმჯობესდება პირველადი წყალმოსარგებლეების – კერძო სამართლის იურიდიული პირების ეკონომიკური მდგომარეობა, გადასახადი ტვირთად არ დააწვება იმ პირებს, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი; კანონპროექტით არ ხდება გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრა. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან; კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან; კანონპროექტი არ ეხება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან; კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. დ.ა) სახელმწიფო, ორგანიზაცია/დაწესებულება, არასახელმწიფო ექსპერტები, ან/და რომლებმაც საერთაშორისო მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში; კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა არ მიუღიათ სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტებს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში; კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა არ მიუღიათ სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტებს. ე) კანონპროექტის ავტორი; კანონპროექტის ავტორია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი. საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის მოქმედი რედაქცია მუხლი 206. გადასახადისგან გათავისუფლება 1. შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია: ა) ფიზიკური პირის დასაბეგრი ქონება (გარდა მიწისა), თუ ამ პირის ოჯახის მიერ მიმდინარე კალენდარული წლის წინა წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები არ აღემატება 40 000 ლარს; ბ) (ამოღებულია – 24.06.2011, №4963); გ) (ამოღებულია – 24.06.2011, №4963); დ) მიმოსვლის გზები, ელექტროგადამცემი ხაზები, აგრეთვე ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების საკაბელო ხაზები; ე) ორგანიზაციის ქონება, აგრეთვე ორგანიზაციაზე ლიზინგით გაცემული ქონება, გარდა მიწისა და ორგანიზაციის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებული ქონებისა; ვ) „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების (საქმიანობის) საწარმოებლად გამოყენებული ქონება; ზ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ის ნაწილი, რომელიც გადაცემული აქვს საბიუჯეტო ორგანიზაციას, გარდა ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებული მიწისა; თ) ბუნებისა და ისტორიული ძეგლების დაცვის ორგანიზაციების მიწის ფართობები, რომლებზედაც განლაგებულია სახელმწიფოს მიერ ისტორიულ, კულტურულ ან/და არქიტექტურულ ძეგლებად მიჩნეული ნაგებობები, თუ ისინი არ გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის, რომელშიც არ იგულისხმება შესასვლელი ბილეთების რეალიზაცია; ი) ბუნებრივი პარკებით, ბოტანიკური და დენდროლოგიური ბაღებით, კულტურისა და დასვენების მუნიციპალური პარკებით, სასაფლაოებით, ზოოლოგიური ბაღებით ან/და პარკებით, ოკეანარიუმებით, სკვერებით, ხეივნებით, დაცული ტერიტორიებით, სატყეო ორგანიზაციებით, აგრეთვე ღია საუწყებო პარკებით, ბაღებითა და ტყე-ბაღებით დაკავებული მიწები, გარდა ამ ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებული ნაკვეთებისა; კ) ქალაქის წყალსაცავები და მათი აკვატორიები; ის მიწები, რომლებიც გამოიყენება სატრანსპორტო და მიწისქვეშა კომუნიკაციებისათვის, თუ ისინი არ გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებისა და ეკონომიკური საქმიანობისათვის; ლ) სასმელი წყლით მოსახლეობის მომარაგებისათვის, ელექტროსადგურებისა და სამელიორაციო სისტემებისა და მათი ფუნქციონირებისათვის განკუთვნილი წყალსაცავებით დაკავებული მიწები და ამ ობიექტების სანიტარიულ-დაცვითი და ტექნიკური ზონები; მ) „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების (საქმიანობის) საწარმოებლად გამოყენებული მიწის ნაკვეთები, თუ ისინი სხვა მიზნით არ გამოიყენება; ნ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომლის ნაყოფიერი ფენაც სანახევროდ ან მეტადაა დაზიანებული სტიქიის (ქარიშხლის, სეტყვის, გვალვის, წყალდიდობის, ადგილობრივი მეწყრის თვითმმართველობის და სხვა) შედეგად, რაც წარმომადგენლობითი დასტურდება ორგანოს მიერ გაცემული ცნობით; ო) „ოკუპირებული დადგენილ ტერიტორიების ტერიტორიებზე არსებული შესახებ“ ქონება – საქართველოს დროებით, კანონით კონფლიქტის მოგვარებამდე და ეკონომიკური სიტუაციის მოწესრიგებამდე; ო 1) პირის მფლობელობაში/საკუთრებაში არსებული მიწა, რომელიც მდებარეობს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ტერიტორიების მიმდებარედ, რის გამოც პირი ვერ სარგებლობს მოცემული მიწის ნაკვეთით, რაც დასტურდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული ცნობით; ო 2) პირის მფლობელობაში/საკუთრებაში არსებული ქონება და მასზე დამაგრებული მიწა, თუ იგი ამ ქონებით ვერ სარგებლობს იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა მიერ საცხოვრებლად გამოყენების გამო და ეს ქონება რეგისტრირებულია, როგორც დევნილთა კომპაქტურად (ორგანიზებულად) განსახლების ობიექტი, ტერიტორიებიდან რაც იძულებით დასტურდება საქართველოს გადაადგილებულ პირთა, ოკუპირებული განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ გაცემული ცნობით; პ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გამოუყენებელი სათიბები, საძოვრები, სარეკულტივაციო და სამარაგო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები; ჟ) ის მიწები, რომლებიც გამოიყენება აეროდრომების, აეროპორტების, ვერტოდრომებისა და აერონავიგაციის უსაფრთხოების ზონებად და მიწისქვეშა კომუნიკაციებისათვის, აგრეთვე ნავსადგურებისათვის პერსპექტიული განვითარების მიზნით დამაგრებული მიწის ნაკვეთები, თუ ისინი არ გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის; რ) ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებმაც მიიღეს ახალასათვისებელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები, – მიღებიდან 5 წლის განმავლობაში; ს) ნასოფლარის ტერიტორიაზე, აგრეთვე განსახლების სახელმწიფო ღონისძიებათა შესაბამისად დასახლებულ მოქალაქეთა ოჯახები ამ ტერიტორიაზე არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე – დასახლებიდან 5 წლის განმავლობაში; ტ) 2004 წლის 1 მარტის მდგომარეობით ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული 5 ჰექტარამდე ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები. შენიშვნა: ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება კომლის წევრის ან პირველი/მეორე რიგის მემკვიდრის მიერ აღნიშნული ქონების ჩუქებით/მემკვიდრეობით მიღების, აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ წევრებისაგან (მეპაიეებისაგან) ამ ქონების შენატანის (პაის) სახით მიღების შემთხვევებშიც; უ) 2015 წლის 1 იანვრამდე პირველადი წყალმოსარგებლეებისათვის – კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემული სამელიორაციო ინფრასტრუქტურა; ფ) მეორე მსოფლიო ომის ინვალიდები და მათთან გათანაბრებული პირები პრივატიზების წესით მიღებულ მიწის ნაკვეთებზე; ქ) „მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული, კავკასიონის ქედის ჩრდილოეთ და სამხრეთ ფერდობებზე განლაგებული რაიონებისა და აჭარა-გურიის მთიანეთის სოფლების, თემებისა და დაბების მცხოვრებნი აღნიშნულ ტერიტორიებზე არსებულ მიწის ნაკვეთებზე. სამხრეთი საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებთ მოცემულ ტერიტორიებზე არსებულ მიწის ნაკვეთებზე ქონების გადასახადი უმცირდებათ 50 პროცენტით; ღ) სამეცნიერო-კვლევითი, სასწავლო, საცდელ-სასელექციო, ექსპერიმენტული, ჯიშთა გამოცდის მიწის ნაკვეთები, რომლებიც გამოიყენება სამეცნიერო და სასწავლო მიზნებისათვის და რომლებზედაც სამუშაოები ბიუჯეტიდან ფინანსდება; ყ) მიწის ნაკვეთები, რომლებიც გამოიყენება ბიუჯეტიდან დაფინანსებული 60 წლის და მეტი ასაკის პირთა ან/და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატების/თავშესაფრების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (მათ შორის, ბავშვთა) ან/და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა/მოზარდთა სააღმზრდელო დაწესებულებების ან დღის ცენტრების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების (სკოლების) მიერ თავიანთი ძირითადი ფუნქციების შესრულებისათვის; მიწის ნაკვეთები, გამოყენებული ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებების, სპეციალური სკოლაინტერნატების, ბავშვთა სოფლებისა და საბავშვო ბაღების მიერ, რომლებიც უსასყიდლოდ ეწევიან ბავშვთა მოვლა-აღზრდას და მათთვის განათლების მიცემას, თუ ისინი არ გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის; შ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც მისაღები მოსავლის ნახევარზე მეტი განადგურდა სტიქიის (ქარიშხლის, სეტყვის, გვალვის, წყალდიდობის, მეწყრის და სხვა) ან სხვა ფორსმაჟორული გარემოების შედეგად, რაც დასტურდება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ გაცემული ცნობით; ( გავრცელდეს 2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე) ჩ) თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში არსებული ქონება; ც) ბიოლოგიური აქტივი; ძ) საქართველოს რეზიდენტისგან ლიზინგით მიღებული ქონება; წ) სამედიცინო საქმიანობისათვის გამოყენებული ქონება, გარდა მიწისა, რომელიც სამედიცინო დაწესებულებათა საკუთრებაშია ან ასეთ დაწესებულებებზე ლიზინგით არის გაცემული; ჭ) სამედიცინო საქმიანობისათვის გამოყენებული, სამედიცინო დაწესებულებებზე დამაგრებული მიწის ნაკვეთები; ხ) 2026 წლის 1 იანვრამდე ტურისტული ზონის მეწარმე სუბიექტის სასტუმრო მომსახურებასთან დაკავშირებული ქონება ; ჯ) „ეკონომიკური კლასიფიკატორის“ 01 საქმიანობის კოდით სახეების გათვალისწინებულ საქართველოს საქმიანობაში ეროვნული (სოფლის მეურნეობაში) დასაქმებული პირის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება, აგრეთვე ასეთ პირზე ლიზინგით გაცემული მოძრავი ქონება, რომლებსაც ეს პირი ამავე საქმიანობაში იყენებს ; ჯ1) 2017 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საკუთრებაში არსებული, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში გამოყენებული ქონება (გარდა მიწისა) და ამავე საქმიანობისათვის მასზე ლიზინგით გაცემული მოძრავი ქონება; ჰ ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილი წესით ავტორიზებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო სკოლის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობ აში გამოყენებული ქონება (მათ შორის , მიწის ნაკვეთები); ჰ1) მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტი (მიწის ნაკვეთი); ჰ2) თვითმმართველი ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე მდებარე საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ დადგენილი ფართობის ზღვრული ოდენობის ფარგლებში; ჰ3) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8903 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული საქონელი; ჰ 4 ) „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით გაკოტრების რეჟიმში მყოფი პირის ქონება; ჰ 5) სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საკუთრებაში არსებული სახელმწიფო ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ უსასყიდლოდ გადაცემული უძრავი ქონება, რომელიც გამოიყენება საგანმანათლებლო საქმიანობაში. 2. დადგენილი საგადასახადო შეღავათი არ ვრცელდება პირის მიერ იჯარით, უზუფრუქტით, ქირით ან სხვა ამგვარი ფორმით სხვა პირისთვის გადაცემულ მიწის ნაკვეთზე (ან მის ნაწილზე) ან/და საწარმოს/ორგანიზაციის მიერ ამავე ფორმით გადაცემულ შენობა-ნაგებობებზე (ან მათ ნაწილზე). 3. თუ დეკლარაციის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგ პირმა იჯარით, უზუფრუქტით, ქირით ან სხვა ამგვარი ფორმით გასცა მიწის ნაკვეთი, ამ პირზე საგადასახადო შეღავათი აღარ გავრცელდება. ამასთანავე, პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს საანგარიშო წლის ბოლომდე წარუდგინოს დეკლარაცია და გადაიხადოს გადასახადი საგადასახადო მოთხოვნის შესაბამისად.