„ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 72 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2014-12-08
ბიუროს ნომერი 228
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
,,ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
მუხლი 1. ,,ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს
კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 23.03.2012, სარეგისტრაციო
კოდი: 360090000.05.001.016631) შეტანილი იქნას შემდეგი ცვლილება:
1.მე-17 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:
,,51. ლიცენზიის მაძიებლის მიერ მარეგულირებელი ორგანოსათვის წარდგენილი და მასთან
შეთანხმებული დოკუმენტაციის ნუსხა და ამ კანონის 23-ე მუხლით განსაზღვრული
მოთხოვნები, წარმოადგენს სალიცენზიო პირობებს, რომელთა დაცვაც სავალდებულოა
ლიცენზიის
მფლობელის
მხრიდან
ბირთვული
და
რადიაციული
საქმიანობის
განხორციელებისას.“
2. 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 23. ლიცენზიის მფლობელის მოვალეობები
ლიცენზიის მფლობელი, ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის შესაბამისად, ვალდებულია
დაიცვას შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა) უზრუნველყოს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოება, ფიზიკური დაცვა და საგანგებო
სიტუაციებისათვის მზადყოფნა;
ბ) თანამედროვე ტექნიკური და სამეცნიერო დონის გათვალისწინებით, სისტემატურად
შეაფასოს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოება და პრაქტიკაში დანერგოს შეფასების
შედეგები;
გ) დაუყოვნებლივ გამოიძიოს ნებისმიერი დარღვევა, მიიღოს ზომები მათ აღმოსაფხვრელად და
დარღვევის განმეორების თავიდან ასაცილებლად; დასხივების დასაშვები დონის გადაჭარბების
ყველა
შემთხვევის
დროს
ჩაატაროს
მოკვლევა
და
შედეგები
წერილობით
აცნობოს
სამინისტროს;
დ) მარეგულირებელ ორგანოს წერილობით შეატყობინოს საქმიანობასთან დაკავშირებული
ნებისმიერი ცვლილების ან საქმიანობის გაფართოების თაობაზე და წარმოადგინოს ამ
ცვლილებასთან
დაკავშირებული
შესაბამისი დოკუმენტაცია
და
რადიაციული
დაცვის
განახლებული პროგრამა;
ე) მაიონებელი გამოსხივების წყაროებთან მოპყრობის ყველა ეტაპზე დაიცვას რადიაციული
დაცვის
პროგრამით
განსაზღვრული
ვალდებულებები,
რომელიც
მოიცავს
ხარისხის
უზრუნველყოფისა და მონიტორინგის პროგრამებს და რადიაციულ ავარიაზე რეაგირების
გეგმას;
1
ვ) დაიცვას ადმინისტრაციული და ტექნოლოგიური პირობებით განსაზღვრული გაზომვების
ჩატარების და გამზომი ხელსაწყოების უნიფიცირების მოთხოვნები;
ზ) მიიღოს მხოლოდ ისეთი მაიონებელი გამოსხივების წყაროები, რომლებსაც აქვს შესაბამისი
თანმხლები დოკუმენტაცია და ნიშნული, რომელიც მოთავსებულია შესაბამისი მარკირების
მქონე დამცავ შეფუთვაში −კონტეინერში ;
თ) მაიონებელი გამოსხივების წყაროებთან და რადიოაქტიურ ნარჩენებთან მუშაობის უფლება
მიანიჭოს მხოლოდ იმ პირებს, რომლებსაც აქვთ სპეციალური პროფესიული ცოდნა,
აკმაყოფილებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პირობებს და არ აქვთ აღნიშნული
საქმიანობისათვის სამედიცინო უკუჩვენება;
ი)
დაუყოვნებლივ
შეატყობინოს
სამინისტროს
ტექნოლოგიურ
პროცესებში
მომხდარი
გადახრების, ასევე ფიზიკური დაცვის პირობების ან/და ავარიებისათვის მზადყოფნის
დარღვევების
შესახებ,
რომლებიც
მნიშვნელოვანია
ბირთვული
და
რადიაციული
უსაფრთხოების თვალსაზრისით;
კ) უზრუნველყოს საზოგადოების ინფორმირება ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების
იმ საკითხებზე, რომლებიც არ არის სახელმწიფო ან კომერციული საიდუმლოება;
ლ) უზრუნველყოს სათანადო პირობები სამინისტროს მიერ ინსპექტირების შეუფერხებლად
განხორციელებისათვის;
მ)
ორგანიზება
გაუწიოს
და
ფინანსურად
უზრუნველყოს
მუშაკთა
ჯანმრთელობის
ყოველწლიური პროფესიული შემოწმება.; შემოწმების უარყოფითი შედეგების დადგენისას
გადაიყვანოს მუშაკი სხვა პროფილის სამუშაოზე;
ნ) უზრუნველყოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან კავშირის ორგანიზება
ბირთვული და რადიაციული ავარიების შესახებ დროული შეტყობინებისათვის;
ო) მოამზადოს და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით
გადასცეს შესაბამის ფიზიკურ ან იურიდიულ პირს ტრანსპორტირებისათვის განკუთვნილი
რადიაციული მასალები, რადიოაქტიური წყაროები და საცავში გადასაცემი რადიოაქტიური
ნარჩენები;
პ) უზრუნველყოს ობიექტებზე დამსწრე და ხელშეკრულებით მომუშავე პირთა რადიაციული
უსაფრთხოება;
ჟ) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების, ასევე ფიზიკური დაცვის მოთხოვნების
შესრულების
უწყვეტი
კონტროლის
განხორციელების
მიზნით
რადიაციული
დაცვის
პასუხისმგებელ პირად დანიშნოს შესაბამისი ცოდნის მქონე მუშაკი, ხოლო მაღალი
რადიაციული რისკის მქონე ობიექტზე შექმნას რადიაციული უსაფრთხოების სამსახური;
რ) უზრუნველყოს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების, ასევე ფიზიკური დაცვის
საკითხებში მუშაკთა სპეციალური პროფესიული სწავლება და რეგულარული ტრენინგი;
ს) ბირთვული მასალების და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების გადაცემის ან გაყიდვის
