„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
31.12.2014
ავტორი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/293/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„შრომითი მიგრაციის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 75 ✗ 22
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 69 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 64 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-01-22
ბიუროს ნომერი 242

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონიში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2008, მუხ. 298) შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. კანონის 201 მუხლს, მე-6 პუნქტის შემდეგ, დაემატოს მე-61 პუნქტი შემდეგი რედაქციით: „61. თუ სარეგისტრაციოდ წარდგენილ დოკუმენტაციაში მითითებულია, რომ სუბიექტის საქმიანობა დაკავშირებულია საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან ან/და შრომით მოწყობაში დახმარებასთან, მარეგისტრირებელი ორგანო „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას სუბიექტის საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობის ან/და შრომით მოწყობაში დახმარების განმახორციელებელ სუბიექტად რეგისტრაციის შესახებ.“; 2. კანონის 201 მუხლის მე-7პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,7. ამ მუხლის მე-6 და 61 პუნქტებით გათვალისწინებული წესით სუბიექტის საქმიანობის რეგისტრაციის შემთხვევაში მარეგისტრირებელი ორგანო „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციით დადგენილი ფორმით ამზადებს სუბიექტის საქმიანობის შესახებ ინფორმაციას მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან ექვსი თვის შემდეგ. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე‘‘ საქართველოს კანონპროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა. ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი კანონპროექტის მომზადება გამოწვეულია ,,შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტის მომზადებით და წარმოადგენს მისგან გამომდინარე კანონპროექტს. თავის მხრივ, „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შემუშავება განპირობებულია საქართთველოს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ვალდებულებით. ,,შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტი ითვალისწინებს იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობის ან/და შრომით მოწყობაში დახმარების განმახორციელებელ სუბიექტად სავალდებულო რეგისტრაციის პროცედურას. კერძოდ, პროექტის მიხედვით, იურიდიული პირი ან ინდივიდუალური მეწარმე, რომლის საქმიანობაც დაკავშირებულია საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან ან/და შრომით მოწყობაში დახმარებასთან ვალდებულია, დარეგისტრირდეს საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობის ან/და შრომით მოწყობაში დახმარების განმახორციელებელ სუბიექტად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად. ზემოაღნიშნული კანონპროექტით, იკრძალება საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობის ან/და შრომით მოწყობაში დახმარების განმახორციელებელ სუბიექტად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა, ხოლო რეგისტრაციის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. გამომდინარე აღნიშნულიდან, ,,შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტის ხსენებული ნორმები ასახვას საჭიროებს ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონშიც, როგორც სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტთა რეგისტარციაზე პასუხისმგებელი ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებების განმსაზღვრელ საკანონმდებლო აქტში. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი კანონპროექტის მიზანია ,,შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტისა და ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმების შესაბამისობის უზრუნველყოფა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტის ძირითადი არსის მიხედვით: - კანონის 201 მუხლს ემატება 61 პუნქტი, რომლის მიხედვითაც, თუ სუბიექტის სარეგისტრაციოდ წარდგენილ დოკუმენტაციაში მითითებულია, რომ მისი საქმიანობა დაკავშირებულია საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან ან/და შრომით მოწყობაში დახმარებასთან, მარეგისტრირებელი ორგანო „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას სუბიექტის საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობის ან/და შრომით მოწყობაში დახმარების განმახორციელებელ სუბიექტად რეგისტრაციის შესახებ; - კანონის 201 მუხლის მე-7 პუნქტის მოქმედი რედაქცია ყალიბდება ახალი რედაქციით, რაც განპირობებულია 201 მუხლში ახალი 61 პუნქტის დამატებით. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ მოითხოვს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტი არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტით არ დგინდება რაიმე სახის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი შეესაბამება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხივ ხელშეკრულებებთან კანონპროექტი წარმოდგენს „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტიდან გამომდინარე პროექტს, ხოლო აღნიშნული პროცესი, თავის მხრივ, განპირობებულია საქართველოს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ვალდებულებით. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, ორგანიზაცია/დაწესებულება, არასახელმწიფო ექსპერტები, ან/და რომლებმაც საერთაშორისო მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არის. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არის. ე) კანონპროექტის ავტორი კანონპროექტის ავტორია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება: 1 მუხლი 20 . მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის წარმოების პრინციპები (25.05.2012 N 6324 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს) 1. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სუბიექტების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ასევე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემები. 2. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში სუბიექტის რეგისტრაციის საფუძვლები და რეესტრის წარმოების წესი განისაზღვრება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით. რეგისტრაციის დამატებითი პირობები განისაზღვრება „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. 3. სუბიექტი წარმოშობილად, რეგისტრირებული მონაცემები შეცვლილად, რეგისტრაცია შეწყვეტილად ითვლება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის მომენტიდან. 4. რეგისტრაციის შედეგად მარეგისტრირებელი ორგანო ამზადებს ამონაწერს. ეს წესი არ ვრცელდება საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის, აგრეთვე მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების რეგისტრაციის შემთხვევებზე, გარდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე გირავნობის რეგისტრაციისა, მასში ცვლილებისა ან მისი შეწყვეტისა. 5. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი მზადდება ქართულ ენაზე, ხოლო დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში − ასევე ინგლისურ ენაზე. ინგლისურ ენაზე ამონაწერის მომზადების შემთხვევაში სავალდებულოა მისი ქართულ ენაზე მომზადებაც. 6. თუ სარეგისტრაციოდ წარდგენილ დოკუმენტაციაში მითითებულია, რომ სუბიექტის საქმიანობა დაკავშირებულია სურსათის/ცხოველის საკვების წარმოებასთან, გადამუშავებასთან, დისტრიბუციასთან, რეალიზაციასთან, საკვებწარმოების ობიექტებთან, მარეგისტრირებელი ორგანო „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას სუბიექტის საქმიანობის რეგისტრაციის შესახებ. (6. თუ სარეგისტრაციოდ წარდგენილ დოკუმენტაციაში მითითებულია, რომ სუბიექტის საქმიანობა დაკავშირებულია სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდის, აგროქიმიკატის წარმოებასთან, პირველად წარმოებასთან, გადამუშავებასთან, დისტრიბუციასთან, რეალიზაციასთან, აგრეთვე ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში მომსახურებასთან, მარეგისტრირებელი ორგანო „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას სუბიექტის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით გათვალისწინებულ ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის შესახებ. (17.04.2014 N 2286 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს)) 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესით სუბიექტის საქმიანობის რეგისტრაციის შემთხვევაში მარეგისტრირებელი ორგანო „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციით დადგენილი ფორმით ამზადებს სუბიექტის საქმიანობის შესახებ ინფორმაციას მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან. 8. სუბიექტის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან მზადდება ქართულ ენაზე, ხოლო დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში − ასევე ინგლისურ ენაზე. ინგლისურ ენაზე ინფორმაციის მომზადების შემთხვევაში სავალდებულოა მისი ქართულ ენაზე მომზადებაც.