„ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
I მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 86 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2014-12-15
ბიუროს ნომერი 233
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ
მუხლი 1
ამ
კანონის
ღონისძიების
მიზანია,
სახით
გათავისუფლება,
ერთჯერადი
ხასიათის
დროებითი
ფიზიკური
პირების
ადმინისტრაციული
2014
10
იმ
რომლებმაც
წლის
დეკემბრამდე
და
განსაკუთრებული
ჩაიდინეს
სახდელისაგან
საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს
უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევები და რომელთა მიმართაც
ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ
აღსრულებულა.
მუხლი 2
1. ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლება
გულისხმობს ფიზიკური პირის გათავისუფლებას ადმინისტრაციული სახდელისა და
საურავისაგან.
2.
ამ
სახდელისაგან
მუხლის
პირველი
გათავისუფლება
პუნქტით
ვრცელდება
გათვალისწინებული
იმ
პირებზე,
ადმინისტრაციული
რომლებმაც
საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინეს 2014
წლის 10 დეკემბრამდე და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების
შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა.
3.
ამ
მუხლის
პირველი
პუნქტით
გათვალისწინებული
ადმინისტრაციული
სახდელისაგან გათავისუფლება ვრცელდება ადმინისტრაციული სახდელისა და საურავის
აღუსრულებელ ნაწილზე.
მუხლი 3
1.
საქართველოს
სამართალდარღვევათა
კანონმდებლობით
საქმეების
გათვალისწინებულმა
განხილვაზე
უფლებამოსილმა
ადმინისტრაციულ
ორგანოებმა
და
თანამდებობის პირებმა ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
საქმეებზე
ადმინისტრაციული
სახდელისა
გათავისუფლების საკითხი გადაწყვიტონ ამ კანონის შესაბამისად.
და
საურავისაგან
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო
სამართლის იურიდიულმა პირმა „აღსრულების ეროვნულმა ბიურომ“ ამ კანონის საფუძველზე
შეწყვიტოს მის წარმოებაში არსებული,
მიკუთვნებული საქმეების აღსრულება.
ამ
კანონის
რეგულირების
სფეროსათვის
მუხლი 4
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გ. მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (საქართველოს სსრ
უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“
ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
საქმეებზე
დამრღვევი პირებისათვის დაკისრებული სახდელების აღსრულებასთან დაკავშირებით,
კანონპროექტის
მომზადების
ეტაპისათვის
საქართველოს
იუსტიციის
სამინისტროს
მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − „აღსრულების
ეროვნული ბიუროს“, წარმოებაშია 20850 საქმე, საიდანაც პასიურია 8380, ხოლო მიმდინარე −
12470 საქმე.
ზემოაღნიშნული პასიური საქმეებიდან, 35%-40%-ის შემთხვევაში, მოვალე არ ცხოვრობს
აღსასრულებელ გადაწყვეტილებაში მითითებულ მისამართზე. ასეთი საქმეების გამო ქონების
მოძიების დასრულების შემდგომ იზრდება პასიური საქმეების რაოდენობა, რომლებსაც
ხანდაზმულობის ვადის ამოწურვამდე აღსრულების პერსპექტივა არ აქვს.
საქმეების
30%-35%-ის
შემთხვევაში,
მოვალე
რეგისტრირებულია
სოციალურად
დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სოციალურ-ეკონომიკური
მაჩვენებელი საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვარზე („სოციალური დახმარების
შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით
განსაზღვრულ 57 000 ქულაზე) ნაკლებია, ხშირ შემთხვევაში კი, მოვალე პენსიონერი ან
სტუდენტია.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“
ქვეპუნქტის
თანახმად,
ყადაღას
არ
ექვემდებარება
და
იძულებითი
აღსრულების
განხორციელება არ დაიშვება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში
რეგისტრირებული
ოჯახის
წევრის
ქონებაზე,
გარდა
მოთხოვნის
უზრუნველყოფის
საშუალებად გამოყენებული ქონებისა, რომლის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელიც
საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვარზე
ნაკლებია (სოციალური დახმარების
შესახებ 2006 წლის 28 ივლისის საქართველოს მთავრობის №145 დადგენილებით, ასეთ
ნიშნულად განსაზღვრულია 57 000 ქულა). აღნიშნული მოწმობს, რომ ხსენებული კატეგორიის
მოვალეების მიმართ აღსრულების პერსპექტივა პრაქტიკულად არ არსებობს, გარდა იმ
მინიმალური ალბათობისა, რომ მათი სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელი მომავალში
შესაძლოა შეიცვალოს.
მოვალე პენსიონერთა კატეგორიასთან მიმართებით საგულისხმოა, რომ, „სააღსრულებო
წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის“ 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ყადაღას
არ ექვემდებარება საარსებო მინიმუმზე ნაკლები შემოსავალი. რაკი დღეისათვის
საქართველოში არსებული პენსიონერების უმრავლესობის (გარდა პენსიონერების გარკვეული
კატეგორიისა, რომელთა პენსია 150 ლარს აღემატება) შემოსავალი არ არის დადგენილ
საარსებო
მინიმუმზე
მეტი,
მისი
დაყადაღება
და
პენსიის
თანხიდან
აღსრულების
განხორციელება შეუძლებელია.