შემთხვევაში ეს პროცედურა განახორციელოს მხოლოდ შესაბამისი შეტყობინების და
თანხმობის მიღების შემდეგ;
ტ) აწარმოოს მაიონებელი გამოსხივების წყაროების, ბირთვული მასალების და წარმოქმნილი
რადიოაქტიური ნარჩენების აღრიცხვა, ასევე აღრიცხოს მუშაკთა (დაქირავებულთა ჩათვლით)
2
პროფესიული დასხივების დოზები და ინვენტარიზაციის შედეგები ყოველწლიურად აცნობოს
სამინისტროს;
უ) მაღალი რადიაციული რისკის მქონე ობიექტის შემთხვევაში შეიმუშაოს დეკომისიის გეგმა,
რისთვისაც უნდა აწარმოოს ბირთვული და რადიაციული ობიექტის სათანადო გამოკვლევა და
მონიტორინგი და უზრუნველყოს სამინისტროსთვის შესაბამისი შეტყობინების წარდგენა;
ფ) მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, გარემოზე მავნე ზემოქმედების თავიდან აცილების,
რადიაციული უსაფთხოების და ფიზიკური დაცვის უზრუნველყოფის მიზნით შეასრულოს
სამინისტროს მიერ დაწესებული ყველა მოთხოვნა;
ქ) მაღალი რადიაციული რისკის მქონე საქმიანობის განხორციელებისას 10 წელიწადში ერთხელ
ჩაატაროს უსაფრთხოების შეფასება და შესაბამისი დასკვნა წარუდგინოს სამინისტროს;
ღ)
უზრუნველყოს
ბირთვულ
და
რადიაციულ
საქმიანობასთან
დაკავშირებული
დოკუმენტაციის წარმოება;
ყ) ყოველწლიურად, 1 აპრილიდან 1 მაისამდე, წარუდგინოს სამინისტროს ანგარიშგება
სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ.“
3. 53-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1.ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით 2016 წლის 1 იანვრამდე მიღებული იქნას
საქართველოს კანონი: „რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ“.“
4. 53-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. 2015 წლის 1 იანვრამდე გამოცემულ იქნას საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი
რესურსების დაცვის მინისტრის შემდეგი ბრძანებები:
ა) „ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ინსპექტირების განხორციელების წესის
დამტკიცების შესახებ“;
ბ) „ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების არალეგალურ მიმოქცევაზე რეაგირების
წესი“;“
5. 53-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. 2015 წლის 1 იანვრამდე მიღებულ იქნას საქართველოს მთავრობის დადგენილებები
(ტექნიკური რეგლამენტები):
ა) „მეტალის ჯართის რადიაციული მონიტორინგის წესი“;
ბ) „მაიონებელი გამოსხივების წყაროების, რადიოაქტიური ნარჩენების, ავტორიზაციის
უწყებრივი რეესტრის შექმნისა და წარმოების წესი, მაიონებელი გამოსხივების წყაროების
კატეგორიზაცია“;“
6. 53-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები:
,,5. 2016 წლის 1 იანვრამდე გამოცემულ იქნას საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი
რესურსების დაცვის მინისტრის შემდეგი ბრძანებები:
3
ა)
„ბირთვული
გაუვრცელებლობის
გარანტიებთან
დაკავშირებული
საქმიანობის
განხორციელების წესი“;
ბ) ,,ბირთვული და რადიაციული ობიექტების, რადიოაქტიური წყაროების და ნარჩენების,
მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების ფიზიკური უსაფრთხოების (დაცულობის) შესახებ“;
გ) ,,ბირთვული და რადიაციული საქმიანობის სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ
ანგარიშგების ფორმის დამტკიცების თაობაზე“.
6. 2016 წლის 1 იანვრამდე მიღებულ იქნას საქართველოს მთავრობის დადგენილებები
(ტექნიკური რეგლამენტები):
ა)„ბირთვული და რადიაციული ავარიებისთვის მზადყოფნის და მათზე რეაგირების გეგმა“;
ბ) „რადიაციული უსაფრთხოების მოთხოვნები სამედიცინო დასხივების სფეროში“.
გ) „რადიაციული უსაფრთხოების მოთხოვნები მრეწველობაში, მეცნიერებასა და განათლებაში“;
დ) „ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების ტრანსპორტირების წესი“;
ე) „ძირითადი მოთხოვნები მაიონებელი გამოსხივების წყაროების ხარისხის უზრუნველყოფისა
და ხარისხის კონტროლისადმი“;
ვ) ,,რადიაციული უსაფრთხოების ნორმები და ძირითადი მოთხოვნები მაიონებელი
გამოსხივების წყაროებთან მოპყრობისადმი“;
ზ) „ინდივიდუალური მონიტორინგის ჩატარების წესი და მისი კონტროლი“.“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
4
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
,,ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
კანონპროექტის შემუშავება გამოწვეულია იმ მიზეზით, რომ ვერ განხორციელდა
„ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დადგენილ ვადებში გამოცემა. შესაბამისად,
კანონპროექტი ითვალისწინებს „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“
საქართველოს კანონის აღსრულებისათვის საჭირო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების
მიღების ვადებისა და სამართლებრივი ფორმების ოპტიმიზაციას, ვინაიდან, შესაბამის
ნორმატიულ აქტებზე უკვე მიმდინარეობს მუშაობა და საჭიროა დამატებითი ვადები, რათა
შემუშავებისას
გათვალისწინებული
იქნეს
სამართლებრივი
აქტების
პროექტების
საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტები/ნორმები და საერთაშორისო ,,საუკეთესო
პრაქტიკა“ ბირთვული და რადიაციული სფეროს მიმართულებით.
