„შრომითი მიგრაციის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
31.12.2014
ავტორი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/293/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„შრომითი მიგრაციის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 76 ✗ 27
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 75 ✗ 2
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 59 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-01-22
ბიუროს ნომერი 242

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი შრომითი მიგრაციის შესახებ თავი I. ზოგადი დებულებები მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო და საგანი 1. ეს კანონი განსაზღვრავს შრომითი მიგრაციის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს, ურთიერთობებსა და სუბიექტებს, შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო მმართველობის განმახორციელებელ ორგანოებსა და მათ უფლებამოსილებებს და ადგენს შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო მმართველობის განხორციელების პრინციპებსა და მექანიზმებს. 2. ეს კანონი არეგულირებს შრომითი მიგრაციის სფეროს მიკუთვნებულ ურთიერთობებს, რომლებიც უკავშირდება: ა) საქართველოს მოქალაქის, საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის (შემდგომში - ,,პირი“) საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასა და მის მიერ ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელებას; ბ) საქართველოში მყოფი ან მცხოვრები მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელის საქართველოში შრომით მოწყობას და მის მიერ ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელებას. 3. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება ურთიერთობებზე, რომელიც უკავშირდება იმ უცხოელის საქართველოში შრომით მოწყობასა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელებას, რომელზეც გაცემულია „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ერთ-ერთი შემდეგი სახის ნებართვა: ა) მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის ნებართვა, თუ ეს ნებართვა გაცემულია მუდმივი ცხოვრების უფლებით; ბ) მუდმივი ცხოვრების ნებართვა; გ) საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა; დ) დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა. 4. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება ურთიერთობებზე, რომელიც უკავშირდება პირის/მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელის შრომით მოწყობასა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელებას შემდეგ შემთხვევებში: ა) მას საქართველოში მინიჭებული აქვს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსი, რომელიც არ არის შეწყვეტილი ან გაუქმებული; ბ) იგი რეგისტრირებულია თავშესაფრის მაძიებლად საქართველოში; გ) მასზე გაცემულია სამართლებრივი „უცხოელთა მდგომარეობის და მოქალაქეობის შესახებ“ არმქონე საქართველოს პირის კანონით გათვალისწინებული დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა; დ) მას აქვს ადმინისტრაციული ორგანოს მოწვევა, ამ ორგანოს მიზნების განსახორციელებლად, შრომითი საქმიანობის განხორციელებისას; ე) სალექციო შესრულებისას იმ კურსის წაკითხვისა ან საგანმანათლებლო სხვა პედაგოგიური დაწესებულებებში, სამუშაოს რომლებიც უზრუნველყოფენ ზოგადი განათლების, აკადემიური უმაღლესი განათლების ან პროფესიული განათლების მიღებას, კვალიფიკაციის ამაღლებას ან/და კადრების გადამზადებას; ვ) დროებითი საექიმო საქმიანობის ან ერთჯერადი სამედიცინო მომსახურების გაწევისას; ზ) სპორტის რომელიმე სახეობაში მწვრთნელის ან შემსრულებელი სპეციალისტის საქმიანობისას, რომლის შრომითი მოწყობა უკავშირდება სპორტის ამ სახეობაში მის პროფესიულ საქმიანობას; თ) მას აქვს მოწვევა სამონტაჟო სამუშაოების პირადად შესრულებისთვის ან უზრუნველყოფს ან ფირმა-მწარმოებლის ან მიმწოდებლის მიერ დადგენილი რეგლამენტის შესაბამისად, საინჟინრო კონსტრუქციების, ტექნიკური საშუალებებისა ან/და მოწყობილობა-დანადგარების მონტაჟის ან/და მათი ექსპლუატაციის წესების სწავლების ჩატარებისთვის; ი) იგი არის საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური და მასთან გათანაბრებული წარმომადგენლობის თანამშრომელი, საკონსულო დაწესებულების საკონსულო თანამდებობის პირი ან მისი ოჯახის წევრი; საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული იმ საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლობის თანამშრომელი, რომელსაც საქართველომ მიანიჭა დიპლომატიური სტატუსი, და მისი ოჯახის წევრებზე თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული საერთაშორისო ხელშეკრულებებით ან შეთანხმებით; კ) იგი მიეკუთვნება სხვა სახელმწიფოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ადმინისტრაციულ-ტექნიკურ და მომსახურე პერსონალს, არის საკონსულო დაწესებულების საკონსულო მოსამსახურე ან მომსახურე პერსონალის წევრი, მისი ოჯახის წევრი ან კერძო შინამუშაკი; აგრეთვე, საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული საერთაშორისო და ჰუმანიტარული ორგანიზაციის წარმომადგენლობის თანამშრომელი ან მასთან მცხოვრები ოჯახის წევრი, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული სართაშორისო ხელშეკრულებებით ან შეთანხმებით; ლ) იგი არის საქართველოში კანონიერ საფუძველზე მოქმედი უცხოური მასობრივი ინფორმაციის საშუალების მიერ აკრედიტებული ჟურნალისტი საქართველოში; მ) იგი არის „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უცხოელი ინვესტორი; ნ) იგი არის სასულიერო პირი, რომელიც ახორციელებს რელიგიურ საქმიანობას; ო) შრომითი მოწყობა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობა ხორციელდება შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო ან/და საწარმოო პრაქტიკის ფარგლებში; პ) იგი არის „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული თავისუფალი პროფესიის ადამიანი, მათ შორის, სახელოვნებო სფეროს მოღვაწე; ჟ) მასზე საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების თანახმად, ვრცელდება შრომითი მოწყობის განსხვავებული წესი; რ) იგი მუდმივად ცხოვრობს საქართველოს ფარგლებს გარეთ; ს) იგი შუამავალი კომპანიისთვის მიმართვის გარეშე, დამოუკიდებლად, მიდის საქართველოს ფარგლებს გარეთ სამუშაოდ შრომითი მოწყობისა და მის მიერ ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად. მუხლი 2. კანონმდებლობა შრომითი მიგრაციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შრომითი მიგრაციის შესახებ ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებს, ამ კანონს, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს. მუხლი 3. ტერმინთა განმარტებები ამ კანონის მიზნებისთვის, მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ადგილობრივი იურიდიული პირი დამსაქმებელი (შემდგომში - - საქართველოში „იურიდიული რეგისტრირებული პირი“), საქართველოში რეგისტრირებული ინდივიდუალური მეწარმე (შემდგომში - „ინდივიდუალური მეწარმე“), უცხოური ორგანიზაციის საქართველოში რეგისტრირებული წარმომადგენლობა ან საქართველოში კანონიერ საფუძველზე მცხოვრები ფიზიკური პირი, რომელსაც საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობით მინიჭებული აქვს უფლება, ბინადრობის შევიდეს შრომით ურთიერთობაში საქართველოში ნებართვის არმქონე უცხოელთან იყენებს და მუდმივი მის შრომას საქართველოში; ბ) მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელი - უცხოელი, რომელსაც არ აქვს საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვა; გ) საერთაშორისო ხელშეკრულება - „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საერთაშორისო ხელშეკრულება; დ) საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობა - პირის საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან ან მისთვის საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობაში დახმარების გაწევასთან დაკავშირებული საქმიანობა; ე) სეზონური სამუშაო - სამუშაო, რომელიც სრულდება მხოლოდ გარკვეულ პერიოდებში ან წელიწადის გარკვეულ დროს, რაც დაკავშირებულია ბუნებრივ ან კლიმატურ პირობებთან; ვ) სეზონური შრომითი იმიგრანტი - შრომითი იმიგრანტი, რომელიც შრომით ურთიერთობაშია ადგილობრივ დამსაქმებელთან და ასრულებს მასთან სეზონურ სამუშაოს; ზ) უცხოელი