რაც შეეხება სტუდენტებს, ვინაიდან მათ, ჩვეულებრივ, შემოსავალი ან პირადი ქონება
არ გააჩნიათ, მათ მიმართაც აღსრულების განხორციელება, უმრავლეს შემთხვევაში,
უპერსპექტივოა. ასეთ დროს აღმასრულებელს უხდება მის საცხოვრებელ ადგილას მისვლა
და საოჯახო ნივთების დაყადაღება, რასაც, როგორც წესი, მოჰყვება მოვალის ოჯახის
წევრების მხრიდან სარჩელის წარდგენა ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ იმ
მოტივით, რომ დაყადაღებული ქონება რეალურად ეკუთვნის სხვა პირს − მოვალის ოჯახის
რომელიმე უფროს წევრს (რადგან სტუდენტს არ გააჩნია საკუთარი შემოსავალი, იგი
ნივთების შეძენასაც ვერ შეძლებდა). სასამართლოები ასეთ სარჩელებს, როგორც წესი,
აკმაყოფილებენ.
ამდენად,
სააღსრულებო
საქმეების
აღსრულების
ალბათობა
ასეთი
კატეგორიის მოვალეთა მიმართაც ძალზე მცირეა.
დარჩენილი საქმეების 10%-15%-ში მოვალე არის ერთი და იგივე პირი. ამ კატეგორიაში
გვხვდებიან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე ან ქმედუუნარო პირები, რომელთა
მიმართაც აღსრულება ვერ განხორციელდება.
ზემომითითებული
ფიზიკური
პირების
გადახდისუუნაროა)
გარემოებების
(რომელთა
ერთჯერადად
სამართალდარღვევათა
გათვალისწინებულ
მხედველობაში
უმეტესი
ნაწილიც,
გათავისუფლება
კოდექსის 130-ე
ადმინისტრაციულ
მიღებით,
როგორც
საქართველოს
მუხლის მე-4 ნაწილის
სამართალდარღვევებზე
მიზანშეწონილია
ზემოთ
აღინიშნა,
ადმინისტრაციულ
„ა“
ქვეპუნქტით
დაკისრებული
სახდელისაგან, რაც, ერთი მხრივ, მათ მცირედ ფინანსურ შეღავათს მისცემს, ხოლო, მეორე
მხრივ, სახელმწიფოსაც გაათავისუფლებს ასეთი საქმეების აღსრულებისათვის საჭირო
ადმინისტრაციული რესურსის ფუჭად ხარჯვის ტვირთისაგან.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია ერთჯერადი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით იმ
ფიზიკური
პირების
გათავისუფლება
ადმინისტრაციული
სახდელისაგან,
რომელთაც
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4
ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევა ჩაიდინეს 2014 წლის 10
დეკემბრამდე და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ
დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის თანახმად, ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლდებიან
პირები, რომელთაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე
მუხლის
მე-4
ნაწილის
„ა“
ქვეპუნქტით
გათვალისწინებული
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევები ჩაიდინეს 2014 წლის 10 დეკემბრამდე და რომელთა მიმართაც
ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ
აღსრულებულა. ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლება გულისხმობს ფიზიკური
პირის გათავისუფლებას როგორც ადმინისტრაციული სახდელისაგან, ისე საურავისაგან.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ მოითხოვს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
კანონპროექტის მიღება გამოიწვევს სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ ხარჯების
დაზოგვას, რადგან აღარ იქნება საჭირო უპერსპექტივო საქმეების აღსრულების მიზნით
სააღსრულებო წარმოების განხორციელება.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის
მიღებით
ბიუჯეტში
გადარიცხვას
აღარ
დაექვემდებარება,
დაახლოებით, 1 165 175 (ერთი მილიონ ას სამოცდახუთი ათას ას სამოცდათხუთმეტი) ლარი.
აღნიშნული
თანხა
გაანგარიშებულია
კანონპროექტის
მომზადების
დროისათვის
საქართველოს
იუსტიციის
სამინისტროს
„აღსრულების
ეროვნული
ბიუროს“
მმართველობის
წარმოებაში
სფეროში
არსებულ
მოქმედი
საქმეთა
სსიპ
რაოდენობის
გათვალისწინებით, თუმცა, პროექტის მიღებისა და ამოქმედების დროისათვის ბიუროს
წარმოებაში არსებული საქმეებისა და გადახდილი თანხების ოდენობიდან გამომდინარე,
შესაძლოა, შეიცვალოს.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის
მიხედვით
სახელმწიფოს
არ
ეკისრება
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის
მიღება
დადებით
გავლენას
მოახდენს
იმ
პირების
ფინანსურ
მდგომარეობაზე, რომლებზეც გავრცელდება კანონპროექტის მოქმედება, ვინაიდან ისინი
გათავისუფლდებიან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე
მუხლის
მე-4
ნაწილის
„ა“
ქვეპუნქტით
გათვალისწინებული
სამართალდარღვევის
ჩადენისათვის ჯარიმისა და საურავის გადახდისაგან.
ბ.ვ)
კანონპროექტით
დადგენილი
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
ან
სხვა
სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი
არ
ითვალისწინებს
გადასახადის,
მოსაკრებლის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი
არ
მიმართება
ეწინააღმდეგება
საქართველოს
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.