ამასთან, ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ საქართველოს კანონით განსაზღვრული
სალიცენზიო
პირობების
ტერმინთან
მიმართებაში
და
არსებული
პრაქტიკის
გათვალისწინებით, კანონპროექტით ზუსტება სალიცენზიო პირობების არსი ამ კანონის
მიზნებისათვის, კერძოდ, ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3
მუხლის ,,უ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სალიცენზიო პირობები განმარტებულია, როგორც კანონით
დადგენილი მოთხოვნებისა და ინფორმაციის ამომწურავი ნუსხა, რომელთაც უნდა
აკმაყოფილებდეს ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის მისაღებად და ლიცენზიით
განსაზღვრული
საქმიანობის
განხორციელებისას.
,,ბირთვული
და
რადიაციული
უსაფრთხოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-17 მუხლში მოცემულია იმ დოკუმენტაციის
სრული ნუსხა, რომელიც ამ სფეროში საქმიანობით დაინტერესებული ლიცენზიის მაძიებლის
მიერ წარდგენილი უნდა იქნეს ლიცენზიის მისაღებად, ასევე 23-ე მუხლში მოცემულია
კონკრეტული ჩამონათვალი იმ ვალდებულებებისა, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ამ
სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი ლიაცენზიანტი. ამდენად, ,,ლიცენზიებისა და
ნებართვების შესახებ’’ საქართველოს კანონით განსაზღვრული
სალიცენზიო პირობების
ტერმინის განმარტებიდან
გამომდინარე, ზემოაღნიშნული მუხლებით (მე-17 და 23-ე
მუხლებით) დადგენილი დოკუმენტაციის ნუსხა და სავალდებულოდ შესასრულებელი
მოთხოვნები წარმოადგენენ სალიცენზიო პირობებს, თუმცა აღნიშნულის თაობაზე პირდაპირი
მითითება კანონის მოქმედ რედაქციაში მოცემული არ არის, რის გამოც, სასამართლოში
მიმდინარე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას, მითითება
კეთდებოდა ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,უ“
ქვეპუნქტზე - სალიცენზიო პირობების განმარტებაზე. შესაბამისად, წარმოდგენილი
კანონპროექტით დაზუსტდება, თუ რას წარმოადგენს სალიცენზიო პირობები ამ კანონის
მიზნებისათვის.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
5
კანონპროექტის მიზანია „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღების
ვადებისა და სამართლებრივი ფორმის ოპტიმიზაცია. ამასთან, „ბირთვული და რადიაციული
უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში სალინცეზიო პირობების არსის დაზუსტება
კანონის მიზნებიდან გამომდინარე.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტის მიხედვით,
კანონის მე-17 მუხლს ემატება 51 პუნქტი, რომლის
მიხედვითაც, ლიცენზიის მაძიებლის მიერ მარეგულირებელი ორგანოსათვის წარდგენილი და
მასთან შეთანხმებული დოკუმენტაციის ნუსხა და კანონის 23-ე მუხლში (ლიცენზიის
მფლობელის მოვალეობები) მოცემული მოთხოვნები წარმოადგენს სალიცენზიო პირობებს,
რომელთა დაცვაც აუცილებელია ლიცენზიის მფლობელის მხრიდან ბირთვული და
რადიაციული საქმიანობის განხორციელებისას. აღნიშნული ცვლილება განპირობებულია იმ
გარემოებით, რომ ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ საქართველოს კანონით
განსაზღვრული სალიცენზიო პირობების ტერმინთან მიმართებაში და არსებული პრაქტიკის
გათვალისწინებით, კანონპროექტით ზუსტება სალიცენზიო პირობების არსი ამ კანონის
მიზნებისათვის, კერძოდ, ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3
მუხლის ,,უ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სალიცენზიო პირობები განმარტებულია, როგორც კანონით
დადგენილი მოთხოვნებისა და ინფორმაციის ამომწურავი ნუსხა, რომელთაც უნდა
აკმაყოფილებდეს ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის მისაღებად და ლიცენზიით
განსაზღვრული
საქმიანობის
განხორციელებისას.
,,ბირთვული
და
რადიაციული
უსაფრთხოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-17 მუხლში მოცემულია იმ დოკუმენტაციის
სრული ნუსხა, რომელიც ამ სფეროში საქმიანობით დაინტერესებული ლიცენზიის მაძიებლის
მიერ წარდგენილი უნდა იქნეს ლიცენზიის მისაღებად, ასევე 23-ე მუხლში მოცემულია
კონკრეტული ჩამონათვალი იმ ვალდებულებებისა, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ამ
სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი ლიაცენზიანტი. ამდენად, ,,ლიცენზიებისა და
ნებართვების შესახებ’’ საქრთველოს კანონით განსაზღვრული
სალიცენზიო პირობების
ტერმინის განმარტებიდან
გამომდინარე, ზემოაღნიშნული მუხლებით (მე-17 და 23-ე
მუხლებით) დადგენილი დოკუმენტაციის ნუსხა და სავალდებულოდ შესასრულებელი
მოთხოვნები წარმოადგენენ სალიცენზიო პირობებს, თუმცა, აღნიშნულის თაობაზე პირდაპირი
მითითება კანონში მოცემული არ არის, რის გამოც, სასამართლოში მიმდინარე
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას, მითითება კეთდებოდა
,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,უ“ ქვეპუნქტზე
- სალიცენზიო პირობების განმარტებაზე. შესაბამისად, წარმოდგენილი კანონპროექტით
დაზუსტდება, თუ რას წარმოადგენს სალიცენზიო პირობები ამ კანონის მიზნებისათვის.