დამსაქმებელი - უცხოელი ან უცხოური ორგანიზაცია, რომელსაც შრომითი მოწყობის სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად აქვს უფლება, შევიდეს შრომით ურთიერთობაში შრომით ემიგრანტთან და იყენებს მის შრომას ამ სახელმწიფოში; თ) უცხოელი დამსაქმებლის დავალებით დადებული შრომითი ხელშეკრულება - შრომითი ხელშეკრულება, რომელიც იდება შრომით ემიგრანტთან უცხოელი დამსაქმებლის სახელით ამ დამსაქმებლის დავალებით მოქმედი იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის მიერ, რომელიც ახორციელებს საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობას ამ კანონის შესაბამისად რეგისტრირების საფუძველზე; ი) უცხოელი სტუდენტი - სასწავლო ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელი, რომელიც არის „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სტუდენტი ან ”პროფესიული განათლების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული პროფესიული სტუდენტი; კ) უცხოური ორგანიზაცია - უცხოური იურიდიული პირი ან იურიდიული პირის სამართლებრივი სტატუსის არმქონე უცხოური ორგანიზაცია; ლ) შრომით მოწყობაში დახმარების შესახებ ხელშეკრულება - წერილობითი ფორმის ხელშეკრულება პირსა და საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის ამ კანონის შესაბამისად განმახორციელებელ იურიდიულ პირს ან ინდივიდუალურ მეწარმეს შორის, რომელიც ხელშემკვრელ მხარეებს შორის აწესრიგებს საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობაში დახმარების მომსახურებ(ებ)ის გაწევასთან დაკავშირებით წარმოშობილ ურთიერთობებს; მ) შრომითი ემიგრანტი - პირი, რომელიც გადის ან გასულია საქართველოდან შრომითი მოწყობის სახელმწიფოში უცხოელ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით; ნ) შრომითი იმიგრანტი - საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელი, რომლის საქართველოში შემოსვლის მიზანია ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელება; ო) შრომითი მიგრაცია - პირის შრომითი მოწყობის სახელმწიფოში უცხოელ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელებისათვის საქართველოში საქართველოდან მუდმივი ბინადრობის გასვლა ან ნებართვის სხვა სახელმწიფოდან არმქონე უცხოელის საქართველოში შემოსვლა ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელებისათვის; პ) შრომითი მოწყობის სახელმწიფო - სახელმწიფო, რომლის ტერიტორიაზეც შრომითი ემიგრანტი ეწევა ანაზღაურებად შრომით საქმიანობას უცხოელ დამსაქმებელთან; ჟ) შრომითი მოწყობის შესახებ ხელშეკრულება - წერილობითი ფორმის ხელშეკრულება უცხოელ დამსაქმებელსა და საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის ამ კანონის შესაბამისად განმახორციელებელ იურიდიულ პირს ან ინდივიდუალურ მეწარმეს შორის, რომელიც ხელშემკვრელ მხარეებს შორის აწესრიგებს პირის საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებით წარმოშობილ ურთიერთობებს; რ) შრომითი ურთიერთობა - ადგილობრივ დამსაქმებელსა და საქართველოში მუდმივი ბინადრობის კანონმდებლობით დამსაქმებელსა და ნებართვის არმქონე განსაზღვრული პირს უცხოელს შრომითი შორის შორის საქართველოს ურთიერთობა შრომითი ან მოწყობის უცხოელ სახელმწიფოს კანონმდებლობით განსაზღვრული შრომითი ურთიერთობა; ს) შრომითი ხელშეკრულება - ადგილობრივ დამსაქმებელსა და საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელს შორის არსებული შრომითი ურთიერთობების ან უცხოელ დამსაქმებელსა და პირს შორის არსებული შრომითი ურთიერთობების მომწესრიგებელი ხელშეკრულება. თავი II. სახელმწიფო მმართველობა შრომითი მიგრაციის სფეროში მუხლი 4. შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო მმართველობის განხორციელება შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო მმართველობა ხორციელდება საქართველოს მთავრობის, საქართველოს სამინისტროებისა და მათ სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული მინისტრებისა ორგანოების, საქართველოს სახელმწიფო აგრეთვე, სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ, საკუთარი უფლებამოსილებების ფარგლებში. მუხლი 5. საქართველოს მთავრობის კომპეტენციები შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო მმართველობის განხორციელებაში შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო მმართველობის განხორციელებაში საქართველოს მთავრობის კომპეტენციებია: ა) შრომითი მიგრაციის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელების უზრუნველყოფა; ბ) შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო პროგრამების დამტკიცება და განხორციელების უზრუნველყოფა; გ) საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის, საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელების მიერ საქართველოში ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობისა და შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო მმართველობის განხორციელებასთან დაკავშირებული მარეგულირებელი კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტების გამოცემა; დ) სახელმწიფო ინტერესებისა და ეროვნულ შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე, საქართველოში უცხოური სამუშაო ძალის შემოყვანის და საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელების მიერ საქართველოში ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის კუთხით ცალკეული შეზღუდვების დაწესება ან წახალისება; ე) სახელმწიფო ინტერესებისა და ეროვნული შრომითი ბაზრის მოთხოვნათა გათვალისწინებით, სხვა სახელმწიფოებთან სამუშაო ძალის გაცვლის თაობაზე, მოლაპარაკებების წარმოება და ხელშეკრულებების გაფორმება; ვ) შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო მმართველობის ეფექტური განხორციელებისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის, მათ შორის, შრომითი მიგრაციის მართვის საინფორმაციო სისტემის განვითარება; ზ) სხვა უფლებამოსილებების განხორციელება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, ამ კანონის, სხვა საკანონმდებლო აქტებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად. მუხლი 6. საქართველოს სამინისტროებისა და მათ სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანოების, საქართველოს სახელმწიფო მინისტრების, აგრეთვე, სხვა ადმინისტრაციული ორგანოების კომპეტენციები და უფლებამოვალეობები შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო მმართველობის სახელმწიფო მმართველობის განხორციელებაში 1. შრომითი მიგრაციის სფეროში განხორციელებაში საქართველოს სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო მინისტრების ზოგადი კომპეტენციები და უფლება-მოვალეობებია: ა) შრომითი შემუშავებაში მიგრაციის მონაწილეობა და სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მისი სფეროში საქართველოს კანონმდებლობის განხორციელების უზრუნველყოფა; ბ) შრომითი მიგრაციის სრულყოფის მიზნით წინადადებების მომზადება; გ) შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამების განხორციელების უზრუნველყოფა; დ) შრომითი მიგრაციის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობისა და პარტნიორობის განვითარების ხელშეწყობა; ე) სხვა უფლებამოსილებების განხორციელება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, ამ კანონის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად. 2. შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო მმართველობის განხორციელებაში საქართველოს ცალკეული სამინისტროებისა და მათ სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანოების სპეციფიკური კომპეტენციები და უფლება-მოვალეობებია: ა) საქართველოს ჯანმრთელობისა შრომის, სამინისტროსა ან/და მის სისტემაში და სოციალური დაცვის შემავალი ადმინისტრაციული ორგანოების კომპეტენციის ფარგლებში: ა.ა) საქართველოში უცხოური სამუშაო ძალის შემოყვანის მოთხოვნის (შემდგომში - მოთხოვნის) რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება; ა.ბ) სამუშაოს მაძიებელთა ბაზიდან, ვაკანსიის მომწოდებელი ადგილობრივი დამსაქმებლისათვის მის მიერ მოთხოვნილი ვაკანსიის შესაბამისი (მოთხოვნილი პროფესიის (სპეციალობის), კვალიფიკაციისა და კომპეტენციების ან/და უნარჩვევების ჩათვლით) კადრის თაობაზე ინფრომაციის მიწოდება; ა.