„მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 12 ნოემბრის N70-Iს, დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
25.12.2014
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი
ნომერი
#15786/8
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

მიღების თარიღი 2014-12-26

📜 ტექსტი

წერილი
\ ¨ ¨ \ バ . しふ6ふ F)00)■ 611)00 0)r)bδ o)ふ 3moo(booo イ メ t̀ IЮ lつ ONlll 1 ざ,う 01llt〕 t, :,ヽ 33 l̀'ヽ 3R 〔 20 κ 。 6∽ 艘 し 。 」 b5oo55ot・ り 0し 3,kP00び 50‑む節 N050oじ "lЧ ,標 o bOb "6obb O'06し 3ω 5oo00b V 押 も o5op , Fd,aqbo('0c5o, UrCrd,oBCq'ol, $fq'raC6oot' q$<''dc6oq'C0ou 36'(')c )U ,,&gpao30oja9a-oo U.>3rr6q,rac6go QggcarooCaou acalq''d0bq'c1bob 6r6trri:q36ou ll' Agurbgb" l-bjsfro6gqx'ltt Jlf,E JACO|r,b 2Ol2 Sq'ol' 21 6ogd66oU No70 AiaACboq)Co)Ao o3q'rq,0bolt 01)s6ou oDobr$0'' 6obo3or, aooQ$oor $rf,aoqbC6o('o &rmftbo b(rJ6ou UJbq'oglm b\x'rooL q.oqoU $XU6o60o. V JrOo3obOCA.,cD, ot3&1po0u6oU Jo663q'o &tq.o6oq'3 qtrb6on:1A3.
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
JtnAbo tqj.>6,(/69q'ob $t6q'!aCq5ol., qrrq6g6oqrg6.> Ur$6,q'$C6Oer eCq,CAJOoC8rtr ECasqFaC6q'obol, Ar6lJt$qgfxit 03ttb36" l$j.vrto69q,ou Jltr,q'ragfuol.,2012 $qt<lb 2l &rca66ob l'1o70 - IU qrra9696oq,30.>0o g3qr:q'CbC6dr 0CODEdr d,.)<.tbrtC "eJq,&BAsTCAC(rl Usjrt6orgqxrU JJ6q,JAC6OoL tfu6qrr09fuoU 251-3 &3bq'oL Jo63Cq,o JUECOoU BXl.tcbrdoltrp bsjrtlor3Sq,oU J#rq,JAC6Oo r(oaC6t : l.,,0gq6o30ojdgpo hrJr6q,$g6gr.r q-ogq,g6$o3bob ts33uqr6g6q,obot.t 6r6brtg36olr 83lsbgb" [t{r6o6gq'ob J.r6q'.rdg6gob 2012 $q'ou 21 Eogdbttrolt No70 - IL AJAAC6oq,Jboo, 6Jd,grq,oL$o6CbUq,o m6c)JoL trblolr l$Jstrq,.raC6oo rbrabq,Cob 3gp0q6ojdgq9o ljJJ.rt6q,r0g6go q6q,mJGoou ACAraACEqx'lArao ACOJ6.,q,o oC63b Bgdp35o g3q,oq,3036o: r) do5oo,rq,o AC0re6gbgobob 09-2 JgftOo ErAogrq,obeCb Ag0q-o35o 69q.orj6cnor: ,,2. $rh6$oSrdC tgoreo - ts5JC3or,,Cr6ogq,o oObCAr"; b) do6oorqQo ACArQ&fEq,(1boL aJ-3 JUECOCbo haogrq'obeCL tsCAQCbo 6CQrJOooo): ,,3. boqQJACq)o oo6roobo - ts6JC0or ,,Crd)C,,3q,o oOECb) - 6CUJgAq'oJCq,C6o"; 6) do6ooruq.oo 0garq-o696q,oboL 03 5 JCbdOo BrAoUJq,obC-oXU ts90qp36o tl3prjSooor: ,,5 Bojo3.>6o otir3q,o - g6rrjgor ,,or;3o[UtsJq,o eCA19J6rOCbo". qr) U,ror.>qpr6o6o 030rq966q'o6ob 03-3 J36j$o B;6ogoq,obqp3U ts30q-o36o 65q;jSooor: "3. bC6dC6oB3oq'o q,Car6o - tsF,JCOor ,,CJ6rorgq'o og63b.r 6CbJIbq,oJCq,Cbo; g) tror,rqp;6o6o ts36rqg6g6q,obolr 0g-4 JUECOo BrAr.rgrq,oaeglt tsg0eg6o 6gq-orjgooo: ,,4. cn,$otjots3oq,o Boo6r - g6cj6or ,,36cDoJ6o 6J3ombrq,U6o Ar'rd6rr'lbr". 2. 3lrqrrq636oq,3brr0r.rj03qgegL6oqCbobo!6rgC. UrCr6C',3Cq,('lU Jr6q,raC6OoU olrg&Xer'tAr6C qg.:3oor glrggsts3oq,o
სტენოგრაფიული ჩანაწერი
საქართველოს პარლამენტის 2014 წლის 26 დეკემბრის რიგგარეშე სესიის სხდომა სხდომას თავმჯდომარეობს პარლამენტის თავმჯდომარე დ. უსუფაშვილი თავმჯდომარე. ერთი საკითხი კიდევ შეიძლება განვიხილოთ, მაგრამ ამასობაში იქნება კენჭისყრა რამოდენიმე წუთში, ამიტომ გთხოვთ, მობრძანდეთ. ბატონი ზვიად კვაჭანტირაძე წარმოადგენს დადგენილების პროექტს „მუდმივმოქმედი დელეგაციების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ“ პარლამენტის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, მერე კენჭისყრა და ვიწყებთ ბატონი ზურაბ ტყემალაძის კანონპროექტს, უფრო სწორად, სადაც მომხსენებელი ბატონი ზურაბია „მაუწყებლობის კანონში ცვლილებების თაობაზე“. გთხოვთ, შემობრძანდეთ დარბაზში. გისმენთ, ბატონო ზვიად. გთხოვთ, ვიმუშაოთ ეკონომიურად. გისმენთ. ზ. კვაჭანტირაძე. გმადლობთ, ბატონო დავით. პატივცემულო კოლეგებო, წარმოგიდგენთ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს „მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 21 ნოემბრის N70-1-ლი„ს“-ს დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 251-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1) „მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 21 ნოემბრის N70-1-ლი „ს-ს“ დადგენილებით გათვალისწინებული ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილებები: ა) ძირითადი შემადგენლობის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით, 2) კვაჭანტირაძე ზვიად ფრაქცია „ქართული ოცნება“, ბ) ძირითადი შემადგენლობის მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 3) ხიდაშელი თინათინ ფრაქცია „ქართული ოცნება - რესპუბლიკელები“, გ) ძირითადი შემადგენლობის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 5) ჩიქოვანი ირაკლი ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატები“, დ) სათადარიგო შემადგენლობის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 3_ ბერძენიშვილი ლევანი ფრაქცია „ქართული ოცნება-რესპუბლიკელები“ და სათადარიგო შემადგენლობის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 4) თაქთაქიშვილი ჩიორა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მე-2 პუნქტი ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე. გმადლობთ ყურადღებისთვის და გთხოვთ მხარი დაუჭიროთ დადგენილების ამ პროექტს. თავმჯდომარე. შეკითხვები მომხსენებელთან. ბატონ აკაკის აქვს შეკითხვა? თუ წინა არის ბატონო აკაკი? შეკითხვა გაქვთ? ბრძანეთ. ა. ბობოხიძე. გმადლობთ. ბატონო ზვიად, მე რამდენადაც ვიცი ჯერ დგინდება კვოტები, შემდეგ ამ კვოტების შესაბამისად თავის კვოტებში ფრაქციები წარმოადგენენ კანდიდატურებს და შეიქმნება აი ეს სია და ამ სიას შემდეგ უყრის კენჭს დეპუტატები. მე ძალიან გთხოვთ თ.