ამასთან, ახალი რედაქციით ყალიბდება „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების
შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც, ლიცენზიის მფლობელის
მოვალეობები განისაზღვრება, როგორც სალიცენზიო პირობები, ლიცენზიით განსაზღვრული
საქმიანობის შესაბამისად. აღსანიშნავია, რომ 23-ე მუხლში ჩამოთვლილია ყველა ის
ვალდებულება, რომელიც უნდა შესრულდეს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების
სფეროში საქმიანობის განმახორციელებლის მხრიდან. იმის გათვალისწინებით, რომ
6
,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,უ“ ქვეპუნქტის
მიხედვით, სალიცენზიო პირობების ცნება განმარტებულია, როგორც მარეგულირებელ
ორგანოში წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხისა და კანონმდებლობით დადგენილი
მოთხოვნების ერთობლიობა და ,,ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“
საქართველოს კანონის 23-ე მუხლში მოცემული მოთხოვნები თავისი შინაარსით წარმოადგენს
სალიცენზიო პირობებს, წარმოდგენილი კანონპროექტით ზუსტდება, რომ 23-ე მუხლით
განსაზღვრული ლიცენზიის მფლობელის მოვალეობები წარმოადგენს სალიცენზიო პირობებს,
რომელთა დაცვაც სავალდებულოა საქმიანობის განმახორციელებლის მხრიდან, ლიცენზიით
განსაზღვრული საქმიანობის შესაბამისად. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ახლებური რედაქციით
ყალიბდება 23-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტი, კერძოდ, თანამედროვე ტექნიკური და სამეცნიერო
დონის გათვალისწინებით, ლიცენზიის მლობელის ერთ-ერთ ვალდებულებად საქმიანობის
განხორციელებისას
ნაცვლად
სალიცენზიო
პირობების
სისტემატური
შეფასებისა,
განისაზღვრება ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სისტემატური შეფასება.
აღნიშნული ცვლილება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ კანონის მოქმედ რედაქციაში
არსებული ჩანაწერი ზოგადი ხასიათისაა და მიუთითებს სალიცენზიო პირობების შესრულების
შეფასებაზე, წარმოდგენილი კანონპროექტით ზუსტდება, რომ ლიცენზიის მფლობელი,
ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელებისას, ვალდებულია, თანამედროვე
ტექნიკური და სამეცნიერო დონის გათვალისწინებით, სისტემატურად შეაფასოს ბირთვული
და რადიაციული უსაფრთხოება და პრაქტიკაში დანერგოს შეფასების შედეგები. ამასთან,
კანონპროექტით, 23-ე მუხლს ემატება ,,ღ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც, ლიცენზიის
მფლობელი ვალდებული იქნება უზრუნველყოს ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობასთან
დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება. აღსანიშნავია, რომ ამავე კანონის 23-ე მუხლის ,,ტ“
ქვეპუნქტში კონკრეტულად არის განსაზღვრული იმ დოკუმენტაციის ნუსხა, რომელთა
აღრიცხვა და ინვენტარიზაციაც უნდა განხორციელდეს ლიცენზიანტის მიერ საქმიანობის
განხორციელებისას. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული ნუსხა არ არის
სრულყოფილი და არ მოიცავს მაგალითად, პაციენტის დოზების, აპარატის ტექნიკური
გამართულობის და სხვა, საქმიანობის პროცესში საჭირო დოკუმენტაციის წარმოებას.
შესაბამისად, აღნიშნული ქვეპუნქტის დამატება, უზრუნველყოფს ლიცენზიანტის მხრიდან
მიმდინარე საქმიანობის განხორციელებისას სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოებას, რაც
გაუადვილებს მარეგულირებელ ორგანოს შემოწმების პროცესში სრულყოფილი ინფორმაციის
მიღებას. ამასთან, კანონპროექტით, 23-ე მუხლს ემატება ასევე ,,ყ“ ქვეპუნქტი, რომლის
მიხედვითაც, ლიცენზიანტი ვალდებული იქნება მარეგულირებელ ორგანოს, ყოველწლიურად,
1 აპრილიდან 1 მაისამდე, წარუდგინოს ანგარიშგება სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ.
აღნიშნული ვალდებულება ლიცენზიანტისათვის დადგენილია ,,ლიცენზიებისა და
ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტში, რომლის მიხედვითაც,
თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ლიცენზიის მფლობელი ყოველწლიურად, 1
აპრილიდან 1 მაისამდე ახორციელებს სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგებას.
შესაბამისად, კანონპროექტით დაზუსტდება, რომ ბირთვული და რადიაციული საქმიანობის
ლიცენზიის მფლობელი, ვალდებული იქნება ყოველწლიურად, 1 აპრილიდან 1 მაისამდე,
სამინისტროს წარუდგინოს ანგარიში ლიცენზიის პირობების შესრულების თაობაზე. ხოლო
ამავე კანონპროექტის მიხედვით, ,,ბირთვული და რადიაციული საქმიანობის სალიცენზიო
პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების ფორმას დაამტკიცებს მინისტრი.
7
ასევე კანონპროექტის მიხედვით, იცვლება „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების
შესახებ“ საქართველოს კანონის 53‐ე მუხლით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების
მიღების ვადები და სამართლებრივი ფორმები. კერძოდ, შემდეგი მისაღები კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტების - „ბირთვული და რადიაციული ავარიებისთვის მზადყოფნის და მათზე
რეაგირების გეგმა“, „ბირთვული გაუვრცელებლობის გარანტიებთან დაკავშირებული
საქმიანობის განხორციელების წესი“, „ბირთვული და რადიაციული ობიექტების,
რადიოაქტიური წყაროების და ნარჩენების, მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების
ფიზიკური უსაფრთხოების (დაცულობის) შესახებ“, „რადიაციული უსაფრთხოების
მოთხოვნები სამედიცინო დასხივების სფეროში“, „რადიაციული უსაფრთხოების მოთხოვნები
მრეწველობაში, მეცნიერებასა და განათლებაში“, „ბირთვული და რადიოაქტიური
ნივთიერებების ტრანსპორტირების წესი“, „ძირითადი მოთხოვნები მაიონებელი გამოსხივების
წყაროების ხარისხის უზრუნველყოფისა და ხარისხის კონტროლისადმი“, „ინდივიდუალური
მონიტორინგის ჩატარების წესი და მისი კონტროლი“ და ,,რადიაციული უსაფრთხოების
ნორმები და ძირითადი მოთხოვნები მაიონებელი გამოსხივების წყაროებთან მოპყრობისადმი“
მიღება გადავადდა ერთი წლით, 2016 წლის 1 იანვრამდე. ზემოაღნიშნული კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტების მიღების გადავადება განპირობებულია საერთაშორისო სტანდარტებთან
და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებთან ამ კანონქვემდებარე ნორმატიული
აქტების შესაბამისობაში მოყვანით, რადგან რადიაციული დაცვის საერთაშორისო კომიტეტმა
და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ განაახლა მიდგომები საკანონმდებლო
ნორმებისა და წესების მიმართ. კერძოდ, რადიაციული დაცვის საერთაშორისო კომიტეტმა 103-ე
დოკუმენტზე დაყრდნობით გამოსცა ახლი პუბლიკაციები (118, 119 და 122), სადაც გადაიხედა
მოთხოვნები სამედიცინო, საწარმოო და მოსახლეობის დასხივების ნორმების მიმართ, ასევე
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ გადახედა უსაფრთხოების ძირითად
სტანდარტებს (უსაფრთხოების განახლებული ძირითადი სტანდარტები GSR 3 ოფიციალურად
ძალაშია 2014 წლის ივლისიდან). აღნიშნულმა გარემოებებმა განაპირობა კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტების პროექტების გადახედვა, რისთვისაც აუცილებელი გახდა შესაბამისი
კანონქვემდებარე
ნორმატიული
აქტების
პროექტების
მომზადებაში
მონაწილე
სპეციალისტებისთვის ზემოთ მოყვანილი ცვლილებებისა და მათი იმპლემენტაციის გზების
შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიწოდება ზემოაღნიშნული სააგენტოს ტექნიკური
თანამშრომლობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტების მიერ
ორგანიზებული სასწავლო კურსების, სამუშაო შეხვედრებისა და კონფერენციების მეშვეობით.
ასევე, ევროკავშირთან ხელმოწერილი ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ
ევრატომის მოთხოვნებთან ჰარმონიზაციისათვის საჭიროა დამატებითი სამუშაოების
განხორციელება. ყოველივე ზემოაღნიშნული იწვევს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების
მიღების გადავადების აუცილებლობას.
ამასთან, ზემოაღნიშნულ მუხლში ჩამოთვლილი კანონქვემდებარე ნორმატიული
აქტების ნაწილი, კერძოდ „მეტალის ჯართის რადიაციული მონიტორინგის წესი“, „ბირთვული
და რადიაციული ავარიებისთვის მზადყოფნის და მათზე რეაგირების გეგმა“, „მაიონებელი
გამოსხივების წყაროების, რადიოაქტიური ნარჩენების, ავტორიზაციის უწყებრივი რეესტრის
შექმნისა და წარმოების წესი, მაიონებელი გამოსხივების წყაროების კატეგორიზაცია“,
„რადიაციული უსაფრთხოების მოთხოვნები სამედიცინო დასხივების სფეროში“, „რადიაციული
უსაფრთხოების მოთხოვნები მრეწველობაში, მეცნიერებასა და განათლებაში“, „ბირთვული და
რადიოაქტიური ნივთიერებების ტრანსპორტირების წესი“, „ძირითადი მოთხოვნები
მაიონებელი გამოსხივების წყაროების ხარისხის უზრუნველყოფისა და ხარისხის
კონტროლისადმი“, ,,რადიაციული უსაფრთხოების ნორმები და ძირითადი მოთხოვნები
8
მაიონებელი
გამოსხივების
წყაროებთან
მოპყრობისადმი“
და
„ინდივიდუალური
მონიტორინგის ჩატარების წესი და მისი კონტროლი“ თავისი დანიშნულებიდან გამომდინარე
მოიცავს რადიაციული უსაფრთხოების წესებსა და ნორმებს, მაიონებელ გამოსხივებასთან
დაკავშირებულ მახასიათებლებსა და პარამეტრებს, ბირთვული და რადიაციული საქმიანობის
სფეროში სერვისების ხარისხის შეფასების პროცედურებს, მოთხოვნებს რეგულირებადი
ობიექტების მიმართ და სხვა მსგავსი შინაარსის ინფორმაციას. ამდენად, მიზანშეწონილია
აღნიშნული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საქართველოს მთავრობის მიერ
ტექნიკური რეგლამენტების ფორმით მიღება.
ასევე, ამავე მუხლით გათვალისწინებული
„ბირთვული და რადიოაქტიური
ნივთიერებების ტრანსპორტირების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღება არ არის
მიზანშეწონილი, ვინაიდან, მოქმედი „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“
საქართველოს კანონი მოიცავს ზემოაღნიშნული კანონით დასარეგულირებელ სფეროს, ხოლო
ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული
საქმიანობის დეტალური რეგულირებისათვის საკმარისია საქართველოს მთავრობის შესაბამისი
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის - „ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების
ტრანსპორტირების წესის“ მიღება.