გ) შრომითი მოწყობისა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით საქართველოს ფარგლებს გარეთ დამოუკიდებლად ან/და საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის რეგისტრაციის გარეშე განმახორციელებელი პირების დახმარებით გასვლასთან დაკავშირებული რისკების შესახებ საზოგადოების ინფორმირების უზრუნველყოფა; ა.დ) შრომითი ხელშეკრულებების მიგრაციის გაფორმების სფეროში მიზნით საქართველოს წინადადებებისა საერთაშორისო და პროექტების მომზადება; ა.ე) შრომითი ხელშეკრულებების მიგრაციის სფეროში დებულებათა საქართველოს განხორციელებისა და საერთაშორისო ანგარიშგებითი ვალდებულებების შესრულების კოორდინირება; ა.ვ) შრომითი მიგრაციის სფეროში სამეცნიერო-კვლევითი, საინფორმაციო და ანალიტიკური საქმიანობის ხელშეწყობა; ა.ზ) შრომითი მიგრაციის სფეროში საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ სოციალურ პარტნიორებთან და სხვა დაინტერესებულ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის განვითარება; ა.თ) საჭიროების შემთხვევაში,კანონმდებლობით დადგენილი წესითა და შემთხვევებში, ამ კანონის საფუძველზე წარმოებული დოკუმენტაციის იმ სუბიექტებისგან გამოთხოვა, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან, შრომით მოწყობაში დახმარებასთან ან/და საქართველოში უცხოური სამუშაო ძალის შემოყვანასთან, ბ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა ან/და მის სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანოების კომპეტენციის ფარგლებში: ბ.ა) შრომითი მიგრაციის სფეროს სახელმწიფო მმართველობის განმახორციელებელი ორგანოებისათვის „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საქართველოს ვიზის მიმღები უცხოელებისა და მათზე გაცემული საქართველოს ვიზის კატეგორიების შესახებ კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი მონაცემების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა ან/და მის სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანოების კომპეტენციის ფარგლებში: გ.ა) შრომითი მიგრაციის სფეროს სახელმწიფო მმართველობის განმახორციელებელი ორგანოებისათვის „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ბინადრობის ნებართვის მიმღები უცხოელებისა და მათზე გაცემული ბინადრობის ნებართვების სახეების შესახებ კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი მონაცემების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; გ.ბ) იმ იურიდიულ პირთა და ინდივიდუალურ მეწარმეთა რეგისტრაცია, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან ან/და შრომით მოწყობაში დახმარებასთან და მათი კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი მონაცემების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა ან/და მის სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანოების კომპეტენციის ფარგლებში: დ.ა) შრომითი მიგრაციის სფეროს სახელმწიფო მმართველობის განმახორციელებელი ორგანოებისათვის საქართველოში შემოსული და მყოფი უცხოელებისა და ამ უცხოელების საქართველოში შემოსვლისა და ყოფნის საფუძვლების შესახებ კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი მონაცემების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; დ.ბ) საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომითი მოწყობისა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით საქართველოდან გამსვლელი პირების აღრიცხვისა და შრომითი მიგრაციის სფეროს სახელმწიფო მმართველობის განმახორციელებელი ორგანოებისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი მონაცემების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული მონაცემების ხელმისაწვდომობის წესი და ფორმატი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ. 4. საქართველოს სამინისტროები და მათ სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანოები, საქართველოს სახელმწიფო მინისტრები, აგრეთვე, სხვა ადმინისტრაციული ორგანოები ვალდებულნი არიან ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორცილების პროცესში დაიცვან მონაწილე სუბიექტთა პერსონალური მონაცემები. მუხლი 7. იურიდიული პირის, ინდივიდუალური მეწარმის ან უცხოური ორგანიზაციის საქართველოში რეგისტრირებული წარმომადგენლობის საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობის ან/და შრომით მოწყობაში დახმარების განმახორციელებელ სუბიექტად რეგისტრაცია 1. იურიდიული პირი, ინდივიდუალური მეწარმე ან უცხოური ორგანიზაციის საქართველოში რეგისტრირებული წარმომადგენლობა, რომლის საქმიანობაც დაკავშირებულია საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან ან/და შრომით მოწყობაში დახმარებასთან ვალდებულია, დარეგისტრირდეს საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობის ან/და შრომით მოწყობაში დახმარების განმახორციელებელ სუბიექტად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად. 2. აკრძალულია ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული საქმიანობის განხორციელება საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომითი მოწყობის ან/და შრომით მოწყობაში დახმარების განმახორციელებელ სუბიექტად რეგისტრაციის გარეშე. 3. საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობის ან/და შრომით მოწყობაში დახმარების განმახორციელებელ სუბიექტად რეგისტრაციის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით. თავი III. პირის საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომითი მოწყობა მუხლი 8. პირის საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომითი მოწყობა პირის საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომითი მოწყობა ხორციელდება: ა) იურიდიული პირის, ინდივიდუალური მეწარმის ან უცხოური ორგანიზაციის საქართველოში რეგისტრირებული წარმომადგენლობის დახმარებით, რომელიც ახორციელებს საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებულ საქმიანობას; ბ) ამ პირის მიერ დამოუკიდებლად. მუხლი 9. იმ იურიდიული პირის, ინდივიდუალური მეწარმის ან უცხოური ორგანიზაციის საქართველოში რეგისტრირებული წარმომადგენლობის ვალდებულებები, რომელიც ახორციელებს საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებულ საქმიანობას იურიდიული პირი, ინდივიდუალური მეწარმე ან უცხოური ორგანიზაციის საქართველოში რეგისტრირებული წარმომადგენლობა, რომელიც ახორციელებს საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებულ საქმიანობას ან აპირებს განახორციელოს ეს საქმიანობა ვალდებულია: ა) დარეგისტრირდეს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად და დაიცვას საქმიანობის ამ კანონით გათვალისწინებული რეგისტრირების პირობები; ბ) დადოს შრომითი მოწყობის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ი უცხოელ დამსაქმებელთან (დამსაქმებლებთან) და მიიღოს ზომები უცხოელი დამსაქმებლების შესახებ არსებული ინფორმაციის შემოწმებისათვის; გ) დადოს შრომით მოწყობაში დახმარების შესახებ ხელშეკრულება იმ პირთან, რომელსაც უწევს საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობაში დახმარების მომსახურებას (მომსახურებებს); დ) უზრუნველყოს უცხოელი დამსაქმებლის მიერ შრომითი ხელშეკრულების დადება შრომით ემიგრანტთან, რომლის საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომითი მოწყობა ხორციელდება ამ იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის დახმარებით; ე) დადოს შრომითი ხელშეკრულება შრომით ემიგრანტთან უცხოელი დამსაქმებლის დავალებით, თუ ამას ითვალისწინებს ამ უცხოელ დამსაქმებელსა და იურიდიულ პირს ან ინდივიდუალურ მეწარმეს შორის დადებული შრომითი მოწყობის შესახებ ხელშეკრულება; ვ) განახორციელოს საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომითი მოწყობის მიზნით მიმავალი შრომითი ემიგრანტის ინფორმირება მის გამგზავრებამდე, კერძოდ: ვ.ა) მიაწოდოს შრომით ემიგრანტს ინფორმაცია საქართველოსა და შრომითი მოწყობის სახელმწიფოში შრომითი მიგრაციის მარეგულირებელი აქტების მოთხოვნების, ასევე ამ სახელმწიფოებში შესვლის, ყოფნისა და მათი დატოვების წესების შესახებ; ვ.ბ) შრომითი განხორციელებაში მიგრაციის მონაწილე სფეროში საქართველოს სახელმწიფო იუსტიციის მმართველობის სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანო(ებ)ის (ტერიტორიული ორგანოების ჩათვლით) ადგილმდებარეობისა და ტელეფონების თაობაზე; ვ.