„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
02.04.2015
ავტორი
სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/322/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 63 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 68 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-04-06
ბიუროს ნომერი 265

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და 2021 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2021. მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ ინფორმაციის მიწოდების ფაქტის ან გარიგების (ოპერაციის) შეჩერების ან პროფესიული მომსახურების შეზღუდვის თაობაზე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითების არსებობის ფაქტის გახმაურება 1. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისა და მონიტორინგის განმახორციელებელი პირების ხელმძღვანელებისა და თანამშრომლების მიერ მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ ინფორმაციის კომპეტენტური ორგანოებისათვის მიწოდების ფაქტის ან გარიგების (ოპერაციის) შეჩერების თაობაზე ან პროფესიული მომსახურების შეზღუდვის თაობაზე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითების არსებობის ფაქტის გახმაურება, – ისჯება ჯარიმით ანდა თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. 2. იგივე ქმედება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების აუცილებლობას განაპირობებს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის მომზადება, რომლის თანახმად, სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური აღიჭურვება გარიგების (ოპერაციის) შეჩერების ან პროფესიული მომსახურების შეზღუდვის თაობაზე მითითების გაცემის უფლებამოსილებით, რაც თავის მხრივ გათვალისწინებულია „დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების გათეთრების, მოძიების, ამოღების და კონფისკაციის და ტერორიზმის დაფინანსების შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის“ მოთხოვნების იმპლემენტაციის აუცილებლობით. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია გარიგების (ოპერაციის) შეჩერების თაობაზე, აგრეთვე მიმდინარე გარიგებებზე (ოპერაციებზე) მონიტორინგის განხორციელების თაობაზე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითების არსებობის ფაქტის გახმაურების კრიმინალიზაცია, რაც უზრუნველყოფს სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ გარიგების (ოპერაციის) შეჩერების ან პროფესიული მომსახურების შეზღუდვის თაობაზე გაცემული მითითების გაუხმაურებლობას. აღნიშნული კი მიზნად ისახავს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების, აგრეთვე სხვა მათთან დაკავშირებული დანაშაულების პრევენციასა და მათ დროულ გამოვლენას, დანაშაულებრივი გზით მოპოვენული ფულადი სახსრების (ქონების) ლეგალიზაციის აღკვეთას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის პირველი მუხლი ითვალისწინებს სისხლის-სამართლებრივ პასუხისმგებლობას საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისა და მონიტორინგის განმახორციელებელი პირების ხელმძღვანელებისა და თანამშრომლების მიერ გარიგების (ოპერაციის) შეჩერების ან პროფესიული მომსახურების შეზღუდვის თაობაზე სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითების არსებობის ფაქტის გახმაურების შემთხვევაში. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან კანონპროექტით დგინდება ჯარიმა გარიგების (ოპერაციის) შეჩერების ან პროფესიული მომსახურების შეზღუდვის თაობაზე სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითების არსებობის ფაქტის გახმაურებისათვის. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიშობა სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულება. ბ.ე) კანონპრექტით მოსალოდნელი ფინანსური შედეგი იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის საფუძველზე ფართოვდება იმ პირთა წრე, რომლის მიმართ შესაძლოა გამოყენებულ იქნეს სისხლის სამართლის კოდექსის 2021 მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა, რამაც შესაძლოა ფინანსური გავლენა იქონიოს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ ხდება ახალი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღება. თუმცა, კანონპროექტის საფუძველზე ფართოვდება იმ პირთა წრე, რომლის მიმართ შესაძლოა გამოყენებულ იქნეს სისხლის სამართლის კოდექსის 2021 მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში ორგანიზაციებში გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია სსიპ - საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც შედის ცვლილება მუხლი 2021. მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ ინფორმაციის მიწოდების ფაქტის გახმაურება 1. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისა და მონიტორინგის განმახორციელებელი პირების ხელმძღვანელებისა და თანამშრომლების მიერ მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ ინფორმაციის კომპეტენტური ორგანოებისათვის მიწოდების ფაქტის გახმაურება, – ისჯება ჯარიმით ანდა თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. 2. იგივე ქმედება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.