კანონის მოქმედი რედაქციის მიხედვით მისაღებია შემდეგი კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტები: ,,ბირთვული და რადიაციული ობიექტების დეკომისიის შესახებ“,
„ბუნებრივი გამოსხივების ზემოქმედების ოპტიმიზაციის შესახებ“ და „ძირითადი მოთხოვნები
მაღალი რადიაციული რისკის მქონე ბირთვული და რადიაციული საქმიანობის უსაფრთხოების
შეფასებისა და მისი ანგარიშისადმი“. იქედან გამომდინარე, რომ მისაღები კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტებით - ,,ბირთვული და რადიაციული ობიექტების დეკომისიის შესახებ“ და
„ძირითადი მოთხოვნები მაღალი რადიაციული რისკის მქონე ბირთვული და რადიაციული
საქმიანობის უსაფრთხოების შეფასებისა და მისი ანგარიშისადმი“, რეგულირებული სფერო
მოიცავს რადიოაქტიური ნარჩენების მართვას, აღნიშნული კანონქვემდებარე ნორმატიული
აქტების მიღება განხორციელდება ,,რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ“ საქართველოს კანონის
მიღების შემდეგ, ხოლო მათი მიღების ვადების და სამართლებრივი ფორმის შესახებ აღინიშნება
,,რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ“ საქართველოს კანონის გარდამავალ დებულებებში.
ხოლო რაც შეეხება კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს - „ბუნებრივი გამოსხივების
ზემოქმედების ოპტიმიზაციის შესახებ“, აღნიშნული აქტით დასარეგულირებელი საკითხები
განსაზღვრული იქნება საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ შესაბამის კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტით - ,,რადიაციული უსაფრთხოების ნორმები და ძირითადი მოთხოვნები
მაიონებელი გამოსხივების წყაროებთან მოპყრობისადმი“.
ამასთან, კანონპროექტით განისაზღვრება რომ 2016 წლის 1 იანვრამდე მიღებულ იქნება
,,ბირთვული და რადიაციული საქმიანობის სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ
ანგარიშგების ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი
რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება. აღნიშნული ცვლილება გამომდინარეობს იმ
გარემოებიდან, რომ ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე
მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ყოველწლიურად, 1
აპრილიდან 1 მაისამდე განახორციელოს სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგება.
კანონის მოქმედი რედაქცია მსგავსი ხასიათის დანაწესს არ ითვალისწინებს. იმის
გათვალისწინებით, რომ ცვლილება შედის 23-ე მუხლში და ემატება ,,ყ“ ქვეპუნქტი, რომლის
მიხედვითაც, ლიცენზიანტი ვალდებული იქნება მარეგულირებელ ორგანოს საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგინოს ანგარიშგება სალიცენზიო პირობების
9
დაცვის შესახებ. შესაბამისად, მისაღები კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ნაწილში
განისაზღვრება, რომ ბირთვული და რადიაციული საქმიანობის სალიცენზიო პირობების
დაცვის შესახებ ანგარიშგების ფორმას დაამტკიცებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი
რესურსების დაცვის მინისტრი 2016 წლის 1 იანვრამდე.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს დამატებითი ფინანსური ხარჯების გაწევის
საჭიროებას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული იმ პირების ფინანსურ
ვალდებულებებთან, რომლებზეც ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დაწესებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალხმრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტი დამუშავებულია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების
დაცვის სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
10
შეფასება წარმოდგენილი არ არის.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
11
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული
წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება:
რედაქცია,
რომელშიც
(რომლებშიც)
მუხლი 17. ლიცენზიის გაცემის წესი
1. ოპერატორი ლიცენზიის მისაღებად სამინისტროს წარუდგენს წერილობით განცხადებას.
განცხადების წარდგენა, განხილვა და წარმოებაში მიღება ხორციელდება „ლიცენზიებისა და
ნებართვების შესახებ “ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
2. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული
საბუთების გარდა, ლიცენზიის მისაღებად წარსადგენ განცხადებას უნდა დაერთოს:
ა) მონაცემები (საქმიანობის კონკრეტული სახეობის აღწერა, მონაცემები მაიონებელი
გამოსხივების წყაროს და მისი განლაგების ადგილის შესახებ, ინფორმაცია რადიაციულ
უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის, წარმოქმნილი ნარჩენებისა და მათთან მოპყრობის
თაობაზე);
ბ) რადიაციული დაცვის პროგრამა, რომელშიც წყაროს კატეგორიის, შესაძლო რისკის, ასევე
საქმიანობის სახეობის გათვალისწინებით, განსაზღვრულია რადიაციული უსაფრთხოების
ძირითადი პრინციპების დაცვის პირობები და მეთოდები, დანადგარის ან/და წყაროს
ტექნიკური მონაცემები, ასევე ფიზიკური უსაფრთხოების (დაცულობის) უზრუნველყოფის
პირობები;
გ) მუშაკთა სია და მათი კვალიფიკაციისა და პროფესიული ცოდნის დამადასტურებელი
დოკუმენტები;
დ) მუშაკთა სამედიცინო შემოწმების მონაცემები;
ე) რადიოაქტიური წყაროების საქართველოში შემოტანის და საქართველოდან გატანის გეგმა‐
გრაფიკი;
ვ) უცხოური კომპანიის საქართველოში საქმიანობის ლიცენზირების შემთხვევაში − დამატებით:
ვ.ა) საქართველოს ტერიტორიაზე კონკრეტული საქმიანობის განხორციელების თაობაზე
ხელშეკრულების ან პროექტის ასლი;
ვ.ბ) კომპანიის საგარანტიო წერილი შემოტანილი რადიოაქტიური წყაროების სამუშაოს
დამთავრების შემდეგ გატანის თაობაზე, გატანის ვადის მითითებით.