გ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების (მათი არსებობის შემთხვევაში) ადგილმდებარეობისა და ტელეფონების თაობაზე; ზ) აწარმოოს იმ პირების აღრიცხვა, რომლებსაც გაუწია საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობაში დახმარების მომსახურება; თ) 5 წლის განმავლობაში შეინახოს ამ კანონიდან გამომდინარე წარმოებული დოკუმენტაცია, მათ შორის, გაფორმებული ხელშეკრულებები და მიმართვის შემთხვევაში, უზრუნველყოს მათი ხელმისაწვდომობა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა ან/და მის სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით; ი) შეასრულოს სხვა ვალდებულებები ამ კანონისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად. მუხლი 10. შრომითი მოწყობის შესახებ ხელშეკრულების რეკვიზიტები 1. შრომითი მოწყობის შესახებ ხელშეკრულებაში შეიძლება მიეთითოს: ა) ხელშემკვრელი საქართველოში იურიდიული რეგისტრირებული პირის ან უცხოური წარმომადგენლობის ორგანიზაციის დასახელება ან ინდივიდუალური მეწარმის საკუთარი სახელი, გვარი და პირადი ნომერი, საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის რეგისტრირებისას მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი, რეგისტრირების თარიღი და მარეგისტრირებელი ორგანოს დასახელება; ბ) ხელშემკვრელი უცხოელი დამსაქმებელი ფიზიკური პირის საკუთარი სახელი, გვარი, პირადი ნომერი ან/და პასპორტის ნომერი ან იმ ხელშემკვრელი უცხოური ორგანიზაციის დასახელება, რომელიც არის უცხოელი დამსაქმებელი; გ) ხელშემკვრელი იურიდიული პირის, ინდივიდუალური მეწარმის ან უცხოური ორგანიზაციის საქართველოში რეგისტრირებული წარმომადგენლობის იურიდიული მისამართი და საბანკო რეკვიზიტები; დ) ხელშემკვრელი უცხოელი დამსაქმებლის მისამართი და საბანკო რეკვიზიტები; ე) იმ მომსახურებათა ნუსხა და შინაარსი, რომელსაც ხელშემკვრელი იურიდიული პირი, ინდივიდუალური მეწარმე ან უცხოური ორგანიზაციის საქართველოში რეგისტრირებული წარმომადგენლობა უწევს ხელშემკვრელ უცხოელ დამსაქმებელს ან/და ამ მომსახურებათა გაწევის წესი; ვ) ხელშემკვრელი იურიდიული პირის, ინდივიდუალური მეწარმის ან უცხოური ორგანიზაციის საქართველოში რეგისტრირებული წარმომადგენლობის უფლება-მოვალეობები (მათ შორის, უცხოელი დამსაქმებლის დავალებით პირთან შრომითი ხელშეკრულების დადების უფლება-მოვალეობა) და პასუხისმგებლობა; ზ) ხელშემკვრელი უცხოელი დამსაქმებლის ორგანიზაციის უფლება- მოვალეობები და პასუხისმგებლობა; თ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების (მომსახურებების) საფასურის ანაზღაურების წესი და ანგარიშსწორების ფორმები; ი) შრომითი მოწყობის შესახებ ხელშეკრულების მოქმედების ვადა; კ) შრომითი მოწყობის შესახებ ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები; ლ) ყველა სხვა პირობა, რომელზეც თანხმდებიან ხელშემკვრელი იურიდიული პირი, ინდივიდუალური მეწარმე ან უცხოური ორგანიზაციის საქართველოში რეგისტრირებული წარმომადგენლობა და უცხოელი დამსაქმებელი. 2. შრომითი მოწყობის შესახებ ხელშეკრულება იდება წერილობითი ფორმით ქართულ ენაზე, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში, დამატებით სხვა ენაზეც (ენებზეც). მუხლი 11. მოთხოვნები შრომით მოწყობაში დახმარების შესახებ ხელშეკრულების მიმართ 1. შრომით მოწყობაში დახმარების შესახებ ხელშეკრულებაში სავალდებულო წესით მიეთითება: ა) ხელშემკვრელი საქართველოში იურიდიული რეგისტრირებული პირის ან უცხოური წარმომადგენლობის ორგანიზაციის დასახელება ან ინდივიდუალური მეწარმის საკუთარი სახელი, გვარი და პირადი ნომერი და საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის რეგისტრირებისას მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი, რეგისტრირების თარიღი და მარეგისტრირებელი ორგანოს დასახელება; ბ) ხელშემკვრელი პირის საკუთარი სახელი, გვარი, პირადი ნომერი ან/და ბინადრობის ნებართვის მოწმობის ნომერი ან/და პასპორტის ნომერი; გ) ხელშემკვრელი იურიდიული პირის, ინდივიდუალური მეწარმის ან უცხოური ორგანიზაციის საქართველოში რეგისტრირებული წარმომადგენლობის იურიდიული მისამართი და საბანკო რეკვიზიტები; დ) ხელშემკვრელი პირის რეგისტრაციისა ან/და ფაქტობრივი საცხოვრებლის მისამართი და საბანკო რეკვიზიტები, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ე) იმ მომსახურებათა ნუსხა და შინაარსი, რომელსაც ხელშემკვრელი იურიდიული პირი, ინდივიდუალური მეწარმე ან უცხოური ორგანიზაციის საქართველოში რეგისტრირებული წარმომადგენლობა უწევს ხელშემკვრელ პირს საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობაში დახმარების მიზნით და ამ მომსახურებათა გაწევის წესი; ვ) ხელშემკვრელი იურიდიული პირის, ინდივიდუალური მეწარმის ან უცხოური ორგანიზაციის საქართველოში რეგისტრირებული წარმომადგენლობის მოვალეობები, მათ შორის: ვ.ა) ხელშემკვრელ პირსა და უცხოელ დამსაქმებელს შორის შრომითი ხელშეკრულების გაფორმების უზრუნველყოფის ან უცხოელი დამსაქმებლის დავალებით შრომითი ხელშეკრულების დადების ვალდებულება; ვ.ბ) უცხოელ დამსაქმებელთან შესასრულებელი სამუშაოს ხასიათის თაობაზე ხელშემკვრელი პირისათვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება; ვ.გ) ნებისმიერი სხვა ვალდებულება, რომელიც შრომით მოწყობაში დახმარების შესახებ ხელშეკრულებით იქნება გათვალისწინებული; ზ) ხელშემკვრელი იურიდიული პირის, ინდივიდუალური მეწარმის ან უცხოური ორგანიზაციის საქართველოში რეგისტრირებული წარმომადგენლობის პასუხისმგებლობა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის, ასევე ხელშემკვრელი პირისათვის მცდარი ინფორმაციის მიწოდების გამო; თ) ამ კანონით განსაზღვრული შრომითი ხელშეკრულების დადების წინაპირობები, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ი) შრომით მოწყობაში დახმარების შესახებ ხელშეკრულების მოქმედების ვადა; კ) შრომით მოწყობაში დახმარების შესახებ ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები; ლ) ყველა სხვა პირობა, რომელზეც თანხმდებიან ხელშემკვრელი იურიდიული პირი ან ინდივიდუალური მეწარმე და პირი. 2. აკრძალულია შრომითი მოწყობაში დახმარების შესახებ ხელშეკრულებით რაიმე საფასურის ან ისეთი პირობის დაწესება, რომელიც პირდაპირ ან ირიბად ფინანსურ ტვირთად დააწვება ხელშემკვრელ პირს. 3. შრომით მოწყობაში დახმარების შესახებ ხელშეკრულება იდება წერილობითი ფორმით ქართულ ენაზე, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში, დამატებით სხვა ენაზეც (ენებზეც). მუხლი 12. საქართველოში დადებული შრომითი ხელშეკრულების რეკვიზიტები, რომელიც აწესრიგებს შრომით ემიგრანტსა და უცხოელ დამსაქმებელს შორის შრომით ურთიერთობას 1. საქართველოში დადებული შრომითი ხელშეკრულება, რომელიც აწესრიგებს შრომით ემიგრანტსა და უცხოელ დამსაქმებელს შორის შრომით ურთიერთობას, ეფუძნება შრომითი მოწყობის სახელმწიფოს შრომის კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს. დაუშვებელია შრომით ხელშეკრულებაში ისეთი პირობის შეტანა, რომელიც ეწინააღმდეგება შრომითი მოწყობის სახელმწიფოს შრომის კანონმდებლობას. 2. შრომითი მოწყობის სახელმწიფოს კანონმდებლობაში შრომით ემიგრანტსა და უცხოელ დამსაქმებელს შორის შრომით ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმების არარსებობის შემთხვევაში, საქართველოში დადებულ შრომით ხელშეკრულებაში შეიძლება მიეთითოს შემდეგი: ა) ხელშემკვრელი შრომითი ემიგრანტის საკუთარი სახელი, გვარი, პირადი ნომერი ან პასპორტის ნომერი; ბ) იმ ხელშემკვრელი უცხოური დამსაქმებელი ორგანიზაციის დასახელება, მისამართი და საბანკო რეკვიზიტები ან იმ უცხოელი დამსაქმებლის საკუთარი სახელი, გვარი და პირადი ნომერი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი და საბანკო რეკვიზიტები,; გ) შრომითი ხელშეკრულების უცხოელი დამსაქმებლის დავალებით დადების შემთხვევაში: გ.ა) საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი იმ იურიდიული პირის დასახელება ან ინდივიდუალური მეწარმის საკუთარი სახელი, გვარი და პირადი ნომერი, რომელიც დებს შრომით ხელშეკრულებას უცხოელი დამსაქმებლის დავალებით და ამ იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმისათვის საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის რეგისტრირებისას მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი, რეგისტრირების თარიღი და მარეგისტრირებელი ორგანოს დასახელება; გ.