კ. თუ არა გაქვთ მანდ, იქნებ გამოითხოვოთ კომიტეტიდან. მე რამდენადაც ვიცი კვოტები ფრაქციებში წევრთა რაოდენობის პროპორციულად იქნება და მე მინდა უბრალოდ, მე მინდა ხმა მოგცეთ. ამიტომ მინდა დავრწმუნდე, რომ სამართლიანად არის კვოტები დანაწილებული და გთხოვთ, მომაწოდოთ ინფორმაცია რომელ ფრაქციას რა პროპორციებით, რამდენი ადგილი ერგო და როგორ შედგა პიროვნებები არა, არ მაინტერესებს, პიროვნებები ეს ფრაქციების გადასაწყვეტია, აი მინდა, მაინტერესებს, პირდაპირ რიცხვები, არითმეტიკა ელემენტარული მითხრათ, აი ამ ფრაქციას ჰყავს ამდენი კაცი, ეკუთვნის პროპორციით ამდენი ადგილი, ამ ფრაქციას ამდენი, ამ ფრაქციას ამდენი, ამ ფრაქციას ამდენი და დავრწმუნდები, რომ ეს კვოტები სამართლიანად არის განაწილებული და დიდი სიამოვნებით დაგიჭერთ ამის შემდეგ მხარს. თავმჯდომარე. ქალბატონი ანი მიროტაძე. ა. მიროტაძე. მადლობა. ბატონო ზვიად, გთხოვთ, განმიმარტოთ კიდევ ერთხელ, რატომ მოხდა მხოლოდ ევროსაბჭოს დელეგაციის წევრების განსაზღვრა ახლა ან რას უკავშირდება, ვინაიდან ჩვენ ვიცით, რომ სხვა მუდმივმოქმედ დელეგაციებთან დაკავშირებითაც ახალი რეგულაციებია და ახალი გადანაწილება არის ეს, ერთი, იმ რეალობიდან გამომდინარე, რომელიც პარლამენტში შეიქმნა და გთხოვთ, სახელები და გვარები ჩამოთვალოთ ის 10 კაცი, ვინც იქნება წარმოდგენილი საქართველოდან ამ ახალი გადანაწილების მიხედვით. მადლობა. თავმჯდომარე. ქალბატონი ჩიორა თაქთაქიშვილი. ჩ. თაქთაქიშვილი. ეს საკითხი არ არის მხოლოდ ციფრებისა და არითმეტიკის საკითხი, ჩვენ კარგად ვიცით კონტექსტი, კონტექსტი გახლავთ ის, რომ ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი განსაკუთრებით შეშფოთდნენ ოქტომბრის თვეში ევროსაბჭოს მიერ მიღებული ძალიან კრიტიკული რეზოლუციის გამო და მათ მისცეს უმრავლესობას დავალება, როგორმე უზრუნველეყოთ დელეგაციის შემადგენლობის შემცირება იმ თვალსაზრისით, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ აღარ ჰყოლოდა შესაბამისი წარმომადგენლობა და შესაბამისი შესაძლებლობა ევროსაბჭოს დელეგაციაში. მე მინდა გითხრათ, რომ იანვრის სესია არის პრინციპულად მნიშვნელოვანი სესია ევროპის საბჭოში, განიხილება საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი საკითხი, გაგრძელდება თუ არა რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული სანქციები. საზოგადოებამ კარგად იცის ამ ბრძოლაში თუ როგორი ეფექტური იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლობა და ეხლა ამ კვოტის შემცირება მიმართული არის სწორედ იქითკენ, რომ ერთის მხრივ, „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც უდიდეს ოპოზიციურ ძალას, შეუმცირდეს წარმომადგენლობა და მეორე, ეს არის კონტექსტი, როდესაც სუსტდება დელეგაციაში იმ დელეგატების რაოდენობა, რომლებიც იბრძვიან და ეფექტურად იბრძვიან იმისთვის, რომ საქართველოს ინტერესები იყოს დაცული კონკრეტულ შემთხვევაში, რომ რუსეთს დაეკისროს სანქციები, როგორც უკრაინაში, ისე საქართველოში ჩადენილი დანაშაულების და საერთაშორისო სამართლის დარღვევისათვის. ეს არის კონტექსტი და ამის უარყოფა თქვენ ნამდვილად გაგიჭირდებათ. თავმჯდომარე. გიორგი კანდელაკი. გ. კანდელაკი. გმადლობთ. ჩემი კითხვა არის ძალიან მარტივი. ბატონო ზვიად, რატომ გადაწყვიტა უმრავლესობამ, რომ იმ მრავალ დელეგაციათა შორის, რომელიც არსებობს მუდმივმოქმედი დელეგაცია საქართველოს პარლამენტში მაინცდამაინც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლობა შეემცირებინა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ასამბლეაში საქართველოს დელეგაციაში, რატომ, ხომ არ უკავშირდება ეს იმ რეზოლუციას, რომელიც ახსენა ქალბატონმა ჩიორა თაქთაქიშვილმა და ამ რეზოლუციით გამოწვეულ უკმაყოფილებას და გაბრაზებას ივანიშვილისა იმიტომ, რომ მართლაც ჩვენ პრეტენზია გვაქვს თქვენთან ამ შემთხვევაში და უმრავლესობასთან და არა „თავისუფალ დემოკრატებთან“, მაგრამ ამავე დროს როგორ შეიძლება ჰქონდეს ერთი და იგივე წარმომადგენლობა დელეგაციაში პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ჰყავს 51 დეპუტატი პარლამენტისა და პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ჰყავს მხოლოდ 8 დეპუტატი ხომ? რატომ არ მოგვეცით ჩვენ საშუალება, რომ მოვლა, ეს უკვე რაღაც შეთანხმებისთვის მიგვეღწია „თავისუფალ დემოკრატებთან“, გაგვემართა კონსულტაციები და იქნება და მივაღწევდით რაღაც შეთანხმებას, რა საჭირო იყო საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე, ანდა ხელების გადაგრეხვის გზით ოპოზიციის შეურიგებელი ოპოზიციის ივანიშვილის რეჟიმისთვის შეურიგებელი ოპოზიციის წარმომადგენლობის შემცირება აი ასეთი რადიკალური გზით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, თქვენ თუ გგონიათ, რომ ეს შეამცირებს იმ კრიტიკას, რომელიც მომდინარეობს ივანიშვილის რეჟიმის მიმართ, ძალიან ცდებით, მინდა გითხრათ. ზ. კვაჭანტირაძე. შეიძლება გავცე. თავმჯდომარე. ქალბატონი გუგული მაღრაძე, შეკითხვა აქვს. ადგილიდან, შეკითხვა გ. მაღრაძე. ბატონო ზვიად, რატომ ძალიან მარტივად არ უხსნით ადამიანებს, რომ ... ზ. კვაჭანტირაძე. მომეცით საშუალება ავხსნა და... გ. მაღრაძე. ჰო, ევროსაბჭოს დელეგაციაში ე. ი. თავმჯდომარე. შეკითხვა გვაქვს. გ. მაღრაძე.