3. მაღალი რადიაციული რისკის მქონე საქმიანობის ლიცენზირების შემთხვევაში რადიაციული
დაცვის პროგრამის ნაცვლად წარდგენილი უნდა იქნეს ბირთვული და რადიაციული
უსაფრთხოების შეფასება, რომელიც მოიცავს რადიაციული დაცვის პროგრამას და დეკომისიის
(ან ობიექტის დახურვის, საქმიანობის სახეობიდან გამომდინარე) გეგმას.
4. ლიცენზიის გაცემის მიზნით სამინისტროს მიერ დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში
(გარდა ამ კანონის მე‐16 მუხლის მე‐2 პუნქტის „ ე “ , „ ზ “ , „ თ “ , „ კ “ , „ მ “ , „ ო “ , „ რ “ და „ ს “
ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
მონაწილეობს დაინტერესებული ადმინისტრაციული ორგანოს სახით, „ლიცენზიებისა და
ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
5. ოპერატორის მიერ წარდგენილი დოკუმენტების ანალიზის საფუძველზე სამინისტრო იღებს
გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემის ან მის გაცემაზე უარის თქმის შესახებ.
6. სალიცენზიო პირობების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს სამინისტრო.
მუხლი 23. ლიცენზიის მფლობელის მოვალეობები
ლიცენზიის მფლობელი ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის შესაბამისად ვალდებულია:
12
ა) უზრუნველყოს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოება, ფიზიკური დაცვა და საგანგებო
სიტუაციებისა თვის მზადყოფნა;
ბ) თანამედროვე ტექნიკური და სამეცნიერო დონის გათვალისწინებით სისტემატურად
შეაფასოს სალიცენზიო პირობების შესრულება და პრაქტიკაში დანერგოს შეფასების შედეგები;
გ) დაიცვას სალიცენზიო პირობები, დაუყოვნებლივ გამოიძიოს ამ პირობების ნებისმიერი
დარღვევა, მიიღოს ზომები მათ აღმოსაფხვრელად და დარღვევის განმეორების თავიდან
ასაცილებლად ; დასხივების დასაშვები დონის გადაჭარბების ყველა შემთხვევის დროს
ჩაატაროს მოკვლევა და შედეგები წერილობით აცნობოს სამინისტროს;
დ) მარეგულირებელ ორგანოს წერილობით შეატყობინოს საქმიანობასთან დაკავშირებული
ნებისმიერი ცვლილების ან საქმიანობის გაფართოების თაობაზე და წარმოადგინოს ამ
ცვლილებასთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტაცია და რადიაციული დაცვის
განახლებული პროგრამა;
ე) მაიონებელი გამოსხივების წყაროებთან მოპყრობის ყველა ეტაპზე დაიცვას რადიაციული
დაცვის პროგრამით განსაზღვრული ვალდებულებები, რომელიც მოიცავს ხარისხის
უზრუნველყოფისა და მონიტორინგის პროგრამებს და რადიაციულ ავარიაზე რეაგირების
გეგმას ;
ვ) დაიცვას ადმინისტრაციული და ტექნოლოგიური პირობებით განსაზღვრული გაზომვების
ჩატარების და გამზომი ხელსაწყოების უნიფიცირების მოთხოვნები;
ზ) მიიღოს მხოლოდ ისეთი მაიონებელი გამოსხივების წყაროები, რომლებსაც აქვს შესაბამისი
თანმხლები დოკუმენტაცია და ნიშნული, რომელიც მოთავსებულია შესაბამისი მარკირების
მქონე დამცავ შეფუთვაში − კონტეინერში ;
თ) მაიონებელი გამოსხივების წყაროებთან და რადიოაქტიურ ნარჩენებთან მუშაობის უფლება
მიანიჭოს მხოლოდ იმ პირებს, რომლებსაც აქვთ სპეციალური პროფესიული ცოდნა,
აკმაყოფილებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პირობებს და არ აქვთ აღნიშნული
საქმიანობისათვის სამედიცინო უკუჩვენება;
ი) დაუყოვნებლივ შეატყობინოს სამინისტროს ტექნოლოგიურ პროცესებში მომხდარი
გადახრების, ასევე ფიზიკური დაცვის პირობების ან/და ავარი ებისათვის მზადყოფნის
დარღვევების შესახებ, რომლებიც მნიშვნელოვანია ბირთვული და რადიაციული
უსაფრთხოების თვალსაზრისით ;
კ) უზრუნველყოს საზოგადოების ინფორმირება ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების
იმ საკითხებზე, რომლებიც არ არის სახელმწიფო ან კომერციულ ი საიდუმლოება;
ლ) უზრუნველყოს სათანადო პირობები სამინისტროს მიერ ინსპექტირების შეუფერხებლ ად
განხორციელებისათვის ;
13
მ) ორგანიზება გაუწიოს და ფინანსურად უზრუნველყოს მუშაკთა ჯანმრთელობის
ყოველწლიური პროფესიული შემოწმება ; შემოწმების უარყოფითი შედეგების დადგენისას
გადაიყვანოს მუშაკი სხვა პროფილის სამუშაოზე;
ნ) უზრუნველყოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან კავშირის ორგანიზება
ბირთვული და რადიაციული ავარიების შესახებ დროული შეტყობინებისათვის;
ო) მოამზადოს და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით
გადასცეს შესაბამის ფიზიკურ ან იურიდიულ პირს ტრანსპორტირებისათვის განკუთვნილი
რადიაციული მასალები, რადიოაქტიური წყაროები და საცავში გადასაცემი რადიოაქტიური
ნარჩენები;
პ) უზრუნველყოს ობიექტებზე დამსწრე და ხელშეკრულებით მომუშავე პირთა რადიაციული
უსაფრთხოება;
ჟ) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების, ასევე ფიზიკური დაცვის მოთხოვნების