ბ) საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი იმ იურიდიული პირის უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობა, რომელიც დებს შრომით ხელშეკრულებას უცხოელი დამსაქმებლის დავალებით; დ) ხელშემკვრელი შრომითი ემიგრანტის მუშაობის ადგილი და შესასრულებელი სამუშაოს აღწერილობა; ე) შრომითი ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღი და მოქმედების ვადა; ვ) ხელშემკვრელი შრომითი ემიგრანტისა და უცხოელი დამსაქმებლის ძირითადი უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობა, როგორც შრომითი ურთიერთობების, ისე სოციალური დაცვისა და ჯანდაცვის სფეროებში შრომითი მოწყობის სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად; ზ) ყველა სხვა პირობა, რომელზეც თანხმდებიან ხელშემკვრელი შრომითი ემიგრანტი და უცხოელი დამსაქმებელი. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობითი ფორმით ქართულ ენაზე და შრომითი მოწყობის ქვეყნის სახელმწიფო ენაზე. მუხლი 13. საქართველოს მიერ იმ პირის უფლებების, თავისუფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის უზრუნველყოფის პირობები, რომელიც დამოუკიდებლად გადის საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომითი მოწყობისა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომითი მოწყობისა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით საქართველოდან დამოუკიდებლად გამსვლელი პირის უფლებების, თავისუფლებებისა და კანონიერი ინტერესების საქართველოს მიერ დაცვის უზრუნველსაყოფად ამ პირს უფლება აქვს: ა) კონსულტაციის მიღების მიზნით, აცნობოს შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო მმართველობის განხორციელებაში მონაწილე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ ადმინისტრაციულ ორგანოს საკუთარი განზრახვის თაობაზე და წარუდგინოს მას უცხოელ დამსაქმებელთან დადებული შრომითი ხელშეკრულების ასლი ან/და ამ ხელშეკრულების ნოტარიალურად დამოწმებული ქართულენოვანი ასლი, თუ ეს ხელშეკრულება არ არის შესრულებული ქართულ ენაზე; ბ) შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო მმართველობის განხორციელებაში მონაწილე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანოს მეშვეობით მიიღოს ინფორმაცია შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო მმართველობის განმახორციელებელი ორგანოებისათვის და სამსახურების მისამართებისა და ტელეფონების თაობაზე. თავი IV. საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელის ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობა მუხლი 14. საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელის ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების პირობები 1. საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელის ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელება დაიშვება მხოლოდ ამ უცხოელსა და ადგილობრივ დამსაქმებელს შორის ამ კანონით გათვალისწინებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე. 2. საქართველოში კანონიერად მყოფი მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელის კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს 90 კალენდარული დღის ხანგრძლივობით ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობა დაიშვება მოთხოვნის რეგისტრაციის გარეშე. 3. უცხოელი სტუდენტის ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობა დაიშვება მოთხოვნის რეგისტრაციის გარეშე. ამასთან, უცხოელ სტუდენტს უნდა ჰქონდეს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოქმედი სასწავლო ბინადრობის ნებართვა, ხოლო სამუშაო დროის ხანგრძლივობა, რომლის განმავლობაშიც უცხოელი სტუდენტი ეწევა შრომით საქმიანობას ერთ ან მეტ ადგილობრივ დამსაქმებელთან, არ უნდა აღემატებოდეს კალენდარულ კვირაში 24 საათს. 4. სეზონური შრომითი იმიგრანტის კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს 90 კალენდარული დღის ხანგრძლივობით ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობა დაიშვება მოთხოვნის რეგისტრაციის და „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შრომითი ბინადრობის ნებართვის გარეშე. 5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელის კალენდარული წლის განმავლობაში 90 კალენდარულ დღეზე მეტი ხანგრძლივობით ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობა დაიშვება მხოლოდ მოთხოვნის რეგისტრაციისა მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი და „უცხოელთა და მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული D1 კატეგორიის ვიზის საფუძველზე. მუხლი 15. უცხოელისათვის საქართველოში ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვები უცხოელს არ აქვს უფლება, დაიკავოს თავისუფალი სამუშაო ადგილი (ვაკანსია), რომლის შევსება საქართველოს კანონმდებლობის თანახმად პირდაპირ არის დაკავშირებული საქართველოს მოქალაქეობასთან. მუხლი 16. მოთხოვნის რეგისტრაცია 1. საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელის შრომითი მოწყობისა დამსაქმებელი, და გარდა ამ მისი შრომის კანონით გამოყენებისათვის ადგილობრივი გათვალისწინებული შემთხვევებისა, ვალდებულია მოახდინოს მოთხოვნის რეგისტრაცია. 2. მოთხოვნის რეგისტრაციის მისაღებად ადგილობრივი დამსაქმებელი ვალდებულია მიმართოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ ადმინისტრაციულ ორგანოს და წარუდგინოს მას ინფორმაცია არსებული ვაკანსი(ებ)ის შესახებ (მოთხოვნილი პროფესიის (სპეციალობის), კვალიფიკაციისა და კომპეტენციების ან/და უნარჩვევების ჩათვლით). 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანო ახდენს მოთხოვნის შესაფერისი კადრების მოძიებას არსებული სამუშაოს მაძიებელთა ბაზიდან და ადგილობრივი დამსაქმებლისათვის შეთავაზებას. 4. ადმინისტრაციული ორგანო ადგილობრივი დამსაქმებლისთვის შესაბამისი კადრის/ების შეთავაზებას ახდენს მოთხოვნის წარდგენიდან 7 სამუშაო დღეში; 5. იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული ორგანო 7 სამუშაო დღეში ვერ მოიძიებს წარმოდგენილი მოთხოვნის შესაბამის კადრს, ან/და ადგილობრივი დამსაქმებლის მიერ წარმოდგენილი იქნება შეთავაზებულ კადრზე წერილობითი, დასაბუთებული უარი, ამ ვადის ამოწურვის შემდეგ, ადგილობრივი დამსაქმებლის მოთხოვნა რეგისტრირებულად ითვლება. 6. მოთხოვნის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლებია: ა) ისეთი დოკუმენტების ან/და მონაცემების წარმოდგენა, რომელიც არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს, მათ შორის, არამართლზომიერად მოპოვებული, ყალბი ან ძალადაკარგული დოკუმენტების წარმოდგენა; ბ) ადგილობრივი დამსაქმებელი იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; გ) ადგილობრივი დამსაქმებელისათვის მსჯავრის დადება ისეთი სასჯელის შეფარდებით, რომელიც ითვალისწინებს მისთვის იმ ცალკეულ თანამდებობაზე მუშაობის ან იმ საქმიანობის უფლების ჩამორთმევას, რომლის განხორციელებისათვისაც მას დასჭირდა მოთხოვნის რეგისტრაციის მიღება, თუ ნასამართლობა არ არის მოხსნილი ან გაქარწყლებული. 7. მოთხოვნის რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლებია: ა) ადგილობრივი დამსაქმებლის მიერ წარმოდგენილ იმ დოკუმენტებსა ან/და მონაცემებში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამოვლენა, რომლებიც საფუძვლად დაედო ამ დამსაქმებელზე მოთხოვნის რეგისტრაციას; ბ) მოთხოვნის რეგისტრაციის მქონე ადგილობრივი დამსაქმებელისათვის მსჯავრის დადება ისეთი სასჯელის შეფარდებით, რომელიც ითვალისწინებს მისთვის იმ ცალკეულ თანამდებობაზე მუშაობის ან იმ საქმიანობის უფლების ჩამორთმევას, რომლის განხორციელებისათვისაც მას დასჭირდა მოთხოვნის რეგისტრაციის მიღება, თუ ამ პირის ნასამართლობა არ არის მოხსნილი ან გაქარწყლებული; გ) მოთხოვნის რეგისტრაციის მქონე იმ იურიდიული პირის ლიკვიდაცია, ან იმ ინდივიდუალური მეწარმის მიერ საქმიანობის შეწყვეტა, ან საქართველოში იმ უცხოური ორგანიზაციის წარმომადგენლობის საქმიანობის შეწყვეტა, რომელიც არის ადგილობრივი დამსაქმებელი; დ) იმ ინდივიდუალური მეწარმის გარდაცვალება, გარდაცვალებულად გამოცხადება ან უგზო-უკვლოდ დაკარგულ ფიზიკურ პირად აღიარება, რომელიც არის ადგილობრივი დამსაქმებელი; 8. მოთხოვნის რეგისტრაციის მოქმედების ვადა, რეგისტრაციის წესი და ვადები, მოქმედების გახანგრძლივების პირობები და წესები, რეგისტრაციაზე უარის თქმისა და გაუქმების, ასევე დაკავშირებული სხვა საკითხები ამ რეგისტრაციის ადმინისტრირებასთან განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 9. დაუშვებელია