ნუ, მაშინ გამოვალ სიტყვაში და ვიტყვი, აბა რა ვქნა. ზ. კვაჭანტირაძე. ნება მიბოძეთ, ვუპასუხო. გ. მაღრაძე. ...აქ მოხდა მე რამდენადაც ვიცი საქმე იმაშია, რომ თავის დროზე უნდა იყოს გაგზავნილი დელეგაციის შემადგენლობა, რომ მოხდეს დამტკიცება. ზ. კვაჭანტირაძე. ეგ შეკითხვა ჩემს მიმართ არის და თუ მომცემთ საშუალებას მე ვუპასუხებ. გ. მაღრაძე. თქვენს მიმართ არის და ე.ი. რა დაირღვა რა პროცედურა დაირღვა როდესაც არის ისევ ოთხი ოპოზიცია და ექვსი უმრავლესობის წარმომადგენელი აი ეს კითხვა მაქვს რა დაირღვა თანამიმდევრობა რაღაცა ექვსი უმრავლესობის წარმომადგენელია ოთხი ოპოზიციის. ისევ შენარჩუნებულია ხომ, ეს თანაფარდობა ამიტომ რა დაირღვა ძალიან გთხოვთ, აუხსენით ყველაფერზე, რომ შეუძლია კუდის გამობმა. თავმჯდომარე. გმადლობთ, ბატონო ზვიად, გთხოვთ, გასცეთ კითხვებზე პასუხი და მე კოლეგებს მინდა ყველას ერთად, ვინც საპარლამენტო ცხოვრებაში გამოცდილები ვართ, ყველა გამოცდილები ვართ, რაღაცები გავითვალისწინოთ კიდევ, როდესაც მოხსენება არის ისეთი, როგორიც ჩვენ მოვისმინეთ, ტექსტის წაკითხვა უკან დარჩა, მეტი ადგილი კითხვებისთვის, ამიტომ ძალიან გთხოვთ მომხსენებელმა მოგვახსენოს რა გაკეთდა და რა კეთდება ამ დადგენილებით და კითხვები იქნება ნაკლები. რაც შეეხება თვითონ ტექსტს, ამის წაკითხვას დეპუტატები თავად შეძლებენ. მე გთხოვთ, ეს მარტო ბატონ ზვიადს არ ეხება, როდესაც მოხსენება კეთდება, მომხსენებელმა პარლამენტის წევრებსაც, დაინტერესებულ პირებსაც თავადვე მოხსენებაში გასცეს ძირითად საკითხებზე პასუხი და მაშინ იქნება უკეთესი მდგომარეობა განხილვის დროს. გისმენთ ახლა, ბატონო ზვიად. ზ. კვაჭანტირაძე. გმადლობთ, ბატონო დავით. პატივცემულო კოლეგებო, მე წარმოგიდგინეთ დადგენილების პროექტი, რომელიც შეიქმნა იმ კვოტების საფუძველზე და ფრაქციათა იმ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, რომელიც მოხდა გასული დღეების განმავლობაში. სხვა ფუნქცია ჩემს აქ გამოსვლას, დღეს, ამ ტრიბუნაზე არ გააჩნია, მაგრამ მე შეკითხვას, რომელიც პატივცემული ოპოზიციონერების მხრიდან იყო დასმული, პრაქტიკულად სამივე შეკითხვა ერთი შინაარსის იყო, ვუპასუხებდი მარტივად. საქართველოს პარლამენტში უმრავლესობით საქართველოს ამომრჩეველმა აირჩია კოალიცია „ქართული ოცნება“ თავის დროზე ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით, დღეს კოალიციის ხელმძღვანელია ირაკლი ღარიბაშვილი. რამ გამოიწვია საქართველოს დელეგაციის ცვლილება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. მარტივი მიზეზია, ძირითად შემადგელობაში უმრავლესობა ადეკვატურად არ იყო ასახული ევროპის საბჭოს საპარლამენტო დელეგაციაში და მოსახლეობამ ეს უნდა იცოდეს, რომ უმრავლესობა იყო უმცირესობაში ეს არის ყველაზე მარტივად ასახსნელი მიზეზი, რაც დაედო საფუძვლად ამ გადაწყვეტილების მიღებას. რატომ მხოლოდ პასეს დელეგაციაში, ეს თქვენ ძალიან კარგად იცით, ამჯერად პასეს დელეგაციაში დაჩქარებული წესით იმიტომ, რომ ცვლილებების შეტანა არის შესაძლებელი მხოლოდ 19 იანვრამდე და 19 იანვრამდე ჩვენ ყველაზე დიდი ვარაუდით სხვა დამატებითი ღონისძიებების გატარებას უბრალოდ ვერ მოვასწრებდით, თუ თქვენ გაქვთ სურვილი, რომ გახდეს კიდევ საკამათო სხვა დელეგაციებში თქვენი წარმომადგენლობის რიცხოვნობის საკითხი, კი, ბატონო, შემოიტანეთ წინადადება და ვიმსჯელოთ, სადაც გნებავთ, გინდ საპროცედურო კომიტეტში არა მგონია, რომ ვინმემ უარი თქვას ამის თაობაზე, გინდ სხვა ფორმატში, სხვა პასუხს ჩემგან, ალბათ, არც ელით და არც იქნება სწორი, რომ სხვანაირად გიპასუხოთ. გმადლობთ. თავმჯდომარე. კოლეგებო, მიუხედავად იმისა, რომ მე გამოსვლის უფლება არ მაქვს, იმის ვალდებულება მაკისრია, რომ კანონპროექტის განხილვის პროცესში თუ რაიმე განმარტებაა საჭირო გავაკეთო იმიტომ, რომ ძირითადი განმარტება იმის შესახებ, რომ უმრავლესობა არ იყო უმრავლესობაში. მთავარი ამბავი ის არის, რომ ეს ვითარება შეიქმნა მას შემდეგ, რაც თავისუფალი დემოკრატების ფრაქცია გადავიდა უმრავლესობიდან ოპოზიციაში და აქედან გამომდინარე, 5 ძირითად წარმომადგენელში საქართველოს პარლამენტის, აღმოჩნდა ორი უმრავლესობიდან, ორი „ნაციონალური მოძრაობიდან“, „ერთი თავისუფალი დემოკრატებიდან“. ანუ, ჯამში ის, რაც იყო მანამდე ორი წლის განმავლობაში, ბალანსი, სამი უმრავლესობა, ორი ოპოზიცია, შეიცვალა პიროვნული წარმომადგენლობიდან გამომდინარე და გახდა სამი უმცირესობა, ორი უმრავლესობა. ამან გამოიწვია ამ საკითხის წამოწევა საერთოდ და ეს ამ დღის ბალანსის გამოსწორება მე მგონი ეს იყო საფუძველი და რატომ დღეს და ორი წელი ვიყავით უმრავლესობა უმცირესობაში არ იყო ეს ასე. ეს მოხდა მას შემდეგ, როდესაც შეიცვალა კომპოზიცია ფრაქციებთან დაკავშირებით, მე მგონი ეს არის განმარტება, დანარჩენ პოზიციებზე თავადაც ჩამოყალიბდებით. გიორგი კანდელაკს უნდა კითხვის დაზუსტება და ასევე აკაკი ბობოხიძეს. გ. კანდელაკი. ბატონო ზვიად, არითმეტიკულად მანამ სანამ „თავისუფალი დემოკრატები“ გავიდოდნენ უმრავლესობიდან, ასევე არსებობდა ფრაქცია ზუსტად იგივე ზომის, რომელიც არ შედიოდა არც უმრავლესობაში და უმცირესობაში ეგრეთ წოდებული დამოუკიდებელი დეპუტატებისა, რომლსაც ჰქონდა წარმომადგენლობა სხვადასხვა დელეგაციებში, მაგრამ არა ამ დელეგაციაში. კითხვა არის მარტივი, რამ გამოიწვია თქვენი ასეთი დაჟინება, თქვენი ასეთი მოწადინებულობა იმისა, რომ სწორედ აი ამ დელეგაციას, ბოდიში და მიახტით და შეცვალეთ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლობა ამ დელეგაციაში და არა სხვა დელეგაციაში ჰო? იმიტომ, რომ მათემატიკურად და არითმეტიკულად არაფერი არ შეცვლილა, ისევ არსებობს ზუსტად იგივე ზომის ფრაქცია, როგორც არსებობდა უწინ, სანამ ეს მოვლენა მოხდებოდა, რაც თქვენ ახსენეთ. თუ შეიძლება აგვიხსენით, რატომ უნდა შეიცვალოს, ასე ვთქვათ, რატომ არ შეიძლება ჩანაცვლდეს იმ ფრაქციის კვოტები, რაც ზუსტად იგივე ზომის იყო აი ეხლა, ახლაც, ასე ვთქვათ, გამოსული ფრაქციის კვოტებით, რაც ეხლა გამოვიდა უმრავლესობიდან. თავმჯდომარე. სანამ ბატონი აკაკი დააზუსტებს თავის შეკითხვას, მე ბატონ გიორგის მინდა ვთხოვო, სხვა დროს თავი შეიკავოს ზოგიერთი ტერმინის გამოყენებისგან. გისმენთ, ბატონო აკაკი. ა. ბობოხიძე. ბატონო ზვიად, მე მესმის, რომ რაღაცა ცვლილებები მოხდა უმრავლესობაში ამის გამო მოხდა ცვლილებები და თან გინდათ, რომ ეს ცვლილებები ისე გააკეთოთ, რომ კვლავ უმრავლესობა უმრავლესობაში აღმოჩნდეს, თუმცა ქალბატონი გუგული ათიდან ითვლიდა, თქვენ რატომღაც ხუთიდან დაიწყეთ დათვლა. ათიდან უმრავლესობას შექმნის პრობლემა არ არის, ლაპარაკი სწორედ იმ ძირითად ხუთ კაცზეა, თორემ ათში თუ გინდათ, შვიდი თქვენ იყავით, მთავარია იმ ხუთში როგორ იქნება კვოტები გადანაწილებული და დღეს ბატონმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ იდეური ერთობა აკავშირებს ჩვენგან განსხვავებითო და ეხლა თქვენ იდეური ერთობა არ გაკავშირებთ ერთმანეთთან, და ხვალ შეიძლება დაიშალოთ, მერე როგორ მოვიქცევით, კი, მაგრამ ლაპარაკი არის ძალიან მარტივად: მე გთხოვეთ, მაგრამ პასუხი შეგიძლიათ მიმცეთ პირდაპირ, ეს თქვენ არ იცით და თქვენ თქვით კიდეც პასუხი, რა ქვია, პრინციპში, ოღონდ უბრალოდ ვაზუსტებ, რომ თქვენ არ იცით რის საფუძველზე მიიღო კომიტეტმა ეს გადაწყვეტილება, უბრალოდ თქვენ ახმოვანებთ იმას, რა გადაწყვეტილებაც მიიღო კომიტეტმა. ადასტურებთ თუ არა ამას და რის საფუძველზე მიიღო, მაგას ნუ გავარკვევთ ეხლა, ეს როგორ შეთანხმდებით... იმ სხდომიდან რომელსაც... თავმჯდომარე. გთხოვთ, უპასუხოთ. ზ. კვაჭანტირაძე. რამდენადაც ეს ცნობილია, ახალი დადგენილებით უმრავლესობას ექნება სამი ხმა, ხომ მართალია? ჩემგან თუ გნებავთ ქალბატონ გუგულის ჰკითხეთ. თავმჯდომარე. ბატონო ზვიად, ნუ კითხულობთ, მერე პასუხს მიიღებთ მაგაზე. ზ. კვაჭანტირაძე. მე პასუხი გაგეცით და ყველასთვის ყველაფერი ნათელია. და რაც შეხება ჩვენი კოლეგების შეშფოთებას იმის თაობაზე, ამაზე პასუხი უნდა გავცე, რომ ვინმეს ხმა იქნება იქ რაღაცნაირად შეზღუდული, ამის იმედი ნამდვილად არა მაქვს, რომ თქვენი კრიტიკული ხმა იქ რაღაცნაირად შეზღუდული იქნება. პირიქით, მე მოგიწოდებთ, რომ ერთად ვითანამშრომლოთ და შევეჯიბროთ ერთმანეთს ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვაში სტრასბურგში. გმადლობთ. თავმჯდომარე. გმადლობთ, გამოსვლის მსურველები კომიტეტებიდან, ფრაქციებიდან, უმცირესობა, ფრაქციებიდან ხიდაშელი, 3 წუთი. თ. ხიდაშელი. გმადლობთ, მე არ ვაპირებდი ამ თემაზე გამოსვლას იმიტომ, რომ რაღაც პროცედურული საკითხი მგონია, მაგრამ როგორც ჩანს, მაინც საჭირო არის რამდენიმე განმარტების გაკეთება: პირველი. რატომ დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაცია, ეხლა, რაც არ უნდა ვილაპარაკოთ ამას მარტივი პასუხი აქვს იმიტომ, რომ ახალი აკრედიტაციების დამტკიცება ხდება იანვრის სესიაზე, მანამდე ჩვენ არ ვიკრიბებით და თუ რამე ცვლილება არის შესატანი დელეგაციაში, ეს ნიშნავს, რომ დღეს უნდა შევცვალოთ; მეორე. სხვა დელეგაციები, თუ რასაც ბატონი კანდელაკი ამბობს ეს არის სიმართლე, მაშინ მე მაქვს პრეტენზია და არა მხოლოდ მას საკუთარ უმრავლესობასთან იმიტომ, რომ კვოტების გადანაწილება უნდა მოხდეს აბსოლუტურად ყველა დელეგაციაში, უკლებლივ ყველა დელეგაციაში, ახალი რეალობის გათვალისწინებით, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ აღარ არიან უმრავლესობაში, ანალოგიური ცვლილებები უნდა შევიდეს და ყველგან „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა დააკლდეს წევრი იმიტომ, რომ ოპოზიციაში გაჩნდა ახალი ფრაქცია; მესამე. რაც შეეხება თვითონ ამ პროცესს, მე გულწრფელად გეტყვით, არა ვარ კმაყოფილი დელეგაციის იმ შემადგელობით და კვოტების იმ გადანაწილებით, რომელიც გაკეთდა. მე მგონია, რომ აქ რეგლამენტი ნამდვილად