შესრულების უწყვეტი კონტროლის განხორციელების მიზნით რადიაციული დაცვის
პასუხისმგებელ პირად დანიშნოს შესაბამისი ცოდნის მქონე მუშაკი, ხოლო მაღალი
რადიაციული რისკის მქონე ობიექტზე შექმნას რადიაციული უსაფრთხოების სამსახური;
რ) უზრუნველყოს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების, ასევე ფიზიკური დაცვის
საკითხებში მუშაკთა სპეციალური პროფესიული სწავლება და რეგულარული ტრენინგი;
ს) ბირთვული მასალების და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების გადაცემის ან გაყიდვის
შემთხვევაში ეს პროცედურა განახორციელოს მხოლოდ შესაბამისი შეტყობინების და
თანხმობის მიღების შემდეგ;
ტ) აწარმოოს მაიონებელი გამოსხივების წყაროების, ბირთვული მასალების და წარმოქმნილი
რადიოაქტიური ნარჩენების აღრიცხვა, ასევე აღრიცხოს მუშაკთა (დაქირავებულთა ჩათვლით)
პროფესიული დასხივების დოზები და ინვენტარიზაციის შედეგები ყოველწლიურად აცნობოს
სამინისტროს ;
უ) მაღალი რადიაციული რისკის მქონე ობიექტის შემთხვევაში შეიმუშაოს დეკომისიის გეგმა,
რისთვისაც უნდა აწარმოოს ბირთვული და რადიაციული ობიექტის სათანადო გამოკვლევა და
მონიტორინგი და უზრუნველყოს სამინისტროს თვის შესაბამისი შეტყობინების წარდგენა;
ფ) მოსახლეობის ჯანმრთელობ აზე , გარემოზე მავნე ზემოქმედების თავიდან აცილების,
რადიაციული უსაფთხოების და ფიზიკური დაცვის უზრუნველყოფის მიზნით შეასრულოს
სამინისტროს მიერ დაწესებული ყველა მოთხოვნა;
ქ) მაღალი რადიაციული რისკის მქონე საქმი ა ნობის განხორციელებისას 10 წელიწადში
ერთხელ ჩაატაროს უსაფრთხოების შეფასება და შესაბამისი დასკვნა წარუდგინოს სამინისტროს.
14
მუხლი 53. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღები (გამოსაცემი) ნორმატიული
აქტები
1. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით 2015 წლის 1 იანვრამდე მიღებულ იქნეს
საქართველოს კანონები: „რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ“ და „ბირთვული და
რადიოაქტიური ნივთიერებების ტრანსპორტირების შესახებ “.
2. საქართველოს მთავრობამ 2013 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს შემოსავლების
სამსახურის მიერ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის
სამინისტროსთვის და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან არსებული სამხედრო‐
ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიისთვის წარსადგენი ინფორმაციის ნუსხის
დამტკიცება.
3. 2015 წლის 1 იანვრამდე გამოცემულ იქნეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების
დაცვის მინისტრის შემდეგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები:
ა) „ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ინსპექტირების განხორციელების წესის
დამტკიცების შესახებ“;
ბ) „რადიაციული უსაფრთხოების მოთხოვნები მრეწველობაში, მეცნიერებასა და განათლებაში“;
გ) „მეტალის ჯართის რადიაციული მონიტორინგის წესი“;
დ) „მაიონებელი გამოსხივების წყაროების, რადიოაქტიური ნარჩენების, ავტორიზაციის,
უწყებრივი რეესტრის შექმნისა და წარმოების წესი, მაიონებელი გამოსხივების წყაროების
კატეგორიზაცია“;
ე) „ინდივიდუალური მონიტორინგის ჩატარების წესი და მისი კონტროლი“;
ვ) „ბირთვული და რადიაციული ავარიებისთვის მზადყოფნის და მათზე რეაგირების გეგმა“;
ზ) „ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების არალეგალურ მიმოქცევაზე რეაგირების
წესი“;
თ) „ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების ტრანსპორტირების წესი“;
ი) „ბირთვული და რადიაციული ობიექტების, რადიოაქტიური წყაროების და ნარჩენების,
მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების ფიზიკური უსაფრთხოების (დაცულობის) შესახებ“;
გარანტიებთან
დაკავშირებული
საქმიანობის
კ)
„ბირთვული
გაუვრცელებლობის
განხორციელების წესი“;
ლ) „ბირთვული და რადიაციული ობიექტების დეკომისიის შესახებ“;
მ) „ბუნებრივი გამოსხივების ზემოქმედების ოპტიმიზაციის შესახებ“;
ნ) „ძირითადი მოთხოვნები მაღალი რადიაციული რისკის მქონე ბირთვული და რადიაციული
საქმიანობის უსაფრთხოების შეფასებისა და მისი ანგარიშისადმი“;
ო) „ძირითადი მოთხოვნები მაიონებელი გამოსხივების წყაროების ხარისხის უზრუნველყოფისა
და ხარისხის კონტროლისადმი“.
4. 2015 წლის 1 იანვრამდე გამოცემულ იქნეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრის და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის
მინისტრის შემდეგი ერთობლივი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები:
ა) „რადიაციული უსაფრთხოების ნორმები და ძირითადი მოთხოვნები მაიონებელი
გამოსხივების წყაროებთან მოპყრობისადმი“;
ბ) „რადიაციული უსაფრთხოების მოთხოვნები სამედიცინო დასხივების სფეროში“.
15