მოთხოვნის რეგისტრაციის მესამე პირებზე გადაცემა, გარდა ადგილობრივი დამსაქმებელი იურიდიული პირის უფლებამონაცვლე იურიდულ პირისა. მუხლი 17. მოთხოვნები შრომითი ხელშეკრულების მიმართ, რომელიც აწესრიგებს მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელსა და ადგილობრივ დამსაქმებელს შორის არსებულ შრომით ურთიერთობას 1. შრომითი ხელშეკრულება, რომელიც აწესრიგებს მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელსა და ადგილობრივ დამსაქმებელს შორის შრომით ურთიერთობას, იდება წერილობითი ფორმით და მასში აუცილებელი წესით მიეთითება: ა) ხელშემკვრელი საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელის სახელი, გვარი, პირადი ნომერი ან/და ბინადრობის ნებართვის მოწმობის ნომერი ან/და პასპორტის ნომერი; ბ) იმ ხელშემკვრელი ორგანიზაციის დასახელება ან იმ ინდივიდუალური მეწარმის ან ფიზიკური პირის საკუთარი სახელი, გვარი და პირადი ნომერი, რომელიც არის ადგილობრივი დამსაქმებელი; გ) იმ ხელშემკვრელი იურიდიული პირის მისამართი და საბანკო რეკვიზიტები ან იმ ინდივიდუალური მეწარმის ან ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილის მისამართი და საბანკო რეკვიზიტები, რომელიც არის ადგილობრივი დამსაქმებელი; დ) გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ხელშემკვრელ ადგილობრივ დამსაქმებელზე მოთხოვნის რეგისტრაციისათვის მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი, რეგისტრაციის თარიღი, მოქმედების ვადა და გამცემი ორგანოს დასახელება; ე) ყველა საქართველოში სხვა მუდმივი პირობა, რომელზეც ბინადრობის თანხმდებიან ნებართვის არმქონე ხელშემკვრელი უცხოელი და ადგილობრივი დამსაქმებელი; ვ) თუ საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელს ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელებისათვის ესაჭიროება „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული D1 კატეგორიის ვიზისა და შრომითი ბინადრობის ნებართვის მიღება, შრომითი ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს: ვ.ა) ადგილობრივი დამსაქმებლის ვალდებულებას, მიიღოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები ხელშემკვრელი უცხოელის მიერ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული D1 კატეგორიის ვიზისა და შრომითი ბინადრობის ნებართვის მისაღებად; ვ.ბ) დათქმას, რომ ამ შრომითი ხელშეკრულების ძალაში შესვლის აუცილებელი პირობაა უცხოელის მიერ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული D1 კატეგორიის ვიზისა და შრომითი ბინადრობის ნებართვის მიღება; ვ.გ) დათქმას, რომ შრომითი ხელშეკრულება წყდება „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული D1 კატეგორიის ვიზისა და შრომითი ბინადრობის ნებართვის გაუქმების შემთხვევაში; ვ.დ) ხელშემკვრელი ადგილობრივი დამსაქმებლისა და უცხოელის უფლებამოვალეობებსა და პასუხისმგებლობებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული D1 კატეგორიის ვიზისა და შრომითი ბინადრობის ნებართვის გაუქმების შემთხვევაში. 2. დაუშვებელია ამ მუხლით გათვალისწინებულ შრომით ხელშეკრულებაში იმაზე უარესი პირობის შეტანა, ვიდრე განსაზღვრულია კოლექტიური შრომითი ხელშეკრულებით, რომლის ერთ-ერთ მხარეც ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შრომითი ხელშეკრულების მონაწილე ადგილობრივი დამსაქმებელია. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული შრომითი ხელშეკრულება იდება მხოლოდ განსაზღვრული ვადითა და წერილობითი ფორმით საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელისათვის მშობლიურ ან მისთვის გასაგებ სხვა ენაზე. ამასთან, თუ შრომითი ხელშეკრულება არ არის შესრულებული ქართულ ენაზე, ამ ხელშეკრულებას თან უნდა დაერთოს მისი ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი დამსაქმებელი. და შესაბამის ხარჯებს ანაზღაურებს ადგილობრივი მუხლი 18. საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელის ძირითადი გარანტიები ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის პერიოდში საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელს ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობის და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის პერიოდში უფლება აქვს ისარგებლოს: ა) შრომის ანაზღაურების იგივე უფლებით, რომლითაც სარგებლობს (ისარგებლებდა) ამ ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომით ურთიერთობაში მყოფი მოქალაქე ან საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელი; ბ) საწარმოო ადგილზე მომხდარი უბედური შემთხვევის ან პროფესიული დაავადების განვითარების შედეგად მისი ჯანმრთელობის ვნების, პროფესიული შრომისუნარიანობის დაკარგვის ან გარდაცვალების დროს ისეთივე შეღავათების, დახმარებების ან კომპენსაციის მიღების უფლებით, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს მოქალაქის ან საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელისათვის; გ) შრომითი მიგრაციის სფეროს სახელმწიფო მმართველობის განმახორციელებელი ორგანოებისაგან ამ უკანასკნელთა კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე კონსულტაციებისა და ინფორმაციის მიღებით. მუხლი 19. საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელის მიერ ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობით მიღებული შემოსავლების დაბეგვრა საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელის მიერ ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების შედეგად მიღებული შემოსავალი იბეგრება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად. მუხლი 20. საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელის ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომით მოწყობასა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული უფლება-მოვალეობები 1. საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელს ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომით მოწყობასა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით უფლება აქვს: ა) ისარგებლოს საქართველოს შრომის კანონმდებლობით უზრუნველყოფილი დაცვის გარანტიებით; ბ) მიიღოს ადგილობრივი დამსაქმებლისაგან ამ კანონიით განსაზღვრული შრომითი ხელშეკრულების და ამავე მუხლით განსაზღვრულ შესაბამის შემთხვევაში, ამ ხელშეკრულების ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანის ასლი; გ) ისარგებლოს ორ ან მეტ ადგილობრივ დამსაქმებელთან შეთავსებით შრომითი მოწყობისა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების უფლებით ამ კანონისა და საქართველოს ორგანული კანონის - „საქართველოს შრომის კოდექსის“ მოთხოვნათა დაცვით; დ) ისარგებლოს სხვა ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების უფლებით ამ კანონის შესაბამისად, თუ ამ უცხოელთან შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელი შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი არ არის: დ.ა) შრომითი იმიგრანტისთვის ჩადენილი დანაშაულის გამო მსჯავრის დადება ისეთი სასჯელის შეფარდებით, რომელიც ითვალისწინებს მისთვის თავისუფლების შეზღუდვას ან აღკვეთას ან იმ ცალკეულ სამუშაო ადგილზე შრომითი მოწყობის ან/და იმ საქმიანობის უფლების ჩამორთმევას, რომელსაც ის ახორციელებდა ამ სამუშაო ადგილზე; დ.ბ) შრომითი იმიგრანტისთვის საქართველოში საქართველოს ვიზის ან დროებითი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის შეწყვეტა; ე) მიიღოს ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება საკუთარი ან/და ადგილობრივი დამსაქმებლის ან/და სხვა წყაროს ხარჯზე, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობით; ვ) ისარგებლოს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით გათვალისწინებული სხვა უფლებებით. 2. საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის უფლების არმქონე უცხოელი ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომით მოწყობასა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით ვალდებულია: ა) დატოვოს საქართველო მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შრომითი ხელშეკრულების ვადის ამოწურვის ან შეწყვეტის შემთხვევაში, თუ არ არსებობს მისი საქართველოში ცხოვრების ან/და ყოფნის სხვა კანონიერი საფუძველი; ბ) შეასრულოს სხვა ვალდებულებები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 21. ადგილობრივი დამსაქმებლის უფლება-მოვალეობები 1. ადგილობრივი დამსაქმებელი უფლებამოსილია: ა) გამოიყენოს საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელის შრომა ამ კანონით, შრომის სფეროს მარეგულირებელი საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვით; ბ) განსაზღვროს ამ კანონით გათვალისწინებული შრომითი ხელშეკრულების დამატებითი პირობები საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე ხელშემკვრელ უცხოელთან შეთანხმების საფუძველზე; გ) განახორციელოს სხვა უფლებამოსილებები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 2. ადგილობრივი დამსაქმებელი ვალდებულია: ა) განახორციელოს უცხოური სამუშაო ძალის შემოყვანა რეგისტრაციის საფუძველზე, ამ კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. ბ) მოაწესრიგოს საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელთან არსებული შრომითი ურთიერთობები ამ კანონით განსაზღვრული შრომითი ხელშეკრულების მეშვეობით; გ) გადასცეს ხელშემკვრელ უცხოელს ამ კანონით განსაზღვრული შრომითი ხელშეკრულების ერთი პირი; დ) მიიღოს ამ კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული ზომები ხელშემკვრელი უცხოელის მიერ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული D1 კატეგორიის ვიზისა და შრომითი ბინადრობის ნებართვის მისაღებად; ე) საჭიროებისამებრ, დაეხმაროს საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელს საქართველოდან გასვლაში მასთან დადებული შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვის შემდგომ; ვ) უზრუნველყოს საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელის წარმოშობის ან შემოსვლის სახელმწიფოში გასვლისა და გასვლასთან დაკავშირებული ხარჯების მოთხოვნისამებრ ანაზღაურება, თუ ამ კანონით განსაზღვრული შრომითი ხელშეკრულება წყდება: ვ.ა) ხელშემკვრელი უცხოელის მოთხოვნით ხელშემკვრელი ადგილობრივი დამსაქმებლის მიერ შესაბამისი შრომითი ხელშეკრულების პირობების საქართველოს შრომის კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის გამო; ან ვ.ბ) მოთხოვნის რეგისტრაციის გაუქმება ამ კანონით გათვალისწინებული ერთ-ერთი საფუძვლით, გარდა ამ კანონის მე-18 მუხლის მე-7 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტისა; ზ) აანაზღაუროს გაძევებას დაქვემდებარებული საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე იმ უცხოელის გაძევებასთან დაკავშირებული ხარჯები, რომლის შრომითი მოწყობაც ამ ადგილობრივ დამსაქმებელთან მოხდა ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტების მოთხოვნათა დარღვევით; თ) აცნობოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში ხელშეკრულებით საქართველოში შემავალ ადმინისტრაციულ გათვალისწინებული მუდმივი ბინადრობის შრომითი ორგანოს ფუნქციების ნებართვის არმქონე შრომითი შესრულებისას ხელშემკვრელი უცხოელის გარდაცვალების ან მისი ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევის თაობაზე, არა უგვიანეს შემთხვევის დადგომიდან მეორე კალენდარული დღისა; ი) 5 წლის განმავლობაში შეინახოს ამ კანონიდან გამომდინარე წარმოებული დოკუმენტაცია, მათ შორის, გაფორმებული ხელშეკრულებები და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ან/და მის სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანოს, მიმართვის შემთხვევაში, უზრუნველყოს მათი ხელმისაწვდომობა, კანონმდებლობით დადგენილი წესით; კ) შეასრულოს სხვა ვალდებულებები ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად. თავი V პასუხისმგებლობა მუხლი 22. პასუხისმგებლობის საფუძვლები 1. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა შრომითი მიგრაციის სფეროში არსებული მოთხოვნების დარღვევისათვის განისაზღვრება ამ კანონით, ხოლო, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების საკითხები, ასევე რეგულირდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით. 2. ამ თავით დადგენილი მოთხოვნის დარღვევაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების უფლება აქვს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ან მის სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილ პირს. 3. ამ თავით დადგენილი მოთხოვნის დარღვევაზე სამართალდამრღვევს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ან მის სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოუწერს საჯარიმო ქვითარს, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი. 4. ამ თავით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრის ფორმას, მისი შევსებისა და წარდგენის წესს ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. მუხლი 23. იურიდიული პირის, ინდივიდუალური მეწარმის ან უცხოური ორგანიზაციის საქართველოში რეგისტრირებული წარმომადგენლობის საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობის ან/და შრომით მოწყობაში დახმარების განმახორციელებელ სუბიექტად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იურიდიული პირის, ინდივიდუალური მეწარმის ან უცხოური ორგანიზაციის საქართველოში რეგისტრირებული წარმომადგენლობის საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობის ან/და შრომით მოწყობაში დახმარების განმახორციელებელ სუბიექტად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. მუხლი 24. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის ამ კანონის საფუძველზე წარმოებული ინფორმაციის მიუწოდებლობა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის ამ კანონის საფუძველზე წარმოებული ინფორმაციის მიუწოდებლობა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. თავი VII. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები მუხლი 25. გარდამავალი დებულებები 1. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის გამოქვეყნებიდან ექვსი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ კანონის განხორციელებისათვის საჭირო საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტების შემუშავება დამტკიცება. 2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, საჭიროების შემთხვევაში, ამ კანონის გამოქვეყნებიდან ექვსი თვის ვადაში, უზრუნველყონ საჭირო ღონისძიებების გატარება, მათ შორის, კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფა. 3. ამ კანონის იურიდიული პირები, უცხოური ორგანიზაციის საქართველოში რეგისტრირებული წარმომადგენლობები ან ინდივიდუალური მეწარმეები, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან ან/და შრომით მოწყობაში დახმარებასთან, ვალდებულნი არიან ამ კანონის შესაბამისი ცვლილება ასახონ მათ სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში, ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში. 4. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება ამ კანონის ამოქმედებისათვის ძალაში მყოფ სახელშეკრულებო ურთიერთობებზე, მათი ვადის ამოწურვამდე. მუხლი 26. დასკვნითი დებულება ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან ექვსი თვის შემდეგ. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შემუშავების მიზეზია საქართველოში შრომითი მიგრაციის მარეგულირებელი ნორმების არ არსებობა და მათი შექმნის საჭიროება. ასევე საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებები, ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მიმართულებით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ეროვნულ დასაქმების ბაზარზე არ იქნება დაცული ადგილობრივი პერსონალი, არსებობს შემოდინების, რისკი რომელთან კონკურენტუუნარო სხვა ქვეყნებიდან მიმართებაშიც მდგომარეობაში არაკვალიფიციური ადგილობრივი აღმოჩნდება. ასეთ მუშა-ხელის ადამიანური რესურსი შემთხვევაში შესაძლოა სახელმწიფოს და ევროკავშირის მიერ გაღებული ინვესტიცია არ აღმოჩნდეს ეფექტიანი, რადგან კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი ვერ იქნება მიღებული შრომითი მიგრაციის შეუწყობენ ქვეყანაში კვალიფიკაციის ხარისხის შესაბამისი. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: ამ კანონპროექტის მარეგულირებელი მიზანია ეფექტური საქართველოში საშუალებები, შეიქმნას რომლებიც ხელს ლეგალური შრომითი მიგრაციის განვითარებასა და გამორიცხავენ არალეგალური შრომითი მიგრაციისა და ტრეფიკინგის შემთხვევებს. ასევე, ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით აღებული ვალდებულებების შესრულება და ქვეყანაში შრომითი მიგრაციული საქართველოს პროცესების მოქალაქის, რეგულირება. საქართველოში მუდმივი კანონპროექტი ბინადრობის არეგულირებს ნებართვის უცხოელის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მქონე შრომით მოწყობას საქართველოს ფარგლებს გარეთ და საქართველოში მყოფი ან მცხოვრები მუდმივი ბინადრობის ნებართვის არ მქონე უცხოელის საქართველოში შრომით მოწყობას და მის მიერ ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელებას, მათი უფლებებისა და ინტერესების დაცვას. ქვეყანაში უნდა არსებობდეს შრომითი იმიგრაციის რეგულირების იმგვარი მექანიზმი, რომელიც ინვესტორს/დამსაქმებელს მხოლოდ იმ შემთხვევებში მისცემს სამუშაო ძალის ქვეყანაში შემოყვანის უფლებას, როცა დამსაქმებელი ადგილობრივ ბაზარზე ვერ მოიძიებს აღნიშნული კვალიფიკაციის შესაბამის პერსონალს. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: საქართველოს კანონის პროექტი „შრომითი მიგრაციის შესახებ“ არეგულირებს შრომითი მიგრაციის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს, ურთიერთობებსა და სუბიექტებს, განსაზღვრავს შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო მმართველობის განმახორციელებელ ორგანოებსა და მათ უფლებამოსილებებს და ადგენს შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო მმართველობის განხორციელების მექანიზმებს. წარმოდგენილი კანონპროექტის შემუშავებისას ძირითადი ყურადღება არის გამახვილებული შემდეგ საკითხებზე: o მოქალაქეთა, საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელთა ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირთა საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომითი მოწყობა მოქალაქის ან საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომითი მოწყობა ხორციელდება იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის დახმარებით, ან ფიზიკური პირის მიერ დამოუკიდებლად იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის დახმარების გარეშე. o იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის ვალდებულებები, რომელიც ახორციელებს საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებულ საქმიანობას იურიდიული პირი ან ინდივიდუალური მეწარმე, რომელიც ახორციელებს საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებულ საქმიანობას ან აპირებს განახორციელოს ეს საქმიანობა, ვალდებულია:  მოახდინოს საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის რეგისტრაცია იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციულ ორგანოში და დაიცვას პირობები;  დადოს შრომითი მოწყობის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ი უცხოელ დამსაქმებელთან (დამსაქმებლებთან) კერძოდ: ა) დადოს შრომით მოწყობაში დახმარების შესახებ ხელშეკრულება იმ მოქალაქესთან, საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელთან ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირთან, რომელსაც უწევს საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობაში დახმარების მომსახურებას (მომსახურებებს); ბ) უზრუნველყოს უცხოელი დამსაქმებლის მიერ შრომითი ხელშეკრულების დადება შრომით ემიგრანტთან, რომლის საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომითი მოწყობა ხორციელდება ამ იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის დახმარებით; გ) დადოს შრომითი ხელშეკრულება შრომით ემიგრანტთან უცხოელი დამსაქმებლის დავალებით, თუ ამას ითვალისწინებს ამ უცხოელ დამსაქმებელსა და იურიდიულ პირს ან ინდივიდუალურ მეწარმეს შორის დადებული შრომითი მოწყობის შესახებ ხელშეკრულება;  განახორციელოს საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომითი მოწყობის მიზნით მიმავალი შრომითი ემიგრანტის ინფორმირება მის გამგზავრებამდე, კერძოდ: ა) მიაწოდოს შრომით ემიგრანტს ინფორმაცია საქართველოსა და შრომითი მოწყობის სახელმწიფოში შრომითი მიგრაციის მარეგულირებელი აქტების მოთხოვნების, ასევე ამ სახელმწიფოებში შესვლის, ყოფნისა და მათი დატოვების წესების შესახებ; ბ) შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო მმართველობის განხორციელებაში მონაწილე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანო(ებ)ისა (ტერიტორიული ორგანოების ჩათვლით) ადგილმდებარეობისა და ტელეფონების თაობაზე; გ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების (მათი არსებობის შემთხვევაში) ადგილმდებარეობისა და ტელეფონების თაობაზე;  აწარმოოს იმ პირების აღრიცხვა, რომლებსაც გაუწია საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობაში დახმარების მომსახურება; 5 წლის განმავლობაში შეინახოს ამ კანონიდან გამომდინარე წარმოებული დოკუმენტაცია, მათ შორის, გაფორმებული ხელშეკრულებები და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ან/და მის სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანოს, მიმართვის შემთხვევაში, უზრუნველყოს მათი ხელმისაწვდომობა, კანონმდებლობით დადგენილი წესით.  o მოთხოვნის რეგისტრაცია მოთხოვნის რეგისტრაცია ადასტურებს ადგილობრივი დამსაქმებლის უფლებას, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოში შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით შემოიყვანოს საქართველოში მუდმივი ბინადრობის უფლების არმქონე უცხოელი. მოთხოვნის დასარეგისტრირებლად ადგილობრივი დამსაქმებელი ვალდებულია მიმართოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ ადმინისტრაციულ ორგანოს და წარუდგინოს მას ინფორმაცია არსებული ვაკანსი(ებ)ის შესახებ (მოთხოვნილი პროფესიის (სპეციალობის), კვალიფიკაციისა და კომპეტენციების ან/და უნარ-ჩვევების ჩათვლით). მოთხოვნის რეგისტრაციისთვის საჭირო ადმინისტრაციული წარმოება მოიცავს:  ადგილობრივი დამსაქმებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას;  რეგისტრაციის მისაღებად საჭირო პირობების გატარებას. ადმინისტრაციული ორგანო ადგილობრივი დამსაქმებლისთვის შესაბამისი კადრის შეთავაზებას სამუშაოს მაძიებელთა ბაზიდან ახდენს მოთხოვნის წარდგენიდან 7 დღეში, იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული ორგანო 7 დღეში ვერ მოიძიებს წარმოდგენილი მოთხოვნის შესაბამის კადრს ან/და არ მოხდენს მის ადგილობრივი დამსაქმებლისთვის შეთავაზებას, ამ ვადის ამოწურვის შემდეგ, ადგილობრივი დამსაქმებლის მოთხოვნა რეგისტრირებულად ითვლება. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება. ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე; კანონპროექტის მიღება იქონიებს მცირე გავლენასბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, რამდენადაც კანონპროექტი ითვალისწინებს გარკვეული სახის საჯარიმო სანქციებს.. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი ზეგავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, რამდენადაც შესაძლო ხარჯები დაიფარება შესაბამისი უწყებისათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღებით სახელმწიფოს არ დაეკისრება ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იურიდიული პირებისა და ინდივიდუალური მეწარმეთათვის, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან, ამ პირებმა აღნიშნული ინფორმაცია (ცვლილების სახით) უნდა კანონპროექტი ასახონ მათ ითვალისწინებს სარეგისტრაციო გარკვეულ დოკუმენტაციაში. ადმინისტრაციულ ასევე, რამდენადაც ჯარიმებს, აღნიშნული გამოიწვევს გარკვეულ ფინანსურ შედეგებს, იმ პირთათვის, რომელთაც შეეხებათ ხსენებული პასუხისმგებლობა, - ჯარიმის პროპორციულად. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი ადგენს ჯარიმებს შრომითი მიგრაციის სფეროში ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში; კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობდნენ მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის წევრი სახელმწიფო ორგანოები, კომისიაში ჩართული არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები, დამსაქმებელთა ორგანიზაციები და პროფესიული კავშირები. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიcმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში. კანონპროექტის პირვანდელი ვარიანტის მიმართ რამდენიმე საექსპერტო შეფასება იქნა მიღებული, რაც გათვალისწინებულ იქნა კანოპნპროექტის დამუშავების დროს, თუმცა წარმოდგენლ ვარიანტს არ ახლავს ექსპერტების შეფასება. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.