დაირღვა, ოღონდ არა „ნაციონალური მოძრაობის“ საზიანოდ, არამედ მათ სასარგებლოდ, სამწუხაროდ, იმიტომ, რომ მათ ერთი კაცით ნაკლები უნდა ჰყავდეთ 10–კაციან დელეგაციაში, ვიდრე დღეს ჰყავთ, ვინაიდან ჩვენ პარლამენტში გვყავს 6 დეპუტატი, რომელიც არც ერთ ფრაქციაში არ შედის და ის წესი, რომელიც რეგლამენტში არის დადგენილი, ისევე ვრცელდება ევროსაბჭოს დელეგაციაზე, როგორც ნებისმიერ სხვა დელეგაციაზე. თუ ევრონესტის დელეგაციაში არის ამ ჯგუფის წარმომადგენელი, გაუგებარია რატომ არ უნდა იყოს ის ევროსაბჭოს დელეგაციაში. ამიტომ ის, რასაც დღეს ვიღებთ, ისევ გამოვიდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ ვიღებთ გადაწყვეტილებას და ისინი ისევ უკმაყოფილოები არიან. სინამდვილეში, რეგლამენტური, პროცედურული სინამდვილისთვის, მათ ერთი კაცით ნაკლები უნდა ჰყავდეთ, მათ შორის, სარეზერვო ნაწილშიც იმ 6 დეპუტატის გამო, რომელიც პარლამენტში არც ერთ ფრაქციაში არ შედის და არც ერთ ფრაქციას არ წარმოადგენს. ეს არის რეგლამენტის მიხედვით, თუ სიტყვასიტყვით გავყვებით, როგორ უნდა იყოს დადგენილი და ნამდვილად, მე ბატონ გაგას ამ თვალსაზრისით შენიშვნა შემიძლია მივცე, რომ არ გაითვალისწინა იმ ადამიანების ინტერესები. აქ იყო მინიშნება 9–კაციან ფრაქციაზე, რატომ ჰყავსო იმდენი, რამდენიც ჩვენო „რესპუბლიკელებს“ დიახ, 2 წევრი გვყავს 10–კაციან დელეგაციაში იმიტომ, რომ „მრეწველების“ ფრაქციამ დაგვითმო ჩვენ ეს საკუთარი კვოტა და ეს არის ჩვეულებრივი პრაქტიკა, გავუცვალეთ სხვა დელეგაციასთან, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, ყოველ შემთხვევაში ის ერთი ჩვენი მეორე წევრი არის „მრეწველების“ ფრაქციის ხარჯზე და უმრავლესობაში და უმცირესობაში ესეთი რაღაცეები ჩვეულებრივი ამბავია და ესეთი პრეცედენტები ხშირად არსებობს. იმიტომ, ამ თვალსაზრისით ვინმეს კითხვა თუ აქვს, პასუხი ეს არის. დიდი მადლობა. თავმჯდომარე. უმცირესობა, აკაკი ბობოხიძე. ადგილიდან 3 წუთი. ა. ბობოხიძე. ე. ი. ქალბატონი ხიდაშელის გამოსვლას ვერაფერს ვერ დავარქმევდი თუ არა ანდაზას „გაღმა შეედავე, გამოღმა შეგრჩება“. არ არის, ბატონებო, პრობლემა. კიდევ ერთ მაგალითს მოგცემთ, მაინც მიექანებით დედა–რუსეთისკენ და თქვენი ეს გადაწყვეტილება ძალიან კარგად ჰპოვებს ასახვას და თქვენ შეფასებაში კიდევ ერთხელ ევროპულ ორგანიზაციებში და იმის მაგივრად, რომ გამოასწოროთ თქვენი მოქმედებებით თქვენი ცუდი რეპუტაცია ევროპაში, სამწუხაროდ, თქვენ ძველ გზას ადგეხართ და მინდა გითხრათ, რომ მოვა თქვენი გაქცევის დროც და თქვენი გაქცევის დრო რომ მოვა, თქვენი დედა–რუსეთი იმ დროს გაქცევისთვის არ ივარგებს, ხალხო და იქნება დაალაგოთ ვინ რა თქვა? დედასაც შევეცი, ვინც თქვა და თქვენი დედაც მოვტყან, ვინც ეგ თქვით, რომ იცოდეთ! ბოდიშს ვიხდი საქართველოს მოსახლეობასთან. თავმჯდომარე. გაიყვანეთ ეს კაცი აქედან, გაიყვანეთ გარეთ! ა.ბობოხიძე. თქვენ თუ გგონიათ ვინმეს რამეს დაგითმობთ რა! თავმჯდომარე. გაიყვანეთ! ა.ბობოხიძე. თქვენ თუ გგონიათ ვინმეს რამეს დაგითმობთ რა! ვინც თქვა მეთქი. თავმჯდომარე. სიწყნარე, სიწყნარე. მიკროფონი გამოურთეთ. სიწყნარე, არ გადახვიდეთ მაიდან. (ხმა დარბაზიდან. არ ისმის). სიწყნარე. ძალიან გთხოვთ, ბატონ აკაკის მივეხმაროთ გარეთ გაყვანაში. სიწყნარე. სიწყნარე, სოსო, სოსო! (ხმა დარბაზიდან. არ ისმის). სოსო! შესვენება სხდომაზე. (ხმაური დარბაზში. ისმის დედის გინება) სხდომას თავმჯდომარეობს პარლამენტის თავმჯდომარე დ. უსუფაშვილი თავმჯდომარე. (ხმები დარბაზში) კოლეგებო, კოლეგებო, ძალიან გთხოვთ, დავიკავოთ ნელ-ნელა ადგილები და დავუბრუნდეთ სამუშაო რეჟიმს. გთხოვთ, დავიკავოთ ადგილები. (ხმები ადგილიდან). უკაცრავად, მოიცათ, უკაცრავად, უკაცრავად, ბატონო სოსო, ვინ რას იძახის ეს, ამაზე ჩვენ ხომ ვერ ავყვებით ყველას, უფროს სწორი იქნება ეხლა დავიკავოთ ადგილები. ეხლა ათასი რამე შეიძლება ვინმემ თქვას. გასაგებია, ეხლა აქ, პარლამენტში ჩვენ ვმუშაობთ იმ წესებით, რა წესებიც გვაქვს, ხანდახან ირღვევა, სამწუხაროდ, ასეთი ინციდენტებით. გთხოვთ, ადგილები დავიკავოთ. (ხმები დარბაზში). კოლეგებო, გთხოვთ, დავიკავოთ ადგილები. ყველას გთხოვთ, ადგილები დავიკავოთ. კოლეგებო, დავიკავოთ ადგილები. დაბრძანდით ადგილებზე, ძალიან გთხოვთ. ძალიან გთხოვთ ჩვენ ჩვენს ადგილებს დავუბრუნდეთ, ძალიან გთხოვთ. უნდა გავაგრძელოთ ჩვენ მუშაობა. სიწყნარე. დღეს რაც ჩვენ ვიხილეთ პარლამენტში და რაც მოსახლეობამ იხილა, ამაზე, რა თქმა უნდა, ყველას ერთად გვაქვს საფიქრალი და ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი ამომრჩეველი ნამდვილად არ იმსახურებს იმას, რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში მსგავს ინციდენტებს ხედავდეს. ამისთვის არ ვართ ჩვენ აქ. ამიტომ დღევანდელი კონკრეტული ინციდენტის სრულფასოვანი გარკვევა და ყველა იმ ზომის, უმკაცრესი საშუალებების გამოყენება, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს რეგლამენტით და მოქმედი კანონმდებლობით, არის სრულიად აუცილებელი. ამიტომ ეს მოხდება. ჩვენ გავხდით მოწმე იმისა, რომ კონკრეტულ საკითხზე მსჯელობის დროს, მე არ ვიცი, რა მოტივით და რა მიზნით, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა და შემდგომი რეაქციები უკვე ჯაჭვური პრინციპით წავიდა. მე ამ შემთხვევაში არ მინდა რამე ერთ სიბრტყეში დავაყენო საწყისი ეტაპი თუ ინციდენტი და შემდგომ განვითარებული მოვლენები, ყველაფერს თავისი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი აქვს, მაგრამ მაინც მინდა ყველას გთხოვოთ, პარლამენტის წევრებს, უმრავლესობის წარმომადგენლებს თუ ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებიც აქ ბრძანდებით, რომ არ მივცეთ არავის საშუალება, რომ მწყობრიდან გამოიყვანოს საქართველოს პარლამენტი იმიტომ, რომ მწყობრიდან გამოსული საქართველოს პარლამენტი ეს არის მწყობრიდან გამოსული ქართული სახელმწიფო. და ამიტომ ამ ტიპის მოვლენებში მაინც იძულებული ვართ, ვალდებული ვართ, პოლიტიკური პასუხისმგებლობა გამოვავლინოთ და თუ ინციდენტია, რაც შეიძლება დროზე და გართულებების გარეშე ამოიწუროს იმისთვის, რომ ჩვენ საქმეში ხელი არ შეგვეშალოს. დანარჩენი თემები, ასე ვთქვათ, სამწუხაროდ, ეს ყველაფერი პირდაპირ ეთერში მოხდა და ამიტომ ყველამ თავისი თვალით იხილა, რა იყო მიზეზი და რა იყო შედეგი ამ ყველაფრის. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პარლამენტის წევრებს და განსაკუთრებით, უმრავლესობის წარმომადგენლებს, რა თქმა უნდა, ამომრჩეველმა გვანდო ამ ქვეყნის ბედი და ამ ქვეყნის გაძღოლას სჭირდება განსაკუთრებული უნარ-ჩვევები, მათ შორის, უპასუხისმგებლო ძალიან რბილად რომ ვთქვა, თუ პროვოკაციულ თუ სხვა ტიპის მოქმედებებზე. ამასთანავე, როგორც გითხარით, მე მგონი, პარლამენტში მსგავსი მოვლენები შეუძლებელია დარჩეს რეაგირების გარეშე და რეგლამენტით გათვალისწინებული ყველა ზომა და ღონისძიება უნდა ამოქმედდეს და ეს უნდა იყოს ცნობილი საჯაროდ ყველასთვის, მოქალაქეებისთვის. ამასთან, შეგახსენებთ, რომ ჩვენ დღეს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი გვაქვს განსახილველი და გადაწყვეტილებებიც მისაღები. წლის ბოლოა. მე არ ვიცი, არ მინდა არანაირი პოლიტიკური სპეკულაციები, რას ემსახურებოდა, რა მოტივი ჰქონდა ჩვენს კოლეგას ამ ყველაფრის წამოწყების, მაგრამ ვიღაცის მიზანი მიღწეულია, არ ვიცი. ამიტომ მე ძალიან გთხოვთ, დავბრუნდეთ სამუშაო ვითარებაში და გავაგრძელოთ პარლამენტის სხდომა. ყველაფერ დანარჩენზე ვისაუბროთ უკვე ცალ-ცალკე, სათანადო ადგილზე და სათანადო დროს. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ კენჭი უნდა ვუყაროთ საკითხებს, რომელთა თაობაზე შემდგომ კომიტეტებია ჩასატარებელი და ა. შ. მე ძალიან გთხოვთ ყველას, ვიყოთ დარბაზში, არ დავტოვოთ დარბაზი იმიტომ, რომ კენჭისყრა და ყველა ეს თემები მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას. დრო ცოტაა დარჩენილი. ჩვენ შესვენება დაგეგმილი გვქონდა 4 სთ-ზე, მაგრამ სადღაც 4-ის 25 წუთზე სხვა ტიპის შესვენება გამოგვივიდა. ამიტომ მე გთავაზობთ, რომ გავაგრძელოთ მუშაობა და შესვენებაზე მერე ვისაუბროთ ანუ ჩავთვალოთ, რომ შესვენება გვქონდა და თუ ძალიან გაგვიგრძელდა მუშაობა, მერე ცოტა ხანი შეიძლება, ყველა ვარიანტში დაგვჭირდება კენჭისყრის შემდეგ შეკრება. მე გთავაზობთ, დავასრულოთ იმ საკითხის განხილვა, რომელსაც ვიხილავდით. დანარჩენი იყო უმრავლესობის წარმომადგენლის გამოსვლა, თუ აქვს სურვილი, ამ საბჭოსთან დაკავშირებით. სურვილი არ არის გამოსვლის. მომხსენებელს დასკვნითი სიტყვა თუ სურს? არ სურს. ამრიგად, განსახილველი დადგენილების პროექტის განხილვა დასრულდა. ჩვენ, როგორც შევთანხმდით, ამ საკითხის განხილვის შემდეგ უნდა ჩაგვეტარებინა კენჭისყრა და შემდეგ უკვე გადავიდეთ ახალი საკითხის განხილვაზე, მაგრამ ტექნიკური ჯგუფი მაცნობებს, რომ აი ამ პროცესში იყო დაზიანება რაღაც აპარატურის. ამიტომ მე გთხოვთ პირველ რიგში ჩავატაროთ სატესტო რეგისტრაცია. დავრწმუნდეთ, რომ ყველა აპარატი, ყველა სამუშაო ადგილი სრულყოფილად მუშაობს და მერე გადავიდეთ უკვე ოფიციალურ რეგისტრაციაზე და ა. შ. ამიტომ ტექნიკურ ჯგუფს ვთხოვ, მოამზადოთ სისტემა რეგისტრაციის ჩასატარებლად, თუმცა, ეს ჯერ არ არის რეგისტრაცია. ეს არის ტესტურ რეჟიმში შემოწმება, მუშაობს თუ არა ყველა სამუშაო ადგილი. მიკროფონები რამოდენიმე დაზიანებულია, მაგრამ ამის თაობაზე მარტივად მოვაგვარებთ, მაგრამ მთავარია ხმის მიცემის აპარატურა იყოს წესრიგში. მანიშნეთ, როდესაც მზად იქნება სისტემა რეგისტრაციის რეჟიმში ტესტირებისთვის. მზად ვართ? ყურადღება, პარლამენტის წევრებს ვთხოვთ, ვამოწმებთ სისტემას და ეს ნიშნავს, რომ ყველა ადგილზე უნდა ვიყოთ, რომ ჩვენ-ჩვენი ადგილიდან შევამოწმოთ, მუშაობს თუ არა. ყველას ეხება ეს. გთხოვთ, ჩართოთ რეგისტრაციის რეჟიმი ტესტურ რეჟიმში. მიმდინარეობს სატესტო გასინჯვა სისტემის. გთხოვთ, მიიღოთ მონაწილეობა. თავისუფალ ადგილებზე ძალიან გთხოვთ, მანდატურებმა შეამოწმეთ, ხომ არ არის დარჩენილი ვინმეს ის, რა ჰქვია... (ხმები დარბაზში). კაი, მიხედავენ თვითონ. პარლამენტის წევრებს ვთხოვთ, ნუ შევწუხდებით ამით. გასაგებია, სისტემა მუშაობს. ვინმესთან პრობლემა ხომ არ ყოფილა რეგისტრაციის დროს? ე.ი. მაშინ ჩვენ შეგვიძლია გადავიდეთ კენჭისყრის წინ რეგისტრაციაზე. ამისთვის 2-3 წუთი დაგვჭირდება, რომ მოწესრიგდეს აქ ეს ყველაფერი. ე. ი. ვემზადებით კენჭისყრისთვის და გავივლით რეგისტრაციას კენჭისყრის წინ.
კენჭისყრის შედეგები
J06$obg6rolt 06806000 26 12 14 16 22:54 2€.12.m11 aoAbAo6Coe)ob A(,d$o1t,Coqlo! 30c,o 2 oolot b.oo!6o Aopa 'arcaogaoJ uoiod,. gCerCA dCADPa arEUD6Q36ob dobobCd' Anpa.'algaogaod. boJ,)6, pCACa aCaoQA Ao6Uo5Q3f,oO aCbnblA' b,td- Jrdrp 201 2 6eol, 21 6oCad6ob (N 1 5786 25 12 20141 AnQAC6oc,c}lio o3e,oclCdob ac0o6ot ooodnEr' N70_lb JC5$ot,U6ob bnac)()(')(') ags'06o aodb't! 79 a)6ooaap!6o 0 $06!ao 50 tStgff)o 305Jolrs6,ob AC()0ao sdr,)d0oo ,)(r 0lJ660ao 6o6o,{,aAC8o 6o€t6,C o0 $r' q 6 0 0 0 o06Jo5 5 0 0 1 0 0 2 0 0 0 0 0 2 IJ QJA. eJa-AJg 6 o0.a6J6 2 0 0 oo3-aga 6 0 0 2 oBS6,Cb I 0 0 0 o06 31 0 0 I 600-6ga 0 0 0 6 6ro-ai5 0 0 0 6 5n0-dod 0 0 0 39 iAgloo ade$t'ot e*u6o b.)Joobo aoegaXe)o.) 79 aoab60 (a)o.Cf) g, (')063(')6, JJ Ada., poffiog, 963Jf,, (,94695, o'r3-ACa o05'6,9b, 006) 0 0 s.6onQae$o p,)iCSpopnr 26 12 14 16:24:07 a3C6po I bXq): 7 JC6$obg6oU o68offio aoabau6CDq)oU 26.12.mfi 2612141622 58 SC(:)o 1 ooabao{r,Cbpol, 3CC'o 2 3.6r(,o6$0.60ao o(', 0lr66,0aoo6 Eo6r|J3e,Che)o a.,JaCao Jo6aoar6or60do Jr6CroaC5Oo6Cao ardgijpoc,oo: 26 12 l1 16:2.:07 a3J6Ao 2 brq): 7 JC6$olrg6ob o68D6ro0o aoAbA,nt)CdpoU 26 12 m1{ SCqio I 2612 14 -16 22:5a aoAbAo6Cdc)ol, 3CPo 2 o6Qo0w!.()!t6o Jr6{ot €606 !0A60 l,ob0Q)o 6('Ab6c ao6,odDdc 060 (o0 c6, 9) 506.)0qaA0So 06 dar,l x s.boo6andOoq)o aoq,bo6 (oo c6 g) aDo0I,,!dJ oCa06,o (oo.Cf, s) !.)6oJodC AJao6 ((,o.rii 9) 3oJ5o&rq,odC x ane,3. (c)0.s6 ts) bCioSrAgoero aoo6Ao (or).c6.9) JoiDbodc AC6nn (o06-Jo6) ) ssoso6odcJDoOo (o0tsJo6) X Eo3erobrAsoero 6CJr6 (006- x Jo6) dodo8X6o 83orQo (o0FJo6) X aJS.aodC oodo6o (o0EJo6) X DI3oo AoaJ (o0&JoE) x AJJoo al,QC6fi, (XJ Aoa ) x 60A,)AoASoq!o aoo6ao (nJ Aoa.) X AoJi6ocpoo6o aoao (JJ.eDA ) x aJoo,)6o C68sA (rJ soa ) x od6.Da8opo Job,rdgc, (JJ er,a) x brnJq,or6o bC6,ao (JJ (Da.) x goojo<n3oAoaoofr3o (poa adJ) A$t3oadC oodo (Aoa+r) X s6JdodsaoEo (sDa-aos) x aoerdg,)dg 068(,6 (p!a,anr) x s0orc)na3oe)o Ar6oJo (poadoc) aoboloatoq)n Ax6oa (ara-Aor) x d0aEDd3oc)o AJJoo (96-A0r,) X aoissoAodC Aoo6Ao (s6!AD6) X p,)3ooon3oero JoaJ (ts6>6r6) --r_l s$.!dc aJ6a.5 (96!ao6) goBbpdC aCp$p5o 1gOtr,t, erafiic,oq)or:26 12 14 16:24:07 T x ,T a3C6po 3 UXer] 7 SC6&b96rob o68odo 26 12 '14 16 22:58 26.12.m14 aoaba,r6Cde)ol, 3C90 1 aoa$rdrCOq)ob 30an 2 a(\'0b6,C lrob0Qo !bab,)6Dxe)o ace)! (Bt-Ao6) rit, Ct660ao X x oogodC A.odrAo (o0.A6CO SoJ6nS0godc Jro0D (o0n6,co 606.)!s'Es'06o x J,)boo6o aoo6ao (o0.a6CE) X sdsCod3oero oia,)E (00-4606) x brACe)0oAsoqr. aCaf) (o0. X a6,CO O!Cod{,,)dC C!6o0 (o0-A6CE) rliAodo E f,ob (oo3-pCa) x poc)odcaoC0o6, (oo3'eca) aoaxodc 6060 (oo3-@ca) X o6og6oagoe'o p.r3oo (oo3aca) 0na.6coA3oPo aoc)68o (oo3- x era) aooasoao ooao0o (oo3-pCa) X hojosrS. o6oJc,o (oD3-PCo) X d,r3aJpodc Ans3d (ors-aga) x JbXgDA3opo posoo (o0L6,Cb) X boeoa0so d)060g)06 (o0L6,CU) X balq)odC a,)b0r6a (oU6-6,C!) x 6C6coce)o aJAbDt (o06.<50u) Ur$D6Cq)ndC g6oc,o6o (o0ts X 6cb) Can6ood0 6(.)po6 (o0e6dr) prSoo (ooE x dC6dCSoBBoAo c,CAr6 (o0& x DCodcboaaoe)o (tclr) f,Cb) oaJPDa3opo aoaa,) (oBG60!) x !3eopoo6o ooarc (a)06) d,)6roooatoen Jdooo (006) X aC$cc)oo c,lD (a)06) Arq,rASogo SJ()o (006) x x a9e),rn3oq)o 3rq)r6o (orJ6) p,)66oCao a,)bn6o ((,06) X 3opbJo aoo6ao (006) x Aobgsenq,.r: 26 12 14 16124:07 &$,po t hlq)r 7 J06$obg6ob o68o(ffio 8Cs'o 26 t2 14 16 22 5A 26.12.2011 aoabAD6C0q)ob 1 aoAbandrCoe)ob 30q,o 2 0oEb6c lr,rb0t9o 606.)oq'Aec6o 06 9u6c,0bo t3ooei!6o 0l6rJno (006) JoJoc'or6o Jnoc,o (006) x Jo6dooo ooan6o (o05) x X Ao6,oJoso6odCeroo (oBE) araCQo3o nq)o (006) d,)p6odg aIAipo (006) X Aclnoxrto ooao8o (006) x Soa6oo6odc 0A06,0 (006) Joeouor6o 6,JUAo6 (006) x x fi,)6od Soaero (006) so6,!oe)oo6o Aoo (006) x J,)Jr.d3oero er6o (aJ06) blan6Jq,odc poJoo (006) uCboiasoe)oo6ir3go (006) x driorrr,odr aoof,ao (006) x JD6o,)6o. oQCdlrr6s,6,C (006) dr06odsopoe.'Jo6oo (r)06) gCo5oi3oe,i 6.)5,) (006) x Bosodc Jerouo (006) x S6'eoq,Ce)o ooo6o (006) Bbrodo o0oaXf,r8 (006) EbCOo.)5o X eo6Ctr6o (006) &,JA,)i6,o ao6o,)6 (os6) $xobCq)o ocoax6D8 (006) x x brDD6Ce'o dooo (o05) bdaCso3o e,C6,o (006) bne)s,tdo n'obooa (006) bocr3odo sodo (ou6) toso6odC onAo8 (006) X togof,odJ oCPo (006) gD$e,oo6o oobcd (006) X o.ao8DA3oq,o ne)CdbrSe6! x (ou6) bldXerrd,o oC6Ao6o (.)06) bx6QldC AoaoO6o (006) (Da$poc,o,): 26 12 14 16i21.07 x a3c6po 5lrle)r 7 JC63obg6,ol, o6Aoffio SCPo 261214162254 2A.122014 aoabAo60aq)ob 1 ao3$od,gae)ou SCpo 2 aoA EoAbfrC l$bCq)o J,rgDf,odCaoddo6 (006) X J3olo60o6ndc 63ooa (006) x 6o6orq'AeC6o ,tar, ClrE6r0d,) J.C'i6odc.3o6c (0B6) 06oioe,bJo C6CJq,C (006) x JobDbodc ao6o6o (006) x 8oq,o6a!cl)d3oe,o Ex6ra (6.t0- x 6$) floood3oq)oswd (6o0-6Ca) X A3o6ooaSoero aoo6,Ao (610. X 6ca) q,o6Qof,odC o")r,,oCe, (5our,oa) x e)Cao6slsr rob0r6a (6o0-6ca) X au60aCe,odc pisoo (6oU-6,C4) x bobobodciJdJo (600-ao!) X aCa6CC,odC oar6 (6J0-Ao!) x drobf,oJodC J.)bo (6rilrArJ) x J|pCp,)a3opn EiEn (6Du-4,)J) x Sn6oaoo 6iie,o (6i0-ars) X 3D3Sd6odC potoo (6r0-d,)J) X sogAodC 6o3oq)o6o (6r0-aod) X 0olrJr6oagoqro 3C06rC (500-aod) X 60(,CoCe,o ao.,6,Eo (soAo) (6.0- x A('d) 6oJpon6,o 6xa8o6 (600-aod) X [,)tooo a,)6,oda (6i0-Aod) X oso.r6o aoooAo (5n0:aod) x JCO6oUoo6o UiagCq) (6r0-aod) x dr6po3,) e)r€.6 (6oo-Aod) x bJ$o6CeodC eo3ooo (6o0. X aod) Jo6@Ce,oJoAoo6ao (6r0-Aod) x Jo6,0Ce,)a3opo aoo68o (6n0aod) X bIdCe)onS. Jodr (6n0€od) x UXqrCoao6o3o,)tod, (6o0lod) x S,)gr6odC bfiod (6D0-aod) pob0senq,or 26 12 14 16:24:07 as0aipo 6 U!q): 7 Jo68o[gdrol, 06806(,0() AoAbar60DAou SCqio 26121416:22t54 2A 12.m14 1 aoabarf,COe,ob 30cro 2 lrotCao o,r6AraddC Aood,ao (3o3o) (5ro- Sg)Ab(,0 60SooqrA(,C6o .16,0[6c)0]0 x ai,d) o,)JooJoasoe,o Bood,o (600aod) X oCapo6rdc aoo63o (6r0-aod) x b,)8od! Boo6Ao (6oo-aod) X 6,)eo6odgoq,o o6ar (6o0-aod) 6oua'tsoo Jonr (6r0-Aod) X 6oJoq'rodsoAo f,nAd6 (600. al,d) X 6.60.)60 [c6ao (6o0-Aod) x Ao6od3oe,o o3rJo (6J0-aod) x aCqrrdg aoo6ao (6n0-aod) x acc)ododsoe)o 8r6rd (6o0-aod) X a,)e,,)nbor aood (6,)o-aod) x aosoSo6or6o AobCop (6o0-aod) x arbor,odC aobcop (6o0-aod) x 3Xopoasoe,o Jr39C (600-aod) x 3oAodsanooSo (500-aod) x p0!d3o JDooo (6J0€od) X AodoaJoQo A00630 (6Donod) x en6,8o,rd3oero ArSoo (6r0-aod) x a(,aoooasoe,o b.)oJ5o (5d0- X al'd) ,rb.)e,,)oo 6o(,o6Q (5r0-Aod) no6oaodC A006,60 (6o0-aod) noJ6rdC ensoo (6o0-aod) X x x dCiN)ABoc,o e)C0!6 (5,)o€od) boJn8oro 006,)0)06 (6d0-aod) gJn$S,oe)or 26 12 14 16 2,107 x a3C6,eo 7 [Xqr: 7